ძებნის რეზულტატი:

ერდოღანმა და ფაშინიანმა პრაღაში, პირისპირ შეხვედრა გამართეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრაღაში შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. დახურული შეხვედრა პრაღის სასახლეში, პირველი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე სხვა ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. მანამდე, ერდოღანმა, ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოკლე საუბარი გამართეს სამიტის წინ. სომხეთის პრემიერ-მინისტრი დღეს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ოთხმხრივი შეხვედრა ჰქონდათ. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ეს თურქეთისა და სომხეთის ლიდერების პირველი შეხვედრაა განვლილი 13 წლის განმავლობაში. ბოლოს ერთმანეთს აბდულა გული და სერჟ სარქსიანი შეხვდნენ.

ზალუჟნი მარკ მილისთან საუბრის შემდეგ: სიტუაცია რთულია, მაგრამ უკრაინის გეგმის მიხედვით ვითარდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთან, მარკ მილისთან განიხილა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, „სიტუაცია რთულია, მაგრამ სრულად კონტროლირებადი და ვითარდება უკრაინის გეგმის მიხედვით“. მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის ჯარების იარაღითა და მასალით მომარაგების საკითხი. „მე მქონდა საუბარი გენერალ მარკ მილისთან, გაერთიანებული შტაბის უფროსებთან, განვიხილეთ არსებული ვითარება უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციების ანალიზის ჩათვლით“, - დაწერა ზალუჟნიმ სოციალურ ქსელში. ზალუჟნიმ და მილიმ სატელეფონო საუბარი ორ ოქტომბერსაც გამართეს.

უკრაინა: რუსეთის მიერ უკრაინაში გაგზავნილი ირანული დრონების ნახევარზე მეტი განადგურებულია

უკრაინის მთავრობის ცნობით, უკრაინამ 46 კამიკაძე დრონიდან, 24 ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუსეთმა ეს დრონები უკრაინაში 29 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე პერიოდში გაგზავნა.  

თურქეთი TANAP-ის მილსადენით გაზის მიწოდებას გააორმაგებს

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა ტრანსანატოლიური მილსადენით (TANAP) გაზის მიწოდების გაორმაგებაზე შეთანხმების შესახებ გამოაცხადა. სტამბოლში, აზერბაიჯანი-თურქეთის მეორე ენერგეტიკულ ფორუმზე ჟურნალისტებთან შეხვედრისას, დონმეზმა აღნიშნა, რომ TANAP-ით გაზის მიწოდება გაიზრდება არსებული 16-დან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე წელიწადში.თურქეთს შეეძლება, გამოიყენოს სატუმბი გაზის დამატებითი მოცულობების ნაწილი, განაცხადა თურქმა მინისტრმა. TANAP გაზის სამხრეთის კორიდორის ნაწილია და აზერბაიჯანულ გაზს „შაჰ-დენიზის“ საბადოებიდან კასპიის ზღვით თურქეთს, ხოლო შემდეგ TAP-ის მეშვეობით ევროპას აწვდის. TANAP-ის მილსადენი ითვალისწინებს გაზის ტრანსპორტირებას „შაჰ-დენიზის“ საბადოდან საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთით.  

ლუკაშენკოს ბრძანება, რომელიც ბელორუსში ფასების ზრდას კრძალავს, ძალაშია

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ 6 ოქტომბრიდან ქვეყანაში ფასების ზრდის აკრძალვის ბრძანება გასცა. ამის შესახებ მან ინფლაციის თემაზე ეკონომიკურ ბლოკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იტყობინება BelTA. ადგილობრივი მედიის ცნობით, „ლუკაშენკომ ამ სფეროში არასაკმარისი კონტროლის გამო, პასუხისმგებელი პირები გააკრიტიკა“. ლუკაშენკომ არ გამორიცხა, რომ საჭირო გახდეს გამონაკლისების დაშვება და დაადგინა პასუხისმგებელი პირების წრე, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები.  

თურქეთმა ისრაელში ახალი ელჩი დანიშნა

თურქეთმა ისრაელში თავის ახალ ელჩად საკირ ოზკან ტორუნლარი დანიშნა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში, ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა გადაწყვიტეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. ტორუნლარი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი დიპლომატი, 2010 წლიდან 2013 წლამდე იერუსალიმში თურქეთის გენერალური კონსული იყო. პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა 2013 წელს ტორუნლარი იერუსალიმის ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოვა პალესტინა-თურქეთის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის. ტორუნლარი ასევე იყო ელჩი პალესტინაში. 21 სექტემბერს, თურქეთისა და ისრაელის ლიდერებმა 2008 წლის შემდეგ პირველი შეხვედრა გამართეს. ისრაელი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე მიდმინარე წლის აგვისტოში შეთანხმდნენ.  

ჯო ბაიდენი მარიხუანის შენახვისთვის ნასამართლევ პირებს შეიწყალებს

აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი შეიწყალებს ყველას, ვინც ფედერალური კანონით არის ნასამართლევი მარიხუანის უბრალო შენახვისთვის. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ათასობით ადამიანს, რომლებსაც ნასამართლობა აქვთ მარიხუანის ფლობისთვის, შესაძლოა, უარი ეთქვას სამუშაოზე, საცხოვრებელზე ან განათლების შესაძლებლობებზე. ჩემი ქმედება ხელს შეუწყობს ამ ნასამართლობის შედეგად წარმოქმნილი შედეგების შემსუბუქებას“, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში. მთავარი ნაბიჯი დეკრიმინალიზაციისკენ - მედია წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას მსგავსი ნაბიჯი აქამდე არ გადაუდგამს. როგორც კანდიდატმა, ბაიდენმა რეკრეაციული მარიხუანის ლეგალიზაციას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ მხარი დაუჭირა დეკრიმინალიზაციისკენ სვლას. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯანდაცვის მდივანს და გენერალურ პროკურორს დაავალა, სწრაფად გადაიხედოს მარიხუანის სტატუსი ფედერალურ კანონმდებლობაში. ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ შეწყალებით შესაძლოა, 6500-მდე ადამიანმა ისარგებლოს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ფედერალურ ციხეში არავინ არის მარიხუანის უბრალო შენახვისთვის. ოფიციალურმა პირებმა განმარტეს, რომ გაცილებით მეტი ადამიანია ნასამართლევი სახელმწიფო კანონით.  

Le Figaro: კიევისთვის იარაღის მიწოდების გამო, რუსეთმა საფრანგეთის ელჩი დაიბარა

Le Figaro წერს, რომ კიევისთვის იარაღის მიწოდების გამო, რუსეთმა საფრანგეთის ელჩი დაიბარა. „რუსულმა მხარემ მიუთითა „კიევის რეჟიმისთვის“ იარაღისა და აღჭურვილობის გაზრდილი მიწოდების საფრთხეებზე, ასევე უკრაინელი სამხედროებისთვის სასწავლო პროგრამების გააქტიურებაზე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საფრანგეთი უკრაინისთვის „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცების მიწოდებას განიხილავს საფრანგეთმა უკრაინას 18 თვითმავალი ჰაუბიცა (Ceaser) მიაწოდა.  Le Monde-ის ცნობით, საფრანგეთი ემზადება უკრაინაში დამატებით 6-დან 12-მდე კეისრის ჰაუბიცის გასაგზავნად.

