ძებნის რეზულტატი:

დანილოვის თქმით, ომის წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთი უკრაინაში მაქსიმალური ესკალაციისთვის ემზადება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ომის წლისთავთან დაკავშირებით შესაძლოა, ფართომასშტაბიანი თავდასხმა ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან სცადოს, როგორც ეს 2022 წლის 24 თებერვალს მოხდა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა Sky News-ს განუცხადა. მისი თქმით, უკრაინა რუსეთის მხრიდან სერიოზული ესკალაციისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, უახლოეს ორ-სამ კვირაში დაიწყოს. „რუსეთი ემზადება მაქსიმალური ესკალაციისთვის", - განაცხადა დანილოვმა, „ის აგროვებს ყველა შესაძლო ძალას, ატარებს წვრთნებს“.   დანილოვმა თქვა, რომ უმძიმესი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის და მომდევნო რამდენიმე თვე ამ ომში გადამწყვეტი იქნება. „ამავე დროს, ახლა უკრაინის სამხედროებს გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვთ დასავლელი პარტნიორებისგან, მათ შორის ბრიტანეთისგან, ვიდრე ერთი წლის წინ“, -  აღნიშნა დანილოვმა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

დაკავებულია 14 პირი, პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს. “სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა - კერძოდ: 4 ავტომატი, 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 7 მჭიდი და 360 საბრძოლო ვაზნა. ასევე, აირხმოვანი პისტოლეტი, 2 "გეკოს" ტიპის შაშხანა და სანადირო თოფი. ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის ქვეყნებს, რუსი ელჩების გაძევებისკენ მოუწოდა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ ევროპის ყველა ქვეყანას შეუძლია რუსეთის ელჩების გაწვევა, როგორც ეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გააკეთეს. „რუსეთის საელჩოს ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქში შენარჩუნება აზრს კარგავს. უმეტეს შემთხვევაში, ეს აღარ არის დიპლომატიური ინსტიტუტი, არამედ პროპაგანდისტულია, რომელიც ფარავს ომის დანაშაულებსა და ზოგადად ხელს უწყობს გენოციდის პროპაგანდას”, - თქვა ლანდსბერგისმა. პრესკონფერენცია რიგაში, გაიმართა სადაც ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა. შეგახსენებთ, რომ ლიეტუვამ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე დაწია და რუსეთის ელჩი გასული წლის აპრილში გააძევა. მიმდინარე წლის იანვარში ესტონეთმა რუსეთის საელჩოს პერსონალის მკვეთრად შემცირება დაავალა, რუსეთმა უპასუხა, რომ აძევებს ესტონეთის ელჩს, საპასუხოდ ესტონეთმა, რუსეთთან მიმართებით იგივე გააკეთა. რამდენიმე დღის შემდეგ ლატვიამ გამოაცხადა, რომ ლიეტუვასთან და ესტონეთთან სოლიდარობის ნიშნად რუსეთის ელჩსაც აძევებს, რომელმაც ქვეყანა 24 თებერვლამდე უნდა დატოვოს.  

უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინასთან ომში გასულ დღეს 920 სამხედრო დაკარგა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, დაახლოებით, 128 420 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინა. "უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მტრის 3209 ტანკი (+8), 6382 ჯავშანტექნიკა (+4), 2207 საარტილერიო სისტემა (+10), 458 MLRS, 221 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 293 თვითმფრინავი, 284 შვეულმფრენი, 1951 უპილოტო საფრენი აპარატი, 796 საკრუიზო რაკეტა, 18 გემი/ნავი, 5061 მანქანა და საწვავის სატვირთო მანქანა (+13) და 200 ცალი სპეცტექნიკა", - ნათვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

რეაბილიტაციის გამო ვარკეთილის მეტრო 2 თვით დაიკეტება

რეაბილიტაციის გამო ვარკეთილის მეტრო დაახლოებით 2 თვით დაიკეტება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  სამუშაოები 9 თებერვალს დაიწყება და 18 თვეში უნდა დასრულდეს „ამ ეტაპისათვის სამშენებლო კომპანიის მიერ შემუშავდა სამუშაოთა წარმოების პროექტი, რომლის მიხედვითაც: - ვარკეთილის მეტროს დაბლა ბაქანზე და დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის უსაფრთხო დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოებისათვის მეტროსადგური დაიკეტება დაახლოებით 2 თვით; მეტროსადგური დაიკეტება ეტაპობრივად 2023 წლის ივნისი-აგვისტოს შუალედში (ყველაზე ნაკლები მგზავრთნაკადის პერიოდში). მეტროსადგურის დაკეტვის პერიოდში ვეცდებით ვარკეთილის მიმართულებით სამარშრუტო ხაზებს დავამატოთ სათანადო რაოდენობის ავტობუსები, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად“, - განაცხადა კალაძემ.  

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი აპრილიდან ამოქმედდება

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „სატრანსპორტო რეფორმა ბევრი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი მიმართულება ტაქსების განვითარებაა. 2018 წლიდან ვახორციელებთ ტაქსების რეფორმას. 2019 წელს ამ რეფორმის მეორე ეტაპი განვახორციელეთ. წელს, პირველი აპრილიდან ამოქმედდება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი. უკვე შევიმუშავეთ ამ მიმართულებით ცვლილებები. ხვალ მინდა დეტალურად წარვუდგინო ჩვენი ხედვა საზოგადოებას. მინდა, ყველა დაინტერესებულ პირს ვთხოვო, ყურადღებით გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას“, - განაცხადა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, მომავალი თვენახევრის განმავლობაში, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის შესახებ აქტიური საინფორმაციო კამპანია იწარმოებს. „ხვალიდან თვენახევრის განმავლობაში, ვაწარმოებთ საკმაოდ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას. ტაქსის მძღოლებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები. გარდა ამისა, გადამზადებული არიან მერიის 11-ვე სერვისცენტრის თანამშრომლები, ცხელი ხაზის ოპერატორები და მზად არიან, დაეხმარონ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს“, - აღნიშნა კალაძემ.  

ავსტრალიამ, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ავსტრალიამ ირანის წინააღმდეგ, რუსეთისთვის უკრაინის ომში უპილოტო თვითმფრინავების მიწოდების გამო დამატებითი სანქციები დაუწესა. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა განაცხადა, რომ ფინანსური სანქციები ოთხი ირანელი ფიზიკური პირისა და ოთხი სუბიექტის მიმართ დაწესდება, რომლებიც მოსკოვისთვის დრონების წარმოებასა და მიწოდებაში მონაწილეობდნენ . „ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სტრატეგიას ადამიანის უფლებების დასაცავად - დიალოგიდან და დიპლომატიური სანქციებით დამთავრებული - ჩვენი ღირებულებებისა და ინტერესების შესაბამისად“, - ნათქვამია განცხადებაში. ერთი დღით ადრე, შეერთებულმა შტატებმა ირანის 7 ოფიციალურ პირის სანქციები დაუწესა, რომლებიც უპილოტო თვითმფრინავების მწარმოებელ ირანულ თავდაცვის კომპანიასთან არიან კავშირში. ამ კომპანიის ნაწარმს, რუსეთი უკრაინაში ომისთვის იყენებს. შეგახსენებთ, რომ კიევისა და დასავლეთის პრეტენზიების მიუხედავად, ირანმა არაერთხელ უარყო, რომ რუსეთის ფედერაციას იარაღით ეხმარება, თუმცა უკვე აღიარა, რომ რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე დრონები გადასცა. მას შემდეგ აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები ირანულ კომპანიებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობენ თვითმფრინავების წარმოებასა და რუსეთისთვის მიწოდებაში, სანქციებს უწესებენ.  

ექთნებმა და სანიტრებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

საქართველოში საარსებო მინიმუმი 220 ლარია, სანიტრების ანაზღაურება კი 150 ლარს შეადგენ, - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ექთნებისა და სანიტრებისთვის სახელფასო ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით, აქცია გაიმართა. "საქართველოში საარსებო მინიმუმი 220 ლარია, სანიტრების ანაზღაურება კი 150 ლარს შეადგენს. ისინი ხელისუფლებას საკითხის გადასაწყვეტად 2-კვირიან ვადას აძლევენ და აღნიშნავენ, რომ თუ მოთხოვნები არ შესრულდება, პრემიერს მიმართავენ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რევაზ კარანაძემ ჟურნალისტებთან. ამასთან, მედიცინის მუშაკები ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და წერილობით მიმართეს ჯანდაცვის მინისტრს, როგორც სანიტრებს, ასევე ექთნებს ანაზღაურება გაეზარდოთ.  

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა, ამის შესახებ განცხადება გამართულ ბრიფინგზე სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გააკეთა. სებ-ის შეფასებით, ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინები მცირდება, თუმცა ამის მიუხედავად, ჯერჯერობით რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. ამასთან, ნარჩუნდება მაღალი გაურკვევლობაც. „საქართველოში წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და შემცირების ტენდენცია აქვს, რასაც საგარეო ფაქტორებიდან მომდინარე წნეხის ეტაპობრივი განეიტრალება განაპირობებს. კერძოდ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად, სურსათის საერთაშორისო ფასების ინდექსი მარტის შემდგომ მცირდება. ამასთან ერთად, საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულებაც კლებას განაგრძობს და დეკემბრის მონაცემებით თითქმის პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. აღნიშნული ტენდენციები, გამყარებული გაცვლითი კურსის ფონზე, ადგილობრივ ბაზარს გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. მთლიანი ინფლაციის შემცირებას მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნება და ფისკალური კონსოლიდაციაც უწყობს ხელს. განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე, წლიური ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს და მიზნობრივ დონეს 2023 წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება.საერთაშორისო ბაზრების პოზიტიური ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, თუმცა მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია და არსებული რისკები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს. ამავე დროს, კლების მიუხედავად, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს კვლავ აღემატება და მან დეკემბერში 9.8 პროცენტი შეადგინა. ერთმანეთის მიმყოლი შოკების შედეგად, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივი პერიოდითაა გადახრილი, რაც ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს. მეორე მხრივ, ინფლაციური შოკების ფონზე, ადგილობრივ შრომის ბაზარზე ხელფასები ბოლო პერიოდში პროდუქტიულობაზე მეტად იზრდება, რაც შრომის ბაზრიდან ინფლაციურ ზეწოლას საყურადღებოს ხდის.არსებული მაღალი გაურკვევლობისა და ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებაზე კონცენტრირებული რჩება. დამატებითი ზეწოლის აღმოსაფხვრელად და საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკის შესამცირებლად, მიმდინარე პროგნოზით, საქართველოს ეროვნული ბანკი წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს. მკაცრი პოლიტიკის ფონზე, მათ შორის ბოლო პერიოდში ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ზემოქმედების შედეგად, საკრედიტო აქტივობის ზრდამ შენელება განაგრძო და ამ დინამიკის შენარჩუნება მომავალშიც მოსალოდნელია. ამასთან, აშშ დოლარსა და ევროში მოზიდული სახსრების სარეზერვო მოთხოვნებზე ნულოვანი პროცენტის დარიცხვის პირობებში, გლობალურად ფინანსური პირობების გამკაცრება საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე პოლიტიკის გამკაცრების ეფექტს დამატებით აძლიერებს. პოლიტიკის შერბილება ინფლაციის ფაქტობრივი დონის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოვების შემდგომ არის მოსალოდნელი, რამაც გრძელვადიანი მოლოდინების გაუარესება უნდა აგვარიდოს. თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან არსებული მკაცრი პოზიციის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,"- ნათქვამია სებ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 29 მარტს ჩატარდება.  

„მზიურის“ ტერიტორიაზე, ადგილმონაცვლეობის გზით დაბრუნებულ მიწის ნაკვეთზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა - კალაძე

ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაბრუნების შემდეგ რეკრეაციული სივრცის მოწყობა იგეგმება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი აპრილიდან ამოქმედდება „იცით, რომ „მზიურის“ ტერიტორიის გარკვეული ნაწილი გასხვისებული, კერძო საკუთრებაში იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტს დავუბრუნეთ. გვინდა, აღნიშნული სივრცე მოვაწესრიგოთ, სადაც საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სათამაშო მოედნები, საპიკნიკე არეალი, ცხოველების სასეირნო ზონა, ფანჩატური, გარე განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ჩატარდება გამწვანებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება: დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესება ბალახი. როგორი მიდგომაც გვაქვს რეკრეაციული სივრცეების მიმართ, ყველაფერი იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.  

კობა გვენეტაძემ ლარის გამყარების ფუნდამენტური ფაქტორები დაასახელა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, დღეს ეროვნულ ბანკში გამართულ პრესკონფერენციაზე ლარის კურსის გამყარების ფაქტორები დაასახელა.  „იყო პერიოდები, როდესაც ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი გაუფასურდა, იყო პერიოდები როდესაც გამყარდა. დღევანდელი სიტუაცია განსხვავებულია - მოხდა ექსპორტისა და ეკონომიკის სწრაფად აღდგენა, მიგრანტების შემოსვლა, გადმორიცხვების რეკორდული დონე. აქედან გამომდინარე ფუნდამენტური ფაქტორი გაუმჯობესდა, რამაც ეროვნული ვალუტის გამყარება გამოიწვია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ ბანკს არ აქვს კონკრეტული დონე რომელიმე გაცვლითი კურსის შენარჩუნების ან კიდევ რაღაცა ნიშნულზე შეჩერების. ჩვენ დროდადრო ვაწვდით ვალუტას 2020 წელს $916 მილიონი გავყიდეთ, თუმცა ეს არასოდეს არ ცვლის იმ კურსს რასაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებენ. მცურავი კურსი არის საუკეთესო საშუალება მცირე, ღია ეკონომიკისთვის, რომ შოკები შთანთქას“, - აღნიშნა გვენეტაძემ.  მისივე თქმით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ვარდნა 2019-2020 წლებშიც ფუნდამენტური ფაქტორებით იყო გამოწვეული.  „რადგანაც საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ კურსის ფორმირება მოხდება ფუნდამენტური ფაქტორების ცვლილების შესაბამისად. როდესაც 2019 წელს გაუფასურდა გაცვლითი ნომინალური კურსი, ამის მიზეზი იყო ის, რომ მოხდა ფენების აკრძალვა რუსეთის ფედერაციიდან, არც დიდი ალბათობით ნიშნავდა, რომ ტურიზმიდან შემოსავლები შემცირდებოდა და იმ დროს თუ გახსოვთ, ასევე არსებობდა იმის რისკი, რომ სავაჭრო ემბარგოც შემოღებულიყო. უკვე გაჩნდა მოლოდინი, რომ ვალუტის შემოდინება შემცირდებოდა და ფუნდამენტური ფაქტორი გაუარესდა. აქედან გამომდინარე, კურსი გაუარესდა. იგივე ვითარება იყო პანდემიასთან დაკავშირებით, როდესაც მობილობა გაჩერდა, ტურიზმი გაჩერდა, ამასაც მოჰყვა გაუფასურება“, - აღნიშნა გვენეტაძემ. ამასთან გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მოკლევადიანი რყევები ყოველთვის იქნება, მაგრამ აქ არჩევანი უნდა გაკეთდეს.  „თუ ჩვენ შევზღუდავთ მოკლე ვადაში რყევებს, მაშინ მივიღებთ გრძელ ვადაში ძალიან დიდ გაუფასურებას. თუ ჩვენ მოკლე ვადაში ვაძლევთ კურსს საშუალებას, რომ თავისუფლად იმოძრაოს, მაშინ გრძელვადიან პერიოდში იმაზე უკეთესი ვითარება გვექნება, ვიდრე სხვა შემთხვევაში გვექნებოდა. აქედან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ბანკი არ იცავს რომელიმე გაცვლით კურსს და საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი “,- აღნიშნა გვენეტაძემ.     

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო. მიხეილ სააკაშვილი მისი გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების სხდომას ამ ფორმით მეორედ ესწრება. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

