ძებნის რეზულტატი:

ნიკა ბასილაშვილის დედა: საქმეში ბავშვი "იარაღად" გამოიყენეს

ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის, ნატალია ნაჭყებიას განაცხადებით, საქმეში ბავშვი გამოყენებულია "იარაღად". ნიკოლოზ ბასილაშვილი: ვიდრე სასამართლო პროცესები არ დამთავრდება, განცხადებას არ გავაკეთებ „ნიკა საქართველოში რომ ჩამოდიოდა, ჩვენთან რჩებოდა. ეს იყო ჩემთვის მანიშნებელი, რომ ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ. თუ არ ვცდები, 2016-2017 წელი იყო, ნიკამ მთხოვა, ადვოკატი მომეძებნა. ბავშვი გამოყენებულია იარაღად", - განაცხადა ბასილაშვილის დედამ. ნიკოლოზ ბასილაშვილი: თავს დამნაშავედ არ ვთვლი შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მეორე დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გაათავისუფლეს.  

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით თსუ-ს ბუღალტერი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი დააკავა. პროკურატურამ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და უნივერსიტეტის შიდა აუდიტის მომართვების საფუძველზე დაიწყო. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით - 165 000 ლარი. „გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა „თიბისი ბანკი” შეცდომაში შეიყვანა თითქოს უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო 105000 ლარის კრედიტი. დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების, მითვისებაში დახმარების და კრედიტის უკანონოდ მიღების მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ნაგვალოუს პოლიგონზე, სარეზერვო ქვედანაყოფებთან ერთად, სამობილიზაციო წვრთნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ნაგვალოუს პოლიგონზე დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სამეთაურო-საშტაბო სამობილიზაციო წვრთნები სარეზერვო ქვედანაყოფებთან და ოპერატიული მიმართულება „აღმოსავლეთის“ ქვედანაყოფებთან ერთად მიმდინარეობს. „ნაგვალოუს პოლიგონზე, რეზერვის პირველი და მე-2 მსროლელი ბრიგადების პერსონალთან საბრძოლო საკოორდინაციო სწავლება გრძელდება“, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. „სამხედრო სწავლებები ოპერატიული მიმართულება „აღმოსავლეთის“ სამეთაურო-საშტაბო სამობილიზაციო წვრთნების გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. ამ სარეზერვო ფორმირებების სამხედროები გადიან პრაქტიკას დაქვემდებარებული პერსონალის მომზადებაში, ასრულებენ საბრძოლო მომზადების საგნების სტანდარტებს, ზრდიან საველე მომზადების დონესა და თანმიმდევრულობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

მამუკა მდინარაძე: შემიძლია, კელი დეგნანს პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ ამ პატივისცემის მიუხედავად, კატეგორიულად არ დავეთანხმო მის განცხადებას

მე შემიძლია, კელი დეგნანს პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ ამ პატივისცემის მიუხედავად, კატეგორიულად არ დავეთანხმო მის განცხადებას, ამის უფლება მაქვს. – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „თქვენ მეკითხებით, სხვისი განცხადება რას ემსახურება, ეს მას უნდა ჰკითხოთ, ვინც გააკეთა, მე შემიძლია, პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ ამ პატივისცემის მიუხედავად, კატეგორიულად არ დავეთანხმო მის განცხადებას, ამის უფლება მაქვს. თქვენ ნუ გაქვთ ის წარმოდგენა, რომ არსებობენ ადამიანები ან რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლები, თუნდაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა იყოს, დავუშვათ, ძალიან დიდი წვლილი ჰქონდეს ამ ქვეყნის განვითარებაში შეტანილი, მასთან შედავება და შეკამათება არ შეიძლება, ეს ფსიქოლოგია არ არის მათ შორის არც საზოგადოების დაკვეთა და არც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძე. კელი დეგნანი „ხალხის ძალაზე“: მთავრობიდან დამაბნეველი გზავნილი მოდის  

IAEA-ს გენერალური დირექტორი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის კიევში გაემგზავრა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ, ოთხშაბათს განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებაზე მოლაპარაკების მიზნით კიევში გაემგზავრება.  IAEA-ს ხელმძღვანელი: რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი გაათავისუფლეს „კიევისკენ მიმავალ გზაზე ვემზადები მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცვის ზონის საჭიროება ახლა უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე", - წერს გროსი Twitter-ზე და აქვეყნებს ფოტოს „უკრზალიზნიცის“ მატარებლის მახლობლად. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა, ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის რუსეთის ფედერალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.   

ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, ოკუპირებული ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური „რუსეთის მმართველობაში გადავა“

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის „რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება“ გასცა. კრემლის ვებგვერდზე არსებული განკარგულების თანახმად, „ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური „როსენერგოატომის“ 100%-იანი შვილობილი კონცერნი ხდება და „როსატომის“ სახელმწიფო კორპორაციის შემადგენლობაში გადადის“. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

მედია: რუსეთს მაღალკვალიფიციური ექიმები ტოვებენ

რუსეთიდან, IT სპეციალისტების, ინჟინრებისა და ბლოგერების შემდეგ, მობილიზაციის გამო მაღალკვალიფიციური ექიმებიც მიდიან. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის დაწყების შემდეგ, ექიმების, სამედიცინო პერსონალის, ფარმაცევტების დაქირავებაზე რეკლამების რაოდენობა ზაფხულის თვეებთან შედარებით 2,5-ჯერ გაიზარდა. მობილიზაციის პირველ კვირას უშუალოდ ექიმებზე მოთხოვნა 10%-ით გაიზარდა.  „უპირველეს ყოვლისა, სამსახურს ტოვებენ საკვანძო მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რაც დიდ კლინიკებსა და სამედიცინო ქსელებში კადრების დეფიციტის მიზეზია. ორ კვირაში რუსეთმა შესაძლოა, სამუშაო ძალის დაახლოებით 1% დაკარგოს, რაც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეფასებით 72 მილიონი ადამიანია“, - წერს მედია. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვა: რუსეთს გაწვეული და მობილიზებული პერსონალის განთავსების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. გასულ კვირას, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა.

უკრაინა: ხერსონის მიმართულებით, რუსეთის ჯარს მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს

„მტერმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა ხერსონის მიმართულებით, დაჭრილები დნეპერზე გადაჰყავთ“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება. „ხერსონის მიმართულებით თავდაცვის ძალების წარმატებული მოქმედებების შედეგად მტრის ნაწილებმა ზარალი განიცადეს და დაჭრილებისა და ტექნიკის ევაკუაციას, მდინარე დნეპრის გაღმა, უახლოეს გადასასვლელებზე ცდილობენ. კერძოდ, მტერმა 150-მდე დაჭრილი სამხედრო გადაიყვანა სოფელ ვესელამდე, კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურთან“, - ნათქვამია განცხადებაში. გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ჯარმა, იქ 50-მდე ერთეული დაზიანებული სამხედრო ტექნიკაც გადაიტანა. „გარდა ამისა, ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დაჭრილების დიდი რაოდენობისა და ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებების გადატვირთვის გამო, მტერმა აღჭურვა და სკოლა სამხედრო ჰოსპიტალად გამოიყენა. წინასწარი ინფორმაციით, იქ 200-მდე დაჭრილი დამპყრობელია“, - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჩეხეთი უკრაინას მძიმე ტექნიკას გადასცემს

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ უკრაინას შემდგომ სამხედრო დახმარებას გადასცემს.  ჩერნოხოვას თქმით, დახმარების ახალ პაკეტში მძიმე ტექნიკა შედის, თუმცა ჩეხეთი უსაფრთხოების მიზეზების გამო დეტალებს არ ახმაურებს.  სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალებიდან, ასევე უკრაინისა და მისი მოკავშირეების განცხადებებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ უკრაინას ტანკები, ვერტმფრენები, თოფები და სარაკეტო გამშვებები გადასცა. ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სამხედრო ტექნიკის ექსპორტმა უკრაინაში მხოლოდ 2022 წელს 1,9 მილიარდ ევროს გადააჭარბა, პრაღის ჯამური დახმარება კიევისთვის 4,2 მილიარდ ევროს შეადგენს.  

საქართველოში წლის საუკეთესო მასწავლებელი დასახელდა

როლანდ შავაძე წლის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა.   აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩი კელი დეგნანისთვის პატივი იყო ჯილდოს გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობა, ვინაიდან ეს ღონისძიება გამოარჩევს მოსწავლეებისთვის თავდადებულ პროფესიონალებს, რომლებიც ახალგაზრდებს ოცნებების რეალიზებაში ეხმარებიან.   „უკვე 30 წელია შეერთებული შტატების საელჩო ათეულობით პროგრამის მეშვეობით საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და მასწავლებელთა მომზადებაში ეხმარება. ამიტომ, განსაკუთრებით გვიხარია, რომ წლის საუკეთესო მასწავლებელი, კიდევ ერთხელ, ჩვენი ფულბრაიტის პროგრამის მონაწილეა. გილოცავთ, როლანდ!   თქვენთან ერთად ყველა ფინალისტსა და მასწავლებლებს საქართველოში მსოფლიო მასწავლებელთა დღეს ვულოცავთ“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატისა და ჯანდაცვის უცხოელი ექსპერტის თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება

ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ კლინიკა „ვივამედთან“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა.  „სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დეგრადირებული - მისი სასიცოცხლო პარამეტრები არის ზღვარზე, რის მერეც ჩვენ კოლაფსი გველოდება. კოლაფსში მისი სიცოცხლის მოსპობას ვგულისხმობ,“- განაცხადა ადვოკატმა.   ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილი დღეს ასევე ამერიკელმა ექსპერტმა, შახინ ემანუილ ლახანმა მოინახულა.  „ყველა კვლევა აჩვენებს მწვავე დეფიციტს, ყველა იმ სასიცოცხლო მაჩვენებლისა, რაც ნორმალურ ადამიანს, ნორმალური ჯანდაცვის პირობებში არ უნდა ჰქონდეს,“, - აცახდებს ლახანი.  „ჩატარებულია მთელი რიგი კვლევები. დაწყებული ხერხემლის კვლევიდან დამთავრებული ტვინის ფუნქციური გამოკვლევით და ასევე სხვადასხვა ტიპის ნევროლოგიური კვლევები. ყველა ეს კვლევა აჩენებს მწვავე დეფიციტს, ყველა იმ სასიცოცხლო მაჩვენებლისა, რაც ნორმალურ ადამიანს, ნორმალური ჯანდაცვის პირობებში არ უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა შაჰინ ლახანმა. რაც შეეხება ამერიკელ ექსპერტ ჯეიმს კობის, მისი თქმით, პაციენტის მონახულების საშუალება ამ დრომდე არ მიეცა. ცნობისთვისმ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.    

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებებზე განაცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადებას ავრცელებს. ჟენევის მოლაპარაკებები 2021 წლის დეკემბრის შემდეგ, პირველად იმართება უწყების ცნობით, მოლაპარაკებების ფარგლებში ძირითადი აქცენტი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე გაკეთდა, რომლებიც რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულების აუცილებლობას შეეხება. „საქართველოს დელეგაციამ ასევე აქცენტი გააკეთა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში-აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. 2022  წლის 5 ოქტომბერს საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდში მონაწილეობისას, მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. რაუნდის ჩატარება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეების, ასევე აშშ-ს აქტიური ჩართულობითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. 

ფილიპ რიკერი: აშშ იძულებით გადადგილებულ პირთა და დევნილთა საკითხებით შეშფოთებულია. ეს არის თემა, რომელზეც გავაგრძელებთ ფოკუსირებას

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა, ფილიპ რიკერმა, განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. ფილიპ რიკერის კომნტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.  ფილიპ რიკერის თქმით, აშშ იძულებით გადადგილებულ პირთა და დევნილთა საკითხებით შეშფოთებულია. „სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მთხოვა, გავმხდარიყავი სამხრეთ კავკასიის საკითხებში უფროსი მრჩეველი. ეს სტატუსი გულისხმობს ჟენევის მოლაპარაკებებზე ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელობას, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, როგორც ყოველთვის ვაკეთებთ, ჩვენი ძლიერი და განგრძობადი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებებზე განაცხადებას ავრცელებს მისი თქმით, საჭიროა 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების იმპლემენტაცია.  „რასაკვირველია, ჩვენ შეშფოთებული ვართ იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საკითხებით, ეს არის თემა, რომელზეც გავაგრძელებთ ფოკუსირებას. თბილისიდან ამერიკის საელჩოს თანამშრომლებიც შემომიერთდნენ და ახლა დავბრუნდები ვაშინგტონში და მოვახსენებ ინფორმაციას სახელმწიფო მდივანს“, – აღნიშნა რიკერმა. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დეკემბრის შემდეგ ჟენევის მოლაპარაკებები პირველად გაიმართა. 

სერჰი გაიდაი: უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან, ლუგანსკის ოლქის ექვსი დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის ექვსი დასახლება გაათავისუფლეს დამპყრობლებისგან. სერჰი გაიდაი: ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო ამის შესახებ ტელეგრამში ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა. „უკრაინის ჯარებმა გაათავისუფლეს ექვსი დასახლება ლუგანსკის რეგიონში. ხალხი იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიპყრო, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ელიან", - განაცხადა გაიდაიმ.  გაიდაიმ ლუგანსკის რეგიონის მცხოვრებლებს მოუწოდა, რომლებიც ახლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან, დაშორდნენ ფრონტის ხაზს ან თავშესაფრებთან ახლოს დარჩნენ. „ყაზარმები და საბრძოლო მასალის საწყობები ფეთქდება რუსების ღრმა ზურგში. ლუგანსკის რეგიონში იძულებითი მობილიზაციის დროს კაცებს აღარ ეკითხებიან მათი ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობის შესახებ. მიჰყავთ ყველა, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ასევე მიჰყავთ მრავალშვილიანებიც", - აღნიშნა გაიდაიმ.  ბრიტანული დაზვერვა: უკრაინელი სამხედროები ანექსირებული ლუგანსკის საზღვარს უახლოვდებიან ბრიტანეთის დაზვერვა: ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტებზე უკრაინის შეტევითი ოპერაციები, წარმატებულია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მედია: ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ლიმანში 50-ზე მეტი საფლავი აღმოაჩინეს

დონეცკის ოლქის ახლახან გათავისუფლებულ ლიმანში 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სამარხი აღმოაჩინეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ლიმანი სრულად გაწმენდილია ზოგიერთ სამარხზე სახელები მინიშნებულია, მაგრამ ზოგიერთზე მხოლოდ ნომრებია მითითებული. მედია წერს, რომ რუსებმა ორმოები გათხარეს და უკრაინელ სამხედროებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ ადამიანებს აიძულებდნენ მიცვალებულების ცხედრები ხელახლა დასამარხად შეეგროვებინათ. სერჰი გაიდაი: ლიმანის შემდეგ, ლუგანსკის რეგიონის დეოკუპაცია დაიწყება ერთ-ერთი ახალგაზრდის თქმით, (რომელიც დამპყრობლებმა ასევე დააკავეს და აიძულეს მიცვალებულები დაემარხა), ყველა დაკრძალული პირი იდენტიფიცირებული არ არის. მათი ცხედრები შესაძლოა, დიდხანს ესვენა ქუჩაში. ასევე, ცნობილი ხდება, რომ დაბომბვის შედეგად დაღუპულებს, ზოგჯერ, მეზობლები ასაფლავებდნენ.  

ოლექსი რეზნიკოვი: სანამ „რუსეთის პარლამენტი“ მთვრალია ანექსიის უშედეგო მცდელობებით, ჩვენი ჯარისკაცები აგრძელებენ წინსვლას

ნებისმიერ „რეფერენდუმზე“, „განკარგულებაზე“, „შეთანხმებასა“ და პათეტიკური პათოსით აღსავსე გამოსვლებზე საუკეთესო პასუხი - უკრაინის არმიის წინსვლაა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.  სერჰი გაიდაი: უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან, ლუგანსკის ოლქის ექვსი დასახლება გაათავისუფლეს „სანამ „რუსეთის პარლამენტი“ მთვრალია ანექსიის უშედეგო მცდელობებით, ჩვენი ჯარისკაცები აგრძელებენ წინსვლას. ეს არის საუკეთესო პასუხი ნებისმიერ „რეფერენდებზე“, „განკარგულებებზე“, „შეთანხმებასა და პათეტიკაზე“, - წერს რეზნიკოვი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ზელენსკი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში, დასახლებები ფსევდორეფერენდუმისაგან გაათავისუფლეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ დღეს უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის რამდენიმე დასახლება „ფსევდორეფერენდუმისგან გაათავისუფლეს“.  სერჰი გაიდაი: უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან, ლუგანსკის ოლქის ექვსი დასახლება გაათავისუფლეს მათ შორის ზელენსკიმ დაასახელა ნოვოვოსკრესენსკოე, ნოვოჰრიჰორივკა და პეტროპავლოვკა. უკრაინა: ხერსონის მიმართულებით, რუსეთის ჯარს მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რა საკითხებს განიხილავს საქართველოში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში ვიზიტის წინ კომენტარს აკეთებს. ბონი ჯენკინსი იმ თემებზე საუბრობს, რომლებსაც თბილისში ვიზიტისას გაამახილებს ყურადღებას. მოუთმენლად ველი საქართველოში ვიზიტს, გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების დახმარების შესახებ და ამ მიმართულებით ჩვენს სამუშაოზე სასაუბროდ. „საქართველოში ვიზიტისას შევხვდები ჩვენს ქართველ პარტნიორებს, რომლებთანაც საერთო სტრატეგიული ინტერესების ფარგლებში, საერთო ინტერესთა სფეროში ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ“, - აღნიშნავს ბონი ჯენკინსი.  ცნობისთვის, სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 5-7 ოქტომბერს ეწვევა. თბილისში ყოფნისას ჯენკინსი ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე COVID19-თან დაკავშირებული გამოცდილების შესახებ სიტყვით გამოვა. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

ზელენსკი რუს ოკუპანტებს: თქვენ უკვე წააგეთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ოკუპანტებს კვლავ მიმართა. ომის 224-ე დღის ბოლოს ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე წააგო და უკრაინის წინააღმდეგ ომში არაფერი გამოუვათ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინის რეჟიმის მიერ წარმოებული ომი და გამოცხადებული მობილიზაცია, რუსი ხალხის ყველა პერსპექტივის განადგურებას ისახავს მიზნად. „მაშინაც კი, თუ სადმე მსოფლიოში იპოვით სხვა იარაღს, ისეთ „თვითმყოფადს“ თქვენი „რუსული სამყაროსთვის“, როგორც ეს ირანელი „შაჰიდებია“ და რომლითაც ცდილობთ ჩვენი ქალაქების დაბომბვას, მათ შორის არის მაგალითად, ბელაია, ცერკოვი... ეს მაინც არ დაგეხმარებათ, თქვენ უკვე წააგეთ, წააგეთ იმიტომ, რომ ახლაც, სრულმასშტაბიანი ომის 224-ე დღეს, თქვენს საზოგადოებას უნდა აუხსნათ, თუ რატომ არის ეს ყველაფერი საჭირო. ეს ომი, ცრუ მობილიზაცია და თქვენი ხალხის ყველა პერსპექტივის თვითგანადგურება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

NATO კიევის მხარდაჭერას აძლიერებს, სტოლტენბერგმა და ზელენსკიმ უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ შემდგომი ნაბიჯები განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯები განიხილეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე გააკეთა. „მე მუდმივ კონტაქტზე ვარ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. სატელეფონო საუბარი მქონდა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - წერს ზელენსკი. „ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და შევაქე მამაცი უკრაინელი ხალხი და შეიარაღებული ძალები შთამბეჭდავი პროგრესისთვის, რომელსაც რუსი აგრესორებისგან მათი ტერიტორიის დაბრუნების კუთხით აღწევენ. რუსეთმა მის მიერ დაწყებული ომი უნდა შეწყვიტოს. NATO გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, - წერს თავის მხრივ, NATO-ს გენმდივანი Twitter-ზე. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ასეთი სატელეფონო საუბარია მას შემდეგ, რაც უკრაინამ ომის ფონზე და რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გამოცხადების შემდეგ, NATO-ში სწრაფი გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. NATO-მ უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განაცხადი მიიღო უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად, ევროპის ცხრა ქვეყანამ ერთობლივ განაცხადს ხელი მოაწერა. ვოლოდიმერ ზელენსკიმ 30 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინა NATO-ში სწრაფი გაწევრიანების განაცხადს შეიტანს.