ძებნის რეზულტატი:
Twitter-ზე ტექსტის ფორმატირების ფუნქციები დაემატება
Twitter-ზე ტექსტის ფორმატირების ფუნქციები დაემატება. ამის შესახებ სოციალური ქსელის მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხადა. „მოგვიანებით ამ კვარტალში დავამატებთ ფორმატირების მარტივ ფუნქციებს, როგორიცაა მუქი შრიფტი, ტექსტის ხაზგასმა და შრიფტის ზომა“, - წერს მასკი Twitter-ზე.
რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, სამხედრო კომისარიატი დაწვეს
რუსეთის ქალაქ ბრატსკში, ირკუტსკის ოლქში, 9 იანვარს ღამით სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისს ცეცხლი გაუჩნდა. კალინინგრადისა და ლენინგრადის ოლქებში, სამხედრო კომისარიატები დაწვეს რუსული მედიის ცნობით, სამხედრო კომისარიატი სავარაუდოდ მიზანმიმართულად გადაწვეს. მედია: სანქტ-პეტერბურგთან და ორენბურგის მხარეში სამხედრო კომისარიატები დაწვეს წინასწარი მონაცემებით, რიაბინოვას ქუჩაზე მდებარე სამხედრო აღრიცხვის ცენტრალურ ოფისში ხანძარი ღამის 2:00 საათის შემდეგ გაჩნდა. ხანძარმა შენობის მეორე სართული ძლიერ დააზიანა. პოლიციის ინფორმაციით, ხანძარი გაუმართავი ელექტროგაყვანილობის გამო გაჩნდა. 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე: ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირსა და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს დიდი ხნის წინ უნდა დაესანქცირებინა
პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ, მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირსა და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს დიდი ხნის წინ უნდა დაესანქცირებინათ. „ამ დროისთვის საქართველო არის ქვეყანა, რომლის მეშვეობითაც რუსეთს შეუძლია დაუსჯელად აირიდოს სანქციები. ივანიშვილი ევროკავშირსა და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს დიდი ხნის წინ უნდა დაესანქცირებინათ, რათა მისი ბიზნეს და სამოგზაურო შესაძლებლობები შეეზღუდა“, - განაცხადა სეიმის ვიცე-სპიკერმა. მისი თქმით, დღევანდელი საქართველო განსხვავდება იმ ქვეყნისგან, რომელსაც სააკაშვილი მართავდა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ.
კასიანოვი: უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება სთხოვა
უკრაინული მედია უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის სტატიას აქვეყნებს, რომლის თანახმად, კიევმა თბილისს სთხოვა „ბუკის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების გადაცემა, რომლებიც საქართველოს უკრაინამ 2008 წლის ომის დროს გადასცა. მისივე განცხადებით, უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არამხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც. „უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის საქართველოს მიმართ იარაღის, სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხში. კერძოდ, კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა“. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარებაზე, უკრაინა ამ საკითხის შიდა პოლიტიკურ დავებში გამოყენების წინააღმდეგია და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობის შესახებ“, - განაცხადა კასიანოვმა.
რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქში ბაზარი დაბომბეს
9 იანვარს, დილით, რუსეთის ძალებმა, ხარკოვის ოლქის შევჩენკოვის ბაზარზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ქალი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ცნობებს მომხდარზე, ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი და უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, კირილო ტიმოშენკო ავრცელებენ. სასწრაფო დახმარების რეგიონული ცენტრი ამბობს, რომ სულ დაშავებული 7 მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის 13 წლის გოგო. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ამერიკელი ნევროლოგი: მიხეილ სააკაშვილის სერიოზული დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის
ამერიკელმა ნევროლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ემანუელ ლახანმა განაცხადა, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სერიოზული დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის. "მე, როგორც ნევროლოგი, მივიჩნევ, რომ ის სერიოზული დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის. გონების გარდამავალი დაკარგვა, კრუნჩხვები, მას აქვს დაუზუსტებელი დემენცია, ტემპერატურის და წნევის სწრაფი ცვლილება, მნიშვნელოვნად გამოხატული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, სახეზეა პოლიფარმაცია, მრავლობითი წამლების დანიშვნის შემთხვევა, კუნთების მნიშვნელოვანი განლევა", - განაცხადა ამერიკელმა ნევროლოგმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
შრომის ინპექციის სამსახური: ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასის საკითხს შევისწავლით
შრომის ინპექციის სამსახური ექიმებისა და ექთნების მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატს კიდევ ერთი, ახალი მიმართულება დაემატა. კერძოდ, 2023 წლიდან უწყება ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასის საკითხსაც შეისწავლის. „2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა: ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში შვიდი ლარი, ექთნების კი, საათში 4.4 ლარით განისაზღვრა. რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. შრომის ინსპექციის სამსახურს აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს სრული ინსპექტირება სამედიცინო დაწესებულებებში, როგორც შრომის უფლებების აღსრულების, ასევე ექიმებისა და ექთნების მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. კანონმდებლობაში მკაფიოდ არის განმარტებული ექიმისა და ექთნის ფუნქცია-მოვალეობები. შესაბამისად, ინსპექტირებისას თუ დადგინდება, რომ მინიმალური ხელფასის ანაზღაურების თავიდან არიდების მიზნით, ექიმს ან ექთანს დაკისრებული აქვს რანგით უფრო დაბალი ან სხვა პროფესიის ფუნქციები, შრომის ინსპექციის სამსახურის მხრიდან ეს ფაქტი ჩაითვლება დარღვევად, რაც გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას, კლინიკას ასევე დაეკისრება ექიმის/ექთნის კუთვნილი ხელფასის სრულად ანაზღაურება. შრომის ინსპექციის სამსახურს ექნება შესაბამისი, მკაცრი რეაგირება დამსაქმებელების მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე და ყველა დასაქმებულის უფლება იქნება დაცული კანონის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი უკრაინის ცაზე თავისი მოწინავე თვითმფრინავის გამოყენებას ვერ რისკავს
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი თავის უახლეს Sukhoi Su-57 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, ასევე ცნობილს როგორც Felon-ი, უკრაინაში სამიზნეებზე თავდასხმისთვის სულ მცირე ივნისიდან იყენებს, თუმცა მხოლოდ საკუთარი ტერიტორიიდან, რადგან თვითმფრინავის დაკარგვა აიცილოს თავიდან. რუსეთის საჰაერო ძალებმა, სავარაუდოდ, გამოიყენეს თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინის საზღვრიდან 500 კილომეტრის დაშორებით, ახტუბინსკის საავიაციო ბაზაზეა განლაგებული. ეს არის ერთადერთი ცნობილი „ფელონის“ ბაზა რუსეთში. „რუსეთს დიდი ალბათობით, რეპუტაციის დაზიანების თავიდან აცილებას, ექსპორტის პერსპექტივების შემცირებას ანიჭებს უპირატესობას, რაც „ფელონის“ ნებისმიერ დანაკარგს მოჰყვება, - ნათქვამია დაზვერვის უახლეს ცნობებში. დეკემბერში რუსეთის ენგელსის საჰაერო ბაზაზე სავარაუდო უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების შემდეგ, რუსულმა სამხედროებმა თავისი ბომბდამშენები ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში განალაგეს, იტყობინება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ 5 იანვარს განაცხადა, რომ ეს გადაადგილება გაართულებს რუსული თვითმფრინავების მოვლა-პატრონობას. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 285 თვითმფრინავი დაკარგა. ბრიტანული დაზვერვის თანახმად, FELON რუსეთის ყველაზე მოწინავე მეხუთე თაობის ზებგერითი საბრძოლო თვითმფრინავია.
გივი მიქანაძე: კასიანოვის განცხადება შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო ომში იყოს ჩათრეული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის თქმით, საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადება შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო ომში იყოს ჩათრეული. კასიანოვი: უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება სთხოვა "ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო რაღაცნაირად ამ ომში იყოს ჩათრეული. კიდევ ერთხელ კატეგორიულად და ცხადად ვამბობთ, რომ ვერც ერთი მცდელობა (ვერ იქნება წარმატებული), სადაც საქართველო შეიძლება წარმოჩინდეს როგორც მხარედ ამ ომის და ომში ჩართვის საშიშროება არსებობდეს, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ვერანაირი ნაბიჯი ვერ გადაიდგმება. ჩვენ პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, თუმცა, ჩვენ პირველ რიგში უზრუნველვყოფთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს ჩათრეული საომარ მოქმედებებში და მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი,"- განაცხადა მიქანაძემ.
ჰონგ-კონგს სურს, კრიპტოინდუსტრიის აზიური ცენტრი გახდეს - Bloomberg
ჰონგ-კონგს სურს, კრიპტოინდუსტრიის აზიური ცენტრი გახდეს. ამისთვის ხელისუფლება აქტიურად მოიზიდავს კრიპტო, ფინტექს და სხვა სტარტაპებს, წერს Bloomberg და ქალაქის ფინანსთა მინისტრ პოლ ჩანის ციტირებს. პოლ ჩანმა თქვა, რომ ჰონგ-კონგი აპირებს ციფრული აქტივების სფეროს განვითარებას, ინდუსტრიაში შოკების მიუხედავად (FTX და Terra-ს დაშლა, Binance-ისა და Coinbase-ის პრობლემები). რამდენიმე წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია და სტარტაპი ახლა განიხილავს სათაო ოფისის ჰონგ კონგში გადატანას, თქვა ჩანმა, სახელების გამხელის გარეშე. „მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის ბირჟები ერთმანეთის მიყოლებით იშლებოდა, ჰონგ-კონგი გახდა ციფრული აქტივებისა და კორპორაციების საცნობარო წერტილი. ქალაქს აქვს ძლიერი მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს შეესაბამება. ამასთან, დამრღვევებს მკაცრად სჯის“, - განაცხადა ჰონგ კონგის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
NATO: ყველა მოკავშირის ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვისადმი მტკიცე ერთგულებას 2023 წელსაც გავაგრძელებთ
NATO ყველა მოკავშირის ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვისადმი მტკიცე ერთგულებას 2023 წელსაც გააგრძელებს. შესაბამისი ტექსტი ალიანსის ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსდა. „NATO-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ ალიანსის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას ბალტიიდან შავი ზღვის რეგიონამდე. ძლიერი 2022 წლის შემდეგ, მოკავშირეები 2023 წელს განაგრძობენ თავიანთი მტკიცე და ურყევი ერთგულების დემონსტრირებას, რაც ყველა მოკავშირის ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვას გულისხმობს“, - იუწყება NATO. NATO შავი ზღვის რეგიონში ცის დაცვის შესახებ ცნობებს ავრცელებს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და მიუღებელი ანექსიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვაში წარმომადგენლობა გაზარდა, მათ შორის მეტი გემის, თვითმფრინავის ყოფნით. მეტი ინფორმაციის გაზიარებით, ასევე, მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის განთავსებით რუმინეთში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გაძლიერდა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგი, 40 000 ჯარისკაცით, რომლებიც NATO-ს მეთაურობის ქვეშ იმყოფებიან; ასევე, ასობით გემითა და თვითმფრინავით და 8 მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფით ბალტიიდან შავ ზღვამდე. 2022 წლის მადრიდის სამიტზე დამტკიცებული NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია აღიარებს, რომ შავი ზღვა სტრატეგიული მნიშვნელობის ზონაა არამხოლოდ NATO-ს სანაპირო ქვეყნებისთვის (თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი), არამედ მთლიანად ალიანსისთვის. ეს NATO-ს ისტორიაში პირველად მოხდა. „NATO-ს აქვს პასუხისმგებლობა, თავიდან აიცილოს კონფლიქტის ესკალაცია უკრაინის ფარგლებს გარეთ. ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის ორ სხვა ქვეყანასთან, ორ ახლო პარტნიორთან, საქართველოსთან და უკრაინასთან. ჩვენ ეს გავაკეთეთ მანამდე, ვიდრე რუსეთი დაიწყებდა სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში და ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი, ეს გულისხმობს ევროატლანტიკური მისწრაფებების განგძრობად მხარდაჭერას, მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა წინ აღუდგნენ გამოწვევებსა და საფრთხეებს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მესამე მხარის მავნე ჩარევის წინააღმდეგ მედეგობა გაზარდონ“, - აცხადებს NATO.
მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილზე: გმირი კაცი ერშიც გმირია და ციხეშიც გმირია. მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა კაცური საქციელი
გმირი კაცი ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია და ციხეშიც გმირია. გადაგვაყოლეს ახლა - მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა კაცური საქციელი, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. "დღევანდელ სიტუაციაში ქართველი ხალხის იგნორირება არ შეიძლება. კონკრეტულ ლიდერებს კი არ უნდა დაუჭირონ მხარი, ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინონ. შაჰ-აბასზე და თემურ-ლენგზე ტყუილად არ ვლაპარაკობდი... შენ რა იცი, უცხოელმა, ჩემს ისტორიაში ვინ არის კარგის გამკეთებელი? რომ მეუბნები, რომ ვიღაც დემოკრატიის შუქურაა, შენთვის შეიძლება იყოს, ჩემთვის კი, იქნებ, გავა წლები და შეიძლება მათ რიგებში ჩავაყენოთ... გმირი კაცი ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია და ციხეშიც გმირია. გადაგვაყოლეს ახლა - მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა კაცური საქციელი. ხომ ხედავს, როგორია ხალხის რისხვა, გამოსულიყო და ეთქვა - მინდოდა, კარგი ქვეყანა ამეშენებინა, მაგრამ მეც ვერ მივაქციე ყურადღება, ვიღაცამ რაღაც დააშავა, ჩემი ბრალია... ხომ სხვანაირად შევხედავდით? როცა უნდა ქართველთა პრეზიდენტია, როცა უნდა - უკრაინელია... ნუ გამოეშვათ თავიანთი ქვეყნის საჯარო სამსახურში მყოფ ადამიანს და ეს ამბები არ იქნებოდა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ისრაელის უშიშროების მინისტრმა პალესტინელების დროშის საჯაროდ გამოტანა აკრძალა
ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა პოლიციას უბრძანა, საზოგადოებრივ ადგილებში პალესტინის დროშების გამოტანა აკრძალოს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. ბენ-გვირმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინელი პატიმარი, კარიმ იუნისი 40-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. მას ჩრდილოეთ ისრაელში, მშობლიურ სოფელ არაში, პალესტინის დროშების ფრიალით მიესალმნენ. „დღეს მივმართე ისრაელის პოლიციას, საჯაროდ აღასრულოს „პალესტინელთა გათავისუფლების ორგანიზაციის“ ნებისმიერი დროშის გამოჩენის აკრძალვა, რომელიც - ტერორისტულ ორგანიზაციასთან იდენტიფიკაციას აჩვენებს და აღკვეთოს ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ნებისმიერი წამქეზებლური ქმედება“, - დაწერა ბენ-გვირმა Twitter-ზე. როგორც The Guardoan-ი წერს, ისრაელი ოდესღაც პალესტინის დროშად მიიჩნია მებრძოლი დაჯგუფების დროშა. მას შემდეგ, რაც ისრაელმა და პალესტინელებმა მოაწერეს ხელი შუალედური სამშვიდობო შეთანხმებების სერიას, რომელიც ცნობილია როგორც ოსლოს შეთანხმება, დროშა პალესტინის ხელისუფლების დროშად აღიარეს, რომელიც ღაზისა და დასავლეთ სანაპიროს ნაწილების ადმინისტრირებისთვის შეიქმნა.
კასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება, შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით - ვოლსკი
პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ კასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით. კასიანოვი: უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება სთხოვა "კასიანოვის განცხადება არაადეკვატურია იმ ვითარების, რომელიც 2008- ში იყო, მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში და რასაც ის დახმარებას ეძახის, საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ. იარაღის შესყიდვა ჯანსაღი ოპერაციაა, მაგრამ საეჭვოდ ემთხვევა კონკრეტული ადამიანების გამილიონერება - გამდიდრებას, ვისაც წინა დღით არაფერი ებადა და უცბად, ომის შემდგომ პერიოდში ხდება მილიარდერი და საქართველოში კიდევ პოლიტიკას და მედიას აფინანსებს. განცხადების არაადეკვატურობას რაც შეეხება, ეს ახასიათებთ ზოგიერთ ჩინოსნებს, მაგრამ მე ვფიქრობ, კასიანოვი თავადაც არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით", - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება სთხოვა.
შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დასაფინანსებლად, მსოფლიო ბანკი $75 მილიონს გამოყოფს - ფინანსათა მინისტრი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრო მსოფლიო ბანკს „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის” ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების მიზნით, $75 მილიონის დაფინანსების მოზიდვისთვის მიმართავს. ბანკთან წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია, როგორც თანხის ოდენობაზე ასევე კონკრეტულ მიმართულებებზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შესახებ გამართულ ბრიფნგზე განაცხადა. აშშ შავი ზღვის კაბელის პროექტს მხარს უჭერს NATO შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით მინისტრმა ასევე ისაუბრა, რა მიმართულებით დაიხარჯება მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ფული. „$75 მლიონის დაფინანსება სამი მიმართულებით დაიხარჯება. დაფინანსება მოიცავს შავი ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკურ შესწავლას, რომელზეც დაახლოებით $20 მილიონი დაიხარჯება. ასევე თანხა გამოიყოფა სახმელეთო გადამცემი ხაზის გაძლიერებისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. პროექტის საკონსულტაციო მიმართულებაზე 5 მილიონი ევრო გამოიყოფა. ეს მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის, რომელშიც პირველი ინვესტიცია უკვე განხორციელებულია“, - აღნიშნა ხუციშვილმა. რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო როდის დასრულდება შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს მისივე თქით, ამ პროექტში საქართველოს პარტნიორები მაშინ ჩაერთვებიან, როცა მზად ინება ტექნიკური კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი. „ტექნიკური კვლევა უკვე მიმდინარეობს, რომლისთვისაც 2.5 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებაა გამოყოფილი და მიმდინარე წელს დასრულდება“, - აღნიშნა ხუციშვილმა. ინფორმაციისთვის, 17 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. 19 დეკემბერს დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ამ დრომდე ოფიციალურად არ თქმულა, საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება, თუმცა უკრაინულმა მედიამ გარკვეული ვერსია უკვე განიხილა. კერძოდ, delo.ua-ს ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება.
ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი და თაღლითობაში ბრალდებული ყოფილი პრემიერი სასამართლომ გაამართლა
ჩეხეთის სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თაღლითობაში ბრალდებული ანდრეი ბაბიში გაამართლა. პროკურატურა ითხოვდა პირობით პატიმრობასა და ჯარიმას ითხოვდა. პროკურატურის ვერსიით, ბაბიშმა ევროკავშირის სუბსიდია პრაღის მახლობლად საკუთარი საკონფერენციო ცენტრის ასაშენებლად უკანონოდ გამოიყენა. „უდანაშაულო! ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და სასამართლომ დაადასტურა ის, რაც თავიდანვე განვაცხადე. რომ უდანაშაულო ვარ და უკანონო არაფერი გამიკეთებია", - დაწერა ბაბიშმა Twitter-ზე. ბაბისი პრეზიდენტობისთვის იბრძვის დამოუკიდებელ კონკურენტებთან, პეტრ პაველთან და დანუსე ნერუდოვასთან ერთად. მოსალოდნელია, რომ ვერცერთი კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს პირველ ტურში, რომელიც პარასკევს და შაბათს გაიმართება, რაც ნიშნავს, რომ მეორე ტური ორ საუკეთესო კანდიდატს შორის 27-28 იანვარს ჩატარდება. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბაბისი მეორე ტურში წააგებს. უცხოური მედია წერს, რომ ბაბიშს „ჩეხ ტრამპსაც“ უწოდებენ, პოლიტიკაში ბიზნესიდან წასვლის გამო. მან 2011 წელს დააფუძნა პოპულისტური მოძრაობა ANO (ჩეხურად ნიშნავს - დიახ) აბრევიატურის განმარტება კი ასეთია: „უკმაყოფილო მოქალაქეთა მოძრაობა". ბაბიში ევროკავშირის კრიტიკითაც გამოირჩევა. აშშ-ის საარჩევნო კამპანიის დროს კი აცხადებდა, რომ ამერიკისთვის იდეალური პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ნაცვლად ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი იქნებოდა. მისი კიდევ ერთი მეტსახელია - „ბაბისკონი“, რაც სილვიო ბერლუსკონისთან მის მსგავსებას უკავშირდება. ოპონენტები ანდრეი ბაბიშს საბჭოთა უშიშროების (КГБ) აგენტს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ის ჩეხოსლოვაკიის უშიშროების კომიტეტის StB-ის ინფორმატორი და თანამშრომელი იყო. მის ბიზნეს-წარმატებებს კი, 1980-იან წლებში შეძენილ კავშირებს და მოგვიანებით გაჩენილ ნაცნობებს უკავშირებენ. კერძოდ, 2001 წლიდან ანდრეი ბაბიშს ჩეხეთის მესამე პრეზიდენტთან, მილოშ ზემანთან დაახლოებულ პირად მოიხსენიებდნენ. პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს ბაბიში 2017 წელს, გადასახადების დამალვასთან და ევროკავშირის სუბსიდიების მითვისებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს. ბოლო ბრალდებები მის მიმართ „პანდორას დოკუმენტებიდან“ ცოტა ხნის წინ გაისმა. ცნობისთვის, Forbes-ის 2012 წლის მონაცემებით, ბაბიშის ქონება $3.4 მილიარდს შეადგენს. ის ფლობს დიდ ჩეხური კომპანია Agrofert-ს (აგროქიმიური კომპლექსი) რომელიც დაახლოებით 200-მდე ევროპულ ფირმას აერთიანებს. ასევე ფლობს მედიაჰოლდინგს Mafra Media Group-ი.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ინფლაციის ტემპმა შემცირება დაიწყო
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ინფლაციის ტემპმა შემცირება დაიწყო და მოსალოდნელია, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი მომდევნო თვეების განმავლობაშიც შენელდეს. კობა გვენეტაძე: ინფლაცია, მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება „ინფლაციამ დაიწყო შემცირება. ბუნებრივია, საუბარია ინფლაციის ტემპზე. მაგალითად, დეკემბრის თვეში დაფიქსირდა 9.8%-იანი ინფლაცია და ის მოლოდინი, რაც ეკონომიკურ გუნდს ამ მიმართულებით გააჩნდა, თითქმის სრულად მოხდა რეალიზაცია. ვფიქრობ, რომ მომდევნო თვეებში ინფლაციის ტემპის შემცირება კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას1 , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 6.8 პროცენტით განისაზღვრა.
ბოლო 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა - ხუციშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ბოლო 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდა ამ მაჩვენებელს შეინარჩუნებს. „2023 წლიდან რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება. ასეთია საჯარო სამსახურში ხელფასების მატება. საჯარო სამსახურებში ხელფასი 10%-ით უკვე გაიზარდა. გამონაკლისია ჯარი, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური, სადაც ხელფასები 20%-ით გაიზარდა. მინდა გასული წელი ეკონომიკური მიმართულებითაც შევაჯამო. ბოლო 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდა ამ მაჩვენებელზე შენარჩუნდება. მინდა რამდენიმე მაკროეკონომიკურ პარამეტრზე შევაჩერო ყურადღება. მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება იყო. წლის დასაწყისში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი 4.4 იყო, წლის ბოლოს 3.1-მდე შემცირდა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა. ინფლაციამაც დაიწყო შემცირება. დეკემბერში 9.8% ინფლაციის მაჩვენებელი დაფიქსირდა. მომდევნო თვეებში, ვფიქრობ, ინფლაციის შემცირება კიდევ უფრო დაჩქარდება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
პირველად იყო სიტყვა
სიტყვიდან დაიწყო ყველაფერი და, შესაბამისად, ინფორმაციის ყველაზე კარგი შემნახველი სწორედ სიტყვებია. დანაწევრებული მეტყველება განასხვავებს ადამიანს სხვა პრიმატებისგან და თუ გვინდა, გავიგოთ, რას ფიქრობს, რა უყვარს, რისი ეშინია, სიტყვებს უნდა დავაკვირდეთ. არის ასეთი ფილმი, The Book of Elly, დენზელ ვაშინგტონისა და უგენიალურესი გარი ოლდმენის მონაწილეობით, მოქმედება ხდება პოსტაპოკალიპტურ, ბირთვული ომის შემდგომ სამყაროში, სადაც მთავარი ბოროტმოქმედი, ყაჩაღების ბანდის მეთაური და ქალაქის თვითგამოცხადებული მმართველი, მთელი ფილმის განმავლობაში, ეძებს ბიბლიის ერთადერთ გადარჩენილ ეგზემპლარს. როცა ეკითხებიან, რატომ ეძებ ამ წიგნსო, პასუხობს - იქ სწორი სიტყვები სწერია და ხალხის მორჩილებას, რასაც ახლა იარაღითა და შიშით ვაღწევ, მერე სიტყვებით მივაღწევო. ასე იყო ყოველთვის - საჭირო და სწორად შერჩეულ სიტყვებს სხვა ადამიანების ცხოვრების შეცვლა შეუძლია, ამიტომაც მუდამ ცდილობენ მავანნი და მავანნი, სიტყვებზე კონტროლისა და ძალაუფლების მოპოვებას. ისტორიას თუ გადავხედავთ, ყველაზე ბოროტი რეჟიმები საკუთარ სახელწოდებებში ყველაზე დადებით სიტყვებს იყენებდნენ და იყენებენ. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის ჯოჯოხეთურ სახელმწიფოს სახელწოდებაში სიტყვა „დემოკრატიული“ გვხვდება. ასე იყო ორად გაყოფილი გერმანიის შემთხვევაშიც - დემოკრატიული ეწოდებოდა იმ ნაწილს, რომელსაც ყველაზე არადემოკრატიული სახელმწიფო - საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა. ხშირია სიტყვა „სახალხოს“ გამოყენება იქ, სადაც ხალხს ყველაზე ნაკლებად ეკითხებიან რამეს. ლოზუნგებსა და დევიზებზე აღარაფერს ვამბობ. საფრანგეთის რევოლუციაც კი „ძმობის, ერთობისა და თავისუფლების“ სახელით აჭრიდა თავებს განსხვავებულად მოაზროვნეებს. ცნობილი ანეკდოტის არ იყოს, ფსიქიატრები რომ ხუმრობენ - ვინც მოასწრებს თეთრი ხალათის ჩაცმას, ისაა იმ დღეს ექიმიო - ვინც მოასწრებს კარგი სიტყვის დასაკუთრებას, მერე ის სიტყვა იმ რეჟიმთან ასოცირდება ხოლმე ასე იცვლება სიტყვების ძალაც - საკუთარი სახელებიც კი იკარგება კონკრეტული ადამიანებისა და პოლიტიკური ძალების გამო. მაგალითად, დღეს გერმანიაში კაცს, სახელად ადოლფს, ვერ შეხვდებით. ინგლისში კი საუკუნეების განმავლობაში ერიდებოდნენ ბიჭისთვის ოლივერის დარქმევას, კრომველის გამო. საქართველოს პოლიტიკური სპექტრი კარგი მაგალითია ამ მხრივ, სააზროვნოდ და დასაკვირვებლად. მას შემდეგ, რაც ჩვენი სახელმწიფო არსებობს და რაც სიტყვები რუსეთიდან ღიად აღარ კონტროლდება, პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ეჯიბრებიან საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი და დადებითი ასოციაციების გამომწვევი სიტყვების დასაკუთრებაში. სიტყვა „ეროვნული“ პირველ პრეზიდენტთან და მთავრობასთან ასოცირდებოდა, ამიტომ სამხედრო გადატრიალებისთანავე ამ სიტყვის პოლიტიკაში გამოყენება, ფაქტობრივად, დასრულდა. მოქალაქეთა კავშირი, რომელმაც 10 წელი მართა საქართველო, დასამახსოვრებელი სლოგანებით არ გამოირჩეოდა - აოხრებულ, დამშეულ და დანგრეულ ქვეყანას სიტყვებისთვის არ სცხელოდა და არც თავად პარტია იწუხებდა თავს ემოციებზე თამაშით. მაქსიმუმი, რასაც „მოქკავშირი“ იყენებდა, იყო „სტაბილურობა“ და „კეთილდღეობა“, რომელთაგან პირველი რეალურად სჭირდებოდა ქვეყანას და მეორე არც ახსოვდა ვინმეს, რა იყო. მაგრამ სწორედ ამ დროს დამკვიდრდა ზოგადად პოლიტიკაში პარტიების სახელწოდებებად ემოციური მნიშვნელობის სიტყვების გამოყენება. ასე მივიღეთ ასლან აბაშიძის „აღორძინება“, ჯუმბერ პატიაშვილის „ერთობა“ და ა. შ. „ნაციონალური მოძრაობაც, ისევე, როგორც მისი წინამორბედი, უფრო ლიდერის სახელზე აკეთებდა აქცენტს, ვიდრე ემოციებზე. ამ დროს ჩნდება პირველად ასპარეზზე ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზია და სხვადასხვა პროექტები, საერთო სახელით „იმედი“. ასევე, 2007 წლის შემდგომ, ჟურნალისტების პარტია „ქრისტიან-დემოკრატები“ - რაც პირველი ღია აპელირებაა რელიგიაზე და, თავის მხრივ, ძალიან საშიშ პრეცედენტად შეიძლება, ჩაითვალოს. შემდეგ მოედანზე შემოდის „ქართული ოცნება“ და აქ იწყება თავდავიწყება: ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები მასობრივად იწყებენ შედინებას პოლიტიკაში და, შესაბამისად, საკუთარი მნიშვნელობების შესუსტებას: ირმა ინაშვილის პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ შემდეგ სიტყვა „პატრიოტი“-ს დატვირთვაც შეიცვალა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვა „პატრიოტი“ სააკაშვილის პერიოდში მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკების სისტემას ერქვა და სრულიად სხვა დატვირთვა ჰქონდა. ღიად პრორუსული ლევან ვასაძის „ერთობა, რაობა, იმედი“, აბრევიატურა - ერი. ოქრუაშვილის „გამარჯვებული საქართველო“ და ა. შ. რაც შეეხება „ოცნების“ პოლიტიკურ საქმიანობას, ამ 10 წლის განმავლობაში უამრავი მსგავსი სიტყვა ვნახეთ წინასაარჩევნო სლოგანებში: სიცოცხლე („სიცოცხლით სავსე ქალაქი“), ღირსება (ღირსების აღდგენის მოტივებზე მოვიდა მოქმედი პარტია ხელისუფლებაში) და ახლა უკვე ძალიან მრავალმნიშვნელოვანი, ბევრისთვის შეურაცხმყოფელიც კი - მშვიდობა. ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით შიშის გამოყენებაზე აქ არ შევჩერდები - ცალკე პოსტს იმსახურებს ეს თემა. სიტყვების ამხელა კორიანტელში, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური სპექტრი იყენებს, განსაკუთრებით ბოლო დეკადაში არ გვხვდება ერთი სიტყვა. ერთი, ერთადერთი, სრულიად ჩვეულებრივი სიტყვა, რომელსაც ჭირის დღესავით გაურბის ყველა, ვინც ხელისუფლებაშია, ან მასში მოსვლას ცდილობს. თავისუფლება. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი სიტყვა, რომელსაც რეალური ცვლილებების მოტანა შეუძლია, ვინაიდან თავისუფლება შიგნით იწყება, ადამიანში. თავისუფალი ადამიანი ცუდი ამომრჩეველია, ცუდი გადამხდელია და, რაც მთავარია, მორჩილი არაა. თავისუფალ ადამიანს ვერ მოატყუებ, ვერ შეაშინებ. და რაც მთავარია, თავისუფალ ადამიანს აქვს პასუხისმგებლობა, რომელსაც არ გაურბის. ეს პასუხისმგებლობაა ზუსტად, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ „ხალხზე ოდნავ ზემოთ“ მყოფებს. პასუხისმგებლობა პასუხისგებას გულისხმობს საკუთარ საქციელზე და იმიტომ. ლექსო ლეკიაშვილის ბლოგი
ცნობილია, 2023 წელს მოსახლეობის რომელ ჯგუფებს დაუფინანსებს კომუნალურ ხარჯებს მთავრობა
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის დანახარჯების სუბსიდირებას 2023 წელსაც განაგრძობს. ფინანსთა მინისტრმა დაასახელა ის პირობები, რომელთა მიხედვითაც, სოციალურად დაუცველებს მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი დაუფინანსდებათ. „სოციალური მიმართულებით ყველა ის პროგრამა, რაც მოქმედებდა ამ დრომდე, შენარჩუნებულია. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაგრძელდება ელექტროენერგიის დანახარჯების სუბსიდირების კომპონენტი, რომელიც 70 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, დაახლოებით 12 თეთრამდე უსუბსიდირდებათ 1 კვტ/საათზე ტარიფი, ხოლო 70-150 ათასი ქულის მქონე ოჯახებში, სუბსიდირება მოხდება 3.5 თეთრის ოდენობით“, - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით, 2023 წლის ბიუჯეტში 12 მლნ ლარი გამოიყოფა.