ძებნის რეზულტატი:

ბრიტანეთის ელჩი: ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე, ბრიტანეთი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს

„გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე" - საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდ ლუკაშენკოს ვიზიტს გამოეხმაურა. „ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში არის გაეროს ქარტიის და ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფის დემონსტრაციაა. გაერთიანებული სამეფო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, ამ მორიგი პროვოკაციის ფონზე", - წერს  მარკ კლეიტონი. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

გერმანია უკრაინას ერთის ნაცვლად, ოთხ IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს

გერმანია უკრაინას ერთის ნაცვლად, ოთხ IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს. „ევროპული პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  გერმანიამ უკრაინას ოთხი Gepard-ი და 65 რეფრიჟერატორი გადასცა მანამდე გერმანიამ უკრაინას 6 თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო დანადგარი Gepard-ი და საბრძოლო მასალა გადასცა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევის წარმატების შემდეგ, გერმანიის პოლიტიკური პარტიები, მათ შორის კოალიციური, ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ იარაღით უკრაინის მხარდაჭერა გააძლიეროს. კერძოდ, უკრაინას გადასცენ Leopard 2-ის ტანკები და Marder-ის ქვეითი საბრძოლო მანქანები. გერმანული წარმოების სამი Gepard-ის ტიპის საარტილერიო დანადგარი უკრინაშია კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ამ საკითხში „მარტო ვერ იმოქმედებს“.  

მოლდოვის პრეზიდენტი: თუ ჩვენი ნეიტრალიტეტი დაირღვევა, თავი უნდა დავიცვათ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიჩნევს, რომ რუსეთსა და უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე, მოლდოვის ნეიტრალიტეტის დარღვევის დიდი რისკი არსებობს და ქვეყანა თავის დაცვა უნდა შეძლოს.  „მოლდოვის რესპუბლიკამ კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ნეიტრალური ქვეყანაა, ამიტომ ეს არ ნიშნავს სამხედრო ბლოკში გაწევრიანებას. ნეიტრალიტეტი მოქმედებს მანამ, სანამ მას სხვები პატივს სცემენ", - აცხადებს მოლდოვის პრეზიდენტი. „თუ სხვა ქვეყნები არ პატივს სცემენ ჩვენს ნეიტრალიტეტს, მაშინ შესაძლოა დაგვესხნენ და მზად უნდა ვიყოთ თავის დასაცავად. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ნეიტრალიტეტის უპატივცემულობის რისკი ძალიან მაღალია", - აღნიშნა სანდუმ.  დნესტრისპირეთში ვითარებასთან დაკავშირებით, სანდუმ თქვა, რომ ჯერჯერობით „არ არსებობს იმის რისკი, რომ იქ ფსევდორეფერენდუმი მოეწყოს, როგორც ამას რუსეთი უკრაინაში აკეთებს“. „მაგრამ ცხადია, რომ რასაც რუსეთი დღეს უკრაინაში აკეთებს, არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ეს ყველას უნდა გვაწუხებდეს“, - განაცხადა სანდუმ.   

რუსეთის ძალებმა კრივი-რიჰზე კიდევ ერთი სარაკეტო იერიში მიიტანეს

კრივი-რიჰზე რუსული ძალების თავდასხმის დროს, Kh-59 რაკეტა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხვდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამის შესახებ კრივი-რიჰის სამხედრო ოლქის უფროსმა ალექსანდრ ვილკულმა განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი. რუსეთის ძალებმა კრივი რიჰის აეროპორტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს „დამპყრობლები ბარბაროსული დაბომბვით აგრძელებენ მშვიდობიანი თემისა და მოსახლეობის ტერორს. საღამოს, დაახლოებით 20:40 საათზე მტერმა სარაკეტო შეტევა განახორციელა კრივი- რიჰზე. უკრაინული მედია: რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი კრივი რიჰი დაბომბეს Kh-59 რაკეტა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხვდა და მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია. მიმდინარეობს შედეგების ლიკვიდაცია“, - ნათქვამია ალექსანდრ ვილკულის განცხადებაში.  

