ძებნის რეზულტატი:
უკრაინაში მილიარდერ კოლომოისკის სახლი გაჩხრიკეს
უკრაინელი ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი არსენ ავაკოვი გაჩხრიკეს, იტყობინება Strana.ua. საგამოძიებო მოქმედებები ბიზნესმენის სახლში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს თანამშრომლებმა ჩაატარეს. ავაკოვის სახლის ჩხრეკა ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეს უკავშირდება, რომლის დროსაც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა დაიღუპა. გარდა ამისა, Ukrayinska Pravda-ს ცნობით, ოთხშაბათს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური რესურსების მომარაგების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ბოგდან ხმელნიცკის შეატყობინა შესყიდვებში არსებული ეჭვების შესახებ, რაც თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ვიაჩესლავ შაპოვალოვს და ყოფილ სახელმწიფო საწარმო „პრომობორონექსპორტის“ ხელმძღვანელის მოადგილე ვოლოდიმირ ტერეშჩენკოს უკავშირდება. გამოცემის წყაროებმა განაცხადეს, რომ ხმელნიცკი ეჭვმიტანილია 107 მილიონზე მეტი გრივნის (დაახლოებით 2,8 მილიონი აშშ დოლარი) გაფლანგვასა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დაბალი ხარისხის ჯავშნების შესყიდვაში. შაპოვალოვი კი უკანონო ქმედებებში, რის შედეგადაც ცალკეულმა დანაყოფებმა არ მიიღეს პერსონალური დამცავი აღჭურვილობა, რომლის ღირებულებაა მილიარდ გრივნაზე მეტი (დაახლოებით 27 მილიონი დოლარი). ამასთან ტერეშჩენკო ეჭვმიტანილია თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და გაყალბების გზით ხაზინიდან 1,3 მილიონი დოლარის მითვისებაში. შეგახსენებთ, რომ კიევის რეგიონის ქალაქ ბროვარში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა, 25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 ბავშვი. ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ ტკივილი ენით აღუწერელია, ვუსამძიმრებ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს - ზელენსკი ავიაკატასტროფაზე
მედია: ლატვიამ შესაძლოა, ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადოს, თუ IOC რუს და ბელორუს სპორტსმენებს ასპარეზობის უფლებას მისცემს
ლატვიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ზორზ ტიკმერსმა განაცხადა, რომ ლატვია არ მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენებთან ერთად, ვიდრე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გრძელდება, იტყობინება მედიაგამოცემა Delfi. „ლატვიის პოზიციაა, რომ თუ ეს თამაშები ახლა ჩატარდება და მასში სპორტსმენები რუსეთიდან და ბელორუსიდან მიიღებენ მონაწილეობას, ვფიქრობ, ლატვიის ნაკრები ამ თამაშებზე არ წავა“, - აღნიშნა ტიკმერსმა. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ტერორისტული სახელმწიფოს პროპაგანდისტული გავლენისთვის ასპარეზის გახსნა სურს - ზელენსკი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 25 იანვარს გამოაცხადა, რომ აპირებს, რუს და ბელორუს სპორტსმენებს 2024 წლის ოლიმპიადაში ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობის უფლება მისცეს, მიუხედავად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნისა, რომ სპორტსმენები სრულად გაირიცხონ ოლიმპიადიდან. IOC-ის განცხადებაზე საპასუხოდ, უკრაინის სპორტის მინისტრმა, ვადიმ გუტცეიტმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია ბოიკოტი გამოუცხადოს ოლიმპიურ თამაშებს, თუ IOC-ის გეგმა განხორციელდება.
El Pais: ესპანეთი უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკის მიწოდებისთვის ემზადება
ესპანეთი გეგმავს, უკრაინას მიაწოდოს ოთხი ან ექვსი გერმანული წარმოების Leopard 2-ის ტიპის ტანკი მიაწოდოს. იტყობინება ესპანური გაზეთი El Pais პირველ თებერვალს, სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით. წყაროების თანახმად, კონკრეტული რაოდენობა დამოკიდებულია მძიმე იარაღის მდგომარეობაზე, რომელიც საწყობში ინახება. ამასთან, რამდენიმე ტანკის გაგზავნას უკრაინაში მისი მოკავშირეებიც აპირებენ. 25 იანვარს ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა საინფორმაციო სააგენტო EFE-ს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, Leopard 2-ის ტიპის ტანკები უკრაინაში გაგზავნოს, მაგრამ სხვა ლიდერების მსგავსად, რაოდენობა არ გაამჟღავნა.
