ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირმა და ყაზახეთმა ნედლეულის შესახებ სტრატეგიული შეთანხმება გააფორმეს
ევროკავშირმა და ყაზახეთმა, ნედლეულის, აკუმულატორებისა და განახლებადი წყალბადის სფეროში, სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ევროკომისიის (EC) პრესსამსახურმა განაცხადა. „7 ნოემბერს, ეგვიპტეში COP-27-ში მონაწილეობისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ევროკავშირსა და ყაზახეთს შორის პარტნიორობის დამყარების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ნედლეულის, დახვეწილი მასალებისა და განახლებადი წყალბადის საიმედო და მდგრადი მარაგი ეკონომიკისთვის ახალი, უფრო სუფთა საძირკვლის გასაღებია „განსაკუთრებით მაშინ, როცა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას ვამცირებთ“. ევროკომისია განმარტავს, რომ „შეთანხმება მიზნად ისახავს ნედლეულისა და დახვეწილი მასალების საიმედო და მდგრადი მიწოდებასა და განვითარებას“. ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებს „ნედლეულის, აკუმულატორებისა და განახლებადი წყალბადის მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაუმჯობესებას“ და „ორმხრივი თანამშრომლობას შესაძლებლობების განვითარების, უნარების, კვლევისა და ინოვაციების სფეროში“.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 8 ნოემბრამდე პერიოდს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით 77 170; ტანკი - 2 786; ჯავშანტექნიკა - 5 654; საარტილერიო სისტემა -1 791; სარაკეტო სისტემა - 391; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 203; თვითმფრინავები - 278; ვერტმფრენი - 260. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
Reuters: აშშ და ბრიტანეთი თხევადი გაზის ექსპორტზე შეთანხმდნენ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, აშშ-სთან გაზის მთავარი შეთანხმების გამოცხადებისთვის ემზადება. დიდი ბრიტანეთი თხევადი გაზის შესყიდვაზე აშშ-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს - Bloomberg აშშ-სა და ბრიტანეთს შორის, მოლაპარაკებები „ენერგეტიკული უსაფრთხოების პარტნიორობაზე“ დასკვნით ეტაპებზეა. Reuters-ის ცნობით, აშშ, დიდ ბრიტანეთში მომდევნო წლის განმავლობაში მილიარდობით კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის გაყიდვას გეგმავს. ბულგარეთმა აშშ-დან თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი მიიღო პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი შეთანხმების შესახებ გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე სამიტის შემდეგ გამოაცხადებს. თავის მხრივ, ბრიტანეთი იმედოვნებს, რომ აშშ-სგან მომავალ წელს, დაახლოებით, 10 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის თხევად ბუნებრივ გაზს მიიღებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ბიძაშვილი, ნიკა გოგაშვილი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბიძაშვილი, ნიკა გოგაშვილი დააკავეს. როგორც ცნობილია, სამმართალდამცველები ნიკა გოგაშვილს 16 ივლისს მათი სახლიდან ამოღებული იარაღის გასაღებას ედავებიან. „ნიკა გოგაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გასაღებას გულისხმობს, ეს აბსურდია, მას თავის სახელზე შეძენილი და გაფორმებული 3 იარაღი ჰქონდა და არ გაუსაღებია. ეს არის პოლიტიკური დევნის მიზეზი, რადგან ის სოსო გოგაშვილის ბიძაშვილია. სწორედ, ამის გამო დააკავეს ის, რაც უსამართლობა და უკანონო ქმედებაა", - აცხადებს სოსო გოგაშვილის შვილმა, ნინი გოგაშვილი. ამ ეტაპზე შს სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
სანქტ-პეტერბურგში საჰაერო განგაშის აპარატურა გატესტეს
სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ რაიონში საჰაერო განგაშის სიგნალი რამდენიმე წუთის განმავლობაში მუშაობდა. რუსული მედიის ცნობით, ქალაქში საჰაერო განგაშის სისტემის მუშაობა გატესტეს. ქალაქის მოსახლეობა წინასწარ იყო გაფრთხილებული. „სანქტ-პეტერბურგის მთელ ტერიტორიაზე ელექტრომექანიკური და ელექტრონული სიგნალები ტესტირების მიზნით ჩაირთო,“- განაცხადეს ქალაქის მონიტორინგის ცენტრში.