The Times: რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა

„რუსეთის სავარაუდო დივერსიული თავდასხმა „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე, რამაც გამოიწვია დიდი აფეთქებები ბალტიის ზღვაში, ალბათ, წინასწარ იყო განზრახული და დაგეგმილი", იტყობინება გაზეთი Times-ი 28 ბრიტანეთის თავდაცვის თავდაცვის წყაროზე დაყრდნობით. Times-ის ცნობით, რუსეთმა, სავარაუდოდ, ზღვაში ასაფეთქებელი მოწყობილობა განათავსა მის ამოქმედებამდე კვირებით ადრე. დაზიანება პირველად 26 სექტემბერს აღმოაჩინეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის თქმით, გაჟონვა გამოწვეული იყო მიზანმიმართული დივერსიით, სავარაუდოდ, სახელმწიფო აქტორის მიერ. ამასთან, CNN-ის წყაროების ცნობით, ევროპის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენზე მომხდარი გაჟონვის ადგილთან ახლოს, რუსული სამხედრო გემები დააფიქსირეს. თუმცა დანიელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ივარაუდა, რომ გემების დაფიქსირება არ მიუთითებს იმაზე, რომ დაზიანება რუსეთის მიერ არის გამოწვეული, რადგან რუსული გემები რეგულარულად მოქმედებენ რეგიონში. საერთაშორისო საზოგადოება „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების დაზიანებას დივერსიად აფასებს და მტკიცე პასუხის პირობას დებს გაზის მიწოდება რუსეთიდან ევროპაში Nord Stream 1-ით, რომელმაც 2021 წელს, 59,2 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია, რუსეთის სახელმწიფო გაზის კომპანია „გაზპრომმა“ 2022 წლის 31 აგვისტოს შეწყვიტა და მიზეზად საჭირო ტექნიკური სამუშაო დაასახელა.  

ერდოღანი: „რეფერენდუმი" უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მცდელობებს ძირს უთხრის

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ჩატარებული „რეფერენდუმი“ გაართულებს „დიპლომატიური პროცესის“ წინსვლის მცდელობებს. ერდოღანის ოფისის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, უზრუნველყოს ყოველგვარი მხარდაჭერა კონფლიქტის დარეგულირებისთვის, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით". სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ერდოღანს „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე პრინციპული პოზიციისთვის უკანონო ფსევდორეფერენდუმების არაღიარების შესახებ, რომელიც რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატარა". 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა.  რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს.  

თეა წულუკიანის განცხადებას კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი აბსურდულს უწოდებს

ვინც მიცნობს იცის, როგორი აბსურდულია ეს ბრალდება, იმდენად აბსურდული, რომ განხილვასაც არ დავიწყებ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, დავით წიკლაური საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრალდებას, რომ დავით წიკლაურმა მასზე დასარტყმელად გაიწია. „კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო. კრივის ისტორიაში უპრეცედენტო გამარჯვების მოპოვების შემდეგ, სამინისტროში რომ დაგვიბარეს, ჩვენ ყველას გვეგონა, რომ უნდოდათ ეს გამარჯვება მოელოცათ, სინამდვილეში კი რასაც ჰქვია გამოგვყარა მინისტრმა შენობიდან. მეტიც, არც მსურს გავიმეორო რა სიტყვები გვაკადრა და ეს მხოლოდ ჩვენს უწყინარ თხოვნაზე, რომ ფედერაციისთვის კუთვნილი ფინანსები გადმოერიცხათ, რომელიც მისი ბრძანებით ჯერ გაგვინახევრეს, შემდეგ სულ გაგვინულეს. ჩემს მოსაშორებლად ამოქმედდა მექანიზმები და ეს, ქალბატონი მინისტრის ამ საღამოს ნათქვამი ცილისწამებით დაგვირგვინდა. ვინც მე მიცნობს იცის, როგორი აბსურდულია ეს ბრალდება, იმდენად აბსურდული, რომ განხილვასაც არ დავიწყებ. უბრალოდ, ყველაფერი ნათელია. ის ფაქტი რომ მე დავწერე სტატუსი და ღიად განვაცხადე, რომ არ ვაპირებ არსად წასვლას და მზად ვარ სიმართლისთვის ვიბრძოლო ბოლომდე აი, სწორედ ამ სტატუსით, მიხვდა ქალბატონი მინისტრი, რომ მის შემოთვლილ ულტიმატუმს, დამეტოვებინა ხმის ამოუღებლად და უხმაუროდ ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსი არ დავთანხმდი და ეს იყო მისი შემდეგი ნაბიჯი. აკი შემომითვალეს, რომ ჯობდა წავსულიყავი ჩემი ნებით, რომ ,,ჩემს უკან ოჯახი დგას'' ეს ფრაზა განცხადებაში ღიადაც კი თქვა ქალბატონმა მინისტრმა. მოკლედ, როგორც ჩანს ქალბატონი თეას შურისძიების ობიექტი ვარ და დიდი ალბათობით, ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ ჩემზე არ გაჩერდება. ყველას ერთიანობა და თანადგომა დღეს როგორც არასდროს ისე სჭირდება სპორტს, კულტურას და ახალგაზრდობას, ყველაფერს იმას რისი მინისტრიცაა და რასაც წარმოადგენს ეს ქალბატონი - ეს ყველაფერი სწორედ მისგანაა გადასარჩენი და თან სასწრაფოდ. რაც შეეხება მის ნათქვამს, გამეორებაც არ მინდა, კაცისთვის ამაზე დიდი შეურაცხყოფა არ არსებობს ქალზე რომ გაიწევს. და თან ამას დააბრალებენ. წინა სტატუსი რომ დავწერე, იქ ადამიანები თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ, ზოგი არც ისე კორექტულად და ჩემი კომენტარიც კი დევს, მოვუწოდე, შეურაცხყოფის გარეშე ვაკრიტიკოთ და გენდერული ნიშნით საერთოდ არაფერ შუაშია-თქო. თამარის ქვეყანაში ქალი მინისტრი ვის უკვირს-თქო. მის არაკომპეტენტურობაზე ვისაუბროთ და პიროვნული ნიშნით არავინ შევურაცხყოთ-თქო. ხოდა აგერაა ის სტატუსიც და კომენტარიც. რას მოვიფიქრებდი, ამას რომ ვწერდი მის თავში, შურისძიების მიზნით ასეთი ცილისწამება თუ ცხვებოდა. ამას მართლა ვერ მოვიფიქრებდი“, - წერს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი. ცნობისთვის, კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა დავით წიკლაურმა მასზე "დასარტყმელად გაიწია". "ის ადამიანი, ვინც ჩემზე გაიწია დასარტყმელად, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ", - განაცხადა წულუკიანმა.  

კამალა ჰარისი სამხრეთ კორეაში ჩავიდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი სამხრეთ კორეას ეწვია. Reuters-ის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ჰარისი დღეს დემილიტარიზებულ ზონასაც ეწვევა, რომელიც კორეის ნახევარკუნძულს ორ ნაწილად ჰყოფს. ამასთან, კამალა ჰარისი დაგმობს ჩრდილოეთ კორეის მიერ სარაკეტო გამოცდას. განხილვის საგანია ასევე აშშ-სამხრეთ კორეა-იაპონიის სამმხრივი ურთიერთობა და ჩინეთის ქმედებებ ტაივანის სრუტეში. აღსანიშნავია, რომ იაპონიის ზღვაში აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.  