პრაღის შემდეგ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტს მოლდოვა უმასპინძლებს

პრაღის შემდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტს ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, მოლდოვა უმასპინძლებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ სამიტის დასრულების შემდეგ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას რადიო თავისუფლბა ავრცელებს. პრაღის ციხესიმაგრე ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) პირველ სამიტს მასპინძლობს. ამ ფორმატის წევრი ევროკავშირის სხვა მეზობლებთან ერთად უკრაინაც გახდა. 6 ოქტომბერს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „პრევენციულ დარტყმებზე“ ზელენსკის განცხადება განმარტა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ზელენსკის განცხადება განმარტა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ოქტომბერს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ NATO-ს როლია, რუსეთისთვის შეუძლებელი გახადოს ბირთვული იარაღის გამოყენება.ზელენსკის სპიკერმა სერჰი ნიკიფოროვმა განმარტა, რომ ზელენსკი გულისხმობდა პრევენციულ სანქციებს, რომლებიც უნდა ამოქმედებულიყო რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე და რომ უკრაინა არასოდეს მოუწოდებს ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ზელენსკიმ აუდიტორიას შეახსენა რუსეთის ბირთვული შანტაჟი და შესთავაზა მსოფლიოს, გააძლიეროს ზეწოლა რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების და სამხედრო დახმარების ჩათვლით. მოსკოვმა, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა მარია ზახაროვამ და კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, ზელენსკი ამ განცხადების გამო დაადანაშაულეს ბირთვული ომისკენ მოწოდებაში. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ NATO-მ შეუძლებელი უნდა გახადოს რუსეთისთვის ბირთვული იარაღის გამოყენება. „საჭიროა პრევენციული დარტყმები, რათა მათ იცოდნენ, რა ელით მათ, თუ ისინი გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს. არა პირიქით - დაველოდოთ რუსეთის ბირთვულ დარტყმებს და შემდეგ ვთქვათ: თუ ასე მოიქეცი, მაშინ მიიღე ჩვენგან პასუხი“, - განაცხადა ზელენსკიმ. „როდესაც მის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ემუქრება, რუსეთი გამოიყენებს ყველაფერს, რაც შეუძლია, ეს ბლეფი არ არის", - განაცხადა პუტინმა 21 სექტემბერს. პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთს შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი სარკინიგზო გზით გადაჰქონდეს. მისივე თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება რუსეთის ბირთვულ ძალებს. „ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება რუსეთის პოზიციებთან დაკავშირებით, მაგრამ NATO და მოკავშირეები ფხიზლად რჩებიან”, - განუცხადა თავის მხრივ, NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს. The Times: პუტინი ბირთვული იარაღის გამოცდისთვის ემზადება 3 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა თქვა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნებოდა მოსკოვის მოკავშირეებისთვის ინდოეთისა და ჩინეთისთვის. თუმცა მისივე თქმით, ამ დრომდე პუტინის ქმედებები ირაციონალურია. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

სომხური მხარე საუბრობს, რა თემები განიხილეს ფაშინიანმა და ერდოღანმა პრაღაში გამართულ შეხვედრაზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი და ამ მიმართულებით შემდგომი შესაძლო ნაბიჯები განიხილეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ორი ლიდერის შეხვედრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლების დისკუსიის შედეგად მიღწეული შეთანხმებების უმოკლეს ვადაში განხორციელების აუცილებლობას. ერდოღანმა და ფაშინიანმა პრაღაში, პირისპირ შეხვედრა გამართეს კერძოდ, საუბარია მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვრის გახსნაზე, სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე.მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონულ პროცესებზე. ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ოთხმხრივი შეხვედრა ჰქონდათ.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ტერორისტულმა სახელმწიფომ არცერთი შემოსავალი არ უნდა მიიღოს ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან

ტერორისტულმა სახელმწიფომ არცერთი შემოსავალი არ უნდა მიიღოს ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ არ მიიღოს რაიმე მოგება ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან. ისე, რომ ვერცერთი ნავთობის დოლარი და ვერცერთი გაზის ევრო ვერ წავიდეს რუსეთის ომის გაგრძელებაზე უკრაინის და მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი ითვალისწინებს რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირების შეზღუდვას და ინსტრუმენტებს ტერორისტული სახელმწიფოსთვის ნავთობისგან მიღებული შემოსავლების შესაზღუდად. ზელენსკიმ დაამატა, რომ ეს მხოლოდ სანქციების ზეწოლის დასაწყისი უნდა იყოს რუსეთის ენერგორესურსებზე, რათა აიძულოს აგრესორი, შეაჩეროს ომი.  

IAEA-ს ხელმძღვანელი: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია კვლავ სახიფათოა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი 6 ოქტომბერს კვლავ ეწვია კიევს. გროსის თქმით, IAEA-ს მისია ქარხანაში ორიდან ოთხ ადამიანამდე გაიზრდება, როტაცია კი ყოველ 3-4 კვირაში მოხდება. გენერალურმა დირექტორმა დაამატა, რომ სიტუაცია კვლავ სახიფათოა, რადგან რუსეთის მიერ ოკუპირებული ქარხნის მიმდებარე ტერიტორია დანაღმულია, ხოლო ქარხანაში მძევლად მყოფი უკრაინელი პერსონალი „მძიმე ზეწოლის ქვეშ იმყოფება“. „ბირთვული ავარია „სავსებით შესაძლებელია“, - აღნიშნა გროსიმ. „უკრაინელი თანამშრომლები, რომლებიც ამუშავებენ ქარხანას რუსული სამხედრო ოკუპაციის ქვეშ, მუდმივად იმყოფებიან დიდი სტრესისა და ზეწოლის ქვეშ, განსაკუთრებით შეზღუდული პერსონალის პირობებში“, - ნათქვამია IAEA-ს ანგარიშში, რომელიც 6 ​​სექტემბერს გამოქვეყნდა. გროსიმ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ქარხანა უკრაინას ეკუთვნის. კიევის შემდეგ, გროსი მოსკოვში ჩავა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: დადგება დღე, როცა ყირიმის გათავისუფლების შესახებ გაცნობებთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პირველი ოქტომბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რუსული ფსევდორეფერენდუმისგან 500 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია და ათობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. „წარმატებებია აღმოსავლეთის მიმართულებითაც. აუცილებლად დადგება დღე, როცა ზაპოროჟიეს რეგიონში წარმატებების შესახებ ვისაუბრებთ - ასევე წარმატებების შესახებ იმ ადგილებში, რომლებიც ჯერ კიდევ ოკუპანტების კონტროლის ქვეშაა. დადგება დღე, როცა ყირიმის გათავისუფლებასაც გაცნობებთ. ეს პერსპექტივა აშკარაა.  მადლობას ვუხდი ყველა ევროპელს, ყველას თავისუფალ სამყაროში, ვინც მუშაობს ამ შედეგისთვის. ვინც ხელს უწყობს აუცილებელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ვინც ქმნის აუცილებელ ეკონომიკურ ალტერნატივებს რუსული ენერგორესურსებისთვის. ამ მიმართულებით მუშაობას ხვალ გავაგრძელებ. მივმართავ ევროკავშირის საბჭოს სხდომის მონაწილეებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.  4 ოქტომბრის ინფორმაციით, უკრაინამ ჯამში 1534 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ზელენსკი: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ახლა ხუთასამდე ოკუპანტია. ეს სხვა არაფერია, თუ არა კატასტროფის ხუთასი რისკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხოლოდ უკრაინელ სპეციალისტებს შეუძლიათ იმის გარანტია, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ინციდენტები არ იქნება. ზელენსკიმ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. „დღეს შევხვდი IAEA-ს ხელმძღვანელ გროსის, რომელიც კიევში ჩავიდა. IAEA-ს ხელმძღვანელი: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია კვლავ სახიფათოა „ნათელია, რომ ჩვენი მოლაპარაკებები უპირველეს ყოვლისა ეხებოდა რუსი ტერორისტების მიერ დატყვევებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ მდგომარეობას. მაგრამ სინამდვილეში ეს თემა ბევრად უფრო ფართოა. ეს ეხება არამხოლოდ უკრაინას და არამხოლოდ რადიაციული უსაფრთხოების კონტექსტს. რა თქმა უნდა, რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელის ნებისმიერი გადაწყვეტილება სადგურთან დაკავშირებით და რუსეთის მხრიდან სადგურის სავარაუდო საკუთრებაში გადაცემის მცდელობა, გულწრფელად რომ ვთქვათ, სისულელეა. ეს არის ატომური ელექტროსადგური. ეს არ არის რაიმე სასახლე, იუკოსი ან სხვა რამ, რისი მოპარვაც რუსეთის ხელმძღვანელობამ უკვე მოახერხა. მხოლოდ უკრაინელ სპეციალისტებს შეუძლიათ იმის გარანტია, რომ სადგურზე რადიაციული ინციდენტები არ იქნება. მნიშვნელოვანი იყო ბატონი გროსისგან იმის მოსმენა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ უკრაინას დაუკავშირდება ZNPP-თან დაკავშირებით, რადგან ის უკრაინის საკუთრება იყო, არის და იქნება. ახლა სადგურზე ხუთასამდე ოკუპანტია. ეს სხვა არაფერია, თუ არა კატასტროფის ხუთასი რისკი. ეს მსოფლიო ესმის. მადლობელი ვარ ყველას მხარდაჭერისთვის, ვინც იბრძვის სადგურზე სრული უკრაინის კონტროლის დასაბრუნებლად და მისი სრული დემილიტარიზაციისთვის. ამ თემის კიდევ ერთი ასპექტია თავად ელექტროენერგია. თუ სადგური არ მუშაობს, ჩვენ უკრაინაში გარკვეული სირთულეების წინაშე ვდგავართ. ვიღებთ სიტუაციას, როდესაც არ გვაქვს ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობა, რომლის ექსპორტი შეგვიძლია ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის ზიანი ევროკავშირის ხალხისთვის, რომლებიც ენერგომომარაგების საიმედო წყაროს კარგავენ. ეს ჩვენთვის, უკრაინელებისთვისაც ცუდი მდგომარეობაა. ჩვენ გულწრფელები ვართ ამის შესახებ. ჩვენ გულწრფელად ვამბობთ, რომ ევროპაში ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ინტერესებისთვის - სრული ერთიანობით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სახელმწიფო მდივნის მოადგილე ელჩ დეგნანს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი, საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. ჯენკინსმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ელჩის და მისი გუნდის საქმიანობას.  "ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს, აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შევხვდი. მივესალმები მისი და საელჩოს გუნდის მიერ საქართველოს ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას", - განაცხადა ბონი ჯენკინსმა.  საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი დენის ჯენკინსი აცხადებს, რომ ელჩ დეგნანისადმი ვაშინგტონის ძლიერი მხარდამჭერი გზავნილი ჩამოიტანა. მისი თქმით, ელჩმა დეგნანმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და ეს ძალისხმევა ბოლო პერიოდში მარტივი არ ყოფილა. ბონი ჯენკინსმა დააფიქსირა, რომ ელჩ დეგნანზე თავდასხმები დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია.   

უკრაინის გენშტაბი: უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო ორ კვირაში ქვეყნის 122 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსი ოკუპანტებისგან, ორი კვირის განმავლობაში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ხერსონში 122 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. უკრაინა კიდევ ერთი დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ იუწყება "აღმოსავლეთის მიმართულებით, კერძოდ ლუგანსკის ოლქში, დასახლება სვატოვოდან უკან დახევის დროს რუსმა სამხედროებმა დანაღმეს დამბა, შედეგად კრამატორსკის რაიონის ერთი დასახლება დაიტბორა. 21 სექტემბრიდან უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ხარკოვის და დონეცკის მიმართულებით შეტევის შედეგად გათავისუფლდა 39 დასახლება, ხოლო პირველი ოქტომბრიდან დღემდე ხერსონის ოლქში დამატებით 29 პუნქტი", - ნათქვამია ინფორმაციაში. სერჰი გაიდაი: ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ვალერი ზალუჟნი: უფლება არ გვაქვს, ეს ომი ჩვენს შვილებს გადავაბაროთ. მტერი აქ და ახლავე უნდა განადგურდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ყველაზე მასშტაბურია ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „ჩვენს მიწაზე გრძელდება ბრძოლა, რომლის მასშტაბები მსოფლიოს არ უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს ომი ჩვენს შვილებს გადავაბაროთ“, - აღნიშნა მთავარსარდალმა. მისი თქმით, რუსი ოკუპანტები აქ და ახლა უნდა განადგურდნენ, რადგან ომი შეიძლება გაგრძელდეს. „უკრაინელები გაიმარჯვებენ და რუსეთის აგრესიას მოიშორებენ“, - აცხადებს ზალუჟნი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჯო ბაიდენი: პუტინი არ ხუმრობს, როცა ტაქტიკური ბირთვული იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე საუბრობს

