ძებნის რეზულტატი:

რუსეთში, სარატოვის ოლქის აეროდრომთან ახლოს აფეთქებები მოხდა

რუსეთის ქალაქ ენგელსში, სარატოვის ოლქში, აეროდრომის მახლობლად აფეთქებები მოხდა.  ინფორმაციას რუსული Telegram არხი BAZA ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, ასევე, დაზიანებულია თვითმფრინავი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, რომ სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის სამხედრო აეროდრომზე დაიღუპა 3 რუსი სამხედრო მოსამსახურე.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ახალ წლამდე ოკუპანტების თავდასხმის ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ

წლის დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მტერი შეეცდება, სიტუაცია კიდევ უფრო გაგვირთულოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.  „რუსეთმა წელს ყველაფერი დაკარგა, რაც შეეძლო. თუმცა ის დანაკარგების ანაზღაურებას პროპაგანდისტების საშუალებით ცდილობს. დარწმუნებული ვარ, რომ სიბნელე ხელს არ შეგვიშლის ოკუპანტების კიდევ ერთხელ დამარცხებაში, მაგრამ ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.  პრეზიდენტმა უკრაინის მხარეს მებრძოლ ყველა სამხედროს თუ სამოქალაქო პირს მადლობა გადაუხადა, ხოლო მოსახლეობას საჰაერო განგაშის მიმართ ყურადღებით ყოფნისკენ მოუწოდა. „მადლობა თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს, ყველა სერჟანტსა და მეთაურს, ყველა ოფიცერსა და გენერალს. მადლობა მსოფლიოს ლიდერებს და ხალხს, რომლებიც წელს უკრაინასთან ერთად გახდნენ თავისუფლების მცველები", - განაცხადა ზელენსკიმ.  

ტაილანდის ყურში გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

სულ მცირე 18 მეზღვაური დაიღუპა ტაილანდის საზღვაო ძალების გემის ჩაძირვისას. ამის შესახებ ნათქვამია სამეფო საზღვაო ძალების ანგარიშშია ნათქვამი.  ტაილანდში სამხედრო გემი ჩაიძირა სამხედროების ინფორმაციით, ეკიპაჟის 105 წევრიდან გადარჩა 76 ადამიანი, დაიღუპა 18. მანამდე 6 დაღუპულის შესახებ იყო ცნობილი. ცნობისთის, შემთხვევა 18 დეკემბერს, ღამით, მას შემდეგ მოხდა, რაც წყალმა გემის ელექტროსადგურები დატბორა, რამაც მოკლე ჩართვა გამოიწვია.   

სალომე ზურაბიშვილის სახლთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის სახლთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, 562 ქალი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს მათ გუშინდელი ღამე ადგილზე გაათენეს. პროტესტის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის გამოჩენას ელოდებიან. აქციის მონაწილეები რამდენიმე დღეა ორბელიანების სასახლესთან იკრიბებიან მოთხოვნით - „არ მოკლა პრეზიდენტი“. პრეზიდენტის სახლთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.  8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

Tesla, შანხაის ქარხანაში წარმოებას აჩერებს

Tesla, შანხაის ქარხანაში დეკემბრის ბოლო კვირაში წარმოეას აჩერებს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. Tesla-ს საბაზრო ღირებულება ერთ კვირაში $85 მილიარდით დაეცა კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც COVID-19 ინფექცირების მაჩვენებელი გაიზარდა, რადგან ჩინეთში COVID19-თან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები შერბილდა. ელექტრომობილების გიგანტი გეგმავს შეაჩეროს Model Y წარმოება ქარხანაში 25 დეკემბრიდან 1 იანვრამდე, რადგან ქარხნის მუშები და მისი მომწოდებლები ავადდებიან COVID19-ის ახალი ტალღის ფარგლებში.   

სამხრეთ კორეაში მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა

დღეს, სამხრეთ კორეის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქვეყნის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავი KA-1 ჩამოვარდა. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ Yonhap იტყობინება. თვითმფრინავი ჰვენსონგის ოლქში, სეულიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 140 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 11:43 საათზე, ახლომდებარე ქალაქ ვონჯუს საჰაერო ბაზიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა. მშვიდობიანი მოსახლეობის სახლების დაზიანებაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. სამხედროების თქმით, პილოტები, რომლებმაც მოახერხეს კატაპულტირება, უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც Ukrinform იტყობინება, ნოემბერში სამხრეთ კორეის საჰაერო ძალების KF-16 თვითმფრინავი ქვეყნის დედაქალაქთან ჩამოვარდა.  

