ძებნის რეზულტატი:
მექსიკაში ნარკობარონ ელ ჩაპოს შვილი დააკავეს
მექსიკის პოლიციამ სამხედროებთან ერთად, სინალოას ნარკოკარტელის სავარაუდო ლიდერი, ოვიდიო გუზმან-ლოპესი, ნარკობარონი ელ ჩაპოს ვაჟი დააკავა. ამის შემდეგ ნარკოკარტელის წევრებმა ქალაქ კულიაკანში არეულობა დაიწყეს, იუწყება ადგილობრივი მედია Radio Formula. სინალოას გუბერნატორმა რუბენ როჩამ განაცხადა, რომ არეულობის დროს, რომელიც დილიდან შუადღემდე გაგრძელდა, 12 შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც შვიდი სამართალდამცველი დაიღუპა და 21 დაშავდა. დაღუპულია სამი მშვიდობიანი მოქალაქე. არიან დაშავებულებიც. გარდა ამისა, ქალაქში ძარცვის 25 შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე 250 მანქანას ცეცხლი წაუკიდეს, რომლებიც შემდგომში ქუჩების გადასაკეტად გამოიყენეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნარკოკარტელის წევრებმა თვითმფრინავსაც ესროლეს, რათა ხელი შეეშალათ ოვიდიო გუზმან-ლოპესის ტრანსპორტირებაში. სიტუაცია მოგვიანებით დასტაბილურდა. მექსიკის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ სავარაუდო ნარკოკარტელის ლიდერი უსაფრთხოდ გადაიყვანეს მეხიკოში, საიდანაც, სავარაუდოდ, მისი ექსტრადიცია შეერთებულ შტატებში მოხდება. 2019 წელს ოვიდიო გუზმან-ლოპესი უკვე დააკავეს მსგავსი ოპერაციის დროს, მაგრამ შემდეგ ნარკოკარტელის წევრებმა ქალაქში ფართომასშტაბიანი არეულობები მოაწყვეს, რამდენიმე სამხედრო მძევალი აიყვანეს და ასევე მოახერხეს პოლიციის ოფიცრების ჯგუფის ალყაში მოქცევა. ქვეყნის ხელისუფლებამ გუზმან-ლოპესის გათავისუფლება, შემდგომი სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტა. 2021 წელს აშშ-ის ხელისუფლებამ 5 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ოვიდიო გუზმან-ლოპესის და მისი სამი ძმის დაპატიმრებას შეუწყობდა ხელს. ხოაკინ გუზმანი (ელ ჩაპო) მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნარკობარონია. ორჯერ იყო პატიმრობაში მექსიკაში და ამდენჯერვე გაიქცა ციხიდან. ბოლო გაქცევა 2015 წელს მიწისქვეშა გვირაბის გამოყენებით შეძლო. ელ ჩაპო გაქცევიდან ექვსი თვის შემდეგ მექსიკაში დააკავეს. 2017 წელს ექსტრადირებული იყო შეერთებულ შტატებში. 2019 წლის ივლისში აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ნარკობარონს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
Politico: აშშ უკრაინას Sea Sparrow-ს ტიპის საზენიტო რაკეტებს პირველად გადასცემს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას პირველად აწვდის Sea Sparrow-ს ტიპის საზენიტო მართვად რაკეტებს, იტყობინება Politico. Sea Sparrow-ის გაშვება შესაძლებელია ზღვიდან ან ხმელეთიდან თვითმფრინავების ან ფრთოსანი რაკეტების შესაკავებლად. აშშ და მოკავშირეების უმეტესობა მას გემზე იყენებს, თუმცა, მოსალოდნელია, რომ უკრაინა კონცეტრირდება სახმელეთო ვერსიაზე, რომელსაც ამჟამად მხოლოდ ტაივანი იყენებს. ხსენებულ დახმარებას უკრაინისთვის განკუთვნილი უახლესი პაკეტი შეიცავს, რომლის მოცულობაც დაახლოებით 3 მილიარდი დოლარია. „ეს სამხედრო დახმარების პაკეტი უპრეცედენტოა მისი შინაარსით: ის უკრაინას ახალი ლეტალური და ძლიერი იარაღით აწვდის რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად“, - წერს უკრაინული მედია. რას მოიცავს აშშ-ის და გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადასაცემი სამხედრო დახმარება ინფორმაციისთვის, Sea Sparrow არის მოკლე დისტანციის საზენიტო და რაკეტსაწინააღმდეგო იარაღის სისტემა, რომელიც ძირითადად განკუთვნილია ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისგან თავდაცვისთვის.