რუსული რაკეტები უნდა განადგურდეს ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაზე გაშვებამდე - დანილოვი
რუსული რაკეტები უნდა განადგურდეს ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაზე გაშვებამდე, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი „ტვიტერზე“ წერს. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს "უკრაინას სჭირდება თანამედროვე საჰაერო თავდაცვის, თვითმფრინავების, ტანკებისა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდების გარანტია. სტრატეგია - პრევენციული ნაბიჯები. რუსული რაკეტები უნდა განადგურდეს ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაზე გაშვებამდე“, - წერს დანილოვი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
Financial Times: დასავლეთის სანქციების ფონზე, ჩინეთი რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა
ზაფხულში, ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, აგრესორის ვაჭრობა ბლოკთან - 43%-ით შემცირდა, მაგრამ ჩინეთმა პირველი ადგილი დაიკავა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო პარტნიორებს შორის. ევროკავშირში აკრძალულ რუსულ ნახშირს თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი და აფრიკის ქვეყნები ფასდაკლებით ყიდულობენ - Bloomberg ამის შესახებ Financial Times-ი გერმანიის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის გათვლებზე დაყრდნობით იუწყება. ივნის-აგვისტოში რუსეთის საქონლის იმპორტი წინა წელთან შედარებით 24%-ით შემცირდა, რის შედეგადაც იმპორტში $4,5 მილიარდის უფსკრული გაჩნდა. „უპირველეს ყოვლისა, ვარდნა გამოიწვია ევროკავშირთან ვაჭრობის 43%-ით შემცირებამ, რაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბლოკის სანქციებმა განაპირობა. ამ ფონზე რუსეთის ვაჭრობა ჩინეთთან 23%-ით გაიზარდა, რაც მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკას რუსეთის მთავარ სავაჭრო პარტნიორად აქცევს“, - წერს Financial Times-ი.
ირაკლი კობახიძის თქმით, IRI-სთვის კვლევებს საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია აწარმოებს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, IRI-სთვის კვლევებს საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია აწარმოებს. მიმდინარე წლის მარტი-სექტემბერში, საქართველოში 9 500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო": 2022 წლის 9 თვეში რუსეთიდან საქართველოში 1 მილიარდ 135 მლნ დოლარი გამოიგზავნა „ძალიან საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია აწარმოებს IRI-სთვის შესაბამის კვლევით სამუშაოებს. ეს არის „აიპიემი“, რომელიც დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. სამწუხაროდ, კონკრეტულ მონაცემებშიც გამოიხატება ჩვენი ეჭვებიც, მათ შორის, რომ შეხედოთ პერსონალურ რეიტინგებს, მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგს და ა.შ. ძალიან მარტივად იკვეთება, რომ გარკვეული მანიპულაციის ინტერესია. სამწუხაროდ კვლევაში ეს პირდაპირ იკვეთება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინდონეზიის პრეზიდენტი: პუტინს შეუძლია, G20-ის სამიტს ვირტუალურად დაესწროს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, G20-ის ლიდერების სამიტს, რომელიც მომავალ კვირას იმართება, ვირტუალურად დაესწროს. მიხაილო პოდოლიაკი: პუტინის დასწრება G20-ის სამიტზე, მსოფლიო ელიტას არასწორ სიგნალს გაუგზავნის ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომელიც 2022 წელს G20-ის სამიტს მასპინძლობს. ჯოკო ვიდოდოს თქმით, პუტინმა გასულ კვირას, მასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ბალიზე, სამიტში მონაწილეობას არ გამორიცხავდა. ზელენსკი: უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში, თუ მას პუტინიც დაესწრება „მაგრამ თუ პუტინი ბალიზე არ ჩამოვა, შესაძლო, მან გამოთქვას სურვილი, რომ სამიტს ვირტუალურად დაესწროს”, - განუცხადა ჯოკო ვიდოდომ ჟურნალისტებს როგორც G20-ის სამიტის მასპინძელი ქვეყანა, ინდონეზია დასავლეთის ქვეყნებისა და უკრაინის ზეწოლას ეწინააღმდეგება და პუტინისთვის მოწვევის გაუქმებასა და რუსეთის ჯგუფიდან გარიცხვას არ ემხრობა. ინდონეზიამ ასევე G20-ის სამიტზე მიიწვია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ სამიტს არ დაესწრება, თუ პუტინი ბალიზე ჩავა. ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება.
ზურაბ აზარაშვილმა ელჩთან ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების საკითხი განიხილა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ისაუბრეს რეფერალური მომსახურების პროგრამის ფარგლებში საქართველოდან ისრაელში წასული პაციენტების მკურნალობაზე, გადაუდებელი მდგომარეობის დროს ეფექტიანი დახმარების სისტემის დანერგვასა და საქართველოში მაღალტექნოლოგიური ჩარევების დანერგვისთვის ადამიანური რესურსების გადამზადების შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ისრაელი აქტიურად დაეხმარება საქართველოს, ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის მოწყობასა და მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებაში. განიხილეს ისრაელის სახელმწიფოში, შრომის ბაზრის სხვადასხვა სექტორში, საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის საკითხიც. ისრაელის ახლად დანიშნულმა ელჩმა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.
