ძებნის რეზულტატი:
ნიდერლანდები 2023 წელს უკრაინისთვის 2,5 მილიარდ ევროს გამოყოფს
ნიდერლანდები 2023 წელს 2,5 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინის მხარდასაჭერად. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს სახელით Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ვიდრე რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, ნიდერლანდები უკრაინას სამხედრო, ჰუმანიტარულ და დიპლომატიურს მხარდაჭერას გაუწევს. ჩვენ გამოვყოფთ 2,5 მილიარდ ევროს 2023 წელს. უკრაინას შეუძლია, ჰქონდეს ნიდერლანდების იმედი“, - აღნიშნულია განცხადებაში. ნიდერლანდებმა უკვე თითქმის ერთი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწიეს უკრაინას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მდგომარეობა შეაჯამეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 65-ე სხდომა გაიმართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ანგარიში და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მდგომარეობა შეაჯამეს. „ასევე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. მოისმინეს ინფორმაცია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. კომისიაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს როგორც სექტორული, ასევე საკანონმდებლო მიმართულებით. კომისიის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ და დადებითად შეაფასეს საქართველოს მხრიდან შეთანხმების შესაძლებლობების სრულფასოვანად გამოყენებისკენ მიმართული ძალისხმევა. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ საქართველოს პარლამენტის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ, როგორც რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობის, ასევე საკანონმდებლო დონეზე უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში აქტიური ჩართულობისა და ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილე უწყებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
იმუნიზაციის სისტემის და ინფექციების ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით, ევროკავშირმა და ჯანმომ საქართველოს დახმარება გადასცეს
ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას ვაქცინების სასაწყობე ცივი ოთახები და ულტრა დაბალი ტემპერატურის მაცივრები, ასევე ლაბორატორიული მოწყობილობები გადასცეს, რაც ქვეყანაში იმუნიზაციის სისტემის და ინფექციების ზედამხედველობის გაუმჯობესებას ემსახურება. ჯანმოს საქართველოს ოფისის ცნობით, ეს მხოლოდ ნაწილია იმ დახმარებისა, რომელსაც ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უწევენ საქართველოს COVID19-ის პანდემიასთან ბრძოლის და უფრო მდგრადი ჯანდაცვის სისტემის მშენებლობის პროცესში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე. „მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია საქართველოს გადავცეთ იმუნიზაციის ცივი ჯაჭვისთვის საჭირო დანადგარები - ცივი ოთახები და მაცივრები, ასევე ლაბორატორიული და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის მოწყობილობები. ეს ტექნიკა და ჩვენი თანამშრომლობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მიმართულია საქართველოში ინფექციური დაავადებების კონტროლისკენ და მოსახლეობის უკეთ დასაცავად. ეს და სამომავლო მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობას საქართველოს მიმართ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. ეს დახმარება მხოლოდ ნაწილია იმ დიდი მხარდაჭერისა, რომელსაც ევროკავშირი და WHO საქართველოს უწევენ. პანდემიის დაწყებიდანვე ევროკავშირი და WHO საქართველოს COVID19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევასა და ზოგადად, ჯანდაცვის სექტორის მზაობის გაუმჯობესებაში ეხმარებიან. „გადაცემული მოწყობილობა ქვეყნის მასშტაბით ცივი ჯაჭვის გამართვას უწყობს ხელს, რათა შესაბამისად მოხდეს ვაქცინებისა და განსაკუთრებულ პირობებში შესანახი ნიმუშების დასაწყობება, დაცვა, ტრანსპორტირება და გამოყენება. ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მთავრობას უკვე გადასცა 300 სამედიცინო მაცივარი, ვაქცინების ტრანსპორტირებისთვის საჭირო სპეც. ავტომობილი, ვაქცინების სატარებელი ყუთები თუ მაღალი ხარისხის კომპიუტერული ტექნიკა. შეძენილი მოწყობილობების ღირებულება მთლიანობაში 500,000 ევროს აღწევს. ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ასევე მომზადდა ვაქცინაციასთან დაკავშირებული აპლიკაციები, იმუნიზაციისა და პაციენტებთან კომუნიკაციის მიმართულებით გადამზადდა სამედიცინო პერსონალი, ხდება ვაქცინების ეფექტურობის და უსაფრთხოების მონიტორინგი და კომუნიკაცია იმუნიზაციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით. „გადაცემული მოწყობილობები შეავსებს ყველა იმ საჭიროებას, რომელიც იმუნიზაციის თანამედროვე ცივ ჯაჭვს უნდა გააჩნდეს; იგი გაზრდის იმუნიზაციის შესაძლებლობებს და ზოგადად, ჯანდაცვის სექტორის მზაობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახლანდელი და შესაძლო გამოწვევების მიმართ. ამას თან მოჰყვება შესაბამისი სამედიცინო პერსონალის გადამზადება, რომელსაც ასევე უზრუნველყოფს ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“, - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში სილვიუ დომენტემ. „ეს დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და გადანაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს და რომლის მიზანია საქართველოს პანდემიასთან გამკლავებაში დაეხმაროს. ეს არის მსოფლიო მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამ უპრეცედენტო კრიზისის პერიოდში საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობაზე მიანიშნებს“, - აცხადებს ჯანმოს საქართველოს ოფისი.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6883 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6883 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6883 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6740 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0143 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8547 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8446 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0101 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ოლექსი არესტოვიჩის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ნელ-ნელა კვდება
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნელ-ნელა კვდება. „ციხეში რომ მოკვდეს, მაშინ ყველა იტყვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოკლა. ეს გახდება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში, პროვოკაციებამდე, მასობრივ არეულობამდე, რევოლუციებამდე და ა.შ.“, - აცხადებს არესტოვიჩი. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 დეკემბრისთვის გადაიდო. 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად აკაკი იაშვილი აირჩიეს
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აკაკი იაშვილი უხელმძღვანელებს. ფედერაციის საანგარიშო – საარჩევნო ყრილობას 49 დელეგატი ესწრებოდა, ახალ პრეზიდენტს კი ხმა 48 დელეგატმა მისცა. განვლილ პერიოდზე, განხორციელებულ პროექტებსა და წარმატებებზე ისაუბრა გია გიორგაძემ, რომელიც 14 წელი ფედერაციის პრეზიდენტი იყო. მისი მოღვაწეობა ყრილობის დელეგატებმა წარმატებულად შეაფასეს. აკაკი იაშვილი ოთხი წელი ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტი იყო, ამჟამად კი ფიდე-ს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორია. მისი თქმით, უკვე მოხერხა შეთანხმება „სოკართან“, რომელიც კვლავ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორი გახდება. აკაკი იაშვილმა გეგმებსა და მიზნებზე ისაუბრა. ჭადრაკის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის თქმით, მისი საქმიანობის მთავარი მიზანია, საქართველომ ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიბრუნოს. მნიშვნელოვანია, რომ ახალი პრეზიდენტი ჭადრაკის ფედერაციის ყოფილ ხელმძღვანელთან ერთად იმუშავებს. გია გიორგაძე ამიერიდან საქმიანობას ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით გააგრძელებს, ხოლო გენერალურ მდივნად სოფიო გვეტაძე აირჩიეს.
პარიზში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაიღუპა სულ მცირე, ორი ადამიანი
პარიზში უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი, დაიჭრა. მათივე ცნობით, ინციდენტი აღმოსავლეთის სადგურზე, ქურთული კულტურის ცენტრთან მოხდა. ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ მე-10 ოლქში მომხდარს იძიებს. ამასთან, პარიზის მცხოვრებლებს სთხოვეს, არ მიუახლოვდნენ ტერიტორიას, სადაც ინციდენტი მოხდა.
