ძებნის რეზულტატი:
კიევსა და ცენტრალურ ოლქებში, ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა მკაცრდება
რუსული ძალების მიერ კიევის ოლქის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული შეტევის გამო, უკრაინის დედაქალაქსა და ცენტრალურ ოლქებში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვები მკაცრდება. „კიევში ელექტროენერგიის დეფიციტმა შესაძლოა 30%-მდე მიაღწიოს. ჩვეულებრივ კიევი მოიხმარს 1000-1200 მეგავატს. დღეისათვის სავარაუდო სიმძლავრე 600-800 მეგავატია. ანუ კიევის თითქმის ნახევარი შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. სრული გათიშვის თავიდან ასაცილებლად, სადისტრიბუციო სისტემის ოპერატორები უკრენერგოს დავალებით შეზღუდავენ ელექტროენერგიის მოხმარებას. სამწუხაროდ, გამორთვა უფრო ხანგრძლივი იქნება და გავლენას მოახდენს მომხმარებელთა გაცილებით დიდ რაოდენობაზე. სტაბილიზაციის სავარაუდო გამორთვის გრაფიკები ჯერ არ არის აქტუალური“, - წერს უკრაინული მედია. 10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის რიგ რეგიონებზე თავდასხმა დაიწყო. დაფიქსირდა მასიური დარტყმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. კიევში ელექტროენერგიის დეფიციტი დაიწყო.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7840 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7840 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7840 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7821 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7932 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7874 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0058 ლარი შეადგინა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: ვიქტორ ორბანთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა
ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში დაწერა. ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერს: თქვენი გზავნილები ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, ამას ძალიან ვაფასებთ „შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკაზე და ჩვენი კავშირების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე მრავალი მიმართულებით. მადლობას ვუხდი უნგრეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა. ორბანის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა ვიქტორ ორბანი საქართველოს ეწვევა
უნგრეთის ინტერესი ენერგორესურსების გატარების მიმართლებთ ძალიან ღიად იყო დაფიქსირებული - დარჩიაშვილი
უნგრეთის ინტერესი ენერგორესურსების გატარების მიმართლებთ ძალიან ღიად და ფართოდ იყო დაფიქსირებული, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერს: თქვენი გზავნილები ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, ამას ძალიან ვაფასებთ „ევროპაში ენერგეტიკის მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე ვისაუბრეთ იმ საერთო ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებიც შეგვიძლია ერთობლივად განვახორციელოთ, საქართველოს როლზე რეგიონში, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა არის, იმისთვის რომ ევროპისთვის ენერგორესურსებს გატარება უზრუნველვყოთ და ევროპული ენერგოუსაფრთხოება განვამტკიცოთ. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განვიხილეთ. ამ მიმართლებთ ძალიან ღიად და ფართოდ იყო დაფიქსირებული უნგრეთის ინტერესი, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს აქტიურ ჩართულობას ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების საქმეში“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. ორბანის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა ვიქტორ ორბანი საქართველოს ეწვევა შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვიქტორ ორბანს შეხვდა.
აზერბაიჯანი და ყაზახეთი კასპიის ზღვის ფსკერზე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის მშენებლობას იწყებენ
კასპიის ზღვის ფსკერზე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის (FOCL) მშენებლობა 2023 წელს დაიწყება. ამის შესახებ ყაზახეთის ციფრული განვითარების მინისტრმა ბაღდატ მუსინმა სამარყანდში ICT Week Uzbekistan - 2022 ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა. „პროექტი, რეგიონის ქვეყნებისთვის, ალტერნატიული ინტერნეტით წვდომას უზრუნვეყოფს. ასევე გააფართოვებს ტრანზიტს ევროპასა და აზიას შორის. ყაზახეთის მხრიდან პროექტის პარტნიორად Kazakhtelecom-ი სახელდება, ხოლო აზერბაიჯანული მხრიდან AzerTelecom-ი“, - განაცხადა მუსინმა. ამ დროისთვის მიმდინარეობს პროექტის დიზაინის შემუშავება, შემდეგ მოჰყვება შესაბამისი კვლევები, მოგვიანებით კი დაიწყება კასპიის ზღვის ფსკერზე არხის პროექტირება და მშენებლობა. კაბელის სიგრძე 340 კმ-ზე მეტი იქნება, ხოლო სარეზერვო არხი, რომელიც ყაზახეთის კურიკ პორტიდან ბუზოვნამდე, (ბაქოსთან ახლოს), იქნება, დაახლოებით 330 კმ-ს შეადგენს.
აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის ფორმატი, რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია - აზერბაიჯანის ელჩი შვეიცარიაში
აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის. ამის შესახებ აზერბაიჯანის ელჩმა შვეიცარიაში ფუად ისკენდეროვმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო თანამშრომლობა ძალიან კარგად არის განვითარებული, იზრდება რეგიონის გავლით სატრანზიტო მიმოსვლის მოცულობა. 24 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, თანამშრომლობის სამმხრივი პლატფორმის შექმნა სურს. ამასთან, აღნიშნა, რომ „იქმნება ახალი რეალობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“. ასევე წაიკითხეთ: სამივე კავკასიური ქვეყანა თუ ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, თავის ამბიციებს იმავე დოზით ვეღარ დაიკმაყოფილებს - ნიკა ჩიტაძე
სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად, საქართველომ აფხაზური ენის განვითარება დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემად უნდა აქციოს
ევროინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად, საქართველომ აფხაზური ენის განვითარება საერთო ევროპული კულტურული დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემად უნდა აქციოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს, როცა აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დგას, აფხაზური ენის დღე, პირველ რიგში, ჩვენთვის, აფხაზებისა და ქართველებისთვის უნდა იყოს დაფიქრების დღე, რადგან აფხაზური ენის გადარჩენის გარეშე არ არსებობს აფხაზების გადარჩენა. სიმბოლურია, რომ მდინარე ენგური, რომელიც დღეს ჩვენ ერთმანეთისგან გვყოფს შუმერულ ენაში სიბრძნის სამყოფელ მიწისქვეშა მდინარეს ეწოდებოდა. სიბრძნემ უნდა დაგვაახლოოს ერთმანეთთან, სიბრძნის ნაკლებობამ კატასტროფამდე მიგვიყვანა და თავისი მრავალათასწლოვანი არსებობის პერიოდში, აფხაზური ენა პირველად დადგა გაქრობის საფრთხის წინაშე. საქართველომ, თავისი ევროინტეგრაციის გაღრმავების პარალელურად, უნდა შეძლოს აფხაზური ენის გადარჩენა და განვითარება საერთო ევროპული კულტურული დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემად აქციოს. როგორც გასულ წელს „იუნესკოში“, კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესებასთან დაკავშირებით განვაცხადე, მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით არის შესაძლებელი კავკასიური ენების, მათ შორის, აფხაზური ენის გადარჩენა“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი: ზანგეზური, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება
აზერბაიჯანი აქტიურად უწყობს ხელს ზანგეზურის დერეფნის შექმნას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო ღერძის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა შაჰინ მუსტაფაევმა განაცხადა. აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ზანგეზურის დერეფნის გზის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარეს მისი თქმით, აზერბაიჯანი თავის ტერიტორიაზე ამ სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ, მნიშვნელოვან სამუშაოებს ახორციელებს. „შენდება და აღდგება საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ, ამავდროულად, სომხეთის ტერიტორიაზე არაფერი ხდება, არ ტარდება პრაქტიკული ქმედებები, არც ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და არც პროექტები მზადდება“, - აღნიშნა მუსტაფაევმა. ე.წ. ზანგეზურის დერეფანი სომხეთის ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთთან. სომხეთი, რომელიც პროექტს ეწინააღმდეგება, თვლის, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ იმ მონაკვეთზე, რომელიც სომხეთზე გაივლის, ქვეყნის სუვერენიტეტი უნდა ვრცელდებოდეს. საგზაო პროექტის შესახებ მხარეებს საბოლოო შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. ყარაბაღში ბოლო საბრძოლო მოქმედებები ორი წლის წინათ, 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 44 დღე გაგრძელდა. 30 წლის შემდეგ აზერბაიჯანმა ყარაბაღის თითქმის სრულ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ყარაბაღზე გამავალი დერეფნის გახსნა პოლიტიკური საკითხია
ყაზახეთი საქართველოს გავლით ურანის ექსპორტს განიხილავს
ყაზახეთის სახელმწიფო კორპორაცია „ყაზატომპრომი“ ურანის საექსპორტო მარშრუტის ალტერნატივად, საქართველოს გავლით ტრანზიტს განიხილავს, თუკი კომპანიას მისი ძირითადი მარშრუტის გამოყენების შესაძლებლობა შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ი ავრცელებს. ყაზახეთმა შესაძლოა, ურანის ექსპორტისთვის ტრანსკასპიური დერეფანი გამოიყენოს „ყაზატომპრომის” განცხადების თანახმად, ტვირთების ტრანსპორტირება მომავალში ფოთის პორტის გამოყენებით უნდა მოხდეს. როგორც „ყაზატომპრომის” განცხადებაშია ნათქვამი, პროდუქციის გარკვეული მოცულობა ტრანსკასპიური მარშრუტით დასავლეთის ბაზრებზე ტრანზიტის პროცესშია. „კომპანიის კუთვნილი ტვირთი ფოთის პორტში უპრობლემოდ ჩავიდა. ტვირთი ამჟამად დამატებითი მასალის ჩასვლას ელოდება, რომ მოხდეს კონსოლიდირება და შემდეგ დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისთვის გემზე ჩაიტვირთოს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ამჟამად, ყაზახური ურანი მსოფლიო ბაზარს რუსეთის გავლით მიეწოდება. „ყაზატომპრომის“ ცნობით, ტრანსკასპიური მარშრუტი მათ მიერ 2018 წლიდან გამოიყენება, როგორც ძირითადი მარშრუტის ალტერნატივა, თუმცა გადაზიდვებს მაინც რუსეთის გავლით განაგრძობენ. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთი 2024 წელს ურანის წარმოებას 25 ათასი ტონაზე შეინარჩუნებას გეგმავს.
ზელენსკის თქმით, რუსი სამხედროების მიერ ხერსონის დატოვების შესახებ ცნობები „საინფორმაციო თავდასხმაა“
ხერსონიდან რუსების გაქცევას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის განცხადებით, რუსი სამხედროების მიერ ხერსონის დატოვების შესახებ ცნობები „საინფორმაციო თავდასხმაა“. „ხერსონიდან რუსების გაქცევას ვერ ვხედავ. ეს არის საინფორმაციო თავდასხმა. ისინი მზად არ არიან ხერსონის დასატოვებლად, მაგრამ მათ იციან, რომ თუ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ, ისინი ვერ შეძლებენ გამოსვლას. რუსებმა იციან ამ პრობლემისა და საფრთხის შესახებ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, ოლექსი გრომოვი არ გამორიცხავს, რომ ხერსონის რეგიონიდან ევაკუაციისას რუსეთის ჯარებმა ტერორისტული თავდასხმების ორგანიზება მოაწყონ და საცხოვრებელი კორპუსები ააფეთქონ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დასრულდა
ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის სახელით, ოფიციალური სადილი გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პირველ რიგში, მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარს, ბატონ ვიქტორ ორბანს. ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, ქართველ და უნგრელ ხალხს - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილზე. „ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. პირველ რიგში, მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარს, ბატონ ვიქტორ ორბანს. ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, ქართველ და უნგრელ ხალხს. მაგრამ მე მინდა გამოვყო მთავარი - ჩვენი ქრისტიანული ღირებულებები, რომელიც არის საფუძველთა საფუძველი, რომელზეც არის დაფუძნებული ჩვენი ერები და ჩვენი სახელმწიფოები. სწორედ ქრისტიანული ფასეულობებით მოვედით ჩვენ დღემდე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „დღეს, აქ, იმ მიზნით შევიკრიბეთ, რომ დიდი პატივისცემით მივესალმოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და მისი ხელმძღვანელობით უნგრეთში ვიზიტად მყოფ სამთავრობო დელეგაციას. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა, ბატონებო! ჩვენ შორის მსგავსების დანახვაც ადვილია, რადგან ჩვენი ისტორიების ლოგიკა ერთმანეთს ჰგავს. აქვე მინდა ვახსენო ერთი პერსონალური საკითხი. პოლიტიკაში იშვიათია კარგი მებრძოლის პოვნა. თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ, და მე დამეჯერება, რადგან 30 წელია პოლიტიკიაში ვარ, თუ ადამიანი მარცხდება პოლიტიკურ ველზე, ის, როგორც წესი, აღარ ბრუნდება ხოლმე. ამ მოცემულობას ძალიან ცოტა გამონაკლისი ჰყავს, ძალიან ცოტა ადამიანი ბრუნდება პოლიტიკაში! ჩვენი დღევანდელი სტუმარი იმ დიდებულთა შორისაა, რომლებიც პოლიტიკაში დაბრუნდნენ! ის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლავთ! მეორეჯერ მსახურობს ამ თანამდებობაზე! ის გახლავთ დიდი მებრძოლი და ამიტომაც არის ჩვენთვის სამაგალითო! ამიტომ, პირადად ჩემთვის არის დიდი სიამოვნება და პატივი, ვმასპინძლობდე მას დღეს აქ. მის ოჯახს დღეგრძელობას ვუსურვებ, ხოლო ერს - კეთილდღეობას!" - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. სადილს ასევე ესწრებოდნენ უნგრეთ-საქართველოს ორმხრივი სამომავლო ურთიერთობით დაინტერესებული ბიზნესსექტორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დღეს დასრულდა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნული ვიზიტი მოიტანს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ საფეხურზე გადავა ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა. უნგრეთი ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გამორჩეული მხარდამჭერია. შესაბამისად, ამ ვიზიტს ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა. ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ წლების განმავლობაში, გვექნება ახალი კონკრეტული იმპულსები, რომლითაც კიდევ უფრო დაახლოვდება ჩვენი ორი ქვეყანა, კიდევ უფრო გაძლიერდება თანამშრომლობა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ისევე როგორც თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში იქნება საქართველოსა და უნგრეთს შორის კავშირების გაძლიერების პრიორიტეტული მიმართულებები. „გვქონდა ძალიან საინტერესო და სიღრმისეული განხილვები, თუ როგორ შეიძლება ურთიერთობები გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო დინამიკური, კიდევ უფრო შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა გვექნება. ჩვენ გვეიმედება უნგრეთი, როგორც ჩვენი ქვეყნის ძლიერი მხარდამჭერი. იმისთვის, რომ საქართველომ წარმატებულად გააგრძელოს თავისი საგარეო პრიორიტეტების მიმართულებით სვლა, უნგრეთი, სხვა პარტნიორებთან ერთად, იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ძალიან ხმამაღლა, ძალიან შედეგიანად შეძლებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას და დახმარებას“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
ბორის ჯონსონი ფონდს აფუძნებს და უკრაინის აღდგენისთვის თანხების მოძიებას გეგმავს - Telegraph
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი განიხილავს ახალი ორგანიზაციის შექმნას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას და აღდგენას დაეხმარება. ამის შესახებ The Telegraph-ი იტყობინება. მისივე ინფორმაციით, ჯონსონმა ოფისი ვესტმინსტერში დააფუძნა, საიდანაც ფონდის შექმნას იმედოვნებს. მისი მეგობრები ამბობენ, რომ ფონდს შეუძლია, მილიონობით თანხა მოაგროვოს ომის შედეგად განადგურებული ქვეყნის აღსადგენად. ჯონსონის ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც კარგად იცნობს მის გეგმებს, მას უკრაინისთვის „მარშალის გეგმა“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ბორის ჯონსონი უამრავ თანხას“ მოიზიდავს კერძო დონორებისგან. ბორის ჯონსონი უკრაინის განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩეოდა. ის არაერთხელ ეწვია კიევს და სოლიდარობა პირადად გამოხატა ომში მყოფი ქვეყნის მიმართ. კიევში, სიმამაცის ხეივანზე ბორის ჯონსონის სახელობის დაფაც არის გახსნილი.
ზელენსკი: გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს, ეს არ არის დამოკიდებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გავლენას არ მოახდენს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებაზე, ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. „თუ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს, გამოიყენებს მას, თუ გადაწყვეტს არ გამოიყენოს და ეს დამოკიდებულია დასავლური სამყაროს ზეწოლაზე, ის არ გამოიყენებს მას. რაც არ უნდა მოხდეს ბრძოლის ველზე. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს ზოგჯერ გვგონია, რომ [როდესაც] ბრძოლის ველზე წარმატებულები ვართ, რუსეთს შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება. მერე რა ვქნათ, ჩვენი მიწისთვის არ ვიბრძოლოთ? ჩვენ არ ვართ მზად, ვიცხოვროთ ასეთი ლოგიკით, გულწრფელად რომ ვთქვათ“, - განუცხადა ზელენსკიმ Corriere della Sera-ს ინტერვიუში. შეგახსნებთ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს კრემლის ლიდერის მზადყოფნაზე, გამოიყენოს ბირთვული იარაღი ან ე.წ. „ბინძური ბომბი“ უკრაინის ტერიტორიაზე. სტოლტენბერგი: პუტინმა იცის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას სერიოზული შედეგები მოჰყვება, მზად ვართ, ვიმოქმედოთ თავის მხრივ, სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, პუტინი პირადად არის გაფრთხილებული შედეგებზე, თუ უკრაინასთან ომში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
აშშ პირობას დებს, რომ რუსეთს უპასუხებს, თუ ის კომერციულ თანამგზავრებს დაარტყამს
აშშ-ის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ თავდასხმას პასუხი მოჰყვება. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. კირბის თქმით, არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები, რომ რუსეთი თანამგზავრების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების დაუფლებას ცდილობს. ცნობისთვის, რუსეთის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დასავლური კომერციული თანამგზავრები შეიძლება, გახდეს რუსეთის ლეგიტიმური სამიზნეები, თუ ისინი ჩაერთვებიან უკრაინის ომში.საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონსტანტინ ვორონცოვმა აღნიშნა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები შეიარაღებულ კონფლიქტებში იყენებენ კოსმოსში არსებულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის კომერციულ თანამგზავრებს.
უკრაინა თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის
თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები 10,5 მილიარდი დოლარით გაიზრდება. შესაბამის კანონს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი. დამატებითი თანხების უმეტესი ნაწილი, თავდაცვის სამინისტროს გადაეცემა. კანონის იმპლემენტაცია „შესაძლებელს გახდის გადაუდებელი ამოცანების შესრულებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში და უზრუნველყოფს ზომების მიღებას რუსული აგრესიის მოსაგერიებლად“, - ნათქვამია განცხადებაში. 2022 წლის თავდაპირველ ბიუჯეტში თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები 8,8 მილიარდი დოლარი იყო.
გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 3 ნოემბერს გამოაცხადებს
ხუთშაბათს, 3 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას საქმეზე - მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ (No9487/19). ამის შესახებ Europetime-ს ევროპული სასამართლოდან აცნობეს. ოფიციალურ ცნობაში წერია: განმცხადებელი, გიორგი მამალაძე, არის საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1984 წელს და ცხოვრობს თბილისში (საქართველო). შესაბამის დროს ის იყო დეკანოზი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას დაქვემდებარებული სამედიცინო კლინიკის დირექტორი. შეგახსენებთ, ევროსასამართლოში გაგზავნილი საჩივარი იურისტმა დავით ჯანდიერმა მოამზადა. გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში 2021 წლის ივნისში მიიღო. ცნობისთვის, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 5 პირი დააკავეს
სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და პირადი ხასიათის მიმოწერის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მიმდინარე წლის ოქტომბერში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს, ინტიმური და პირადი ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულის ნათესავებსა და ახლობლებს უგზავნიდნენ, ცალკეულ შემთხვევებში კი, ამ ვიდეო და ფოტომასალას დაზარალებულებთან ურთიერთობის გაგრძელებისათვის შანტაჟის იარაღად იყენებდნენ. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით, 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე გამოძიებას აგრძელებს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2022 წლის 1 მარტიდან სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას, სამოხელეო დანაშაულის გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 157 პრიმა, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ასევე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრისა და სხვაგვარი ხერხით შეტყობინებების საიდუმლოების დარღვევა) გამოძიებაც დაექვემდებარა“, - წერია ინფორმაციაში.
არესტოვიჩის თქმით, უკრაინამ ომში გამარჯვებისთვის საჭირო ოთხი პირობა დაასახელა, რასაც დასავლეთი დაეთანხმა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ოლექსი არესტოვი განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში გამარჯვების მიზნით, ოთხი პირობა ჩამოაყალიბა, რასაც დასავლეთი დაეთანხმა. „კოლექტიურმა დასავლეთმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაში გამარჯვების კონტურებს თავად უკრაინა განსაზღვრავს, ხოლო დასავლეთის საქმე დახმარებაა. როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა: თუ საჭირო იქნება, უკრაინის დახმარება გაგრძელდება ათწლეულები, ჩვენ მზად ვართ. ამაში ის არა ომის გაგრძელებას, არამედ ომის შემდგომ აღდგენას გულისხმობდა“, – განაცხადა ოლექსი არესტოვიჩმა. არესტოვიჩის თქმით, დასავლეთი უკრაინის გამარჯვების ოთხ პირობას განიხილავს. ესენია: უკრაინის ტერიტორიის სრული გათავისუფლება, სამხედრო დამნაშავეების გადაცემა, რეპარაციების გადახდა, პუტინი არ არის. ყველაფერი განსაზღვრულია, ყველაფერი მარტივია. ეს არის ის, როგორც მოვახდინეთ ჩვენ გამარჯვების ფორმულირება. დასავლეთში ამას ხელი მოაწერეს, რომ ჩვენ ამის მიღწევაში ყველანაირად დაგვეხმარებიან“, - განაცხდა ოლექსი არესტოვიჩმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ბრალი წარუდგინეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ზვიად კუპრავას 2020 წლის 31 ოქტომბერს, თბილისში საარჩევნო უბანზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. IPN-ის ცნობით, კუპრავამ განაცხადა, რომ მას ბრალი 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს. საქართველოს პროკურატურამ 2020 წლის 31 ოქტომბერს, თბილისში საარჩევნო უბანზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე 2 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნების მიმდინარეობისას, თბილისში, მირიან მეფის ქ.№16ა-ში განთავსებულ №90 კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზ.კ.-მ და კ.ხ-მ ერთმანეთის მიმართ ძალადობა განახორციელეს.
დნიპროს მერიამ და გერმანიის ქალაქ კიოლნის მუნიციპალიტეტმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
დნიპროს მერიამ და გერმანიის ქალაქ კიოლნის მუნიციპალიტეტმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. დოკუმენტს 27 ოქტომბერს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე მოეწერა ხელი. ამის შესახებ დნეპროს საკრებულოს პრესსამსახური იუწყება. „ჩვენ ვგრძნობთ მხარდაჭერას გერმანიისგან, გერმანელი ხალხისგან. ეს არ არის მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება. პირველ რიგში, ეს არის მორალური მხარდაჭერა. ეს შეთანხმება არ ეხება მხოლოდ დნიპროს პარტნიორობას და დახმარებას. უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ურთიერთობები ქალაქ კიოლნთან ასევე განვითარდება კულტურული, სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით“, - განაცხადა დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა. ენერგოეფექტურობა დნიპროსა და კიოლნს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებაა. ფილატოვის თქმით, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც დნიპრო და უკრაინის სხვა ქალაქების ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რუსეთის ტერორისტული თავდასხმების სამიზნეა. „ქალაქებს შორის ასეთი პარტნიორობა აუცილებელია მიზნების სწრაფად მისაღწევად, რამაც უნდა შექმნას იმპულსი უკრაინაში აღდგენისთვის", - განაცხადა თავის მხრივ, გერმანიის ელჩმა უკრაინაში ანკა ფელდგუზენმა.