უკრაინა: ომის დაწყებიდან კიევში 22 600 წყვილი დაქორწინდა და 13 965 ბავშვი დაიბადა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის, იულია მენდელის განცხადებით, ომის დაწყების დღიდან კიევში 22 600 წყვილი დაქორწინდა და 13 965 ბავშვი დაიბადა. „სრულმასშტაბიანი ომის 315 დღის განმავლობაში კიევში 22600 წყვილი დაქორწინდა და 13965 შვილი დაიბადა“, - წერს იულია მენდელი „ტვიტერზე“. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
კულება: იარაღზე ტაბუს დრო დასრულდა. გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ წელს მოკავშირეები უკრაინას ახალ იარაღს გადასცემენ. დმიტრო კულებას თქმით, 2023 წლის პირველი კვირა სწორედ ამას მოწმობს. უკრაინა წელს მოკავშირეებისგან მიიღებს იარაღს, რომლის მიღებაც 2022 წელს ვერ მოხერხდა - კულება უკრაინელი დიპლომატის თქმით, საფრანგეთის, გერმანიისა და აშშ-ის ბოლო განცხადებები ადასტურებს, რომ მოკავშირეების მხრიდან იარაღთან დაკავშირებით ტაბუ წარსულს ჩაბარდა. კულებამ დაამატა, რომ ეს „სასიხარულო ამბების კასკადი“ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მისი გუნდის დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია. „ამ კვირაში პრეზიდენტი ზელენსკი აწარმოებს ნამდვილ დიპლომატიურ მარათონს, ყოველდღე აწარმოებს მოლაპარაკებებს სამ-ოთხ ლიდერთან. იარაღის მიწოდების შესახებ ზოგიერთი გადაწყვეტილება ზარების დროს მყისიერად მიიღება, ნაწილი კი, მათი შედეგების მიხედვით.„ყოველი ასეთი ამბის შემდეგ (დაპირებული ახალი იარაღის შესახებ), კრემლში კბილების ღრჭიალს და რუსული ტელევიზიის მხრიდან ქვითინს უფრო ხშირად ვხედავთ“, - ამბობს დმიტრო კულება. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველოში დიზელის საწვავი მხოლოდ ევრო 5-ის სტანდარტით შემოვა
2023 წლიდან ქვეყანაში მხოლოდ ევრო-5 სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდება. „გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გარემოს დაბინძურების დონის შესამცირებლად“, - განაცხადა Bm.ge -თან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა. „დიზელზე 2023 წლიდან ვგეგმავთ ევრო-5 სტანდარტის დამკვიდრებას და, რა თქმა უნდა, სტანდარტის დაწესებასთან ერთად, სახელმწიფო მუდმივად აკონტროლებს საწვავის ხარისხს. ტესტის შედეგები აჩვენებს, რომ ბენზინი შეესაბამება კანონით დადგენილ სტანდარტებს. რაც შეეხება დიზელს, არის გარკვეული პრობლემები, არის შემთხვევები, როდესაც დიზელის საწვავი არ აკმაყოფილებს არსებულ სტანდარტს და, რა თქმა უნდა, აქ საკმაოდ მკაცრი სანქციები გვაქვს“, - განაცხადა თანდილაშვილმა. გარემოსდაცვითი ზიანის შემცირების მიზნით, წელს კიდევ ერთი ცვლილება ამოქმედდება. უკვე მომზადებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების პროექტი, რომელიც ვიზუალური გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების მაქსიმალურ კონტროლს ითვალისწინებს. ევრო-5 დიზელის საწვავის სტანდარტების გამოყენება ჯერ კიდევ 2020 წელს იგეგმებოდა, მაგრამ შემდეგ გადაიდო. სავარაუდოდ, ევროპული სტანდარტების შესაბამისი დიზელის საწვავის მიღებას საქართველო შეძლებს აზერბაიჯანიდან, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რამდენიმე წელია მოდერნიზებულია. ჰაერისა და ბუნების მავნე დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა მუდმივად ამაღლებს საწვავის გარემოსდაცვითი უსაფრთხოების მოთხოვნებს. პირველი ასეთი ნაბიჯი გადადგა 1993 წელს, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღეს ევრო-1 დოკუმენტი, რომელმაც დაადგინა დიზელის საწვავის სტანდარტების ახალი სისტემა EN 590. ეს სისტემა კლასიფიცირებს საწვავის გამოყენებას ტემპერატურული რეჟიმისა და კლიმატური პირობების მიხედვით. უახლესი ევრო-5 სტანდარტი, რომელმაც შეცვალა ევრო-4, ამკაცრებს მოთხოვნებს გამოყენებული საწვავის ხარისხზე, რაც შესაძლებელს ხდის გაზარდოს გარემოსდაცვითი უსაფრთხოება და გააუმჯობესოს ამ ტიპის საწვავზე მომუშავე ძრავების მუშაობა.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა $100 მილიონიანი ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, უკრაინას 2500 გენერატორი გადასცა
