ძებნის რეზულტატი:
რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები ცნობილია
ნავთობით მოვაჭრეების (ტრეიდერების) თქმით, 2023 წლის იანვარში ინდოეთი და ჩინეთი რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორები გახდნენ. Bloomberg: რუსული ნავთობი, ზღვრულ ფასზე გაცილებით იაფად იყიდება Reuters-ის ცნობით, რუსეთმა 2022 წლის დეკემბერში „ურალის“ მარკის ნავთობის ექსპორტისთვის ჩინეთსა და ინდოეთში ტრანსპორტირებისთვის სულ მცირე ოთხი VLCC სუპერტანკერი განათავსა. WSJ: დეკემბერში რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი 22%-ით შემცირდა ნავთობით მოვაჭრეები აღნიშნავენ, რომ ეს საშუალებას აძლევს რუსეთს აზიაში ნავთობის ტრანსპორტირების ღირებულება შეამციროს. რუსული ნავთობის ექსპორტი ბალტიის ზღვის პორტებიდან აზიის ქვეყნებში 27%-ით გაიზარდა 1-დან 15 იანვრამდე, 2,8 მილიონ ტონამდე, 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამავდროულად, პრიმორსკისა და უსტ-ლუგას პორტებიდან რუსული და ყაზახური ნავთობის ექსპორტმა წლის პირველი 15 დღის განმავლობაში 3,4 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 35%-ით მეტია დეკემბრის პირველ ნახევარში ტრანსპორტირებულზე. რუსეთმა ნავთობის მიწოდება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ევროკავშირის ნავთობის ემბარგოს ძალაში შესვლისა და ოფშორული მიწოდების ფასის ზღვრის შემოღების შემდეგ გადაიტანა. Reuters-ის ცნობით, რუსეთი ნავთობს ჩინეთსა და ინდოეთში მნიშვენელოვანი ფასდაკლებით ყიდის.
მედია: უნგრეთს სურს, რომ ევროკავშირმა პუტინთან დაახლოებული ოლიგარქებისთვის დაწესებული სანქციები გააუქმოს
უნგრეთი ევროკავშირზე ახორციელებს ზეწოლას, რათა ბლოკმა ცხრა ადამიანისთვის, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენებისა და ოლიგარქებისთვის დაწესებული სანქციები მოხსნას. ამის შესახებ უკრაინული მედია რადიო თავისუფალი ევროპაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის წყაროს ცნობით, ხსენებულ ადამიანებს შორის არიან მილიარდერები ვიქტორ რაშნიკოვი, ალიშერ უსმანოვი, პეტრ ავენი, გრიგორი ბერეზკინი და ვიატჩესლავ კანტორი, რომელთა უმეტესობას მჭიდრო კავშირი აქვს პუტინთან. სიაში არიან სხვა ადამიანებიც, მათი ოჯახის ზოგიერთი წევრი და თანამოაზრე. სანქციების სია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნად დამტკიცებას საჭიროებს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 1300-ზე მეტ ფიზიკურ პირს და 170 ორგანიზაციას დაუწესა. ევროკავშირის სანქციებს მოსკოვის მიმართ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აკრიტიკებდა. დეკემბერში უნგრეთმა ასევე შეაჩერა ევროკავშირის 18 მილიარდი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი. მედია იტყობინებოდა, რომ ევროკავშირმა ეს ბუდაპეშტის მცდელობად მიიჩნია, აიძულოს ევროკავშირი უნგრეთისთვის დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება შეეცვალა.
ევროპარლამენტში ახალი ვიცე-სპიკერი აირჩიეს
ევროპარლამენტის (EP) ხელმძღვანელის ახალ მოადგილედ ლუქსემბურგის დეპუტატი მარკ ანხელი აირჩიეს. მან ევა კაილი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან პარლამენტში კორუფციული სკანდალის გამო გაათავისულეს. „კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მარკ ანხელი ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ სტრასბურგში გამართულ სესიაზე. მან აღნიშნა, რომ მარკ ანხელმა კენჭისყრის ორ ტურში ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო. ბოლო ტურში ანხელს მხარი 307-მა პარლამენტარმა დაუჭირა. 59 წლის დეპუტატი ევროპარლამენტში სოციალისტების ჯგუფს წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში ათობით ჩხრეკა ჩაატარა და ოთხი ადამიანი, მათ შორის კაილი დააკავა. „ბელგიის პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიების ყველა ბრალდებული "ეჭვმიტანილია დიდი თანხის გადახდასა ან მნიშვნელოვანი საჩუქრების შეთავაზებაში მესამე პირებისთვის, რომელთაც პოლიტიკური და/ან სტრატეგიული პოზიციები საშუალებას აძლევს გავლენა მოახდინონ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებზე",- წერს მედია. ამასთან, როგორც მედია წერს, მომხდარის მიზანი იყო კატარის იმიჯის გაუმჯობესება ევროკავშირში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ.
