ძებნის რეზულტატი:
თურქეთი გაზსადენის მშენებლობას ნოემბერში დაასრულებს
თურქეთი მიმდინარე წლის ნოემბერში დაასრულებს მილსადენის მშენებლობას შავი ზღვიდან გაზის სისტემასთან დასაკავშირებლად, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მანამდე გაზეთი Sabah-ი წერდა, რომ თურქეთი შავ ზღვაში მდებარე საკარიას საბადოდან 540 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოპოვებისა და ტრანსპორტირების პროექტში თითქმის 10 მილიარდ დოლარს ჩადებს. გეგმების მიხედვით, პირველი გაზი საბადოდან თურქეთში 2023 წელს უნდა შევიდეს. შავ ზღვაში აღმოჩენილი გაზის ღირებულება 400 მილიარდ დოლარად ფასდება. „BOTAŞ (თურქეთის სახელმწიფო კომპანია) ამ თვეში დაასრულებს ხმელეთზე გაზის მილსადენს ეროვნულ სისტემასთან დასაკავშირებლად“, - ციტირებს საინფორმაციო სააგენტო Anadolu რეჯეფ თაიფ ერდოღანს.
ლოიდ ოსტინი: მჯერა, რომ უკრაინელები ხერსონის დეოკუპაციას შეძლებენ
შეერთებულ შტატებს ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინულ ძალებს აქვთ საკმარისი ძალა და საშუალებები, რათა აღადგინონ კონტროლი მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ტერიტორიებზე, მათ შორის ქალაქ ხერსონში. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „კითხვასთან დაკავშირებით, შეძლებენ თუ არა უკრაინელები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ხერსონის ოლქის დანარჩენი ტერიტორიის დეოკუპაციას. რა თქმა უნდა, მჯერა იმის, რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ. რაც ყველაზე მთავარია, თავად უკრაინელებს სჯერათ, რომ ამას შეძლებენ…ჩვენ ვიცით, რომ აქამდე ისინი მეთოდურ და ძალიან ეფექტიან ძალისხმევებს მიმართავდნენ მათი სუვერენული ტერიტორიის დასაბრუნებლად. ვფიქრობ, ისინი მომავალშიც გააგრძელებენ ზეწოლას, ვიდრე მდინარის მარჯვენა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე კონტროლს არ დაამყარებენ”, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.
მედია: პოლიციამ იპოვა ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილი, რომელიც მძარცველებმა მოიპარეს
„ნაპოლის“ ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა, რომლის მოპარვის შესახებ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რეკორდულ დროში იპოვეს. ამის თაობაზე ნეაპოლიტანური მედია წერს. მისივე ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა პოლიციელებმა ნეაპოლიდან 24 კილომეტრში, ერთ-ერთ ქუჩაზე, მიტოვებული იპოვეს. 3 ნოემბერს, იტალიური „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის სახლი გაქურდეს. მძარცველებმა ნეაპოლის შემოგარენში, კუმეს დასახლებაში მდებარე ფეხბურთელის სახლიდან მისი ავტომობილი Mini Countryman-ი მოიპარეს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: უკრაინაში „ბინძური ბომბის“ დამზადების ნიშნები არ გამოვლენილა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო განაცხადა, რომ შემოწმების შედეგად უკრაინაში „ბინძური ბომბის” დამზადების ნიშნები არ გამოვლენილა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი აღნიშნავს, რომ უკრაინის მთავრობის მოთხოვნის შედეგად, სააგენტომ საველე შემოწმებები უკრაინაში მდებარე სამ ობიექტზე ჩაატარა და გამოუცხადებელი ბირთვული საქმიანობის ან მასალების რამე ნიშან-კვალი ვერ დაინახა. „დამატებით, გარემოს სინჯის შედეგების შესახებ ჩვენ შეძლებისდაგვარად მალე მოგახსენებთ”, - აღნიშნა რაფაელ გროსიმ. შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.
ზელენსკი იმედოვნებს, რომ ისრაელის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობით, უკრაინა-ისრაელის ურთიერთობებში ახალი თავი გაიხსნება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და უკრაინა-ისრაელის ურთიერთობებში ახალი თავის გახსნის იმედი გამოთქვა. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. „ვულოცავ ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვებას. ყოველთვის მნიშვნელოვანია რეალური დემოკრატიის ხილვა მოქმედებაში. უკრაინა და ისრაელი იზიარებენ საერთო ღირებულებებს და გამოწვევებს, რომლებიც ახლა ეფექტიან თანამშრომლობას მოითხოვს. ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ნეთანიაჰუს ბლოკი სავარაუდოდ, 62 ადგილს მიიღებს ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავხსნით ახალ თავს ისრაელის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობით, უკრაინისა და ისრაელის საკეთილდღეოდ!“, - განაცხადა ზელენსკიმ. 16 ოქტომბერს, ისრაელის ისრაელის დიასპორის მინისტრმა განაცხადა, რომ დროა, ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს. თავის მხრივ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა 19 ოქტომბერს დააფიქსირა პოზიცია, რომ ისრაელი უკრაინას შეირაღებას არ მიაწვდის, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება. უკრაინა ოფიციალურად სთხოვს ისრაელს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს მოგვიანებით, ისრაელის პრემიერმა დმიტრო კულებას სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო კავშირებით შეშფოთებულია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელს 24 ოქტომბერს მოუწოდა, ჩამოყალიბდეს, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს. მისი განმარტებით, კიევი ისრაელს დახმარებას 2014 წლიდან სთხოვს.
იენს სტოლტენბერგი მევლუთ ჩავუშოღლუს: დროა, მივესალმოთ ფინეთს და შვედეთს, როგორც NATO-ს სრულუფლებიან წევრებს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთი ალიანსის ძალიან ღირებული მოკავშირეა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო უსაფრთხოებაში. სტოლტენბერგი ჩავუშოღლუს ანკარაში შეხვდა. მისივე თქმით, NATO ასევე ხელს უწყობს თურქეთის უსაფრთხოებას, მისი საჰაერო თავდაცვის გაზრდით, საჰაერო და საზღვაო ყოფნით აღმოსავლეთ ხმელთაშუა და შავ ზღვაში. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ჩამოთვალა ის საკითხები, რომლებიც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილა. „დღეს ჩვენ განვიხილეთ მრავალი საკითხი, მათ შორის სიტუაცია ეგეოსის ზღვაში, ჩვენი ბრძოლა ტერორიზმთან, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება და ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მან მიუღებელი უწოდა ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას. თურქეთს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თურქეთში შექმნილი უახლესი დრონები და გემები ეხმარებიან უკრაინას თავდაცვაში. სტოლტენბერგი მიესალმა „მარცვლეულის ინიციატივის“ გაგრძელებას და თურქეთის როლს გაუსვა ხაზი. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრისას ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროცესი განიხილეს. „როგორც თქვენ თქვით, მევლუთ, თქვენ გაქვთ მნიშვნელოვანი მოლოდინი, რომ მემორანდუმის პირობები, რომლებზეც თურქეთი, ფინეთი და შვედეთი შეთანხმდნენ, მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს თურქეთისთვის. მე ვაღიარებ თქვენს შეშფოთებას. ამავდროულად, ცხადია, რომ ფინეთმა და შვედეთმა შეასრულეს მემორანდუმის პირობები და მზად არიან თურქეთთან გრძელვადიანი პარტნიორობისთვის. ფინეთმა და შვედეთმა მნიშვნელოვნად გაზარდეს თანამშრომლობა თურქეთთან, ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ისინი აშკარად მოწოდებულნი არიან თურქეთთან გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის, თქვენი უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად. იენს სტოლტენბერგი თურქეთში ვიზიტისას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება ასე რომ, დროა, მივესალმოთ ფინეთს და შვედეთს, როგორც NATO-ს სრულუფლებიან წევრებს. მათი გაწევრიანება ჩვენს ალიანსს გააძლიერებს. ამ სახიფათო დროში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მათი გაწევრიანების დასრულება. მოსკოვში რაიმე გაუგებრობის ან არასწორი გათვლების თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა და დაამატა, რომ მნიშვნელოვანია მოსკოვისთვის მკაფიო გზავნილის გაგზავნა: „ალიანსის კაი ღია რჩება“.
მიხაილო პოდოლიაკი: პუტინის ყოფნა G20-ის სამიტზე, შესაძლოა, აგრესორთან ფლირტს და გენოციდის დაკანონებას ნიშნავდეს
რუსეთი უნდა იყოს იზოლირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტის ყოფნა G20-ის სამიტზე შეიძლება, აგრესორთან ფლირტს და გენოციდის დაკანონებას ნიშნავდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. „ქვეყანა, რომელიც სხვის ტერიტორიაზე შემოიჭრა და ხალხის განადგურებას ცდილობს, იზოლირებული უნდა იყოს. ქვეყანა, რომელიც აშანტაჟებს მსოფლიოს შიმშილით, სიცივით და მასობრივი განადგურების იარაღით, უნდა იყოს [განდევნილი]“, - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება. ზელენსკი: უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში, თუ მას პუტინიც დაესწრება
ზალუჟნის თქმით, რუსეთის ჯარებმა საომარი მოქმედებების ინტენსივობა სამჯერ გააძლიერეს, თუმცა ვითარება კონტროლირებადია
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ სატელეფონო საუბარი გამართა ევროპის მოკავშირე ძალების უმაღლეს სარდალთან, გენერალ კრისტოფერ კავოლისთან, რათა ფრონტზე არსებული ვითარება განეხილა. მისივე განმარტებით, ვითარება კონტროლირებადია. „მტერმა სამჯერ გააძლიერა საომარი მოქმედებების ინტენსივობა ცალკეულ რაიონებში. ყოველდღიურად 80-მდე თავდასხმა. ჩვენი მეომრების გამბედაობისა და ოსტატობის შედეგად, ჩვენს ხაზს ვიცავთ“, - წერს ვალერი ზალუჟნი Twitter-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პუტინი ელოდება "გენერალ ზამთარს", რომ მოვა და დაეხმარება რუსეთის ჯარს - ბორელი
პუტინი ელოდება "გენერალ ზამთარს", რომ მოვა და დაეხმარება რუსეთის ჯარს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. უკრაინის აღმოსავლეთით, აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს - უკრაინის გენშტაბი "პუტინი ელოდება "გენერალ ზამთარს", რომ მოვა და დაეხმარება რუსეთის ჯარს. უკრაინას, უკრაინელ ხალხს ახლა ყველაზე მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი. ისინი იბრძვიან, იცავენ თავიანთ ქვეყანას და ჩვენ გვაქვს მორალური მოვალეობა, მხარი დავუჭიროთ მათ", - განაცხადა ბორელმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჯო ბაიდენი: ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს
ირანელები მალე გათავისუფლდებიან. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირანში საპროტესტო აქციების ფონზე გააკეთა, იუწყება Associated Press-ი. ხსენებულ საკითხზე ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ საარჩევნო ღონისძიებაზე, რომლის დროსაც, ტელეფონები აღმართეს წარწერით - FREE IRAN („თავისუფალი ირანი“). „ნუ ინერვიულებთ, ჩვენ გავათავისუფლებთ ირანს. ისინი ძალიან მალე გაითავისუფლებენ საკუთარ თავს", - თქვა ბაიდენმა. შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას, ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. გოგო, რომელიც 13 სექტემბერს ვიცე-პოლიციამ „ჰიჯაბის არასწორი ტარების“ ბრალდებით დააკავა, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 40 წლის გურგენ გაგნიძე დღეს, გამთენიისას საქართველოში ჩამოასვენეს. ამასთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და ახლობლები იმყოფებოდნენ. რუსეთ-უკრაინის ომს 24 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მასკმა Twitter-ის ხარჯები $1 მილიარდით შეამცირა
მილიარდერმა და Twitter-ის ახალმა მფლობელმა ილონ მასკმა სოციალური ქსელის ხარჯები $1 მილიარდით შეამცირა. ილონ მასკმა Twitter-ის საბჭო დაითხოვა და თავი კომპანიის ერთადერთ დირექტორად გამოაცხადა მასკმა Twitter-ის გუნდს უბრძანა, წლიურ ხარჯები ღრუბლოვანი სერვისებისა და დამატებითი სერვერის სივრცის შემცირებით, $1 მილიარდზე მეტი დაზოგოს. „კომპანია მიზნად ისახავს, რომ დღეში დანაზოგმა $3 მილიონი შეადგინოს“, - წერს Reuters. ექსპერტების შეფასებით, ასეთმა მკვეთრმა შემცირებამ შესაძლოა, Twitter-ის ვებსაიტსა და აპლიკაციას მაღალი ტრაფიკის მომენტებში, როგორიცაა აშშ-ის შუალედური არჩევნები, საფრთხე შეუქმნას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია - ტრამპი 28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.
პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის 25 პირს, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის, გასაღებისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე 18 პირს, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 18 პირი, ფულადი თანხის სანაცვლოდ, სისტემატიურად ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. ასევე 7 ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. 2022 წლის 8 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, სასამართლოს შესაბამისი განჩინებების საფუძველზე, ეტაპობრივად ჩატარდა ზემოხსენებულ პირთა საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკები, რის შემდგომაც მოხდა მათი დაკავება. დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილებით, 273’-ე მუხლის მეორე, მესამე, მეხუთე და მერვე ნაწილებით, 19,260-ე მუხლის მეოთხე, მეხუთე და მეშვიდე ნაწილებით, აგრეთვე 261-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ბიჭები წინ მიიწევენ, რუსები კი ხომალდების გზას მიუყვებიან
რაც შეეხება ფრონტს, ბიჭები წინ მიიწევენ, რაც შეეხება მარცვლეულს - გემები გზაში არიან, რაც შეეხება ოკუპანტებს, ისინიც გზაში არიან, ხომალდების გზას მიუყვებიან! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ახდა „ერთადერთი რაც ახლა ჩვენს რეგიონში ბინძურია, მოსკოვში იმ ადამიანების თავებია, რომლებმაც სამწუხაროდ, რუსეთის სახელმწიფოზე კონტროლი დაამყარეს და უკრაინას და მთელ მსოფლიოს ატერორებენ“. ზელენსკიმ ენერგოსექტორში შექმნილი ვითარებაც განიხილა და აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინას ბრძოლის ველზე ვერ ამარცხებს და „ენერგოინდუსტრიის წინააღმდეგ ტერორს მიმართა და ამ გამოწვევის გადალახვა უკრაინის ეროვნული ამოცანაა“. „ის ფაქტი, რომ რუსეთმა ენერგო ინდუსტრიის წინააღმდეგ ტერორს მიმართა, მტრის სისუსტეზე მეტყველებს. ისინი ვერ ამარცხებენ უკრაინას ბრძოლის ველზე და ამიტომ ცდილობენ ჩვენი ხალხის გატეხვას ამ გზით - დაამცირონ უკრაინელები, დაარტყან ჩვენი ხალხის მორალს, ჩვენი ხალხის წინააღმდეგობას. მე მჯერა, რომ რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მადრიდში, ხელფასების მომატების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
მადრიდში, ხელფასების მომატების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც უცხური წერს, აქციის ორგანიზატორები ქვეყნის უმსხვილესი პროფკავშირები იყვნენ. "ინფლაცია მატულობს და შესაბამისად, მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი იკლებს, ამიტომ აუცილებელია მინიმალური ანაზღაურების გაზრდა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. ცნობისთვის, ესპანეთში ინფლაციის მაჩვენებელმა წელს, ზაფხულში 10,8%-ს მიაღწია, თუმცა ოქტომბერში 7,3%-მდე შემცირდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა, რომელიც იეშ ატიდის პარტიას ხელმძღვანელობს, არჩევნებში დამარცხება აღიარა. ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ნეთანიაჰუს ბლოკი სავარაუდოდ, 62 ადგილს მიიღებს ლაპიდმა მილოცვა გაუგზავნა ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც „ლიკუდის“ პარტიას ხელმძღვანელობს. იაირ ლაპიდმა „ლიკუდის“ პარტიის ხელმძღვანელს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ „ისრაელის სახელმწიფო ყველა პოლიტიკურ მოსაზრებაზე მაღლა დგას". ისრაელში 2019 წლის შემდეგ, მეხუთე საპარლამენტო არჩევნები იმართება მემარჯვენე პარტიების ბლოკს, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს, ქნესეთის 120-დან 64 ადგილის მიღება შეუძლია. ამ დროისთვის ხმების 99% დათვლილია. კენჭისყრის საბოლოო შედეგები, როგორც მოსალოდნელი იყო, 4 ნოემბერს გამოქვეყნდება.
ჩრდილოეთ კორეამ, სასაზღვრო ზონის გასწვრივ 80-მდე საარტილერიო ჭურვი ისროლა
ჩრდილოეთ კორეამ 4 ნოემბრის ღამეს საზღვაო სასაზღვრო ზონის გასწვრივ, 80-მდე საარტილერიო ჭურვი ესროლა. ამის შესახებ Reuters-ი სამხრეთ კორეის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება. სამხრეთ კორეის მხარე აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ, ამ ქმედებით 2018 წლის სამხედრო შეთანხმება დარღვია, რადგან ამ ზონაში სროლა აკრზალულია. სამხრეთ კორეა და აშშ ასევე აცხადებენ, რომ DPRK-მ დაასრულა ტექნიკური მზადება ბირთვული გამოცდისთვის. IAEA-მ გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეის შესაძლო ბირთვული ტესტების შესახებ და განაცხადა, რომ ეს შეშფოთების მიზეზია. 4 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე, ვაშინგტონმა გაეროს უშიშროების საბჭოს სთხოვა ჩრდილოეთ კორეასთან საჯარო შეხვედრა მოაწყოს. ამ ინიციატივას უკვე დაუჭირეს მხარი დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ალბანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ. Reuters-ი წერს, რომ ქვეყნებს შორის დაძაბულობა იზრდება, რადგან ჩრდილოეთ კორეამ წელს რეკორდული რაოდენობის რაკეტების გაშვება განახორციელა, მათ შორის მინიმუმ 23 რაკეტა, მხოლოდ 3 ნოემბერს გაუშვა.
უკრაინა: ოკუპანტების თავდასხმები დონეცკის ოლქის ექვს დასახლებაში მოვიგერიეთ
უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმები დონეცკის ოლქის ექვს დასახლებაში მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. ვოლოდიმირ ზელენსკი: ბიჭები წინ მიიწევენ, რუსები კი ხომალდების გზას მიუყვებიან „მოწინააღმდეგე ცდილობს შეინარჩუნოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, კონცენტრირება მოახდინოს თავდაცვის ძალების მოქმედებების შეკავებაზე ცალკეული მიმართულებებით. ახორციელებს შეტევითი ოპერაციების ბახმუტის, ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს, მათი პოზიციების მისამართით, ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს, მათი პოზიციების მისამართით, ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ფაშინიანი: აზერბაიჯანის ძალების საწყის პოზიციებზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, რუსეთის მკაფიო პოზიცია მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 4 ნოემბერს, ღამით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალბაჯარის რაიონში განლაგებულ აზერბაიჯანელ სამხედროთა პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. მათივე ცნობით, გამოყენებული იყო სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღი. ბაქოში აცხადებენ, რომ საპასუხოდ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა „რეაგირების ადეკვატური ზომები“ მიიღეს. სომხური მედია: ფაშინიანსა და ალიევს შორის, სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, თბილისში გაფორმდეს ერევანში აცხადებენ, რომ ბაქო დეზინფორმაციას ავრცელებს. "სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებით სტაბილურია", - აცხადებს ოფიციალური ერევანი. შეგახსენებთ, რომმ 3 ნოემბერს, ბრიუსელში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე მომუშავე კომისიის მორიგი სხდომა, სადაც მხარეებმა მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდეს.
ნაზი ჯანეზაშვილი ომბუდსმენის შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს
"პროცესი მიკერძოებულია და "ქართულმა ოცნებამ" ის ერთგვარ შოუს დაამსგავსა", - სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ჯანეზაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. "არ ვაპირებ, რომ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა, თუმცა ამავდროულად, არ ვაპირებ, რომ მონაწილეობა მივიღო გასაუბრებაში. მოგახსენებთ მიზეზებს: თავდაპირველად ჩემი ინტერესი იმისა, რომ მიმეღო ამ პროცესშ მონაწილეობაგანპირობებული იყო იმით, რომ საქართელოსთვის ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების თვალსაზრისით და მივიჩნიე, რომ ეს შეძილებოდა ყოფილიყო გამონაკლისი და ხელისუფლებას მართლაც შეერჩია კომპრომისის შედეგად პრინციპული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კანდიდატი. თუმცა, სამწუხაროდ, გასაუბრების პროცესმა, მე არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ისინი, რეალურად, ისახავენ მიზნად, რომ შეღაცონა სეთი კანდიდატი, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის მისაღები, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, პრინციპული, კვალიფიცური და დააკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე და რომელიც არის მნიშვნელოვანი იმისთის, რომ ქვეყანას ჰყავდეს ძალიან ღირსეული სახალხო დამცველი. ეს არის ერთგვარი შოუ და ამიტომ გადავწყვიტე, რომ არ მივიღო ამ პროცესში მონაწილეობა, - განაცხადა ჯანეზაშვილმა. მისივე თქმით, კანონით, რეგლამენტით და პროცედურებით, რომელიც დააწესა საქართველოს პარლამენტმა, არ არი სავალდებულო გასაუბრებაზე გასვლა, ამიტომ მე ვიყენებ ამ შესაძლებლობას. არ ვაპირებ, მივიდე გასაუბრებაზე, სადაც ერთგვარო შოუ და სპექტაკლები იდგმება, - თქვა ჯანეზაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტმა დღეს კანდიდატების ბოლო სამეულს, ნაზი ჯანეზაშვილს, გიორგი ცობეხიას და იაგო ხვიჩიას უნდა მოუსმინოს.