ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირის ელჩი, ლუგარის ლაბორატორიის სპეციფიკას გაეცნო
ევროკავშირის ახლადდანიშნულმა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი დაათვალიერეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დიპლომატი ადგილზე გაეცნო იმ სამედიცინო ინვენტარს, რომელიც საქართველოს ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გადასცა. ვაქცინების სასაწყობე ცივი ოთახები, ულტრა დაბალი ტემპერატურის მაცივრები, ასევე ლაბორატორიული მოწყობილობები, ქვეყანაში იმუნიზაციის სისტემის და ინფექციების ზედამხედველობის გაუმჯობესებას ემსახურება. ელჩის განცხადებით აღნიშნული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობას საქართველოს მიმართ. ევროკავშირის ელჩმა, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრიც დაათვალიერა და ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო. ღონისძიებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე დაესწრნენ.
რუსეთმა ბელორუსში საზენიტო სარაკეტო სისტემები Tor-M2K-ი განათავსა
ბელორუსში რუსეთის ფედერაციიდან Tor-M2K-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების კიდევ ერთი პარტია ჩავიდა. ინფორმაციას ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის მინისტრის თანაშემწის, ლეონიდ კასინსკის განცახდებით, იარაღის პარტია ბელორუსსა და რუსეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში მიიღეს. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ეს კომპლექსები განაწილდება ფორმირებებში და სამხედრო ნაწილებში. Tor-M2K-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების ძირითადი ამოცანებია - სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების თუ სამხედრო ნაწილების დაცვა. ამ მოდიფიკაციის Tor-M2K-ი მოიცავს რვა საზენიტო მართვად რაკეტას, რომელიც მოქმედებაში მოდის სამიზნის აღმოჩენიდან 5 წამის შემდეგ.
ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შერჩევის მიზნით, კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 2022 წლის 22 დეკემბრის N289-ე ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევად გამოცხადდა კონკურსი და საკონკურსო კომისია შეიქმნა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, გენერალური პროკურატურისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. ბრძანების მიხედვით, კანდიდატების შესარჩევი კონკურსის გამოცხადებიდან, ერთი კვირის ვადაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკონკურსო კომისიის წევრობის კანდიდატები უნდა წარედგინოს. კონკურსში მონაწილეობის პირობების, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განცხადების წარდგენის ვადისა და წესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე საკონკურსო კომისიის პირველი სხდომის გამართვიდან ერთი კვირის ვადაში გამოქვეყნდება.
თბილისში მოწყობილ „საახალწლო სოფელში“ კონცერტები დღეიდან 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება
თბილისში მოწყობილ „საახალწლო სოფელში“ კონცერტები დღეიდან 13 იანვრის ჩათვლით ყოველდღიურად გაიმართება. გარდა იმისა, რომ ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე საბავშვო გასართობი წარმოდგენები, გასართობი აქტივობები და სადღესასწაულო მსვლელობები მოეწყობა, ასევე, იგეგმება სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებისა და მომღერლების საღამოები. კონცერტების ციკლი „საახალწლო სოფლის“ გახსნით დაიწყება. ყოველდღიურად დაგეგმილია არაერთი გასართობი სადღესასწაულო პროგრამა თუ კონცერტი.