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა (UAE) 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, უკრაინას 2500 გენერატორი გადასცა. გენერატორები კრიტიკული და სოციალური ინფრასტრუქტურისთვის (სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო დაწესებულებები, გათბობის ცენტრები) არის განკუთვნილი. პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში უკრაინის სახელმწიფო ფონდი აკონკრეტებს, რომ უკრაინაში ამ ეტაპზე 1300 გენერატორი ჩაიტანეს, 1200 კი, უკრაინამ დეკემბრის ბოლოს მიიღო. ხსენებული პირველი პარტია გაიგზავნა რუსეთის აგრესიით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში - ხერსონი, დონეცკი, ლუგანსკი, ოდესა, მიკოლაივი, ზაპოროჟიე და კიევის რეგიონები, მეორე პარტია სუმის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, დნიპროპეტროვსკის, ლუგანსკის, დონეცკის რეგიონებსა და კიევში გაიგზავნება.
საქართველოში ახალ წელს, 500 მოქალაქე საკვებით და ალკოჰოლით მოიწამლა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევაში ცენტრს დახმარებისთვის მომართა 500-მა მოქალაქემ, აქედან 128 შემთხვევაში დადგა ჰოსპიტალიზაციის საჭიროება. რაც შეეხება ლეტალური შედეგების არსებობას, ამავე ინფორმაციის თანახმად, ალკოჰოლით და კვებითი ინტოქსიკაციის მოტივით, ცენტრის ელექტრონულ ბაზაში ასეთი შემთხვევა არ ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციისა, მხოლოდ 3 დღეში: 31 დეკემბრიდან, 3 იანვრის ჩათვლით, პიროტექნიკით 39 მოქალაქე დაშავდა – მათგან კი 24 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ლევან დავითაშვილი: ანაკლიით მსოფლიოს TOP-5 საპორტო ოპერატორია დაინტერესებული
2022 წლის განმავლობაში მსოფლიოს TOP-10 საპორტო ოპერატორიდან ხუთთან გვქონდა დიალოგი; მათ პროექტში მონაწილეობაზე მზადყოფნა და დაინტერესება გამოთქვეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა BMGtv-ის გადაცემა „რედაქტ2“-ში განაცხადა. ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პროექტზე, ჩვენ უკვე იანვარ-თებერვალში დავიწყებთ ინტერესთა გამოხატვის შედეგად პოტენციური პარტნიორი ინვესტორების შერჩევას „მათ საკმაოდ დიდი ინფორმაცია გააჩნიათ, არც უცხოები არიან ამ პროექტთან მიმართებით, ეს არის სინგაპურის პორტის ოპერატორი API, ეს არის დუბაის პორტები, აბუ დაბის პორტების კორპორაცია - პროექტს ყველა იცნობს და გიდასტურებთ, რომ ყველა ოპერატორი ამ პროექტით დღეს დაინტერესებულია, თუმცა ახალი პორტი შეიძლება სულ სხვა კონფიგურაციით მივიღოთ“, - განაცხადა დავითაშვილმა. ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. 28 ნოემბერს, ამერიკის ელჩმს კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური ოპერატორი დაინტერესდა. ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის მაშინ გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე გაეცანით NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება
ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს, 12:00 საათიდან ალილოს მსვლელობა გაიმართება და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეფერხდება. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაშლოვანისა და ეკალაძის ქუჩების გამოყენებით; თაბუკაშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად, გადაადგილებას რუსთაველის გამზირზე შეძლებენ. ასევე, ზეთისხილის ხესთან მობრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის გამოყენებით. მსვლელობის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით. მელიქიშვილის გამზირიდან კი მძღოლები ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩებზე მოხვედრას ჯანაშიას, თარხნიშვილის, ჭოველიძის და ზანდუკელის ქუჩების საშუალებით