ძებნის რეზულტატი:
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი უკრაინას ეწვია
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი დღს, 4 ნოემბერს კიევში ჩავიდა, რითაც უკრაინასთან მიმართებით, აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. აშშ-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა, ჯეიკ სალივანთან ერთობლივი ბრიფინგი გამართა. „ჩვენ განვიხილეთ ძალიან ფართო სპექტრის საკითხები. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. მოხარული ვარ, რომ მივესალმები ბატონ სალივანს უკრაინაში. ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი სიგნალი იმისა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ და ჩვენი გამარჯვებისკენ მივდივართ“, - განაცხადა ერმაკმა. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს საშუალება ჰქონდა შეხვედროდა უკრაინელ სამხედროებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალსა და სხვადასხვა სექტორის მეთაურებს, ასევე შედგა შეხვედრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. „ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების საკითხზე - ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე შევეხეთ ჩვენი ტყვეების გაცვლის საკითხს", - განაცხადა ერმაკმა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სალივანთან შეხვედრებზე ასევე განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაგრძელების საკითხი.
G7-ის ქვეყნები, უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და აღდგენაზე შეთანხმდნენ
G7-ის წევრებმა პრაქტიკულად შექმნეს ახალი კოორდინაციის მექანიზმი, „რამშტეინის“ მაგალითზე, მხოლოდ ენერგეტიკულ სექტორში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანიის ქალაქ მუნსტერში, G7-ის მინისტერიალის შედეგების შემდეგ განაცხადა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუტურას მიზანმიმართულად ანადგურებს, G7-ის მინისტერიალის ფარგლებში შევთანხმდით, რომ შეგვიძლია ერთად დავეხმაროთ უკრაინას, რათა არ შეწყდეს საავადმყოფოების, სკოლებისა და გათბობის სისტემების ფუნქციონირება“, - განაცხადა ბლინკენმა. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში არ არის საუბარი მხოლოდ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, არამედ მისი მდგრადობის გაძლიერებაზე. „ეს კი კოორდინირებული მოქმედებებით მიიღწევა“, - აღნიშნა ბლინკენმა. ამასთან, ბლინკენის განცხადებით, „G7-ის ქვეყნებმა რეალურად შექმნეს ცალკე მექანიზმი იმის დასადგენად, თუ რა სჭირდება უკრაინას და რისი შეთავაზება შეუძლია თითოეულ სახელმწიფოს“.
ბრიტანეთისა და პოლონეთის ლიდერების თქმით, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ დაშინება არ გაუვა
Sky News-ის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკსა და მის პოლონელ კოლეგა მატეუშ მორავეცკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სუნაკი და მორავეცკი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით მკაფიო სიგნალები არ უნდა შეწყდეს, რომ „დაშინება არ გაუვა“. გარდა ამისა, სუნაკმა და მორავეცკიმ ისაუბრეს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების გაძლიერებაზე. საუბარი ასევე შეეხო ბელორუსში არსებულ ვითარებას. კერძოდ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა „მჭიდროდ ადევნებს თვალს მოვლენებს“. „ბელორუსში არსებული ვითარების განხილვისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს და მხარს უჭერს პოლონეთს რუსული აგრესიის ფონზე“, - იტყობინება დაუნინგ სტრიტი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯეიკ სალივანს, იაროსლავ ბრძენის ორდენი გადასცა
უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანს, უკრაინის მხარდასაჭერად იაროსლავ ბრძენის ორდენი გადასცა. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი უკრაინას ეწვია ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე განაცხადა, იტყობინება Ukrinform. „მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანს, იმითვის რომ უკრაინას ჩვენთვის რთულ პერიოდში მხარი დაუჭირა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ მზადაა, უკრაინას ხერსონის გათავისუფლებისთვის საჭირო დახმარება მიაწოდოს
აშშ მზადაა, უკრაინას ხერსონის გათავისუფლებისთვის საჭირო დახმარება მიაწოდოს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კიევში ჟურნალისტებს პერესკონფერენციის მსვლელობისას განუცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი უკრაინას ეწვია მისივე თქმით, ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია მისი ვიზიტის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთ თემას წარმოადგენს და შემდგომაც განიხილება. „საშუალება მქონდა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელებისგან ამ ძალისხმევების დაგეგმვის შესახებ მომესმინა, და, რა თქმა უნდა, ამერიკელი სამხედროები მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან უკრაინელებთან და ამას განიხილავენ”, - აღნიშნა სალივანმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯეიკ სალივანს, იაროსლავ ბრძენის ორდენი გადასცა ამასთან, სალივანის თქმით,„თეთრი სახლი ამისთვის საჭირო დახმარებას გაიღებს, ისევე როგორც კონკრეტულად ხერსონის ოპერაციისთვის ადაპტირებულ დამატებით დახმარებას“. „ბრძოლის ველზე ვითარების შეფასება ჩემი საქმე არაა. ჩემი საქმეა დავრწმუნდე, რომ უკრაინას ვაწვდით იმას, რაც მას ესაჭიროება, რომ ეს მოხდეს… დღეს კიდევ ერთხელ ვიკითხე, რა არის საჭირო და დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ მივაწოდოთ ის, რაც ამ ბრძოლისთვისაა საჭირო”, - აღნიშნა სალივანმა. შეგახსენებთ, რომ ჯაიკ სალივანი კიევში 4 ნოემბერს ჩავიდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა თავისუფალი იქნება და ყველა საზღვარს აღვადგენთ ხმელეთზეც და ზღვაშიც
