ძებნის რეზულტატი:
ერმაკი: უკრაინის პოტენციურ ნეიტრალიტეტზე საუბარი აღარ არის, ჩვენი კურსი NATO-ს წევრობაა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა სკანდინავიის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის პოტენციურ ნეიტრალიტეტზე საუბარი აღარ არის და კიევის კურსი NATO-ს წევრობაა. „აღარ არის საუბარი უკრაინის პოტენციურ ნეიტრალიტეტზე. ჩვენი კურსი NATO-ში გაწევრიანებაა. ჩვენი მიზანი ამ ომში არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამიტომ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი გაწევრიანებაა. მხოლოდ გააძლიერებს ალიანსს“, - აღნიშნა ერმაკმა. უკრაინელების 92% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 79% კი, NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა - კვლევა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარყოფა იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ. 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. NATO კიევის მხარდაჭერას აძლიერებს, სტოლტენბერგმა და ზელენსკიმ უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.
პრორუსული ჰაკერების ჯგუფმა, აშშ-ში, სამთავრობო ვებგვერდის გათიშვაზე პასუხისმგებლობა აიღო
კოლორადოში, კენტუკში, მისისიპსა და სხვა შტატებში, მთავრობების ვებგვერდზე შეტევაზე პასუხისმგებლობა რუსულენოვანმა ჰაკერებმა აიღეს. კენტუკის საარჩევნო საბჭოს ვებგვერდი, რომელიც ხმის მიცემის თაობაზე დარეგისტრირებასთან დაკავშირებით აქვეყნებს ინფორმაციას, დროებით გაითიშა, მაგრამ გაურკვეველი იყო, რამ გამოიწვია ეს შეფერხება. საარჩევნო საბჭოს ვებგვერდს ასევე მართავს კენტუკის მთავრობა, თუმცა ჰაკერებს საბჭო კონკრეტულ სამიზნედ არ დაუსახელებიათ. ჰაკერული ჯგუფი, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ვებგვერდის გათიშვაზე, ცნობილია როგორც Killnet-ი. მან თავისი საქმიანობა მას შემდეგ გააძლიერა, რაც თებერვალში, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. „აღნიშნული, პოლიტიკურად მოტივირებული ჰაკერები მხარს უჭერენ კრემლს, მაგრამ მთავრობასთან მათი კავშირების შესახებ უცნობია“, - წერს CNN.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი: ხარკოვში, უკრაინის არმიის ერთთვიან წარმატებულ კონტრშეტევას კულმინაციისთვის ჯერ არ მიუღწევია
ხარკოვში, უკრაინის არმიის ერთთვიან წარმატებულ კონტრშეტევას კულმინაციისთვის ჯერ არ მიუღწევია, - ამის შესახებ ინფორმაციას ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი ავრცელებს. ზელენსკი რუს ოკუპანტებს: თქვენ უკვე წააგეთ „ლუგანსკის ოლქის დასავლეთ ნაწილის რელიეფი შესაფერისია სწრაფი მანევრული ომის წარმოებისთვის, რომელიც უკრაინულმა ძალებმა ეფექტურად გამოიყენეს ხარკოვის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში სექტემბრის დასაწყისში“, - აღნიშნულია ანგარიში. NATO კიევის მხარდაჭერას აძლიერებს, სტოლტენბერგმა და ზელენსკიმ უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ შემდგომი ნაბიჯები განიხილეს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინა: რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელ კორპუსებზე მიიტანეს იერიში
რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით შვიდი რაკეტა გაისროლეს. რაკეტები მოხვდა კორპუსებს, ხალხი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა დგინდება. „მტერმა რაკეტები ესროლა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ კორპუსებს, რის შედეგადაც ისინი მნიშვნელოვნად განადგურდა. არის მსხვერპლი", - აცხადებს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრე სტარუხი.