ფლორიდას ქარიშხალი "იანი" დაატყდა თავს

ფლორიდის სანაპიროს ქარიშხალი "იანი" დაატყდა თავს. ამასთან, ქარის სიჩქარე საათში 150 კმ-ს შეადგენს.  "სტიქია უკვე აყენებს სერიოზულ ზიანს შტატის ინფრასტრუქტურას, მაქსიმუმს აღწევს წყლის დონე, ნეიფლსისა და ფორტ მეიერსის დასახლებები კი დაიტბორა. გაუქმებულია 2000-მდე ავიარეისი", - განაცხადა ფლორიდის გუბერნატორმა. როგორც ცნობილია, ქარიშხილის გამო, ორ მილიონამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ფლორიდის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ეროვნული გვარდიის 5000-მდე წევრის მობილიზაცია განახორციელა.  

უკრაინა: რუსმა ოკუპანტებმა დნიპრო დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა დნიპროს რაკეტები ესროლეს. ამ დროისთვის ცნობილია სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ, მათ შორის ერთი ბავშვია - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო „ტელეგრამზე“ იუწყება. Reuters: აშშ უკრაინისთვის ახალ, $1.1 მილიარდის დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს "რუსებმა დნიპროს რაკეტები ესროლეს. მათ საცხოვრებელ უბნებს დაარტყეს. ამ დროისთვის ცნობილია სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავდა კიდევ ხუთი, მათ შორის 12 წლის გოგონა", - წერს რეზნიჩენკო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ევროკავშირში რუსეთის 1 303 000 მოქალაქეზე მეტი შევიდა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

კამალა ჰარისმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის „ბირთვული რიტორიკა“ დაგმეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ-იოლმა ჩრდილოეთ კორეის გაძლიერებული ბირთვული რიტორიკა და იარაღის გამოცდა დაგმეს. Reuters-ის ინფორმაციით, ჰარისი იუნს სამხრეთ კორეის დედაქალაქში, დღეს დილით შეხვდა. მისივე ცნობით, ვიზიტს წინ უძღვის რეგიონში დაძაბულობა, რაც გამოწვეულია ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვებითა და ტაივანის სრუტეში ჩინეთის მოქმედებების გამო. „ლიდერებმა განიხილეს ჩვენი პასუხი პოტენციურ მომავალ პროვოკაციებზე, მათ შორის იაპონიასთან სამმხრივი თანამშრომლობის გზით“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.  

აფხაზეთი საქართველოა - ბელორუსის საელჩოსთან აქცია გაიმართა

აფხაზეთი საქართველოა - ბელორუსის საელჩოსთან აქცია ჩატარდა. ოპოზიციურმა პარტიამ „გირჩი - მეტი თავისუფლება" 28 სექტემბერს, საღამოს, პროტესტი ალექსანდ ლუკაშენკოს „ვიზიტის“ წინააღმდეგ დააფიქსირა. მედიის ცნობით, პარტიის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი და მხარდამჭერი თბილისში, ბელორუსიის საელჩოსთან პლაკატებით - „აფხაზეთი საქართველოა“ მივიდა. მათ ადგილზე მიიტანეს და დაწვეს ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინის ფოტოები. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

ავსტრიის ელჩი: ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლას ვგმობთ

ავსტრია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მტკიცედ უჭერს მხარს -  ჩვენ ვგმობთ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლას, - ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა, თომას მიულმანმა განაცხადა. ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა „ავსტრია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მტკიცედ უჭერს მხარს -  ჩვენ ვგმობთ  ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლას. იცით, რომ ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა. ეს არის ის, რისი სათანადოდ არ დაფასებაც არ შეიძლება და ეს არის ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ელჩმა. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ილია დარჩიაშვილი: ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია საქართველოში ბელორუსის ელჩი, ანატოლი ლისი ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.  