ჩვენ უბრალოდ მზად ვართ მშვიდობისთვის. სამართლიანია მშვიდობის ფორმულა, რომელიც არაერთხელ გაგვიხმოვანებია. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. „მსოფლიომ იცის ჩვენი პოზიცია. ესაა გაეროს ქარტიის პატივისცემა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, ხალხის პატივისცემა და ტერორზე სათანადო პასუხი. დაისჯება ყველა დამნაშავე, იმ ზარალისთვის, რაც რუსეთმა მოგვაყენა. უკრაინა თავისუფალი იქნება და ყველა საზღვარს აღვადგენთ ხმელეთზეც და ზღვაშიც, როგორც აღმოსავლეთში, ისე სამხრეთში. დიდება უკრაინას!“-განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სუს-ი: ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე, გალის მცხოვრები ა.თ. უკანონოდ დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულს ე.წ. ბრალი ედება ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ფაქტზე. "გაზიარებული ინფორმაციის მიხედვით, უკანონო დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ა.თ პერმანენტულად ცხოვრობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ა.თ-ის უკანონოდ დაკავების შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად. საოკუპაციო ძალის მიერ უკანონო დაკავებების უკიდურესად დესტრუქციული პრაქტიკა, რომელსაც ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს. საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ყველა დაკავება უკანონოა და აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას",- ნათქვამი ინფორმაციაში.
მიხეილ ჩხენკელი საქართველოში ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. განათლების სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. "მინისტრმა ევროკავშირის ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და თავის საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მიხეილ ჩხენკელმა ევროკავშირის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის და Horizon Europe-ის პროგრამაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ხელი ბრიუსელში, საზეიმო ვითარებაში მოეწერა. შედეგად, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული და საგრანტო ოფისები უკვე ფუნქციონირებს. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის სრულფასოვანი წევრობის შესახებ, რომელიც ქართველ მეცნიერებს განვითარების უდიდეს შესაძლებლობებს აძლევს. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ 30-31 მარტს პარიზში უმაღლეს ხელმძღვანელთა კომიტეტისა და გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა, სადაც COST-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა საქართველოს ევროპული თანამშრომლობის ოჯახში გაწევრიანებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ეს გახლდათ ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს სამეცნიერო სფერო ევროპული კვლევითი სივრცის განუყოფელი ნაწილია. მიხეილ ჩხენკელის თქმით, საქართველოს COST-ისა და Horizon Europe-ის წევრობა უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების მიმართულებით. ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩს მინისტრმა განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია.სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად ემატება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისთვის. როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს – 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია. ევროკავშირის ელჩთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისოსამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში. თავის მხრივ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დადებითი შეფასება მისცა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე მეგა-პროექტს და განაცხადა, რომ ევროპული ხარისხის შესაბამისი ახალი უნივერსიტეტის დაფუძნება და განვითარება მართლაც შთამბეჭდავია. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ის მოხარულია, რომ ევროპელი მეცნიერები აქტიურად არიან ჩართულნი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საქმეში. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოში პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებს. მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო Erasmus+ პროგრამაში პროფესიული განათლების კომპონენტის დამატება და ამ შესაძლებლობისთვის მადლიერება გამოხატა ევროკავშირის მიმართ. შეხვედრის ბოლოს მხარეები პროფესიული განათლების განვითარების კუთხით არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
