ძებნის რეზულტატი:

ბონი ჯენკინსი: მოუთმენლად ველი ვაშინგტონის ძლიერი მხარდამჭერი გზავნილის გადმოცემას იმ უზარმაზარი სამუშაოსთვის, რომელიც ელჩმა დეგნანმა და საელჩოს გუნდმა გასწიეს

სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში ვიზიტისას პირველ განცხადებას აკეთებს. „მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ, არამხოლოდ ამ კონფერენციაზე, არამედ საქართველოში, სადაც შეერთებული შტატები სარგებლობს ასეთი პროდუქტიული თანამშრომლობით სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მუდმივი დემოკრატიული განვითარების და საჭირო რეფორმების, ეკონომიკური ზრდისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხით. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობაში ჩვენს პარტნიორებს, და, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არჩეული აქვთ ევროატლანტიკური გზა. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან მუშაობა. ამ კონფერენციაზე მე ყურადღება გავამახვილე იმ გამოცდილებაზე, რაც მივიღეთ პანდემიის მართვისას და ხაზგასმით ვისაუბრე, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს გაკვეთილები, რომლებიც  მომავალ გლობალურ ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და პანდემიისას მზადყოფნისა და რეაგირების ძალისხმევაში. რა საკითხებს განიხილავს საქართველოში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეს არის აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფერო, რომელსაც შესანიშნავი ხელმძღვანელობა უძღვება დაავადების კონტროლის ცენტრში. აქ ვარ იმისათვის, რათა ხაზი გავუსვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ჩემი, როგორც შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ერთ-ერთი პრიორიტეტია,  ბიოუსაფრთხოების და ბიოუსაფრთხოების ნორმების, პრაქტიკის, ინსტრუმენტების და რესურსების საკითხზე თანაშრომლობის გაძლიერება ისეთ ფორუმებზე, როგორიცაა ბიოლოგიური იარაღის კონვენცია, გლობალური პარტნიორობა და გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების დღის წესრიგი. ჩემი გუნდი იმუშავებს ამ გამოწვევების გადასაჭრელად, საჭირო ინსტრუმენტებისა და რესურსების მოძიების გზით. ჩემი ვიზიტის განმავლობაში მე ასევე შევხვდები ქართველ ლიდერებს იმისთვის, რომ განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობისა და სტრატეგიული ინტერესების სხვადასხვა სფერო და მიმართულება როგორიცაა, საზღვრის უსაფრთხოება და საბაჟო თავდაცვა. მოუთმენლად ველი ვაშინგტონის ძლიერი მხარდამჭერი გზავნილის გადმოცემას იმ უზარმაზარი სამუშაოსთვის, რომელსაც ელჩი დეგნანი და საელჩოს გუნდი ახორციელებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ასევე საქართველოს მთავრობის მიმართ იმ მზაობისთვის, რაც მათ აქვთ ჩვენთან თანამშრომლობისთვის ამ საკითხების გადასაჭრელად. თუმცა ეს ძალისხმევა მარტივი არ ყოფილა, განსაკუთრებით ბოლო დროს, როდესაც ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე, რომლებიც ვიხილეთ. მოდით ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, ეს არის დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემის ნაწილი, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ. კრიზისისა, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა. შეერთებული შტატები ყოველთვის დააფასებს და მხარს დაუჭერს უკრაინას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც ჩვენ ყოველთვის ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დღეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინელ ხალხს, რადგანაც ისინი იბრძვიან თავისი თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის“, - განაცხადა ბონი ჯენკინსმა.

ზურაბ აზარაშვილი სომხეთის ელჩ აშოტ სმბატიანს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და აშოტ სმბატიანმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და საერთო პროექტები განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრმა, ელჩს, მიმდინარე რეფორმები და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო. თავის მხრივ, სომხეთში სფეროს სიახლეებზე ისაუბრა აშოტ სმბატიანმა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს.  