ბელორუსის ოპოზიციონერი ლიდერი: ლუკაშენკოს „ვიზიტი“ ცხადყოფს მის სრულ დამოკიდებულებას რუსეთზე

ლუკაშენკოს „ვიზიტი“ ცხადყოფს მის სრულ დამოკიდებულებას რუსეთზე და არ ასახავს ბელორუსის ხალხის ნებას. შესაბამისი განცხადება ბელორუსის ოპოზიციონერმა ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ Twitter-ზე გაავრცელა. „დიქტატორ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში, აჩვენებს მის პოლიტიკურად გაკოტრებას და სრულ დამოკიდებულებას რუსეთზე. ის არ ასახავს ბელორუსი ხალხის ნებას. ჩვენმა გაერთიანებულმა გარდამავალმა კაბინეტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. საერთაშორისო საზოგადოება ლუკაშენკოს არ აღიარებს.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა, რომელ სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი ცნობილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა არის შესაძლებელი. როგორც გაბუნია განმარტავს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული. "ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულება არის ჩართულისაკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებში. აცრის წერტილი ყველა იმ დაწესებულებაშია, სადაც მიეწოდება პირველადი ჯანდაცვის სერვისი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ამ დაწესებულებებს გაგზავნილი აქვთ ვაქცინების მარაგი. უმჯობესია, პაციენტმა მიმართოს იმ დაწესებულებას, სადაც ის იმყოფება აღრიცხვაზე პირველადი ჯანდაცვის სერვისისთვის. თუ პაციენტი მიდის სხვა დაწესებულებაში და არ აქვს ფორმა ასი, რთულია იდენტიფიცირება დიაბეტი აქვს, ქრონიკული დაავადება თუ სხვა, ასევე რამდენად ექვემდებარება აცრას კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისად", - განაცხადა გაბუნიამ. დაწესებულების ჩამონათვალი: http://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=3e9d5d35-d6bd-481c-a55e-3659f9d365fd&fbclid=IwAR19FmBLOSbEuCzJSDrCZALmFHViDQhUEOylGEFlh-nEN9huSS20T5Mn51g ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 სექტემბერს დაიწყო.  

პრეზიდენტმა მომღერალი ნათია თოდუა ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მომღერალი ნათია თოდუა თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და მას სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სახელმწიფო ჯილდო ნათია თოდუას პრეზიდენტმა პირადად გადასცა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ნათია თოდუამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ამ უდიდესი ჯილდოსათვის და განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს მსოფლიო ასპარეზზე ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის. ,,პირობას ვდებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენ ყველა ერთად დავბრუნდებით აფხაზეთში!"- განაცხადა მომღერალმა.  

ბელორუსის სახელმწიფო ტელევიზიის ყოფილ ჟურნალისტს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

მინსკის სასამართლომ Belteleradiocompany-ის (BTRC) ყოფილ თანამშრომელს ქსენია ლუცკინას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ჟურნალისტი ცდილობდა, შეექმნა საჯარო ბელორუსული ინტერაქტიული ტელევიზია, რათა „დაემალა და დაემახინჯებინა რეალური ფაქტები, მოეხდინა საპროტესტო აქტივობის ესკალაცია, ბელორუსის საზოგადოებაში განხეთქილების და ხალხის უარყოფითი აზრის სტიმულირება სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის შესახებ“. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადებით,  სახელმწიფო ტელევიზიის ყოფილი ჟურნალისტის, ქსენია ლუცკინას წინააღმდეგ გამოტანილი მკაცრი განაჩენი გვიჩვენებს ბელორუსის ხელისუფლების დაუნდობლობას იმ ადამიანების მიმართ, ვინც 2020 წლის ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დარბევის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია“. CPJ-მ ვერ შეძლო, დაუყოვნებლივ დაედგინა, აპირებს თუ არა ლუცკინა განაჩენის გასაჩივრებას. 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, ბელორუსი მსოფლიოში მეხუთე ციხეში, სადაც სულ მცირე 19 ჟურნალისტი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.

