ძებნის რეზულტატი:
ჯო ბაიდენმა თავდაცვის 858 მლრდ-იან ბიუჯეტს მოაწერა ხელი, საიდანაც უკრაინისთვის 800 მილიონია გამოყოფილი
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2023 წლისთვის რეკორდულ, 858 მილიარდიან თავდაცვის ბიუჯეტს მოაწერა ხელი, სადაც უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარია გამოყოფილი. ბაიდენი ზელენსკის: არასდროს იქნებით მარტო, ყველამ ვიცით, რა დევს სასწორზე ბაიდენი: რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ ჩვენ მაინც დაგვჭირდება პუტინთან საუბარი "თავდაცვის ბიუჯეტში 45 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ჩადეს, ვიდრე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მათ თავდაპირველად სთავაზობდა. ბიუჯეტი ითვალისწინებს ამერიკელი სამხედროებისთვის ანაზღაურების გაზრდას, იარაღის შესყიდვების დაფინანსებას, ტაივანის დახმარებას, რომელსაც ჩინეთი ემუქრება, და 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად" - წერია თეთრი სახლის განცხადებაში. აშშ-ის მხარდაჭერა გაგრძელდება, ვიდრე კიევი რუსეთის ძალებს უკრანიდან არ განდევნის - პოლ გობლი ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის ჯამურმა დახმარებამ ამ ეტაპისთვის უკრაინისთვის, 21,9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მტკვრიდან კაცი ამოიყვანეს
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მტკვრიდან კაცი ამოიყვანეს. გავცრლებული ინფორმაციით, კაცი მტკვარში გადახტა, თუმცა, სამართალდამცავებმა წყლიდან მისი ამოყვანა და გადარჩენა რამდენიმე წუთში შეძლეს. ამასთან, ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
მიხეილ სააკაშვილი რუს უფლებადამცველს: პუტინმა მართლა გასცა ჩემი ციხეში მოკვლის ბრძანება
პუტინმა მართლა გასცა ჩემი ციხეში მოკვლის ბრძანება. ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა დანამდვილებით დაადგინეს, რომ მე ციხეში ვიყავი მოწამლული, - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველ, მარკ ფეიგინს წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას ამის შესახებ წერილის ფოტოსთან ერთად ფეიგინი „ტვიტერის“ პირად გვერდზე ავრცელებს. „ძვირფასო მარკ, გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს. თქვენი დიდი ხნის გულშემატკივარი ვარ და ახლაც რეგულარულად გიყურებთ. პუტინმა მართლა გასცა ჩემი ციხეში მოკვლის ბრძანება. ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა დანამდვილებით დაადგინეს, რომ მე ციხეში ვიყავი მოწამლული და ამან გამოიწვია ყველა ჩემი სიმპტომი. ვცდილობ გავუძლო. წარმატებები თქვენ თქვენს კეთილშობილ საქმეში”, - წერია წერილში. 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ჩინეთში, ერთ დღეში COVID19-ით თითქმის 37 მილიონი ადამიანი დაავადდა
ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ტალღა პიკს აღწევს: დღიური შემთხვევების რიცხვი უკვე 37 მილიონს უახლოვდება. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება. როგორც ცნობილია, მიმდინარე კვირის ერთ-ერთ დღეს ახალი შემთხვევების რიცხვმა 37 მილიონს მიაღწია. ამასთან, საერთო ჯამში, დეკემბრის პირველი 20 დღის განამვლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 248 მილიონი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 18% დაინფიცირდა.
აშშ-ში ტემპერატურის მკვეთრ კლებას, სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, რის შედეგადაც სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია 1.5 მილიონზე მეტ ადამიანს არ მიწოდება. უამინდობის გამო ასობით ავიარეისი გადაიდო. აშშ-ის ეროვნული მეტეობიუროს პროგნოზით, ზოგიერთ შტატში უახლოეს დღეებში ტემპერატურული ანტირეკორდები დაფიქსირდება.
იტალიის პრემიერ-მინისტრი: რომ იგრძნოთ, რას განიცდიან უკრაინელები, გამორთეთ ენერგიის ყველა წყარო დღეში თითო საათით
რომ იგრძნოთ, რას განიცდიან უკრაინელები, გამორთეთ ენერგიის ყველა წყარო დღეში თითო საათით, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ განაცხადა. რომში სიტყვით გამოსვლისას მელონიმ აღნიშნა, რომ უკრაინელები იცავენ თავიანთ თავისუფლებას და საკუთარ მიწას. „იმისთვის, რომ გავიგოთ, რას განიცდიან უკრაინელები, მოვუწოდებ ყველა იტალიელს, გამორთონ ენერგიის ყველა წყარო ყოველდღე ერთი საათით“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. ცნობისთვის, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი 2023 წლის პირველ თვეებში უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. მანამდე, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინიტრი მარიო დრაგი კიევს 2022 წლის ივნისში ეწვია. ის უკრაინის დედაქალაქში მატარებლით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად ჩავიდა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი: სააკაშვილთან დაკავშირებით გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შეკითხვებს პასუხი გავცეთ
ბიოლოგიური ნიმუში უნდა ავიღოთ, რადგან ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზაა დანიშნული, - კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი, ვასილ კაკაშვილი მივიდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური სააკაშვილის პოზიციას დღეს პირადად მისგან მოისმენს. „როგორც მოგეხსენებათ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რომელიც არის დამოუკიდებელი და მაღალკვალიფიციური ექსპერტებით დაკომპლექტებული საექსპერტო დაწესებულება, დანიშნულია ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რისთვისაც საჭიროა, ბატონი სააკაშვილისგან მოვახდინოთ ბიოლოგიური ნიმუშების აღება. სააკაშვილთან დაკავშირებით გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შეკითხვებს პასუხი გავცეთ", - განაცხადა მან. 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
რუსეთში, ხანდაზმულთა სახლში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა
რუსეთში, ქალაქ კემეროვოში, ხანდაზმულთა სახლში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, დაშავებულია ექვსი პირი. როგორც ცნობილია, ცეცხლის ჩაქრობას 80-მდე მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. მომხდარის შემდეგ ოლქის გუბერნატორის განკარგულებით, რეგიონის მასშტაბით, ხანდაზმულთა სახლების ინსპექტირება ჩატარდება.
მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, 562 ქალი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს
562 ქალი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით წერილობით მიმართავს. მიმართვის ტექსტს პარტია “დროა“ ავრცელებს და განმარტავს, რომ წერილზე ხელმომწერ ქალებს 562 აერთიანებთ ადამიანის სიცოცხლის, საქართველოს ევროპული პერსპექტივის, სამოქალაქო თანხმობისა და მშვიდობის შესაძლებლობის გადარჩენის ამოცანა. „საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეების სახელით, რომლებსაც ახლა გვაერთიანებს ადამიანის სიცოცხლის, საქართველოს ევროპული პერსპექტივის, სამოქალაქო თანხმობისა და მშვიდობის შესაძლებლობის გადარჩენის ამოცანა. რომლებისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფოსგან უარის თქმა კონსტიტუციურ ვალდებულებაზე: დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, პატივი სცეს ადამიანის ძირითად უფლებებს, არ დაუშვას წამება და სასტიკი მოპყრობა, არ დაუშვას სიკვდილით დასჯა. გადადგით ნაბიჯი, რომელსაც თქვენგან საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები მოითხოვს. იმოქმედეთ, რათა თანამედროვე საქართველოში მეორედ და დიდი ხნით არ დავკარგოთ ძალა ერთმანეთის გაგონების. ერთმანეთში ადამიანის პოვნისა და დაფასების. გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული კონსტიტუციური ბერკეტები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად და საქართველოს ევროპული პერსპექტივის დასაცავად. აღასრულეთ საქართველოს გონიერი და ჰუმანური მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეგობრების მოწოდება - მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და ნიკა გვარამიას შესაწყალებლად. არ დაუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წამებაში მოკვლა და ამ ქვეყანაში პოლიტიკურ შურისძიებაზე უარის თქმის პერსპექტივის გაქრობა. სასწრაფოდ იმოქმედეთ შემდგომი პოლარიზაციის და სახელმწიფოს დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ. მიიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - დამოუკიდებელი, პროდასავლური საქართველოს იდეისთვის, სადაც არავინ შეიძლება დევნონ, აწამონ და მოკლან ვლადიმირ პუტინის სცენარის მიხედვით. მოგიწოდებთ, შეასრულეთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური, ისტორიული და ადამიანური ვალდებულება“, - ნათქვამია წერილში.
უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმა, ჩვენს ქვეყანაში ბევრ ადამიანს აშინებს - გერმანიის პრეზიდენტი
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი წინასაშობაო მიმართვაში უკრაინელებს სამართლიან მშვიდობას უსურვებს. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. „სანამ მშვიდობა არ დადგა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა, ვინც თავდასხმების, მუქარებისა და ჩაგვრის მსხვერპლი ხდება. უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმა, ევროპაში ომის დაბრუნება, უკრაინელების საშინელი ტანჯვები, ისევე როგორც საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის შიშები - ეს ბევრ ადამიანს აშინებს ჩვენს ქვეყანაში”, - აღნიშნავს შტაინმაიერი მიმართვაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინა: ოკუპანტებმა ხერსონის ცენტრი დაიბომბეს
რუსეთის ჯარებმა ხერსონის ცენტრს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი, დანგრეულია შენობები. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ Telegram-ში დაწერა. „ხერსონში რუსებმა კიდევ ერთი ტერორი ჩაიდინეს - დაბომბეს ქალაქის ცენტრი. დაიღუპა ხალხი, დაინგრა შენობები", - წერს ტიმოშენკო. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ათ დასახლებულ პუნქტში საოკუპაციო ძალების თავდასხმები მოიგერიეს
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ათ დასახლებულ პუნქტში საოკუპაციო ძალების თავდასხმები მოიგერიეს. "ბოლო 24 საათში დონეცკში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთმა სამი სარაკეტო და 10 საავიაციო დარტყმა განახორციელა. ასევე 62-ჯერ გაისროლა რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებიდან, რის შედეგადაც მსხვერპლია ხერსონში", ვკითხულობთ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პარიზში, დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკების შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა
პარიზში, ქურთ დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებისას ათობით ადამიანი დაშავდა. როგორც ცნობილია, არეულობა პარიზის ცენტრში ქურთების კულტურის ცენტრთან მომხდარ თავდასხმას მოჰყვა. ფრანგმა პენსიონერმა, რომელიც ქსენოფობიური თავდასხმებში ადრეც იყო ეჭვმიტანილი, ცენტრთან ცეცხლი გახსნა, რასაც სამი ეთნიკური ქურთი ემსხვერპლა. ამასთან, აქციის მონაწილეები თავდასხმის ორგანიზებაში თურქეთის ხელისუფლებას ადანაშაულებენ.
პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 დეკემბერს, ქ. თბილისში, ი. პეტრიწის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ინფექციონისტი: მოსალოდნელია, რომ ვირუსული შემთხვევების პიკი, იანვრის შუა რიცხვებამდე იქნება
ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, რომ ვირუსული შემთხვევების პიკი, იანვრის შუა რიცხვებამდე იქნება. "განსაკუთრებით საყურადღებოა ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა ქრონიკული და ფონური დაავადება, ასევე, მცირეწლოვანი ბავშვები. რთული სათქმელია, პიკი როდი იქნება, თუმცა მოსალოდნელია, რომ იანვრის შუა რიცხვებამდე იქნება მსგავსი დინამიკა, რაც ახლა გვაქვს. ამ კუთხით მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს“, - განაცხადა გოგინავამ. ამასთან, გოგინავამ დასძინა, რომ გრიპის ვირუსს გარკვეულ ვითარებაში ახასიათებს მძიმედ მიმდინარეობა როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილ მოსახლეობაში.
ექიმი: ანა წითლიძის ფიზიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა
სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის, გიორგი ჯავახაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის ფიზიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. „სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ჩაწერილ გუშინდელი დღის მონაცემებს მოგახსენებთ. 24-საათის განმავლობაში, ოთხჯერადად, მოშიმშილე პაციენტის მონიტორინგი მიმდინარეობდა. მოცემულ ეტაპზე, ვიტალური და ჰემოდინამიკური პარამეტრები საშუალო სიმძიმისაა. პაციენტის ფიზიოლოგიური სტატუსი კვალიფიცირდა, როგორც მძიმე“, - განაცხადა გიორგი ჯავახაძემ. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე პარლამენტში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. წითლიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.
Tesla-ს საბაზრო ღირებულება ერთ კვირაში $85 მილიარდით დაეცა
Financial Times-ის ცნობით, Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია გასული კვირის განმავლობაში $85 მილიარდით შემცირდა და $400 მილიარდზე ქვემოთ დაეცა. ილონ მასკის მიერ დაფუძნებული ელექტრომანქანების მწარმოებელი, ახლა უფრო ნაკლები ღირს ვიდრე ExxonMobil-ი, ნავთობკომპანია, რომელიც აწარმოებს საწვავს შიდა წვის ძრავების მანქანებისთვის. ვაჭრობის დახურვისას, პარასკევს, 23 დეკემბერს, Tesla-ს აქციები $123,15 ღირდა, რაც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასია. ამავდროულად, Tesla-ს აქციები მხოლოდ ამ კვირაში 18%-ით დაეცა - ეს არის ყველაზე ცუდი ყოველკვირეული შედეგი 2020 წლის მარტის შემდეგ, როდესაც პანდემია გამოცხადდა, - აღნიშნავს გაზეთი. წლის დასაწყისში Tesla-ს კაპიტალიზაცია $1.2 ტრილიონი იყო. მას შემდეგ მისი კაპიტალიზაცია $800 მილიარდზე მეტით შემცირდა, - ეს შედარებულია S&P 500 ინდექსის 80-ზე მეტი ყველაზე პატარა კომპანიის მთლიან საბაზრო ღირებულებასთან, წერს FT, S&P Global Market-ის მონაცემებზე დაყრდნობით. FT-ის ცნობით, Tesla-ს აქციების ფასზე ზეწოლა განხორციელდა ილონ მასკის გადაწყვეტილებით, გაეყიდა კომპანიის აქციები Twitter-ის შესყიდვის დასაფინანსებლად, ასევე გავლენა მოახდინა ინვესტორების მზარდმა შეშფოთებამ ელექტრომობილების გაყიდვის პერსპექტივის შესახებ.
იტალიური Eni კონგოში, მეორე მცურავი LNG ტერმინალის აშენებას აპირებს
იტალიურმა ენერგეტიკულმა კომპანია Eni-მ, კონგოში, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოებისთვის მეორე მცურავი ქარხნის მშენებლობა დაგეგმა, რომლიც სიმძლავრეც წელიწადში 2,4 მილიონი ტონა იქნება. ახალი ქარხნის წყალობით, პროექტის ფარგლებში LNG წარმოება ყოველწლიურად 2025 წლისთვის 3 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის ვებგვერდი ავრცელებს, რომელიც უცხოურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. „Eni-მ ხელი მოაწერა კონტრაქტს Wison Heavy Industry-თან მცურავი LNG ტერმინალის მშენებლობასა და მონტაჟზე, რომლის სიმძლავრე წელიწადში 2,4 მილიონი ტონა იქნება. წინასწარი სამუშაოები უკვე დაწყებულია - შეკვეთილია გრძელვადიანი გამოყენების აღჭურვილობა და კომპონენტები.
თბილისში, ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად შესაბამის ღონისძიებები ტარდება. „1964 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ბრალი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, დაუსწრებლად წარედგინა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა წარსულში მომხდარი პირადი კონფლიქტის გამო, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, თბილისში, ჯავის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1976 წელს დაბადებული ბ.ო. და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაადგინა და მის დასაკავებლად შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოკუპირებულ მარიუპოლში რუსეთის ძალები თეატრის შენობას ანგრევენ
რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში დრამატული თეატრის შენობას ანგრევენ, რომელიც მარტში რუსეთის ძალების იერიშის შედეგად დაზიანდა და უკრაინის ომის სისასტიკის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ საოკუპაციო ხელისუფლება ანგრევს თეატრის უკანა და ცენტრალურ ნაწილს. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 16 მარტს მარიუპოლში დრამატული თეატრის შენობა, სადაც ბავშვებთან ერთად მშვიდობიანი მოქალაქეები იმალებოდნენ, ააფეთქეს. Amnesty International-მა გამოიძია ტრაგედია და დაასკვნა, რომ რუსი სამხედროები, როგორც ჩანს, მიზანმიმართულად უმიზნებდნენ თეატრს და, დიდი ალბათობით, ჩამოაგდეს ორი 500 კილოგრამიანი ბომბი სამხედრო თვითმფრინავიდან, რომელიც ერთდროულად აფეთქდა. უკრაინის ცნობით, თეატრში თავდასხმის დროს რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თეატრი შიგნიდან უკრაინელმა სამხედროებმა დაბომბეს.