ძებნის რეზულტატი:

აშშ უკრაინას ზამთრისთვის 25 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს

აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით, ზამთრისთვის 25 მილიონ აშშ დოლარის დახმარებას გამოყოფს, რათა დაუცველ ჯგუფებს დაეხმაროს. თომას-გრინფილდის თქმით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, შეერთებული შტატები ძლიერ ორიენტირებულია უკრაინის ენერგეტიკულ საჭიროებებზე. 8 ნოემბერს, გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი ლინდა თომას-გრინფილდი კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინა აშშ-ს დამატებით თავდაცვით სისტემებს სთხოვს, რათა ირანულ თვითმფრინავებს წინააღმდეგობა გაუწიოს - მედია

ამერიკული ABC News-ი წერს, რომ უკრაინა აშშ-ს დამატებით თავდაცვით სისტემებს სთხოვს, რათა ირანულ თვითმფრინავებს წინააღმდეგობა გაუწიოს.  წყაროს ცნობით, შესაბამისი თხოვნით, პარლამენტის სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა წერილი გაუგზავნა ამერიკის კონგრესის წევრებს. სტეფანჩუკმა ასევე სთხოვა ამერიკელ კანონმდებლებს, დაეხმარონ მას აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დარწმუნებაში, რომ უკრაინას მიაწოდოს უფრო ფართო რადიუსის რაკეტები, რათა მისმა სამხედროებმა, ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე,„ირანული თვითმფრინავების მარაგი გაანადგურონ. სექტემბრიდან რუსეთმა თავდასხმების ტალღა ირანული წარმოების კამიკაძე-თვითმფრინავების გამოყენებით წამოიწყო. ასეთი იერიშისას იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. რუსეთი ენერგეტიკულ ობიექტებს ანადგურებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: შონ პენმა საკუთარი ოსკარი ჩამოგვიტანა, რომელიც უკრაინაში, გამარჯვებამდე დარჩება

ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი შონ პენი უკრაინაში ჩავიდა. ეს მისი მესამე ვიზიტია ომის დაწყების შემდეგ. შონ პენმა ვოლოდიმირ ზელენსკის ოსკარის ქანდაკება გადასცა, რომელსაც მსახიობი უკრაინაში, ომის დასრულებამდე დატოვებს. კიევში, სიმამაცის ხეივანზე შონ პენის სახელობის დაფა გაიხსნა. „ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებული იყო. შონმა საკუთარი ოსკარი ჩამოგვიტანა, როგორც ჩვენი ქვეყნის გამარჯვების რწმენის სიმბოლო. ოსკარი უკრაინაში, გამარჯვებამდე იქნება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ინფორმაციისთვის, 8 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს გაეროს კლიმატის სამიტზე ვიდეო ბმულით გამოსვლისას განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას სჭირდება მშვიდობა, რათა გლობალურ დათბობას ეფექტურად ებრძოლოს. „ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი, ვინც გიჟური და უკანონო ომით ანადგურებენ მსოფლიოს შესაძლებლობას, ერთად იმუშაოს საერთო მიზნებისთვის. მშვიდობის გარეშე შეუძლებელია, ეფექტური კლიმატური პოლიტიკა არსებობდეს, რადგან ერები ფაქტობრივად, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ დაიცვან თავი საფრთხისგან აქ და ახლა - საფრთხისგან, რომელიც რუსეთის აგრესიისგან მოდის“, - განაცხადა ზელენსკიმ.  