იაპონია უკრაინას გადაუდებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოსთვის $170 მილიონს გამოუყოფს
იაპონიის მთავრობა უკრაინას გადაუდებელი აღდგენის პროექტებისთვის, განსაკუთრებით კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისთვის 170 მილიონ დოლარს გამოუყოფს, იტყობინება ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური. რეკონსტრუქციის ამ ეტაპზე უდავო პრიორიტეტია კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა, რომელიც აუცილებელია მოქალაქეების ძირითადი საჭიროებების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა. მისივე თქმით, ეს აუცილებელი ნაბიჯია დევნილი უკრაინელებისთვის სახლში დაბრუნებისთვის.
სააკაშვილს კახექსიის მეოთხე დონე აქვს, რაც სიმსივნიანი პაციენტებისთვისაა დამახასიათებელი - სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრის, თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კახექსიის მეოთხე დონე აქვს, რაც სიმსივნიანი პაციენტებისთვისაა დამახასიათებელი. მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო "თუ კახექსიას კრიტერიუმებით მივუდგებით, მეოთხე დონე გამოდის, რაც არის სიმსივნეებთან შეფასებული და არ არის შეფასებული ჩვეულებრივ ავადმყოფობებთან. მეოთხე დონის კახექსია სერიოზული განაცხადია, სიმსივნეების შემთხვევაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს - მედიანური 4 თვე, ანუ მაქსიმუმ 8 თვე, თუმცა ეს კვლევები ძირითადად სიმსივნეებზეა ჩატარებული და სხვა პაციენტებზე ასეთი ტიპის კვლევები არ ტარდება. თუმცა კახექსია თავისთავად ძალიან მძიმეა და სავარაუდოდ, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას მკვეთრად შეეხება“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
Reuters: პოლონეთი Leopard 2-ის ტიპის სატანკო ეკიპაჟისთვის წვრთნების პერიოდის შემცირებას გეგმავს
პოლონეთი შეეცდება, ხუთ კვირამდე შეამციროს უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკების გამოყენებისთვის. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. სააგენტო წერს, რომ პოლონეთის სამხედროებმა უარი თქვეს იმის დადასტურებაზე, თუ სად გაივლის წვრთნას უკრაინული ეკიპაჟი. ინსტრუქტორების თქმით კი, Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკების გამოყენებისთვის წვრთნები, რომლებსაც NAT0-ს მრავალი წევრი ქვეყანაც ატარებს ევროპაში - აქამდე დაახლოებით 10 კვირა გრძელდებოდა, მაგრამ ეს დრო შეიძლება, ხუთამდე შემცირდეს. „შესაძლებელია ან თუნდაც სავარაუდოა, რომ წვრთნა სვიეტოშოვში ჩატარდეს, მაგრამ სხვა ლოკაციებიც არ არის გამორიცხული“, - განუცხადა თავის მხრივ, სამხედრო ექსპერტმა იაკუბ პავლოვსკიმ Reuters-ს.