პუტინი ყოველდღიურად ახორციელებს ზეწოლას ლუკაშენკოზე - ოლექსი დანილოვი

პუტინი ყოველდღიურად ახორციელებს ზეწოლას ლუკაშენკოზე, რათა დაიწყოს შეიარაღებული აგრესია ბელარუსის მხრიდან, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. Reuters: აშშ უკრაინისთვის ახალ, $1.1 მილიარდის დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს "პუტინი ყოველდღიურად ახორციელებს ზეწოლას ლუკაშენკოზე, რათა დაიწყოს შეიარაღებული აგრესია ბელორუსის მხრიდან. ჩვენთვის ყველაფერი ცნობილია. ​​სოჭის ბოლო შეხვედრაც კი ამ თემას ეხებოდა. თუ ბელორუსიის ჯარები ჩვენთან შემოვლენ, ისეთ პასუხს მიიღებენ, რასაც არ ელოდებიან", - განაცხადა დანილოვმა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ევროკავშირში რუსეთის 1 303 000 მოქალაქეზე მეტი შევიდა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

შვედეთის სანაპირო დაცვამ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე მეოთხე გაჟონვა დააფიქსირა

შვედეთის სანაპირო დაცვამ Nord Stream გაზსადენზე გაზის მეოთხე გაჟონვა დააფიქსირა. იუწყება Reuters-ი გაზეთ Svenska Dagbladet-ზე დაყრდნობით. „ოთხიდან ორი გაჟონვა მოხდა შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში“, განუცხადა გაზეთს შვედეთის სანაპირო დაცვის სპიკერმა ჯენი ლარსონმა. კიდევ ორი ​​გაჟონვა დანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში დაფიქსირდა. შვედეთის სანაპირო დაცვის ცნობით, მეოთხე გაჟონვა Nord Stream 2 მილსადენზე, მეზობელ Nord Stream 1 მილსადენზე ნაპოვნი უფრო დიდი ხვრელის სიახლოვეს მოხდა. „რუსეთის სავარაუდო დივერსიული თავდასხმა „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე, რამაც გამოიწვია დიდი აფეთქებები ბალტიის ზღვაში, ალბათ, წინასწარ იყო განზრახული და დაგეგმილი", იტყობინება გაზეთი Times-ი 28 ბრიტანეთის თავდაცვის თავდაცვის წყაროზე დაყრდნობით. Times-ის ცნობით, რუსეთმა, სავარაუდოდ, ზღვაში ასაფეთქებელი მოწყობილობა განათავსა მის ამოქმედებამდე კვირებით ადრე. დაზიანება პირველად 26 სექტემბერს აღმოაჩინეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის თქმით, გაჟონვა გამოწვეული იყო მიზანმიმართული დივერსიით, სავარაუდოდ, სახელმწიფო აქტორის მიერ. საერთაშორისო საზოგადოება „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების დაზიანებას დივერსიად აფასებს და მტკიცე პასუხის პირობას დებს ამასთან, CNN-ის წყაროების ცნობით, ევროპის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენზე მომხდარი გაჟონვის ადგილთან ახლოს, რუსული სამხედრო გემები დააფიქსირეს. თუმცა დანიელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ივარაუდა, რომ გემების დაფიქსირება არ მიუთითებს იმაზე, რომ დაზიანება რუსეთის მიერ არის გამოწვეული, რადგან რუსული გემები რეგულარულად მოქმედებენ რეგიონში.

ვიოლა ფონ კრამონი: ლუკაშენკო ტერორისტი, პუტინის მარიონეტია, მისი აფხაზეთში ჩასვლა ბევრს არაფერს ნიშნავს

ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა ბევრს არაფერს ნიშნავს - ლუკაშენკო ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს. ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა „ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა ბევრს არაფერს ნიშნავს - ლუკაშენკო ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველია. ეს შეხსენებაა პუტინის ყველა დამშოშმინებლისთვის საქართველოში, რომ დაშოშმინებული ბოროტება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა. ლუკაშენკო პუტინით დასრულდება!“ - წერს ევროპარლამენტარი. ილია დარჩიაშვილი: ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია საქართველოში ბელორუსის ელჩი, ანატოლი ლისი ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.