შეძლებენ. მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გავლით; მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდეგ, ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით. მსვლელობის გამო, გადაადგილება შეიზღუდება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან, ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეძლებენ; რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება ჭანტურიას ქუჩამდე, ხოლო რუსთაველის გამზირის მიმართულებით - ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებიდან მოძრაობა აიკრძალება; თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც, მიმდევრობით ჩაიკეტება ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი. ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრასპორტო საშუალებები მშრალი ხიდის გავლით, ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს საშუალებით გადაადგილდებიან; ავლაბრის მოედანზე საავტომობილო გზის გადაკეტვის დროს, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩებით და შემდეგ, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩაზე მოტრიალების შემდეგ, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით, იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ, შემდეგ იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებით დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და ავლაბრის მოედანს. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილების შეზღუდვის გამო, ავტობუსი N308 გალაკტიონის ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება; ავტობუსი N359 ჯავახიშვილის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით, მოძრაობას კოსტავას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს და მელიქიშვილის გამზირიდან დადგენილი სქემით იმოძრავებს; ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მელიქიშვილის გამზირიდან მოძრაობს, ზეთისხილის ხესთან დატრიალდება და ჯავახიშვილის ქუჩის გამოყენებით, მტკრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება; ავტობუსებს, რომლებიც კოჯრის მიმართულებით გადაადგილდებიან, ბარათაშვილის ქუჩის ნაცვლად, ბოლო გაჩერება ექნებათ ამაღლების ქ. N11-თან, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან. ავლაბრის მოედანზე მოძრაობის შეზღუდვისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების გამოყენებით, შემდეგ დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩას. ტრანსპორტის მოძრაობა სრულად ალილოს მსვლელობის დასრულების შემდეგ აღდგება.
რუსეთის მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვისას 6 ადამიანი დაიღუპა - უკრაინა
ხერსონის რეგიონის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ხერსონის ოლქზე რუსეთის უწყვეტი თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ოთხი კი, დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან 12 წლის ბიჭი და მისი მშობლები. ჭურვი მათ სახლს მოხვდა. რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ნდობა შეუძლებელია - უკრაინა ოკუპანტების მხრიდან მორიგი დაბომბვის შესახებ იუწყება ქალაქ ხერსონში, გუბერნატორ იაროსლავ იანუშევიშის თქმით, რუსეთის არმიამ მეხანძრე-მაშველების ქვედანაყოფს 6 იანვარს დაარტყა, რის შედეგადაც ერთი მეხანძრე დაიღუპა და ოთხი დაშავდა. მისი თქმით, ადგილობრივ მაშველებზე მეორე თავდასხმა მოხდა ორი დღის განმავლობაში. იანუშევიშის თქმით, რუსეთის არმიამ ბოლო 24 საათის განმავლობაში ხერსონის ოლქი 58-ჯერ დაბომბა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. „უწმიდესი პატრიარქის კირილის მოწოდებიდან გამომდინარე, ვავალებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, უკრაინაში მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მიმდინარე წლის 6 იანვრის 12:00 საათიდან მიმდინარე წლის 7 იანვარის 24:00 საათამდე ამოქმედდეს“, - ნათქვამია შესაბამის დოკუმენტში.
ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
6 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7072 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7086 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.14 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8464 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8749 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.285 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1443 ლარს შეადგენს, გაუფასურდა ფუნტი და 3.2105 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 7 იანვრიდან შევა ძალაში.
ბერძნული მედია: სალონიკში 23 წლის ქართველი დააკავეს, რომელმაც ორ საათში რვა ობიექტი გაძარცვა
საბერძნეთში, სალონიკში 23 წლის ქართველი დააკავეს, რომელმაც ორ საათში რვა ობიექტი გაძარცვა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ბრალდებულმა აღიარა, რომ ძარცვა ორ თანამზრახველთან ერთად ჩაიდინა, თუმცა მათი ვინაობა უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, გაძარცვულია დაახლოებით 15 ათასი ევრო. ბერძნული გამოცემის ინფორმაციით, ბრალდებული ციხიდან, ოთხი თვის წინ გათავისუფლდა.
დენის შმიგალმა უკრანისთვის 2022 წელს გადაცემული ფინანსური დახმარების ოდენობა დაასახელა
უკრაინამ 2022 წელს საერთაშორისო პარტნიორებისგან ფინანსური დახმარების სახით, 31 მილიარდი დოლარი მიიღო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 6 იანვარს, უკრაინის ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით განაცხადა. შმიგალმა აღნიშნა, რომ აშშ ფინანსური დახმარების მთავარი წყაროა, რომელმაც 2022 წელს უკრაინას დაახლოებით (410 მილიარდი უკრაინული გრივნა UAH) $11,15 მილიარდი მიაწოდა. ევროკავშირი მეორე ადგილზეა 390 მილიარდით UAH. უკრაინამ ასევე მიიღო 88 მილიარდი (UAH) საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან (IMF), 60 მილიარდი კანადიდან, 35 მილიარდი დიდი ბრიტანეთიდან, 34 მილიარდი მსოფლიო ბანკიდან და 17 მილიარდი იაპონიიდან. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იაპონიის პრემიერი: მკაცრად ვგმობ რუსეთის მუდმივ აგრესიას. იაპონია ყველაფერს გააკეთებს უკრაინის დასახმარებლად
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ტოკიო ყველაფერს გააკეთებს უკრაინის დახმარებისთვის. „მე მკაცრად ვგმობ რუსეთის მუდმივ აგრესიას. იაპონია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაეხმაროს უკრაინას, მათ შორის ზამთრის გადატანაში, რათა დავიცვათ უკრაინელი ხალხის სიცოცხლე,” - განუცხადა კიშიდამ ჟურნალისტებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა 6 იანვარს განაცხადა, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა უკრაინაში ვიზიტით მიიწვიეს. თავად იაპონიის პრემიერმა განაცხადა, რომ ამ შესაძლებლობას განიხილავს. შეგახსენებთ, იაპონია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიწვევას გეგმავს. სამიტი 19-21 მაისს ჰიროსიმაში გაიმართება და უკრაინის საკითხს მიეძღვნება. უკრაინული მედია წერს, რომ იაპონიას, როგორც „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყანას სურს, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, ინტენსიური დისკუსიებისთვის პირობები შექმნას.
აზერბაიჯანმა გასულ წელს, რეკორდული რაოდენობის ნავთობპროდუტები გაყიდა
2022 წელს აზერბაიჯანმა ექსპორტზე $2 მილიარდ 992 მილიონის ღირებულების ნავთობპროდუქტები გაიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტო (AZPROMO) ავრცელებს. ეს მაჩვენებელი 10,3%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. გასული წლის მეოთხე კვარტალში ნავთობპროდუქტების ექსპორტის ღირებულებამ 875,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 32,8%-ით მეტია მესამე კვარტალის მონაცემებზე. დეკემბერში, ნავთობპროდუქტების ექსპორტის ღირებულებამ 303,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
Guardian-ი: აბრამოვიჩმა სანქციებს $4 მილიარდი გაარიდა
გაზეთ The Guardian-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ვარაუდობენ, რომ რუსმა ბიზნესმენმა რომან აბრამოვიჩმა უკრაინაში ომის დაწყებამდე თავისი აქტივების უდიდესი ნაწილი ოფშორში გადაიტანა. Guardian-ის მიერ ნანახი ფაილები აჩვენებს, რომ აბრამოვიჩის ინტერესებისთვის შექმნილ 10 ოფშორული კომპანიაში რეორგანიზაცია 2022 წლის თებერვლის დასაწყისში, სამი კვირით ადრე განხორცილდა, სანამ რუსეთმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო. აბრამოვიჩის ფინანსური საქმეების მასიური რეორგანიზაცია რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობები დაემუქრნენ რუს ოლიგარქებს სანქციების დაწესებით, იმ შემთხვევაში თუ „სამხედრო ოპერაცია“ დაიწყებოდა. აბრამოვიჩის შვიდი შვილი, რომელთაგან ყველაზე უმცროსი ცხრა წლისაა, გახდნენ ტრასტების ბენეფიციარები, რომლებსაც აქვთ მინიმუმ 4 მილიარდი დოლარის აქტივები, მათ შორის ძვირადღირებული უძრავი ქონება და სუპერიახტების, ვერტმფრენების და კერძო თვითმფრინავების ფლოტი. დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მთავრობებმა აბრამოვიჩს, პუტინთან ახლო ურთიერთობების გამო „პროკრემლისტური ოლიგარქი“ შეარქვეს და სანქციები 2022 წლის მარტში დაუწესეს. აბრამოვიჩმა უარყო ფინანსური კავშირები კრემლთან და ევროკავშირის ზომების გაუქმების შესახებ სარჩელი შეიტანა. აბრამოვიჩი, რომელსაც ერთდროულად რუსეთის, ისრაელისა და პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს, აშშ-ის სანქციების სიაში არ შედის. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ თეთრ სახლს სთხოვა, არ დაეწესებინა სანქციები მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი სამშვიდობო მოლაპარაკებებში არაოფიციალური შუამავალი გახდა. როგორც ჩანს, ფაილები მოპოვებულია კვიპროსში დაფუძნებული ოფშორული სერვისის პროვაიდერის გატეხვით, რომელიც მართავს აბრამოვიჩის ტრასტებს. დოკუმენტების დიდი ქეში ანონიმურად გადაეცა Guardian-ს. ფაილებიდან ჩანს, რომ 2022 წლის თებერვალში, JI-ის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, აბრამოვიჩი გარიცხეს FBI-ს მიერ გამოვლენილი ორი ტრასტის ბენეფიციარებიდან. ამასობაში მისი შვილები მამის სასარგებლოდ შექმნილი რვა დამატებითი ტრასტის ბენეფიციარებად დანიშნეს. სანქციების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ცვლილებები შესაძლოა, „მიზანმიმართული იყო, მაგრამ არა უკანონო“. მათი თქმით, რეორგანიზაციამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას ხელისუფლებას, რომელიც ახლა ამუშავებს აქტივებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აბრამოვიჩის საკუთრება იყო, რადგან ისინი განსაზღვრავენ, თუ ვინ ფლობს და აკონტროლებს მრავალმილიარდ დოლარიან ქონებას: ოლიგარქი თუ მისი შვილები? აბრამოვიჩმა და მისმა შვილებმა The Guardian-ს ამ კითხვაზე არ უპასუხეს. რომან აბრამოვიჩი რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. Forbes-ი მის დღევანდელ ქონებას 6,9 მილიარდ დოლარად აფასებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აბრამოვიჩს სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, შვეიცარიამ, კანადამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ. აბრამოვიჩს შვიდი შვილი ჰყავს. ხუთი მათგანი სრულწლოვანია. ყველაზე უმცროსი ცხრა წლისაა.
