ძებნის რეზულტატი:
გაეროში აშშ-ის ელჩი: უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა ურყევია
გაერო-ში შეერთებული შტატების ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდიმ განაცხადა, რომ უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა ურყევია და გაგრძელდება ვიდრე ქვეყანა ამ ომს არ მოიგებს. ლინდა თომას-გრინფილდი კიევშია „არანაირი მოლაპარაკება, რომელშიც უკრაინას მესაჭის ადგილი არ უკავია. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება. მათ უნდა განსაზღვრონ, როდის იქნებიან მზად ამ მოლაპარაკებებისთვის“, - აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა. უკრაინაში ელჩო გაეცნობა რუსული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკის შესახებ მტკიცებულებებს და გადარჩენილთა ისტორიებს მოისმენს. ელჩი თომას-გრინფილდი ასევე განიხილავს გლობალურ სასურსათო კრიზისს, რომელიც რუსეთის შეჭრის შედეგად გამწვავდა და ხაზს გაუსვამს „მარცვლეულის ინიციატივის“ გაგრძელების კრიტიკულ აუცილებლობას მომავალი წლისთვის. გრინფილდი ასევე შეხვდება ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, რომლებიც ენერგეტიკულ და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზარალდნენ.
ომბუდსმენი ნიკა გვარამიას საქმეზე: სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების კონსტიტუციური უფლება უნდა გამოიყენოს
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მიმართ შეწყალების კონსტიტუციური უფლება უნდა გამოიყენოს. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა "დავასაბუთეთ, თუ რატომ იყო ეს ის შემთხვევა, სადაც პრეზიდენტს უნდა გამოეყენებინა შეწყალების კომპეტენცია და, რა თქმა უნდა, ამ აზრზე ვრჩები, იმიტომ რომ ერთის მხრივ, ეს არის ექსკლუზიური კომპეტენცია, ეს არის ნამდვილად პოლიტიკური კომპეტენცია პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გვარამიას საქმეში არსებობს ძალიან სერიოზული სამართლებრივი პრობლემები, ბრალი არის დაუსაბუთებელი და საერთოდ ვფიქრობ, რომ ამ საქმეში დანაშაულის ნიშნებიც კი არ არსებობდა", - განაცხადა ლომჯარიამ. „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა. „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მიიღო. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.
იუსტიციის მინისტრი: საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს
საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს და რეალურად შეუძლებელია, რომ ვინმეს საქართველოში ეწოდოს პოლიტპატიმარი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენაჩენს. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა "კონკრეტული ადამიანების ბედის გადაწყვეტის სამართლებრივ საკითხებზე გადაწყვეტილებას სასამართლო ხელისუფლება იღებს და ნებისმიერი სახის სხვა ჩარევა არის ყოვლად მიუღებელი“, - განაცხადა ბრეგაძემ. „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა. „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მიიღო. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.
ილჰამ ალიევი: სომხეთს უნდა ახსოვდეს ყარაბაღის მეორე ომის გაკვეთილები
სომხურმა მხარეს უნდა ახსოვდეს მეორე ყარაბაღის ომის გაკვეთილები და გაიაზროს, რომ ცეცხლთან თამაში ერევანს ძვირად დაუჯდება. ფაშინიანი: აზერბაიჯანის ძალების საწყის პოზიციებზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, რუსეთის მკაფიო პოზიცია მნიშვნელოვანია ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 8 ნოემბერს ქალაქ შუშაში, სამხედრო მოსამსახურეებთან გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. „ეს სომხეთის ხელისუფლება იქნება, ოპოზიცია, თუ ვინმე სხვა, აზერბაიჯანის წინააღმდეგ გეგმებს კიდევ ერთხელ მოაწყობს, ის ჩვენი ქვეყნის „რკინის მუშტს“ დაუპირისპირდება. ეს აჩვენა ბოლო ორი წლის მოვლენებმა“, - აღნიშნა ალიევმა. მისივე თქმით, დღეს სომხეთში რევანშისტულ ძალებს არ სურთ 2020 წლის ომის შედეგებთან შეგუება. ალიევმა შუშაში, სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრებზე მიმდინარე წლის მოვლენები, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 13-14 სექტემბრის მოვლენები გაიხსენა. „ეს ყველაფერი გაკვეთილი უნდა იყოს სომხეთისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ისინი საბოლოოდ გააცნობიერებენ და იზრუნებენ საკუთარ საშინაო საქმეებზე და არ შეეხებიან მეზობლების მიწებს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები აზერბაიჯანის ტერიტორიებზე დროებით იმყოფებიან.
ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრემია - „თავისუფლების მედალი" მიენიჭა
უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიენიჭა პრემია - „თავისუფლების მედალი“, რომელსაც ყოველწლიურად, ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია „ეროვნული საკონსტიტუციო ცენტრი“ გასცემს. ყოველწლიურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს და ყველა გლობალურ დემოკრატიას უკრაინის მხარდაჭერისთვის რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში და მოუწოდა მათ, არ გაჩერდნენ საბოლოო გამარჯვებამდე. „მოგიწოდებთ, შევინარჩუნოთ ურყევი ერთობა, როგორც ეს არის ახლა, იმ დღემდე, როდესაც ჩვენ ყველანი გავიგებთ იმ მნიშვნელოვან სიტყვებს, რაზეც ვოცნებობდით... ვიდრე არ გავიგებთ, რომ მშვიდობა საბოლოოდ აღდგა. დემოკრატიები არ უნდა გაჩერდნენ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ. ამავდროულად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელები თავიანთ პარტნიორებთან ერთად ავითარებენ უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას - უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისა და ევროპისთვის, რომელიც არამხოლოდ გააძლიერებს გაეროს წესდების პრინციპებს, არამედ ერთგვარი მოდელი გახდება. აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები ტარდება უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, კონგრესის ორივე პარტიას და თითოეულ ამერიკელს მხარდაჭერისთვის. „გთხოვთ, იცოდეთ, რომ თქვენ მხარს უჭერთ არამხოლოდ ქვეყანას ან მის ლიდერს, თქვენ მხარს უჭერთ მილიონობით ადამიანს, რომლებიც თქვენ მსგავსად აფასებენ თავისუფლებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება
პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში თბილისის N 64-ე საჯარო სკოლას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ ჯანჯღავა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესტუმრნენ. გენერალ-მაიორი მოსწავლეებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა. სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობაც გააცნეს. უფროსკლასელებს თემატური ვიდეორგოლების ნახვის, სამხედრო მოსამსახურეების პირადი ისტორიების გაცნობისა და საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროექტის „ჩვენი ჯარი“' საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.
უკრაინა: მარიუპოლის პორტში სამხედრო ტვირთით, ოკუპანტების გემები პირველად შევიდნენ
ოკუპირებული მარიუპოლის პორტში, სამხედრო ტვირთით რუსული გემები პირველად შევიდნენ. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პიოტრ ანდრიუშჩენკომ Telegram-ზე განაცხადა. BBC: მარიუპოლის მახლობლად, 1500-ზე მეტი ახალი საფლავი აღმოაჩინეს მისივე ინფორმაციით, დამპყრობლებმა პორტში სამშენებლო მასალა, მედიკამენტები სამხედრო ჰოსპიტალისთვის და რამდენიმე ასეული სამხედრო ფორმა შემოიტანეს. შეგახსენებთ, რომ მარიუპოლი 2022 წლის მარტის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებს ბლოკირებული აქვთ. უკრაინა: ოკუპირებული მარიუპოლის გარშემო, რუსეთის ძალები თავდაცვის ხაზს აგებენ დამპყრობლებმა ბომბები ჩამოაგდეს მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფოზე, დრამატულ თეატრსა და სხვა შენობებზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული აგრესიის შედეგად, ქალაქის ინფრასტრუქტურის 95%-ზე მეტი განადგურებულია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სერჰი გაიდაი: უკრაინელებმა ლუგანსკისა და სევეროდონეცკის ოლქებში, ოკუპანტების საწვავის საცავი ააფეთქეს
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი გაიდაის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის რაიონის სოფელ დიბროვაში, ოკუპანტების საწვავის საცავი ააფეთქეს. ამის შესახებ გადაი სოციალურ ქსელში წერს. უკრაინა: მარიუპოლის პორტში სამხედრო ტვირთით, ოკუპანტების გემები პირველად შევიდნენ "უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა 140-ე ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის საარტილერიო დარტყმის შედეგად განადგურდა საწვავის და საპოხი მასალების რუსული საწყობი" - წერს გაიდაი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა, აბსოლუტურად ახალ ეტაპზეა გადასული - პაპუაშვილი
იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა გადასულია აბსოლუტურად ახალ ეტაპზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა იაპონიის პარლამენტში შეხვედრები გამართა „ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროპასა და აზიას შორის იმ დერეფანში მშვიდობის შენარჩუნებას, სადაც საქართველო მდებარეობს, რათა ევროპაც უზრუნველყოფილი იყოს ალტერნატიული გზებით აზიის ქვეყნებიდან, ენერგო რესურსების თუ სხვა რესურსებით მომარაგების კუთხით. ჩვენ საპარლამენტო თანამშრომლობაზე გვქონდა ძალიან ინტენსიური საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს ჰქონდეთ გაცვლა მოსაზრებების და თანამშრომლობის შესაძლებლობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მალევე შედგება საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იაპონიაში. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ამ ვიზიტებით ძალიან გამყარდება ურთიერთობა ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით ეს შეეხება იაპონიის მხრიდან გამოჩენილ განსაკუთრებულ დაინტერესებას საქართველოს ეკონომიკაში მონაწილეობის მხრივ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თურქეთი, რუსული გაზის საფასურის გადახდას რუბლით იწყებს – Reuters
თურქეთის ხელისუფლება, რუსეთის ფედერაციისთვის გაზის მიწოდების საფარსურის გადახდას, რუბლით იწყებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსული გაზის საფასურის ნაწილს რუბლში დაფარავს მოსკოვი მყიდველებს სთხოვს, გაზის საფასური რუბლით გადაიხადონ, რათა ვალუტა გააძლიეროს. ამავდროულად, ანკარა, ვაჭრობის სტიმულირებას, ლირის გამოყენებით ცდილობს. ცნობილია, რა მოცულობის გაზს იყიდის რუსეთისგან თურქეთი რუბლში შეგახსენებთ, რომ რუსული გაზის საფასურის ნაწილის რუბლით დაფარვაზე შეთანხმებას, პუტინმა და ერდოღანმა აგვისტოს დასაწყისში სოჭში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. თუმცა მაშინ არ დასახელებულა გაზის ის მოცულობა, რომელიც თურქეთმა რუსეთისგან რუბლით უნდა იყიდოს.
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, ანგარიში მიიღო
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განიხილეს ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებები. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი უძღვებოდა. ევროპარლამენტარები ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებებს განიხილავენ ტექსტს მხარი დაუჭირა 47-მა დეპუტატმა, 5 წინააღმდეგ წავიდა, 2-მა კი, თავი შეიკავა. შესწორებაში, რომელსაც მხარი დაუჭირეს, სხვა გარემოებებთან ერთად ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდებოდა, ჯერ კიდევ განიცდის ზრუნვის ნაკლებობას, რაც მის სიცოცხლესთან დაკავშირებით აჩენს საფრთხეს. განხილვას ესწრებოდა ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია. ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ ძირეული სასამართლო და საარჩევნო რეფორმებისკენ. ანგარიშის თანახმად, დროულად უნდა დასრულდეს საარჩევნო რეფორმა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აღმოიფხვრას მანამდე გამოვლენილი ნაკლოვანებები და ჩატარდეს OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ანგარიშის ავტორები გამოხატავენ წუხილს „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში შექმნილ, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფიში ISFED-ის არდაშვებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის საკითხს, ეს ერთ-ერთ პრიორიტეტულ რეკომენდაციად არის მითითებული კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე. საუბარია ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობაზე. დღეს მიღებულ კომპრომისულ ვერსიაში აღარ არის ნახსენები ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნა. ევროპარლამენტარების რეკომედანციაა, „გადაიჭრას გადაჭარბებული ინტერესების ზეგავლენის საკითხი, განსაკუთრებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, სისტემურად, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების გზით, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში“. შესწორებების ახალ ვერსიაში კომიტეტი მოუწოდებს „საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისცეს უფლება, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ, ჰუნამიტარული მიზნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება“. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება აღარ არის დასახელებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად, როგორც ეს რამდენიმე შესწორების პროექტში გვხვდებოდა. ანგარიში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები შეწყვიტოს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების, მფლობელების ან მასმედიის წარმომადგენლების ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს გადახედოს. აქვე გამოხატულია შეშფოთება იმის გამო, რომ 2022 წლის 2 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ნიკა გვარამიას განაჩენი საეჭვო ბრალდებებით, ამ საქმესთან დაკავშირებით წამოჭრილი არსებითი შეკითხვების მიუხედავად, კერძოდ, ვადებთან და ბრალდებებთან დაკავშირებით“. ევროპარლამენტარები პოლიტიზირებული მართლმსაჯულების თვალსაჩინო მაგალითს უწოდებენ „ლელოს“ ლიდერების საქმეს. „ანგარიში აღნიშნავს, რომ „სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც „ლელო საქართველოსთვის" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნეს და სასამართლოს განაჩენის გამოყენება ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის ჩამოსართმევად, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს"; ანგარიში აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ლიდერების შემდგომი გასამართლება წინააღმდეგობაში იქნება პოლარიზაციის შემცირების დეკლარირებულ მიზნებთან“. ევროპარლამენტარების წუხილს გამოთქვამენ, რომ ღრმა პოლარიზაცია კვლავ რჩება საქართველოს პოლიტიკური გარემოს განმსაზღვრელად. ანგარიშის ავტორები ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარეს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ყოველგვარი გამყოფი და აგრესიული რიტორიკისაგან, გააერთიანონ თავიანთი ძალები იმმ მიზნით, რომ საფრთხე არ შეუქმნან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ მიზანს ამბიციური დემოკრატიული, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების გზით; ევროკავშირის შუამავლობით 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენენ გზამკვლევს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და პოლარიზაციის შემცირებისკენ. ეს ანგარიში რეზოლუციას უნდა დაედოს საფუძვლად.
რუსეთის შეჭრის შემედეგ, უკრაინაში უგზო-უკვლოდ დაკარგულების მოსაძებნად, გერმანია €7,6 მილიონს გამოყოფს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოსაძებნად, გერმანია €7,6 მილიონს გამოყოფს. ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის საელჩომ განაცხადა. ცნობილია, რამდენი ბავშვი დაიკარგა უკრაინაში უგზო-უკვლოდ ამასთან, იგეგმება უკრაინელი სასამართლო ექსპერტებისა და გამომძიებლების ტრენინგი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნა დაუშვა
უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნა დაუშვა. შესაბამისი ნებართვა მან უკვე მისცა ეკლესიებს. CNN წერს, რომ ეს ყველაფერი მოსკოვთან განხეთქილების გაღრმავების ფონზე ხდება. მედია წერის, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადება აძლიერებს განხეთქილებას, რაც კიდევ უფრო გამწვავდა უკრაინაში რუსეთის შეჭრით. „გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც გათვალისწინებული იყო მრავალი თხოვნა, ასევე დისკუსია, რომელიც მრავალი წელია, მიმდინარეობს ეკლესიასა და საზოგადოებაში. განსაკუთრებით, ომის გარემოებებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადებაში. CNN წერს, რომ ხსენებული განხეთქილება უფრო ღია გახდა 2018 წელს, მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომე I-მა, რომელიც მთელ მსოფლიოში მართლმადიდებელთა სულიერ ლიდერად ითვლება, მხარი დაუჭირა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. რუსეთის პატრიარქი კირილი კვლავ ღიად უჭერს მხარს უკრაინაში შეჭრას და აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცები ყველა ცოდვისგან განიწმინდებიან.
ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს
„ჩვენ მხარდაჭერას გამოვხატავთ საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიში განიხილეს. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი უძღვებოდა. მან პროცესს რთული უწოდა, თუმცა მასში კონსტრუქციული მიდგომისთვის ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა. ვფიქრობ, შევძელით კომპრომისული ტექსტის წარმოდგენა, რომელიც გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსა და მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების მიმართ. ტექსტი ადეკვატურად ასახავს ასოცირების შეთანხმების პროგრესს და პარლამენტის პოზიციას, თუ რისი გაკეთებაა საჭირო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რათა სისრულეში მოვიდეს მოსახლეობის ლეგიტიმური იმედები და მისწრაფებები. ეს ასევე ასახავს გამართლებულ კრიტიკას სხვადასხვა სფეროში საქართველოს ხელისუფლების ქმედებასთან დაკავშირებით, თუმცა საქართველოს მოსახლეობას შეუძლია, დარწმუნებული იყოს, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს მათ მისწრაფებას და ევროპული ინტეგრაციის პროცესს“, - განაცხადა სვენ მიქსერმა.
ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „საგარეო მინისტრები“ რუსეთში ირანის საელჩოში იმყოფებოდნენ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ახსარ ჯიოევი მოსკოვში ირანის საელჩოში იმყოფებოდნენ. არძინბამ და ჯიოევმა ირანის ელჩს რუსეთში კაზემ ჯალალის შიიტურ სალოცავზე თავდასხმისას 15 ადამიანის დაღუპვის გამო მიუსამძიმრეს. საელჩოში არძინბამ განაცხადა, რომ „აფხაზეთისთვის საინტერესოა ირანის სახელმწიფოს განვითარებაზე დაკვირვება“. „გარდა ამისა, ჩვენ ინტერესით ვაკვირდებით, როგორ ვითარდება 3+3 ფორმატი. ეს ის ფორმატია, რომელშიც მუშაობენ რუსეთის ფედერაცია, ირანი, თურქეთი და ამიერკავკასიის რესპუბლიკები. ჩვენი აზრით, ეს არის ძალიან სერიოზული პლატფორმა მომავლისთვის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური საკითხების განსახილველად. აფხაზეთის რესპუბლიკა დაინტერესებულია, როგორ ვითარდება ამ პლატფორმის სამუშაო“, - განაცხადა ინალ არძინბამ. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს ინალ არძინბასა და ახსარ ჯიოევს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ურთიერთობის აქტუალური საკითხები, ჟენევის დისკუსიების არსებული მდგომარეობა და სამხრეთ კავკასიაში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება. „ინალ არძინბამ აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მონაწილეობას კონსულტაციების მექანიზმში აფხაზეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის და სირიის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე. არძინბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მექანიზმი გამიზნულია სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის გააქტიურებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში რადიო თავისუფლების ცნობით. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ამ ორი ე.წ. სახელმწიფოს დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ.
ამერიკის საელჩო: იშვიათად ყოფილა რეგიონული სტაბილურობა უფრო დიდი საფრთხის ქვეშ და იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ახლა
თბილისში გამართული საერთაშორისო ფორუმისადმი მიძღვნილ ტექსტში ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ იშვიათად ყოფილა რეგიონული სტაბილურობა უფრო დიდი საფრთხის ქვეშ და იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ახლა, როდესაც რუსეთი აგრძელებს თავის სასტიკ, არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. „მნიშვნელოვანი დიალოგის გასამართად თბილისის მეოთხე საერთაშორისო ფორუმზე რეგიონული სტაბილურობისთვის შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები შეიკრიბნენ და განიხილავენ ბირთვულ-რადიოლოგიურ უსაფრთხოებას მიმდინარე გარემოებების გათვალისწინებით. შეერთებული შტატები სიამაყით უჭერს მხარს ამ ფორუმს და ვიმედოვნებთ, რომ ეს და სხვადასხვა ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის ხელშემწყობი იქნება“, - წერია განცხადებაში.