ნორვეგიის ზღვაში გაზის საბადო აღმოაჩინეს
ნორვეგიულმა კომპანიებმა Equinor-მა და Petoro-მ, ასევე გერმანულმა Wintershall Dea-მ ნორვეგიის ზღვაში გაზის საბადო აღმოაჩინეს. ამის შესახებ Equinor-ის პრესრელიზშია ნათქვამი. კომპანიის ცნობით, ეს არის პირველი აღმოჩენა ნორვეგიის კონტინენტურ შელფზე 2023 წელს. ახალი საბადო ირპას გაზის საბადოდან სამხრეთით 23 კილომეტრში მდებარეობს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6695 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6695 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6695 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6726 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8983 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8904 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0079 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
უკრაინის შსს ბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა სიას აქვეყნებს
უკრაინის შსს დღეს, ავიაკატასტროფაში დაღუპული მგზავრებისა და პილოტების სიას აქვეყნებს, რომლებიც ვერტმფრენში ისხდნენ. ტკივილი ენით აღუწერელია, ვუსამძიმრებ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს - ზელენსკი ავიაკატასტროფაზე დაღუპულები არიან: უკრაინის შს მინისტრი დენის მონასტირსკი;მისი პირველი მოადგილე ევგენი იენინი;შსს-ს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი;შსს-ს პატრონაჟის სამსახურის უფროსის მოადგილე ტეტიანა შუტიაკი;შსს-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის დაცვის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, პოლიციის ლეიტენანტი პოლკოვნიკი მიხაილო პავლუშკოშსს-ს კომუნიკაციების დეპარტამენტის წამყვანი ინსპექტორი მიკოლა ანატასკი;ვერტმფრენის მეთაური - სპეციალური დანიშნულების ინსტრუქტორი ალექსანდრე ვასილენკო;სპეციალური დანიშნულების შვეულმფრენის ესკადრილიის პილოტი კოსტიანტინ კოვალენკო;სპეციალური დანიშნულების ვერტმფრენის ესკადრილიის საბორტო მექანიკოსი, ივან კასიანოვი. ცნობისთვის, უკრაინაში კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ.
კანადა უკრაინას Senator-ის ტიპის 200 ჯავშანმანქანას გადასცემს
კანადა უკრაინას 200 ერთეულ Senator-ის ტიპის ჯავშანმანქანას გადასცემს. ეს დახმარება 90 მილიონ დოლარს აღემატება. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა განაცხადა. მისი თქმით, სამხედრო ტექნიკა უკრაინას დამატებითი 500 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის ფარგლებში მიეწოდება. გავრცელებული ინფორმაციით, კიევში ბოლო ვიზიტის დროს კანადელი მინისტრი თავის კოლეგას ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს, თუ როგორ შეუძლია კანადას გააგრძელოს უკრაინის გადაუდებელი თავდაცვის საჭიროებების დაკმაყოფილება. კანადამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინას $1 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო. „ეს დახმარება მოიცავს მოწინავე საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემას (NASAMS) შესაბამისი საბრძოლო მასალით, 39 ერთეულ ჯავშანტექნიკას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, M777 ჰაუბიცებითა და მასთან დაკავშირებული საბრძოლო მასალებით და სხვა“, - აცხადებს კანადის მთავრობა.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე, 14 მაისს გაიმართოს - Reuters
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში დაგეგმილზე ადრე, 14 მაისს გაიმართოს. Reuters-ის ცნობით, ამ საკითხზე ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. გამოცემის ცნობით, 14 მაისს საყოველთაო არჩევნები თურქეთში 1950 წელს გაიმართა, რომელშიც გამარჯვება დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა. ხსენებულ არჩევნებში დამარცხდა რესპუბლიკური პარტია, რომელიც ქვეყანას თურქეთის სახელმწიფოდ დაარსების დღიდან მართავდა. შეგახსენებთ, არჩევნების გამართვის ოფიციალურ თარიღად 18 ივნისია გამოცხადებული.
ჯუანშერ ბურჭულაძემ იორდანიასთან, სამხედრო მრეწველობისა და განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხები განიხილა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოს ეწვია. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს იორდანიის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა იუსეფ ა. ალ ჰნაითმა უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ იორდანიის მხარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხედრო მრეწველობისა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მოქმედებს. დოკუმენტი 2021 წელს გენერალ-მაიორ იუსეფ ა. ალ ჰნაითის საქართველოში ვიზიტის დროს გაფორმდა და ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად. იორდანია საქართველოსთან ერთად NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენს და ასევე, NATO-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების აღმშენებლობის ინიციატივის მონაწილე ქვეყანაა. შესაბამისად, მხარეებმა NATO-სთან თანამშრომლობის ძირითადი ასპექტებიც მიმოიხილეს. იორდანიაში ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად, მეფე აბდულა მეორის სახელობის სპეციალური ოპერაციების ძალების მომზადების ცენტრი და იორდანიის დიზაინისა და განვითარების ბიურო მოინახულა.
ევროკომისარი: ევროკავშირს შეუძლია, რუსეთიდან გაზის მიწოდება განახლებადი ენერგიით ჩაანაცვლოს
ევროკავშირს შეუძლია რუსეთისგან მიღებული გაზის დარჩენილი მოცულობები განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიით ჩაანაცვლოს. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. „ჩვენ კვლავ ვიღებთ გარკვეულ გაზს რუსეთიდან, მაგრამ შეგვიძლია ის განახლებადი ენერგიით ჩავანაცვლოთ,” - თქვა კადრი სიმსონმა. მანამდე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ გასული წლის 8 თვის განმავლობაში რუსეთიდან ევროკავშირში გაზის მიწოდების მოცულობა 80%-ით შემცირდა. მისი თქმით, რეგიონის ქვეყნებმა შეძლეს რუსული გაზის ამოღებული მოცულობების ჩანაცვლება ელექტროენერგიის შეწყვეტის გარეშე.
ვახტანგ გომელაურმა ბროვარში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს მიუსამძიმრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უკრაინის ქალაქ ბროვარში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს მიუსამძიმრა. სამძიმრის წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა. ტკივილი ენით აღუწერელია, ვუსამძიმრებ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს - ზელენსკი ავიაკატასტროფაზე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოხატავენ ღრმა მწუხარებას ბროვარში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. გვსურს, ჩვენი თანაგრძნობა გავუზიაროთ დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენს კოლეგებსა და უკრაინის ხალხს“, – აღნიშნულია ოფიციალურ გვერდზე. ცნობისთვის, უკრაინაში კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი: სერბეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დღეს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის პატივი მქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს. ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის პატივი მქონდა დღეს. საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის არსებული დინამიური თანამშრომლობა, ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინისთვის ამ რთულ დღეს ჩვენი მეგობრები აგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინის არმიას Senator APCs-ის ჯავშანმანქანა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. „უკრაინისთვის ამ რთულ დღეს ჩვენი მეგობრები აგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას. მადლობა ჯასტი ტრუდოს და კანადელ ხალხს თავდაცვის კიდევ ერთი პაკეტისთვის, რომელიც დღეს თავდაცვის მინისტრმა ანტა ანანდმა გამოაცხადა. დღეს უკრაინის არმიას Senator APCs-ის ჯავშანმანქანა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. ჩვენ ერთად მივდივართ გამარჯვებისკენ!“, - წერს ზელენსკი. კანადა უკრაინას, 200 ერთეულ Senator APCs-ის ჯავშანმანქანას გადასცემს - კანადის თავდაცვის მინისტრი
უკრაინის საგარეო უწყება ლავროვს: მოსკოვს მოუწევს, შეასრულოს ზელენსკის მშვიდობის ფორმულა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ პირობებზე მოლაპარაკება შეუძლებელია. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო თვლის, რომ ლავროვის განცხადება ადასტურებს, რომ რუსეთს არ სურს, ჩაერთოს სამშვიდობო პროცესში. „ლავროვმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა რუსეთის რეალური ზრახვები. მოსკოვს საერთოდ არ აქვს მშვიდობის ინტერესი“. ნიკოლენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პარტნიორები დიდი ხანია, უგულვებელყოფენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დაამატა, რომ უკრაინამ მიიღო ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა ზელენსკის „მშვიდობის ფორმულისთვის". „ეს არის კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს 10 პუნქტს. მათი განხორციელება ხელს შეუწყობს მშვიდობის აღდგენას უკრაინაში და შექმნის მექანიზმებს, რათა თავიდან იყოს აცილებული რუსული აგრესია მომავალში“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. ზელენსკიმ G20-ის სამიტზე, ნოემბერში წარადგინა მშვიდობის უკრაინული ფორმულა.