ლინდა თომას-გრინფილდი: ჩემი გზავნილი რუსეთის ძალებისადმი მარტივია - პასუხს გაგებინებთ თქვენ მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის

გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ რუსული არმია პასუხს აგებს უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე. ამის შესახებ მან კიევში განაცხადა. გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინაში სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიას ეწვია, სადაც სპეციალისტები გულდასმით იკვლევენ ომის დანაშაულების ადგილებს და აგროვებენ საჭირო მტკიცებულებებს. ამერიკელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მტკიცებულებებს გამოიყენებენ უკრაინის სასამართლოები, საერთაშორისო სასამართლოები და სხვა დაწესებულებები, რათა პასუხისგებაში მისცენ ისინი, ვინც დანაშაული ჩაიდინა. აშშ უკრაინას ზამთრისთვის 25 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს „ჩემი გზავნილი რუსეთის ძალებისადმი მარტივია: პასუხს გაგებინებთ თქვენ მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის. სამართლიანობა გაიმარჯვებს“, - აღნიშნა თომას-გრინფილდმა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ვაშინგტონის გზავნილი, რომ შეერთებული შტატები პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, უკრაინის გვერდით იქნება, ვიდრე კიევს დახმარება დასჭირდება.  8 ნოემბერს, გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი ლინდა თომას-გრინფილდი კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.   ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რუსეთის გეგმა, ზამთარი იარაღად გადააქციოს, ჩავარდეს - ზელენსკი

არცერთ სანტიმეტრს არ დავთმობთ და მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს გმირს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. "არც ერთ სანტიმეტრს არ დავთმობთ და მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს გმირს, რომლებიც დონბასში პოზიციებს იკავებენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს რუსული გეგმაც, ზამთარი იარაღად გადააქციოს, ისევე ჩავარდეს, როგორც სხვა გეგმები. უკრაინული ძალები ამაგრებენ პოზიციებს და ანგრევენ რუსულ ლოგისტიკას”, - აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

წინასწარი მონაცემებით, წარმომადგენლობით პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ, სენატში კი, ადგილებს „დემოკრატებთან“ თანაბრად იყოფენ

აშშ-ში 8 ნოემბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემებით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში რესპუბლიკელები ლიდერობენ. აშშ-ის „რესპუბლიკური“ პარტია, სავარაუდოდ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში 134 ადგილს დაიკავებს, დემოკრატები - 80-ს.  „სენატში „რესპუბლიკელებმა“ და „დემოკრატებმა“ 40 ადგილი დაიკავეს“,- გამოითვალა CNN-მა. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობისთვის აუცილებელია 218 ადგილი, სენატში - 50. სენატში ორივე მხარის მიერ თანაბარი რაოდენობის ადგილების დაკავების შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს რჩება.  ხმების დათვლა გრძელდება.  

Sky News-ი: რუსეთმა ირანს დრონების სანაცვლოდ, დასავლური იარაღის ნიმუშები გადასცა, რომლებიც ომში ხელში ჩაიგდო

კამიკაძე დრონების სანაცვლოდ, რომლებსაც რუსული ჯარები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იყენებენ, რუსეთმა ირანს ნაღდი ფულით 140 მილიონი ევრო გადაუხადა და დასავლური იარაღის რამდენიმე ნიმუში გადასცა, რომელიც ომში ხელში ჩაიგდო. რას სთხოვს ირანი მოსკოვს კამიკაძე-დრონების მიწოდების სანაცვლოდ ამის შესახებ ბრიტანულ ტელეარხ Sky News-ს ანონიმურობის პირობით უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელმა განუცხადა. Sky News-ის ცნობით, რუსეთმა ირანს გადასცა ბრიტანული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა NLAW-ი, ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა Javelin-ი და საზენიტო რაკეტა Stinger-ი. Sky News-მა წარმოადგინა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ 2022 წლის 20 აგვისტოს თეირანში ორი რუსული თვითმფრინავი ილ-76-ი იმყოფება. როგორც ვარაუდობენ, სწორედ მაშინ მოხდა ირანისთვის ფულისა და დასავლური იარაღის ნიმუშების გადაცემა. „საპასუხოდ, ირანმა რუსულ მხარეს 160 კამიკაძე დრონი - 100 შაჰედ-136 და 60 შაჰედ-131, ასევე ექვსი Mohajer-6 უპილოტო საფრენი აპარატი, (რომელსაც შეუძლია საბრძოლო მასალის სროლა) გადასცა. გარდა ამისა, ირანი და რუსეთი შეთანხმდნენ 200 მილიონი ევროს ღირებულების დრონების შემდგომ მიწოდებაზე“, - იტყობინება Sky News.  უკრაინის საჰაერო ძალები: ჯამში 300-ზე მეტი ირანული კამიკაძე-დრონი ჩამოვაგდეთ შეგახსენებთ, ირანმა პირველად აღიარა, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა. მანამდე, ირანის ოფიციალური პირები უარყოფდნენ ცნობებს იმის შესახებ, რომ ქვეყანა რუსეთს იარაღს აწვდის. ამ კვირაში ირანის ელჩმა გაეროში ბრალდებებს "სრულიად უსაფუძვლო" უწოდა და განაცხადა, რომ ირანს ომთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია აქვს. აშშ და მისი დასავლელი პარტნიორები კი მიუთითებდნენ, რომ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენების მტკიცებულებები არსებობს. 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ განცხადებით, ყოველდღიურად უკრაინა სულ მცირე, 10 ირანულ დრონს ანადგურებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინული მედია: ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებით რუსული ძალები „სერიოზულ დანაკარგებს“ განიცდიან