კობა გვენეტაძე თვის ბოლოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს

დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში, კობა გვენეტაძემ ბოლოჯერ მიიღო მონაწილეობა რეფინანსირების განაკვეთის დასადგენად გამართულ სხდომაში და ამის შემდეგ ბოლო ბრიფინგი გამართა, სადაც მედიის კითხვის საპასუხოდ, სებ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევის წესი განმარტა.  „იმისთვის, რომ პირი გახდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ის უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს ასახელებს ქვეყნის პრეზიდენტი, ეს კანდიდატურა იგზავნება პარლამენტში, შემდეგ ხდება განხილვა და დამტკიცების შემდეგ პიროვნება ხდება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, რომელიც  9 წევრისგან შედგება, ამჟამად ერთი ვაკანტური ადგილია. შემდეგ უკვე როდესაც აღარ ეყოლება სებ-ს პრეზიდენტი, საბჭო განიხილავს ამ საკითხს და შეარჩევს პრეზიდენტს. საბჭო შეარჩევს პრეზიდენტობის კანდიდატურას და შემდეგ ის დამტკიცდება ქვეყნის პრეზიდენტის ხელმოწერით. ხშირად ამბობენ, რომ პარლამენტი დაამტკიცებს პრეზიდენტს, არ არის ეს ასე, მას ირჩევს საბჭო და ამტკიცებს ქვეყნის პრეზიდენტი,”- აცხადებს გვენეტაძე.  ეროვნული ბანკის საბჭო კანონმდებლობის მიხედვით 9 წევრისგან შედგება. ამჟამად ის 8 წევრისგან არის შემდგარი, ხოლო კობა გვენეტაძის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ საბჭოს შემადგენლობა 7 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული. სებ-ის საბჭოს წევრებს პარლამენტი 7 წლით ამტკიცებს. რაც შეეხება კობა გვენეტაძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად მეორე ვადით დასახელებას, მისივე თქმით, ეს მისი ინტერესებში არ შედის, შემოტავაზების შემთხვევაში უარს იტყვის და საქმიანობის გაგრძელებას სხვა მიმართულებით აპირებს. „დიდი პატივი იყო ჩემთვის ასეთი მაღალპროფესიული უწყების ხელმძღვანელობა. მეც ყოველთვის ვცდილობდი, რომ კიდევ უფრო გამეზარდა პროფესიონალიზმი ამ ორგანიზაციის. ერთი ვადა 7 წელი იყო საკმარისი, გამოწვევებით იყო სავსე, ვფიქრობ ჩემთვის, უფრო საინტერესო იქნება უკვე სხვა მიმართულებით და სხვა პოზიციაზე მუშაობის გაგრძელება. მეორე ვადით მუშაობას შემოთავაზების შემთხვევაშიც არ ვაპირებ", - თქვა კობა გვენეტაძემ.  

ჩეხეთის ახალი პრეზიდენტის თქმით, უკრაინა NATO-ში გაწევრიანებას იმსახურებს

ჩეხეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პეტრ პაველმა BBC-ს განუცხადა, რომ უკრაინას უნდა მიეცეს NATO-ში გაწევრიანების უფლება „ომის დასრულებისთანავე“. NATO-ს გადამდგარმა გენერალმა, აღნიშნა, რომ უკრაინა „მორალურად და პრაქტიკულად მზად იქნება“, შეუერთდეს ალიანსს კონფლიქტის დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, ჩეხეთი იყო პირველი დასავლური ქვეყანა, რომელმაც უკრაინაში ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები გაგზავნა.  

სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 49 მესაზღვრეს პატრულირებისა და ბადრაგირების უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალური სწავლება ჩაუტარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 49 მესაზღვრეს პატრულირებისა და ბადრაგირების უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალური სწავლება ჩაუტარდა. შსს ინფორმაციით, წვრთნები სასაზღვრო პოლიციის N6 სამმართველოს (ბარისახოს) ტერიტორიაზე განხორციელდა. „სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ საველე ნაწილს. წვრთნების მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ქვეითად პატრულირების დროს ორი ან მეტი პირის შემადგენლობით განწესის ტაქტიკური გადაადგილების სქემას, იარაღის გამოყენების უსაფრთხოების წესებს, პირის შეჩერების, აგრეთვე, მისი ქვეითად და ავტომანქანით ბადრაგირების დროს უსაფრთხოების ზომების დაცვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთათვის სისტემატურად ტარდება მსგავსი ტიპის სწავლებები, რომლებიც მესაზღვრეების პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ჩემ მიმართ ხორციელდება წამება და ვარ მოწამლული - ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლო პროცესზე

„ჩემ მიმართ ხორციელდება წამება და ვარ მოწამლული“, - ამის შესახებ ესპრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის სასამართლო სხდომაზე განაცხადა. სააკაშვილი თავის სასამართლო სხდომაზე დისტანციურად, მეორედ ჩაერთო.  „ჩემ მიმართ ხორციელდება წამება და ვარ მოწამლული. მე მინდა, მოგმართოთ თქვენ - ვამაყობ, რომ ყველა აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხით, ვამაყობ, რომ პრეზიდენტი არის ზელენსკი, მადლობელი ვარ მისი ოფისის... მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში. მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში. ის ეკუთვნის უკრაინას... დიდება უკრაინას, სიკვდილი ჩვენ მტერს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მან კომენტარები უკრაინულ და ქართულ ენაზე გააკეთა. მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო  

კიევის მერი საქართველოს გენერატორებისთვის მადლობას უხდის - საქართველოს საგარეო უწყება წერილს აქვეყნებს