ლატვია უკრაინას, Stingeri-ის ტიპის საზენიტო-სარეკეტო სისტემებს, ვერტმფრენებსა და ტყვიამფრქვევებს გადასცემს
ლატვია უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს და Stinger-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს (SAM), ვერტმფრენებს, ტყვიამფრქვევებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს გადასცემს. „უახლოეს მომავალში უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პარტიებს გავუგზავნით. ეს იქნება Stinger-ის ტიპის სარაკეტო-საზენიტო სისტემები, ვერტმფრენები, ტყვიამფრქვევები საბრძოლო მასალებით, უპილოტო საფრენი აპარატები", - განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეჩემ. მან ასევე აღნიშნა, რომ წელს ლატვია გააგრძელებს უკრაინელი სამხედროების მომზადებას სხვადასხვა დონეზე. „დაგეგმილია კურსების ინტენსივობის გაზრდა და მინიმუმ ორჯერ მეტი უკრაინელის მომზადება, ვიდრე 2022 წელს მოვამზადეთ“, - განაცხადა მინისტრმა. ანგარიშის მიხედვით, ლატვიის მიერ უკრაინას დახმარება, ფულადი თვალსაზრისით, 314 მილიონ ევროზე მეტია, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,93%-ს შეადგენს. ამ თანხიდან დაახლოებით 300 მილიონი ევრო სამხედრო მარაგისთვისაა განკუთვნილი.
„ამაზონს“ საქართველოში დატა-ცენტრის შექმნა შევთავაზეთ - ლევან დავითაშვილი
„მსოფლიოს უმსხვილეს ონლაინ-სავაჭრო პლატფორმა „ამაზონს“ შევთავაზეთ, რომ განიხილონ შესაძლებლობა საქართველოში „ამაზონის“ ვებსერვისების (AWS) რეგიონული მონაცემთა ცენტრის მოწყობისთვის“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომპანია „ამაზონის“ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, იმ მნიშვნელოვან საკითხებს შორის, რაზეც „ამაზონის“ ვიცე-პრეზიდენტთან ისაუბრა, არის საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება, სამინისტროს პრიორიტეტები და საქართველოში ციფრული მიმართულებით არსებული საკანონმდებლო გარემო, რომელიც ევროკავშირის რეგულაციებთან მაქსიმალურად არის დაახლოებული და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება. „ჩვენი შეთავაზებაა, რომ „ამაზონმა“ საქართველო განიხილოს როგორც მონაცემთა გაცვლის ერთ-ერთი ჰაბი და შეისწავლოს საქართველოში დატა-ცენტრის შექმნის შესაძლებლობა. ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობის სხვა მიმართულებებზე, მათ შორის ციფრულ ტრანსფორმაციაში „ამაზონის“ დახმარებაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ, კადრების მომზადებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. მისივე განცხადებით, საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) კომპანიებისთვის არსებობს მიმზიდველი ბიზნესგარემო, საგადასახადო სისტემა, ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმები, თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და იაფი ელექტროენერგია, რაც კარგად განვითარებულ საერთაშორისო ფართოზოლოვან და შიდა ინტერნეტკავშირებთან ერთად მნიშვნელოვანია და საქართველოს მიმზიდველ ადგილად აქცევს ტექნოლოგიური გიგანტების მონაცემთა გაცვლის ცენტრების შესაქმნელად. ლევან დავითაშვილმა და მაიკლ ფუნკემ ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები დავოსში განიხილეს, სადაც საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ დავოსში მსოფლიო ეკნომიკური ფორუმი 16 იანვარს გაიხსნა და 20-ში დასრულდება.
კიევის ოლქის ქალაქ ბროვარის ხელისუფლებამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა
კიევის ოლქის ქალაქ ბროვარის ხელისუფლებამ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთათვის სამდღიანი გლოვა გამოაცხადა, განაცხადა ქალაქის მერმა იგორ საპოჟკომ. ბროვარის მერმა იგორ საპოჟკომ განაცხადა, რომ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ბროვარიში მოხდა, 19,20 და 21 იანვარი გლოვის დღეებად გამოცხადდა. „შავი დღეა, სიტყვები არ მყოფნის, რათა დანაკარგით გამოწვეული ტკივილი გამოვხატო“, - განაცხადა საპოჟკომ. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ ტკივილი ენით აღუწერელია, ვუსამძიმრებ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს - ზელენსკი ავიაკატასტროფაზე
რუტე უკრაინის ომზე: მომდევნო ექვსი კვირა შესაძლოა, კრიტიკული იყოს
მომდევნო ექვსი კვირა უკრაინაში ბრძოლებისთვის შესაძლოა, იყოს ძალიან კრიტიკული. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, იუწყება RBC-უკრაინა ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე დაყრდნობით. „უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს მომდევნო ექვსი კვირა - ორი თვე შეიძლება იყოს კრიტიკული. ორშაბათს ტელეფონით ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ვეთანხმები რომ რუსეთმა შესაძლოა კვლავ დიდი შეტევა წამოიწყოს", - თქვა რუტემ. მისივე თქმით, ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, დასავლეთმა ახლა უფრო მეტი უნდა გააკეთოს უკრაინისთვის. „სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა ვმონაწილეობთ აშშ-სა და გერმანიასთან ერთობლივ მისიაში, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“, - განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება, მალე ომის საკვანძო მომენტი დადგება - ანდჯეი დუდა
რუსეთის შესაძლო შეტევის შესახებ ცნობების გამო, უახლოეს მომავალში უკრაინაში ვითარება შესაძლოა, კრიტიკული გახდეს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ განაცხადა. ანდჯეი დუდამ დასავლეთს მოუწოდა გაზარდოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რადგან რუსეთის წინააღმდეგ ომის საკვანძო მომენტი შესალოა უახლოეს კვირებში დადგეს. „უკრაინას სჭირდება იარაღი, იარაღი და კიდევ მეტი იარაღი. იარაღი ახლა გადამწყვეტია. მნიშვნელოვანია ახლა სამხედრო მხარდაჭერის გაგზავნა, განსაკუთრებით თანამედროვე ტანკები, რაკეტები თავდაცვისთვის, მაგრამ პირველ რიგში, რუსეთის შეტევის შესაჩერებლად", - თქვა დუდამ. პოლონეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში ახალ შეტევას ამზადებს და უკრაინისთვის უკვე მიწოდებული იარაღი შესაძლოა, არ იყოს საკმარისი. „საკმარისია ეს? ვშიშობ, რომ არა. ის, რაც უკვე გავგზავნეთ, საკმარისი არ არის. უკრაინას ჩვენი მეტი ძალისხმევა სჭირდება, ჩვენ უნდა მოვახდინოთ მობილიზება მათ დასახმარებლად. სიტუაცია რთულია და მომდევნო თვეები ან თუნდაც კვირები იქნება საკვანძო მომენტი ამ ომში და ეს მომენტი გვიჩვენებს გადარჩება თუ არა უკრაინა“, - აღნიშნა დუდამ. მანამდე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებებისთვის, მომდევნო ექვსი კვირა შესაძლოა, ძალიან კრიტიკული იყოს. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მსოფლიომ მხარი უნდა დაგვიჭიროს - ზელენსკი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე
NATO-ში გაწევრიანება, უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტი და გარანტიაა. წელს უკრაინა NATO-ს დე ფაქტო ნაწილი გახდა - რეზნიკოვი ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ვიდეოჩართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინაში სამშვიდობო გარანტიებს შორის NATO-ში გაწევრიანება, 10 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია. უკრაინა NATO-ს მრავალმხრივი თავსებადობის პროგრამას უერთდება მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინას NATO-სკენ გზა გაურთულდეს. „ჩვენ გვესმის, რომ ჯერ არ ვართ NATO-ში და, სამწუხაროდ, რუსეთსაც ესმის, გვებრძვის. ღმერთმა ქნას ეს გზა მოკლე იყოს, მაგრამ მე ვხვდები, რომ ჩვენ ამ გზაზე ვართ, NATO უკრაინისთვის არის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტი“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები უკვე წარმოადგინა, რომელსაც მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა დაუჭიროს მხარი.