პუტინი არ ხუმრობს, როცა საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის, ბიოლოგიური, ან ქიმიურ იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. „პუტინი არ ხუმრობს, როცა საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის, ან ბიოლოგიური, ან ქიმიურ იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე, რადგან მისი არმია, შეიძლება ითქვას, იმაზე საგრძნობლად ცუდად ასრულებს დავალებას, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, - აღნიშნა ბაიდენმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ, ვეღარ შეძლებს სიცოცხლის შენარჩუნებას აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთს შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი სარკინიგზო გზით გადაჰქონდეს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება რუსეთის ბირთვულ ძალებს. „ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება რუსეთის პოზიციებთან დაკავშირებით, მაგრამ NATO და მოკავშირეები ფხიზლად რჩებიან”, - განუცხადა თავის მხრივ, NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს. The Times: პუტინი ბირთვული იარაღის გამოცდისთვის ემზადება 3 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნებოდა მოსკოვის მოკავშირეებისთვის ინდოეთისა და ჩინეთისთვის. თუმცა მისივე თქმით, ამ დრომდე პუტინის ქმედებები ირაციონალურია. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ილჰამ ალიევი: თუ სომხეთის მხრიდან იქნება კეთილი ნება, სამშვიდობო ხელშეკრულება შესაძლოა, წლის ბოლომდე გაფორმდეს

თუ სომხეთის მხრიდან იქნება კეთილი ნება, სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წლის ბოლომდე. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 6 ოქტომბერს პრაღაში აზერბაიჯანულ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა. სომხური მხარე საუბრობს, რა თემები განიხილეს ფაშინიანმა და ერდოღანმა პრაღაში გამართულ შეხვედრაზე „პრინციპში, რამდენიმე ხნის წინ ვთქვი, რომ თუ სომხეთის მხრიდან კეთილი ნება იქნება, სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წლის ბოლომდე. დრო გადის, ჩვენი ინიციატივები ადვილად არ მიდის წინ. საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ, თუმცა პირველ შეხვედრას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არის პოზიტიური ნაბიჯი. ვფიქრობ, თუ გადაწყვეტილება მიიღება უახლოეს მომავალში, ორი ქვეყნის სამუშაო ჯგუფები დაიწყებენ მუშაობას სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე. ჩვენ შეგვიძლია შეთანხმებას მივაღწიოთ წლის ბოლომდე. პრინციპში, გვაქვს გამოცხადებული ხუთი პრინციპი. ამასზე არავის აქვს კითხვები -არც სომხურ მხარეს და არც ევროკავშირს. საფრანგეთის პრეზიდენტთან კონტაქტების დროს მეც დავინახე, რომ ეს ხუთი პრინციპი აღიქმება, ეს ბუნებრივია, რადგან ახალი არაფერი გამოგვიგონია, ეს არის პრინციპები, რომლებზეც დამყარებულია ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც ურთიერთობების ნორმალიზება სურთ“, - განაცხადა ალიევმა.  ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ოთხმხრივი შეხვედრა ჰქონდათ.