ლევან სილაგავა: ხორბალთან დაკავშირებით ბაზარზე სტაბილური სიტუაცია მარტამდე შენარჩუნდება
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას თქმით, ხორბალთან დაკავშირებით ბაზარზე სტაბილური სიტუაცია მარტამდე შენარჩუნდება, შემდეგ კი გამოწვევები იქნება. „მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, გამოწვევები გაზაფხულზე იქნება. ყველაფერი გაძვირდა, შესაბამისად, თვითონ მუშა-მოსამსახურეები ხელფასების გაზრდას ითხოვენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათი მსყიდველუნარიანობა ძველი ხელფასით დაბალია. ეს პროცენტი თვითონ წარმოებებში საკმაოდ მაღალია. თავისთავად ცხადია, ხელფასების მომატება უკვე პროდუქციის გაძვირებას იწვევს. შესაბამისად, გაზაფხულისთვის სავარაუდოდ, ამ მიმართულებითაც იქნება სირთულეები. ერთი მხრივ, თავისთავად ცხადია, ჩვენ შეგნებული გვაქვს, რომ სოციალურ პროდუქციას ვაწარმოებთ და ყველა ითხოვს, რომ ეს ფასები არ გაიზარდოს, მაგრამ მეორე მხრივ, თუ მუშა-ხელს ხელფასი არ მოემატა, მათი შენარჩუნება რთულდება და ეს საბოლოოდ ფასს აწვება,“ - განაცხადა სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართული პრესკონფერენციაზე.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა 23 დეკემბერს უყრის კენჭს კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ფინანსურ დახმარებასაც მოიცავს
აშშ-ის სენატმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 68 სენატორმა, 29 კი წინააღმდეგი იყო. დოკუმენტი უკრაინისთვის თითქმის 45 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარებას გულისხმობს. ქვეყნის სამხედრო დახმარებისთვის 23,5 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული. აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის, დახმარების სახით, არანაკლებ 132 მილიონ 25 000 დოლარის გამოყოფასაც ითვალისწინებს. კონგრესმა რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული აქტივების უკრაინელი ხალხისთვის გადაცემის შესახებ შესწორება დაამტკიცა 1,7 ტრილიონიანი ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად წარმომადგენელთა პალატას უნდა გადაეგზავნოს, რის შემდეგაც დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს. აშშ-ის კონგრესში $1.7 ტრილიონის დაფინანსების კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც უკრაინისთვის $44.9 მილიარდის, NATO-ს სხვა ქვეყნებისთვის კი -$40.6 მილიარდის დახმარებას ითვალისწინებს ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა კენჭს უყრის 2023 წლის სამთავრობო ხარჯების შესახებ კანონპროექტს 23 დეკემბერს უყრის კენჭს.
დიდი ბრიტანეთის ქარის ელექტროსადგურებმა 2022 წელს, რეკორდული ენერგია გამოიმუშავეს
კომპანია National Grid-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან, გაერთიანებული სამეფოს ქარის ელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 74 ტერავატ/ საათი (TWh) ელექტროენერგია. წინა რეკორდი - 68 TWh - 2020 წელს დაფიქსირდა. ბრიტანეთში ქარის ენერგიის წარმოების პირობები ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელია ევროპაში: ქარის ტურბინების უმეტესობა დამონტაჟებულია ოფშორში, სადაც ქარი უფრო ძლიერი და სტაბილურია, ვიდრე ხმელეთზე. მომავალ წელს ქვეყანაში მინიმუმ ერთი ოფშორული ქარის ელექტროსადგური დაიწყებს ოპერირებას - 1,1 გვატიანი Seagreen პროექტი, რომელსაც SSE Plc და TotalEnergies SE ახორციელებენ. ქარის ელექტროსადგურის ამუსავება ზაფხულში იგეგმება.
ისრაელის დაზვერვა: ირანი რუსეთისთვის მოწინავე იარაღის მიწოდებას გაზრდის
ისრაელის დაზვერვის (მოსადის) დირექტორი დევიდ ბარნეა ამბობს, რომ ირანი, რუსეთში მოწინავე ტიპის იარაღის მიწოდების გასაფართოებლად ემზადება. მან თავისი გამოსვლის ცალკეული ნაწილი მიუძღვნა ირანის მცდელობებს, გააძლიეროს თავისი ბირთვული პოტენციალი. „ჩვენ სხვადასხვა არხით ვიუწყებით ირანის განზრახვების შესახებ, გააფართოოს მისი ბირთვული პროექტი და ურანის გამდიდრება, ისევე როგორც ირანის რეჟიმის განზრახვა, გააძლიეროს თავდასხმები ისრაელის მეგობრულ ქვეყნებზე რეგიონში“, - განაცხადა ისრაელის დაზვერვის ხელმძღვანელმა. ცნობისათვის, 22 დეკემბერს, სატელეფონო საუბარი შედგა ლიკუდის ლიდერ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის. ისრაელის ლიდერმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და ირანს შორის კავშირების გაძლიერების გამო, მათ შორის სირიის მიმართულებით. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინას ირანის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დრონების მიწოდების შესახებ სრული ინფორმაცია აქვს.
უკრაინა: ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა
რუსული ძალების მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, - ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იაროსლავ იანუშევიჩი ავრცელებს. „გასული დღის განმავლობაში რუსული დაბომბვის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა ხერსონის რაიონის 2 მცხოვრები“, - წერს იანუშევიჩი „ტელეგრამში“. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქც
მედია პუტინისა და ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრის დეტალებზე წერს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვება ისრაელის მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ მიულოცა. შესაბამის ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. მხარეებმა უკრაინის შესახებ ისაუბრეს და როგორც ისრაელის მედია იუწყება, ნეთანიაჰუმ პუტინთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი და მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა მალე დასრულდება. „არსებობს ორმხრივი რწმენა, რომ რუსეთ-ისრაელის ურთიერთობები პროგრესულად განვითარდება და კონტაქტები სხვადასხვა დონეზე გაგრძელდება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზარის შემდეგ. ელჩი უკრაინის სამხედრო დახმარებაზე: ისრაელს აქვს საკუთარი „წითელი ხაზები“ ახლო აღმოსავლეთში მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით „ზოგიერთი მოელის, რომ ნეთანიაჰუ შეეცდება, შუამავლის როლი შეასრულოს კიევსა და მოსკოვს შორის - როლი, რომელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა ვერ შეასრულა“, - წერს თავის მხრივ, ისრაელის მედია. ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, მან და პუტინმა ასევე ისაუბრეს ირანის ბირთვულ პროგრამაზე, ნეთანიაჰუმ კი, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი მტკიცედ მოწოდებულია, აღკვეთოს თეირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება და შეაჩეროს მისი ძალების გამაგრება ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე სირიაში, სადაც მოსკოვს დიდი გავლენა და სამხედრო წარმომადგენლობა გააჩნია. „ისრაელმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება და ზოგიერთი არალეტალური აღჭურვილობა მიაწოდა, თუმცა უკრაინის ოფიციალური პირები მას საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებისკენ მოუწოდენ. როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისრაელის სტრატეგიული მიზანია, შეინარჩუნოს ოპერაციების თავისუფლება სირიაში, როგორც მისი მცდელობის ნაწილი, რათა თავიდან აიცილოს ირანის გაძლიერება. ამ მიზნით, ისრაელი რუს სამხედროებთან თანამშრომლობს, რომლებიც დიდწილად სირიის საჰაერო სივრცეს აკონტროლებენ“, - წერს The Times of Israel-ი.
ზელენსკი აშშ-დან დაბრუნების შემდეგ: ვმუშაობთ გამარჯვებისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, საკუთარი ოფისიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა. „დილა მშვიდობისა ყველას! მოგესალმებათ. გესმით უკვე ჩვენი ტელეფონების ხმა ისმის (ფონზე ტელეფონების ზარის ხმა ისმის - რედ.) ჩემს ოფისში ვარ. ჩვენ გამარჯვებისთვის ვმუშაობთ. კარგ დღეს გისურვებთ ყველას! ჩვენ მათ ყველას დავამარცხებთ“, - ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი საერთაშორისო ვიზიტი, აშშ-ში განახორციელა.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე: პროცესი თავიდან იწყება
მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაიწყოს კონსულტაციები ცესკოს თავმჯდომარეობის რეალური კანდიდატის შესარჩევად, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, გიორგი სიორიძემ განაცხადა. პარლამენტმა ცესკოს ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩია "როგორც ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე, მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკურ პარტიებს, მესამე სექტორს, სპეციალისტებს, სასწრაფოდ დავიწყოთ კონსულტაციები და გადავდგათ აუცილებელი ნაბიჯები, რათა პროცესმა რეალური შინაარსი შეიძინოს. 4 თვეა ცესკოში არის ლეგიტიმაციის კრიზისი და კანონგარეშე მდგომარეობა, რაც დიდ ზიანს აყენებს ევროინტეგრაციის იმ ეტაპს, რომელსაც ახლა ჩვენი ქვეყანა გადის. ცესკოს მოქმედ თავმჯდომარესა და ორ წევრს უფლებამოსილების 6 თვიანი ვადა 15 აგვისტოს გაუვიდათ. არალეგიტიმური და დემოკრატიულ სტანდარტთან შეუსაბამო საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნულ პირებს უფლებამოსილების ვადა მათი შემცვლელის არჩევამდე უხანგრძლივდებათ. ჯერ კიდევ აგვისტოში, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ასარჩევად ცესკოს მოქმედი თავმჯდომარისა და ორი წევრის კანდიდატურები არ წარუდგინა, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ პროცესის ხელოვნურად, კანონდარღვევით გაწელვით უპასუხა,“ - აცხადებს სიორიძე.
პატარძეულთან ნავთობის ახალი მარაგი აღმოჩინეს
ბრიტანული კომპანია Block Energy აცხადებს, რომ პატარძეულთან, აქამდე დაუმუშავებელ ტერიტორიაზე ნავთობის მარაგი აღმოაჩინა. კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზის თანახმად, ეს აღმოჩენა შესაძლებელი JSR-01 DEEP ტესტირების პროგრამის ფარგლებში გახდა. JSR-01 DEEP ჭაბურღილი პატარძეულის საბადოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და JSR-01 ჭაბურღილთან შედარებით, 470 მეტრზე ღრმად, დახრილი კუთხით გაიბურღა, რაც სხვადასხვა ზონების ტესტირების და შესაბამისად, დარჩენილი ნავთობის პოტენციალის შეფასების საშუალებას იძლევა. ტესტირების საფუძველზე, კომპანიას ახლა პროექტი II-ის განვითარება შეუძლია. ჭაბურღილის დღიური წარმადობა 45 ბარელია. პატარძეულის საბადომ 1975 წლიდან 1985 წლამდე 98 მილიონი ბარელი ნავთობი აწარმოვა. Block Energy-მ ის 2020 წელს შეიძინა. Block Energy საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა/მოპოვებას ახორციელებს.
ყოფილი პოლიციელი: მშობლები არ მომიკლავს, ჩვენება ზეწოლის ქვეშ მივეცი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაზისუბანში, მშობლების მკვლელობაში ბრალდებული, ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილი აცხადებს, რომ მშობლები არ მოუკლავს. მისი თქმით, გამოძიების ეტაპზე ჩვენება პოლიციის ზეწოლის ქვეშ მისცა. "გამოძიებისას სამართალდამცავებმა მითხრეს, რომ მომხდარის გამო ციხეში ან თავად წავიდოდა, ან მის დას დაიჭერდნენ. ჩემი დის დაკავებასაც აპირებდნენ, რომელიც ასევე დატყვევებული ჰყავდათ. რაც შეეხება ანაწმენდს, რომელიც ექსპერტიზისთვის აიღეს, ის სავარაუდოდ, რომელიმე იარაღისთვის უნდა წაესვათ", - განაცხადა ყოფილმა პოლიციელმა. პროკურორმა მის განცხადებას აბსურდული უწოდა. შეგახსენებთ, რომდენიმე თვის წინ, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მშობლების მკვლელობის ბრალდებით ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილი დაიჭირეს.
საქართველო, შავი ზღვის კაბელის პროექტისთვის, ფსკერის კვლევებზე €30 მილიონს დახარჯავს
საქართველო შავი ზღვის ახალი ელექტროკაბელის მშენებლობისთვის, შავი ზღვის ფსკერის შესწავლას €30 მილიონით დააფინანსებს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში განაცხადა. როდის დასრულდება შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს „ჩვენ უნდა შევძლოთ და ადგილობრივი რესურსების გატანა მოვახერხოთ ევროპაში. უფრო მაღალ მსყიდველობით ბაზარზე, რაც კიდევ უფრო წაახალისებს ჩვენ ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას. აშშ შავი ზღვის კაბელის პროექტს მხარს უჭერს NATO შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით ასევე ძალიან დიდი როლი ექნება ტრანზიტს. ამ პროექტში წამყვანი როლი აქვს საქართველოს, 2 მილიონი ევრო, რაც საჭირო იყო ტექნიკურ ეკონომიკური კვლევებისთვის, უკვე გადაიხადა საქართველომ და აქ მსოფლიო ბანკის დახმარებაცაა. ასევე ის, რომ ჩვენ ვაპირებთ დაახლოებით 30 მილიონი ევროს ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც დავიწყებთ სკანირებას, რომელზეც უნდა გაიაროს ამ კაბელმა, რათა ფორსირება გავუკეთოთ ამ პროცესს. 2023 წლის ბოლოს იტალიური კომპანია CESI-ისგან გვექნება სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ეს დასაბუთება მოგვცემს ინფორმაციას თუ რა უნდა იყოს საინვესტიციო თანხა, მარშრუტი 1,100 კილომეტრია. აღნიშნული სიგრძის პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, ამის ნახევარი კაბელი არის, მაგარმ ამ სიგრძე არ ყოფილა,"- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ, წერს bm.ge. რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო ინფორმაციისთვის, 17 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. 19 დეკემბერს დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ამ დრომდე ოფიციალურად არ თქმულა, საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება, თუმცა უკრაინულმა მედიამ გარკვეული ვერსია უკვე განიხილა. კერძოდ, delo.ua-ს ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, მხირე ხმაურის ფონზე, 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. "ახალი ბიუჯეტი არ არის გორის მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს", - განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოამდგენლებმა და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მომდევნო წლის ბიუჯეტი 69 მლნ ლარით განისაზღვრა. წინა წლის ბიუჯეტს 13 500 მილიონით აღემატება.
თბილისში, ჯავის ქუჩაზე კაცი მოკლეს
თბილისში, ჯავის ქუჩაზე კაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შს სამინისტროდან აცნობეს. გავრცელებული ცნობით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ცნობისთვის, მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა საკრებულოში, მამუკა გუგეშაშვილმა განაცხადა, რომ ჯავის ქუჩაზე კაცი პოლიტიკურ ნიადაგზე მოკლეს.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
24-25 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 26 - 27 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +6, +11 გრადუსი იქნება. მათივე ცნობით, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი იქნება.
სემეკი: ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფები ყველა გაზგამანაწილებელი კომპანიისთვის უცვლელი დარჩა
შპს „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი 2023-2027 წლებისთვის უცვლელი დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს. სემეკის გადაწყვეტილებით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში სამომხმარებლო ტარიფები ასევე უცვლელი იქნება სხვა მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიების - შპს „ვარკეთილაირის“, შპს „ინტერ გაზის“, შპს „გასკო +“-ის, შპს „ეს ჯი გაზ კომპანიის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვისაც. „დავასრულეთ ბუნებრივი გაზის კომპანიებისთვის ტარიფების დადგენა. სემეკის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფები უცვლელი დარჩა. 3- წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5 წლიან რეგულირებად პერიოდზე. ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე, ასევე აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ საჯარო სხდომაზე ტარიფების დადგენისას.'
ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ $10 მილიარდიანი შესყიდვის გეგმა დაამტკიცა
ინდოეთმა თავდაცვითი აღჭურვილობის, მათ შორის ქვეითი საბრძოლო მანქანების, მსუბუქი ტანკებისა და სარაკეტო სისტემების შესყიდვის შესახებ წინადადება დაამტკიცა. ამის შესახებ მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. საუბარია 10,18 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის შესყიდვებზე. სამიისტროს ცნობით, საერთო ჯამში, 97 პროცენტზე მეტი ტექნიკა ინდოელი მწარმოებლებისგან იქნება შეძენილი.