რატომ შეიძლება თქვას საქართველოს მთავრობამ გაზსაცავის პროექტზე უარი
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა დიდი ზომის გაზსაცავის პროექტის განხორციელებაზე სავარაუდოდ, უარს იტყვის. მისივე თქმით, ამ პროექტის ნაცვლად, მთავრობა მცირე ზომის გაზსაცავის მშენებლობის შესაძლებლობაზე მსჯელობს და გაზსაცავის პარალელურად, განიხილება გათხევადებული გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობის საკითხიც. Europetime-ს საქართველოს ენერგეტიკული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ექსპერტმა მურმან მარგველაშვილმა განუცხადა, რომ შესაძლოა, ეკონომიკის სამინისტროს ამ განცხადების საფუძველი შესაბამისი კვლევებია. „რადგან ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ეს შეფასება გააკეთა, ალბათ, შესაბამისი კვლევა აქვს. თუმცა მე მივიჩნევდი, რომ საქართველოსთვის გაზსაცავს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და ახლაც აქვს. თუ ხარ სრულად დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, სუსტი ხარ. თუ გინდა დამოუკიდებელი ქვეყანა, შესაბამისი დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების მექანიზმები უნდა შექმნა. რადგან მთავრობა უარს ამბობს დიდი გაზსაცავის პროექტზე, იმედია, რომ აქვთ შესაბამისი დასაბუთება“, - ამბობს მურმან მარგველაშვილი. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ გაზსაცავის პროექტის მშენებლობის დაფინანსებას საქართველოს მთავრობა რამდენიმე დონორისგან, მოზიდული ფულით აპირებდა. ცნობილია, რომ 2018 წელს გაფორმდა €150 მილიონი ევროს ღირებულების საკრედიტო შეთანხმება KFW-სთან. თუმცა, პანდემიის პერიოდში ამ თანხიდან €120 მილიონი მთავრობამ მიმდინარე ხარჯებზე გადაამისამართა და პროექტისთვის მხოლოდ €30 მილიონი დატოვა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, €30 მილიონი სეისმური კვლევებისა და დასაბუთებისთვის საკმარისი იყო, თუმცა ახალ რეალობაში [უკრაინის ომის ფონზე] ამხელა გაზსაცავი შესაძლოა, საქართველოსთვის აღარ იყოს საჭირო. „იმისთვის, რომ ქვეყნის გაზმომარაგება მოხდეს ორი თვის ვადით, ეს შესაძლოა, უფრო მცირე გაზსაცავით და LNG ტერმინალით განხორციელდეს, რომლის პროექტმაც მნიშვნელობა უკვე შეიძინა. რუმინეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, თურქმენეთი - ეს დერეფანი ამ კუთხით შეიძლება, საინტერესო იყოს. ჩვენ ამ ალტერნატივებიდან გამომდინარე დონორ ორგანიზაციებსა და მათ საკონსულტაციო კომპანიებს ვკითხეთ, იქნებ, რამე ალტერნატივა იყოს. ეს უფრო მოქნილი, სწორი და იაფიც იქნება“, - აცხადებს მიქაუტაძე. მისივე თქმით, საქართველოს არ აქვს იმხელა რესურსი, რომ ნახევარი მილიარდი ევრო გაზსაცავში მშენებლობაში დახარჯოს. საქართველოს მთავრობა რომ აზერბაიჯათან პარტნიორობით, თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის პროექტზე მუშაობს, ამის შესახებ 2022 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი. „ცნობილია, რომ საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი, 2015 წელს განიხილავდნენ, ერთობლივ პროექტს, რომლის თანახმადაც, კასპიის ზღვიდან მოპოვებული გაზი, ევროპას საქართველოს გავლით უნდა მიეღო. ჩვენს ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო გაზის გათხევადება და განხორციელებულიყო ექსპორტი რუმინეთში. სამწუხაროდ, ეს პროექტი ვერ განხორციელდა“, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში, ევროპა დაინტერესებულია მიწოდების ალტერნატიული წყაროებით. „ამიტომ, ეს პროექტი, 2022 წელს უფრო მეტად აქტუალური გახდა“. შეგახსენებთ, რომ პროექტ AGRI-ს