შავი ზღვის კაბელის პროექტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ენერგოუსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „შავი ზღვის კაბელის“ პროექტს ისტორიული უწოდა. საქართველო, შავი ზღვის კაბელის პროექტისთვის, ფსკერის კვლევებზე €30 მილიონს დახარჯავს ამის შესახებ მან მინისტერიალზე განაცხადა, რომელიც დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს. „ჩვენ გასულ წელს ბრიუსელში წარვადგინეთ „შავი ზღვის კაბელის“ პროექტი და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მეზობელ სახელმწიფო აზერბაიჯანთან. ბუნებრივია რუმინეთთანაც, რომელიც ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია ახალ ეტაპზე გადავედით რუმინეთთან ერთად და დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ პროექტის განხორციელებაზე. მოგეხსენებათ ამ პროექტს შეურბენდათ აზერბაიჯანი და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა ევროკავშირმა. ასევე პროექტს შეუერთდა უნგრეთი და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი სტრატეგიული, ხელშესახები მნიშვნელობის, ისტორიული პროექტი, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად განვახორციელებთ. ეს პროექტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ენერგოუსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას და ბუნებრივია ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ხალხზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო ინფორმაციისთვის, 17 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. 19 დეკემბერს დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ამ დრომდე ოფიციალურად არ თქმულა, საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება, თუმცა უკრაინულმა მედიამ გარკვეული ვერსია უკვე განიხილა. კერძოდ, delo.ua-ს ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ომი უკრაინაში გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. რუსეთის გაუმართლებელმა სამხედრო აგრესიამ თავდაყირა დააყენა მსოფლიო წესრიგი

მთელი წლის მთავარი მოვლენა, მთავარი პრობლემა და გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის ეს არის ომი უკრაინაში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც თავდაყირა დააყენა  მთელი მსოფლიო წესრიგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს საელჩო და პირადად ელჩი უკრაინაში ბოლო წუთამდე ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას. „მოგესალმებით პატივცემულო ელჩებო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო. დიდი პატივია ჩემთვის დღეს თქვენს წინაშე გამოსვლა. მინდა ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი სამსახურისთვის. ვიცი, რომ თქვენ ძალიან მძიმე შრომა გიწევთ, მითუმეტეს, ამდენი გამოწვევებით აღსავსე რეალობაში. ახალ სიტუაციასთან ბუნებრივია, ჩვენ გვიწევს განსხვავებული მიდგომების გამოყენება. მინდა რამდენიმე სიტყვით შევაჯამო წლევანდელი წელი თქვენთან ერთად. მთელი წლის მთავარი მოვლენა, მთავარი პრობლემა და გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის ეს არის ომი უკრაინაში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც თავდაყირა დააყენა  მთელი მსოფლიო წესრიგი. მე მინდა დავეთანხმო ბატონ მინისტრს, ჩვენი საელჩო და პირადად ბატონი ელჩი უკრაინაში, ბოლო წუთამდე, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების საელჩოები ტოვებდნენ კიევს, ჩვენი საელჩო ბოლო წუთამდე ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საელჩოს, ჩვენს ელჩს უკრაინაში, თითოეულ თანამშრომელს. ჩვენთვის ყველასთვის დიდი გამოწვევაა დღეს მიმდინარე მოვლენები. ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ვინაიდან, ეს ომი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თავად უკრაინას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, ჩვენს რეგიონს და ბუნებრივია, ამ ომს და მის შედეგებს გავლენა ექნება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, არამედ მთელს მსოფლიოზე. ამიტომ, აუცილებელია ამ კონფლიქტის, ამ ომის დროულად დასრულება. ეს არის ჩვენი სურვილი. მე მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინელ ხალხს მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მათი სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

სერბეთში, ამიაკის გადამზიდავი სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა

კვირას საღამოს, აღმოსავლეთ სერბეთში ამიაკის გადამზიდავი სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ქალაქ პიროტში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობას მოუწოდა, არ დაეტოვებინათ სახლები. ამიაკის გაჟონვით გამოწვეული შეზღუდული ხილვადობის გამო, საშობაო არდადეგებზე გადატვირთული მოძრაობის დროს ბულგარეთისკენ მიმავალ მთავარ გზატკეცილზე ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა. პოლიციამ საავტომობილო გზა გადაკეტა და მოძრაობა ადგილობრივი გზებისკენ მიმართა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მატარებლის რელსებიდან გადავარდნა. i24news-ის ინფორმაციით, სულ 51 ადამიანი მოიწამლა. ორშაბათს ქალაქში ადგილობრივი სკოლები დაიხურა.   

