ძებნის რეზულტატი:

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წევრები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.  დაპირისპირება, ვაკის პარკის მომხდარი ტრაგედიის საკითხზე დაწყებულ კამათს მოჰყვა. საკრებულოს სხომაზე ოპოზიციამ უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე არ მივიდა და ვაკის პარკში 13 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის შესახებ მათ კითხვებს არ უპასუხა. თავის მხრივ, საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებმა ოპოზიცია ტრაგედიის პოლიტიზებასა და ხსენებული საკითხით სპეკულირებაში დაადანაშაულეს.  შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.   

რეზნიკოვის თქმით, აშშ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ რეზნიკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით ახალი დახმარების პაკეტს აშშ-ის პრეზიდენტი მოაწერს ხელს. „ჩვენ მოვისმენთ სასიხარულო ამბებს. დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებას“, - აღნიშნა რეზნიკოვმა. უკრაინა აშშ-სგან რვა ერთეულ NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას ელოდება. თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კიევს ეს სისტემები ნოემბრის დასაწყისში მიეწოდება. მოგვიანებით, პენტაგონმა განმარტა, რომ აშშ უკრაინას რვა ერთეულ NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის. უკრაინაზე მასირებული საჰაერო იერიშების შემდეგ, დასავლეთმა პრიორიტეტად კისევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება გამოაცხადა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად თამაზ ბესტაევი დაინიშნა

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად თამაზ ბესტაევი დაინიშნა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მას პირადად შეხვდა და ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა. თამაზ ბესტაევმა აღნიშნულ პოზიციაზე დიმიტრი სანაკოევი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ბესტაევი, ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მთავრობის მეთაურმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.

პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას მიესალმა

საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას მიესალმა. სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება მისივე Facebook გვერდზე განთავსდა. „უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ქვეყნის ინტერესების დასაცავად და საზოგადოების სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიყენოს ყველა, მის ხელთ არსებული ბერკეტი“, - წერია პრეზიდენტის განცხადებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა

პრემიერმა და IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ფონდის მიმდინარე პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი IMF-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონს შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მისივე თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამას, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. „ირაკლი ღარიბაშვილმა ჯეიმს ჯონს საქართველოს განვითარებისა და რეფორმების გზაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გაგრძელების მზადყოფნა გამოითქვა. ხაზი გაესვა საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს. როგორც აღინიშნა, მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 10.2 პროცენტი შეადგინა. აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევად რჩება, საქართველოში ინფლაციის კლების დინამიკა შეინიშნება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ესწრებოდნენ“, - იტყობინება საქართველოს მთვრობა.  

რაისი ბაიდენს: ირანი 43 წლის წინ გაათავისუფლეს

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ საარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ირანი მალე თავისუფალი იქნება. ჯო ბაიდენი: ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს „რამდენიმე საათის წინ შევიტყვე შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადების შესახებ. როგორც ჩანს, ის დაბნეული იყო, რადგან ირანი 43 წლის წინ გათავისუფლდა და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ არ მოექცეს აშშ-ის ტყვეობაში“, - თქვა რაისმა თეირანში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

თავდაცვის მინისტრმა ირანის ახლად დანიშნულ ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები. ცნობისთვის, მაჰმუდ ადიბმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის პოზიციაზე აქბარ ყასემი ალი-აბადი შეცვალა.  

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7419 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7419 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7491 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0072 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6838 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6760 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0078 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ევროკავშირი 12 რეკომენდაციაზე: სამუშაოს სია მკაფიოა, ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ამ პროცესში

„ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, როგორც ამას აკეთებდა დამოუკიდებლობის შემდგომი წლების განმავლობაში. ჩვენ, როგორც მეგობრები და პარტნიორები, საქართველოს დემოკრატიასა და ეკონომიკაში ინვესტიციებს მუდმივად ვახორციელებთ“, - ამის შესახებ Europetime-ს ევროკავშირის სპიკერმა განუცხადა. „საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც მოწოდებულია, პატივი სცეს და ხელი შეუწყოს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. კომისიის დასკვნის მიხედვით, საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მისცა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად კომისიის მოსაზრების შემდეგ, საბჭო ასევე გამოვიდა რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი როგორც კი გარკვეული პრიორიტეტები შესრულდება. ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ამ პროცესში შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად, რათა ქვეყანა მის ევროპულ გზაზე წინ წავიდეს. სამუშაოს სია მკაფიოა და ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს (როგორც ყოველთვის) ამ პროცესში. წლის ბოლომდე გამოქვეყნდება ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ევროკავშირის კანონთა კრებულთან მიმართებით, სამი ქვეყნის სიტუაციის შესახებ დეტალურ ანალიზს მოიცავს. ევროკავშირი: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის 2023 წლიდან, გაფართოების ყოველწლიური პაკეტი სამ ქვეყანას შეეხება, ის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესზე ანგარიშს მოიცავს. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, როგორც ამას აკეთებდა დამოუკიდებლობის შემდგომი წლების განმავლობაში. ჩვენ, როგორც მეგობრები და პარტნიორები, საქართველოს დემოკრატიასა და ეკონომიკაში ინვესტიციებს მუდმივად ვახორციელებთ“, - განუცხადა Europetime-ს ევროკავშირის სპიკერმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