თანახმად, რომლის განხორციელებაც 2015 წელს იგეგმებოდა, აზერბაიჯანული გაზი გაზსადენის მეშვეობით, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ყულევის ტერმინალს უნდა მიეღო, სადაც მისი გათხევადება უნდა მომხდარიყო. კონსტანცაში ტრანსპორტირების შემდეგ, გათხევადებული გაზს კვლავ ბუნებრივ აირად გარდაქმნიდნენ, რის შემდეგაც, არსებული გაზსადენებით, მისი ევროპაში ექსპორტი მოხდებოდა. პროექტის რეალიზაცია ორ ეტაპად უნდა მომხდარიყო, რაც ითვალისწინებდა 2 მილიარდი კუბური მეტრიდან 8 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას. წინასწარი მონაცემებით, პროექტის ღირებულება 1,2 მილიარდიდან 4,5 მილიარდ ევრომდე შეადგენდა. კონკრეტულად, ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე რა ბერკეტებს დაკარგავს საქართველო გაზსაცავის გარეშე და რა ეფექტს მოიტანს გათხევადებული გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობა? Europetime-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გია არაბიძემ განუცხადა, რომ დღეს გაზსაცავის მშენებლობის ფასები, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საკმაოდაა გაზრდილი, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს პროექტი ხელს უწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. „გაზსაცავი სჭირდება ყველას. ძალიან მნიშვნელოვანია და სტრატეგიულია, განსაკუთრებით მოხმარების გრაფიკებისათვის. თვითონ გაზსაცავის იდეა ხელს უწყობს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. რომ გადავიდეთ ეკონომიკურ მხარეზე, აქ უკვე გათვლებია - რა ჯდება ამ პროექტის განხორციელება. ალტერნატივად გაზის გათხევადებული ტერმინალის მოწყობა საკმაოდ კარგი პროექტია. ვფიქრობ, ამასაც შეუძლია გაზსაცავის ჩანაცვლება. აქ მთავარია ეკონომიკური გათვლები“, - ამბობს არაბიძე. ამ დრომდე არსებული გათვლებით, გაზსაცავის პროექტის საინვესტიციო ღირებულება $250 მლნ-ს აღემატებოდა, რაც ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) კრედიტებით უნდა დაფინანსებულიყო. სამშენებლო სამუშაო სამგორის სამხრეთ თაღის საბადოზე იყო დაგეგმილი. არსებული პროექტის მიხედვით, გაზსაცავში 300 მლნ კუბური მეტრი გაზის შენახვაა შესაძლებელი.
საქართველოს რკინიგზა ახალი წლის დღეებში ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
საქართველოს რკინიგზა 11 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. „ძვირფასო მგზავრებო! საქართველოს რკინიგზა ახალი წლის დღეებში ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ მოცემულ ცხრილში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროკავშირმა უკრაინას სკოლების აღდგენისთვის 66 მილიონი ევრო გამოუყო
ევროკავშირმა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად დაზარალებული სკოლების რეკონსტრუქციისთვის უკრაინაში, 66 მილიონი ევრო გამოყო. ამის შესახებ უკრაინული მედია კომისიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. თანხებს უკრაინა საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით მიიღებს და ეს დახმარება 100 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელსაც ევროკომისიამ და უკრაინის მთავრობამ 16 დეკემბერს მოწერეს ხელი. დანარჩენ 34 მილიონ ევროს უკრაინა გაეროს მეშვეობით მიიღებს და ის სკოლებში სარემონტო სამუშაოს ჩატარებაზე, სასწავლო ოთახების აღჭურვილობისა და თავშესაფრებისთვის დაიხარჯება. უკრაინის განათლების სამინისტროს ცნობით, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, ქვეყანაში 2800-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება გაანადგურა ან დააზიანა.
კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 დეკემბრისთვის გადაიდო „ჩვენ დიდი მღელვარებითა და შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე პროცესებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს. 130-ზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირი, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს ასევე მთავრობის მოვალეობაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს სათანადო ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარება, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ძალიან ბევრმა გააკეთა განცხადება, მათ შორის სახალხო დამცველმა, რომ მას სჭირდება სათანადო და საჭირო სამედიცინო დახმარება“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
აშშ-ის ელჩი ნიკა გვარამიას საქმეზე: ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას არ ჰქონდეს კითხვები, რომ პროცესი მიმდინარეობს პოლიტიკური ჩარევით, ან ზემოქმედებით
ბატონ გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არსებობდა კითხვები დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება მთავარი მედია არხის ხელმძღვანელს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება დარწმუნდეს, რომ აღნიშნული საკითხი არის გადაწყვეტილი მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ. „როგორც უკვე აღვნიშნეთ, კითხვები თავიდანვე დაიბადა, თუნდაც შერჩეულ სასჯელისა და მისი არაპროპორციულობის, ბრალდებასთან მიმართებაში და განსაკუთრებით ასეთ პოლარიზებულ გარემოში. მაშინ, როდესაც მედიასივრცე გარკვეულწილად მცირდება, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას არ ჰქონდეს კითხვები, რომ აღნიშნულ პროცესი მიმდინარეობს ან პოლიტიკური ჩარევით, ან ზემოქმედებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს არ ეშინოდეთ საკუთარი საქმიანობის განხორციელების", - აღნიშნა კელი დეგნანმა. „მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ 2 ნოემბერს მიიღო. საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.
Bloomberg: ჩინეთში ერთ დღეში კორონავირუსით 37 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა
დეკემბრის დასაწყისიდან ჩინეთში მეოთხედი მილიარდი ადამიანი დაავადდა კოვიდით, რაც ქვეყნის მოსახლეობის 18%-ს შეადგენს. წერს Bloomberg მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ჯანდაცვის ეროვნული კომისიის დახურულ სხდომაზე წარადგინეს. ამ შეფასებით, 20 დეკემბერს მხოლოდ ერთ დღეში კორონავირუსით 37 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. ამავდროულად, დამოუკიდებელმა ანალიტიკოსებმა ახლახან შეაფასეს შემთხვევების სავარაუდო რაოდენობა დღეში მხოლოდ მილიონ ადამიანზე. მათი თქმით, დღიური სიკვდილიანობის მაჩვენებელი ხუთი ათასი ადამიანის დონეზეა. ოფიციალურად, ჩინეთის ხელისუფლებამ დეკემბრის დასაწყისიდან მხოლოდ 3000 შემთხვევა დაადასტურა. ჩინეთის ხელისუფლებამ, რომელიც სამი წლის განმავლობაში იცავდა კოვიდთან მიმართებაში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას, 2022 წლის ბოლოს განაგრძო შეზღუდვების მკვეთრი შემსუბუქება. ამის მიზეზი ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები იყო, რაც გამოწვეული იყო მუდმივი ჩაკეტვისგან დაღლილობით. თავდაპირველად აქციის მონაწილეები ითხოვდნენ შეწყვეტილიყო კოვიდ-ის საწინააღმდეგო შეზღუდვები, მაგრამ შემდეგ დაიწყეს პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენება. ხელისუფლების თანახმად, ჩინეთში მოსახლეობის 90%-ზე მეტი სრულად არის ვაქცინირებული, მაგრამ ხანდაზმულთა შორის, რომლებიც ძირითად რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, ნახევარზე ნაკლები იყო აცრილი. ამავდროულად, დამოუკიდებელ ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ ჩინეთში გამოყენებული ვაქცინების ეფექტურობაში.
ნოვაკის თქმით, თურქეთი რუსეთთან გაზის ჰაბის შექმნაზე გადაწყვეტილებას 2023 წელს მიიღებს
„გაზპრომი“ აქტიურად მუშაობს თურქეთთან და ბაზრის სხვა მონაწილეებთან გაზის ჰაბის შექმნაზე. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა. „ახლა „გაზპრომი“ აქტიურად მუშაობს თურქ კოლეგებთან, ამ პროექტში სხვა შესაძლო მონაწილეებთან ერთად სხვა ქვეყნებიდან. ეს იქნება ერთგვარი კერა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ რუსი მომწოდებლები, არამედ სხვა ექსპორტიორებიც“, - განაცხადა ნოვაკმა. ვიცე-პრემიერის თქმით, თურქეთში გაზის ჰაბის შესახებ გადაწყვეტილებები 2023 წლის განმავლობაში იქნება მიღებული. ნოვაკმა აღნიშნა, რომ საუბარია ჰაბის შექმნაზე, სადაც გაზის ფასი საბაზრო გზით ჩამოყალიბდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ჰაბის შექმნაზე, სადაც ფასი ჩამოყალიბდება საბაზრო გზით. დღეს გაუგებარია როგორ ყალიბდება ფასი, არიან „ბოტები“, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ვაჭრობაში, შესაბამისად, ფასები ზოგჯერ არაობიექტურია“, - განმარტა ვიცე პრემიერმა. მისი თქმით, საუბარია არა მხოლოდ პლატფორმის შექმნასა და საბირჟო ვაჭრობის განვითარებაზე, არამედ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მიწოდების მოცულობის გაზრდაზე სამხრეთის მიმართულებით.
ჩეხეთში ავტომაგისტრალზე ერთმანეთს 40 ავტომანქანა შეეჯახა
ჩეხეთში, 23 დეკემბერს ნაშუადღევს, ნისლის გამო, 40 მსუბუქი ავტომობილი, (მათ შორის ორი სატვირთო), ერთმანეთს შეეჯახა. გზატკეცილი გადაკეტილია, მაშველებმა ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ ორმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ავარიები 177-ე კილომეტრზე, ბრნოს მიმართულებაზე მოხდა.
კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი
ექსკლუზივი აშშ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას მტკიცედ უჭერს მხარს. ამის შესახებ Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განუცხადა. „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივის აუცილებლობა გაჩნდა, და შეერთებული შტატები, ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთისა და ენერგიის გადაზიდვისთვის შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. შუა დერეფნის განვითარებისთვის რეგიონული თანამშრომლობა საჭიროა, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი ინტეგრირების ჩათვლით. შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს ასევე მოუტანს სამუშაო ადგილებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს პროექტის ტენდერთან დაკავშირებით და კვალიფიციური დეველოპერსის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება. ამერიკული კომპანია Trammo კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს სასუქის ტრანსპორტირებას უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან. გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს. აშშ-ის მთავრობა ეძებს ახალ შესაძლებლობებს შუა დერეფნის მასშტაბით პარტნიორობისთვის. საქართველოში ეს ნიშნავს ახალი, ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენას და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებისთვის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის გაზრდას, რათა საქართველოდან და საქართველოს გავლით მიწოდებული ტვირთის ეფექტიანობა და ღირებულება გაიზარდოს. ეს ინვესტიციები და პარტნიორობა საქართველოს უფრო დიდ გლობალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას და ქართველებისთვის უფრო სარფიანად დასაქმების შესაძლებლობებს გამოიწვევს. როგორც ყოველთვის, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან, მთავრობასთან და ბიზნეს საზოგადოებასთან, რათა დავეხმაროთ საქართველოს, სრულად ისარგებლოს ამ შესაძლებლობით. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უფრო ფართოდ დანერგვის გზაზე და ასევე დავეხმაროთ ქართველ მწარმოებლებს, რომ ჰქონდეთ რესურსები და უნარები, რათა გლობალურ ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია გასწიონ. ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარების მიმართ გაზრდილ ინტერესს განიხილავს როგორც არსებითად მნიშვნელოვან შესაძლებლობას საქართველოს აყვავებული, დემოკრატიული, გლობალურად ინტეგრირებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა Europetime-ს. ცნობისთვის, 19 დეკემბერს, უზბეკეთმა რუსეთის გვერდის ავლით, სპილენძით დატვირთული მატარებელი ევროპაში, ახალი მარშრუტით, პირველად გაგზავნა. მარშრუტი, რომელიც ცნობილია როგორც შუა დერეფანი, კვეთს თურქმენეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს, ასევე კასპიის ზღვას და შავ ზღვას. შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. 28 ნოემბერს, ამერიკის ელჩმს კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური ოპერატორი დაინტერესდა. ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის მაშინ გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე გაეცანით NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ თემურ ჯანაშია საავადმყოფოში გადაიყვანეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თემურ ჯანაშიამ ექიმების რეკომენდაციით, შიმშილობა შეწყვიტა, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პარლამენტში დაუდასტურეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა ამასთან, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, თემურ ჯანაშია საავადმყოფოშია გადაყვანილი. მანამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დავით კირკიტაძე კლინიკაში გადაიყვანეს, მან ექიმების რეკომენტაციით შიმშილობა შეწყვიტა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. მათ 16 დეკემბერს შეუერთდა ამავე პარტიის წევრი თემურ ჯანაშია. რაც შეეხება კიდევ ერთ მოშიმშილე დეპუტატს, ანა წითლიძეს, ის შიმშილობას აგრძელებს. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოში 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან ექიმები, რომლებიც მოშიმშილეს მუდმივ მონიტორინგს უწევენ.
შარლ მიშელი გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების მომხრეა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო რუსეთისთვის გაეროს უშიშროების საბჭოში წევრობის შეჩერებას მხარს უჭერს. „ვფიქრობ, საერთაშორისო სამართალში არის ხარვეზი, თუ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ამ შემთხვევაში რუსეთი, გამომწვევად არღვევს საერთაშორისო კანონს. ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას გაწევრიანების შეჩერების მექანიზმი: მე არ ვსაუბრობ რუსეთის სრულ გარიცხვაზე, მაგრამ, სულ მცირე, რუსეთის უშიშროების საბჭოში წევრობის შეჩერებაზე", - განაცახდა მიშელმა.
რუსი ტერორისტები შესაძლოა, სადღესასწაულო დღეებში გააქტიურდნენ - ზელენსკი
რუსი ტერორისტები შესაძლოა, სადღესასწაულო დღეებში ხელახლა გააქტიურდნენ, ამიტომ მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებები და დაეხმარონ ერთმანეთს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა. „გთხოვთ გახსოვდეთ, ვინ იბრძვის ჩვენს წინააღმდეგ. სადღესასწაულო დღეების მოახლოებასთან ერთად რუსი ტერორისტები შესაძლოა, კვლავ გააქტიურდნენ. მათ სძულთ ქრისტიანული ღირებულებები და ზოგადად ღირებულებები. ამიტომ გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებებს, დავეხმაროთ ერთმანეთს და ყოველთვის იზრუნოთ ერთმანეთზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ბულგარეთი ანკარასთან, მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს
სოფია აგრძელებს მოლაპარაკებებს ანკარასთან, რათა თურქული LNG ტერმინალის სიმძლავრე მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაღებად გამოიყენოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როზენ ჰრისტოვმა განუცხადა. მინისტრის თქმით, ბულგარეთში LNG-ის შესყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები არ არის, მაგრამ არის პრობლემა იმ ადგილზე, სადაც შესაძლებელია მისი გადმოტვირთვა. ამჟამად ბულგარეთი იყენებს Revitussa LNG ტერმინალს საბერძნეთში. „ეს ტერმინალი ძალიან დატვირთულია. ჩვენ გვჭირდება დამატებითი მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრე“, - განაცხადა როზენ ჰრისტოვმა. „ბულგარეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს თურქეთში LNG ტერმინალებზე მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრის რეზერვის თაობაზე და BOTAŞ ქსელიდან გაზის გადატანაზე ბულგარეთის საზღვარზე“,- თქვა როზენ ჰრისტოვმა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ბულგარეთს შეუძლია ნებისმიერი ტერმინალის გამოყენება თურქეთში და მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულებები გაფორმდება LNG სხვადასხვა მომწოდებლებთან. ბულგარეთში ბუნებრივი აირის წლიური მოხმარება დაახლოებით 3,5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.