თურქეთმა თავის საჰაერო სივრცეში, ორმაგი რეგისტრაციის მქონე რუსული თვითმფრინავების ფრენა აკრძალა
პირველი ნოემბრიდან, თურქეთის ხელისუფლებამ ორ იურისდიქციაში რეგისტრირებულ თვითმფრინავებს, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ამ აკრძალვას ექვემდებარება ბერმუდის კუნძულებზე რეგისტრირებული ზოგიერთი რუსული თვითმფრინავი. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ირწმუნება, რომ ბერმუდის საავიაციო რეესტრი რუსული თვითმფრინავების რეგისტრაციიდან მოხსნას აჭუანურებს. მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, ბერმუდის ხელისუფლებამ გააუქმა ამ თვითმფრინავების საზაფხულო სერტიფიკატების მოქმედებს ვადა. ავიაპარკის შესანარჩუნებლად რუსეთის ხელისუფლებამ 500 თვითმფრინავზე მეტი გადაიყვანა რუსეთის იურისდიქციაში. შესაბამისად, სექტემბრის შუა რიცხვებიდან 560 საჰაერო ლაინერი ერთდროულად ირიცხებოდა როგორც რუსეთის, ისე ბერმუდის რეესტრში. თურქეთის გარშემო ფრენის აუცილებლობის გამო, რუსეთიდან, მაგალითად, ეგვიპტეში ფრენების ხანგრძლივობა 20-30 წუთით გაიზარდა. რუსეთის დეპარტამენტი პრობლემის განხილვას თურქულ მხარესთან უახლოეს მომავალში გეგმავს.
სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, რომელიც ოკუპირებული გალის ტერიტორიიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულს თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერების შეკვრა. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი. საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული მორიგი მძიმე ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.
საპროტესტო აქციების ჩახშობისთვის, ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს - Bloomberg
საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობისთვის, ევროკავშირი, ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწსებას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg-ი საკუთარი წყაროებზე დაყრდნობით წერს. ირანში საპროტესტო აქციის დროს, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა გამოცემა წერს, რომ ევროკავშირის ელჩები ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე აპირებენ მხარი დაუჭირონ წინადადებებს, რომლებიც რამდენიმე ირანელი ფიზიკური პირისა და სუბიექტის წინააღმდეგაა მიმართული. ამ საკითხს, შემდეგი კვირის დასაწყისში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ. გერმანია და ევროკავშირის სხვა წევრები ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავენ - მედია სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა ირანში მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ძალებმა სასაზღვრო პროვინციებში საპროტესტო აქციები დაარბიეს. ირანში საპროტესტო აქციების მიზეზი მაჰსა ამინის გარდაცვალებაა. ის თეირანში, 13 სექტემბერს, მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა.
ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტში მონაწილეობას მიიღებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტში, სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა სერჰი ნიკიფოროვმა განაცხადა. „რა თქმა უნდა, რაღაც ფორმატში ზელენსკი მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში“, - განაცხადა ნიკიფოროვმა. მანამდე, ზელენსკი აცხადებდა, რომ უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში, თუ მას პუტინიც დაესწრება. ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება. ინდონეზიის პრეზიდენტი: პუტინს შეუძლია, G20-ის სამიტს ვირტუალურად დაესწროს G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს. G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.
ირაკლი ღარიბაშვილი შარმ-ელ შეიხში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 27-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგოსისტემა აქვს. მისი 85% განახლებადი წყაროებიდან მომდინარეობს და ამ წილის შემდგომი გაზრდა ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარმ-ელ შეიხში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 27-ე კონფერენციაზე კლიმატის ცვლილების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარბაშვილის თქმით, საქართველო განაგრძობს ისეთი არატრადიციული, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებასა და მხარდაჭერას, როგორიცაა მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და მდგრადი ენერგიის სხვა წყაროები და საშუალებები. „ვაგრძელებთ ისეთი არატრადიციული, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებასა და მხარდაჭერას, როგორიცაა მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და მდგრადი ენერგიის სხვა საშუალებები. დარწმუნებული ვარ, რომ შარმ ელ-შეიხში ჩვენი მოლაპარაკებების შედეგი ქვეყნების მდგრადობის გაზრდის მტკიცე ჩარჩოს შემუშავება გახდება. თუმცა, ეს ძალისხმევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ქმედითი, თუ განვითარებადი ქვეყნების პერსპექტივებისა და კონტექსტის გათვალისწინება ყველა რეგიონში მოხდება“, - აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბეშვილმა კოლეგებს მოუწოდა, რომ 27-ე კონფერენციის შედეგები, არსებულ რეალობაში მალე ამოქმედდეს. „დასკვნის სახით, ჩემო მეგობრებო, მინდა, მოვუწოდო და შევახსენო ყველა ჩვენს კოლეგას, რომ წარმატების მიღწევა მარტო შეუძლებელია. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ შედეგის მიღწევას. მოდით, ერთად გარდავქმნათ დაინტერესებულ წრეთა და მხარეთა 27-ე კონფერენციის შედეგები სწრაფ ქმედებებში, კლიმატის გადასარჩენად. გმადლობთ!“- აღნიშნა პრემიერმა.
ზელენსკიმ პარლამენტს საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით მიმართა
ზელენსკიმ პარლამენტს საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით მიმართა. შესაბამისი კანონპროექტები რადაში დარეგისტრირდა. ტექსტი ჯერ არ არის საჯარო. კანონპროექტები განსახილველად პარლამენტის ხელმძღვანელობას გადასცა. 15 აგვისტოს, უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 90 დღით, 21 ნოემბრამდე გაახანგრძლივა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლინდა თომას-გრინფილდი კიევშია
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი გაეროში, ელჩი ლინდა თომას-გრინფილდი კიევში ჩავიდა, რათა უკრაინისადმი შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა დაადასტუროს და ქვეყნის ლიდერებს შეხვდეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ამერიკული მხარის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. ელჩო გაეცნობა რუსული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკის შესახებ მტკიცებულებებს და გადარჩენილთა ისტორიებს მოისმენს. ელჩი თომას-გრინფილდი ასევე განიხილავს გლობალურ სასურსათო კრიზისს, რომელიც რუსეთის შეჭრის შედეგად გამწვავდა და ხაზს გაუსვამს „მარცვლეულის ინიციატივის“ გაგრძელების კრიტიკულ აუცილებლობას მომავალი წლისთვის. გრინფილდი ასევე შეხვდება ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, რომლებიც ენერგეტიკულ და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზარალდნენ.
სალომე ზურაბიშვილმა და ტინი კოქსმა, დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სტრასბურგში ვიზიტისას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ტინი კოქსს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრისას ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და საუბარი შეეხო რეიკიავიკში, 2023 წლის მაისში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობებისა და სახელმწიფო მეთაურების სამიტის ჩატარების მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა რეიკიავიკის ფორუმს, ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში და იმედი გამოთქვა, რომ ამ ფორუმზე აღნიშნული საკითხი აქტიურად იქნება განხილული. შეხვედრაზე ისაუბრეს დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და განვითარების საკითხზე. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამ კუთხით თვითმმართველობების დონეზე თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას. ხაზი გაესვა ქვეყნის შემდგომი წინსვლისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხისა და ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების დაძლევის მნიშვნელობას, ასამბლეის პრეზიდენტმა ამ პროცესის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი დესპინა შაცივასილიუ, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა, თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც მისი ინიციატივით დაფუძნდა და თბილისში მომავალ წელს მეორედ ჩატარდება. პრეზიდენტმა სტრასბურგში სამუშაო ვიზიტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ტინი კოქსთან შეხვედრით დაასრულა.
ლარი გაუფასურდა
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7366 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7340 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.26 თეთრი შეადგინა.გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7366 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7304 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.62 თეთრი შეადგინა.გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1471 ლარს შეადგენს, ასევე, გამყარდა ფუნტი და 3.1413 ლარი ეღირება.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 9 ნოემბრიდან შევა ძალაში.
უკრაინამ 38 დამცველის ცხედარი დაიბრუნა
უკრაინამ კიდევ 38 დამცველის ცხედარი დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრომ განაცხადა. ოპერაცია განსაკუთრებულ ვითარებაში პირთა გაუჩინარების საკითხებში უკრაინის კომისარ ოლეგ კოტენკოსა და რამდენიმე სამართალდამცავი უწყების თანამშრომლობით განხორციელდა. 11 ოქტომბერს, უკრაინამ 62 დაღუპულის ცხედარი დაიბრუნა, მათ შორის ოლენივკის სასჯელაღსრულების კოლონიიდან.