ძებნის რეზულტატი:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინა დამატებითი შესაძლებლობებით უზრუნველვყოთ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ გააგრძელებას მუშაობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინა დამატებითი შესაძლებლობებით იყოს უზრუნველყოფილი. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა. „ჩვენ არ შეგვიძლია, კომენტარი გავაკეთოთ უკრაინის მიერ მოთხოვნილ კონკრეტულ სისტემებთან დაკავშირებულ შიდა განხილვებზე. ზოგადად კი, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის უსაფრთხოების დახმარებას, ვიდრე ეს მას დასჭირდება და გავაგრძელებთ მუშაობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა გამოვავლინოთ საჭიროებები და მივაწოდოთ უკრაინას დამატებითი შესაძლებლობები. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად განვითარდა აშშ-ის სამხედრო დახმარება და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი დახმარების განსაზღვრას, რათა ის შეესაბამებოდეს ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას ახლა და მომავალში“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის თქმით, საქართველოს მიერ უკრაინისთვის „ჯაველინების“ გადაცემასთან დაკავშირებით იყო არამხოლოდ თანხმობა აშშ-ის მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.   

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

„სამი წელი გავიდა, რაც საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ანაკლიის პროექტი და მას შემდეგ ამ პროექტის მომავლისთვის არაფერი გაუკეთებია, ცრუ დაპირებების გარდა 2023 წლის 9 იანვარი საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტიდან სამი წლის თავზე“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) ავრცელებს. „ზუსტად სამი წლის წინ ამ დღეს, საქართველოს მთავრობამ არაკეთილსინდისიერად შეწყვიტა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული საინვესტიციო ხელშეკრულება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან.“ ამ პორტს შეეძლო საქართველოს და მისი ეკონომიკის ტრანსფორმაცია, მთავრობას კი ამ სამი წლის მანძილზე, არაფერი გაუკეთებია ცრუ დაპირებების გარდა, თითქოს მხარს უჭერდეს ანაკლიის განვითარებას. ამ სამმა წელმა ანაკლიის პორტთან მიმართებაში მოიტანა მხოლოდ სტაგნაცია და სიყალბე საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიას ეწეოდა პროექტის მთავარი ქართველი სპონსორების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის რეპუტაციისა და იურიდიული მდგომარეობის შესარყევად. ტენდერში ADC-ის გამარჯვების შემდეგ, ხუთი პრემიერ- მინისტრი გამოიცვალა, ყველა მათგანი მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა და ყველა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებოდა. ანაკლიის პროექტი რომ განხორციელებულიყო თავდაპირველი გრაფიკით, პორტის 1 ფაზა ახლა უკვე იმუშავებდა, 900 000-მდე 20 ფუტიანი ტვირთის კონტეინერის (TEU) და 1,5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გამტარუნარიანობით (რაც ბევრად აღემატება ფოთის პორტის დღევანდელ გამტარუნარიანობას). საქართველო მიიღებდა უზარმაზარ ეკონომიკურ სარგებელს და აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობა ეფექტურად განხორციელდებოდა, რუსული გავლენის გვერდის ავლით. ამ ყველაფერმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა გასულ წელს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, როდესაც უკრაინაში რუსეთის შეჭრამ აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის კიდევ უფრო აუცილებლად აქცია „შუა დერეფნის“ კონცეფცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ სამი წლის მანძილზე ADC კეთილსინდისიერად მოქმედებდა. კოვიდ-პანდემიის საწყის ეტაპზე, ჩვენ დროებით გადავდეთ საარბიტრაჟო დავა და ამ დროის განმავლობაში არაერთხელ ვეცადეთ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკება, რომ მოგვეძებნა გზები პროექტის რელსებზე დასაბრუნებლად, რათა თავიდან აგვეცილებინა ხანგრძლივი არბიტრაჟი. მთავრობას მუდმივად ვთავაზობდით დახმარებას პროექტისთვის ახალი ინვესტორებისა და დაფინანსების მოძიებაში. მომავალ თვეში ანაკლიასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სამ-წლიანი პერიოდი შესრულდება - იმ თარიღიდან, როდესაც ანაკლიის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით ჯავახაძემ Accent News-ს განუცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ახალი ტენდერის თარიღი „დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი“. გავიდა ორი კვირა, ორი თვე, სამი წელი და ტენდერი ჯერაც არ გამოცხადებულა. ის, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ტენდერიც კი არ გამოცხადებულა ჯერ, არათუ დაწყებულა პროექტი, იმის ნათელი დასტურია, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს რეალური სურვილი, ანაკლია განვითარდეს. ქვემოთ მოცემულია ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული ახალი ტენდერის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებების არასრული სია. ყველა ამ დაპირების საერთო მნიშვნელი ის არის, რომ არცერთი მათგანი არ შესრულდა. ჯერ არც პროექტია და ტენდერიც კი არ ჩატარებულა. არაფერი გაკეთებულა ქართველი ხალხის, უცხოელი ინვესტორების, ფინანსური ინსტიტუტების, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების, საპორტო- სატრანსპორტო სექტორის მოტყუების გარდა. ყველაზე უფრო ირონიული კი ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ ADC-თან საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაუდო ვადების დაგვიანება, თავად კი სამი წლის განმავლობაში ვერ შეასრულა საკუთარი დაპირებები და დათქმული ვადები“, - ნათქვამია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებაში.  12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების პერიოდი დაასახელა. ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.  

