ძებნის რეზულტატი:
დიმიტრიუს კაირიდისი: პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა ახალი რეალობა შექმნა. უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, ევროპის ნაწილია
პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა ახალი რეალობა შექმნა. უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, ევროპის ნაწილია და ეს ახალი ევროპაა., – ამის შესახებ საბერძნეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრიუს კაირიდისმა საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. „აქართველოს დიდი წარმომადგენლობა გვყავს საბერძნეთში, ისევე როგორც ბერძნებს გვყავს დიასპორა საქართველოში, რაც კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს. პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა ახალი რეალობა შექმნა. უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, ევროპის ნაწილია და ეს ახალი ევროპაა. ჩვენ ყოველგვარი შეფერხებისა და ყოყმანის გარეშე გვჭირდება ამ შესაძლებლობის დანახვა წინ წასასვლელად ამ ისტორიულ მომენტში. ჩემს კოლეგებთან შეხვედრისას ძალიან ნაყოფიერი განხილვები გვქონდა და შევთანხმდით კიდევ უფრო მეტად მჭიდრო თანამშრომლობაზე“, – განაცხადა დიმიტრიუს კაირიდისმა.
ქალაქ დნიპროზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ, მსხვერპლისა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა
დნიპროსა და დნეპროპეტროვსკის რეგიონზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ Telegram-ში განაცხადა, იტყობინება Ukrinform. უკრაინა: რუსმა ოკუპანტებმა დნიპრო დაბომბეს „ამ დროისთვის დადასტურდა ოთხი ადამიანის გარდაცვალება, ხოლო თვრამეტი დაშავებულია. ვუსამძიმრებ ოჯახებს", - განაცხადა კირილო ტიმოშენკომ. ასევე, მისი თქმით, რუსეთის ძალებმა გამოიყენეს რაკეტა „ქარიშხალი“ დნეპროპეტროვსკის რეგიონში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რეზნიკოვი რუსეთის ბირთვულ პოტენციალზე: შესაძლოა, იქვე აფეთქდეს
რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკები ყოველთვის არსებობს, მაგრამ ყველა გამოცდის შემდეგ უკრაინელებს ვეღარ შეაშინებენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Interfax-Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ბირთვულ საფრთხეს ეხებოდა. მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში „რისკები ყოველთვის არის. ბირთვული პოტენციალის მქონე ასეთი მეზობლის არსებობისას, ყოველთვის არის იმის შესაძლებლობა, რომ ის ფსიქოზური გახდეს. რამდენია პროცენტულად? ვერ ვბედავ თქმას. მატარებლები ჰყავთ? დიახ მათ აქვთ. მისი ტარება შესაძლებელია ისკანდერებით, კალიბრებით და თვითმფრინავებით. მაგრამ როგორი ხარისხისაა და რა მდგომარეობაშია, ამაზე კითხვა მაქვს“, - განაცხადა რეზნიკოვმა. რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს ამასთან, რეზნიკოვმა გაიხსენა, რომ უკრაინამ რუსეთს ბირთვული პოტენციალი გადასცა თუმცა ახლა რა მდგომარეობაშია ეს შეიარაღება ინფორმაციას არ ფლობს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ „ეს ყველაფერი რუსეთს მივეცით. მაშასადამე, ისმის კითხვა: რა მდგომარეობაშია ეს ნაგავი რუსეთში? ჩვენი სატანის რაკეტები ჯერ კიდევ მოქმედებს რუსეთში, ჩვენ ისინი 40 წელზე მეტი ხნის წინ ვაწარმოეთ. ჩნდება კითხვა: ვინ ემსახურება ამ შეიარაღებას, რა საბუთების მიხედვით და რამდენი წლის წინ დამზადდა...ვინ არიან ინჟინრები... ამიტომ, შეიძლება დააჭირონ ღილაკს, მაგრამ შესაძლოა, იქვე აფეთქდეს “, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი. იენს სტოლტენბერგი რუსეთს „სახიფათო ბირთვული რიტორიკის“ გამო აფრთხილებს 21 სექტემრბის სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს ამავე დღეს პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში
ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში - აფხაზეთში. ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებაშია აღნიშნული. „გარდა იმისა, რომ ამ პიროვნებას, ლუკაშენკოს, არა აქვს ლეგიტიმაცია, იმოქმედოს როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელსაც აქვს ერთადერთი ლეგიტიმური უფლებამოსილება აფხაზეთის რეგიონზე. ასე რომ, ეს ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ძლიერ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, პუტინის რეიტინგი შემცირდა - კვლევა
რუსული ორგანიზაცია „ლევადა-ცენტრის“ კვლევის თანახმად, სექტემბერში, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში სახელმწიფო ინსტიტუტების რეიტინგები შემცირდა. გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, როცა აგვისტოში ეს მაჩვენებელი - 24% იყო. ამასთან, 6%-ით არის შემცირებული რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საქმიანობის შეფასების დინამიკა. თუ ბოლო სამი თვის განმავლობაში, გამოკითხულთა 83% დადებითად აფასებდა მის მუშაობას, სექტემბერში ეს მაჩვენებელი 77%-მდე შემცირდა. კითხვაზე - მოგწონთ თუ არა ვლადიმერ პუტინის საქმიანობა? გამოკითხულთა 77% პასუხობს, რომ კი, ხოლო 21 % – უარყოფით პასუხს აფიქსირებს. 21 სექტემრბის სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ამავე დღეს პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ესტონეთი, პირველი იანვრიდან რუსული გაზის იმპორტს ოფიციალურად აკრძალავს
ესტონეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელის საუძველზეც 2023 წლიდან რუსეთიდან ბუნებრივი აირს აღარ შეისყიდის. ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა აკრძალვა ასევე გავრცელდება ტრანზიტთან, ბუნებრივი აირის იმპორტთან და სადისტრიბუციო ქსელებში ტრანზიტის ან ინექციის მიზნით შესყიდვასთან დაკავშირებულ მომსახურების გაწევაზე. ლატვიამ რუსული გაზის მომხმარება აკრძალა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ აპრილში, ესტონეთის მთავრობამ ქვეყანაში რუსული გაზის იმპორტი 2022 წლის ბოლომდე შეაჩერა. ახლა ეს გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურია. „ჩვენი მიზანია რუსეთზე ზეწოლა, რათა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია შეაჩეროს, რადგან ბუნებრივი გაზი რუსეთისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა“,- დასძინა რეინსალუმ. 20 ივლისს ევროკომისიამ წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ყველა წევრმა ქვეყანამ გაზის მოხმარება 15 პროცენტით უნდა შეამციროს, რადგან რუსეთისგან ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის საფრთხე არსებობს.
NATO: „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების დაზიანებაზე: ყველა ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს დივერსიის შედეგია
ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში Nordstream 1 და Nordstream 2 მილსადენების დაზიანება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ამჟამად არსებული ყველა ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს არის მიზანმიმართული, დაუფიქრებელი და უპასუხისმგებლო დივერსიული აქტების შედეგი. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული. საერთაშორისო საზოგადოება „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების დაზიანებას დივერსიად აფასებს და მტკიცე პასუხის პირობას დებს „ეს გაჟონვები საზღვაო გადაზიდვებს რისკებს უქმნის და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ გამოძიებას, რომელიც მიმდინარეობს ზიანის წარმოშობის დასადგენად. ჩვენ, როგორც მოკავშირეები, ვალდებულნი ვართ, მზად ვიყოთ, შევაკავოთ სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების მიერ ენერგო რესურსების ძალისმიერი გამოყენება და სხვა ჰიბრიდული ტაქტიკები. ნებისმიერ მიზანმიმართულ თავდასხმას მოკავშირეების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ერთიანი და მტკიცე პასუხი გაეცემა“, - აღნიშნულია განცხადებაში. The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დღეს დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8352 ლარია
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8352 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8352 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8336 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა. ევროს კურსი 2.7482 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7086 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0396 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატი: ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, 4 საზღვაო ქვეითი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დავიბრუნეთ
კიდევ მეტი ჩვენიანი სახლში. ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, 4 საზღვაო ქვეითი და ორი მშვიდობიანი მოქალაქ დავიბრუნეთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი „ტელეგრამზე“ წერს "კიდევ მეტი ჩვენიანი სახლში. მოხდა ტყვეთა მორიგი გაცვლა. ჩვენ დავბრუნდით: 4 საზღვაო ქვეითი და 2 მშვიდობიანი მოქალაქე. ოფიცრები: ოლექსეი ბულახოვი და ნიკოლაი კოსტენკო. ჯარისკაცები - ლუდმილა გერასიმენკო და ივან ზემლიანოი. მშვიდობიანი მოქალაქეები - ვიქტორია ანდრუშა და იანა მაიბოროდა“, - აცხადებს ერმაკმა. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
Politico: აშშ ჩინეთს და ინდოეთს სთხოვს, დაარწმუნონ პუტინი, არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი
აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ „სი ძინპინისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის პოზიციები განსაკუთრებით მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პუტინზე“, - წერს გამოცემა. იენს სტოლტენბერგი რუსეთს „სახიფათო ბირთვული რიტორიკის“ გამო აფრთხილებს 27 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განუცხადა CNN-ს, რომ აშშ ვერ ხედავს რაიმე მტკიცებულებას იმისა, რომ ჩინეთი ემზადება, დაეხმაროს რუსეთს უკრაინაში ომში ან სანქციების თავიდან აცილებაში. 21 სექტემრბის სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს ამავე დღეს პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების მიზეზი გამოცხადდა
დედოფალი ელისაბედ II-ს გარდაცვალების მიზეზი ცნობილია. დოკუმენტში სიბერეა მითითებული. ამასთან, ნათქვამია, რომ დედოფალი გარდაიცვალა ადგილობრივი დროით, 15:10 საათზე, შოტლანდიაში, ბალმორალის ციხესიმაგრეში, 8 სექტემბერს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ცნობისთვის, პრინცესა ელისაბედი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე მამის, ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. 1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად და განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა მეორე მსოფლიო ომი კარგად დასრულებულიყო. 1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და მისგან ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი ჰყავს. 1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ მეექვსე გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.
აშშ-ის საელჩო: საქართველოს აქვს პოტენციალი, ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ჰაბი გახდეს
საქართველოს აქვს პოტენციალი ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ჰაბი იყოს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ კვირაში საქართველოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები საბაჟო პროცედურებსა და სასაზღვრო ტრანზაქციებში გადაამზადეს. "ამ კვირაში საქართველოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები გადავამზადეთ საბაჟო პროცედურებსა და სასაზღვრო ტრანზაქციებში. საქართველოს აქვს პოტენციალი იყოს ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ჰაბი. მსგავსი სამუშაო შეხვედრებით ხელს ვუწყობთ ეფექტიანი და გამჭვირვალე საბაჟო პროცედურების დამკვიდრებას, რაც, თავის მხრივ ამ პოტენციალის რეალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯია. დღემდე, მხოლოდ აშშ-ის კომერციული კანონისა და განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს საბაჟოს გასაუმჯობესებლად $700,000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მედია: ევროკავშირი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეებს კრიპტოვალუტის სერვისებზე წვდომა შეუზღუდოს
ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის კრიპტოვალუტის ინვესტიციებზე წვდომის დახურვას გეგმავს, ამის შესახებ CoinDesk და Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერენ. ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა მედიის ცნობით, ამას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-8 პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე „რეფერენდუმის“ საპასუხოდ მომზადდა. გაზაფხულზე, სანქციების მეხუთე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებს 10 000 ევროზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტის აქტივების მომსახურება აუკრძალა. ამ შეზღუდვას მსოფლიოში უდიდესი კრიპტო ბირჟა Binance დაემომრცილა. „ახლა 10 ათასი ევროს ზღვარი ნულამდე დაიყვანება. პოტენციურად, ეს ნიშნავს, რომ რუსები ვერ შეძლებენ რაიმე აქტივების შენახვას ევროკავშირის კრიპტო საფულეებში“,- განუცხადა წყარომ CoinDesk-ს. Bloomberg-ის თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედ კომპანიებს ეკრძალებათ კრიპტოვალუტის საფულეების, ანგარიშების ან კრიპტოვალუტის შენახვის სერვისების მიწოდება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის და რუსეთში რეგისტრირებული ორგანიზაციებისთვის. რუსეთში კრიპტოვალუტებზე, პირველ რიგში, სტაბილკოინებზე მოთხოვნა ომის დაწყებისა და მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გაიზარდა. სანქციების პირობებში, კრიპტოვალუტა ფინანსური სახსრების საზღვარგარეთ გატანის ერთ-ერთი საშუალებაა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია
პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი პარასკევს, 30 სექტემბერს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სასწრაფო სხდომას იწვევს. რუსეთმა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის შესახებ გამოაცხადა „პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სასწრაფო სხდომას იწვევს. დღის წესრიგი და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი,“ - ინფორმაცია ზელნსკის პრესმდივანმა, სერხი ნიკიფოროვმა გაავრცელა. მანამდე კრემლმა განაცხადა, რომ პარასკევს „რუსეთში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია“ გაიმართება. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს.
თბილისში, პირველკლასელს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა
თბილისში პირველკლასელს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ცნობილია, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას ფეხი აქვს მოტეხილი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსია, ბრძოლის ველზე არაფერს შეცვლის
უკრაინას გადაწყვეტილი აქვს, დაიბრუნოს ტერიტორიები, რომელთა ანექსიას რუსეთი სავარაუდოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმების ჩატარების შემდეგ მოახდენს. კიევი სერიოზულად იღებს მოსკოვის მუქარას, ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, არაფერი შეიცვლება ბრძოლის ველზე. „ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიას სამხედრო გზით. ჩვენთვის კი ჩვენი ქმედებები დამოკიდებულია არა იმდენად იმაზე, თუ რას ფიქრობს ან სურს რუსეთის ფედერაციას, არამედ სამხედრო შესაძლებლობებზე, რაც უკრაინას აქვს", - განაცხადა პოდოლიაკმა. მან აღნიშნა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უკრაინამ დაიბრუნოს მთელი თავისი მიწა, რომელიც რუსეთმა მიიტაცა. პოდოლიაკის თქმით, ეს მიზანი მნიშვნელოვანია არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მისი ევროპელი მეზობლებისთვის. „წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი ჩათვლის, რომ მას აქვს უფლება, დააშანტაჟოს მსოფლიო, გაზარდოს ფსონები, გააძლიეროს კონფლიქტი და დაინახოს საკუთარი თავი გამარჯვებულად, - განაცხადა პოდოლიაკმა. მისი აზრით, მთლიანად ევროპაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, უკრაინის ტერიტორიის სრულად გათავისუფლება აუცილებელია. რუსეთი აცხადებს, რომ ხვალ, 15:00 საათზე, კრემლი ხელს მოაწერს შეთანხმებებს, რომლის თანახმად, უკრაინის ტერიტორიების ანექსიას მოახდენს. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს.
94 წლის ასაკში მხატვარი ჯიბსონ ხუნდაძე გარდაიცვალა
94 წლის ასაკში მხატვარი ჯიბსონ ხუნდაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი სოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, ჯიბსონ ხუნდაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1957-1960 წლებში იყო ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის, 1962-1964წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების განყოფილებისა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის ხატვა-ფერწერის პედაგოგი. ხუნდაძის გამოფენები მოეწყო საქართველოში, რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში, იაპონიაში, უკრაინაში, ისლანდიასა და შვეიცარიაში; ავტორია ჟურნალ-გაზეთებში თანამედროვე ხელოვნების საკითხებზე გამოქვეყნებული წერილებისა. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, კულტურის სამინისტროს ფონდში, საფრანგეთის, აშშ, იტალიის, ავსტრიის კერძო კოლექციებში. არის მე-6 მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი (1956), ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ ლაურეატი (1997), ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრიზის მფლობელი (1999). ამასთან, მხატვარს მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ასევე საქართველოს სახელმწიფო პრემია, ნიკო ფიროსმანის სახელობის პრემია. არის ღირსების ორდენოსანი.
უკრაინის გენშტაბი: აქტიური ფრონტის ხაზი 850 კილომეტრს შეადგენს
უკრაინაში მიმდინარე ომში, აქტიური ფრონტის ხაზი 850 კილომეტრს შეადგენს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ოლექსი ჰრომოვმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დღეს უკრაინა აგრძელებს მტრის შეკავებას ხმელეთზე, რომლის საერთო სიგრძე 3390 კილომეტრია. „მტერი აგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას, რეზერვების გადაადგილებას და მობილიზაციას. დღეს უკრაინა აგრძელებს მტრის შეკავებას ხმელეთზე, რომლის საერთო სიგრძე 3390 კილომეტრია, ხოლო აქტიური ფრონტის ხაზი აგრესორთან 850 კილომეტრია", - განაცხადა ჰრომოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სამივლინებო ანაზღაურება გაიზარდა
სამივლინებო ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება ძალაშია. საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის დადგენილება #470 „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა არსებული 15 ლარიდან 30 ლარამდე იზრდება "გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება #336 „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის #220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების თანახმად, გაზრდილია ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა 30 ლარამდე, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ნორმები, განსაზღვრულია თითოეულ ქვეყანასთან მიმართებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მედია: დონეცკში მებრძოლი ბატალიონის, „პიატნაშკას“ მეთაური ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა
თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დონეცკში, რუსეთის მხარეს მებრძოლი „პიატნაშკას“ ბატალიონის მეთაური, ახრა ავიძბა ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნდა. სააგენტო „აიაშარასთან“ კომენტარში მან თქვა, რომ „ვიზიტი“ აფხაზეთში გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს - 30 სექტემბერს ემთხვევა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ აფხაზეთში „პიატნაშკას“ სხვა მებრძოლებიც ჩავიდნენ. მანამდე ავიძბამ განაცხადა, რომ ის არ იყო გათავისუფლებული რუსეთის მიერ კონტროლირებადი უკრაინის ტერიტორიიდან - ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან. მოგვიანებით, მან შეძლო მოსკოვში გამგზავრება, სადაც შეხვდა პარტია „სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის“ ლიდერს, სერგეი მირონოვს და გამოვიდა მიტინგ-კონცერტზე - „ჩვენ არ ვტოვებთ საკუთარს“. 19 სექტემბერს ვიდეომიმართვაში ავიძბამ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას „დროებითი პრეზიდენტი“ უწოდა. ახრა ავიძბა დონბასში საომარ მოქმედებებში 2014 წლიდან მონაწილეობს და თვითმარქვია DPR-ის გმირია. 2021 წლის იანვრის ბოლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავიძბა ძებნილთა სიაში შეიყვანა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ახრა ავიძბა (მეტსახელად "აფხაზი") უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას "საერთაშორისო ბრიგადა" პიატნაშკას" ხელმძღვანელობს და ამ ორგანიზაციის დამფუძნებელია.