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი: მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, ადამიანი აღარ არის, სიკვდილის პირასაა

მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, ადამიანი აღარ არის, სიკვდილის პირასაა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ „ვივამედის“ კლინიკაში, სააკაშვილის ნახვის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა, კლინიკა „ვივამედში“ გრძელდება „საუბრის დროს იღლება და არის სიკვდილის პირას, ეს არ არის ნორმალური. მიზეზი, რის გამოც მედიკამენტებს ვერ იღებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ელოდება ამერიკელ ექიმ კობის“, - აღნიშნა თემურ ჯანაშიამ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს  

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ელჩ დეგნანზე თავდასხმები დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი დენის ჯენკინსი აცხადებს, რომ ელჩ დეგნანისადმი ვაშინგტონის ძლიერი მხარდამჭერი გზავნილი ჩამოიტანა. მისი თქმით, ელჩმა დეგნანმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და ეს ძალისხმევა ბოლო პერიოდში მარტივი არ ყოფილა. „მოუთმენლად ველი ვაშინგტონის ძლიერი მხარდამჭერი გზავნილის გადმოცემას იმ უზარმაზარი სამუშაოსთვის, რომელსაც ელჩი დეგნანი და საელჩოს გუნდი ახორციელებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ასევე საქართველოს მთავრობის მიმართ იმ მზაობისთვის, რაც მათ აქვთ ჩვენთან თანამშრომლობისთვის ამ საკითხების გადასაჭრელად. ბონი ჯენკინსი: მოუთმენლად ველი ვაშინგტონის ძლიერი მხარდამჭერი გზავნილის გადმოცემას იმ უზარმაზარი სამუშაოსთვის, რომელიც ელჩმა დეგნანმა და საელჩოს გუნდმა გასწიეს თუმცა ეს ძალისხმევა მარტივი არ ყოფილა, განსაკუთრებით ბოლო დროს, როდესაც ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე, რომლებიც ვიხილეთ. მოდით ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, ეს არის დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემის ნაწილი, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ. კრიზისისა, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა“, - განაცხადა ბონი ჯენკინსმა.  ცნობისთვის, სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 5-7 ოქტომბერს იმყოფება.  

უკრაინა: ბოლო 24 საათში, 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 22 კი დაშავდა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს განცხადებით, უკრაინაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 22 კი დაშავდა. უკრაინის გენშტაბი: რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყების დღიდან, დაახლოებით 61 330 ჯარისკაცი, 2 449 ტანკი დაკარგეს "უკრაინაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 22 კი დაშავდა. დონეცკის ოლქში დაღუპულია 14 ადამიანი, მათ შორის დროებითი ოკუპაციის დროს მოკლული 10 ადამიანი ახლად გათავისუფლებულ ქალაქებში იპოვეს: ხუთი სვიატოგორსკში და ხუთი ლიმანში", - ნათქვამია ინფორმაციაში. ზელენსკი რუს ოკუპანტებს: თქვენ უკვე წააგეთ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი: ხარკოვში, უკრაინის არმიის ერთთვიან წარმატებულ კონტრშეტევას კულმინაციისთვის ჯერ არ მიუღწევია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირთან დინამიკური ურთიერთობა გვაქვს