დენის შმიგალი: უკრაინას ზამთრისთვის საკმარისი გაზი და ქვანახშირი აქვს
8 ნოემბრის მდგომარეობით, უკრაინას 14,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აქვს. ასევე არის 1,5 მილიონი ტონა ქვანახშირი, რაც თითქმის ორჯერ მეტია საჭირო გარანტირებულ რეზერვზე. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. „დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს 14,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მარაგში. ამ რესურსის 98%, არის უკრაინული გაზი“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. მისივე თქმით, უკრაინამ ომის მიუხედავად, ცხრა თვის განმავლობაში 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა.
პოლონეთი აშშ-ის სამხედრო ბაზის გაფართოებას გეგმავს
პოლონეთი გააფართოვებს სამხედრო ბაზას, რომელიც აშშ-ის საბრძოლო საავიაციო ბრიგადას მასპინძლობს. ვარშავა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში აშშ-ის წარმომადგენლობას ზრდის. თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ ბაზა, რომელიც მასპინძლობს აშშ-ის (Apache-ს) დამრტყმელ ვერტმფრენებს, პოლონეთისა და NATO-ს ძალების მხარდასაჭერად, აშშ-ის საჰაერო ძალების ოპერატიულ შესაძლებლობებს გააძლიერებს. „პოვიცი „იქცევა სამხედრო კომპლექსად, რომელიც ემზადება პოლონეთისა და NATO-ს ძალების მხარდასაჭერად, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე“, - განაცხადა ბლაშჩაკმა. ბაზის გაფართოება ვაშინგტონსა და ვარშავას შორის 2020 წლის შეთანხმების ნაწილია, რომელიც მოიცავს გაძლიერებულ თავდაცვის თანამშრომლობას და 114 ინფრასტრუქტურულ პროექტს 11 ლოკაციაზე. ვარშავა ასევე აპირებს საკუთარი სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას აშშ-დან ვერტმფრენებისა და ტანკების შეძენით. მოსალოდნელია, რომ პოლონეთი მომავალ წელს, აბრამსის ტანკებს მიიღებს. ბაიდენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პოლონეთში „დროებით“ განლაგებული აშშ-ის ძალები, სავარაუდოდ, იქ „დიდი ხნით“ დარჩებიან. „დღეს ჩვენ ვიწყებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში და ეს ნიშნავს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაზრდას პოლონეთსა და მთელ რეგიონში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა პოლონეთში მარკ ბჟეზინსკიმ.
თურქეთის საზღვარზე ბულგარელი პოლიციელი მოკლეს
ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთის საზღვარზე ბულგარელი პოლიციელი მოკლეს. დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გახსნა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლისა და ჯარისკაცის მისამართით, რომლებიც სოფელ გოლიამ დერვენტის მახლობლად პატრულირებდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა. ოფიციალური პირების თქმით, სამხედრო მოსამსახურემ, რომელიც არ დაშავებულა, საპასუხო ცეცხლი გახსნა. „ეს არის კრიმინალური ქმედება, უკიდურესი აგრესია... ეს არის პირველი თავდასხმა ცეცხლსასროლი იარაღით, მიგრანტების მიერ", - განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრმა ივან დერმენჯიევმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა. „ამიერიდან, ჩვენ უკომპრომისო ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენი ოფიცრების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“, - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, თურქულმა მხარემ თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ბულგარეთმა 350-მდე ჯარისკაცი განალაგა თურქეთთან და საბერძნეთთან სამხრეთ საზღვარზე, რათა დაეხმაროს სასაზღვრო პოლიციას მიგრანტების მზარდ ნაკადთან ბრძოლაში.
თურქეთს „მარცვლეულის ინიციატივის“ ერთი წლით გახანგრძლივება სურს
თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ ერთი წლით გახანგრძლივება სურს, ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა. ჰულუსი აკარის თქმით, უკრაინამ თურქეთის მეშვეობით რუსეთს გარანტიები მისცა, რომ არ გამოიყენებს შავი ზღვის უსაფრთხოების დერეფანს სამხედრო მიზნებისთვის. „ჩვენ შევთავაზებთ ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას", - განაცხადა აკარმა. რატომ შეცვალა რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება