ძებნის რეზულტატი:

ბელგრადში, უკრაინაში რუსეთის შეჭრა გააპროტესტეს

ბელგრადის ცენტრში ასობით ადამიანი შეიკრიბა შაბათს, რომელთაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა გააპროტესტეს.  მათ ქალაქის ცენტრიდან რუსეთის საელჩომდე მსვლელობა მოაწყვეს პლაკატებით „პუტინი, ხელები უკრაინას", „ომი სიკვდილია და სიღარიბეა". ბელგრადი რჩება ერთადერთ ევროპულ დედაქალაქად, სადაც იმართება არა მხოლოდ ომის საწინააღმდეგო აქციები უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ ათასობით მსვლელობა პუტინისა და რუსეთის მხარდასაჭერად. სერბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ესწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებას, რომელმაც ერთხმად თქვა უარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, თუმცა ის შეუერთდა გაეროს უმრავლესობის ქვეყნებს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დაგმო.   

რუსეთის ძალების მიერ ხერსონის დაბომვის შედეგად, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა

ხერსონის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. ხერსონის რეგიონული პროკურატურის ცნობით, შაბათს დილით, ხერსონის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა და 17 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. მანამდე ცნობილი იყო ხუთი გარდაცვლილის შესახებ. „რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს მძიმე დაზიანებებით. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები, ადმინისტრაციული შენობები და მანქანები", - ნათქვამია რეგიონული პროკურატურის ანგარიშში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი კიევს ეწვევა

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ ოფიციალური ვიზიტით კიევში ოთხშაბათს, 28 დეკემბერს ჩავა. ამასთან, უცნობია მინისტრის ვიზიტის ზუსტი პროგრამა. თუმცა, საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ლეკორნუ თავის უკრაინელ კოლეგას ოლექსი რეზნიკოვს შეხვდება და ასევე პატივს მიაგებს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას კიევში.   

გერმანიამ უკრაინას Bergerpanzer 2 -ის ჯავშანტექნიკა და 13 ერთეული სასაზღვრო სამსახურის მანქანა გადასცა

გერმანიამ უკრაინას, ერთი კვირის განმავლობაში კიდევ ერთი Bergerpanzer 2-ის ჯავშანტექნიკა და 13 სასაზღვრო სამსახურის მანქანა გადასცა.  ამ დრომდე, უკრაინამ გერმანიიდან უკვე მიიღო 13 Bergerpanzer 2-ისა და 78 სასაზღვრო სამსახურის მანქანა. გერმანიამ ასევე გადასცა უკრაინას ერთი სასწრაფო (სულ 35) და ორი სატვირთო მანქანა (სულ 6). გარდა ამისა, სახელმწიფო ემზადება უკრაინისთვის 50 საველე გამათბობლისა და 26 ჩამტვირთველი სისტემის გადასაცემად.     

ბრიჯიტ ბრინკი ხერსონის დაბომბვაზე: ეს მართლაც საშინელებაა, განსაკუთრებით შობის წინა ღამეს

შეერთებული შტატების ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა, ხერსონზე რუსული ჯარების მორიგი სასტიკი თავდასხმა დაგმო, რომლის დროსაც სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.  რუსეთის ძალების მიერ ხერსონის დაბომვის შედეგად, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა „დღეს რუსეთის მორიგი სასტიკი თავდასხმა განხორციელდა ახლახან გათავისუფლებულ ხერსონზე. ქალაქის მცხოვრებნი უკვე ძალიან დაზარალდნენ, როდესაც რუსმა ჯარებმა უკან დაიხიეს, ქალაქში ელექტროენერგია და წყალმომარაგება გაითიშა. წინასწარი მონაცემებით, ბევრია დაღუპული და დაჭრილი. ეს მართლაც საშინელებაა, განსაკუთრებით შობის წინა ღამეს“, - წერს ბრინკი Twitter-ზე.  შეგახსენებთ,რომ 24 დეკემბერს რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ხერსონის ცენტრი, რის შედეგადაც სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა.  

ხერსონის ბარბაროსული დაბომბვა არამხოლოდ მორიგი სამხედრო დანაშაული, არამედ შურისძიებაა - რეზნიკოვი

უკრაინა შეძლებს თავიდან აიცილოს ასეთი ტრაგედიები, რომელთაგან ერთ-ერთი დღეს ხერსონში მოხდა, თუ მეტი იარაღი მიიღებს. რუსეთის ძალების მიერ ხერსონის დაბომვის შედეგად, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.  მისი თქმით, რუსების მიერ ხერსონის დღევანდელი ბარბაროსული დაბომბვა არა მხოლოდ ომის დანაშაულია, არამედ შურისძიებაა ქალაქის მოსახელეობაზე, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს ოკუპაციას და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ ხერსონი უკრაინაა. ბრიჯიტ ბრინკი ხერსონის დაბომბვაზე: ეს მართლაც საშინელებაა, განსაკუთრებით შობის წინა ღამეს „უკრაინა შეძლებს თავიდან აიცილოს მსგავსი ტრაგედიები, თუ მას ექნება მეტი კონტრ-ბატარეის იარაღი, მეტი არტილერია და მეტი შორი მოქმედების საბრძოლო მასალა. ამგვარად, რუსი მკვლელები დაისჯებიან და განიდევნებიან უკრაინიდან", - აღნიშნა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ დღეს ხეროსნზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.   

ჰულუსი აკარი: როგორც ჩანს, ეს ომი უკრაინაში მარტივად არ დასრულდება

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარის თქმით, მის ქვეყანას სურს უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ, სამწუხაროდ, ომი მომავალ წელს გაგრძელდება. აკარის თქმით, თურქეთს სურს, რომ მხარეები შეთანხმდნენ უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტაზე. მოგვიანებით, კი ალბათ, მოლაპარაკებები დაიწყება. „თურქეთი აგრძელებს დაჟინებულ და მტკიცე მუშაობას ამ საკითხზე. ჩვენ მომხრე ვართ, რომ ომი დასრულდეს და მშვიდობამ დაისადგუროს ", - განაცხადა მინისტრმა. ამასთან, აკარმა გაიხსენა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ ცნობს ყირიმის ანექსიას. „როგორც ჩანს, ეს ომი მარტივად არ დასრულდება. აშშ-ს, ევროპისა და დასავლეთის მხარდაჭერა გრძელდება. შესაბამისად, არის მზადება, არის გეგმები, არის თანხა ბიუჯეტში. მეორე მხრივ, ეს ომი სავარაუდოდ გაგრძელდება 2023 წელს, მიუხედავად ჩვენი კეთილი განზრახვისა, ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის სურვილისა“, - დასძინა მინისტრმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ქრისტიანულ სამყაროს შობის დღესასწაულს ულოცავს

მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის საშობაო ეპისტოლე მსოფლიო საპატრიარქოს ვებგვერდზე ქართულ ენაზეც გამოქვეყნდა. კონსტანტინეპოლის პატრიარქი შობის დღესასწაულს ულოცავს ქრისტიანულ სამყაროს, ყურადღებას ამახვილებს კაცობრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და დიდ ყურადღებას უთმობს უკრაინაში მიმდინარე ომს. „ღირსნო ძმანო მღვდელმთავარნო, უფლის მიერ საყვარელნო შვილნო, დღეს, წმიდა ეკლესია დღესასწაულობს ღვთის დაუსაბამო ძისა და სიტყვის ხორციელად შობას, „უცხო და დიდებულ“ საიდუმლოს, „საიდუმლოსა დაფარულსა საუკუნითგან და ნათესავთაგან“ (კოლ. 1, 26). ქრისტეში სრულად არის გაცხადებული ჭეშმარიტება ღვთისა და ადამიანის შესახებ, როგორც განმარტავს ამას თეოლოგიურად წმიდა კირილე ალექსანდრიელი: „ჩვენ ბუნებითად ადამიანები, ხოლო ის, ბუნებითად ღმერთი კაცთმოყვარების გამო გახდა ადამიანი. ჩვენ, როგროც ქმნილებანი, ბუნებითად ღვთის მონები ვართ; ხოლო მან, ბუნებითად ენეხთისმა, სახე მონისა მიიღო, როდესაც განკაცდა. ის ბუნებითი ღმერთია; ჩვენც მადლისმიერი ღმერთები; ის ბუნებითი ძეა; ჩვენც ძეები ვართ წოდებითად, როგორც საძმო, რომლებიც ქედს ვიხრით მის წინაშე“ (Κυρίλλου Ἀλεξανδρείας, Ἡ Βίβλος τῶν Θησαυρῶν περί τῆς Ἁγίας καί Ὁμοουσίου Τριάδος, PG 75, 561). „სცანთ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ“ (იო. 8, 32). უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის „გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება“ (იო. 14, 6), იგი არის ადამიანის განმათავისუფლებელი „ცოდვის ტყვეობისაგან“. არ არსებობს ცხოვრება და თავისუფლება ჭეშმარიტების გარეშე და ჭეშმარიტების გარდა. ჩვენს ცხოვრებას რა მნიშნელობასაც ვაძლევთ ჩვენი სურვილისამებრ, არ გახლავთ თავისუფლება, არამედ პირველქმნილი ცოდვის თანამედროვე ინტერპრეტაცია და  ადამიანის თვითიზოლაცია თვითკმარ გაუცხოებასა და ავტონომიაში, ღმერთთან და მოყვასთან ურთიერთობის ჭეშმარიტი გრძნობის გარეშე. ქრისტესშობა გახლავთ თვითშემეცნება, „ღმერთკაცსა“ და „კაცღმერთს“ შორის არსებული განსხვავების შემეცნება და ასევე ქრისტიანული მოძღვრების მაცხოვნებლობის გაცნობიერება: „არათუ განღმრთობილ ადამიანზე ვსაუბრობთ, არამედ განკაცებულ ღმერთზე“ (იოანე დამასკელი, მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, PG 94, 988). წელს, ქრისტესშობის სახარებისეული უწყება ომის დაფდაფებთან და უკრაინაში გასროლილი ტყვიების ჟღარუნთან იქნება თანახმიანობაში, რომელიც (უკრაინა) ერთი თავხედური და უკანონო შეჭრის საზარელი შედეგებისაგან იტანჯება. ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის ნებისმიერი ომი არის ძმათამკვლელი და სამოქალაქო, როგორც აღნიშნავს ამას მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და დიდი კრება, „ომი არის სამყაროში ბოროტებისა და ცოდვის შედეგი“ (მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში, 4, 1). გარდა ამისა, უკრაინის შემთხვევას პირდაპირ ეხმიანება წმიდა გრიგოლ პალამას სიტყვები, რომლებიც იმ დროის თესალონიკში მართლმადიდებელთა მიერ წარმოებულ სისხლისმღვრელ დაპირისპირებებს უკავშირდებიან: „გვაქვს საერთო წმიდა დედა ეკლესია და ღვთისმოშიშება, რომლის თავი და სრულყოფილება არის ქრისტე, ჭეშმარიტი ძე ღვთისა, რომელიც მარტოოდენ ღმერთი კი არ არის ჩვენთვის, არამედ სათნო ძმა და მამაც“ (Γρηγορίου Παλαμᾶ, Περί τῆς πρός ἀλλήλους εἰρήνης, PG 151, 10). ქრისტეს პიროვნებაში ხდება ყოველთა „გაერთიანება“, ადამიანური მოდგმის  ერთობისა და ადამიანური პიროვნების სიწმიდის პროგრესირება, „მსგავსებისაკენ“ სავალი გზის გაკვალვა და მშვიდობის გაცხადება, „რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა“ (ფილ. 4,7). ქრისტე არის „ჩვენი მშვიდობა“ (ეფეს. 2,14), რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული კონსტანტინეს ქალაქში მდებარე „წმიდა მშვიდობის“ ისტორიული და რელიქვიური წმიდა ტაძარი. ჩვენი მაცხოვარი ნეტარად სახელდებს „მშვიდობისმყოფელებს“, რამეთუ „იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ“ (მთ. 5,9); იგი ასევე მტრების მიმართ გამოვლენილი სამართლიანობისა და სიყვარულის იდეის დემონსტრირებას ახდენს. საღმრთო ლიტურგიის დროს მართლმადიდებელი ეკლესია ლოცულობს „ზეგარდამო მშვიდობისა“ და „მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა“. წმ. ბასილი დიდის ლიტურგიის დროს ყოველივე სიკეთის მომცემელს განვადიდებთ და ვამბობთ: „შენი მშვიდობა და შენი სიყვარული მოგვამდლე ჩვენ, უფალო ღმერთო ჩვენო, რამეთუ ყოველივე მომაგე ჩვენ“. ჩვენ, რომლებმაც ყველაფერი მივიღეთ ღმერთისაგან, მოვალენი ვართ, რომ როგორც აღმატებულად მოქმედებმა, სხვა ადამიანებზე მეტად ვიღვაწოთ მშვიდობისათვის, როგორც ნათქვამია სახარებაში: „ყოველსა, რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა იძიოს მისგან“ (ლკ. 12,48). შესაბამისად, ქრისტიანთა შორის ვინც ამ სიტყვების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ქრისტიანობას კი არ ამძიმებს ამით, არამედ იმათ, რომლებიც საღვთო მცნებების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ერთა შორის არსებული მშვიდობა არასდროს არ ყოფილა თავისთავად გასაგები მდგომარეობა, არამედ ყველგან და ყოველთვის ის გახლდათ შედეგი შთამაგონებელი ინიციატივებისა, ვაჟკაცობისა და მსხვერპლის გაღებისა, ძალადობის მიმართ გამოვლენილი წინააღმდეგობისა და ომის, როგორც პრობლემების გადაჭრის საშუალების უგულებელყოფისა; ეს ასევე იყო გამუდმებული ბრძოლის შედეგი, რომელიც ადამიანური ღირსების დაცვისა და სამართლიანობისაკენ იყო მიმართული. მათი წვლილი მშვიდობისა და შერიგების საქმეში არის რელიგიების სანდოობის უპირველესი კრიტერიუმი. თავისთავად, რელიგიურ ტრადიციებში არსებობს მოტივები არა მხოლოდ შინაგანი მშვიდობისათვის, არამედ სოციუმში მშვიდობის დამყარებისა და გაუმჯობესებისთვის და ასევე პიროვნებებსა და ხალხებს შორის არსებული აგრესიის დაძლევისთვისაც. ეს მოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს ეპოქაში, რომელშიც გაბატონებულია ის აზრი, რომ მშვიდობა მიიღწევა ეკონომიკური კეთილდღეობით, ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესებით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებითა და ინტერნეტის დახმარებით. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რელიგიებს შორის არსებული მშვიდობის, დიალოგისა და თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია, მშვიდობა სუფევდეს სხვადასხვა ერსა და კულტურას შორის. ღმერთისადმი რწმენა აძლიერებს ბრძოლას მშვიდობისა და სამართლიანობისთვის მაშინაც კი, როდესაც ეს ძალისხმევა ადამიანურად გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე დგება. ყოველ შემთხვევაში, ყოვლად მიუღებელია, რომ რელიგიურმა ლიდერებმა ფანატიზმი იქადაგონ და გააღვივონ სიძულვილის ალი. უწმიდესნო და ღვთისმოყვარენო ძმანო და საყვარელნო შვილნო, ქრისტე იშვება, ადიდებდეთ! ქრისტე ზეციდან; გამოვედით მიგებებად! ქრისტე ქვეყანასა ზედა, აღმაღლდებით! კონსტანტინოპოლის ეკლესიის საყდარზე ჩემი წინამორბედის, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მიერ შეგულიანებულებმა ვიდღესასწაულოთ სოფლის მაცხოვრის შობის დღე სულიერი სიხარულით აღვსილებმა, „არა ამქვეყნიურად“, არამედ „არაამქვეყნიურად“ და ვივლტოდეთ ყოველგვარი უსარგებლოსაგან და არასაჭიროსაგან“ (Γρηγορίου Θεολόγου, Εἰς τά Θεοφάνια, εἴτουν Γενέθλια τοῦ Σωτῆρος, PG 36, 316). ყველას გისურვებთ ღვთისმოსავ და დიდებულ წმიდა თორმეტეულს (იგულისხმება პერიოდი ქრისტეს შობიდან – ნათლისღებამდე ი.შ.), რომელიც ჭეშმარიტად წარმოადგენს დროის სისავსესა და მარადიული ნათლის სხივს. დაე, დამდეგმა 2023 წელმა ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის განკაცებული საღვთო სიტყვის კეთილმოსურნეობა და მადლი განამტკიცოს ჩვენში და მოგვანიჭოს მშვიდობის, სიყვარულისა და სოლიდარობის პერიოდი და ასევე უფლისმიერი სიკეთის წელი“, – აღნიშნულია მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.  

ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას 1000-ზე მეტი ელექტროგენერატორი გადასცეს

ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაონას ათასზე მეტი ელექტრო გენერატორი უკვე გადასცეს.  მანამდე არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამოაცხადეს, რომ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის 3,5-დან 8 კილოვატამდე სიმძლავრის 2500 გენერატორს აგზავნის. პირველი 1200 გენერატორი ვარშავაში დღეს გაიგზავნება, დანარჩენს კი მომავალი წლის იანვარში უკრაინის მოსახლეობა მიიღებს, იტყობინება საუდის საინფორმაციო სააგენტო.  

ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, რადგან თვითონ ვქმნით მას - ვოლოდიმირ ზელენსკის საშობაო მიმართვა

საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში, ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს შობის დღესასწაულს ულოცავს: „შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ დასავლური რიტის (წესის) ქრისტიანებო! დღეს და მომავალ ზამთრის არდადეგებს რთულ ვითარებაში ვხვდებით. დღეს ვიღაც იხილავს ცაში პირველ ვარსკვლავს ბახმუტზე, რუბიჟნოესა და კრემინაზე. ვიღაც დღესასწაულს სხვის სახლებში შეხვდება, მაგრამ არა უცხო ხალხში – უკრაინელების სახლებში, რომლებმაც თავშესაფარი მისცეს უკრაინელებს. ვიღაც „შჩედრიკს“ სხვა ენაზე მოისმენს - ვარშავაში, ბერლინში, ლონდონში, ნიუ-იორკში, ტორონტოში და ბევრ სხვა ქალაქსა და ქვეყანაში. და ვიღაც ტყვეობაში შეხვდება ამ შობას, მაგრამ მას უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენ თავისუფლებას დავუბრუნებთ ყველა უკრაინელს. არ აქვს მნიშვნელობა სად ვართ, ჩვენ დღეს ერთად ვიქნებით.  სურვილს ჩავიფიქრებთ. ერთი ყველასათვის. და ჩვენ ვიგრძნობთ სიხარულს. ერთი ყველასათვის. და ჩვენ გავიგებთ სიმართლეს. ერთი ყველასათვის. ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს დღესასწაულებს! როგორც ყოველთვის. გავიღიმებთ და ბედნიერები ვიქნებით. როგორც ყოველთვის. განსხვავება ერთია. ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, რადგან ჩვენ თვითონ ვქმნით მას. ქრისტე დაიბადა! მოდით ვადიდოთ იგი!" ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნა დაუშვა უკრაინაში პირველად 25 დეკემბერს შობა ოფიციალურად 2017 წელს აღნიშნეს. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2017 წლის 29 ნოემბერს ხელი მოაწერა კანონს, რომელის ტანახმადაც 25 დეკემბერი უქმედ გამოცხადდა.  ამგვარად უკრაინაში მცხოვრები კათოლიკები, პროტესტანტები და სხვა კონფესიების წარმომადგენლები, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, ამ დღესასწაულის ოჯახთან ერთად გატარებას შეძლებენ. აქამდე უკრაინაში შობას, საქართველოს მსგავსად, ოფიციალურად მხოლოდ 7 იანვარს აღნიშნავდნენ. უკრაინაში კათოლიკეების რაოდენობა, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, 4-5 მილიონს აღწევს. 25 დეკემბრის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადების იდეა პეტრო პოროშენკოს გუნდის წევრებს ეკუთვნით.

ბელორუსში 2023 წლის მობილიაციის გეგმა დაამტკიცეს

2023 წელს ბელორუსის არმიაში 9 000-მდე რეზერვის ჯარისკაცს გაიწვევენ.  ბელორუსში მობილიზებული ჯარისკაცების საერთო რაოდენობა ბოლო წლებში უცვლელი დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ბელორუსში 130 000-მა ადამიანმა გაიარა სამობილიზაციო წვრთნა, რაც წელიწადში საშუალოდ 6500 ადამიანია. შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელორუსში სამ ბატალიონს დაევალა უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში წინსვლა. გარდა ამისა, ISW-ს ანალიტიკოსები თვლიან, რომ „ბელორუსში რუსეთის წარმომადგენლობის ზრდა უფრო ლოგიკურია, როგორც ახალი შეტევისთვის მომზადების ნაწილი, მაგრამ ჯერ კიდევ არ არსებობს მტკიცებულება, რომ მოსკოვი აქტიურად ამზადებს დარტყმას“.  

ზალუჟნი პარტნიორებს: მშვიდობის ფასი უკიდურესად მაღალია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ პარტნიორებს შობიხ დღესასწაული მიულოცა და მშვიდობის ფასზე ისაუბრა, რომელსაც უკრაინა ახლა იხდის. „გულითადად ვულოცავ ჩვენს პარტნიორებს და ყველას, ვინც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, მომავალ დღესასწაულს. ძვირფასო ძმებო! ჩვენ ხშირად გვახსოვს გამოთქმა: „ბნელ დროში აშკარად ჩანან ნათელი ადამიანები." გმადლობთ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვართ ამ რთულ, უსამართლო და გაუმართლებელ ომში“, - განაცხადა ზალუჟნიმ. მან ასევე მადლობა გადაუხადა პარტნიორებს უკრაინელი დამცველების სახელით, რომელთა ხელშიც დასავლეთის ქვეყნების იარაღი ანადგურებს მსოფლიო ბოროტებას უდანაშაულო სიცოცხლის გადასარჩენად. „მშვიდობის ფასი უკიდურესად მაღალია. დაიმახსოვრეთ ეს, შეხედეთ ცას და მასზე საშობაო ვარსკვლავს. ილოცეთ უკრაინელი მეომრისთვის, რომელიც ახლა სანგარშია და იცავს სამყაროს უბედურებისგან და მერწმუნეთ, უფალი მასთან არის, სინათლისა და სიკეთის, სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს. ერთად გავიმარჯვებთ!", - განაცხადა ჟალუზნიმ.   

პუტინმა უკვე წააგო ომი, ისევე როგორც ჰიტლერმა 1943 წელს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმავე მდგომარეობაშია, როგორც ნაცისტი დიქტატორი ადოლფ ჰიტლერი 1943 წელს - როდესაც მას უკვე წაგებული ჰქონდა ომი, მაგრამ შორს იყო დასრულებამდე. „რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე ახლა სრულ იზოლაციაშია. სანქციები ძლიერდება. ომი ძვირი ჯდება. პუტინმა უკვე წააგო ომი. მას მცდარი წარმოდგენა ჰოქნდა უკრაინელების გამძლეობის შესახებ. ვერავინ ბედავს მისთვის სრული სიმართლის თქმას, მათ შორის მისი ჯარის მდგომარეობის შესახებ. პუტინი ჩვენს წინააღმდეგ იარაღად იყენებს ენერგიას, ისევე როგორც მიგრაციას, რადგან იცის, რომ ჩვენ დაუცველები ვართ ამ ორ საკითხში. იმ იმედით, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებშიც მან მრავალი წლის განმავლობაში ჩადო ინვესტიცია, მოიპოვებენ მეტ პოლიტიკურ ძალაუფლებას წევრ ქვეყნებშ“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა. მან გაიხსენა, რომ „ჰიტლერმაც წააგო ომი 1943 წლის ბოლოს, მაგრამ ბრძოლები კიდევ ორი ​​წელი გაგრძელდა“. მისივე თქმით, პუტინს ჯერ კიდევ შეუძლია შექმნას ბევრი ქაოსი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. „აქედან გამომდინარეობს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის (უკრაინის) დაბომბვა იმ განზრახვით, რომ ხალხი ისეთ სიღარიბემდე მიიყვანოს, რომ მილიონებმა დატოვონ ქვეყანა და გადავიდნენ ევროპაში", - თქვა ტიმერმანსმა.  

პრეზიდენტი: ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქრისტეს შობას ულოცავს მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს 25 დეკემბერს ზეიმობენ. „ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს! საქართველოში კონფესიათა სიმრავლე და მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია საამაყოა ჩვენი ქვეყნისათვის. ვუერთდები საქართველოში არსებული სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის მრევლის, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი, ღირსეული ნაწილის სიხარულსა და საზეიმო განწყობას, რომელიც მუდამ თან ახლავს ქრისტესშობის დღესასწაულს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიხარულსა და კეთილდღეობას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი აზერბაიჯანთან ერთად აყალიბებს ახალ ეტაპს რეგიონის განვითარებაში

„თურქეთი აზერბაიჯანთან ერთად აყალიბებს ახალ ეტაპს რეგიონის განვითარებაში. სომხეთის მიერ მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ნაბიჯებით ეს პროცესი დაჩქარდება“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.  „ყოველ ჯერზე, როცა თურქეთი ნახტომებს აკეთებდა თავის განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის ოპონენტები ცდილობდნენ ჩვენს შეჩერებას - გადატრიალების, ტერორისტული ორგანიზაციების ან ეკონომიკის დაზიანების გზით“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ამასთან, ერდოღანმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის საბადოს განვითარებას ენერგეტიკის სექტორში ახალი „პოზიტიური ამბები“ მოჰყვება.  

