ძებნის რეზულტატი:

ხავიერ კოლომინა: არსებობს შეშფოთება საქართველოს მზაობაზე, პროგრესი ჰქონდეს ევროატლანტიკურ გზაზე

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ მის ვიზიტს ორი მთავარი მიზანი აქვს, მათ შორის პირველი, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებაა. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ მისი ვიზიტის კიდევ ერთი მიზანი, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული შესაძლებლობის კიდევ ერთხელ გააზრებაა. „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა აპრილის შეთანხმება. უნდა დაეწიოთ მატარებელს, ამისთვის კი საჭიროა, რომ მოემზადოთ და მოახდინოთ რეფორმების განხორციელება, რომლებსაც ჩვენ ვითხოვთ. არ ვიცით რა მოხდება, თუ არ მოემზადებით და ვერ დაეწევით ამ მატარებელს. შესაძლებლობები ახლაა და თქვენ უნდა მიიღოთ სარგებელი", - აცხადებს კოლომინა „ამერიკის ხმის“ ცნობით. ხავიერ კოლომინამ საქართველოში შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. „ჩემი ვიზიტის მეორე მიზეზი, იმ შესაძლებლობის გააზრებაა, რომელიც მჯერა, რომ თქვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ახლა არსებობს, განსაკუთრებით ევროკავშირის გადაწყვეტილებისა და 12 რეკომენდაციის შემდეგ. NATO და საქართველო მადრიდის სამიტზე მიღებული ახალი მხარდამჭერი ზომების განხორციელებას განიხილავენ 12 რეკომენდაცია ემთხვევა იმ 10 რეკომენდაციას, რომელიც NATO-მ მისცა თქვენს ხელისუფლებას, არსებითი პაკეტის ფარგლებში. გვჯერა, რომ ეს არის ძალიან მკაფიო გზა, რომლისთვისაც რეკომენდაციები ძალიან მკაფიო ნიშნებია და ძალიან ვცდილობთ თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ ქვეყანა მზად იყოს, როდესაც მისთვის შესაძლებლობები გაჩნდება“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

ბენ ჰოჯესმა დაასახელა პერიოდი, როცა უკრაინული ჯარები ყირიმში შევლენ

2022 წლის ბოლოსთვის უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ რუსული ჯარების მიყვანა იმ პოზიციებზე, სადაც 23 თებერვალს იყვნენ და მომავალი წლის შუა რიცხვებისთვის ყირიმში შევიდნენ, განაცხადა, ამის შეახებ ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს. „უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დიდი ნდობა მაქვს. ისინი ძალიან ჭკვიანები არიან და კარგად იმუშავეს კონტრშეტევის დაგეგმვისა და მომზადების დროს. მე დაველოდები რუსული ლოგისტიკის განადგურებას. ვფიქრობ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე უკრაინული ძალები 23 თებერვალს პოზიციებზე დააბრუნებენ რუსულ ჯარებს, ხოლო მომავალი წლის შუა რიცხვებისთვის უკრაინელები ყირიმში იქნებიან“, - განაცხადა გენერალმა ჰოჯესმა. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ბენ ჰოჯესთან: თუ უკრაინას უფრო სწრაფად მივაწვდით საჭირო იარაღს, რუსეთს 23 თებერვლის დროინდელ პოზიციებზე ამ წლის ბოლომდე დააბრუნებს მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესმის, რომ მისი ჯარების მდგომარეობა უარესდება და ამიტომაც გამოაცხადა მობილიზაცია. ასევე აშკარაა, რომ რუსების უმეტესობას არ სურს მონაწილეობა მიიღოს უკრაინის ომში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

"კარტოგრაფების საქმეზე" საქართველოს პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი გამოიკითხება

ამ ჯგუფის მიმართ, რომლებიც "კარტოგრაფების საქმეში" არიან დაკავშირებული ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, - თბილისის საქალაქო სასამართლოში "კარტოგრაფების საქმეზე" საქართველოს პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი გამოიკითხება.  "პოზიცია მაქვს, ის რაც ვიცი, მონასტერ დავით გარეჯის მამებისგან. საზღვარი, რომელიც უნდა გაევლოთ და რომელიც იყო საქართველოს ინტერესებში, ეს ასე არ გაკეთდა. რა თქმა უნდა, ამ ჯგუფის მიმართ, რომლებიც ამ საქმესთან იყვნენ დაკავშირებული - ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს", - განახადა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის, 7 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. მათ ბრალად საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელება ედებათ (სისხლის სამართლის 308-ე მუხლის პირველი ნაწილი). მიგვაჩნია, რომ გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება პოლიტიკურ მოტივაციებს ემსახურება და მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისაკენ. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაცია იყო, რომლის თანახმადაც წლების მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა გარკვეული დოკუმენტაციის იგნორირება და მათი გვერდის ავლით საზღვრის გარკვეული მონაკვეთების ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმება.  

გამოიყენებს თუ არა პუტინი ბირთვულ იარაღს - ბენ ჰოჯესის პროგნოზი

გამოიყენებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ბირთვულ იარაღს, ამ თემას განიხილავს უცხოურ მედიასთან ინტერვიუში, ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი. ჰოჯესის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა ეს ნაბიჯი გადადგას. „რუსები უკვე წლებია, საუბრობენ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. რა თქმა უნდა, პუტინს აქვს ათასობით ბირთვული იარაღი, რომელიც შეიძლება, გამოიყენოს, რადგან მას არ აინტერესებს რამდენი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპება. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ბირთვული იარაღი რეალურად ყველაზე ეფექტიანია, როცა არ გამოიყენება, რადგან ბევრ მთავრობას უქმნის ეჭვს, წუხს საკუთარ უსაფრთხოებაზე, აფერხებს და ეს არის ზუსტად ის, რაც პუტინს სურს“, - განაცხადა გენერალმა ჰოჯესმა და აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება კატასტროფაში იქნება რუსეთისთვის, რადგან „აშშ ვეღარ შეძლებს, „მოვლენებისგან შორს დარჩეს“. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  ბლინკენის თქმით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთმა შეიძლება, მალე ანექსირებულად გამოაცხადოს დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს.

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები: ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში, უკიდურესად არასწორი ნაბიჯია

ვგმობთ ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ე.წ. ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში, როგორც უკიდურესად არასწორ და არამეგობრულ ნაბიჯს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მოძრაობა „ხალხის ძალას“ წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი ავრცელებენ. ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა „გამოვთქვამთ იმედს, რომ ბელორუსის ხელისუფლების მიერ არ გადაიკვეთება საბოლოო წითელი ხაზი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში და არ მოხდება აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ჩვენი მიზანია აფხაზებთან ძმური თანაცხოვრების აღდგენა, რისი ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ქართველებისა და აფხაზების კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირების არდაშვებაა. სწორედ მშვიდობიანი ფორმით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ქართველებისა და აფხაზების სამომავლო ძმური თანაცხოვრება ერთიან ქართულ სახელმწიფოში.​ ​ამ მიდგომიდან და მიზნიდან ვერ უნდა გადაგვახვევინოს ვერავითარმა პროვოკაციამ, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის“,- აღნიშნულია განცხადებაში. ილია დარჩიაშვილი: ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია საქართველოში ბელორუსის ელჩი, ანატოლი ლისი ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

სომხეთის პრემიერი: მსოფლიოს კოლაფსის მომსწრენი ვართ, არ არსებობს რეგიონში ქვეყანა, რომელსაც ეს შოკი არ დაარტყამს

„სომხეთი ძალიან აქტიურად მუშაობს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან; სომხეთი, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებელი წევრი, ისმენს და ეთანხმება ყველა მოწოდებას და ხაზს უსვამს, რომ საკითხები უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით, მაგრამ ხედავს, რომ აზერბაიჯანი მუდმივად მიმართავს აგრესიულ ქმედებებს“. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ვითარებაში სომხეთი საერთაშორისო პარტნიორებს თანმიმდევრულად სთავაზობს შემდეგ გადაწყვეტას, რომელიც მისი თქმით, შეიძლება, იყოს გამოსავალი: საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განლაგება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. „იქნება ეს გაეროს უშიშროების საბჭოს, ეუთოს თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მისია“, - აღნიშნა ფაშინიანმა. ფაშინიანის თქმით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს მსოფლიო ყველას თვალწინ ინგრევა. „დღეს მე ვიტყვი, რომ არ არსებობს ქვეყანა, ყოველ შემთხვევაში, ევრაზიის რეგიონში, რომელიც ამ შოკის თავისი წილი არ შეეხება“, - აღნიშნა ფაშინიანმა. სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებები ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნასა და ზავის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ. სომხეთი სამი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იუწყება. 

ANCA: აშშ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვას განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთისთვის, ამერიკული იარაღის მიყიდვის საკითხს განხილავს, რათა „სომხეთი დაიცვას აზერბაიჯანული აგრესიისგან, რომელიც თურქეთის მხარდაჭერით განხორციელდა“ . ამის შესახებ ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტი (ANCA) იტყობინება. „1991 წელს სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პოლიტიკოსები შეერთებულ შტატებში, კონგრესის მტკიცე ორპარტიული ზეწოლის ქვეშ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვის საკითხს პირველად განიხილავენ. მათი მიზანია დაეხმარონ სომხეთს, რომ აზერბაიჯანის (თურქეთის მხარდაჭერილი) აგრესიისა და ეთნიკური წმენდისგან თავი დაიცვას“,- ნათქვამია ANCA-ს განცხადებაში. 13-14 სექტემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შემდეგ, კონგრესმენმა ადამ შიფმა გაავრცელა რეზოლუციის პროექტი, რომელიც აშშ-ის კონგრესის კომისიის სხვა წევრებთან ერთად სომხეთის საკითხებზე შემუშავდა. რეზოლუცია გმობს აზერბაიჯანის არაპროვოცირებულ თავდასხმებს სომხეთსა და არცახზე, ასევე მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს შეერთებული შტატების მიერ აზერბაიჯანისთვის გაწეული ყველა სახის დახმარება. 13 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე    

ბრიტანეთის თავდაცვა: რუსეთის იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც სამშობლოს დატოვებას ცდილობენ, განათლებული ხალხი სჭარბობს

ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციიდან“ შვიდ დღეში, ვინც ცდილობს რუსეთის დატოვებას, სჭარბობს, უკეთ უზრუნველყოფილი და განათლებული პირები, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი: მეტი იარაღი, მეტი სანქციები, რუსეთის მეტი იზოლაცია „ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციიდან“ შვიდ დღეში, დაფიქსირდა ჯარში გაწვევისთვის თავის არიდების მსურველი მნიშვნელოვანი რაოდენობით რუსების მხრიდან ქვეყნის დატოვება. კონკრეტული ციფრები არ არის ცნობილი, თუმცა დიდი ალბათობით, ეს რიცხვი გადააჭარბებს რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრისთვის გაგზავნილი ძალების რაოდენობას. მათ შორის, ვინც ცდილობს რუსეთის დატოვებას, სჭარბობს, უკეთ უზრუნველყოფილი და განათლებული პირები“, – ნათქვამია ინფორმაციაში. ბულგარეთისა და პოლონეთის ხელისუფლებებმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, რუსეთი სასწრაფო წესით დატოვონ ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სომხეთი ფაშინიანი: მოკავშირე ქვეყნებს ფულს ვუხდით, მაგრამ იარაღს არ გვაწვდიან

მთავრობამ დაიწყო შეიარაღებული ძალების რეფორმირების ფართომასშტაბიანი პროცესი, მაგრამ ამ პროვოკაციებით აზერბაიჯანი ცდილობს, დარწმუნდეს, რომ სომხეთი ამ რეფორმებს ვერ განახორციელებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა. „თქვენ იცით, რომ ყველა მიმართულებით, ყველა შემთხვევაში, სადაც ეს შესაძლებელია, სამწუხაროდ, მათ [ანუ აზერბაიჯანელებს] აქვთ გარკვეული წარმატებები ჩვენს მოკავშირეებთან ურთიერთობის კუთხითაც და ისინი ცდილობენ, უზრუნველყონ იარაღი და საბრძოლო მასალა. სომხეთს არ მიეწოდება, გვაქვს შემთხვევები, როცა 100 მილიონი დოლარია გადახდილი, მაგრამ სომხეთისთვის მიწოდების ვალდებულებები არ სრულდება, მათ შორის მოკავშირე ქვეყნების მხრიდან, ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო რეალობაა, ღრმად უნდა გავაანალიზოთ. ეს სიტუაცია“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.  

ერთი ტომარა ფქვილის ფასი 13 ლარით შემცირდა

"ერთი ტომარა ფქვილის ფასი 13 ლარით შემცირდა - ფასის შემცირება ორმა ფაქტორმა განაპირობა, ე.წ. უკრაინის დერეფანმა და რუსეთში ხორბლის უხვმა მოსავალმა", - ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს შემოსატანი ხორბლის ფასი 320 დოლარის ფარგლებშია. „მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასი შემცირდა. ხორბლის ფასი 2-3 თვის წინ პიკზე იყო 400 დოლარის ფარგლებში, დღეს კი შემოსატანი ხორბლის ფასი 320 დოლარის ფარგლებშია. ასევე, პიკის დროს 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 85 ლარი იყო, დღეს არის 72 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, ეს არის ასახული ბაზარზე. რამდენადაც ცნობილია, ჩვენმა კოლეგა პურის მწარმოებლებმა პურის გარკვეულ სახეობებზე ფასი 10 თეთრით შეამცირეს. ეს ის ინფორმაციაა, რაც პრესიდან ვიცით. ფქვილის ფასის შემცირება განაპირობა იმან, რომ რამდენიმე თვის წინ უკრაინის ე.წ.ხორბლის დერეფანი ამუშავდა. იცით, რომ სერიოზული პრობლემა იყო უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გამოტანა, მათ შორის, ხორბლის, იქიდან გამომდინარე, რომ საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. შესაბამისად, ამ დერეფნის ამუშავებამ შესაძლებლობა მისცა მსოფლიო ბაზარს, რომ მიწოდებულიყო ხორბალი და სხვა მარცვლეული კულტურები. ამან დააბალანსა მსოფლიო ბაზარზე ვითარება. აგრეთვე, დაიწყო ხორბლის ახალი მოსავლის მიღება რუსეთში, სადაც რეკორდული მოსავალია", - განაცხადა სილაგავამ "ინტერპრესნიუსთან". ასევე წაიკითხეთ: რატომ გაძვირდა პური - საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის განმარტება ერთ წელიწადში პური 29%-ით, შაქარი 18%-ით, კვერცხი და ყველი 17%-ით გაძვირდა - საქსტატი  

ვიაჩესლავ ვოლოდინმა თავდაცვის სამინისტროს გაფრთხილების შემდეგ, წვევამდელებისთვის საზღვრების ჩაკეტვაზე განცხადება უარყო

სახელმწიფო სათათბიროს სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განმარტების შემდეგ, საკუთარი  განცხადების უარყოფა მოუწია. მანამდე სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა განაცხადა, რომ წვევამდელებს მობილიზაციის გამო ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდათ. თავდაცვის სამინისტრომ მას შეხსენება გაუგზავნა,რომ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია „ნაწილობრივი“ იყო და შესაბამისდ წვევამდელებს მობილიზაციის გამო ქვეყნის დატოვება ვერ აეკრძალებოდათ. ხმაურიანი განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა თქვა, რომ „რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ახსნა-განმარტება მიიღო“. „ვინაიდან მობილიზაცია ნაწილობრივია, არ მოქმედებს 31-ФЗ კანონის 21-ე მუხლის ნორმა“, - წერს დანილოვი „ტელეგრამ არხზე“.  რამდენიმე საათის განმავლობაში, ვიდრე თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო სათათბიროს სპიკერისთვის განმარტებას წერდა, ანდრეი კლიშასმა, ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტის ხელმძღვანელმა, კანონის ინტერპრეტაცია მოახდინა. მისი ინტერპრეტაციით, თუ წვევამდელი ტოვებს ქვეყანას მობილიზაციის დროს, ის არღვევს ფედერალურ კანონს "მობილიზაციის შესახებ..", მაგრამ არ არღვევს ფედერალურ კანონს "რუსეთის ფედერაციის დატოვების პროცედურის შესახებ ...". ინფორმაცია, სამხედრო ასაკის კაცებისთვის რუსეთის ფედერაციის საზღვრების შესაძლო დახურვაზე, 21 სექტემბერს, მობილიზაციის გამოცხადებისთანავე გავრცელდა. ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე, ვისაც ბრძოლა არ სურს, ქვეყნის დატოვებას მასიურად ცდილობს. უმეტესობა ახერხებს საზღვრის გადაკვეთას, მაგრამ ისინი, ვისი სახელზეც უკვე გაწვევის ცნობა მზად არის ან გაიცა, საზღვარს ვერ ტოვებენ. ერთი დღით ადრე, ვოლოდინმა შესთავაზა საზღვარზე რუსების მიერ მიტოვებული მანქანები გადაეცა "საბრძოლველად წასული ბიჭების ოჯახებს".  

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის შესახებ გამოაცხადა

რუსეთი აცხადებს, რომ ხვალ, 15:00 საათზე, კრემლი ხელს მოაწერს შეთანხმებებს, რომლის თანახმად, უკრაინის ტერიტორიების ანექსიას მოახდენს.  „ხვალ 15:00 საათზე გეორგიევსკის დარბაზში რუსეთის ფედერაციაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება მოხდება. პუტინი მოცულობითი სიტყვით გამოვა", - განაცხადა პესკოვმა.  23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა.  რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს.  

ოლექსი არესტოვიჩი: რუსეთის მიერ მობილიზებული პირები, ლუგანსკის და ხარკოვის ოლქში გააგზავნეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის მიერ მობილიზებული პირები, ლუგანსკის და ხარკოვის ოლქში გააგზავნეს, სადა აუცილებელია „დანაკლისის აღმოფხვრა“. ბრიტანეთის თავდაცვა: რუსეთის იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც სამშობლოს დატოვებას ცდილობენ, განათლებული ხალხი სჭარბობს „რუსეთის მიერ მობილიზებული პირები ფრონტის ხაზზე არიან. ძირითადი მასა ფრონტის ხაზზე ორ კვირაში ჩააღწევს. მობილიზაციის პირველი ტალღის ფარგლებში საბრძოლო მოქმედებებში, დამატებით 90 000 რუსი ჯარისკაცი ჩაერთვება", - განაცხადა არესტოვიჩმა. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საქართველოდან სოჭის გირჩის თესლის ექსპორტი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და გურიის რეგიონებში, აუქციონის წესით, სოჭის გირჩის სარგებლობის ლიცენზიები გაიცა. სააგენტოს ცნობით, საქართველოდან სოჭის გირჩის თესლის ექსპორტი, საახალწლო ნაძვის ხეების წარმოების მიზნით, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ხორციელდება. „აუქციონის გამოცხადებას წინ უძღოდა გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ კვოტების დადგენის მიზნით განხორციელებული კვლევები. აღნიშნული აუქციონის შედეგად, 20 ლოტზე 215 ტონა სოჭის გირჩის რესურსის რეალიზაცია განხორციელდა. სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელმა თანხამ 1 630 056 ლარი შეადგინა. გაცემული ლიცენზიის პირობის თანახმად, მოხდება სოჭის გირჩის თესლის კვოტის სრული ათვისება და ექსპორტზე გატანა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობების ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.  

ფინეთი რუსი ტურისტებისთვის საზღვარს კეტავს

ფინეთი პარასკევიდან რუსი ტურისტებისთვის საზღვარს ჩაკეტავს. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო ადასტურებს. ფინეთი რუსეთის მოქალაქეების ტურისტულ ვიზიტებს კრძალავს ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს ოჯახური ვიზიტი, სამუშაო და სწავლა. მანამდე არაერთი ფინური წყარო იტყობინებოდა, რომ ხუთშაბათს ფინეთი მიიღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის მოქალაქეებისთვის სასაზღვრო რეჟიმზე, პარასკევს ღამით კი ქვეყნებს შორის სახმელეთო საზღვარი დიდი ალბათობით დაიკეტებოდა. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო.  

უკრაინის დაზვერვა: რუსეთი ბელორუსში 20 000 მობილიზებულს გაგზავნის

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი ბელორუსში 20 000 მობილიზებულს გაგზავნის. ოლექსეი არესტოვიჩი: რუსეთის მიერ მობილიზებული პირები, ლუგანსკის და ხარკოვის ოლქში გააგზავნეს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ინფორმაციით, რუსებმა თვის ბოლომდე უნდა შეავსონ ბელორუსში განლაგებული რუსული არმიის ნაწილები.  "ისინი გეგმავენ გამოიყენონ სამხედრო და სამოქალაქო შენობები რუსი სამხედროების განსათავსებლად. ასევე მიტოვებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების საწყობები, ანგარები და ფართები" ამბობს მალიარი. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ყაზახეთზე მასშტაბური კიბრშეტევა განხორციელდა

ყაზახეთის ინტერნეტის სეგმენტი კიბერშეტევის ქვეშაა. ამის შესახებ სს „სახელმწიფო ტექნიკურ სამსახურში“ განაცხადეს. „სახელმწიფო ტექნიკური სამსახური იუწყება, რომ „კაზნეტზე“ მასშტაბური კიბერშეტევები დღეს დილით კვლავ დაფიქსირდა. ამ დროისთვის საფრთხეების განეიტრალებაზე ტექნიკური სპეციალისტები მუშაობენ “, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. „თავდასხმები ქვეყნის ყველა რეგიონში ინტერნეტკავშირების მუშაობაზე გავლენას ახდენს“, აღნიშნეს კომპანიაში. ერთი დღით ადრე კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიზანმიმართული კიბერშეტევები მიმართული იყო როგორც ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებზე, ასევე „კაზნეტის“ ინფრასტრუქტურაზე. „კიბერშეტევების გამო, შეფერხებულია ინტერნეტკავშირი. სს „სახელმწიფო ტექნიკურ სამსახური“ ვარაუდობს, რომ გრძელვადიანი კიბერშეტევები დაკავშირებულია ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე სოციალურ მოვლენებთან.  

პატრიარქის მდივანი "კარტოგრაფების საქმეზე": საზღვარი ისე უნდა გადიოდეს, რომ ქართული ძეგლები საქართველოს იურისდიქციაში იყოს

ივერი მელაშვილს საერთოდ არ ვიცნობ. მათ ბრალეულობას ვხედავ იმაში, რაც დღევანდელ მოცემულობაში გვაქვს - საპატრიარქოში ჩემი თვალით მაქვს ნანახი რუკა, სადაც ივერი მელაშვილი აწერს ხელს, რომ საზღვრის გავლების სადაო საკითხზე არის მსჯელობა, რატომ მოხდა ეს, სწორედ ამას ედავება გამოძიება, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა. "კარტოგრაფების საქმეზე" საქართველოს პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი გამოიკითხება „სტრატეგიული სიმაღლეების ქვემოთ, ამის ჩამოყოლებაზე მდებარეობს ზუსტად ჩიჩხიტური და კელიები. რანაირად უნდა მომხდარიყო ამ ნაწილის ამოღება, რაღაც ნაწილს ვაძლევდით, რაღაც ნაწილი გვრჩებოდა. ამიტომ ვთქვი, ორაზროვანი იყო და ვერ გავიგეთ ამ განცხადების ზუსტი ტექსტი. ივერი მელაშვილს საერთოდ არ ვიცნობ და წარმოდგენა არ მაქვს. მათ ბრალეულობას ვხედავ იმაში, რაც დღევანდელ მოცემულობაში გვაქვს. ეს არის 2006 წელს მოწერილი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც საზღვარი არის გარეჯის მონასტრის მიმდებარედ, რაც ჩვენთვის მტკივნეულია, საზღვარი ისე უნდა გადიოდეს, რომ ქართული ძეგლები საქართველოს იურისდიქციაში იყოს, ეს საკითხი დატოვებულია ღიად. იქ პრობლემები გაჩნდა 2005-2006 წლის შემდეგ. ამის შემდეგ იძაბება პერმანენტულად, ხან უფრო შემცირდება ეს დაპირისპირება, ხან უფრო გაიზრდება. ფაქტობრივად აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ქართველი მომლოცველები ავლენ იქ, თუ ვერ ავლენ", - განაცხადა ბოტკოველმა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის, 7 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. მათ ბრალად საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელება ედებათ (სისხლის სამართლის 308-ე მუხლის პირველი ნაწილი). მიგვაჩნია, რომ გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება პოლიტიკურ მოტივაციებს ემსახურება და მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისაკენ. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაცია იყო, რომლის თანახმადაც წლების მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა გარკვეული დოკუმენტაციის იგნორირება და მათი გვერდის ავლით საზღვრის გარკვეული მონაკვეთების ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმება.  