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებით რუსული ძალები „სერიოზულ დანაკარგებს“ განიცდიან. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რუსეთის გეგმა, ზამთარი იარაღად გადააქციოს, ჩავარდეს - ზელენსკი "რუსეთი ყოველდღიურად 100-მდე ჯარისკაცს კარგავს. ესარის სერიოზული დანაკარგები და გავლენას ახდენს მათ მორალურ მდგომარეობაზე," - აღნიშნა ჩერევატიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სი ძინპინი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას გეგმავს

ჩინეთი, მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო, ჯარის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას აპირებს. მედიის ცნობით, სერბეთმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა ამის შესახებ Reuters-ი ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება. „ჩინეთი გააძლიერებს თავისი არმიის წვრთნასა და მომზადებას ნებისმიერი ომისთვის“, - განაცხადა სი ძინპინმა. ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი მისივე თქმით, „ჩინეთის უსაფრთხოება სულ უფრო გაურკვეველი და არასტაბილური ხდება“. NATO მაღალ მზადყოფნაში მყოფი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას 40,000-დან 300 000-მდე გაზრდის  

აშშ-ში ამაღელვებელი ღამეა - ტრამპი

აშშ-ში ამაღელვებელი ღამეა, - ასე მიმართა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მომხრეებს. დონალდ ტრამპი: 15 ნოემბერს "დიდ განცხადებას" გავაკეთებ მისივე თქმით, არჩევნებს რესპუბლიკელები მნიშვნელოვნად იგებენ. აშშ-ში 8 ნოემბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემებით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში რესპუბლიკელები ლიდერობენ. აშშ-ს რესპუბლიკური პარტია, სავარაუდოდ, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის 80-ის წინააღმდეგ 134 ადგილს იკავებს. „სენატში რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა დაიკავეს 40 ადგილი“,- გამოითვალა CNN-მა. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობისთვის აუცილებელია 218 ადგილი, სენატში - 50. სენატში ორივე მხარის მიერ თანაბარი რაოდენობის ადგილების დაკავების შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს რჩება. ამ თანამდებობას ახლა დემოკრატი კამალა ჰარისი იკავებს. ხმების დათვლა გრძელდება.  

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ირანში იმყოფება

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, ირანში ჩავიდა. ამის შესახებ რუსული მედია უშიშროების საბჭოს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.  Sky News-ი: რუსეთმა ირანს დრონების სანაცვლოდ, დასავლური იარაღის ნიმუშები გადასცა მანამდე ინფორმაცია პატრუშევის თეირანში ვიზიტზე, ირანულმა მედიამ გაავრცელა.  ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) ცნობით, პატრუშევი თეირანში სავარაუდოდ, რუსეთის მიერ ირანული ბალისტიკური რაკეტების შეძენასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად ჩავიდა. მანამდე უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატების ახალი პარტიის გარდა, ირანისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენას გეგმავს.   

პროკურატურამ კომპანია „მელაძის“ მფლობელის, ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა გამოაცხადა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელის, ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა ინფომაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ვაჟა მელაძეს ბრალი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წარუდგინეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონსიძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ამასთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მას საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება დაეკისრა და პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის გარეშე, საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა აეკრძალა, თუმცა აკრძალვის მიუხედავად, ბრალდებული გამოძიებას მიემალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეიცვალა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა. ვაჟა მელაძესთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი, მათ შორის, მისი მეუღლე. განომოძიების ინფორმაციით, ვაჟა მელაძე მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ავეჯის მწარმოებელი კომპანია “მელაძის” მფლობელი ბრალდებულია დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ ორი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ჯგუფურად - მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად, სასურველი ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა. პროკურატურის მიერ ბრალდების წარდგენის შემდგომ, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ კომპანია “მელაძის” მფლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო - 7000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მასვე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება და პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის გარეშე, აეკრძალა საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა. მიუხედავად აკრძალვისა, ბრალდებული გამოძიებას მიემალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეიცვალა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ბრალდებულს თავდაპირველად ბრალდება 2022 წლის 25 ივნისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით (სამი ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა. ბრალდების წარდგენის შემდგომ, საგამოძიებო ორგანოს კიდევ ათეულობით დაზარალებულმა მიმართა ბრალდებულის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური თაღლითობის ფაქტებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ზემოაღნიშნული ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, 25 ოქტომბერს, ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება დაზუსტდა, კერძოდ მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით (20 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) (6 ეპიზოდი) წარედგინა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ბრალდებულს უკანონოდ აქვს გადაკვეთილი საქართველოს საზღვარი, აღნიშნულ ნაწილში მისი ბრალდება დამძიმდება და დამატებით წარედგინება ბრალდება შესაბამისი მუხლით. ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2022 წლის 31 ოქტომბერს ბრალდება წარედგინა ორ პირს. მათ შორის კომპანია "მელაძის" მფლობელის მეუღლეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) (17 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) (3 ეპიზოდი) წარედგინა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულის მეუღლე, უშუალოდ იყო ჩართული თაღლითურ სქემაში, იყო კომპანია “მელაძის”დამფუძნებელი, პირადად მონაწილეობდა საწარმოს მართვაში და მისი მითითებით ხდებოდა დაზარალებულების თანხების განკარგვა. ვინაიდან, აღნიშნული პირიც თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი და იმყოფება მიმალვაში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მეორე პირს ბრალდება 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) (4 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) (2 ეპიზოდი) წარედგინა და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 15 000 ლარის ოდენობით. სისხლის სამართლის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება. საგამოძიებო ორგანოს თითქმის ყოველდღიურად მიმართავენ ახალი დაზარალებულები. ამ დროისათვის საქმეში ფიგურირებს 47 დაზარალებული და მათ მიმართ მიყენებული ზიანი ჯამში შეადგენს 719 408 ლარს. ამასთან, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ბრალდებულის მიერ ფეისბუქის პირად გვერდზე სხვათა პერსონალური მონაცემების გავრცელებასთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება სხვისი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვის და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე დაიწყო“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

Reuters: Twitter-ის შეძენის გამო ილონ მასკის ქონება $70 მილიარდით შემცირდა

ილონ მასკის ქონება $70 მილიარდით შემცირდა მას შემდეგ, რაც აპრილში სოციალური ქსელი Twitter-ის შეძენის სურვილი გააჟღერა.  ილონ მასკის ქონებრივი მდგომარეობის ცვლილების შესახებ Reuters-ი წერს. Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის მიხედვით, მასკის ქონება 8 ნოემბერს $200 მილიარდამდე შემცირდა. რადგან ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ს აქციების ფასი დაეცა. „ინვესტორებმა Tesla-ს აქციების გაყიდვა დაიწყეს, იმის გამო, რომ მასკი უფრო მეტად Twitter-ის განვითარებაზე გადაერთო. შედეგად, Tesla-მ დაკარგა საბაზრო ღირებულების თითქმის ნახევარი, რომელიც ახლა $622 მილიარდია“, - წერს Forbes. მიუხედავად ამისა, ილონ მასკი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია და თითქმის $40 მილიარდით (Forbes-ის მიხედვით) უსწრებს უახლოეს მდევარს, LVMH-ის მფლობელს, ბერნარ არნოს. მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.  

აჭარაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინესა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აჭარაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქეს, ქალაქ ქობულეთში, რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიიდან მოშორებით, განთავსებული ჰქონდა წიწვოვანი სახეობის 109 კუბურ მეტრამდე მოცულობის, 49 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). ვინაიდან, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ, 17 000 ლარამდე შეადგინა, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა.  

ირაკლი ნადირაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს

ირაკლი ნადირაძე „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად, პარტიის თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.  ამის შესახებ დღეს, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში განაცხადა.  „დღეს აქ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად. ჩვენ გვინდა, გავაჟღეროთ მოთხოვნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელების მიმართ. ვფიქრობთ, პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე. ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, ახლიდან აირჩეს პოლიტიკური სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები“, - განაცხადა ნადირაძემ.  მისივე თქმით, პარტიამ ახალი ძალებით უნდა იბრძოლოს.  „თუ ჩვენ გვინდა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, ამ ქვეყნის თავისუფლება, ოლიგარქიის დამარცხება, უნდა ვიბრძოლოთ ახალი ძალებით, ახალი ენერგიით და ახალი ენთუზიაზმით. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე და პარტია აუცილებლად გაძლიერდება“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.  

„გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ კომპრომისული შესწორებებით მიღებულ ანგარიშთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათივე შეფასებით, შექნილ ვითარებაში ერთადერთი გზა არის პროდასავლურად განწყობილი მოსახლეობის უმრავლესობის და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია. "ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ გუშინ მხარდაჭერილი ანგარიში ევროპული ოფიციალური სტრუქტურის მიერ მიღებული პირველი წერილობითი დოკუმენტია საქართველოს შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს ევროკომისიის მიერ ზაფხულში ჩვენი ქვეყნისთვის დადგენილი 12 რეკომენდაციის შესრულებას, რითიც მიზანმიმართულად ამბობს უარს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის 12 პუნქტთან მიმართებით არანაირი წინსვლა არ აღინიშნება. უფრო მეტიც, მთელი რიგი ძირითადი მიმართულებებით ადგილი აქვს უკუსვლას. ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოში ერთადერთი ოლიგარქი არსებობს და რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჭარბი გავლენების ამოძირკვას ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. შესაბამისად, კანონის მიღება, რომელიც არ ეხება ბიძინა ივანიშვილს, არ ჩაითვლება დეოლიგარქიზაციის მუხლის შესრულებად. ევროპული სტრუქტურის ოფიციალურ დოკუმენტში პირველად არის ჩაწერილი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია და კორუფციასთან ბრძოლის მხრივ სტაგნაცია შეინიშნება. სასამართლო სისტემის რეფორმირების ნაცვლად, შეინიშნება რეგრესი მთელი რიგი მიმართულებებით, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა, ან უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების ნომინირების პროცესი. ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროინტეგრაციის პროცესთან დაუშვებელია "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან აგრესიული თავდასხმები ევროპარლამენტარებზე, ასევე ევროკავშირისა და აშშ ოფიციალურ პირებზე. განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ ევროინტეგრაციისთვის დამაზიანებელია ისეთი მავნე რიტორიკა, როგორიცაა „დასავლეთს უნდა საქართველოს ომში ჩათრევა“. ევროპარლამენტი მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივებით ოპონენტების დევნა, რისი მკაფიო მაგალითიცაა კრიტიკული მედიის მფლობელების და მათი ოჯახების წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო საქმეები, ნიკა გვარამიას საქმე, ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმე. ასევე, მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ჰუმანიტარული მიზნებით, ადეკვატური მკურნალობისთვის მისი გადაყვანა სხვა ქვეყანაში. ანგარიშში აღნიშნულია საქართველოში მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესება გასულ წელს. ევროპარლამენტი მოითხოვს "ტვ პირველის", ტვ "მთავარისა" და ტვ "ფორმულას" წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური საქმეების დაუყოვნებლივ შეწყვეტას. ანგარიშში ასახულია საარჩევნო სისტემის რეფორმის აუცილებლობა. აღნიშნულია არჩევნების პერიოდში ამომრჩეველზე ზეწოლა, ძალადობა, ხმის მოსყიდვა და სხვა ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენება. ანგარიში ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ დაცული და გარანტირებული იყოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხმის უფლება. ცალკე პუნქტად არის აღნიშნული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობა და რუსეთისადმი დაწესებული სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობების გამორიცხვა. 24 ივნისიდან 4 თვის თავზე, 12 რეკომენდაციის შესრულების ნაცვლად, "ქართულმა ოცნებამ" საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგა, კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება და კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპული ოჯახის წევრობის პერსპექტივას. შექმნილ ვითარებაში, ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის გზა გადის პროდასავლურად განწყობილი მოსახლეობის უმრავლესობისა და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციასა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან მაქსიმალურად სწრაფად ჩამოცილება", - აღნიშნულია „გირჩი-მეტი თავისუფლების, „სტრატეგია აღმაშენებლის" და პარტია „დროას“ ერთობლივ განცხადებაში.  

ელჩი დეგნანი მმართველ პარტიას და ოპოზიციას პოლარიზაციის დაძლევისა და რეფორმებზე კონცეტრირებისკენ მოუწოდებს

ახლა მნიშვნეოლოვანი ეტაპია ქვეყნის ცხოვრებაში, საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას წინ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ამის შეახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომდესაც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშზე ჰკითხეს. „აშშ არ არის ევროპარლამენტის ნაწილი და ჩვენ არ ვიყავით ჩართული ამ რეზოლუციის შემუშავებაში. თუმცა ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ ჩვენ ასევე გამოვთქვამთ წუხილს პოლიტიკური გარემოს ღრმა პოლარიზაციასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე ვეთანხმებით მოწოდებას მხარეებისადმი, რომ გაერთიანდნენ და განახორციელონ მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის არის სასამართლო რეფორმა და სხვა დემოკრატიული რეფორმები. ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. საქართველოს კარგი გამოცდილება აქვს იმ კუთხით, რომ წარუდგენს თავის რეკომენდაციებს ვენეციის კომისიას და სხვა საერთაშორისო ექსპერტებს და შემდგომ მათგან იღებს შეფასებას იმის შესახებ, თუ რამდენად არის ეს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და რამდენად აკმაყოფილებს მას. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, ანგარიში მიიღო ახლა მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყნის ცხოვრებაში, საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას წინ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემუშავებული კანონმდებლობა ასევე წარედგინოს ვენეციის კომისიას, რათა ამ კომისიამ შეაფასოს მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ჩვენი მხრივ, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს, რომელიც გულისხმობს სტაბილურ, წარმატებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას და ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ლიდერები, მმართველი პარტია და ასევე ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდებიან და ისე შეასრულებენ სამუშაოს, რომ საქართველომ ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილება შეძლოს. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ლიდერები ამას შეძლებენ ქართველი ხალხისთვის“, - განუცხადა მედიას კელი დეგნანმა.  

პროკურატურა: სამი ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა

საქართველოს პროკურატურისა და შვიდი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ, ერთდროულად სამი ქვეყნის – საქართველოს, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა. პროკურატურის ინფორმაციით, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის, პროკურატურისა და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს. „ფართომასშტაბიან ღონისძიებაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 60 და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 250-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა ხუთი ე.წ. ქოლცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას. ფართომასშტაბიანი ღონისძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყნებში დაწყებულია დანაშაულის ორგანიზატორთა გარკვეული ნაწილის მიმართ, საქართველოში დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიება, უცხო ქვეყნების და საქართველოს მოქალაქეების მიერ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ჩამოყალიბებული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის გამოვლენას ეხება. გამოძიების მიერ ამ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე ე.წ. ქოლცენტრების მოწყობას. აღნიშნული ქოლცენტრების მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ევროს თაღლითურად დაუფლებას და შემდგომში მათ გათეთრებას. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ე.წ. ქოლცენტრის ფუნქციონირებისთვის, ასეულობით საფირმო სახელწოდებით შექმნილია ელექტრონული სავაჭრო პლატფორმები, რომლებიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისაგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე. ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და უწყებას ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. ​საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ანალოგიურ დანაშაულებზე, გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულია ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული ათეულობით ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიმართ. ამ შემთხვევაშიც გამოძიება, გერმანულ მხარესთან, ასევე საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან, აქტიური თანამშრომლობით გაგრძელდება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით. საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის მაღალპროფესიონალურად და წარმატებით ჩატარებული ღონისძიებისთვის საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს. ასევე, აღნიშნული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის, ევროჯასტის წარმომადგენლებს. საქართველოს პროკურატურა, ადასტურებს საკუთარ პატივისცემას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, ბატონი ელჩის, გერმანიის პოლიციის ატაშეს, ბამბერგისა და დრეზდენის პროკურატურების, ასევე ბავარიისა და საქსონიის სახელმწიფო პოლიციის წარმომადგენლებს მიმართ, და კიდევ ერთხელ გამოთქვამს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მზადყოფნას“, – აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.  

იტალიაში, 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იტალიაში, მარშის რეგიონის სხვადასხვა რაიონში, ქვეყნის ჩრდილოეთით ორი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ზღვაში, დაახლოებით 10 კმ სიღრმეზე, საკურორტო ქალაქ რიმინიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 64 კმ-ში მდებარეობდა.  მიწისძვრის სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდა შეადგინა. რის შემდეგაც, კიდევ ორი - ​​3.1 და 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები დაფიქსირდა. იტალიური მედიის ცნობით, ბიძგები 300 კილომეტრის მანძილზე იგრძნობოდა. „მიწისძვრის ბიძგები, ხორვატიაში, იტალიაში, სლოვენიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ვატიკანში დაახლოებით 16 მილიონმა ადამიანმა იგრძნო.  მეხანძრე-მაშველების და სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მიერ ჩატარებული პირველი შემოწმების შედეგებით, მსხვერპლი და ქონების დაზიანება არ დაფიქსირებულა. მარკაში ხალხმა სასწრაფოდ მიატოვა სახლები და ქუჩაში გამოვიდა, უამრავი ინფორმაციაა სახლების კედლებზე ბზარებისა და მსხვრევის შესახებ. კერძოდ, ანკონას მეხანძრეები აცხადებენ, რომ კერძო კლინიკაში Villa Igea-ში შენობის ნაწილობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს. მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა თითქმის მთელ ცენტრალურ და ჩრდილოეთ იტალიაში“, - წერს მედია.  

უკრაინამ ბავშების რუსეთში გაყვანის შესახებ, ათასობით მტკიცებულება შეაგროვა - ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინამ ბავშების რუსეთში გაყვანის შესახებ ათასობით მტკიცებულება შეაგროვა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რუსეთის გეგმა, ზამთარი იარაღად გადააქციოს, ჩავარდეს - ზელენსკი “რუსეთის ფედერაცია აგრძელებს დანაშაულების ჩადენას უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით. ბავშვების გაყვანა ჯერ კიდევ გრძელდება“, - განაცხადა ერმაკმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.