ძებნის რეზულტატი:
უკრაინული მედია: კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა - დაიღუპა სულ მცირე, 3 ადამიანი
უკრაინული მედიის ცნობით, ბროვარში, კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა. დაიღუპა სულ მცირე, 3 ადამიანი. "ბავშვები და პერსონალი საბავშვო ბაღის შენობაში იმყოფებოდნენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების, პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები ადგილზე მუშაობენ", - განაცხადა კიევის გუბერნატორმა, ოლექსი კულებამ. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
კორუფციულ ფაქტებს ექნება მკაცრი რეაგირება, არავის არაფერს "გავუტარებთ" - კალაძე
თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ კორუფციულ ფაქტებს ექნება მკაცრი რეაგირება. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კორუფცია არის მძიმე საკითხი, რომელსაც ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, „ასე იყო წლების წინ, ასე იქნება ახლაც და მომავალშიც“. „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია საფუძველშივე არ დავუშვათ და იყოს ამოძირკვული. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, თუ რომელიმე ჩვენს თანამშრომელს სჭირდება მხარდაჭერა სჭირდება დახმარება, მზად ვარ, პირადად მოვუსმინო, გვერდით დავუდგე, ხელი შევუწყო, მაგრამ ასევე ძალიან მკაცრი იქნება ჩემი რეაქცია კორუფციული ფაქტების მიმართ. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ყველას, რომ თქვენივე სამსახურებში გქონდეთ კომუნიკაცია თქვენ თანამშრომლებთან და ყველამ კარგად გაითავისოს ეს დამოკიდებულება. ვინმეს თუ რაიმე სჭირდება, მხარდაჭერა, თანადგომა, მზად ვართ, ყველანაირად ხელი შევუწყოთ, მაგრამ კორუფციულ ფაქტებს ექნება მკაცრი რეაგირება, არავის არაფერს გავუტარებთ", - განაცხადა კალაძემ.
კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ
უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა დღეს დილით ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. უკრაინული მედია: კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა - დაიღუპა სულ მცირე, 3 ადამიანი მისივე თქმით, ჩამოვარდნილი ვერტმფრენი საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტს ეკუთვნოდა. „ავიაკატასტროფის შედეგად შსს-ს ხელმძღვანელობა მინისტრი დენის მონასტირსკი, მინისტრის პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი დაიღუპნენ. საერთო ჯამში ამ დროისთვის ცნობილია 16 გარდაცვლილის შესახებ, მათ შორის ორი ბავშვია. მათგან ცხრა ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა“, - წერს კლიმენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე. მისივე თქმით, სტაციონარში გადაყვანილია 22 დაზარალებული, მათგან 10 ბავშვია. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის პარტიის ოფისთან სროლა იყო
უცნობმა ცეცხლი გახსნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის პარტია „ნიხასის“ ოფისთან. ამავე შენობაში მანამდე მისი წინაასაარჩევნო შტაბი იყო გახსნილი. არავინ დაშავებულა. დე ფაქტო შს მინისტრის ვალერი გაზაევის ინფორმაციით პირის ვინაობა დადგენილია. „შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება შემოვიდა ოსეთისა და გაგლოევის ქუჩის კვეთაზე მომხდარი სროლის შესახებ, უცნობმა ჰაერში გაისროლა და ადგილიდან მიიმალა, სროლის შედეგად დაშავებულები არ არიან. პირის ვინაობა მალევე დადგინა“, - განუცხადა გაზაევმა სააგენტო „რესს“. მისივე თქმით, „ბოროტმოქმედის დასაკავებლად სამართლადამცველები ზომებს მიმამართვენ“.
ISW: პუტინმა შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს
ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი 18 იანვარს, ლენინგრადის ალყის მოხსნის 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თქმით, პუტინმა შეიძლება, ეს შესაძლებლობა მობილიზაციის მეორე ტალღის გამოცხადებისთვის გამოიყენოს. „პუტინს უყვარს სიმბოლური თარიღების გამოყენება რუსი ხალხისადმი მიმართვისთვის და ზოგიერთმა რუსმა ომის მომხრე მიბლოგერმა აღნიშნა, რომ ის გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, რათა გამოაცხადოს მობილიზაცია“, - წერს ISW. უკრაინის სამხედრო დაზვერვამ მანამდე განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყებას და 500 000 წვევამდელის შეკრებას უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.
პროკურორი: ვაკის პარკის საქმეზე შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორი, არჩილ ტყეშელაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. ამის შესახებ პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „რაც შეეხება წინასასამართლოს სხდომის ვადის გაგრძელების შუამდგომლობას, საქმეზე დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებიც მოსულია, ასევე საინჟინრო-ტექნიკური, შრომის უსაფრთხოების ექსპერტიზის. აღნიშნულ დასკვნებს შესწავლისთვის გარკვეული დრო სჭირდება. აღნიშნული მტკიცებულებები ზეგავლენას მოახდენს შემდგომში ბრალდების დამძიმების საკითხზე. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას და ბრალდების დადგენილებას, რომლებიც წარდგენილი აქვთ ბრალდებულებს, არის დასაბუთებული ვარაუდის საკმარისი სტანდარტი, არაერთი მტკიცებულებაა, მათ შორის, შუალედური ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები. შესაბამისად, საკმარისი მტკიცებულებები ბრალდებისთვის“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა. ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
აშშ-მ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ, შესაძლოა, კვირის ბოლოს გამოაცხადოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიტანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკომფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ უკრაინას ახალ დახმარებას მომდევნო დღეებში მიაწდის. მანვე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატები ძალისხმევას არ იშურებს, რომ უკრაინა ძლიერ პოზიციები ჰქონდეს, როდესაც მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომის შესაძლებლობა გაჩნდება. ცნობისთვის, თეთრი სახლი უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესაძლებლობაზე საუბრობს. შესაბამის კომენგტარს CNN ავრცელებს. „ვეჭვობ, რომ თქვენ კვლავ მოისმენთ შეერთებული შტატებისგან უკრაინის უსაფრთხოების დახმარების დამატებითი პაკეტების, დამატებითი იარაღისა და შესაძლებლობების შესახებ - შესაძლოა, ეს იყოს ამ კვირის ბოლოს“, - განუცხადა CNN-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ. კირბიმ არ დააკონკრეტა პაკეტის შინაარსი, მაგრამ აღნიშნა, რომ აშშ კონცენტრირებულია „მცდელობაზე, რომ უკრაინას გადაეცეს ის, რაც მათ სჭირდებათ იმ ბრძოლაში, რომელშიც არიან“. „ჩვენ გავაგრძელებთ ამ პაკეტების მოდულაციას ისე, რომ ისინი მოერგოს უკრაინას საჭიროებებს და თუ ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ ამას, ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან“, - განაცხადა კირბიმ. 6 იანვარს, თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების „ყველაზე დიდი“ ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, მათ შორის იყო „ბრედლის“ ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანები.
Amazon-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი გახდა
ბრენდის შეფასების საკონსულტაციო კომპანიის Brand Finance-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, Amazon-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი ბრენდების სიაში პირველ ადგილზე დაბრუნდა. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების სიაში Apple მეორე ადგილზეა. Anadolu-ს ცნობით, Amazon-ი პირველ ადგილზე იმის მიუხედავად, რომ, რომ ჯეფ ბეზოსმა ბრენდის ღირებულების 51 მილიარდი დოლარი დაკარგა (350 მილიარდი დოლარიდან 299,3 მილიარდ დოლარამდე). Apple-ის ბრენდის ღირებულება 16 პროცენტით დაეცა 297,5 მილიარდ დოლარამდე. მესამე ადგილზეა Google ($281,4 მილიარდი), შემდეგ მოდის Microsoft (191,6 მილიარდი) და Walmart ($113,8 მილიარდი). სამხრეთ კორეის ტექნიკური კომპანია Samsung-ია მე-6 ადგილზეა (99,7 მილიარდი დოლარი), ჩინური ბანკი ICBC მე-7-ა (69,5 მილიარდი დოლარი), ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია Verizon მე-8-ვე (67,4 მილიარდი დოლარი), Tesla მე-9-ეა (66,2 მილიარდი დოლარი), TikTok - მე-10 ადგილს იკავებს (65,7 მილიარდი დოლარი).
უკრაინა ვერტმფრენის კატასტროფის სამ ძირითად ვერსიას განიხილავს
„ტრაგედიის მიზეზებს გამომძიებლები ადგენენ. ეს იყო დივერსია, ტექნიკური გაუმართაობა თუ ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა, ამას მალე გავარკვევთ“, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო Facebook-ზე წერს. „ჩემი მეგობრები, უკრაინის სახელმწიფო მოღვაწეები - შს მინისტრი დენის მონასტირსკი, ჟენია ენინი და იურა ლუბოვიჩი დაიღუპნენ ბროვარში საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ვერტმფრენის ავიაკატასტროფაში. დაიღუპა ასევე ყველა, ვინც ბორტზე იმყოფებოდა“. „დენისი, ჟენია, იურა, თითოეული, ვინც იმყოფებოდა ვერტმფრენის ბორტზე, იყვნენ უკრაინის პატრიოტები. თითოეული თავის ადგილას იცავდა და აძლიერებდა უკრაინას. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრებით. თქვენი ოჯახები ყოველთვის იქნებიან მეგობრებისა და სახელმწიფოს დაცვის ქვეშ“, - წერს ანტონ გერაშჩენკო. კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ. ტკივილი ენით აღუწერელია, ვუსამძიმრებ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს - ზელენსკი ავიაკატასტროფაზე
ლევან სილაგავა: ხორბლის შემოსვლა შემცირებულია, ფქვილის შემოსვლა გაზრდილი
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას თქმით, საქართველოში ორი თვის ხორბლის მარაგია. ამის შესახებ სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა. „ხორბლის შემოსვლა შემცირებულია, ფქვილის შემოსვლა გაზრდილი. ჩვენ ვუბრუნდებით იმ სიტუაციას, რაც შარშან იყო. მთლიანობაში, არ ვიცი ტენდენციის განვითარება როგორი იქნება. ახლა ტრენდს ველოდებით, იმიტომ, რომ ტრადიციულად ახალი წლის დღეებში ასე ხდება, რომ აქტიურად ვაჭრობა მსოფლიო ბაზრებზე უფრო შეზღუდული რაოდენობით მიმდინარეობს, დეკემბრის თვის შემდეგ შემცირებულია ვაჭრობა და ბრუნვა. აქედან გამომდინარე, ის ფასები, რომლებიც დაფიქსირდა მოსკოვის ბირჟაზე (იქიდან ანგარიშდება მცურავი ბაჟი), არ იძლევა ზუსტ ანალიზს იმასთან მიმართებით, როგორ განვითარდება მცურავი ბაჟის ტენდენცია. გაზრდა ძირითად მოხდა რუბლის გაუფასურების გამო, ანუ სავალუტო გაუფასურების გამო და არა ხორბლის ფასის თვითონ დოლარში გაზრდის გამო. ახლა ველოდებით შემდეგ ვაჭრობას, რომელიც ამ თვის ბოლოს იქნება და მერე ჩამოყალიბდება ძირითადი ტრენდი. ჩვენ დეკემბრის თვეში შემოვიტანეთ ხორბალი, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ დოლარის კურსმა საშუალება მისცა მცურავ ბაჟს, რომ ყოფილიყო 40 დოლარის ფარგლებში, დღევანდელი კურსით უკვე 68 დოლარია დაფიქსირებული. ხორბლის მარაგი არის დაახლოებით ორი თვის, თუმცა დღეს არის ისეთი სიტუაცია, როდესაც თვითონ წისქვილები ტრენდის ჩამოყალიბებას ელოდებიან, ხორბალი თუ ფქვილი შემოიტანონ. შარშანაც ასე იყო რუსეთის საექსპერტო მცურავი ბაჟიდან გამომდინარე. ტენდენცია იყო, როდესაც ხორბლის შემოტანას აზრი არ ჰქონდა. ეს მცურავი ბაჟი ხორბალზე მოქმედებს და ფქვილზე არ მოქმედებს. შესაბამისად, ის დროა, როდესაც გარკვეულწილად უნდა განისაზღვროს, რას იზამენ წისქვილები და იმპორტიორები საფასო პოლიტიკიდან გამომდინარე, რას ამჯობინებენ“, - განაცხადა სილაგავამ.
უკრაინის გენპროკურორი: ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზები ჯერ გაურკვეველია, ყველა ვერსიას ვსწავლობთ
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის უცნობია რა გახდა კიევის რეგიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი, განიხილება ყველა ვერსია. უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი: მალე გავარკვევთ, იყო თუ არა დივერსია, ტექნიკური გაუმართაობა და ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა ანდრეი კოსტინის თქმით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება და პროცესი მისი პირადი კონტროლის ქვეშაა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ტრაგედიის მიზეზების გარკვევას რამდენიმე კვირა დასჭირდება. „სამწუხაროდ, ცა არ პატიობს შეცდომებს, როგორც მფრინავები ამბობენ, მაგრამ მიზეზებზე ლაპარაკი ნამდვილად ნაადრევია", - განაცხადა იური იგნატმა ეროვნული ტელეთონის ეთერში. კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ.
პოდოლიაკი კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნას გამოეხმაურა
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ყველა ვერსია განიხილება. „მართლაც ტრაგედიაა. შვეულმფრენის ჩამოვარდნას შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, შსს ხელმძღვანელობა და ბავშვები ემსხვერპლნენ. დენისმა და მისმა კოლეგებმა დიდი როლი ითამაშეს უკრაინის დაცვის უზრუნველყოფაში. გამოძიება დაიწყო. ყველა ვერსია გადამოწმდება. გულწრფელი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებს“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ ბროვარში, კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა. დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია. კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა - დაიღუპა სულ მცირე, 3 ადამიანი
სალომე ზურაბიშვილი ბროვარიში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე: საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს
საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ტვიტერზე" დაწერა, რითაც უკრაინაში, ბროვარიში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარიში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის. საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს", - წერს სალომე ზურაბიშვილი. ბროვარში, კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა. დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია. კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა - დაიღუპა სულ მცირე, 3 ადამიანი
სინოპტიკოსები მოსახლეობას ძლიერი ქარის შესახებ აფრთხილებენ
სინოპტიკოსები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ და მოსახლეობას ძლიერი ქარის შესახებ აფრთხილებენ:"20 იანვრიდან 23 იანვრამდე კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიაღწიო", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბროვარში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი - სუპერ პუმა, უკრაინას საფრანგეთმა გადასცა - უკრაინის საჰაერო ძალები
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის პრესმდივნის, იური იგნატის განცხადებით, კიევის რეგიონში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი უკრაინას საფრანგეთმა გადასცა. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ მისივე თქმით, Super Puma AS 332 -ის ტიპის ვერტმფრენი ახლა ყველა ძალოვან სტრუქტურას აქვს. პოდოლიაკი კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნას გამოეხმაურა „ეს ვერტმფრენი სპეციალურად სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იყო შექმნილი“, - აცხადებს იური იგნატი. ბროვარში, კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა. დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია. კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა - დაიღუპა სულ მცირე, 3 ადამიანი
ტკივილი ენით აღუწერელია, ვუსამძიმრებ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს - ზელენსკი ავიაკატასტროფაზე
უკრაინის პრეზოდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნას გამოეხმაურა. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ „ტკივილი ენით აღუწერელია. ვერტმფრენი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. უკრაინის უშიშროების სამსახურს უკრაინის ეროვნულ პოლიციასთან და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობით დავავალე, მომხდარის ყველა გარემოების გარკვევა. პოდოლიაკი კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნას გამოეხმაურა ტრაგედიის ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს! დენის, ჟენიას, იურის, შსს-ს გუნდს... უკრაინის ნამდვილი პატრიოტები. მშვიდობით განისვენეთ! მშვიდად განისვენოს ყველამ, ვისი სიცოცხლეც შეეწირა ამ შავ დილას!"- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ზე. ბროვარში, კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა. დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია. კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა - დაიღუპა სულ მცირე, 3 ადამიანი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი: დენის მონასტირსკი უკრაინის ერთ-ერთ ცხელ წერტილში მიფრინავდა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი უკრაინის ერთ-ერთ ცხელ წერტილში მიფრინავდა, როდესაც ავიაკატასტროფა მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ ბროვარში ბრიფინგზე განაცხადა. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ „ფრენის მიზანი საქმიანი იყო. ერთ-ერთ ცხელ წერტილში. შეიძლება ითქვას, ცხელ წერტილში, რომლებიც არის ჩვენს ქვეყანაში, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. იქ მიემართებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი“, – განაცხადა ტიმოშენკომ. პოდოლიაკი კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნას გამოეხმაურა ბროვარში, კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა. დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია. კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა - დაიღუპა სულ მცირე, 3 ადამიანი
ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მალე აღდგება. შესაბამის კომენტარს სომხური მედია ავრცელებს. „მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხთა შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება. გასულ წელს, მითხრეს, რომ საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, ძირითადად, ტურიზმისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გამო. ვიმედოვნებ, რომ მალე შევძლებთ პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის აღდგენას“, - განაცხადა ლავროვმა. ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა იმსახურებს პატივისცემას, რადგან დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება. „ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, როგორც პრაქტიკულად სხვა დანარჩენი ქვეყნები განიცდიან დასავლეთის ზეწოლას, რომელიც ითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდნენ. ის რომ, არც თუ ისე დიდ ქვეყანასა და მის მთავრობას აქვს სიმამაცე, რომ [თავისი] ინტერესებითა და ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებით იხელმძღვანელონ, იწვევს პატივისცემას“, - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებს, კრემლის კონტროლირებადი მედია „რია ნოვოსტი“ ციტირებს. 2022-12-11 17:18:00 მოსკოვში, საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლების შესაძლებლობას განიხილავენ ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
აშშ ისრაელში თავისი მარაგებიდან აგზავნის საბრძოლო მასალას - NYT
შეერთებული შტატები ისრაელში თავისი საბრძოლო მასალის არსენალს უკრაინის არმიისთვის საარტილერიო ჭურვების მისაწოდებლად იყენებს. გაზეთ New York Times-ის ცნობით, აშშ-ის ისრაელში საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი რაოდენობა აქვს მარაგში. გამოცემის ინფორმაციით, საუბარია შეიერაღებაზე, რომელიც განკუთვნილია აშშ-ის არმიის მიერ ახლო აღმოსავლეთში შესაძლო ოპერაციების დროს გამოსაყენებლად. გარდა ამისა, ამ არსენალის გამოყენება საგანგებო ვითარებაში ისრაელსაც შეუძლია.
უკრაინა: ჩვენმა ჯარისკაცებმა სოლედართან რუსული თვითმფრინავი, СУ-25 გაანადგურეს
უკრაინაში, დონეცკის ოლქში, სოლედართან, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული თავდასხმის თვითმფრინავი СУ-25 გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსამსახურის ტელეგრამის არხი იტყობინება. „აღმოსავლეთის მიმართულებით ქალაქ სოლედარის მიდამოში კიდევ ერთი რუსული СУ-22 თავდასხმის თვითმფრინავი გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფმა“, - ნათქვამია შეტყობინებაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.