ძებნის რეზულტატი:
ჩეხურმა ბანკებმა, რუსეთიდან UnionPay-ის პლასტიკური ბარათების მომსახურება შეწყვიტეს
ჩეხურმა ბანკებმა, რუსული ბანკების მიერ გაცემული ჩინური UnionPay-ის პლასტიკური ბარათების მომსახურება შეაჩერეს, რადგან ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის ბანკომატებში ნაღდი ფულის მიღება შეუძლებელი გახდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „რუსული ბანკების მიერ გამოშვებული UnionPay პლასტიკური ბარათების სერვისი ამ დროისთვის შეწყვეტილია“, - აცხადებენ დირექტორატში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინეთში ბანკომატებმა UnionPay ბარათების მომსახურება შეწყვიტეს.
ლევან დავითაშვილი: ჩვენ შევძელით, პანდემიის დასრულებიდან პირველივე წელს ტურიზმის აღდგენა
ჩვენ შევძელით პოსტპანდემიურ პერიოდში, 2022 წელს, ფაქტობრივად, პანდემიის დასრულებიდან პირველივე წელს საკმაოდ პოზიტიური დინამიკის შექმნა და ტურიზმის აღდგენა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პანდემიის გამო, ყველაზე დაზარალებული სექტორი ტურიზმი და მასთან დაკავშირებული დარგები აღმოჩნდა. "ტურიზმი სწორედ ის სექტორია, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი და ფაქტობრივად, მოსახლეობის ყველა ფენას ეხება და რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს ეკონომიკისთვის", - განაცხადა დავითაშვილმა.
სერჰი გაიდაი: ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო
ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო, რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლდა დამპყრობლებისგან - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ ტელეგრამის ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: მხოლოდ დროის საკითხია, როცა ოკუპანტებს ჩვენი მიწიდან საბოლოოდ განვდევნით ვოლოდიმირ ზელენსკი: საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს ერთობლივი, გადამწყვეტი პასუხი უნდა გასცეს "ლუგანსკის რეგიონის დეოკუპაცია დაიწყო. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლდა რუსული არმიისა და რუსი ოკუპანტებისაგან", - განაცხადა გაიდაიმ. ბრიტანული დაზვერვა: უკრაინელი სამხედროები ანექსირებული ლუგანსკის საზღვარს უახლოვდებიან ბრიტანეთის დაზვერვა: ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტებზე უკრაინის შეტევითი ოპერაციები, წარმატებულია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ, აშშ სამხრეთ კორეის წყლებში ატომურ ავიამზიდს განათავსებს
ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემდეგ, აშშ თავის ატომურ ავიამზიდს სამხრეთ კორეის წყლებში განათავსებს. ამის შეახებ Anadolu წერს. (USS Ronald Reagan) ავიამზიდი, რომელმაც ნახევარკუნძული აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ერთობლივი საზღვაო წვრთნების შემდეგ, გასულ კვირას დატოვა, ახლა აღმოსავლეთით დაბრუნდება, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი, რომელიც სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას ციტირებს. რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის თავზე. საპასუხოდ, აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ერთობლივი წვრთნების დროს აღმოსავლეთის ზღვაში ოთხი სახმელეთო რაკეტა გაუშვეს. სამშაბათს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ცალკეული სამხედრო წვრთნები, ჩრდილოეთ კორეის მიერ შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტის გაშვების საპასუხოდ ჩაატარეს. „აშშ გმობს ამ ქმედებებს და მოუწოდებს DPRK-ს, თავი შეიკავოს შემდგომი დესტაბილიზაციისგან“, - განაცხადა პატრიკ რაიდერმა, პენტაგონის წარმომადგენელმა. „ორივე მხარემ გაუშვა 2, არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის რაკეტა, რათა აჩვენოს მოკავშირეების შესაძლებლობა, შემდგომი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით“, - აღნიშნავს თავის მხრივ, სამხრეთ კორეული მხარე.
Mastercard-მა კრიპტოთაღლითობის დასაბლოკად, სპეციალური სერვისი შექმნა
Mastercard-ი ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას ნერგავს, რომელიც ბანკებს კრიპტოვალუტის ბირჟებზე თაღლითობისკენ მიდრეკილი ტრანზაქციების დაბლოკვაში დაეხმარება. Crypto Secure სერვისი, რომელიც ბანკებს კრიპტოვალუტის სავაჭრო ობიექტებთან დაკავშირებული დანაშაულის რისკების შეფასებაში ეხმარება, ბლოკჩეინი CipherTrace-ის სტარტაპია, რომელიც Mastercard-მა გასულ წელს შეიძინა. ამავდროულად, სერვისი დანაშაულის რისკის დასადგენად ხელოვნური ინტელექტის „კომპლექსურ“ ალგორითმებს იყენებს. CNBC აღნიშნავს, რომ Mastercard-ი სერვისის გამოყენებას, ციფრული აქტივების ახალ ბაზარზე, კრიმინალის ზრდის ფონზე იწყებს. ბლოკჩეინის ანალიტიკური კომპანიის Chainalysis-ის მონაცემებით, კრიპტო აქტივების რაოდენობა საფულეებში, კრიმინალური კავშირებით გასულ წელს რეკორდულ $14 მილიარდამდე გაიზარდა.
ირანში ქალთა საპროტესტო გამოსვლების სოლიდარობის ნიშნად, ევროპარლამენტში შვედმა დეპუტატმა, თმა მოიჭრა
ირანში ქალთა საპროტესტო გამოსვლების სოლიდარობის ნიშნად, ევროპარლამენტში შვედმა დეპუტატმა, ცენტრისტული პარტიის წევრმა, აბირ ალ საჰლანიმ თმა მოიჭრა. „ვიდრე ირანელი ქალები არ იქნებიან თავისუფალნი, ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით“, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა სტრასბურგში გამართულ სესიაზე, რომელზეც ირანში არსებული ვითარება განიხილებოდა. ირანში, „შარიფის“ უნივერსიტეტში პოლიციასა და მომიტინგე სტუდენტებს შორის შეტაკება მოხდა შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას ირანში, მასობრივი პროტესტის ტალღა მოყვა. ამასთან, როგორც ცნობილია, საპროტესტო აქციების დაწყების შემდე,გ ქვეყანაში 133 ადამიანი დაიღუპა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი: ვიდრე სასამართლო პროცესები არ დამთავრდება, განცხადებას არ გავაკეთებ
სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე განცხადებას არ გავაკეთებ, - ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, საკუთარ სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა. "როგორც თავიდანვე აღვნიშნე, სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე განცხადებას არ გავაკეთებ. როგორც კი დამთავრდება, ყველაფერზე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს",- განაცხადა ბასილაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მეორე დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გაათავისუფლეს.
ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში ევროკავშირის მიერ ინიცირებულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
6-7 ოქტომბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი გაიმართება. სამიტში ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ქალაქ პრაღაში დღეს გაემგზავრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ მაღალი დონის თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
NATO-ს და აშშ-ის წარმომადგენლები კომენტარს აკეთებენ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, პუტინი ბირთვული იარაღის გამოცდისთვის ემზადება
აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთს შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი სარკინიგზო გზით გადაჰქონდეს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება რუსეთის ბირთვულ ძალებს. „ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება რუსეთის პოზიციებთან დაკავშირებით, მაგრამ NATO და მოკავშირეები ფხიზლად რჩებიან”, - განუცხადა თავის მხრივ, NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს. The Times: პუტინი ბირთვული იარაღის გამოცდისთვის ემზადება 3 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნებოდა მოსკოვის მოკავშირეებისთვის ინდოეთისა და ჩინეთისთვის. თუმცა მისივე თქმით, ამ დრომდე პუტინის ქმედებები ირაციონალურია. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი: თავს დამნაშავედ არ ვთვლი
თავს დამნაშავედ არ ვთვლი, - ამის შესახებ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს. ნიკოლოზ ბასილაშვილი: ვიდრე სასამართლო პროცესები არ დამთავრდება, განცხადებას არ გავაკეთებ ამასთან, ბასილაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მეორე დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გაათავისუფლეს.
რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი ნავთობის ფასებზე ლიმიტს, ფოლადის, ხის, ტექნიკის, ავიაციის, პლასტმასის, ქიმიკატების იმპორტისა და ექსპორტის ახალ აკრძალვას მოიცავს. საუბარია სულ 7 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტზე. ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი რუსეთიდან გაზის მიწოდებას, აშშ-ისა და ნორვეგიის ხარჯზე ანაცვლებს ევროკავშირში ლიეტუვის მუდმივი წარმომადგენლის თქმით, სანქციები ასევე შეეხება მათ, ვინც ფსევდორეფერენდუმებსა და ომზე რუსეთის პროპაგანდას უჭერს მხარს. მედია: ევროკავშირის ქვეყნები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმდნენ გასულ კვირას ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი მოამზადა, რომელიც რუსული ფოლადისა და საიუველირო ნაწარმის იმპორტის აკრძალვას, ასევე, რუსეთის ფედერაციაში რიგი საკვები პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს. მედია: გერმანია გამოდის ინიციატივით, ევროკავშირის მოქალაქეებს რუსეთის სახელმწიფო კორპორაციებში მაღალი თანამდებობების დაკავება აეკრძალოთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის პოლიცია: სოფელ პესკში იპოვეს სარდაფი, სადაც სავარაუდოდ, ადგილობრივებს აწამებდნენ
სოფელ პესკი-რადკოვსკისში, რომელსაც ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, უკრაინელმა გამომძიებლებმა აღმოაჩინეს ადგილი, სადაც, მათი შეფასებით, რუსი სამხედროები ადგილობრივ მოსახლეობას აწამებდნენ. ამის შესახებ ხარკოვის ოლქის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა სერგეი ბოლვინოვმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. „სოფელ პესკი-რადკოვსკის გათავისუფლების შემდეგ, ადგილობრივმა მცხოვრებებმა მიმართეს პოლიციას, რომ ერთ-ერთი სახლის სარდაფში [რუსებს] პატიმრები ჰყავდათ", - ნათქვამია ბოლვინოვის განცხადებაში. ადგილობრივები ამბობენ, რომ სარდაფიდან მუდმივად ყვირილის ხმა ესმოდათ. სერგეი ბოლვინოვის თქმით, პოლიციამ უკვე დაადგინა იმ უკრაინელი სამხედროების სახელები და გვარები, რომლებსაც რუსი ჯარისკაცები აბუჩად იგდებდნენ. საგამოძიებო ჯგუფი და პროკურორები მუშაობენ აქ მომხდარის სურათის აღდგენაზე, რათა შემდგომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.
ჟენევის მოლაპარაკებები 2021 წლის დეკემბრის შემდეგ, პირველად იმართება
შვეიცარია სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებების 56-ე რაუნდს მასპინძლობს. ეს ჟენევის ფორმატში 2021 წლის დეკემბრის შემდეგ პირველი მოლაპარაკებებია. ინფორმაცია მოლაპარაკებების დაწყების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს. სამინისტროში აცხადებენ, რომ შეხვედრა ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეების აქტიური ძალისხმევის წყალობით გახდა შესაძლებელი. „მოლაპარაკებების 56-ე რაუნდის ფარგლებში, ქართული დელეგაცია ყურადღებას გაამახვილებს მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის მიერ ევროპული შუამავლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულების აუცილებლობა. კავშირი, ასევე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საკუთარ სახლებში“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ადრე რუსეთმა მოლაპარაკებების „უფრო ნეიტრალურ ადგილზე“ გადატანა მოითხოვა. მოსკოვი ამტკიცებდა, რომ შვეიცარიაში შეხვედრების გამართვა პრობლემურია „მას შემდეგ, რაც ბერნი შეუერთდა არალეგიტიმურ ანტირუსულ სანქციებს და სხვა დისკრიმინაციულ შეზღუდვებს, ასევე აღვირახსნილ რუსოფობიურ ისტერიას“. ჟენევის მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი 2021 წლის 7-8 დეკემბერს გაიმართა. 56-ე რაუნდი მარტის ბოლოს უნდა გამართულიყო, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ შეხვედრა გაუქმდა.
უკრაინა გაიმარჯვებს და უკრაინის ტერიტორიის დათმობას არანაირი სამშვიდობო შეთანხმება არ უნდა ითვალისწინებდეს - ლიზ ტრასი
"უკრაინა გაიმარჯვებს და უკრაინის ტერიტორიის დათმობას არანაირი სამშვიდობო შეთანხმება არ უნდა ითვალისწინებდეს", - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასიმ განცხადა. სერჰი გაიდაი: ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო ბრიტანული დაზვერვა: უკრაინელი სამხედროები ანექსირებული ლუგანსკის საზღვარს უახლოვდებიან ბრიტანეთის დაზვერვა: ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტებზე უკრაინის შეტევითი ოპერაციები, წარმატებულია „უკრაინელი ხალხი იბრძვის არა მხოლოდ მათი უსაფრთხოებისთვის, არამედ ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში. პუტინის მიერ უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსია მიმართულია დემოკრატიის დამხობისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევისკენ,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: მხოლოდ დროის საკითხია, როცა ოკუპანტებს ჩვენი მიწიდან საბოლოოდ განვდევნით ვოლოდიმირ ზელენსკი: საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს ერთობლივი, გადამწყვეტი პასუხი უნდა გასცეს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სახელმწიფო დეპარტამენტი, სომხეთისა და საზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ენტონი ბლინკენის სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან სატელეფონო საუბარი გამართა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ჟენევაში 2 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს. „არარატ მირზოიანმა გაიმეორა სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გაყვანის, აზერბაიჯანში უკანონოდ დაკავებული სომეხი სამხედრო ტყვეების სწრაფი დაბრუნებისა და ცეცხლის შეწყვეტის უპირობო პატივისცემის აუცილებლობა. ხაზი გაესვა პრობლემების ძალისმიერი ან ძალის მუქარით გადაწყვეტის დაუშვებლობას. ახალი აგრესიის პრევენციის კონტექსტში ხაზი გაესვა საზღვარზე სიტუაციის მონიტორინგისა და კონტროლის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვის მნიშვნელობას. სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს მოსაზრებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებისა და სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის სადისკუსიო მექანიზმის შექმნის შესახებ. მიღწეულია შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარების მიზნით მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ“, - აღნიშნავს სომხური მხარე. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე, ჟენევის შეხვედრისას ბაქოს მიერ შემოთავაზებულ ელემენტებზე დაყრდნობით. „ბაირამოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზადაა, უზრუნველყოს მშვიდობა რეგიონში და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პოსტკონფლიქტურ პერიოდში ბაქო გააგრძელებს მუშაობას აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის რეინტეგრაციისთვის“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების ინფორმაციაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ენტონი ბლინკენმა მადლიერება გამოხატა იმ პოზიტიური ნაბიჯებისთვის, რომლებსაც სომხეთი და აზერბაიჯანი დგამენ მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ მზადაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს საკითხების მშვიდობიანად მოგვარებაში დაეხმაროს და ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატია არის ერთადერთი გზა.
დანიის პრემიერ-მინისტრმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პირველ ნოემბერს დანიშნა. „ჩვენ გვსურს გვქონდეს ფართო მთავრობა პარტიებით, ცენტრალური პოლიტიკური ხაზის ორივე მხარეს“, - თქვა ფრედერიკსენმა თავის გამოსვლაში. ბოლო გამოკითხვებით, ფრედერიკსენის სოციალ-დემოკრატიულ მთავრობასა და მემარცხენე პარტიებს, რომლებიც მემარჯვენე ბლოკს ემხრობიან წარმატების თითქმის თანაბარი შანსი აქვთ. დანია გლობალური პოლიტიკური კრიზისის ცენტრშია მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც გასულ კვირას „ჩრდილოეთის ნაკადის“ ორი მილსადენი დაზიანდა, რომლითაც ბალტიის ზღვის გავლით რუსეთიდან ევროპაში გაზი ტრანზიტი ხორციელდებოდა. მომხდარს, მსოფლიო ლიდერები დივერსიულ აქტს უწოდებდნენ.
შემოსავლების სამსახური: სომხეთიდან მომავალი, გაყინული თევზით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება უკან გავაბრუნეთ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, გაყინული თევზით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს. "საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარების მიერ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ტვირთზე გამოვლენილი იქნა ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი (2004 კილოგრამი გაყინული თევზი) უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთში მობილიზაციისგან თავის არიდებისთვის პირველი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
რუსეთის ფედერაციაში, პენზაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ, რომელმაც სამხედრო აღრიცხვის ოფისში განცხადების ხელმოწერაზე უარი თქვა. ამის შესახებ უფლებადამცველი პაველ ჩიკოვი აცხადებს. მისივე თქმით, 32 წლის კაცი სპეცრაზმის დახმარებით დააკავეს და უკვე მეორე დღეა, დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მობილიზაციის დაწყების შემდეგ, რაც პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა, გამოძახებაზე უარის თქმის გამო აღძრული პირველი სისხლის სამართლის საქმეა. საქმე აღძრულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (სამსახურიდან თავის არიდება). ამავდროულად, როგორც ჩიკოვი აღნიშნავს, რუსეთის უზენაესი სასამართლოს განმარტებით, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლი ვრცელდება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვა: რუსეთს გაწვეული და მობილიზებული პერსონალის განთავსების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. გასულ კვირას, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა.
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8055 ლარი გახდა
"დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8055 ლარი გახდა", - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8150 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0095 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7825 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7860 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0035 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის დაზვერვა: რუსეთმა ფარული მობილიზაცია მაისში დაიწყო
უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილის, ვადიმ სკიბიცკის თქმით, რუსეთი ფარულ მობილიზაციას მაისიდან ახორციელებს, როდესაც მისმა ძალებმა ვერ შეძლეს შეჭრისთვის დასახული ამოცანების შესრულება, მათ შორის კიევის აღება. ვლადიმერ პუტინს 21 სექტემბრამდე საჯაროდ არ გამოუცხადებია უკრაინის წინააღმდეგ მობილიზაცია. შოიგუს მტკიცებით, შეიარაღებულ ძალებში 200 000-ზე მეტი ადამიანია გაწვეული. Forbes-ის ცნობით, მობილიზაციის დაწყების შემდეგ, რუსეთი 700 000-მა ადამიანმა დატოვა. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვა: რუსეთს გაწვეული და მობილიზებული პერსონალის განთავსების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. გასულ კვირას, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.