დმიტრო კულება: უკრაინამ წლის ბოლომდე, შესაძლოა საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები მიიღოს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინამ წლის ბოლომდე, შესაძლოა, რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები მიიღოს. "მუშაობა ბევრ რამეზე მიმდინარეობს, დაწყებული საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან. უკვე მიღწეულია შეთანხმებები როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის დონეზე ზოგიერთ ქვეყანასთან. არის რაღაც რაც მომავლისთვის მუშავდება“, - განაცხადა კულებამ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჯო ბაიდენის განცხადებით, Twitter-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტყუილს ავრცელებს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, Twitter-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტყუილს ავრცელებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შეფასებისას განაცხადა. ილონ მასკმა Twitter-ის საბჭო დაითხოვა და თავი კომპანიის ერთადერთ დირექტორად გამოაცხადა „ახლა ყველას გვაწუხებს ერთი რამ - ილონ მასკმა შეიძინა ინსტრუმენტი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტყუილს ავრცელებს. გვაქვს იმის იმედი, რომ ჩვენი შვილები მიხვდებიან, რა დევს სასწორზე?“ - აცხადებს ბაიდენი. ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა, Twitter-ის ვებსაიტსა და აპლიკაციას მაღალი ტრაფიკის მომენტებში, მაგალითად, როგორიცაა აშშ-ის შუალედური არჩევნები, საფრთხე შეექმნას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია - ტრამპი 28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.
იერუსალიმში მე-5 საუკუნის უძველესი ქართული მონასტრის და სამუელ ქართველთა ეპისკოპოსის სამარხის შესახებ საინფორმაციო დაფა გაიხსნა
იერუსალიმის ცენტრში, დავით მეფის ქუჩაზე, განთავსდა მემორიალური დაფა, რომელიც მეხუთე საუკუნის ქართული მონასტრისა და ეპისკოპოსი სამუელის სამარხის ადგილს მიუთითებს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს არის პირველი მემორიალური დაფა იერუსალიმში ქართულ კულტურულ მემკვიდრეობის შესახებ და ასევე პირველი ქართულენოვანი წარწერა. „ცნობა ქართველთა მონასტრის და სამუელ ქართველთა ეპისკოპოსის სამარხის აღმოჩენის შესახებ, სამეცნიერო წრეებში 1935 წელს გამოქვეყნებული მასალით გახდა ცნობილი, ხოლო ქართულ საზოგადოებას ამის შესახებ, პირველად, წმინდა გრიგოლ ფერაძემ ამცნო, რომელმაც იერუსალიმში 1936 წელს იმოგზაურა. აღნიშნული მემორიალური დაფის განთავსება საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროების, ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის, ისრაელში საქართველოს საელჩოსa და ისრაელის შესაბამისი უწყებების ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მემორიალური დაფის ოფიციალური გახსნის ცერემონიას ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
მე-12 ქვეითმა ბატალიონმა ასეულის დონის ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ჩაატარა
აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულმა ვაზიანის პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით ჩაატარა. სწავლებაში მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულთან ერთად მონაწილეობას იღებდა პირველი ქვეითი ბრიგადის სნაიპერთა ჯგუფი და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ქვედანაყოფი. ასეულის მხარდაჭერას ახორციელებდა მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო ბატალიონის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების „ბმ-21“-ის ოცეული, ასევე პირველი ქვეითი ბრიგადის 120 და 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნები. ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ვაზიანის პოლიგონზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების მიზანს ქვედანაყოფის კოლექტიურ დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებულ მომზადება წარმოადგენდა.
ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა
ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. დაშავებულთაგან ორი მცირეწლოვანია. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ცნობილია, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. მიკროავტობუსში სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
რუსეთში, კაფეში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში, ქალაქ კოსტრომის კაფე „პოლიგონში“ გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს შენობაში 260-მდე ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაშავდა. ისინი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებენ. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
Twitter-ის თანამშრომელთა 50% სამსახურიდან გაათავისუფლეს
Twitter-ის თანამშრომელთა 50% სამსახურიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ კომპანიის უსაფრთხოებისა და ინტეგრაციის განყოფილების ხელმძღვანელი იოელ როთი წერს. ჯო ბაიდენის განცხადებით, Twitter-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტყუილს ავრცელებს „გუშინდელი შემცირება ჩვენი განყოფილების პერსონალის 15%-ს, კომპანიის მასშტაბით კი 50%-ს შეეხო“, - წერს იოელ როთი. ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა, Twitter-ის ვებსაიტსა და აპლიკაციას მაღალი ტრაფიკის მომენტებში, მაგალითად, როგორიცაა აშშ-ის შუალედური არჩევნები, საფრთხე შეექმნას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია - ტრამპი 28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.
შსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით, ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული ს.ქ. და 1990 წელს დაბადებული ს.ჰ. სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში დააკავეს. შსს-ს ცნობით, ს.ქ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით, ხოლო ს. ჰ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის დააკავეს. „დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ს.ქ. თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით ს.ჰ.-ს სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. პოლიციამ ორივე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავა. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-344-ე და 344-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის არმიამ უკვე იმდენი ცოცხალი ძალა დაკარგა, რამდენიც არ დაუკარგავს ჩეჩნეთის ორ ომში
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკვე იმდენი ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალა დაკარგა, რამდენიც არ დაუკარგავს ჩეჩნეთის ორ ომში. დმიტრო კულება: უკრაინამ წლის ბოლომდე, შესაძლოა საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები მიიღოს "რუსეთის არმიამ უკვე იმდენი ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალა დაკარგა, რამდენიც არ დაუკარგავს ჩეჩნეთის ორ ომში ერთად, მაგრამ რეალურ დანაკარგებს თავიანთ საზოგადოებას უმალავენ. მათ მობილიზაციაც კი დამალეს და უბრალოდ ატყუებენ ხალხს, თითქოს, სამობილიზაციო პროცესი დასრულებულია. სინამდვილეში ისინი აგრძელებენ ხალხის შეკრებას. ეს არის თანამდეროვე რუსეთის ხელისუფლების სიჯიუტე და სიყალბე, სწორტედ ასეთოვე ყალბია მათი განცხადებები, თითქოს, მზად არიან მოლაპარაკებებისთის", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჩრდილოეთ კორეამ ყვითელი ზღვის მიმართულებით მცირე სიშორის ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ ყვითელი ზღვის მიმართულებით მცირე სიშორის ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. გამოცემის ცნობით, ზღვაში დაცემამდე რაკეტებმა 130 კილომეტრი იფრინეს. ამ ეტაპზე, ამერიკული და სამხრეთკორეული სპეცსამსახურები მომხდარის დეტალებს სწავლობენ.
ძალიან კარგია, რომ მსოფლიო რუსულ რიტორიკას ისე აღიქვამს, როგორც იმსახურებს - ზელენსკი
ძალიან კარგია, რომ მსოფლიო რუსულ რიტორიკას ისე აღიქვამს, როგორც იმსახურებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის არმიამ უკვე იმდენი ცოცხალი ძალა დაკარგა, რამდენიც არ დაუკარგავს ჩეჩნეთის ორ ომში "კვირის განმავლობაში ყველაზე სასტიკი ბრძოლები კონცენტრირებულია დონბასში – ბახმუტთან და სოლედართან. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ზარალის რეალური დონე რუსული საზოგადოებისთვის დაფარულია. ძალიან კარგია, რომ მსოფლიო რუსულ რიტორიკას ისე აღიქვამს, როგორც იმსახურებს. კერძოდ, როგორც სიცრუეს და ყურადღებას აქცევს მხოლოდ იმას, რასაც რეალურად აკეთებს ტერორისტული სახელმწიფო“, – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირანმა პირველად აღიარა, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა
"ტრანსფერი ომის დაწყებამდე განხორციელდა", - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველად აღიარა, რომ ქვეყანამ რუსეთს დრონები მიაწოდა. ჯო ბაიდენი: ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს "ჩვენ რუსეთს უპილოტო თვითმფრინავების შეზღუდული რაოდენობა მივეცით უკრაინის ომამდე თვეებით ადრე", - თქვა ამირაბ დოლაჰაინმა ჟურნალისტებთან. ცნობისთვის, მანამდე, ირანის ოფიციალური პირები უარყოფდნენ ცნობებს იმის შესახებ, რომ ქვეყანა რუსეთს იარაღს აწვდის. ამ კვირაში ირანის ელჩმა გაეროში ბრალდებებს "სრულიად უსაფუძვლო" უწოდა და თქვა, რომ ირანს ომთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია აქვს. აშშ და მისი დასავლელი პარტნიორები კი ამბობდნენ, რომ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენების მტკიცებულებები არსებობს.