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინელ სამხედროებს: თქვენი გამბედაობა მკაფიო მაგალითია ყველა ჩვენგანისთვის

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინელ სამხედროებს შობას ულოცავს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ზე განაცხადა. „თქვენი გამბედაობა და გამძლეობა თქვენი ქვეყნის დასაცავად, მკაფიო მაგალითია ყველა ჩვენგანისთვის", - ნათქვამია ტექსტში.

ელჩი დეგნანი: უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივის აუცილებლობა გაჩნდა

„ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარების მიმართ გაზრდილ ინტერესს განიხილავს როგორც არსებითად მნიშვნელოვან შესაძლებლობას საქართველოს აყვავებული, დემოკრატიული, გლობალურად ინტეგრირებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - ამის შესახებ Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განუცხადა. ელჩის შეფასებით, შუა დერეფნის განვითარებისთვის რეგიონული თანამშრომლობა საჭიროა. „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივის აუცილებლობა გაჩნდა, და შეერთებული შტატები, ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთისა და ენერგიის გადაზიდვისთვის შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. შუა დერეფნის განვითარებისთვის რეგიონული თანამშრომლობა საჭიროა, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი ინტეგრირების ჩათვლით. შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს ასევე მოუტანს სამუშაო ადგილებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს პროექტის ტენდერთან დაკავშირებით და კვალიფიციური დეველოპერსის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება. ამერიკული კომპანია Trammo კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს სასუქის ტრანსპორტირებას უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან. გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს. აშშ-ის მთავრობა ეძებს ახალ შესაძლებლობებს შუა დერეფნის მასშტაბით პარტნიორობისთვის. საქართველოში ეს ნიშნავს ახალი, ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენას და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებისთვის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის გაზრდას, რათა საქართველოდან და საქართველოს გავლით მიწოდებული ტვირთის ეფექტიანობა და ღირებულება გაიზარდოს.   ეს ინვესტიციები და პარტნიორობა საქართველოს უფრო დიდ გლობალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას და ქართველებისთვის უფრო სარფიანად დასაქმების შესაძლებლობებს გამოიწვევს. როგორც ყოველთვის, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან, მთავრობასთან და ბიზნეს საზოგადოებასთან, რათა დავეხმაროთ საქართველოს, სრულად ისარგებლოს ამ შესაძლებლობით. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უფრო ფართოდ დანერგვის გზაზე და ასევე დავეხმაროთ ქართველ მწარმოებლებს, რომ ჰქონდეთ რესურსები და უნარები, რათა გლობალურ ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია გასწიონ. ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარების მიმართ გაზრდილ ინტერესს განიხილავს როგორც არსებითად მნიშვნელოვან შესაძლებლობას საქართველოს აყვავებული, დემოკრატიული, გლობალურად ინტეგრირებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა Europetime-ს.

ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

უცხო ქვეყნის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ჰ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, ფინანსური დავის ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ცოლ-ქმარს: 1986 წელს დაბადებულ დ.ბ.-ს და 1981 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩ.კ.-ს. ჰ.მ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილთა ცხედრები შემთხვევის ადგილთან ახლოს დამარხა და მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და თბილისში დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - აცხადებს შსს.

შსს ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ დეტალებს ავრცელებს

პოლიციამ თბილისში, ჯავის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 1964 წელს დაბადებულ ვ.ქ. დააკავა.შსს-ს ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა წარსულში მომხდარი პირადი კონფლიქტის გამო, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, თბილისში, ჯავის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1976 წელს დაბადებული ბ.ო. და მიიმალა“. „დაჭრილი კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კრემლის მომხრე რუს რეჟისორს ნიკიტა მიხალკოვს ესპანეთსა და იტალიაში ვილებსა და ვენახებს ჩამოართმევენ

კრემლის მომხრე რუს რეჟისორს ნიკიტა მიხალკოვს ესპანეთსა და იტალიაში ვილებსა და ვენახებს ჩამოართმევენ. მიხალკოვი, რომელიც ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში მოხვდა, იტალიისთვის არასასურველი სტუმრების სიაშია. სანქციების გამო, მას ვილას ესპანეთშიც ჩამოართმევენ. ტოსკანას მამულ „ლა მადონაში მიხალკოს თითქმის 12 ჰექტარზე გაშენებულ ვენახსა და ღვინის ქარხანას ფლობს.