დღეს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იმართება ევროკავშირის მიერ ინიცირებული ახალი პლატფორმის პრაქტიკული რეალიზაცია, რომელსაც ეწოდება – „ევროპული პოლიტიკური გაერთიანება“. ეს პლატფორმა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომლის ფარგლებშიც იკრიბებიან, ერთი მხრივ, ევროკავშირის ლიდერები, ხოლო მეორე მხრივ, ყველა ის ქვეყანაა მოწვეული, ვისი პოლიტიკური მომავალიც ასოცირებულია ევროკავშირთან, ევროპულ ოჯახთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ილია დარჩიაშვილის თქმით, საუბარი იქნება იმ გამოწვევებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას. აგრეთვე გაიმართება მნიშვნელოვანი დისკუსიები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა. „საქართველო, რა თქმა უნდა, წარმოდგენილია ამ პლატფორმაზე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას ამ პლატფორმაზე, სხვა ლიდერებთან ერთად, იმ დისკუსიებში, რომელიც აქტუალურია. საუბარი იქნება, რა თქმა უნდა, იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს რეგიონშია და რეგიონს მიღმა. იმ გამოწვევებზე, რომლებიც, ასე ვთქვათ, პირდაპირ საფრთხეს უქმნის გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას, ხოლო მეორე მხრივ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა, იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ასოცირებულია ევროპულ ოჯახთან და ამ მხრივ, ჩვენთვის, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პრიზმიდან და ჭრილიდან დანახული, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ჩვენ გვაქვს დინამიური ურთიერთობები ევროკავშირთან. ეს არის ორმხრივ ფორმატში ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი და შეთანხმებული ასოცირების დღის წესრიგი, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი პოზიციაა, რომ ნებისმიერი ახალი მექანიზმი, რომელიც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, გააძლიეროს და უფრო შედეგზე ორიენტირებული გახადოს ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, ჩვენთვის მისასალმებელია და სწორედ ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოდგენილია ამ ახალი ინიციატივის ფარგლებში, სხვა ლიდერებთან ერთად, რათა ერთობლივად იქნას განხილული იმ ქვეყნების მომავალი, ევროპული ასე ვთქვათ ასპირაციები, რომლებიც დაკავშირებულია ევროპულ ოჯახთან. მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმა და შეკრება არ არის მხოლოდ ევროკავშირის ლიდერების შეკრება. აქ მოწვეულია ყველა ის ქვეყანა, ვისაც პოლიტიკური ასოცირება აქვს ევროპასთან, ევროპულ ოჯახთან. ეს იქნება არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, ახალი მექანიზმი იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის დისკუსიები გაიხსნას და ვისაუბროთ ამ ქვეყნებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე, რომლებიც მათ ევროკავშირში მომავალ ინტეგრაციაში დაეხმარება“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

რა მიზნები აქვს ჩინეთს სამხრეთ კავკასიაში და რა სარგებელს მიიღებს საქართველო

ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა $1,6 მილიარდს გაუტოლდა. ჩინური კომპანიები, უცხოელი დონორების დაფინანსებით, საქართველოში ახორციელებენ ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებს. 2014 წელს საქართველოში ჩინეთიდან შემოსული საინვესტიციო კაპიტალი რეკორდული იყო და $218 მილიონი შეადგინა. ჩინური კაპიტალია განთავსებული საბანკო და კავშირგაბმულობის სექტორშიც. რა ინტერესები აქვს ჩინეთს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში და სად გადის ზღვარი ეკონომიკასა და გეოპოლიტიკას შორის, ამ და სხვა საკითხებზე Europetime პოლიტოლოგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა. ET: 2022 წლის მონაცემებით ჩინეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია ექსპორტში, ხოლო იმპორტში მესამე. მანამდე ეს პოზიციები რუსეთს ეკავა. რამ გამოიწვია ამ მიმართულებით ჩინეთის სწრაფად დაწინაურება? პირველ რიგში ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც 4 წელია ამოქმედდა. შესაბამისად, აქედან გამომდინარე ტვირთბრუნვა ორ ქვეყანას შორის, მნიშვნელოვნად გაიზარდა. 90-იან წლებში, როცა საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა სავაჭრო ბრუნვა არ აღემატებოდა $10 მილიონს. დღეს კი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა  $1,5 მილიარდამდე გაიზარდა. ჩინეთი საქართველოს მესამე სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია, ხოლო ქართული პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით პირველია. ET: რა ინტერესები აქვს საქართველოს ჩინეთთან მიმართებით? საქართველო დაინტერესებულია ჩინეთიდან ინვესტიციების მოზიდვით ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. მათ შორის ენერგეტიკის, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის სექტორებში. ასევე, საქართველო დაინტერესებულია, მაქსიმალურად იყოს ჩართული ჩინეთის მიერ წარმოდგენილ პროექტში. ესაა ერთი „სარტყელი- ერთი გზა“. ჩინეთის პრეზიდენტმა წარადგინა ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ევრაზიის დაახლოებით 60 ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებასა და „ახალი აბრეშუმის“ გზის აღორძინებას. აქტიურად განიხილება ეს საკითხი და სხვადასხვა პროექტი უკვე ხორციელდება კიდეც. ET: რა სურს ჩინეთს სამხრეთ კავკასიის რეგიონში და სად იკვეთება ორი ქვეყნის ინტერესები? ჩინეთს სურს თავისი გეოპოლიტიკური მიზნების განმტკიცება, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში. ჩინეთი რუსეთისგან განსხვავებით ახორციელებს „რბილი ძალის“ პოლიტიკას. ეს გულისხმობს ჩინეთის კულტურულ ექსპანსიას. ჩინეთმა დააფუძნა 100-ზე მეტი კონფუცის ინსტიტუტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ბაზაზე ფუნქციონირებს კონფუცის ინსტიტუტი. ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხითაც ჩინეთის ეკონომიკა ორიენტირებულია ექსპორტზე. ჩინეთის ექსპორტის მოცულობა აჭარბებს $2 ტრილიონს, ამიტომ არის დაინტერესებული საკუთარი პროდუქციის გასაღებით, მათ შორის საქართველოშიც. ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული, გეოეკონომიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ჩინეთი ასევე დაინტერესებულია რაც შეიძლება მეტი პროექტი განხორციელდეს საქართველოში, მეტი ჩინური კომპანია და პროდუქცია შემოვიდეს. ET: სავაჭრო ურთიერთობების გარდა კიდევ რა არის ჩინეთის ინტერესი? ჩინეთი ასევე დაინტერესებულია ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებით. რაც შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, შემთხვევითი არაა, რომ ჩინური კომპანიაა ჩართული აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობაში რიკოთზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია 53 გვირაბისა და 16 ხიდის მშენებლობა. სამომავლო მიზანია, რომ ჩინურმა სატვირთო მანქანებმა გადაკვეთონ საქართველოს ტერიტორია. ამას ემატება „ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის პროექტი“. ჩინეთი დაინტერესებულია, რომ ამ რკინიგზით, ევროპის მიმართულებით, უმოკლეს დროში, სადღაც 13-14 დღეში მოხდეს ჩინეთიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპისკენ ტვირთების გადაზიდვა. რაც შეეხება „ბაქო-თბილისი-ახალქალაქი ყარსის რკინიგზას“, პირველ ეტაპზე შესაძლებელია 5 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა. მეორე ეტაპზე გამტარუნარიანობა 17 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამ პროექტებში საქართველოსა და ჩინეთის ინტერესები ემთხვევა. ET: ამ ფონზე ჩინეთი მაინც ინარჩუნებს მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს რუსეთთან. ამ მიმართულებით რა შეიძლება შეიცვალოს? რუსეთ-უკრაინის ფონზე, ჩინეთი თითქოს ახდენს იმის იმიტაციას, რომ რუსეთთან თანამშრომლობს. ჩინეთსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვა სხვა და სხვა გათვლებით გაიზარდა 30%-მდე. 2021 წლის მონაცემებით $147 მილიარდს შეადგენდა. მაგრამ ჩინეთს სურს, გარკვეული პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს რუსეთის გვერდის ავლით და საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით. აქაც არსებობს თანამშრომლობის პოტენციალი საქართველოსა და ჩინეთს შორის. ET: რაც შეეხება ჩინეთის მიზნებს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, რა არის აქ მთავარი ეკონომიკა თუ გეოპოლიტიკა? პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთთანაა კავშირში. როცა ხდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური დაახლოება, იგივე ხდება პოლიტიკაშიც. თუ თანხვედრაა პოლიტიკაში და ეკონომიკის მიმართულებითაც, ეს ხელს უწყობს ვაჭრობის განვითარებას. ეს ყველაფერი ერთმანეთს ავსებს. მაგრამ ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში ჩინეთი, თავისი გეოპოლიტიკის გავლენას აძლიერებს „რბილი ძალის“ გამოყენებით, ეკონომიკური და კულტურული ასპექტების გაძლიერებით. მანამდეც ვახსენე „კონფუცის ინსტიტუტის“ გახსნა და ჩინური ექსპორტის გაფართოება, ეს ბუნებრივია, მაგრამ ამის მიღმა: ჩინეთს სურს, რომ ყველა რეგიონში ჩამოიშოროს მთავარი გეოპოლიტიკური კონკურენტები - ამერიკის შეერთებული შტატები და მათ შორის რუსეთი. ჩინეთი აქტიურად მუშაობს ცენტრალურ აზიაში, რომ განიმტკიცოს თავისი პოზიციები და ჩაანაცვლოს რუსეთი. რაც შეეხება კავკასიის რეგიონს, აქ ჩინეთი დაინტერესებულია, შეამციროს იგივე ევროკავშირის, აშშ-ის, რუსეთის გავლენაც და თვითონ განიმტკიცოს გეოპოლიტიკური პოზიციები. ამიტომაც, რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება და ჩინეთი დებს გარკვეულ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, რომ ამით, პოლიტიკური სიმპათიები დაიმსახუროს. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა. კავკასიის რეგიონს ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩინეთს სურს, კავკასიის რეგიონში ითამაშოს გლობალური როლი და ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე პეკინის ყურადღებას იპყრობს.  ასევე წაიკითხეთ:  ინვესტიციები, ვაჭრობა, ტურიზმი - როგორია საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური კავშირები