ბელგიის პოლიციამ ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა
ბელგიის პოლიციამ ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. ოფიციალური შეტყობინება მისი გარდაცვალების შესახებ ბელგიაში, საქართველოს საელჩოში დღეს შევიდა. ასევე, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. „საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან“, - აცხადებენ სამინისტროში. ამ დროისთვის, ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი ქალის ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მედიამ 5 იანვარს გაავრცელა.
ევროკავშირი და NATO, 5 წლის განმავლობაში თანამშრომლობის დეკლარაციას პირველად განაახლებენ
ევროკავშირი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, NATO-სა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის განახლებული ერთობლივი დეკლარაციის გასაფორმებლად, ბოლო 5 წლის შემდეგ პირველად ემზადებიან. ამის შესახებ NATO-ს პრესსამსახური იტყობინება. ხელმოწერა მომავალ სამშაბათს, 10 იანვარს, ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში იგეგმება. ხელმოწერის ცერემონიას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრებიან. ხელმოწერა ადგილობრივი დროით 11 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც ლიდერები პრესკონფერენციას გამართავენ. ეს მესამე ასეთი დოკუმენტია. პირველი ერთობლივი დეკლარაცია 2016 წელს გაფორმდა, მეორე - 2018 წელს. ერთობლივი დეკლარაცია სხვა საკითხებთან ერთად, ასახავდა თანამშრომლობის ხედვას ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამხედრო აღჭურვილობისა და პერსონალის გადაადგილება, კიბერუსაფრთხოება, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა და ანტიტერორისტული ზომები.
თურქეთი და სომხეთი, ტვირთების პირდაპირ საჰაერო გადაზიდვას იწყებენ
2023 წლის პირველი იანვრიდან სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი საჰაერო ტვირთების გადაზიდვა ნებადართულია. ამის შესახებ ანკარაში დიპლომატიური წყაროები იტყობინება. წყაროების ცნობით, გადაწყვეტილება ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს. გადაწყვეტილების შესახებ თურქეთის ექსპორტიორთა ასოციაციას ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს მეშვეობით აცნობეს.
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანში უპილოტო თვითმფრინავებისა და ბალისტიკური რაკეტების შექმნაში მონაწილეობდნენ
აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტმა ახალი სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც უპილოტო თვითმფრინავების ირანულ მწარმოებელთანან არიან კავშირში. ასევე სანქცირებულია ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამებზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის დირექტორი. ირანს და რუსეთს ისეთი მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, როგორც არასდროს - Foreign Policy ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. „დღევანდელი ქმედებები განხორციელდა 13382 რეზოლუციის შესაბამისად და წარმოადგენს ჩვენი გადაწყვეტილების გაგრძელებას, რომელიც სექტემბერსა და ნოემბერში იმ პირებისა და სუბიექტების მიმართ მივიღეთ, რომლებიც მონაწილეობდნენ ირანული „შაჰედისა“ და „მოჰაჯერის“ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებასა და გადაცემაში, რომლებსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმებისას იყენებს, მათ შორის ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ირანის რეჟიმის სამხედრო მხარდაჭერა რუსეთთან მიმართებით, არა მხოლოდ აძლიერებს კონფლიქტს უკრაინაში, არამედ გამოიწვია გაეროს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციის დარღვევა, სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო, გაეროს უშიშროების საბჭოს ინდივიდუალური თანხმობის გარეშე. „ირანი ახლა გახდა რუსეთის მთავარი სამხედრო მხარდამჭერი. ირანმა უნდა შეწყვიტოს მხარდაჭერა რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიული ომისადმი უკრაინაში და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას ამ მიწოდების ჩაშლისა და გადადების მიზნით და ჯარიმების დაწესებას ამ ქმედებებში ჩართული პირებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტების მიწოდება გამოიწვევს თეირანზე ზეწოლისთვის ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენებას.