ძებნის რეზულტატი:
ვოლოდიმირ ზელენსკი: მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში
ფრონტზე ვითარება კვლავ რთულია, უკრაინის არმიას ბახმუტსა და სოლედარში თავდაცვის გასაძლიერებლად დამატებითი დანაყოფები გადაჰყავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბახმუტი და სოლედარი ფრონტის ხაზზე ყველაზე სისხლიანი ადგილებია. „მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ლუგანსკის და დონეცკის რაიონებში - ყველა ცხელი წერტილი ამ მიმართულებით კარგად არის ცნობილი. ყველაფრის მიუხედავად, ბახმუტი უძლებს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის უმეტესი ნაწილი რუსეთის დარტყმებმა გაანადგურეს, ჩვენი ჯარისკაცები იგერიებენ რუსეთის შეტევის მუდმივ მცდელობებს. სოლედარი უძლებს, თუმცა იქ კიდევ უფრო მეტი ნგრევაა და ეს ძალიან რთულია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 7 იანვარს უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ცნობებით, ბახმუტზე ოკუპანტების იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა. ვოლოდიმირ ზელენსკი: მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამდენად ყალბია მოსკოვის ნებისმიერი სიტყვა დონეცკის ოლქში, ქალაქ სოლედარში რუსეთის ბოლო შეტევა ეწინააღმდეგება რუსი პროპაგანდისტების განცხადებებს, რომ რუსეთმა აიღო სოლედარი, განაცხადა ომის კვლევის ინსტიტუტმა თავის ბოლო შეფასებაში. ISW-ს შეფასებით, რუსული ჯარები შორს არიან ბახმუტის ალყაში მოქცევისგან.
ვოლოდიმირ ზელენსკი: საკვანძო ქალაქების დასაცავად დამატებითი შენაერთები გაიგზავნება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიუხედავად რუსეთის თავდასხმებისა აღმოსავლეთ დონეცკის ოლქის ორივე სტრატეგიულ ქალაქზე, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შეტევების მცდელობები მოიგერიეს. მისივე თქმით, ორ ქალაქს შორის არ არის მიწის ნაკვეთი, სადაც „ოკუპანტები არ გაწირავენ სიცოცხლეს რუსეთის რეჟიმის ხელმძღვანელობის გიჟური იდეებისთვის“. ვოლოდიმირ ზელენსკი: მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური, ივან სირსკი, 8 იანვარს ეწვია ბახმუტსაც და სოლედარსაც, ჯარისკაცებს მედლები გადასცა და ორივე ქალაქის თავდაცვის გასაუმჯობესებლად ნაბიჯები გადაიდგა. ნოემბერში ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, რუსეთმა ბახმუტისა და მიმდებარე დასახლებების გარშემო შეტევა გააძლიერა. მარილის უმსხვილესი მომპოვებელი ქალაქი სოლედარი, რომელიც ბახმუტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, მხოლოდ 10 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, უკრაინული თავდაცვის მთავარი დასაყრდენია. 7 იანვარს უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ცნობებით, ბახმუტზე ოკუპანტების იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა. ვოლოდიმირ ზელენსკი: მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამდენად ყალბია მოსკოვის ნებისმიერი სიტყვა დონეცკის ოლქში, ქალაქ სოლედარში რუსეთის ბოლო შეტევა ეწინააღმდეგება რუსი პროპაგანდისტების განცხადებებს, რომ რუსეთმა აიღო სოლედარი, განაცხადა ომის კვლევის ინსტიტუტმა თავის ბოლო შეფასებაში. ISW-ს შეფასებით, რუსული ჯარები შორს არიან ბახმუტის ალყაში მოქცევისგან. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბრაზილის ექსპრეზიდენტის ასობით მხარდამჭერი კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა
კონგრესზე შტურმის დროს ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს ბრაზილის ექსპრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. მედიის ცნობით, შოკისმომგვრელი ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ბოლსონარუს მომხრეები ვანდალურ ქმედებებს სჩადიან და ახლომდებარე უზენაესი სასამართლოს ფანჯრებიც ჩაამსხვრიეს. გასულ კვირას ბრაზილიის ახალმა პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ფიცი დადო, მაგრამ ექსპრეზიდენტის მომხრეები მას არ აღიარებენ. ბოლო კვირები მთელი ქვეყნის მასშტაბით სამხედრო გადატრიალების შესახებ მოწოდებები ისმოდა. „ბრაზილიას კაპიტოლიუმის დღე აქვს“, - წერს Twitter-ზე პოლიტიკური მიმომხილველი როდრიგო რანგელი. ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაისჯება ყველა, ვინც კონგრესზე შტურმი მოაწყო.
სომხეთში, გიუმრიში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 100-მდე ადამიანი დააკავეს
გიუმრიში პოლიტიკურმა ძალამ „ეროვნულ-დემოკრატიულმა პოლუსმა“ რუსეთის ფედერაციის 102-ე სამხედრო ბაზასთან აქცია გამართა. აქციის დაწყებამდე პოლიციამ სამხედრო ბაზის შესასვლელები გადაკეტა. სომხური მედიის ცნობით, პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს სამხედრო ნაწილთან მიახლოების საშუალებას არ მისცეს. შეხლა-შემოხლის შემდეგ, აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობებით, დაახლოებით, 100-მდე ადამიანია დაკავებული. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მსვლელობა „დედა სომხეთის“ ძეგლისკენ მოაწყვეს. მანამდე აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ლაჩინის დერეფნის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო, რომელიც 28 დღეა დაკეტილია, 102-ე ბაზაზე შესასვლელების გადაკეტვას გეგმავდნენ. დემონსტრანტებმა რუს სამხედროებს ვალდებულების შესრულება და ლაჩინის დერეფნის გახსნა მოსთხოვეს. „მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ სომხეთი, არცახის (მთიანი ყარაბაღის რეგიონის სომხური დასახელება) ჩათვლით, 102 ბაზის სახით, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“, - განაცხადა „ეროვნული დემოკრატიული პოლუსის“ წევრმა გაჰე გასპარიანმა. ინფორმაციისთვის, ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. საერთაშორისო სამართლის თანახმად, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა. 1990 წლებიდან მას სომხური ძალები აკონტროლებდნენ. 2020 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგ გაფორმებული შეთანხმებით, აზერბაიჯანმა კონტროლი რეგიონის დიდ ნაწილზე დაიბრუნა და იქ რუსეთის „სამშვიდობო ძალები“ განთავსდა. ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: ლაჩინის დერეფანი არ არის „რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ“
შვედეთის პრემიერის თქმით, NATO-ში გაწევრიანებისთვის თურქეთის ყველა მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია
შვედეთი დარწმუნებულია, რომ თურქეთი დაამტკიცებს მის განაცხადს NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ, მაგრამ არ დააკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რომელიც ანკარამ დააწესა სანაცვლოდ. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. „ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ვთქვით, რომ გავაკეთებდით, მაგრამ ისინი ასევე ამბობენ, რომ მათ სურთ ისეთი რამ, რისი მიცემაც ჩვენ არ შეგვიძლია ან არ გვინდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა შვედეთში თავდაცვის სფეროს ანალიტიკოსების კონფერენციაზე. „დროდადრო თურქეთი ახსენებს იმ პირებს, რომლის ექსტრადირებაც სურთ. ამაზე მე ვთქვი, რომ ეს საკითხები შვედური კანონმდებლობის ფარგლებში განიხილება", - განაცხადა შვედეთის პრემიერმა. სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი
ჩინეთი ტაივანის გარშემო ერთ თვეში მეორე საბრძოლო წვრთნებს ატარებს
ჩინელმა სამხედროებმა ტაივანის გარშემო ერთი თვის განმავლობაში მეორე საბრძოლო წვრთნები ჩაატარეს, რომლის დროსაც ხმელეთიდან და ზღვიდან დარტყმები განხორციელდა. ტაივანი ჩინეთს „სამხედრო შეჭრაში“ ადანაშაულებს მოხსენების თანახმად, ჩინეთის არმიის სარდლობამ კვირას გვიან განაცხადა, რომ მისმა ძალებმა მოაწყეს „ერთობლივი პატრულირება და რეალური საბრძოლო წვრთნები" საზღვაო და საჰაერო სივრცეში ტაივანის გარშემო, ფოკუსირებული სახმელეთო და საზღვაო თავდასხმებზე. ტაივანი აცხადებს, რომ კუნძულის გარშემო ჩინეთის თვითმფრინავებისა და ხომალდების გადაადგილებას აკონტროლებს ჩინეთი ამტკიცებს, რომ წვრთნების მიზანი იყო საერთო საბრძოლო შესაძლებლობების გამოცდა და „გადაუდებელი წინააღმდეგობა უცხოური და სეპარატისტული ძალების პროვოკაციულ ქმედებებზე, რომლებიც მხარს უჭერენ ტაივანის დამოუკიდებლობას“. თავის მხრივ, ტაივანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჩინეთი „უსაფუძვლო ბრალდებებს“ აყენებს და მკაცრად დაგმო წვრთნები და აღნიშნა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტესა და რეგიონში საერთო პასუხისმგებლობაა. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს
უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის თავდასხმები დონბასის 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "რუსული ძალები ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის, ავდიივკასა და ლიმანის მიმართულებით და ცდილობენ გააუმჯობესონ ტაქტიკური ვითარება კუპიანსკის მიმართულებით", - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ძალადობის გამოყენება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმისთვის ყოველთვის მიუღებელია - ბლინკენი ბრაზილიის მოვლენებზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრაზილიაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ბრაზილის ექსპრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერების კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა დაგმო. ბრაზილის ექსპრეზიდენტის ასობით მხარდამჭერი კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა „ჩვენ ვგმობთ თავდასხმებს ბრაზილიის პრეზიდენტობაზე, კონგრესზე და უზენაეს სასამართლოზე დღეს. ძალადობის გამოყენება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმისთვის ყოველთვის მიუღებელია. ჩვენ ვუერთდებით ლულას და მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ქმედებები“, - დაწერა ბლინკენმა სოციალურ ქსელში.
უამინდობის გამო, თბილისის მასშტაბით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა
დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო და თბილისის მასშტაბით, დაახლოებით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა. სამუშაოებში ჩართული იყო კომპანიის 150 თანამშრომელი და 27 ერთეული ტექნიკა. „ამ ეტაპზე, ტექნიკური მარილი დაყრილია აღმაშენებლის ხეივანში, ქოშიგორას დასახლებაში, მუხათგვერდის სასაფლაოსთან; კახეთის გზატკეცილზე და ლილოს დასახლებაში; ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, ზაჰესის ხიდზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიასა და სოფელ გიორგიწმინდაში. ტექნიკური მარილი დაიყარა ნუცუბიძის პლატოებზეც. მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზები თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე: შინდისში, წავკისში, კოჯორში, ტაბახმელაში, სამადლოში, ახალბაში, კიკეთში, წყნეთში, ბეთანიაში, თხინვალაში, დიდგორსა და თელოვანში. სამუშაოები საჭიროებიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთი ყირიმიდან გასაქცევად მზადაა
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ ყირიმის განთავისუფლება დროის საკითხია და რუსეთი დატოვებს ამ ტერიტორიას, როგორც კი ყირიმი უკრაინის საცეცხლე კონტროლის ქვეშ სრულად მოექცევა. „თუ ჩვენ გავათავისუფლებთ ლუგანსკის, დონეცკის ან ზაპოროჟიეს რეგიონების ტერიტორიას, მაშინ ყირიმი უკრაინის სრული საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოექცევა. მე არ მესმის, რას გააკეთებენ იქ რუსები. ისინი მიხვდებიან, რომ უნდა გაიქცნენ", - აცხადებს პოდოლიაკი. „იმიტომ, რომ რუსეთი უკვე მზადაა გასაქცევად. უბრალოდ, ჯერ არ გამოსულა ტოტალური ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მდგომარეობიდან. მერე გამოვლენ, მიმოიხედავენ და მიხვდებიან რომ ორი გამოსავალია: ან გაიქცევი, ან მოკვდები", - დასძინა პოდოლიაკმა. „არ არის აუცილებელი, რომ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც დღეს ბომბსაფრებში სხედან, სამიდან ხუთ წელიწადში სხვა ფასი გადაიხადონ, რომ სახელმწიფოს არსებობის უფლებისთვის დაიღუპონ. ამიტომ, ჩვენ დღეს გავაფორმეთ ასეთი „კონტრაქტი“- დღეს ჩვენ ბოლომდე მივაღწევთ გამარჯვებას და მერე ჩვენი შვილები იცხოვრობენ მაგარ ქვეყანაში, ან სხვა ადგილი უნდა ვეძებოთ ცხოვრებაში, რადგან მაშინ არ იქნება უკრაინა“, - განაცხადა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რუსეთის არასათანადოდ შეფასებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი შედეგები - სტოლტენბერგი
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შვედეთში, უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის არასათანადოდ შეფასებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი შედეგები ჩრდილოეთ რეგიონის უსაფრთხოებისთვის „თუ ჩვენ გვინდა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა, რომელშიც უკრაინა გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, ამის მისაღწევად ყველაზე სწრაფი გზაა უკრაინის მხარდაჭერა. იარაღი ნამდვილად არის გზა მშვიდობისკენ. მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს მეზობელი ქვეყნების კონტროლი და დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხედ ხედავს. ეს რუსეთს დასავლეთთან მუდმივი დაპირისპირების მდგომარეობაში აყენებს. ამიტომ, ეს ომი რომც დასრულდეს, რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები შენარჩუნდება”,- აცხადებს სტოლტენბერგი. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ცნობილია, რა ფართობის ტერიტორიაა უკრაინაში დანაღმული
უკრაინაში დანაღმულია ტერიტორიის 250 000 კვადრატული კილომეტრი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა. „ახლა ეს არის ყველაზე დიდი დანაღმული ველი მსოფლიოში", - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-თან ინტერვიუში. მან ასევე აღნიშნა, რომ კიევი იმედოვნებს სამხრეთ კორეის დახმარებასა და გამოცდილებას ამხელა ტერიტორიის განაღმვაში. დენის შმიგალის თქმით, დანაღმული ტერიტორია არა მხოლოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს ხალხის გადაადგილებისთვის, არამედ სერიოზულ პრობლემებს უქმნის სოფლის მეურნეობას, უკრაინის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ სექტორს. 250 ათასი კვ. კმ - ეს არის მთელი უკრაინის ფართობის თითქმის ნახევარი, ეს არის ტერიტორია უფრო დიდი ვიდრე კორეის ნახევარკუნძულის ფართობი (221 ათასი კვ.კმ). მანამდე უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ ნაღმებით პოტენციურად დაბინძურებული ტერიტორია 300 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს. გასულ ზაფხულს უკრაინის მევენახეთა ასოციაციაში 133 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორიის დანაღმვის შესახებ საუბრობდნენ. მაშინ, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ყველაზე მეტად დანაღმული იყო კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონები. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონები ახლა ძირითადად დანაღმულია. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, დენის მონასტირსკიმ გასული წლის ივნისში განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიის გაწმენდას 5-7 და შესაძლოა 10 წელი დასჭირდეს.
10 დღეში როტერდამის პორტში რეკორდული მოცულობის კოკაინი აღმოაჩინეს
ნიდერლანდებში, როტერდამის პორტში მებაჟეებმა 24 დეკემბრიდან 4 იანვრამდე 4700 კილოგრამზე მეტი კოკაინი აღმოაჩინეს. მომხდართან დაკავშირებით 34 პირი დააკავეს. შეფუთული ნარკოტიკები ბრაზილიიდან ტრანსპორტირებულ გაყინული ხილის წვენების კონტეინერში და ეკვადორიდან ბანანის ტვირთში აღმოაჩინეს. „გასულ სამშაბათს სამხრეთ ამერიკიდან შემოსულ გემზე აღმოჩენილი იყო ყველაზე მეტი ნარკოტიკი - კოკაინის სამი კონტეინერი. ერთ-ერთ კონტეინერში 1 701 კილოგრამი კოკაინი იყო დამალული ფეხსაცმლის დიდ ტვირთს შორის. ნიდერლანდებისპროკურატურის ინფორმაციით, ამოღებული ნარკოტიკების ჯამური ღირებულება 354 მილიონი ევროა. განადგურდა ყველა უკანონო ტვირთი.
საქართველოსა და თურქეთს შორის, ელექტროგადამცემი ხაზი „წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის“ მშენებლობა იწყება
2023 წელს საქართველოს ხელისუფლება გეგმავს წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის ელექტროგადამცემი ხაზის (TL) მშენებლობის პირველი ეტაპის განხორციელებას, რომელიც საქართველოსა და თურქეთის ენერგეტიკულ სისტემებს დააკავშირებს. წყალტუბო-ახალციხისა და ახალციხე-თორთუმის გადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტი გერმანული KfW-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 62 მილიონი ევროა. ბიუჯეტის პროგნოზით, პირველ ეტაპზე 2023 წელს იგეგმება „წყალტუბო-ახალციხის“ 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა (103 კმ სიგრძე), ხოლო მეორე ეტაპი გულისხმობს 34 კმ სიგრძის 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-თორთუმის“ მშენებლობას. მშენებლობას ინდური სამშენებლო კომპანია KEC International Limited განახორციელებს. საქართველოს მთავრობის განცხადებით, პროექტის შედეგად მკვეთრად გაიზრდება ქვეყნის ენერგოსისტემის გამტარუნარიანობა და საიმედოობა. პროექტი თანადაფინანსებულია გერმანიის მიერ KfW-ის და ევროკავშირის მეშვეობით ENIP-ის (ენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამა) ფარგლებში. ENIP-ის მთლიანი ინვესტიცია შეადგენს 270 მილიონ ევროს, თანადაფინანსებულია KfW-ისა და EBRD-ის მიერ, მათ შორის 9,9 მილიონი ევროს გრანტის დაფინანსება ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფონდიდან.
ბრაზილიაში პოლიციამ შტურმში მონაწილე, სულ მცირე, 400 ადამიანი დააკავა
ბრაზილიის სამთავრობო შენობები ქვეყნის პოლიციამ დაიკავა, დაკავებულია, სულ მცირე, 400 ადამიანი. სამთავრობო შენობების შტურმის შედეგად, ადმინისტრაციული ნაგებობები მნიშვნელოვნად დაზიანდა. ბრაზილის ექსპრეზიდენტის ასობით მხარდამჭერი კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა როგორც CNN წერს, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები პარლამენტის შემდეგ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს შენობაში და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლულა და სილვამ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს ფაშისტები უწოდა და თქვა, რომ შენობებზე იერიშში მონაწილე ყველა პირი დაისჯება. "ბრაზილიის მთავრობა მიიღებს უფრო მეტ ზომას, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის დედაქალაქის დაცვის გაძლიერებას", - განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.
პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი: პოლონეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს ბრძოლას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის
პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ, მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა, რომ მათი ხელისუფლება არ შეწყვეტს ბრძოლას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის. მისი თქმით, პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ, ისევე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ, ქართულ მხარესთან ორმხრივი მოლაპარაკებების დროს და საერთაშორისო ფორმატის შეხვედრებზე სააკაშვილის პატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოჭრეს. „შეიძლება ითქვას, რომ ის ჩვენს თვალწინ კვდება, მთელი მსოფლიოს თვალწინ და ამაში საქართველოს ხელისუფლების ხელი ურევია“, - განაცხადა სეიმის ვიცე- სპიკერმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
იაპონია თოვლისგან ელექტროენერგიის გამომუშავებას ცდილობს
იაპონიის ქალაქ აომორში, კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთით, თოვლის დნობის პროცესის შედეგად ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით, საპილოტე პროექტი დაიწყო. ამ მიზნით თოვლი სპეციალურად იზოლირებული ყოფილი სკოლის საცურაო აუზში გროვდება და მდნარი სითხე ტურბინას ამოძრავებს, აორთქლება ჰაერის ტემპერატურული ცვლილების გამო ხდება. ეს პროექტი, ტოკიოს ელექტროკომუნიკაციის უნივერსიტეტისა და ადგილობრივი IT კომპანიის თანამშრომლობით განხორციელდა. უფრო დიდი ტემპერატურის სხვაობის მისაღებად, რაც ტურბინის მუშაობას გაზრდის, ექსპერტები გეგმავენ, მომავალში ადგილობრივი ცხელი წყაროების ბუნებრივი სითბო და დედამიწის სითბო გამოიყენონ. აომორი მდებარეობს იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ყოველ ზამთარს ინტენსიური თოვა ფიქსირდება, რომლის შედეგების აღმოსაფხვრელად ადგილობრივი ხელისუფლება დიდ ფულს ხარჯავს. თოვლის მასები, რომლისგანაც ქალაქის ქუჩები იწმინდებოდა, ადრე უბრალოდ ზღვაში იყრებოდა. ახლა ადგილობრივი ხელისუფლება შეგროვებული თოვლის კაპიტალიზაციას, მაგალითად, ელექტროენერგიის წარმოებისთვის ბუნებრივი დნობის პროცესების გამოყენებას ცდილობს. ექსპერიმენტის ხელსაყრელი შედეგის შემთხვევაში, იაპონიაში, თოვლის გადამუშავებაზე დაფუძნებული სრულიად ახალი ინდუსტრიის შექმნის იმედი აქვთ.
ევროპამ უნდა მიაქციოს ყურადღება აფრიკას, რათა რუსული ენერგორესურსები ჩაანაცვლოს - Eni-ს ხელმძღვანელი
აფრიკასთან მჭიდრო თანამშრომლობა საშუალებას მისცემს ევროპას შექმნას სამხრეთ-ჩრდილოეთის ენერგეტიკული ღერძი, რომელიც დააკავშირებს ორ კონტინენტს. რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლების საკითხზე ევროკავშირმა აფრიკას უნდა მიმართოს და არა აშშ-ს. იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა ამის შესახებ იტალიური ენერგეტიკული კომპანია Eni-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუდიო დესკალციმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია ევროპასა და აფრიკას შორის ენერგეტიკული ღერძის შექმნა, რათა ჩაანაცვლოს ენერგომომარაგება რუსეთიდან. იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის „ჩვენ არ გვაქვს ენერგია, მაგრამ მათ აქვთ. ჩვენ გვაქვს დიდი ინდუსტრია, მათ აქვთ სურვილი ეს დარგი განავითარონ", - თქვა დესკალზიმ. მან აღნიშნა, რომ სწორედ აფრიკა გახდა Eni-ს მთავარი არჩევანი 2022 წელს რუსეთიდან 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ჩანაცვლების თვალსაზრისით. „ტრანზაქციების წარმატება, ნაწილობრივ, განპირობებული იყო იმით, რომ Eni-მ დიდი ინვესტიცია მოახდინა აფრიკაში იმ დროს, როდესაც სხვა ქვეყნები ამას არ აკეთებდნენ“. იტალიურმა ნავთობგიგანტმა ENI– მ Qatar Energy–სთან შეთანხმება გააფორმა მან დასძინა, რომ ნავთობისა და გაზის ახალი პროექტებიდან მიღებული შემოსავლები დაეხმარება აფრიკის ქვეყნებს ინვესტირებას სუფთა ენერგიის პროექტებში. იტალიური Eni კონგოში, მეორე მცურავი LNG ტერმინალის აშენებას აპირებს ამასთან, გამოცემამ აღნიშნა, რომ Eni არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ინვესტირებას ახორციელებს აფრიკაში. საუბარია ასევე ბრიტანულ BP-ზე, რომელმაც ნოემბერში ხელი მოაწერა შეთანხმებას ექსპორტისთვის ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის განვითარების შესაძლებლობის შესასწავლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სხდომას სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურადაც არ ესწრება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე უცხოელ ექსპერტს, შაჰინ ემანუელ ლაჰანის დაკითხავენ. ის ჩვენებას დისტანციურად მისცემს. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
კატარი და Chevron Phillips-ი, რას ლაფანის პორტში თხევადი გაზის ცენტრის განვითარებას იწყებენ
კატარის ნავთობისა და გაზის ეროვნულმა კომპანიამ Qatar Energy-მ და ამერიკულ-ჰოლანდიურმა კორპორაციამ Chevron Phillips-მა, „რას ლაფანის“ ინდუსტრიული ცენტრის განვითარების მიზნით, 6 მილიარდი დოლარის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. კატარი შესაძლოა, თხევადი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდეს ამის შესახებ ემირატის ენერგეტიკის სახელმწიფო მინისტრმა საად ბინ შარიდ ალ-ქააბიმ განაცხადა. „მხარეებს შორის ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას „რას ლაფანის“ ინდუსტრიული ზონის განვითარების შესახებ, რომელიც სპეციალიზირებულია ნავთობქიმიურ წარმოებაზე“, - განაცხადა ალ-ქააბიმ. შარლ მიშელმა კატარის ემირთან ენერგორესურსების საკითხი განიხილა მან დასძინა, რომ „ერთობლივი პროექტის ღირებულება 6 მილიარდი დოლარია“. მინისტრის თქმით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალი კომპანია, რომლის კაპიტალის 70% ეკუთვნის Qatar Energy-ს, 30% - Chevron Phillips-ს. თოყაევი: კატარი, ახლო აღმოსავლეთში ყაზახეთის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია „რას ლაფანის“ ინდუსტრიული ცენტრი, რომელიც მდებარეობს კატარის დედაქალაქ დოჰადან რამდენიმე ათეულ კილომეტრში, სპეციალიზირებულია თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოებაზე. „რას ლაფანის“ საზღვაო პორტი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი LNG საექსპორტო ცენტრია.