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

9 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6990 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7072 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0082 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8809 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8464 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0345 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1437 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2728 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 10 იანვრიდან შევა ძალაში.  

ბულგარეთში, კოალიციამ მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო

ბულგარეთში პარტიათა კოალიციამ „განაგრძეთ ცვლილება“ ვერ ჩამოაყალიბა მთავრობა და მანდატი პრეზიდენტ რუმენ რადევს დაუბრუნა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  „ჩვენ ვერ შევასრულეთ ეს დავალება. სამწუხაროდ, ჩვენი ეროვნული მიზნების ჩამონათვალმა პრიორიტეტებით და მათი მიღწევის ამოცანებით არ მიიღო საკმარისი პოლიტიკური მხარდაჭერა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალისხმევა ღირდა. დისკუსია, თუ რომელი მიმართულებით უნდა განვითარდეს ბულგარეთი, უახლოეს თვეებში გამოიკვეთება“, - განაცხადა კოალიციის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ნიკოლაი დენკოვმა. ახლა რადევმა უნდა გადაწყვიტოს, რომელ პოლიტიკურ ძალებს გადასცეს მესამე მანდატი მმართველი კოალიციის შესაქმნელად და თუ ეს მცდელობა ჩაიშალა, მას მოუწევს პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების გამოცხადება, რომელიც სავარაუდოდ აპრილში გაიმართება.  

Microsoft-მა საოფისე პროგრამებში ტექსტების დასაწერად შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოს

Microsoft-ი თავის საოფისე აპლიკაციებში (Office apps) ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას გეგმავს. ვარაუდობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, მომხმარებლებს შეეძლებათ, თავიანთ ტექსტებში ასევე ავტომატურად გენერირებული ტექსტების ფრაგმენტები მოთხოვნის საფუძველზე შეიტანონ. ინფორმაციას ამის შესახებ The Information-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 2019 წელს მაიკროსოფტმა OpenAI-ში თავისი პროდუქციის ახალი ტექნოლოგიის შესაქმნელად ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოახდინა. 2021 წელს კომპანიამ წარმოადგინა Copilot ინსტრუმენტი, რომელიც პროგრამისტებს ეხმარება, OpenAI-თან ერთად შექმნილი კოდი დაწერონ.

ირანმა და კუბამ პირდაპირი საზღვაო გადაზიდვები დაიწყეს

ირანმა და კუბამ ორმხრივი ვაჭრობის გასაზრდელად, პირდაპირი საზღვაო ხაზი გახსნეს.  ამის შესახებ დღეს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკონომიკურ საკითხებში მეჰდი საფარიმ განაცხადა.  „ბოლო წლებში ირანსა და კუბას კარგი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდათ. ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ჩვენს ქვეყანას მიეცა საშუალება ეთანამშრომლა კუბასთან სხვადასხვა პროექტების განხორციელებისას, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში", - თქვა საფარიმ. ამასთან, მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ერთ-ერთი პრობლემა იყო საზღვაო ხაზის არარსებობა. „საბედნიეროდ, ეს უკანასკნელი 20 დღის განმავლობაში მოეწყო", - განაგრძო მინისტრის მოადგილემ. „საზღვაო ხაზის გაჩენის წყალობით, ირანსა და კუბას შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება“, - აღნიშნა მეჰდი საფარიმ.   

მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი 11 იანვარს ჩაინიშნა

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 11 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელეს. სხდომაზე რამდენიმე მოწმე გამოიკითხა. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს, თუმცა მოსამართლე არევაძის თქმით, სხდომები ყოველდღიურად "ფიზიკურად ვერ გაიმართება". თავად მიხეილ სააკაშვილი პროცესს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ვერც დისტანციურად და ვერც ფიზიკურად ვერ დაესწრო. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

პესკოვის აზრით, საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემა ვერაფერს შეცვლის

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემა ვერაფერს შეცვლის. „რთულია, მნიშვნელობა მიანიჭო მხოლოდ საფრანგეთის გადაწყვეტილებაზე საუბარს. ვიცით, რომ კოლექტიურმა ევროპამ, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე შეიტანეს ათასობით მილიარდი დოლარი უკრაინაში იარაღის მიწოდებით“, – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გერმანიის ელჩი საქართველოში: მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ ცნობები შეშფოთების საბაბია

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ ცნობები შეშფოთების საბაბია. ამის შესახებ მან გამოცემა Georgia Today-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საკითხს. მეტიც, საელჩოს წარმომადგენელი ხშირად ესწრება სასამართლო პროცესებს. რაც შეეხება ბატონი სააკაშვილის მდგომარეობას, მისი მძიმე ავადმყოფობის შესახებ ცნობები შეშფოთების საბაბია და ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა, ისევე როგორც ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, განათლების ექსმინისტრს $2 მილიონის ქონება დაუყადაღა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილ განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს დიმიტრი ტაბაჩნიკს ქონება ჩამოართვა. ამის შესახებ იტყობინება SBU-ს პრესსამსახური. ყადაღადადებული ქონების ჯამური მოცულობა 2 მილიონ დოლარზე მეტია. ტაბაჩნიკს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე (სახელმწიფო ღალატი ჩადენილი საომარი მდგომარეობის პირობებში) მუხლით ბრალად სახელმწიფო რალარი ედება. გამოძიების თანახმად, იგი აქტიურად მონაწილეობდა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ რაიონებში ფსევდორეფერენდუმის ორგანიზებაში. ამჟამად ყოფილი მინისტრი დროებით ოკუპირებულ ყირიმში იმალება.  

იტალია ტრანსადრეატიკულმა გაზსადენმა გადაარჩინა - იტალიური ინსტიტუტი

Trans Adriatic Pipeline-მ (TAP) იტალია, დეინდუსტრიალიზაციისგან იხსნა. ამის შესახებ მატეო ვილამ, DataLab-ის საერთაშორისო პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის (ISPI) ხელმძღვანელმა განაცხადა.  ტრანსადრეატიკული გაზსადენი იტალიისთვის, გაზის მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა „იტალიისთვის 2022 წელი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით მნიშვნეოვანი იყო. ჩვენ გვაქვს TAP-ი და ამ გაზსადენმა 2021 წელს ყველა გადაგვარჩინა. ჩვენ მოუთმენლად ველით გრძელვადიან თანამშრომლობას ისეთ მომწოდებლებთან, როგორიცაა ალჟირი და აზერბაიჯანი", - თქვა ვილამ.  მისივე თქმით, იტალიამ უნდა იფიქროს როგორ გამოვიდეს კრიზისიდან და ასევე აღიჭურვოს ახალი ინფრასტრუქტურით. აღსანიშნავია, რომ სამხრეთის გაზის დერეფანით (SGC) აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. სამხრეთის გაზის დერეფნით, კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირება საქართველოსა და თურქეთის გავლით ხდება. სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპულ მონაკვეთს, TAP-ს შეუძლია წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება ევროპის რამდენიმე ბაზარზე. „მილსადენის გამტარუნარიანობა 20 მილიარდ კუბურ მეტრამდეა. TAP-ი სტრატეგიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანია ევროპისთვის და აუცილებელია ბუნებრივი აირის ახალ წყაროზე წვდომის უზრუნველსაყოფად. TAP-ი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, მარაგების დივერსიფიკაციასა და დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევაში“, - წერს მედია.  

საქართველოში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური აშენდება

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ხელშეკრულების პროექტი ქვეყნის დასავლეთით, იმერეთის რეგიონში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ. ამის შესახებ დღეს მთავრობის პრესსამსახურმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მთავრობის პრესსამსახურში განმარტეს, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაზე მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 24 თვეა გამოყოფილი. ახალი ქარის ელექტროსადგური წელიწადში 181 მილიონ კვტ/სთ-მდე გამოიმუშავებს. ინვესტიციების მოცულობა 66 მილიონი დოლარი იქნება.  

რუსეთის ძალებმა სოლედარზე, ძლიერი შტურმი დაიწყეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ანა მალარი იტყობინება, რომ რუსებმა ახალი ძლიერი შეტევა დაიწყეს ქალაქ სოლედარზე. ISW-ს შეფასებით, ქალაქ სოლედარის აღების შესახებ რუსი პროპაგანდისტების განცხადებები, რეალობას არ ასახავს „სოლედართან უკანდახევისა და ქალაქის აღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მტერი გადაჯგუფდა, აანაზღაურა დანაკარგები, განალაგა დამატებითი თავდასხმის რაზმები, შეცვალა ტაქტიკა და დაიწყო ძლიერი შეტევა [...] სასტიკი ბრძოლები ახლა მიმდინარეობს”, - წერს მალარი. მალიარის თქმით, ქალაქის შტურმში ჩართული არიან თავდასხმის ჯგუფები, რომელიც ჩამოყალიბდა „ვაგნერის დაჯგუფების საუკეთესო რეზერვებისგან", რომლებიც წინ მიიწევენ არტილერიის, მრავალი სარაკეტო გამშვებისა და ნაღმტყორცნების მასიური მხარდაჭერით. 7 იანვარს რუსულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ კრემლის მიერ კონტროლირებადი დაქირავებული „ვაგნერის“ ჯგუფმა, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვის ხაზები გაარღვია. უკრაინა: ბახმუტზე ოკუპანტების იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა მოგვიანებით უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად რუსეთის ძალადობრივი თავდასხმებისა, ქალაქს მაინც აკონტროლებდნენ.  

რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენები შესაძლოა, თურქეთში შეხვდნენ

რუსეთში ადამიანის უფლებათა ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ 12-14 იანვარს თურქეთში, უკრაინის ომბუდსმენ დმიტრო ლუბინეცთან შეხვედრას გეგმავს.  „ვადასტურებ, რომ ვგეგმავ ასეთ შეხვედრას. თურქეთის ომბუდსმენის მიერ ორგანიზებული დიდი ფორუმი გაიმართება თურქეთში. ჩვენ განვიხილეთ შეხვედრის შესაძლებლობა და სავარაუდო დღის წესრიგი", - განუცხადა ტატიანა მოსკალკოვამ ჟურნალისტებს. ლუბინეცმა ასევე ადრე განაცხადა, რომ მოსკალკოვასთან შეხვედრა შესაძლოა, იანვარში შედგეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დაგეგმილი იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების ორმხრივი დაბრუნების საკითხის განხილვა.  

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის მკვლელობისთვის დაკავებულ სამართალდამცველს ბრალი წარედგინა

პროკურატურამ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს კადრების განკარგულების დეპარტამენტის დაკავებულ თანამშრომელს, გიორგი მღებრიშვილს ბრალი წარუდგინა. თბილისში შსს-ს თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური დეტალებს ავრცელებს პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება სასამართლოს დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს. „საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, იძულების, მუქარის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 იანვარს, ქ. თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გ.მ.-მ, ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან იმავე ბინაში მყოფ ა.შ.-ს ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა, ხოლო დ.ლ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების საშუალება არ მისცა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთ დაზარალებულს ა.შ.-ს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“,- აღნიშნულია განცხადებაში.  

რუსეთში, მობილიზებულთა კარვები წლის დასაწყისიდან მეორედ დაიწვა - მედია

რუსეთის ფედერაციის ორენბურგის ოლქში, მობილიზებულთა კარავში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გაჩენაში სავარაუდო დამნაშავეებად, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ ოფიცრებს ასახელებენ. წერს რუსული მედია.  რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, სამხედრო კომისარიატი დაწვეს თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარი 9 იანვარს დილით, „ნიჟნიაია პავლოვკას“ საწვრთნელ ნაწილში გაჩნდა. დაზიანდა სამარას რეგიონიდან მობილიზებულთა კარვები. მედია: სანქტ-პეტერბურგთან და ორენბურგის მხარეში სამხედრო კომისარიატები დაწვეს ერთ-ერთი ჯარისკაცის მამამ თქვა, რომ ყველა კარავი დაიწვა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.  კალინინგრადისა და ლენინგრადის ოლქებში, სამხედრო კომისარიატები დაწვეს 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.    

ევროკავშირი G7-ის ქვეყნებთან, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს განიხილავს

ევროკავშირი G7-ის ქვეყნებთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტის შემოღებაზე, მჭიდრო დიალოგს გამართავს. ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესს: გავაძლიეროთ სანქციები, რათა რუსეთმა იგრძნოს, რამდენად დამღუპველია მისი აგრესია ამის შესახებ ბრიუსელში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ევროკავშირში შვედეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ლარს დანიელსონმა განაცხადა.  ამასთან, მან აღნიშნა, რომ სულ უფრო რთული ხდება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღება. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სანქციების მეათე პაკეტი უფრო დიდ გავლენას მოახდენს რუსეთზე, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოზე“, - განმარტა დიპლომატმა და აღნიშნა, რომ ახალი სანქციების მიღება შესაძლებელია მხოლოდ G7 ქვეყნებისა და ევროკავშირის ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ. გარდა ამისა, შვედეთმა, რომელიც 2023 წელს ევროკავშირის თავმჯდომარეა, დადო პირობა, რომ ევროკავშირისა და G7-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ზღვრის მოქმედების ვადას გაახანგრძლივებს. მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ მოუწოდა დასავლეთს, რომ 2023 წელს რუსეთის პატრიარქ კირილის (ვლადიმერ გუნდიაევის) წინააღმდეგ სანქციები შეოიღონ.  ამ დრომდე ევროკავშირმა რუსეთის წინაარმდეგ, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სანქციების 9 პაკეტი დაამტკიცა.   

„ბატონებთან“ დაკავშირებულ რიტუალს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით,  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემდეგ ობიექტებს: ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები; გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია; რთვლის ტრადიცია საქართველოში; მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი; მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია; ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული  რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წესჩვეულებები საქართველოში". ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანება 2023 წლის 9 იანვარიდან ამოქმედდა.  

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა T-72-ის ტიპის ტანკის ქვემეხზე, უკრაინაში გაგზავნამდე, სამხედროებისთვის შეტყობინება დატოვა

უკრაინაში T-72 ტიპის ტანკის გაგზავნამდე, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, ტანკის ქვემეხზე უკრაინელ სამხედროებს შეტყობინება დაუტოვა. „მე დავტოვე მოკლე შეტყობინება მამაცი უკრაინელი დამცველებისთვის T-72 ტიპის ტანკის ქვემეხზე, რომელიც უკრაინაში გავგზავნეთ. მჯერა, რომ უკრაინელები გაიმარჯვებენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში", - წერს ფიალა Twitter-ზე. „უკრაინის მამაც დამცველებს“, - წერია ტანკის ქვემეხზე.  

ცოტნე დადიანის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა 7 თვით შეიზღუდება - თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, კრწანისის რაიონში, ცოტნე დადიანის მეორე შესახვევში (დავით აღმაშენებლისა და ცოტნე დადიანის ქუჩების დამაკავშირებელი საგზაო მონაკვეთი) წყალარინების ქსელის მოწყობა იგეგმება, რის გამოც, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. სამუშაოების პერიოდში საავტომობილო გადაადგილება შესაძლებელი იქნება დავით აღმაშენებლის ქუჩიდან პირდაპირ, ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით და ასევე, უკუმიმართულებითაც. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები 10 იანვრიდან 10 ივლისის ჩათვლით იწარმოებს.