2022 წლის სექტემბერში, საქართველოში 636,235 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა
2022 წლის სექტემბერში, საქართველოში 636,235 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში ტურისტების ზრდა 2021 წლის სექტემბერთან შედარებით +157.5%-ია. „2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში 3,892,605 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +199.1%-ს შეადგენს. 2019 წლის 9 თვის მონაცემებთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 53.8%-ია. 2022 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში 3 892 605 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა +199.1 პროცენტს შეადგენს. 2019 წლის ცხრა თვის მონაცემებთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 53.8 პროცენტია. 2022 წლის 9 თვეში საქართველოში 2,704,133 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდთან შედარებით ზრდა +147.5%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67.8%-ს შეადგენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინა: ოკუპანტების მიერ, ზაპოროჟიეზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა
ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი აცხადებს. უკრაინა: რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელ კორპუსებზე მიიტანეს იერიში „ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა. სახლების ნანგრევებში, სულ მცირე 5 ადამიანია“, - განაცხადა სტარუხმა. ზელენსკი რუს ოკუპანტებს: თქვენ უკვე წააგეთ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი: ხარკოვში, უკრაინის არმიის ერთთვიან წარმატებულ კონტრშეტევას კულმინაციისთვის ჯერ არ მიუღწევია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ბრალდებით 17 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 35 ფაქტი, რაზედაც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 40 პირი, რომელთაგანაც დაკავებულია 17. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 60 715 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 300 000 ლარს აღემატება. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სამხრეთ კორეის და იაპონიის ცნობით, რაკეტამ დაახლოებით 350 კმ მანძილი, მეორემ კი 800 კმ. დაფარა. ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ, აშშ სამხრეთ კორეის წყლებში ატომურ ავიამზიდს განათავსებს რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის თავზე. საპასუხოდ, აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ერთობლივი წვრთნების დროს აღმოსავლეთის ზღვაში ოთხი სახმელეთო რაკეტა გაუშვეს. სამშაბათს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ცალკეული სამხედრო წვრთნები, ჩრდილოეთ კორეის მიერ შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტის გაშვების საპასუხოდ ჩაატარეს. „აშშ გმობს ამ ქმედებებს და მოუწოდებს DPRK-ს, თავი შეიკავოს შემდგომი დესტაბილიზაციისგან“, - განაცხადა პატრიკ რაიდერმა, პენტაგონის წარმომადგენელმა. „ორივე მხარემ გაუშვა 2, არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის რაკეტა, რათა აჩვენოს მოკავშირეების შესაძლებლობა, შემდგომი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით“, - აღნიშნავს თავის მხრივ, სამხრეთ კორეული მხარე.
ერმაკი: რუს ტერორისტებს ბრძოლა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შეუძლიათ
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი, ზაპოროჟიეში რუსეთის ძალების სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუს ტერორისტებს ბრძოლა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შეუძლიათ. მისივე თქმით, „რუსეთის პრობლემა“ „ერთხელ და სამუდამოდ“ უნდა გადაწყდეს. „ეს შესაძლებელია მხოლოდ ძალის გამოყენებით. იარაღი, სანქციები, იზოლაცია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. მტრის სრული დამარცხება და დევნა. ეს ერთადერთი გზაა", - განაცხადა ერმაკმა. 6 ოქტომბერს, გამთენიისას, რუსეთის ძალებმა შვიდი რაკეტა ესროლეს ზაპოროჟიეს, რის შედეგადაც ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა. ცნობილია, რომ თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
შს სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. „სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი - 1997 წელს დაბადებული ე.ს., 1995 წელს დაბადებული ს.ო., 1983 წელს დაბადებული მ.ქ. და 1996 წელს დაბადებული ს.მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ე.ს. თბილისში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, აგრეთვე, მის მიერ მითითებული სპეციალური სამალავებიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული 3 შეკვრა "კოკაინი" და 9 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ვაკე-საბურთალოს და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა ბრალდებულები - ს.ო. და ს.მ. სხვადასხვა დროს, თბილისში დააკავეს. ს.ო.-ს პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია 25 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ". გარდა ამისა, პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, დაკავებულის მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული კიდევ 5 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ს.მ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად კი, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 49 აბი და აბის ნატეხები. რაც შეეხება მ.ქ.-ს, იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ 100 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის და მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილით და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ძლიერი მიწისძვრა ირანში - დაშავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი
ირანში 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაშავებული 1100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ძლიერი მიწისძვრა ალაქ ხოიში მოხდა. ის დედაქალაქ თეირანის ჩრდილო-დასავლეთით, 807 კილომეტრში მდებარეობს. დაშავებულთაგან ბევრი ადამიანი პროვინციის ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ირანი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს და ბოლო წლებში არაერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
მექსიკაში კრიმინალურმა დაჯგუფებამ თავდასხმა მოაწყო - სრულის შედეგად, დაიღუპა 18 ადამიანი
მექსიკაში, სან მიგელ ტოტოლაპანის მუნიციპალიტეტში კრიმინალურმა დაჯგუფებამ "ლოს ტეკილეროსისმა" თავდასხმა მოაწყო - სროლის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ქალაქის მერია. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ყოფილი მერი, ხუან მენდოზა საკუთარ სახლში მოკლეს. ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია თავდაცვითი ძალები და პოლიცია. ტერიტორიაზე თავდამსხმელს ეძებენ.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი არჩევანის წინაშეა
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა ხერსონის რეგიონში ვითარების გაანალიზებისას მიდის იმ დასკვნამდე, რომ რუსეთი აპირებს რეგიონული ცენტრის დაცვას, თუმცა სამხედრო თვალსაზრისით მომგებიანი იქნება უკან დახევა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციების ახალი ეტაპი ხერსონის რეგიონში 2022 წლის 2 ოქტომბერს დაიწყეს. სამხრეთისკენ მიმავალმა უკრაინულმა ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზზე კიდევ 20 კმ-ით წაიწიეს წინ, დაიკავეს პოზიციები მდინარე ინგულეცის აღმოსავლეთ სანაპიროზე და დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე, მაგრამ ჯერჯერობით რუსეთის მთავარი თავდაცვითი პოზიციებისთვის საფრთხე არ შეუქმნიათ. დაზიანებული დნეპრის გადასასვლელი ამ მხარეში რჩება ერთ-ერთ იმ მცირე მარშრუტთაგან, რომლებიც რუსეთისთვის ხელმისაწვდომია პერსონალის მოსამარაგებლად. „რუსეთი არჩევანის წინაშე დგას - დნეპრის გავლით ძალების გაყვანა ხერსონის დანარჩენი ოლქის დაცვას უფრო საიმედოს ხდის, მაგრამ პოლიტიკური ამოცანა ხერსონში დარჩენა და მისი შენარჩუნებაა“, - აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა. ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა ხერსონში საჰაერო ხომალდის ნაწილები გაგზავნა.
დავით ნარმანია: ელექტროენერგიასა და ბუნებრივი აირზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის
"ქვეყანა ენერგეტიკულად სრულად მზად ხვდება ზამთრის სეზონს, როგორც ელექტროენერგიით უზრუნველყოფით, ასევე ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის ნაწილში - ელექტროენერგიასა და ბუნებრივი აირზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის", - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისივე თქმით, ელექტროენერგეტიკის სექტორში, საქართველოში წელს გამომუშავება თითქმის 10%-ით გაიზარდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. "სექტემბრის დეფიციტი აზერბაიჯანიდან შემოტანილი ელექტროენერგიის ხარჯზე დაიფარა როგორც ბუნებრივი აირის, ასევე ელექტროენერგიის. ასე რომ, იმპორტიორ ქვეყნად კვლავ აზერბაიჯანი რჩება. იმპორტი რუსეთიდან არ ხორციელდება, რადგან არ გვჭირდება. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მცირე მოცულობით ხდება შემოტანა, ისიც სისტემის დაბალანსებისთვის, ანუ ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე. თუმცა 90%-ზე მეტი ყოველწლიურად კვლავაც აზერბაიჯანიდან შემოდის. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებაზე გრძელვადიანი შეთანხმება გვაქვს, გაზის მიწოდებაზე რაიმე სახის საფრთხე, როგორც ფიზიკური მოცულობის დეფიციტის, ასევე ფასების ზრდის კუთხით, არ გვაქვს“, - განაცხადა ნარმანიამ.
ტაილანდში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაზე თავდასხმას სულ მცირე 28 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
ტაილანდში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ყოფილი პოლიციელის მხრიდან სროლას სულ მცირე 28 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლიციის ცნობით, დაღუპულთა შორის ბავშვები და მოზარდები არიან. მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელმა ბავშვებსა და მოზარდებს ესროლა, დანით დაჭრა და გაიქცა. თავდასხმის მოტივი უცნობია. სროლა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ნონგ ბუა ლამფუში იყო.
ქართველმა სამხედროებმა, მკლავჭიდის საერთაშორისო ასპარეზობაში გამარჯვება მოიპოვეს
ქართველმა სამხედროებმა, მკლავჭიდის საერთაშორისო ასპარეზობაში გამარჯვება მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "ლევან ბერძენიშვილი მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო ლუკა მგელაძემ საპრიზო მესამე ადგილი მოიპოვა. ლევან ბერძენიშვილმა 95 კილოგრამიან კატეგორიაში მარჯვენა მკლავით, ხოლო ლუკა მგელაძემ 86 კილოგრამიან კატეგორიაში მარცხენა მკლავით გაიმარჯვა. სპორტული შეჯიბრება საფრანგეთში, ქალაქ დიეპში გაიმართა. მასში მსოფლიოს 29 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ყაზახეთი რუსეთის მოთხოვნის შემდეგ, უკრაინის ელჩის გაძევებას არ აპირებს
ყაზახეთის ხელისუფლებამ უკრაინის ელჩის გაძევების შესახებ რუსეთის მოთხოვნა უარყო. უკრაინის ელჩმა ასტანაში, პეტრო ვრუბლევსკიმ, აგვისტოში ადგილობრივ ბლოგერთან ინტერვიუში განაცხადა: „რაც უფრო მეტ რუსს მოვკლავთ ახლა, მით უფრო შემცირდება მსხვერპლი ჩვენს შვილებში“. რუსეთმა საპასუხოდ ყაზახეთს დიპლომატის გაძევება მოსთხოვა, მაგრამ ასტანამ კიევს ელჩის ჩანაცვლება შესთავაზა.ასტანის პოზიციით, მისი კომენტარები მიუღებელია ეთნიკური რუსებით დასახლებული ქვეყნისთვის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი „აღშფოთებულია", რადგან ვრუბლევსკი ჯერ კიდევ ასტანაში იმყოფება. რუსეთმა ყაზახეთის ელჩი დაიბარა.თავის მხრივ, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აიბეკ სმადიაროვმა ზახაროვას ტონს ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის შეუფერებელი უწოდა. სმადიაროვის თქმით, ვრუბლევსკი ყაზახეთს მას შემდეგ დატოვებს, რაც უკრაინის ახალი ელჩი დაინიშნება. Reuters-ი წერს, რომ ყაზახეთი ტრადიციულად ინარჩუნებს მჭიდრო ეკონომიკურ და უსაფრთხოების კავშირებს რუსეთთან, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოსკოვისგან დისტანცირდა. ასტანა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებას უჭერს მხარს. ყაზახეთი არც რუსეთის მიერ ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს აღიარებს, რომლის მეშვეობითაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია სცადა.
თსუ-ის ყოფილ ბუღალტერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით დაკავებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ ბუღალტერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს. დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით თსუ-ს ბუღალტერი დააკავეს შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი დააკავა. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით - 165 000 ლარი.
უკრაინის გენშტაბი: რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყების დღიდან, დაახლოებით 61 330 ჯარისკაცი, 2 449 ტანკი დაკარგეს
რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყების დღიდან, დაახლოებით 61 330 ჯარისკაცი, 2 449 ტანკი დაკარგეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით 61 330, ტანკი - 2 449, ჯავშანტექნიკა - 5 064 საარტილერიო სისტემა - 1 424, სარაკეტო სისტემა - 344, საზენიტო საბრძოლო სისტემა - 176; თვითმფრინავები - 264. ზელენსკი რუს ოკუპანტებს: თქვენ უკვე წააგეთ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი: ხარკოვში, უკრაინის არმიის ერთთვიან წარმატებულ კონტრშეტევას კულმინაციისთვის ჯერ არ მიუღწევია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბათუმში, კორპუსის მეათე სართულიდან კაცი გადავარდა
ბათუმში, კორპუსის მეათე სართულიდან კაცი გადავარდა. როგორც ცნობილია, ადგილზე მისულ ექიმებს შუახნის კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. შემთხვევის ადგილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. უბედური შემთხვევის მიზეზი ამ ეტაპზე, უცნობია.