Forbes: ილონ მასკი, აშშ-ის 400 უმდიდრესი ბიზნესმენის სიაში პირველად დაწინაურდა

Tesla-სა და Space X-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, $251 მილიარდის ქონებით, ჟურნალ Forbes-ის 400 უმდიდრესი ბიზნესმენის სიაში, პირველად დაწინაურდა.  ამის შესახებ Forbes წერს.  წლის განმავლობაში მასკი 32%-ით ანუ $60,5 მილიარდით გამდიდრდა. „ეს იყო შთამბეჭდავი წელი მასკისთვის, რომელიც ნოემბერში გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამაც $300 მილიარდი შეადგინა“, - წერს გამოცემა.  რეიტინგში მასკს მოჰყვებიან Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეითსი. ბეზოსის ქონება ახლა $151 მილიარდია, რაც $50 მილიარდით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. ბეზოსის ქონება მეოთხედით შემცირდა Amazon-ის აქციების ფასის 20%-ზე მეტი დაცემის გამო. რეიტინგში მესამე ადგილი ბილ გეითსს ეკუთვნის, რომლის ქონება $106 მილიარდად არის შეფასებული. ხუთეულში ასევე შედის Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონი $101 მილიარდით და ცნობილი მეწარმე და ინვესტორი უორენ ბაფეტი $97 მილიარდით.    

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარედ დავით დევიძე დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარედ დავით დევიძე დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრი ავრცელებს „2009 წლიდან მას ორგანიზაციაში სხვადასხვა პოზიცია ეკავა: 12.2021 - 09.2022 წლებში - სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე; 08.2015-12.2021 წლებში - სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი (08.2015-08.2016 წლებში - მოვალეობის შემსრულებელი); 05.2014-05.2016 წლებში - სააგენტოს მონაცემთა და ინფორმაციის ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსი; 02.2014-04.2014 წლებში - სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და რეგიონული განვითარების სამსახურის იურისტი; 02.2010-01.2014 წლებში - სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის იურისტი; 11.2009-01.2010 წლებში - სააგენტოს იურიდიული სამსახურის იურისტი; 08.2009 – 10.2009 წლებში - სააგენტოს იურიდიული სამსახურის სტაჟიორი. დავით დევიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრი) და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (მაგისტრი). ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის მიმართულებით. გავლილი აქვს იურიდიული და სოციალური მიმართულების სხვადასხვა ტრენინგი: ამოცანებზე ორიენტირებული თანამშრომლობა, სამეწარმეო სამართალი, შეფასების სისტემა, სამართლებრივი წერა, ტრენერთა ტრენინგი, მოლაპარაკების უნარები, მედია სპიკერის უნარები, პრეზენტაციული უნარები, ლიდერობა, კომუნიკაცია, ზოგადი მენეჯმენტი და სხვა. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.