ძებნის რეზულტატი:

უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხერსონის ოლქში 50-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს

ხერსონის ოლქში 50-ზე მეტი დასახლება გათავისუფლდა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევგენი ენინმა განაცხადა. მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ რეგიონებში მობილური გამშვები პუნქტები მუშაობენ. „რაც შეეხება ხერსონის რეგიონს, იქ 50-ზე მეტი საცხოვრებელი ადგილია დეოკუპირებული, 3500-მდე მოქალაქე გათავისუფლდა რუსული ოკუპაციისგან“, - განაცხადა ენინმა. მისივე თქმით, გამომძიებლებმა 105 ომის დანაშაული დააფიქსირეს და მუშაობა გრძელდება“.

Forbes: მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი 700 000-მა ადამიანმა დატოვა

მობილიზაციის დაწყების შემდეგ, რუსეთი 700 000-მა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ Forbes წყაროებზე დაყრდნობით წერს. რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკის სააგენტოს შეფასებით, პირველი იანვრიდან 419 000-მა ადამიანმა დატოვა რუსეთი. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტია. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვა: რუსეთს გაწვეული და მობილიზებული პერსონალის განთავსების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. გასულ კვირას, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

CIA-ს დირექტორი: კუთხეში მომწყვდევის შემთხვევაში, პუტინი შესაძლოა, „საკმაოდ საშიში და უგუნური" იყოს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, „საკმაოდ საშიში და უგუნური იყოს, თუ ის კუთხეში იქნება მომწყვდეული, განაცხადა CIA-ს დირექტორმა უილიამ ბარნსმა CBS-სთან ინტერვიუში. მისივე შეფასებით, პუტინი უნდა იყოს შეშფოთებული, არამხოლოდ იმაზე, რაც ხდება უკრაინის ბრძოლის ველზე, [არამედ] რა ხდება რუსეთის შიგნით და საერთაშორისო დონეზე“. ბანრსის თქმით, ჩინეთის მხრიდან „უსაზღვრო მეგობრობის“ დაპირების მიუხედავად, პეკინმა უარი თქვა სამხედრო მხარდაჭერის შეთავაზებაზე, რომელიც პუტინმა მოითხოვა. ბარნსის ვარაუდით, რუსეთის მზარდმა გამოწვევებმა პუტინს ნაკლები არჩევანი დაუტოვა, რაც მას პოტენციურად უფრო სახიფათოს გახდის.  

ლუკაშენკო: ბელორუსი რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობს, თუმცა სამხედროებს არსად არ ვაგზავნით, არავის ვკლავთ

სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე გამართული შეხვედრისას ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელორუსში მობილიზაცია არ არის საჭირო. ამის შესახებ ბელორუსის სახელმწიფო მედია იტყობინება. „ჩვენ არავის ვკლავთ. ჩვენ სამხედროებს არსად არ ვაგზავნით. ჩვენ არ ვარღვევთ ჩვენს ვალდებულებებს", - აცხადებს ლუკაშენკო. შეხვედრაზე ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ ბელორუსი უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობს. თუმცა უარყოფს, რომ ბელორუსი უკრაინაში ჯარებს აგზავნის რუსეთის დასახმარებლად. მისი თქმით, მონაწილეობა მოიცავს დაჭრილების მკურნალობას, ლტოლვილების მიღებას და კონფლიქტის ბელორუსის ტერიტორიაზე გავრცელების პრევენციას.

ბაიდენმა ზელენსკის აშშ-ის ახალი $625 მილიონიანი სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ აცნობა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს დილით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიას. ჯო ბაიდენმა ასევე დაადასტურა შეერთებული შტატების მუდმივი მზადყოფნა, დააკისროს მძიმე ხარჯები ნებისმიერ ინდივიდს, ერთეულს ან ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის სავარაუდო ანექსიას. აშშ უკრაინას $625 მილიონის სამხედრო დახმარებას უგზავნის - Reuters პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენი ხანს, რამდენ ხანსაც დასჭირდება, მათ შორის $625 მილიონი დოლარის უსაფრთხოების ახალი პაკეტის მიწოდებით, რომელიც მოიცავს დამატებით იარაღს და აღჭურვილობას, მათ შორის HIMARS-ს, საარტილერიო სისტემებს და საბრძოლო მასალას და ჯავშანტექნიკას. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა შეერთებული შტატების მცდელობა, გააერთიანოს მსოფლიო უკრაინის მცდელობების დასაცავად, დაიცვას თავისი თავისუფლება და დემოკრატია, როგორც ეს გაწერილია გაეროს წესდებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

NATO-მ უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განაცხადი მიიღო

NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩები უკრაინის განაცხადს ბრიუსელში განიხილავენ. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ განაცხადა. „დღეიდან გენერალურმა მდივანმა განაცხადი ოფიციალურად მიიღო უკრაინის ნოტის საშუალებით და შემდეგი ეტაპი იქნება ამ განცხადების განხილვა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ანუ  NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩების დონეზე“, - განაცხადა ჟოვკვამ. უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად, ევროპის ცხრა ქვეყანამ ერთობლივ განაცხადს ხელი მოაწერა. ვოლოდიმერ ზელენსკიმ 30 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინა NATO-ში სწრაფი გაწევრიანების განაცხადს შეიტანს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს ეწვევა

5-7 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ბონი ჯენკინსი საქართველოში ვიზიტისას ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ცენტრალურ აზიისა და კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. ის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრებს.  

ლიმანში უკრაინის დროშა ოფიციალურად აღმართეს

დონეცკის ოლქის შესართავი რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლდა. უკრაინის დროშა აღმართულია. ამის შესახებ დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო წერს. „უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების მეთაურმა ალექსანდრ სირსკიმ დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციას გადასცა უფლებამოსილება. მადლობელი ვარ ჩვენი შეიარაღებული ძალების ჩვენი უკრაინული მიწის მტრებისგან გაწმენდისთვის. ოკუპანტები ნანგრევებს ტოვებენ. თუმცა მთავარია, ეს ჩვენი მიწაა. ყველაფერს თავიდან ავაშენებთ”, - წერს კირილენკო სოციალურ ქსელში. ვოლოდიმირ ზელენსკი: ლიმანი სრულად გაწმენდილია შეგახსენებთ, დონეცკის ოლქის მთავარი ლოგისტიკური ცენტრი ლიმანი უკრაინულმა ჯარებმა პირველ ოქტომბერს გაათავისუფლეს.  

თეირანი აცხადებს, რომ ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული პატივისცემის აუცილებლობას

თეირანი აცხადებს, რომ ირანი ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული პატივისცემის აუცილებლობას. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ კანანმა განაცხადა. მისი თქმით, ირანი მხარს უჭერს ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ და ყოველთვის აცხადებდა მზადყოფნას, დაეხმაროს ამგვარი გადაწყვეტის მიღწევას. კერძოდ, მან კომენტარი გააკეთა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიაზე. „ირანის ისლამური რესპუბლიკა, თავის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით, ხაზს უსვამს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის სრულად პატივისცემის აუცილებლობას, როგორც საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პრინციპებისა და მიზნების ფუძემდებლური ნორმისადმი”, - ნათქვამია განცხადებაში. პუტინმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია ოფიციალურად 30 სექტემბერს გააფორმა.

უკრაინამ ჯამში 1534 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა

მთლიანობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან 1534 დასახლება გაათავისუფლეს, მათ შორის 483 - ხარკოვის რეგიონში. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ განაცხადა. „მიმდინარეობს დეოკუპაციის ღონისძიებები. სულ უკვე დეოკუპირებულია 1534 დასახლებული პუნქტი. დონეცკის, ლუგანსკის, მიკოლაივის, ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მუშაობა აღდგება“, - განაცხადა კირილო ტიმოშენკომ. ტიმოშენკომ ასევე აღნიშნა, რომ 500-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაწმენდილია ნაღმებისგან, ეროვნული პოლიციის მუშაობა აღდგენილია 1200 დასახლებაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა განაახლეს მუშაობა 1508 დასახლებაში. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხერსონის ოლქში 50-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს მისივე თქმით, რუსული არმიისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მუშაობა განაახლა 933-მა სამედიცინო დაწესებულებამ, 981 დასახლებაში გაიხსნა სასწავლო დაწესებულება, ხოლო ათასზე მეტ დასახლებაში მოქალაქეებს სოციალური დაცვის სერვისები სთავაზობენ. 922 დასახლებაში ფინანსური მომსახურება აღდგა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ფინეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას მიაწვდის

ფინეთი უკრაინაში სამხედრო დახმარების მეცხრე პარტიის გაგზავნისთვის ემზადება. ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი კაიკონენი პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა. „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს [დახმარების ახალი პაკეტი] იყოს ბოლო. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უკრაინის დიდი ხნის განმავლობაში მხარდასაჭერად”, - განაცხადა კაიკონენმა. მისივე თქმით, ახალი დახმარების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში მიიღება. სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ფინეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების რვა პაკეტი მიაწოდა, რომელთა საერთო ღირებულება 92,3 მილიონ ევროს შეადგენს.  

ფინეთში ლენინის ბოლო ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა

ფინეთში ვლადიმერ ლენინის ბოლო ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა.  ესტონელი მოქანდაკის მატტი ვარიკას მიერ შექმნილი ბიუსტი ფინეთის ქალაქ კოტკას ცენტრიდან აიღეს.  Yle-ის ცნობით, ურბანული დაგეგმარების ხელმძღვანელმა მარკკუ ჰანონენმა თქვა, რომ ძეგლის გადატანა „საკმაოდ რთული ტექნიკური ოპერაციაა“. მისივე თქმით, ბიუსტი ამწევი მოწყობილობის გამოყენებით სატვირთო მანქანის პლატფორმაზე ასწიეს. ვლადიმერ ილიას ძე ლენინი პოლიტიკოსი, მარქსიზმის თეორეტიკოსი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელი, 1917 წელს რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი იყო.  

ჯეიმს კლევერლი: ბრიტანეთი უკრაინას დაეხმარება, ვიდრე ბოლო რუსულ ტანკს უკრაინული ტრაქტორით არ გაიტანენ

ბრიტანეთი მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში, ვიდრე კიევი არ გაიმარჯვებს. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა.  მისი თქმით, უკრაინელებს ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენამდე, შეუძლიათ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ.  „ჩვენ უკრაინას მხარს დავუჭერთ მანამ, ვიდრე ბოლო რუსულ ტანკს ბრძოლის ველიდან უკრაინული ტრაქტორი არ გაათრევს“, - თქვა კლერლიმ. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად სტრატეგიული გამძლეობაა საჭირო.  „იმიტომ, რომ თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ყველა პოტენციურ აგრესორი მიიღებს შეტყობინებას, რომ ჩვენი გადაწყვეტილება მყიფეა. ჩვენ არ უნდა გავუგზავნოთ ეს გზავნილი მსოფლიოს”, - აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  მან ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს მიმართა: „და თუ თქვენ უსმენთ ამ გამოსვლას, ბატონო პუტინ თუ ბატონო ლავროვ, ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის, ზაპოროჟიესა ან ყირიმის ანექსიას“, - დასძინა მან.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: მხოლოდ დროის საკითხია, როცა ოკუპანტებს ჩვენი მიწიდან საბოლოოდ განვდევნით

„უკრაინის არმია ახორციელებს საკმაოდ სწრაფ, ძლიერ მოძრაობას ჩვენი ქვეყნის სამხრეთით, რაც მიმდინარე თავდაცვის სამუშაოების ნაწილია. მხოლოდ ამ კვირაში რუსული ფსევდორეფერენდუმისგან ათობით დასახლება უკვე გათავისუფლდა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.  უკრაინამ ჯამში 1534 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმრთვაში უკრაინის არმიის შეტევაზე დონბასსა და ხერსონის რეგიონში, კომენტარი გააკეთა.  „ხერსონის ოლქის სამხედრო ცნობების მიხედვით, ოკუპანტისაგან გათავისუფლდა დასახლებები: ლიუბიმოვკა, კრეშჩენოვკა, ზოლოტაია ბალკა, ბელიაევკა, უკრაინკა, ბოლშაია და მალაია ალექსანდროვკა და დავიდოვ ბროდი. ეს არ არის სრული სია. ჩვენი მეომრები არ ჩერდებიან და მხოლოდ დროის საკითხია, როცა ოკუპანტებს მთელი ჩვენი მიწიდან განდევნით“, - განაცხადა ზელენსკიმ.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მედია: ევროკავშირის ქვეყნები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა სამშაბათს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს.  ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა ამის შესახებ Politico შვიდ ევროპელ დიპლომატზე, ასევე რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტ რიკარდ იოზვიაკზე მითითებით იტყობინება. როგორც რიკარდ იოზვიაკი წერს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე ოფიციალურ გადაწყვეტილებას ოთხშაბათს მიიღებენ. პაკეტი ასევე მოიცავს რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვას, რასაც ადრე საბერძნეთი, კვიპროსი და მალტა ეწინააღმდეგებოდნენ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი მოამზადა, რომელიც რუსული ფოლადისა და საიუველირო ნაწარმის იმპორტის აკრძალვას, ასევე რუსეთის ფედერაციაში რიგი საკვები პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს.   

თურქეთმა ბულგარეთის საზღვარზე ღობე ააშენა

არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, თურქეთმა ბულგარეთის საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა, რადგან ხშირია სატვირთო მანქანებით მიგრანტების შეპარვის შემთხვევები. ამის შესახებ Hurriyet Daily News წერს.  2,5 მეტრი სიმაღლის მავთულის ღობე კაპიკულეს მახლობლად, ბულგარეთის სასაზღვრო გადასასვლელთან ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია ედირნეში აშენდა.  გამოცემის ცნობით, გაიზარდა სათვალთვალო კამერებისა და არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ უსაფრთხოების გაზრდილი ზომების ფარგლებში, დაცვის მექანიზმი გაძლიერდა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს ერთობლივი, გადამწყვეტი პასუხი უნდა გასცეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები, ფრონტზე არსებული ვითარება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი და ერთობლივი საერთაშორისო ზომები განიხილეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. „ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს. განვიხილეთ დამატებითი სანქციები, სიტუაცია ბრძოლის ველზე და სოფლის მეურნეობის პროდუქციის საზღვაო ექსპორტის შენარჩუნების მნიშვნელობა. ჩვენ კოორდინაციას ვახორციელებთ ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებებამდე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ბაიდენმა ზელენსკის აშშ-ის ახალი $625 მილიონიანი სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ აცნობა მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთობლივი გადამწყვეტი პასუხი უნდა გასცეს რუსეთის უტიფარ მცდელობებს უკრაინის ტერიტორიების ანექსიის შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტ ბაიდენს და შეერთებულ შტატებს უკრაინის მუდმივი უსაფრთხოებისა და ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „სასიამოვნოა პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვების მოსმენა, რომ ჩვენი სამხედროები შთააგონებენ მთელ მსოფლიოს, ჩვენი ხალხი შთააგონებს მთელ მსოფლიოს. ეს სიმართლეა: ჩვენი გამარჯვება ამ ომში გვიჩვენებს, თუ რამდენად შეუძლია, უკრაინას აჩვენოს თავისუფლების გლობალური ძალა, დემოკრატიის გლობალური სიძლიერე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 4 ოქტომბერს აშშ-ის მთავრობამ უკრაინისთვის დამატებით 625 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.  

რა შეიარაღებას უგზავნის ამერიკა უკრაინას

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იარაღისა და აღჭურვილობის დეტალური სია, რომელიც უკრაინას უსაფრთხოების ახალი დახმარების პაკეტის ფარგლებში გადაეცემა. $625 მილიონიანი პაკეტი მოიცავს შემდეგ დახმარებას: ოთხი მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS) და მასთან დაკავშირებული საბრძოლო მასალა 16 155 მმ ჰაუბიცები 75,000 155 მმ საარტილერიო ტყვია 500 ზუსტი მართვადი 155 მმ საარტილერიო ტყვია 1,000 155 მმ-იანი ტყვია 1000 155 მმ-იანი ტყვია (Remote), 30,000 120 მმ ნაღმტყორცნების ტყვია, 200 MaxxPro ჯავშანტექნიკა დაბრკოლებების გადასატანი აღჭურვილობა და Claymore-ის პერსონალის საწინააღმდეგო საბრძოლო მასალები 4 ოქტომბერს აშშ-ის მთავრობამ უკრაინის უსაფრთხოებისთვის დამატებითი 625 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. მთლიანობაში, შეერთებულმა შტატებმა წელს 17,5 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო უკრაინას უსაფრთხოების მიზნით, მათ შორის 16,8 მილიარდი დოლარი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ირანში, 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

 ირანის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ხოვისთან ახლოს 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური კვლევითი ცენტრი ავრცელებს. როგორც ცნობილია, სიტიქიური უბედურების შედეგად ირანში სულ მცირე 276 ადამიანი დაშავდა. ამ ეტაპზე, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია.  

"ემ ქეი დი": სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ „კრედიტ სუისს“-მა დანაშაულებრივი ქმედებები ნამდვილად ჩაიდინა

"სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ „კრედიტ სუისს“-მა ნამდვილად ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედებები (საუბარია ხელმოწერების გაყალბებაზე, თანხის არაავტორიზებულ გადარიცხვებზე და ა.შ.), რომლებზეც ყოფილ კლიენტს გააჩნია პრეტენზიები. ეს განწყობა განსაკუთრებით გამოიკვეთა იმ მკვეთრი კონტრასტის ფონზე, რომელიც იყო ივანიშვილის დამაჯერებელ მოწმის ჩვენებასა და მოწინააღმდეგე მხარის მოწმეთა ჩვენებებს შორის", - ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული ფირმა "ემ ქეი დი" ავრცელებს.   იურიდიული კომპანია "ემ ქეი დი" Credit Suisse-სთან მიმდინარე დავაზე: ბანკი პრინციპულად უზღუდავს ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში მათივე ცნობით, პროცესის მიმდინარეობისას მოპასუხემ, მოსამართლის აშკარა მინიშნების საპასუხოდ, სცნო პასუხისმგებლობა ჩადენილი დარღვევების მნიშვნელოვან ნაწილზე.   "როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ბატონ ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“-ის ჯგუფს შორის მრავალი წელია მიმდინარეობს სამართლებრივი დავები სხვადასხვა იურისდიქციაში. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, შედარებით ფართოდ გაშუქებას დაექვემდებარა ბერმუდის კუნძულებზე მიმდინარე საქმე, რომელიც, ბერმუდას უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა უპირობო გამარჯვებით დასრულდა.   სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების მიხედვით, „კრედიტ სუისს“-მა მასზე დაკისრებული თანხა, 607.35 მილიონი აშშ დოლარი, სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა სხვა შვეიცარიულ ბანკში, ხოლო გამარჯვებულ მხარეს აღნიშნულ თანხაზე წვდომა გაუჩნდება მას შემდეგ, რაც დავა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამოიწურება. ამ ინფორმაციის გაჟღერების კვალდაკვალ, ჩვენ ვაცხადებდით, რომ საქმის განვითარების შესახებ საზოგადოებას კურსში ვამყოფებდით იმ მომეტებული საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც საკითხის მიმართ არსებობს. ამ პრეს რელიზის მიზანი სწორედ საზოგადოების ინფორმირებაა კიდევ ერთი სასამართლო დავის შესახებ, რომლის არსებითი განხილვები სინგაპურის საერთაშორისო კომერციულ სასამართლოში მიმდინარეობდა 5-23 სექტემბრის პერიოდში.   ზეპირი მოსმენების ფარგლებში, მოხდა თავად მთავარი მოსარჩელის, ბატონი ივანიშვილის გამოკითხვაც. სადავო საკითხის პრეცედენტული მნიშვნელობიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარეც, რომ სადავო თანხა 1.2 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება (საიდანაც არსებობს გარკვეული გადაფარვები ბერმუდაზე მიკუთვნებულ თანხასთან, ხოლო წმინდად დასაკისრებელი თანხა, მოსარჩელის პოზიციით, 900 მილიონ აშშ დოლარს აღემატება), სასამართლოს მიმდინარეობა ფართოდ შუქდებოდა საერთაშორისო პრესით. აღნიშნულის დასტურად, საკმარისია აღვნიშნოთ, რომ სინგაპურში მიმდინარე პროცესი ჯამურად, დაახლოებით, 300-ჯერ გაჟღერდა სხვადასხვა მედია საშუალებაში, რომელზეც წვდომა 960 მილიონ მომხმარებელს ჰქონდა. მათ შორის, სტატიები გამოაქვეყნეს ისეთმა გამოცემებმა, როგორიცაა „ბლუმბერგი“, „როიტერსი“, „ფაინენშელ ტაიმსი“ და „უოლ სტრიტ ჟურნალი“. საყურადღებოა, რომ თემა არ გაშუქდა ბატონი ივანიშვილისადმი ჩასაფრებულ პოზიციაში მყოფი მედიის მიერ საქართველოში, რის მიზეზიც, ვფიქრობთ, ცხადია, თუკი გავეცნობით ამავე საკითხზე საერთაშორისო მედიის გამოხმაურებას, რომელიც ცალსახად პოზიტიური იყო მოსარჩელე მხარისთვის, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის („კრედიტ სუისს“-ის სინგაპურული სატრასტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთია იმ ორი ტრასტიდან, რომელიც ემსახურებოდა კლიენტს) პოზიციებს საკმაოდ მძიმე შეფასებები მოჰყვა: პროცესზე დადასტურდა, რომ „კრედიტ სუისს“-მა ნამდვილად ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედებები (საუბარია ხელმოწერების გაყალბებაზე, თანხის არაავტორიზებულ გადარიცხვებზე და ა.შ.), რომლებზეც ყოფილ კლიენტს გააჩნია პრეტენზიები. ეს განწყობა განსაკუთრებით გამოიკვეთა იმ მკვეთრი კონტრასტის ფონზე, რომელიც იყო ბატონი ივანიშვილის დამაჯერებელ მოწმის ჩვენებასა და მოწინააღმდეგე მხარის მოწმეთა ჩვენებებს შორის. ჩვენ შეგნებულად აღარ შევალთ უფრო დეტალურ შეფასებაში და წინ არ გავუსწრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც 2023 წლამდე არ იქნება ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, თუკი დავაკვირდებოდით სასამართლო პროცესს, იქმნება პოზიტიური გადაწყვეტილების ობიექტური მოლოდინი. კრიტიკული მედიის მხრიდან ამ საკითხზე დუმილი, ვფიქრობთ, სწორედ ამგვარ რეალობას - ბატონი ივანიშვილის მიერ წარმატებულად წარმართულ პროცესს მიეწერება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.   მათივე ცნობით, „კრედიტ სუისს“-ის ჯგუფის იურიდიული სამსახურის უფროსი, რომელიც სხდომებს მთელი სამი კვირის განმავლობაში ესწრებოდა, იმდენად შეწუხდა მოპასუხე მხარის სუსტი პოზიციით, რომ უშუალოდ სხდომების პარალელურად გაუკეთა მოსარჩელე მხარეს შეთავაზება მორიგების შესახებ.   "გვსურს ყურადღება გავამახვილოთ დავის მიმდინარეობისას გამოკვეთილ კიდევ რამდენიმე საგულისხმო გარემოებაზე, რაც საზოგადოებას პროცესის უკეთ, უფრო ნატურალურად აღქმის უკეთეს მისცემს. მათ შორის აღსანიშნავია, რომ პროცესის მიმდინარეობისას მოპასუხემ, მოსამართლის აშკარა მინიშნების საპასუხოდ, სცნო პასუხისმგებლობა ჩადენილი დარღვევების მნიშვნელოვან ნაწილზე. მეტიც, ბატონი ივანიშვილის მხრიდან ჩვენების მიცემისას, მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბანკის ტრასტები მას 2022 წლის მარტიდან იმ თანხებსაც კი არ ურიცხავენ, რომელიც გადაურჩა დანაშაულებს. მოსამართლემ იქვე დაუსვა ბანკს შეკითხვა ამ საკითხზე, რის შედეგადაც ბანკი იძულებული გახდა მარტიდან გაჩერებული თანხების ნაწილი გადმოერიცხა კლიენტისთვის. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ მეორე ტრასტის მიერ ამავე პერიოდიდან, მარტის თვიდან გაჩერებული ძირითადი თანხები, რასაც ბანკი „აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებულ გეოპოლიტიკურ მოვლენებს“ მიაწერდა, კვლავაც არ არის გადმორიცხული. ამ საკითხზე სინგაპურის სასამართლო რეაგირებას ვერ მოახდენდა, რადგან ხსენებული მეორე ტრასტი სხვა იურისდიქციას ეკუთვნის. საგანგებოდ ხასგასასმელია ისიც, რომ სინგაპურის ტრასტიდან გადმორიცხული თანხა მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს „კრედიტ სუისს“-ის ტრასტებში ჯამურად აკუმულირებული თანხებისა. თანხის უდიდესი ნაწილი, რომელიც მოქცეულია არა სინგაპურული, არამე გერნსის კუნძულზე რეგისტრირებული ტრასტის მართვის ქვეშ, კვლავაც უსაფუძვლოდ არის შეყოვნებული „კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მიერ და ამ მხრივ არანაირი წინსვლა არ არის. ამდენად, ბანკი ხელწერა არ შევლილა, ის მხოლოდ იძულებული გახდა განეხორციელებინა გადმორიცხვა სინგაპურის მცირე-აქტივიანი ტრასტიდან, რაც სასამართლოს მხრიდან აშკარა მითითების შედეგია.   ვფიქრობთ, უფრო სიმპტომატურია ის, რომ „კრედიტ სუისს“-ის ჯგუფის იურიდიული სამსახურის უფროსი, რომელიც სხდომებს მთელი სამი კვირის განმავლობაში ესწრებოდა, იმდენად შეწუხდა მოპასუხე მხარის სუსტი პოზიციით, რომ უშუალოდ სხდომების პარალელურად გაუკეთა მოსარჩელე მხარეს შეთავაზება მორიგების შესახებ. მას არაერთი მცდელობა ჰქონდა მოსარჩელის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისა და ღიად აღნიშნავდა, რომ თავადაც აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ბანკმა საკითხი სასამართლომდე მიიტანა და შვეიცარიაშივე არ უზრუნველყო საკითხის მოგვარება, კლიენტის სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების გზით. მეტიც, მან გამოთქვა მზაობა ჩამოსულიყო საქართველოში და პირადად გაესაუბრა ბატონ ივანიშვილთან და ბოდიშიც კი მოეხადა ბანკის ქმედებებისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში. ბანკის წარმომადგენლის ამგვარი მოქმედება, ზოგადად, ჯდება ბანკის პოლიტიკაში, რადგან ბანკი ყოველთვის ცდილობს ამგვარი პრობლემური საკითხები რაც შეიძლება მოკლე დროში და უხმაუროდ დაასრულოს, კლიენტთან მოლაპარაკების გზით. ამ მხრივ, ბატონ ივანიშვილთან დავა გამონაკლისი აღმოჩნდა, რადგან ბანკს მანამდე არცერთხელ მოლაპარაკების მზაობა არ გამოუმჟღავნებია. ბატონი ივანიშვილის პასუხი მდგომარეობდა იმაში, რომ ბანკს ჯერ სამართლიანობა უნდა აღედგინა და მის მიერ მარტის თვიდან დაკავებული ის თანხა უნდა გადმოერიცხა, რომელიც არ არის სადავო და რომ ეს თანხა მოლაპარაკების ნაწილი ვერ იქნებოდა. ამდენად, ბატონი ივანიშვილი არ იყო მზად სამართლიანობის აღდგენამდე და ფაქტობრივი შანტაჟის პირობებში ეწარმოებინა მოლაპარაკება. უცნაურია, რომ ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლის რამდენიმე-დღიანი აქტიური მცდელობების შემდეგ, ბანკმა, შეიძლება ითქვას, მკვეთრად დაამუხრუჭა პროცესი, რაც გვაფიქრებინებს, რომ დამოკიდებულების ასეთი უეცარი ცვლილება ბანკის ტოპ მენეჯმენტის შიდა კონსულტაციის შედეგს წარმოადგენს.   მეორე გარემოება, რომელიც პროცესში მონაწილე „ემ-ქეი-დი“-ს გუნდის დაკვირვების შედეგს წარმოადგენს არის შემდეგი: როგორც ბერმუდაზე, ისე სინგაპურში მიმდინარე პროცესზე გამოიკვეთა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგები კლიენტის ანგარიშებზე დაფიქსირებულია 2008-2010 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ დარღვევებისა და დანაშაულის სიმრავლე და ხასიათი უპრეცედენტო იყო, ბანკმა აღნიშნული დარღვევები მხოლოდ 2015 წელს დააფიქსირა და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც კლიენტმა მის ანგარიშზე არსებული მსხვილი თანხების სხვა მისამართით გადარიცხვა განიზრახა. სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ ანგარიშებზე თანხები იმაზე მკვეთრად მცირე იყო, ვიდრე ბანკის მიერ კლიენტისთვის მიწოდებულ მონაცემებში ჩანდა. ამის შემდეგ, ბანკმა დასწრებაზე მიმართა პროკურატურას თავისივე თანამშრომლის წინააღმდეგ, რათა ბატონი ივანიშვილის მოსალოდნელი საჩივარი და განცხადებები გადაეფარა. შედეგად, მილიარდიან და მრავალ-წლიან ზიანზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთი თანამშრომლისკენ მიიმართა, რომელსაც ბრალიც და მსჯავრიც დაედო. ერთი პირის მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობის ფონზე, ჩვენი გაოცება გამოიწვია იმ გარემოება, რომ შვეიცარიის ფინანსური მარეგულირებელი ორგანოს (FINMA) დასკვნის მიხედვით, ბანკის მენეჯმენტს ჯერ კიდევ 2010 წელს სცოდნია არსებული დარღვევების შესახებ, როდესაც ბანკის შიდა კონტროლის სისტემამ ასეულობით განგაშის სიგნალი (alert) დააფიქსირა მოცემული დარღვევების შესახებ. ბანკის მენეჯმენტმა ხსენებული საგანგაშო სიგნალები სრულად უგულებელყო და შექმნა კომფორტული სივრცე იმისთვის, რათა ბატონი ივანიშვილის მიმართ დანაშაული დამატებითი წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო. მეტიც, ბანკი არათუ უშვებდა დამნაშავე თანამშრომლის მიერ თავისი პოზიციის კვლავაც დაკავებას და დანაშაულის ჩადენას, არამედ დამატებით ბონუსებს უხდიდა ამავე თანამშრომელს. ობიექტური დამკვირვებელს, თუკი მოუსმენდა სხდომის მიმდინარეობას და მოწმეთა ჩვენებებს, შეუძლებელია მას არ გასჩენოდა განცდა, რომ ბანკის მენეჯმენტმა, სულ მცირე 2010 წლიდან მოყოლებული, შეგნებულად დაუშვა კლიენტის მიმართ დანაშაული და მისი ფინანსური მდგომარეობის მკვეთრად დაზიანება.   მართალია, სინგაპურში მიმდინარე პროცესის გაშუქებას ვერცერთმა სექტორულმა (ფინანსებით, საბანკო სფეროთი და ეკონომიკით დაინტერესებულმა) მედია საშუალებამ თავი ვერ აარიდა ვერც საერთაშორისო დონეზე და ვერც შვეიცარიაში, მაგრამ საგულისხმოა ისიც, რომ ამ ფონზეც კი, შვეიცარიული მედია დღემდე თავს იკავებს ბატონი ივანიშვილის იმ პოზიციის გამოქვეყნებისგან, რომელზეც ივლისის თვეში ვსაუბრობდით: კლიენტი მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ ბანკის მენეჯმენტი შეგნებულად აზიანებს არამხოლოდ ბანკს, არამედ მთელი შვეიცარიული საბანკო სექტორის რეპუტაციას, რაც, თავის მხრივ, დარტყმის ქვეშ აყენებს შვეიცარიის სახელმწიფოსაც. სინგაპურში მიმდინარე პროცესი კიდვ ერთხელ აჩვენებს, რომ ბანკის მენეჯმენტი თვით-დაზიანების რეჟიმში იმყოფება და მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს შვეიცარიის სახელმწიფოს იმიჯსაც.   რომ შევაჯამოთ: პირველი, ბატონი ივანიშვილისთვის განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ მის ფინანსურ მდგრადობაზე ყველაზე დიდი დარტყმის მიყენება ბანკის მიერ მოხდა 2008-2010 წლებში, რაზეც ბანკის მენეჯმენტის რეაგირება იყო არა დამნაშავე თანამშრომლის გამოაშკარავება, არამედ, პირიქით, მისი წახალისება და ეს მდგომარეობა გაგრძელდა მანამ, სანამ თავად ბატონი ივანიშვილის გადაწყვეტილების შედეგად, ბანკს აღარ დარჩა სხვა გზა, გარდა პროკურატურისთვის დასწრებაზე მიმართვისა; მეორე, ჩვენს გაკვირვებას იწვევს ის, რომ საბანკო ჯგუფის ახლად-დანიშნულმა იურიდიული სამსახურის უფროსმა სრულიად კორექტული პოზიცია დაიკავა, რაც მდგომარეობდა ბანკის წინა პერიოდში განხორციელებული ქმედებებით აღშფოთებასა და საკითხის სასწრაფოდ მორიგების გზით დარეგულირების მზაობაში, რაც, მათ შორის, საქართველოში ვიზიტსა და ბოდიშიც მოხდასაც კი გულისხმობდა, თუმცა რამდენიმე დღეში მან მკვეთრად შეიცვალა პოზიცია (რისი მიზეზიც ნამდვილად არ ყოფილა სასამართლო დავაში ბანკის პოზიციის რაიმეგვარი გაუმჯობესება, პირიქითაც) და თავისივე ინიცირებულ საკითხზე ყველანაირი კომუნიკაცია შეწყვიტა; მესამე, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია შვეიცარიული მედიის მიდგომა, რომ მიუხედავად დავის ფართოდ გაშუქებისა და, მათ შორის, იმის აღნიშვნისა, რომ ბანკის პოზიციები დავაში უკიდურესად სუსტია, ყველა მედია საშუალება მაინც ერიდება ბატონი ივანიშვილის იმ პოზიციის შემცველი წერილის გამოქვეყნებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ ბანკის მენეჯმენტი სრულიად შეგნებულად აზიანებს ბანკს, საბანკო სისტემასა და სახელმწიფოს იმიჯს. სამწუხაროდ, ბანკის გადაწყვეტილება, რომ მისივე ინიცირებული მორიგების პროცესი თავადვე შეეწყვიტა, სრულიად ჯდება ამ ხაზში. და მეოთხეც, ის ერთადერთი თანამშრომელიც კი, რომელსაც ბრალი დასდეს მრავალ-წლიან და მილიარდიან დანაშაულში, მხოლოდ ხუთ-წლიანი სასჯელით შემოფარგლა შვეიცარიულმა მართლმსაჯულებამ, რის შემდეგაც ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ფაქტის კონსტანტირება იქნებოდა იმის აღნიშვნაც, რომ სამოქალაქო დავების არსებითი განხილვის დაწყებამდე ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა პატრის ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას მოცემულ საკითხზე ნებისმიერი არსებითი განვითარების შესახებ.