კიევის მერი საქართველოს მთავრობას უკრაინისათვის გენერატორების გადაცემის გამო მადლობას უხდის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წერილს უგზავნის. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიტალი კლიჩკო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის ქართველი მეგობრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ასეთ მძიმე დროს, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით არის გამოწვეული. „მსურს გამოვხატო დიდი მადლიერება თქვენ მიმართ, ღრმად პატივცემულო ბატონო მინისტრო და თქვენ მიმართ, ღრმადპატივცემულო ბატონო ელჩო, ზამთრის ამ კრიტიკულ მომენტში ოთხი მძლავრი გენერატორის გადმოცემისთვის. დარწმუნებულნი ვართ ჩვენს გამარჯვებაში და გეპატიჟებით ჩვენს გმირ ქალაქში ომის დასრულების შემდეგ“, - ნათქვამია კიევის მერის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული მხარის მიერ უკრაინისთვის გადაცემული გენერატორები, დედაქალაქის მოსახლეობის აუცილებელი კომუნალური მომსახურებით უზრუნველსაყოფად უკვე გადანაწილებულია საქალაქო დაწესებულებებში.  

ამერიკის საელჩო: აშშ მხარს უჭერს სასამართლო რეფორმას საქართველოში, იმიტომ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს მართლმსაჯულების დამოუკიდებელ სისტემას

შეერთებული შტატები მხარს უჭერს სასამართლო რეფორმას საქართველოში, იმიტომ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს მართლმსაჯულების დამოუკიდებელ სისტემას. ამ ტექსტით ამერიკის საელჩო ელჩ კელი დეგნანის რეგიონულ ვიზიტს აღწერს. „2023 წლის პირველ რეგიონულ ვიზიტს კახეთში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოსამართლეებთან და თანამშრომლებთან შეხვედრით ვიწყებთ. შეერთებული შტატები მხარს უჭერს სასამართლო რეფორმას საქართველოში, იმიტომ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს მართლმსაჯულების დამოუკიდებელ სისტემას. ამ ყოველივეს მოაქვს კანონის უზენაესობა, უკეთესი ბიზნესკლიმატი და წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური წევრობის გზაზე. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას“, - აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტექსტში.  

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, უძრავი ქონების ბაზარაზე არასტაბილურობის რისკებს ვერ ხედავს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, უძრავი ქონების გაქირავების ბაზარზე შექმნილი ვითარება შეაფასა და ფასების ზრდის მიზეზები განმარტა. ამასთან აღნიშნა, რომ მარეგულირებელი უძრავი ქონების ბაზრაზე არასტაბილურობის რისკებს ვერ ხედავს.  „უძრავი ქონების ქირის ფასი ფაქტია, რომ გაზრდილია. ამას თავისი წვლილი შეაქვს ინფლაციაში. თუ შევხედავთ ფასებს რეალურ სექტორში, მიუხედავად იმისა, რომ დოლარის გამოხატულებაში გაზრდილია, ვფიქრობ, ეს ძირითადად იმ თვითღირებულების ხარჯზე ხდება, რაც სხვადასხვა სამშენებლო მასალების ფასის გაზრდამ გამოიწვია.  ამავე დროს, იქიდან გამომდინარე, რომ ლარის კურსი მყარია, ლარში მნიშვნელოვნად გაზრდილი არ არის. რაიმე ბუშტის და არასტაბილურობის ნიშნებს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.  ასევე წაიკითხეთ: რა იწვევს უძრავი ქონების „ოკუპაციის“ რისკებსა და პიკურ ფასებს ბინების გაქირავების ბაზარზე  

საფრანგეთში, 2022 წლის აპრილში გაუჩინარებული, საქართველოს მოქალაქე მოკლული იპოვეს

ფრანგული გამოცემა ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამართალდამცველებმა ქართველი კაცის ცხედარი "ლუარა-ატლანტიკის" მანქანების ნაგავსაყრელზე ნახეს.  მედიის ცნობით, მამაკაცი 2022 წლის აპრილში გაუჩინარდა. ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე გამომძიებლებმა 19-დან 22 წლამდე ასაკის 6 ეჭვმიტანილი დააკავეს. როგორც ცნობილია, სამი ფრანგი ეროვნებისაა, ერთი გერმანელი, ერთი რუსი და ერთიც ქართველი. სავარაუდო დამნაშავეებმა პოლიციაში დანაშაული აღიარეს.