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის წევრობის სტატუსზე: კარგად გვესმის, რომ მიღებული იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება

ჩვენ გაცილებით წინ ვართ რეფორმების თვალსაზრისით უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, მაგრამ კარგად გვესმის, რომ სტატუსზე მიღებული იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „წლევანდელი წელი გამოირჩეოდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამ მხრივ დადებითი მოვლენით – ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა. დამეთანხმებით, ბუნებრივია, ჩვენი, ყველას მოლოდინი იყო, რომ ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. სამწუხაროდ, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, არ მინდა, ჩვენს კოლეგა სახელმწიფოებზე რამე ვთქვა დამაკნინებელი, თუმცა კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გაცილებით, ორჯერ, სამჯერ წინ ვართ და ვიყავით, იგივე რეფორმების თვალსაზრისით, შესრულების კუთხით, უკრაინასთან მიმართებით, მოლდოვასთან მიმართებით. მაგრამ გასაგებია, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ღიად ითქვა, რომ უკრაინას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, რადგან ომში იმყოფება, ხოლო მოლდოვა ასევე ომთან გათანაბრებულ მდგომარეობად შეაფასეს. „ასე რომ, ჩვენ კარგად გვესმის ეს მოტივაცია. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს, მოლდოვას, უკრაინას. კიდევ გავიმეორებ, გვინდა, რომ ამ ქვეყნებში იყოს მშვიდობა, კეთილდღეობა. ბუნებრივია, ჩვენ მათ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებთ. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც განისაღვრა 12 პრიორიტეტი, პრაქტიკულად იმავე დღეს ჩვენმა გუნდმა, მმართველმა პარტიამ ძალიან მკაფიო, ნათელი საგზაო რუკა წარუდგინა საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს. ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, მთელი გუნდი ჩართული იყო ამ პროცესში და ჩვენ ზედმიწევნით სწორად, ეფექტიანად შევასრულეთ აღნიშნული პრიორიტეტები, ეს რეკომენდაციები. მოგეხსენებათ, პარლამენტში შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფები. სამწუხაროდ, მინდა, აღვნიშნო, რომ ამ პროცესში სრულყოფილად არ იყვნენ ჩართულნი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, თუმცა მათმა გარკვეულმა წარმომადგენლებმა მიიღეს ბოლოს მონაწილეობა. მინდა, ყველას გადავუხადო მადლობა, ვინაიდან ეს იყო მართლაც ძალიან შრომატევადი საქმე. ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის პირობა, რომელიც განგვესაზღვრა. დანარჩენი პროცესი მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რომ გარკვეული კანონპროექტები ჩვენ გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, ახლა ველოდებით მათ დასკვნებს და ამის შესაბამისად მოვახდენთ ადაპრირებას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რატომ არ დაესწრო ელჩების კონფერენციას სალომე ზურაბიშვილი

თბილისში, ელჩების კონფრენეციაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არდასწრების მიზეზი პროტოკოლური დარღვევა გახდა. ამის შესახებ განმარტება, ჟურნელისტების კითხვების საპასუხოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთეს.  „პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა“, – განმარტეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ელჩების კონფერენცია 2022“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დილით გაიხსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.  

შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატი ანა წითლიძე მოინახულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანი წითლიძე მოინახულა.  „მოთხოვნას რაც შეეხება ამ საკითხს წყვეტს სასამართლო სასამართლოს კომპეტენციაა განიხილოს პროცესის ფარგლებში საკითხები და ისე გადაწყვიტოს. ულტიმატუმის წაყენება სასამართლოსთვის არ არის ის, ფორმა, რომლითაც სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა ხდებოდეს  საკითხების გადაწყვეტა. მთავარი ამ კუთხით არის მისი ჯანმრთელობა, რომ შეუქცევადად არ დაზიანდეს. ამიტომ განსაკუთრებით მივმართავ მის თანაგუნდელებს, რომ მოუწოდონ მას, შეწყვიტონ შიმშილობა... შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ესაუბრო სახელმწიფოს და მოითხოვო გადაწყვეტილების მიღება. თავისთავად, შიმშილობას ასეთი შედეგი ვერ ექნება. ერთადერთი შედეგი რაც შეიძლება დადგეს, არის საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა ანი წითლიძე, პარლამენტის შენობაში მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის თხოვნით მეთორმეტე დღეა შიმშილობს.  „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ თემურ ჯანაშია საავადმყოფოში გადაიყვანეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. მათ 16 დეკემბერს შეუერთდა ამავე პარტიის წევრი თემურ ჯანაშია. რაც შეეხება კიდევ ერთ მოშიმშილე დეპუტატს, ანა წითლიძეს, ის შიმშილობას აგრძელებს. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოში 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან ექიმები, რომლებიც მოშიმშილეს მუდმივ მონიტორინგს უწევენ.  