თბილისში რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს ახალი სახელი მიენიჭა

დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქში რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს ახალი სახელი მიენიჭა. საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე ხიდს ქართველი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის, ჭოროხის ქუჩას ქართველი მუსიკოსისა და ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა. დიდუბის რაიონში გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ სკვერს მომღერლისა და მუსიკოსის, ჯემალ ჭკუასელის სახელი დაერქვა. ჩუღურეთის რაიონში მდებარე კანკავას ქუჩას კომპოზიტორის,  საქართველოს დამსახურებული არტისტისა და  თბილისის საპატიო მოქალაქის, გომარ სიხარულიძის, ხოლო გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩის შესახვევს ფოლკლორისტის, კუკური ჭოხონელიძის სახელი ეწოდა. მთაწმინდის რაიონში, თბილისის ქუჩის მონაკვეთი, მასთან არსებული ერთი ჩიხი და ერთი შესახვევი რეჟისორის, მხატვრის რევაზ გაბრიაძის სახელობის გახდა. ისნის რაიონში, კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩის მონაკვეთსა და იორის შესახვევის მონაკვეთს არქიტექტორის, გიგა ბათიაშვილის სახელი მიანიჭეს, ხოლო ამავე რაიონში მდებარე ნავთლუღის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს კი საბერძნეთის სახელი უწოდეს. გლდანის რაიონში, მუხიანში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მომღერალ ზურაბ ბაკურაძის სახელი მიენიჭა. თბილისის N220 საჯარო სკოლა კი, დღეიდან ზურაბ ძამუნაშვილის სახელს ატარებს.  

სებ-ი: ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად - 41%-ით, კარტოფილი გაძვირდა

საქართველოს ეროვმული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად კარტოფილი (41%-ით) გაძვირდა, რამაც თვის ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. საქსტატი: წინა წელთან შედარებით, პური 26.1%-ით, ზეთი 18%-ით გაძვირდა ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, საპირისპიროდ, ბენზინის გაიაფებამ თვის ინფლაცია 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. სურსათზე ფასების ზრდამ ოქტომბრის წლიურ ინფლაციაში 4.6%-იანი წვლილი შეიტანა. „აქედან გამოსარჩევია ყველზე და პურზე წლიურად შესაბამისად 29% და 21%-ით ფასების მატება და თითოულის 0.8 პპ-იანი წვლილი. ბოლო თვეებში საწვავი თანდათან იაფდება. პარალელურად საწვავის წვლილიც ინფლაციაში მცირდება. ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 0.8 პპ-მდე შემცირდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მთლიან ინფლაციასთან შედარებით დაბალი იყო და 7.3 პროცენტს შეადგენდა“, - ნათქვამია სებ-ის კვლევაში.   

იტალია უკრაინისთვის, სამხედრო დახმარების მეექვსე პაკეტს ამზადებს

იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის ახალი მთავრობა, რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეექვსე პაკეტის დამტკიცებას გეგმავს.  იტალია ყოველთვის უკრაინის მამაცი ხალხის გვერდით იქნება - ჯორჯია მელონი ამის შესახებ ANSA იტყობინება. „ერთადერთი, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია ასეთ რთულ დროს, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, არის კონტაქტის დაკარგვა ჩვენს საერთაშორისო მოკავშირეებთან - ევროკავშირთან და NATO-სთან. ამიტომ, მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღების მხოლოდ ერთი გზა არსებობს. თუ უკრაინაში სიტუაცია არ შეიცვლება, უკრაინა იტალიისგან სამხედრო დახმარების მეექვსე პაკეტს მიიღებს “, - განაცხადა კროსეტომ L'Avvenire d'Italia-სთან ინტერვიუში. როგორც Ukrinform იტყობინება, 18 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ იტალიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი წარუდგინა.   

პოლონეთმა და ლიეტუვამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს

პოლონეთმა და ლიეტუვამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს. ლიეტუვის შეიარაღებული ძალების მეთაურის თქმით, შეთანხმება დაზვერვის საკითხებში მკაფიო რეკომენდაციებსა და ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს.  „ჩვენ მრავალი წელია ვთანამშრომლობთ და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიეტუვისთვის, რადგან პოლონეთის შეიარაღებული ძალები სრულ მხარდაჭერას გვიცხადებენ დაზვერვის სფეროში,” - თქვა ვალდემარას რუპშისმა. ლიეტუვის შეიარაღებული ძალების მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულება ასევე დაუგეგმავ სამხედრო წვრთნებსაც ითვალისწინებს.  „მსგავსი წვრთნებისას ჩვენ უზრუნველვყოფთ ტერიტორიულ ერთიანობასა და მთლიანობას, მათ შორის შევამოწმებთ ძალების საბრძოლო მზადყოფნას. ეს იქნება შეკავების ერთ-ერთი ღონისძიება, ”- თქვა რუპშისმა.   

იტალიური მედია: ხვიჩა კვარაცხელია „ატალანტასთან“ ხვალინდელ თამაშს გამოტოვებს

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, წელის მწვავე ტკივილის გამო, „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია „ატალანტასთან“ ხვალინდელ თამაშს გამოტოვებს. „ნაპოლის“ ოფიციალურ ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია „ატალანტასთან“ არ ითამაშებს.  „წელის მწვავე ტკივილის გამო, კვარაცხელია ბერგამოში გასვლით მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.  

გერმანიის იუსტიციის მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის იუსტიციის მინისტრი მარკო ბუშმანი, ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. Spiegel-ის ცნობით, ბუშმანი უკრაინის ხელისუფლებასთან და უფლებადამცველებთან მოლაპარაკებას გეგმავს. მედიის ცნობით, მოლაპარაკებების მთავარი თემა სამხედრო თავდასხმების საერთაშორისო გამოძიება იქნება. ცნობილია, რომ გერმანიას ამ საკითხში უკრაინის მხარდაჭერა სურს. „რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიებას, ბოლო თვეებსა და თებერვალში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, როგორც უკრაინისთვის, ისე სხვა ქვეყნებისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს, “- თქვა Spiegel-თან ბუშმანმა. გარდა ამისა, მხარეებმა უნდა განიხილონ იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის გეგმები.   

ანკარა და ბაქო, ნახიჩევანის გავლით თურქეთამდე რკინიგზის მშენებლობას გეგმავენ

ანკარა და ბაქო, ნახიჩევანის გავლით თურქეთამდე რკინიგზის მშენებლობას გეგმავენ. ეს საკითხი მხარეებმა ბაქოში, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მე-10 შეხვედრაზე განიხილეს. „ნახიჩევანის გავლით აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის პირდაპირი სარკინიგზო კომუნიკაციის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ყარსი-იგდირი-არალიკი-დილუჯუ-სიადარიაკ-ნახჩევანი-ჯულფა სარკინიგზო პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მხარეების პროგნოზით, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნისა და ნახიჩევანამდე რკინიგზის მშენებლობის შედეგად აზერბაიჯან-თურქეთის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები გაფართოვდება“, - წერს აზერბაიჯანული მედია.  ამასთან, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში.  ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის 9 თვეში ორ ქვეყანას შორის ტვირთების გადაზიდვის ჯამური მოცულობა 60,2%-ით, ხოლო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა - 96,3%-ითაა გაზრდილი.  

აშშ-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის ახალი $400 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა.  რეზნიკოვის თქმით, აშშ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს „სამხედრო დახმარების პაკეტში შედის 90 ერთეული T-72 ტანკი“, - ამის შესახებ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე პენტაგონის ხელმძღვანელის მოადგილემ საბრინა სინგმა განაცხადა. მისივე თქმით, აშშ და ნიდერლანდები ერთობლივად გადაიხდიან ჩეხეთის რესპუბლიკაში შენახული T-72 ტანკების აღდგენის ხარჯებს. „ეს ტანკები ჩამოვა ჩეხეთიდან. აშშ დაფარავს 45 ერთეულის აღდგენისთვის საჭირო ხარჯებს. ნიდერლანდების მთავრობა კი, თავისი ვალდებულებების შესაბამისად, გადაიხდის დანარჩენი 45 ტანკის მომსახურების საფასურს. ასე რომ, ჯამში, 90 ტანკი გაიგზავნება უკრაინაში. ეს იქნება ტექნიკურად განახლებული სამხედრო ტექნიკა" , - განაცხადა სინგმა. საბრინა სინგის თქმით, ტანკების ნაწილი უკრაინას მიმდინარე წლის ბოლომდე გადაეცემა, დანარჩენი - მომდევნო წლის განმავლობაში. დახმარების ახალ პაკეტში შედის 250 ერთეული M1117 ჯავშანტრანსპორტიორი, 40 ჯავშანტექნიკა, Hawk-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემები და 1100 Phoenix Ghost-ის ტიპის დრონი. რაც შეეხება თვითმფრინავებს, პენტაგონს უკრაინაში მათი მიწოდების ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პოლონეთში, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო

პოლონეთში „ვიშეგრადის ჯგუფის“ ქვეყნების (V4, პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, უნგრეთი) ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები Puma-2022 დაიწყო.  სამხედრო წვრთნები ნოვაია დემბას პოლიგონზე, პოდკარპაკის სავოევოდოში (პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით) მიმდინარეობს. სამხედრო მანევრებში 2000-მდე სამხედრო და 300-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. წვრთნებში V4 ქვეყნების ქვედანაყოფების გარდა, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს დანაყოფებიც მონაწილეობენ. წვრთნებში ძირითადად ჯავშანტექნიკის და მექანიზებული ჯარების ქვედანაყოფები, ასევე არტილერისტები, მესაზღვრეები, ქიმიკოსები და დაზვერვის ოფიცრები მონაწილეობენ. Puma-2022-ის წვრთნების პარალელურად, System-22-ის, Gepard-22-ისა და San-22-ის სამეთაურო-საშტაბო წვრთნებიც ჩატარდება. სამხედრო წვრთნები 9 ნოემბერს დასრულდება.   

ნიდერლანდები უკრაინას, €120 მილიონის მოცულობის სამხედრო პაკეტს გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას, €120 მილიონის მოცულობის სამხედრო პაკეტს გადასცემს. „სამხედრო დახმარების პაკეტის ჯამური ღირებულება 120 მილიონი ევროა, საიდანაც 45 მილიონი ევრო განკუთვნილია T-72 ტანკებისთვის", - ნათქვამია ნიდერლანდების თავდაცვის უწყების ანგარიშში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატებთან და ჩეხეთთან ერთად, ნიდერლანდები უკრაინას, ჩეხეთიდან 90 მოდერნიზებულ და კაპიტალურად გადაკეთებულ ტანკს მიაწოდებს. ამასთან, ნიდერლანდები უკრაინის ეროვნულ გვარდიას, სამ თანამედროვე საველე ჰოსპიტალს გადასცემს.  სავარაუდოდ, ტანკების პირველ პარტიას უკრაინა დეკემბერში მიიღებს.  

ჩუღურეთის ხიდს გურამ დოჩანაშვილის სახელი მიენიჭა

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩუღურეთის ხიდს მწერლის, გურამ დოჩანაშვილის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ავრცელებს. საკრებულოს სხდომაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებაზე იმსჯელეს და წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, თბილისში მდებარე რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს ახალი სახელი დაერქვა. საკითხები სხდომაზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ წარადგინა. კერძოდ: ჩუღურეთის რაიონში, ჩუღურეთის ხიდს მწერლის, გურამ დოჩანაშვილის სახელი მიენიჭა. ჩუღურეთის რაიონში, ჭოროხის ქუჩას ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა. მთაწმინდის რაიონში, თბილისის ქუჩის მონაკვეთს, მასთან არსებულ ერთ ჩიხს და ერთ შესახვევს რეჟისორისა და მხატვრის, რევაზ გაბრიაძის სახელი მიენიჭა. ჩუღურეთის რაიონში, ვლადიმერ კანკავას ქუჩას კომპოზიტორის, გომარ სიხარულიძის სახელი მიენიჭა. ჩუღურეთის რაიონში, გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩის შესახვევს ფოლკლორისტის, კუკური ჭოხონელიძის ქუჩის სახელი მიენიჭა. ისნის რაიონში, კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩის მონაკვეთს და იორის შესახვევის მონაკვეთს არქიტექტორის, გიგა ბათიაშვილის სახელი მიენიჭა. დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ სკვერს მომღერლის და მუსიკოსის, ჯემალ ჭკუასელის სახელი მიენიჭა. გლდანის რაიონში, მუხიანში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მომღერლის, ზურაბ ბაკურაძის სახელი მიენიჭა. ისნის რაიონში, ნავთლუღის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს საბერძნეთის სახელი მიენიჭა.