Reuters: ამერიკელთა უმეტესობა ფიქრობს, რომ რუსეთის ბირთვული საფრთხეების მიუხედავად, აშშ-მ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს

Reuters-ის ცნობით, ამერიკელთა უმეტესობა ფიქრობს, რომ რუსეთის ბირთვული საფრთხეების მიუხედავად, აშშ-მ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს. სააგენტოს ცნობით, ამას ბოლო გამოკითხვები მოწმობს. კერძოდ, 73% ეთანხმება ამერიკის მიერ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას, მიუხედავად რუსეთის მუქარისა, რომ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. „ეს მონაცემი 15%-ით მეტია გასული აგვისტოს ანალოგიურ გამოკითხვასთან შედარებით“, - წერს Reuters-ი. აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთს შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი სარკინიგზო გზით გადაჰქონდეს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება რუსეთის ბირთვულ ძალებს. „ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება რუსეთის პოზიციებთან დაკავშირებით, მაგრამ NATO და მოკავშირეები ფხიზლად რჩებიან”, - განუცხადა თავის მხრივ, NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს. The Times: პუტინი ბირთვული იარაღის გამოცდისთვის ემზადება 3 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნებოდა მოსკოვის მოკავშირეებისთვის ინდოეთისა და ჩინეთისთვის. თუმცა მისივე თქმით, ამ დრომდე პუტინის ქმედებები ირაციონალურია. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ლევან დავითაშვილი: 2022 წელს საქართველოს ექნება იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ

2022 წელს საქართველოს ექნება იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ამას კრიზისის დასაწყისში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „პანდემიის პარალელურად რუსეთ-უკრაინის ომმა და დაძაბულმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ რეგიონში, პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი ჩვენი ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად შეცვალა ეკონომიკურ პოლიტიკის ორიენტირი, რათა არსებული გამოწვევების კვალდაკვალ მოგვეხდინა ადეკვატური რეაგირება და მომხდარიყო ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. აღსანიშნავია, რომ საქართველომ, გამოწვევების მიუხედავად, შეძლო როგორც ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, ისე ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციის გაგრძელება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.  

რობერტა მეცოლა: ევროკავშირმა უკრაინას ტანკები უნდა მიაწოდოს და გაწევრიანების პროცესი დააჩქაროს

ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებსაც სურთ, უკრაინას Leopard II-ის ტიპის ტანკები მიაწოდონ, ხარჯები ევროპის მშვიდობის ფონდიდან აუნაზღაურდებათ. France 24-ის ცნობით, ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა. „ჩვენ გვყავს ქვეყანა, რომელმაც გვაჩვენა თავისი განზრახვა და აბსოლუტური მზაობა, რომ შეუერთდეს ევროკავშირს. მან გადააჭარბა მოლოდინებს და მიზნებს, რომელთა მისაღწევად სხვა ქვეყნებს თვეები ან წლები დასჭირდებოდათ“, - განაცხადა მეცოლამ. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა შეშფოთებულია, რომ მათი არსენალებიდან შემოწირულობებმა შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მათი ეროვნულ თავდაცვის შესაძლებლობებს. „ვფიქრობ, ახლა უნდა გვქონდეს იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რუსეთი ესკალაციას განიცდის, მაგრამ ასევე ვხედავთ, რომ უკრაინა წარმატებით უკუაგდებს მათ რუსებს“, - განაცხადა მეცოლამ.

ირაკლი კობახიძე: ამერიკის ელჩზე თავდასხმა მახსენდება მხოლოდ ორჯერ გვარამიას და მელიას შესრულებით

ამერიკის ელჩზე თავდასხმა მახსენდება მხოლოდ ორჯერ გვარამიას და მელიას შესრულებით. რაც შეეხება გარკვეულ კრიტიკულ განცხადებებს, ამის უფლება აქვს ნებისმიერ პოლიტიკოსს, -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ელჩ დეგნანზე თავდასხმები დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია "ამერიკის ელჩზე თავდასხმა მახსენდება მხოლოდ ორი: გვარამიას და მელიას შესრულებით. რაც შეეხება გარკვეულ კრიტიკულ განცხადებებს, ამის უფლება აქვს ნებისმიერ პოლიტიკოსს. აქედან გამომდინარე, კითხვის დასმა როცა ინტერპრეტირდება თავდასხმად, ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე. ყველაფერს მოეფინებოდა ნათელი, თუ კითხვებს გაეცემოდა პასუხი. შეგახსენებთ ამ კითხვებს: არიან „ენჯეოები“, რომლებიც სცენიდან ითხოვენ მთავრობის გადადგომას. ამ ორგანიზაციებს აქვთ დაფინანსება კონკრეტული წყაროებიდან. დაისვა კითხვა გამიჯვნის შესახებ, რაზეც პასუხი იყო დუმილი და ამას მოჰყვა ინტერპრეტაცია. ამის უფლება აქვს ნებისმიერ დეპუტატს. რაზეც ისინი საუბრობენ, ეს არ არის მათ განკარგულებაში არსებული ინფორმაციის არათუ 100%, არამედ 50%-იც კი. მათ ბევრად მეტი იციან. რას იტყვიან და რას - არა, მე არ ვიცი“, - აცხადებს კობახიძე. კელი დეგნანი „ხალხის ძალაზე“: მთავრობიდან დამაბნეველი გზავნილი მოდის ასევე წაიკითხეთ: მამუკა მდინარაძე: შემიძლია, კელი დეგნანს პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ ამ პატივისცემის მიუხედავად, კატეგორიულად არ დავეთანხმო მის განცხადებას  

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცეს. სანქციების ახალ პაკეტში, საკვანძო საკითხია მესამე ქვეყნებისთვის რუსული ნავთობის მიყიდვის ფასის შეზღუდვა. რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ჯოზეფ ბორელის განცახდებით, სანქციების ახალი პაკეტი კიდევ უფრო შეზღუდავს რუსეთის საექსპორტო შესაძლებლობებს, მაგრამ ევროკავშირისთვის ყველა შესაძლო შედეგი გათვალისწინებულია. სანქციები გავლენას მოახდენს რუსეთის წვდომაზე დასავლურ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე, კერძოდ, ელექტრონიკის კომპონენტების, თვითმფრინავების და ქიმიკატების იმპორტზე. ეს რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის ეფექტურ ფუნქციონირებას პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის. ბრიუსელმა ასევე აკრძალა ისეთი სერვისები, როგორიცაა IT კონსულტაცია, იურიდიული კონსულტაცია, არქიტექტურული და საინჟინრო მომსახურება რუსეთის ხელისუფლების ან იურიდიული პირებისთვის. ახალ პაკეტში ასევე შედის სანქციები არაერთი პირისა და ორგანიზაციის მიმართ, რომლებმაც ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე გამართულ „რეფერენდუმში“ მიღეს მონაწილეობა. გარდა ამისა, ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიებისთვის კრიპტო საფულეების ფლობა იკრძალება.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საწვრთნელ მისიას იწყებს

კრემლის რეჟიმის მუქარისა და შანტაჟის მიუხედავად, ევროკავშირი ოფიციალურად აპირებს უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის დაწყებას. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საკუთარ ბლოგში დაწერა. „17 ოქტომბერს, მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, ოფიციალურად დავიწყოთ ჩვენი სასწავლო მისია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის“, - წერს ბორელი. ევროკავშირი უკრაინელი სამხედროებისთვის საწვრთნელი მისიის შექმნაზე შეთანხმდა რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი მისივე თქმით, რუსეთის ბირთვული საფრთხის მიუხედავად, ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას. „ჩვენ განვაცხადეთ, რომ არასოდეს მივიღებთ ანექსიას და არ შეგვაშინებს რუსეთის საფრთხეები და ესკალაციები. პირიქით, ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერის სტრატეგიას - სამხედრო, ფინანსური და პოლიტიკური თვალსაზრისით.რუსეთზე მეტი სანქციებით ზეწოლითა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის მხარდაჭერით, რათა გაუმკლავდეს ომის შედეგებს“, - აღნიშნავს ბორელი. ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები მზად არიან, უკრაინული ძალებისთვის ევროკავშირის საწვრთნელი მისიის შექმნას გზა გაუხსნან ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი 6 ოქტომბერს დაამტკიცა.

უკრაინა: ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, 534 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ვიპოვეთ

ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე უკვე აღმოვაჩინეთ 534 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, საიდანაც 226 ქალია, - ამის შესახებ ხარკოვის ოლქის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი სერგეი ბოლვინოვმა განაცხადა. უკრაინა: ბოლო 24 საათში, 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 22 კი დაშავდა „სამწუხაროდ, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე უკვე აღმოვაჩინეთ 534 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, საიდანაც 226 ქალია, 260 მამაკაცი, 19 ბავშვი და 29 ადამიანის ნეშტი, რომელთა სქესი ჯერჯერობით დადგენილი არ არის“, - განაცხადა ბოლვინოვმა. უკრაინის გენშტაბი: რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყების დღიდან, დაახლოებით 61 330 ჯარისკაცი, 2 449 ტანკი დაკარგეს ზელენსკი რუს ოკუპანტებს: თქვენ უკვე წააგეთ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი: ხარკოვში, უკრაინის არმიის ერთთვიან წარმატებულ კონტრშეტევას კულმინაციისთვის ჯერ არ მიუღწევია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ოლექსი დანილოვი: რუსეთის ფედერაციიდან წასული რუსების რაოდენობა, მობილიზებულებს ორჯერ აღემატება

სამხედრო ასაკის მოქალაქეების რიცხვი, რომლებმაც რუსეთის ფედერაცია დატოვეს მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მობილიზებულების რაოდენობას ორჯერ აღემატება. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა ტელემარეთონის ეთერში განაცხადა. „ზუსტად ვიცით რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ტოტალური მობილიზაციის ფარგლებში გამოიძახეს. ასევე ვიცით, რომ სამხედრო ასაკის მოქალაქეების რიცხვი, რომლებმაც დღეს დატოვეს რუსეთის ფედერაცია და მობილიზაციას უნდა დაქვემდებარებოდნენ, ორჯერ მეტია“, - განაცხადა დანილოვმა.  მისი თქმით, უკრაინას აქვს ბევრი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსი სამხედროები უარს ამბობენ ბრძოლაზე.  21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. 22 სექტემბერს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მრავალი კილომეტრიანი რიგები შეიქმნა. 5 ოქტომბერს Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის ბევრად მეტი მოქალაქე გაიქცა საზღვარგარეთ, ვიდრე სამხედრო სამსახურში შევიდა.  

ირაკლი კობახიძე: ერთ წელზე მეტია, საუბრობენ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომ რადიკალურად უარესდება, ხალხს მოაბეზრეს თავი

ერთ წელზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და იქიდან მოყოლებული ყოველ დღე საუბრობენ იმაზე, რომ სიკვდილისა და ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა და ა.შ. უკვე ერთი წელია ამაზე საუბარი მიდის და ხალხსაც მოაბეზრეს თავი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი: მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, ადამიანი აღარ არის, სიკვდილის პირასაა „ერთ წელზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და იქიდან მოყოლებული ყოველ დღე საუბრობენ იმაზე, რომ სიკვდილისა და ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა და ა.შ. უკვე ერთი წელია ამაზე საუბარი მიდის და ხალხსაც მოაბეზრეს თავი. ამ ყველაფერს არაფერი საფუძველი არ აქვს. სახალხო დამცველი შევიდა და ციხიდან დიაგნოზიც კი ვერ გამოიტანა. არის პოლიტიკური სპეკულაციები. თავიდან ბოლომდე სასჯელაღსრულების დაწესებულება არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ პატიმრის ჯანმრთელობაზე იზრუნოს და ეს გაგრძელდება, რადგან სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს  

პრაღაში, ნიკოლ ფაშინიანის, ილჰამ ალიევის, ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის შეხვედრა დაიწყო

ჩეხეთში, პრაღაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეხვედრა დაიწყო. შეხვედრის მთავარი საკითხია მთიანი-ყარაბაღის გარშემო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დღესვეა დაგეგმილი სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრაც.  

WSJ: რუსეთი უკრაინაში იმაზე მეტ მძიმე იარაღს ტოვებს, ვიდრე ნებისმიერი დასავლური ქვეყანა აწვდის კიევს

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (WSJ) გათვლებით, ომის დროს რუსულმა არმიამ ბრძოლის ველზე 460 ტანკი, 92 თვითმავალი, 448 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 195 ჯავშანტრანსპორტიორი და 44 MLRS დატოვა. ამ იარაღს უკრაინის არმია აკონტროლებს.  რუსეთის მიერ უკრაინული მხარისთვის ეს „მიწოდებები“, როგორც ჟურნალისტებმა გამოთვალეს, იმავე პერიოდში დასავლეთის ქვეყნების მიერ, კიევისთვის გადაცემული იარაღის მოცულობას აღემატებოდა.  „რუსული ჯარები აღჭურვილია ტანკებით და სხვა სამხედრო მანქანებით, რომლებიც უკრაინელებისთვის კარგად ნაცნობია. შესაძლებელია სათადარიგო ნაწილების პოვნა და არიან ტექნიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ მათი მომსახურება. რუსული ტექნიკა ძირითადად, საწვავის ნაკლებობის ან ძრავის ჩაქრობის გამო, ეკიპაჟებმა მიატოვეს. მაგრამ ასევე ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ უკრაინელების მიერ თავდასხმის დროს „დატყვევებული“ ტექნიკის დიდი ნაწილი გაუმართავი ან დაზიანებულია. ძნელია იმის დადგენა, თუ 460 ტანკიდან რამდენის გამოყენებაა შესაძლებელი.  უკრაინაში ფუნქციონირებს ტანკების სარემონტო ქარხნები, სადაც აღჭურვილობის რეაქტივაცია და შეკეთება ომამდეც ხდებოდა,“- ნათქვამია WSJ-ს ანგარიშში.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8043 ლარი გახდა

"დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8043 ლარი გახდა", - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7712 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7825 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0113 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა, Nord Stream-ზე დივერსია დაადასტურა

შვედეთის უსაფრთხოების დეპარტამენტის ვებგვერდი იუწყება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, სამართალდამცველი ორგანოები მივიდნენ დასკვნამდე, რომ „შვედეთის ეკონომიკურ ზონაში Nord Stream1-სა და Nord Stream2-ის გაზსადენებზე მოხდა აფეთქება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გაზსადენებს“. ჯო ბაიდენი: Nord Stream-ის ორივე მილსადენის დაზიანება, მიზანმიმართული დივერსიაა  მანამდე დასავლურმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთისა და დანიის სანაპიროებთან Nord Stream1-ის გაზსადენის მონაკვეთზე აფეთქების დღეს, დივერსიის ზონაში რუსული ხომალდები და წყალქვეშა ნავები შენიშნეს. სპეცსამსახურების და დასავლური მთავრობების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ფაქტი არ ადასტურებს რუსეთის ჩარევას დივერსიაში, მაგრამ ეჭვს ბადებს. დასავლური დაზვერვა პუტინის გამოთვლას ასე ხსნის: ევროპისთვის განკუთვნილი გაზის გაჟონვა კიდევ უფრო გაზრდის ენერგეტიკულ ფასებს ევროპაში და ევროპის ქვეყნების მოსახლეობა მოსთხოვს მთავრობებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ რუსეთის ეკონომიკური იზოლაცია და დაიწყონ ბიუჯეტის ფულის დახარჯვა საშინაო საჭიროებებზე და თანხები აღარ მიმართონ უკრაინისკენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარ აფეთქებებს საერთაშორისო ტერორისტული აქტი უწოდა. შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს მილსადენებში გაზის წნევა დაეცა და Nord Stream-ის სამ ხაზზე გაჟონვა გამოვლინდა. რუსეთისა და აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მილსადენებზე დაზიანება დივერსიის შედეგია.  The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.