რუსეთში, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავენ

რუსეთში, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივებს, არ გამოვრიცხავთ პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც კი ამის აუცილებელი წინაპირობა ჩამოყალიბდება“, - განაცადა მიხაილ გალუზინმა. მისივე თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა თბილისზეა დამოკიდებული. „რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობას, მსურს შეგახსენოთ, რომ ის თბილისის ინიციატივით 2008 წელს გაწყდა. [თბილისი] სამწუხაროდ, განაგრძობს მისი აღდგენის შესაძლებლობის უგულებელყოფას თავისი პოლიტიკური მოთხოვნებით, რომლებიც რეგიონში ახალ რეალობასთან წინააღმდეგობაში მოდის. ამრიგად, ბურთი კვლავ ქართულ მხარესაა", - განაცხადა მიხაილ გალუზინმა.  რაც შეეხევა საქართველოსთან ეკონომიკურ ურთიერთობებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, რუსულ-ქართული თანამშრომლობა ვითარდება. „მიმდინარე წლის 11 თვეში სავაჭრო ბრუნვა, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ერთნახევარჯერ გაიზარდა და 2.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ვაჭრობასთან ერთად იზრდება ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც“.   

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა

რა თქმა უნდა, ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო, და ვთქვათ პირდაპირ, იმ განცხადებების მოსმენა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ქვეყანა, მათი მთავრობა და მათი ხალხი არის ომში, ჩვენ ამ თემაზე არ გვსურს ზედმეტი განცხადებების გაკეთება, ამ თემის კომენტირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მე მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. მე არაერთხელ მითქვამს და ჩვენ ეს ჩვენი პოლიტიკით ჩვენი ქმედებით ვადასტურეთ, რომ ბუნებრივია ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, ყველა ქვეყანას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად ჩვენი ყველას მთავარი ვალდებულება არის ჯერ ჩვენი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.   

პოდოლიაკი: უკრაინა პუტინისთვის სასიკვდილო განაჩენია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი თავის მოჩვენებით სამყაროშია და არ ესმის რა ვითარება გამოიწვია უკრაინაში მის მიერ დაწყებულმა ომმა. „პუტინი იმედოვნებს, რომ ამ ომს მოიგებს, მაგრამ უკრაინა მისთვის სასიკვდილო განაჩენია“, - განაცახდა პოდოლიაკმა.  მისივე თქმით, რუსული საზოგადოება და სამხედროები იმავე მოჩვენებით სამყაროში ცხოვრობენ. მაგრამ მათ ასევე ესმით, რომ „საქმეები გეგმის მიხედვით არ მიდის“. „მათ ესმით, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, ეს აშკარაა. პირველ რიგში სამხედროებს ესმით, რომ მათი ქვეყანა გაძარცვეს. მათ ესმით, რომ მსოფლიოს მეორე არმია და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომლისაც ყველას უნდა ეშინოდეს, არ არსებობს. მათ ესმით, რომ აბსოლუტურად არ არსებობდა საჭიროება, რომ უკრაინას თავს დასხმოდნენ, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც აუცილებლად დაასრულებს ამ ომს და ეს იქნება ის, რაც მათ აბსოლუტურად არ მოეწონებათ. მათ ესმით, რომ ისტორიულად ისინი უმნიშვნელოდ გამოიყურებიან, დიახ, ეს სადღაც ქვეცნობიერში ესმით, რადგან შეუძლებელია უცხო მიწაზე მოსულ ნაძირალებს, რომლებმაც დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირები უწოდოთ", - თქვა პოდოლიაკმა.  

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაია ომიაძე დაინიშნა, რომელიც  ამ დრომდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებიას სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ინფორამციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  სხვადასხვა დროს იგი ასევე ხელმძღვანელობდა  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს, მთის კურორტების განვითარების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს. ამავდროულად, არის კავკასიის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებს მაია ომიაძე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა, რომელმაც ხაზი გაუსვა ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს. „მაია ომიაძეს საჯარო სექტორში, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, მისი განათლება, უნარები და მრავალწლიანი გამოცდილება ახალ ბიძგს მისცემს ადმინისტრაციის მუშაობას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგის - ტურიზმის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ  მისი ხელმძღვანელობით ადმინისტრაცია შეძლებს არა მხოლოდ წინსვლას და განვითარებას, არამედ დარგში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. მაია ომიაძის თქმით, მისთვის დიდი პატივია, უხელმძღვანელოს ისეთ სტრატეგიულ უწყებას, როგორიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა. „საკმაოდ ამბიციური მიზნები და გეგმები გვაქვს, რომელსაც ეტაპობრივად გავაცნობ როგორც სექტორს, ასევე საზოგადოებას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის  მეტი შემოსავლის მიღება ტურიზმიდან,  კიდევ უფრო მეტი ტურისტული ლოკაციის გაჩენა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა. ამავდროულად, მოგეხსენებათ, საქართველო მომავალ წელს მსოფლიო მასშტაბის ორი უდიდესი ღონისძიების მასპინძელია - ეს არის ITB Berlin და ბაკურიანში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით.  ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, საქართველო მომავალ წლებშიც არაერთი მსხვილი და მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძელი გახდეს“, - აღნიშნა მაია ომიაძემ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ღია კონკურსის წესით შეირჩა.  

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, ონთან 3.5 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 13:51 საათზე დაფიქსირდა.   

ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა

26 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევით სამუშაო ვიზიტით სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა.  ალიევი დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ანგარიშში ნათქვამია, რომ სანქტ-პეტერბურგის „პულკოვო-2“-ის აეროპორტში მას პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრე ბეგლოვი, ლენინგრადის რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე დროზდენკო და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.  

ზურაბიშვილის ადმინისტრაციის შეფასებით, ელჩების კონფერენციაზე, პრეზიდენტის სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრით, პროტოკოლი უხეშად დაირღვა

დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ელჩების კონფერენციასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რატომ არ დაესწრო ელჩების კონფერენციას სალომე ზურაბიშვილი „დღეს გაიხსნა ელჩების კონფერენცია. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ამბასადორიალის მონაწილეებს, მადლობას უხდის საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს ურთულესი გამოწვევებით სავსე პერიოდში გაწეული საქმიანობისათვის და ყველა ქართველ დიპლომატს წარმატებულ ახალ 2023 წელს უსურვებს. საქართველოს პრეზიდენტისთვის ამბასადორიალი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფორუმს  საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობებში. აღნიშნულის მიუხედავად, 2022 წლის ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში პრეზიდენტმა მონაწილეობა არ მიიღო. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. კონსტიტუცია სახელმწიფოში პრეზიდენტის ინსტიტუტს  ანიჭებს უმაღლეს სტატუსს ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში, მით უფრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მთავარ დიპლომატიურ კონფერენციაზე, სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა. ამგვარ დარღვევას, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოების ინფორმირებას პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოში მთავრობის მიერ საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნის და გათავისუფლების საკითხთან მიმართებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ სარჩელის შეტანიდან ექვსი თვის თავზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია აღნიშნულ პროცესთან  დაკავშირებით. ბუნდოვანება, რომელიც აღნიშნულმა საკონსტიტუციო სარჩელმა პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებთან მიმართებით შექმნა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მოითხოვს დროულ აღმოფხვრას“, - ნათქვამია განცხადებაში. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ელჩების კონფერენცია 2022“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დილით გაიხსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.  

უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი Bayraktar-ი, აზერბაიჯანში ოპერირებას იწყებს

უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი Bayraktar-ი, აზერბაიჯანში ოპერირებას იწყებს. აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურმა შპს Bayraktar Technology Azerbaijan-ი დაარეგისტრირა. Bayraktar-ის მწარმოებელს შეუძლია, უკრაინას ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს - უკრაინული მედია ახალი კომპანიის საწესდებო კაპიტალი 1,7 მილიონი მანეთი და მისი კანონიერი წარმომადგენელი თურქული კომპანია Baykar Makina Huseyn Topuz-ის კოორდინატორია. Baykar Makina უპილოტო საფრენი აპარატების (UAV) "Bayraktar" წარმოებითაა დაკავებული.