პროკურატურამ დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების 7 ფაქტი გამოავლინა
თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდება 7-ვე პირს წარედგინა, - საქართველოს პროკურატურამ დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ შვიდი ფაქტი გამოავლინა. „პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, რომ თითქოს 2007 წლამდე დაბა გომისმთაში თვითნებურად ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს. რის საფუძველზე, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე, ჯამში 1 405 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს 301 530 ლარის ზიანი მიაყენეს. ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ. შვიდივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ ჩამოერთვათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები, რომელიც დაუბრუნდა სახელმწიფოს. საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას, როგორც დაბა გომისმთაში, ასევე დაბა ბახმაროში ანალოგიური დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენის და მხილების მიზნით. დღემდე, დაბა გომისმთაში და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 58 პირის მიმართ და სახელმწიფოს 1 921 829 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ კოლონიალურ ომს აწარმოებს - ავსტრიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა
რუსი სამხედროები ვერ მოქმედებენ ისე ეფექტიანად, როგორც პრეზიდენტი პუტინი ელოდა.ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვან დერ ბელენმა უკრაინაში ვიზიტისას ავსტრიელ ჟურნალისტებს განუცხადა. „უკრაინას ემუქრება აგრესიული ომი, რომელსაც ანალოგი არ აქვს. ის შეიძლება, შევადაროთ მე-19 საუკუნის კოლონიალურ ომებს", - ციტირებს ავსტრიის პრეზიდენტის განცხადებას Die Presse. სააგენტო APA-ს ასევე მოჰყავს პრეზიდენტის სიტყვები, რომ რუსეთმა უკრაინელებს არჩევანის საშუალება მისცა: „ან მიიღებთ რუსეთის პროვინციას, რომელიც იმართება მოსკოვისგან, ან ყველაფერი განადგურდება. თუმცა, როგორც ვან დერ ბელენმა განაცხადა, უკრაინელებმა აჩვენეს, რამდენად დიდია წინააღმდეგობის გაწევის სურვილი. მისი თქმით, ავსტრიას თავისი ვიზიტით სურს აჩვენოს, რომ უკრაინის გვერდით დგას და მას მარტო არ დატოვებს. „ჩვენ გვინდა, შემდეგი სიგნალი გავგზავნოთ: ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. ჩვენ მარტო არ დაგტოვებთ“, - განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა. ომის მიმდინარეობის კომენტირებისას ვან დერ ბელენმა ასევე აღნიშნა, რომ „მომავალი თვეები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“ და რუსეთის არმია სავარაუდოდ, ახალ შეტევას განახორციელებს. ამავე დროს, ავსტრიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით რუსი სამხედროები ვერ მოქმედებენ ისე ეფექტიანად, როგორც პრეზიდენტი პუტინი ელოდა. მისივე თქმით, უკრაინელების წინააღმდეგობა კრემლმა ვერ შეაფასა. ავსტრიის პრეზიდენტის თქმით, ვინაიდან ავსტრიის სამხედრო ნეიტრალიტეტი არ აძლევს იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების საშუალებას, ქვეყანა უკრაინას დახმარებას უწევს ჰუმანიტარულ და სამედიცინო სფეროებში. ვან დერ ბელენმა ასევე მიუთითა უკრაინელებისადმი ავსტრიული საზოგადოების დიდ მხარდაჭერაზე, რომლებმაც, მაგალითად, შემოწირულობების მეშვეობით, კამპანიის Neighbor in Need ფარგლებში უკრაინისთვის 56 მილიონი ევრო შეაგროვეს. „უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ავსტრიამ უკრაინას 118 მილიონი ევროს გამოუყო დახმარება“, - განაცხადა პრეზიდენტმა. „როდესაც ფიცი დავდე, მკაფიოდ განვაცხადე, რომ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში გავაგრძელებ დემოკრატიის დაცვას და ჩვენი ევროპული ფასეულობების შენარჩუნებას. უკრაინაში ეს ევროპული ღირებულებები და დემოკრატია ახლა პირდაპირი გაგებით თავდასხმის ქვეშაა. სოლიდარობისა და მუდმივი მხარდაჭერის ნიშნად, ჩემი პირველი საგარეო ვიზიტით ჩავედი კიევში“, - თქვა ვან დერ ბელენმა.
ერდოღანმა NATO-ში შვედეთის განაცხადის მხარდაჭერის პირობა დაასახელა
ანკარაში, თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა განაცხადა, რომ „ვიდრე შვედეთში ჩვენთვის წმინდა წიგნის, ყურანის დაწვის მსგავსი ქმედებები სანქცირებულია, ჩვენ არ ვიტყვით „დიახს“ სტოკჰოლმის განცხადებზე ალიანსში გაწევრიანების შესახებ”. შვედეთი იმედოვნებს, რომ თურქეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტის მიუხედავად ზაფხულში NATO-ში გაწევრიანდება - ტობიას ბილსტრომი რეჯეფ თაიფ ერდორანის თქმით, შვედეთისგან განსხვავებით, ანკარას დამოკიდებულება ფინეთის განაცხადის მიმართ დადებითია. ფინეთი აღარ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, NATO-ში შვედეთისგან დამოუკიდებლად გაწევრიანდეს „ჩვენი დამოკიდებულება ჰელსინკის წინადადების მიმართ დადებითია, მაგრამ შვედეთის მიმართვა უარყოფითია. ამიტომ, სტოკჰოლმმა არ უნდა გამოიჩინოს ცარიელი ძალისხმევა [ნატოსკენ მიმავალ გზაზე]“, - განაცხადა ერდოღანმა. თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო. შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის თურქეთში ვიზიტი გააუქმა. შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს. სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი
აშშ დრონების მწარმოებელი ირანული კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს
შეერთებულმა შტატებმა სანქციების სიაში შვიდი ირანული კომპანია დაამატა. ეს კომპანიები აწარმოებენ თვითმფრინავებს, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს, განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა. აშშ მუშაობს სანქციების აღსრულებაზე, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონი პარტნიორებთან ერთად, მთელ რეგიონში ირანის საფრთხის წინააღმდეგ მტკიცედ დგას. „ჩვენ ასევე ვმუშაობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მათ შორის გაეროში, რუსეთისა და ირანიდან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით, მათ შორის ირანის მიერ რუსეთისთვის იარაღის სახიფათო მიწოდებაზე. ჩვენ გავაგრძელებთ შეერთებული შტატების ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას როგორც რუსეთის, ასევე ირანული იარაღის ვაჭრობის მიმართ, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს. ჩვენ ვიქნებით ჩვენს პარტნიორებთან ერთად მთელ რეგიონში ირანის საფრთხის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებით უზრუნველყოფას, რათა თავი დავიცვათ ამ ტიპის იარაღისგან“, - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა Europetime-თან. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ, მოკავშირეებმა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის მიწოდება გააძლიერეს. ირანული წარმოების საკრუიზო რაკეტებისა და კამიკაძე თვითმფრინავების წინააღმდეგ, დასავლეთი ზომებს იღებს. რუსულმა ჯარებმა ამ ზამთარში ირანული დრონები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენეს. კანადამ გამოაცხადა, რომ აპირებს, უკრაინისთვის შეიძინოს აშშ-ის წარმოების მოკლე და საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა NASAMS-ი, რომელიც საჰაერო იერიშისგან დასაცავად გამოიყენება. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე მიაწოდა ორი ასეთი სისტემა. ცნობილი გახდა, რომ კიევს ახალი NASAMS-ი მალე მიეწოდება. დიდი ბრიტანეთი, აშშ და ნიდერლანდები ასევე დაჰპირდნენ კიევს სხვა სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემებს, კერძოდ, Patriot-ს, რომელიც Raytheon Technology Corp-ის მიერ არის წარმოებული. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის ანგარიშში აღინიშნა, რომ ირანული თვითმფრინავები რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად მიეწოდება, რაც ეწინააღმდეგება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინტერესებს.
„ვივამედის“ ექთანი სააკაშვილზე: ბოლო დროა დამხმარე საშუალებით გადაადგილდება, უჭირს ჩაცმა
კლინიკა „ვივამედის“ მედდამ, ქეთევან ღვინიანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბოლო დროა დამხმარე საშუალებით გადაადგილდება და უჭირს ჩაცმა. მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო „ჩემს მიმართ აგრესია არ ჰქონია. დინამიკაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. დღითიდღე სუსტდება, იმიტომ, რომ არ იკვებება სრულფასოვნად, ვერ თუ არ იღებს საკვებს, ამას ვერ გეტყვით. ადამიანი იკლებს, არის სუსტად. როგორც მედიკოსს გული მტკივა. იყო დრო, როცა ის საერთოდ არ სვამდა წამლებს. არის რაღაც მედიკამენტი, რომელზეც მეუბნებოდა, რომ მსხვილია და ვერ ვსვამო - ვერ თუ არ სვამდა, ეს არაა ჩემი გადასაწყვეტი. სხვა პროცედურებზე ჩემთვის მას უარი არ უთქვამს, თუ არ ჩავთვლით ბოლო კვირას, როცა მას სჭირდება ხელოვნური კვება ანუ იმ პრეპარატების მიცემა, რაც მისთვის აუცილებელია და რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა“, - განაცხადა ქეთევან ღვინიანიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ავსტრია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდს კიდევ 5 მილიონ ევროს გადასცემს
ავსტრია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდს კიდევ ხუთ მილიონ ევროს გამოყოფს, რათა ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმაროს. ამის შესახებ ავსტრიის კლიმატის მოქმედების, გარემოს, ენერგეტიკის, მობილურობის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ლეონორ გევესლერმა ჟურნალისტებს განუცხადა, იუწყება Ukrinform-ი APA-ზე დაყრდნობით. „ცივი ტემპერატურის პირობებში მილიონობით ადამიანი რჩება ელექტროენერგიის და ხშირად, გათბობისა და წყლის მიწოდების გარეშე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ავსტრიამ აქ წვლილი შეიტანოს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად", - განაცხადა გევესლერმა, რომელიც ავსტრიის პრეზიდენტთან ერთად კიევში იმყოფება ვიზიტით.
მედია: ტაჯიკეთი გაზაფხულზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს
მიმდინარე წლის მაისში ტაჯიკეთი აზერბაიჯანთან პირდაპირი ფრენების გასახსნელად ემზადება. ამის შესახებ ტაჯიკეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა დილშოდ საფარზოდამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ახლა იმართება შეხვედრები, რათა შეთანხმდნენ ზოგიერთ დაკავშირებულ საკითხზე“, - განმარტა დილშოდ საფარზოდამ. მისი თქმით, ასევე იგეგმება საქართველოსთან საჰაერო კავშირების გახსნა. ეს შეიძლება მოხდეს აპრილში. იმის შესახებ, თუ რომელი ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს და რა იქნება ბილეთების ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: Motor Sich-ის პრეზიდენტი დონეცკის ოლქში რუს მარიონეტებს აფინანსებდა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) განაცხადა, რომ უკრაინული საავიაციო ძრავების გიგანტის Motor Sich-ის პრეზიდენტი, ვიაჩესლავ ბოჰუსლაევი აფინანსებდა რუს მარიონეტებს დონეცკის ოლქში. უწყების ცნობით, დაფინანსება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც კი გრძელდებოდა. SBU-მ დაადგინა, რომ თანამშრომლობის განმავლობაში რუსმა მარიონეტებმა 290 მილიონზე მეტი რუსული რუბლი (4 მილიონი აშშ დოლარი) პროდუქციის გაყიდვის შესაბამისად, თანხის დარიცხვის სახით მიიღეს. გამოძიების თანახმად, გადასახადებიდან მიღებული თანხა რუსმა სამხედროებმა უკრაინის წინააღმდეგ ომის აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე შეტევითი ოპერაციების დასაფინანსებლად გამოიყენეს. ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ასევე იპოვეს მედლები და საპატიო ჯილდოები, რომლებიც ბოჰუსლაევს რუსეთის სახელმწიფო და პოლიტიკური ინსტიტუტების მიერ, მათ შორის ვლადიმერ პუტინის 2004 წლის ბრძანებულებთ გადაეცა, რომელიც Motor Sich-ის პრეზიდენტს რუსეთის მეგობრობის ორდენით აჯილდოებს. 2022 წლის ოქტომბერში დაპატიმრებული ბოჰუსლაევი ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობაშია ბრალდებლი, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 258-3-ე მუხლით. მედიაში მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაციაც, რომ ბოჰუსლაევს რუსეთის მოქალაქეობა აქვს და ქონებასაც ფლობს რუსეთში. Motor Sich Joint Stock Company (უკრაინული: АТ «Мотор Січ») თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ძრავების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.
საპატრიარქო გელათთან დაკავშირებულ კვლევაზე: დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე და აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს
საპატრიარქოს პრესსამსახური ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ გელათის რეაბილიტაციის პროცესის შესახებ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. მანამდე, დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ ძეგლზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაო ეწინააღმდეგება რესტავრაციისა და კონსერვაციის პრინციპებს, მწყობრი მეთოდოლოგიის გარეშე ჩატარებული სამუშაოები არღვევს მხატვრობის ავთენტურობას და ქმნის ძეგლის განადგურების საფრთხეს.„აღვნიშნავთ, რომ ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე და აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს, არამედ ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მრავალი უცხოელი სპეციალისტის დასკვნებთან ერთად, საჭიროდ მივიჩნიეთ, თავისი სამეცნიერო შეფასება და პროფესიული დასკვნა წარმოედგინა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს, რომელსაც ჩვენი ეროვნული კულტურის შესწავლისა და პოპულარიზაციის მხრივ ისტორიულად და დღესაც ფასდაუდებელი სამუშაო აქვს შესრულებული. რაც შეეხება გუშინდელ განცხადებებს, თითქოს აღნიშნული დასკვნა შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება. ასევე გვინდა შევეხოთ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კომენტარს, რომელიც ,,მთავარი არხით" გადაიცა. როგორც პროტოპრესვიტერმა გიორგიმ გვაცნობა, გასულ სიუჟეტში მისი ინტერვიუ სრულად არ მოხვდა და სრულყოფილად არ ასახა მისი დამოკიდებულება. მან აღნიშნა, რომ დასკვნის შეფასება სცილდება მის კომპეტენციას და იგი სრულად იზიარებს საპატრიარქოს პოზიციას. დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამეცნიერო საბჭოს წევრთა ჩართულობითა და კვორუმის პირობებში მოხდა ამ დასკვნის მიღება, მას ხელს აწერს და ამტკიცებს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მარიამ გაჩეჩილაძე. და ბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვაფასებთ ჩუბინაშვილის ცენტრის სამეცნიერო ავტორიტეტს და ვუდასტურებთ პატივისცემას“, - აღნიშნულია განცხადებაში. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭო გაზსადენის გაფართოებას განიხილავს
სამხრეთის გაზის დერეფნის (SGC) მრჩეველთა საბჭოს მე-9 სხდომის ცენტრალური თემა, რომელიც ბაქოში 3 თებერვალს გაიმართება, გაზსადენის გაფართოება იქნება. EBRD-ი მზადაა, სამხრეთის გაზის დერეფნის გამტარუნარიანობის ზრდისთვის, დაფინანსების საკითხი განიხილოს - მატეო პატრონე ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა განაცხადა. „ჩვენი დისკუსიის ცენტრალური თემა იქნება SGC-ის გაფართოება. მოგეხსენებათ, ეს პროექტი მხარდაჭერილია REPowerEU-ის და ჩვენი ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში აზერბაიჯანთან სტრატეგიული ენერგეტიკული პარტნიორობის შესახებ. ჩვენი მიზანია გავზარდოთ გაზსადენის სიმძლავრე 2027 წლისთვის წელიწადში 20 მილიარდი კუბურ მეტრამდე. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ამჟამად ვიკვლევთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობას SGC-ის გაფართოების გასაადვილებლად“, - აღნიშნა ევროკომისარმა. 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.
რეზნიკოვმა საფრანგეთში დააჯილდოვა უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც სამხედრო ჰოსპიტალში გადიან რეაბილიტაციას
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი საფრანგეთში, პერსის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც რეაბილიტაციას გადიან უკრაინელი სამხედროები. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. „საფრანგეთში ვიზიტის დროს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ მოინახულეს უკრაინელი სამხედროები, რომლებიც რეაბილიტაციას გადიან პერსის ჰოსპიტალში. მინისტრები სამხედროებს გაესაუბრნენ და უკრაინელ დამცველებს ჯილდოები გადასცეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს გასული წლის ივნისიდან ეხმარება.
საფრანგეთი უკრაინის საიმედო და ძლიერი მოკავშირეა - სებასტიან ლეკორნუ
„უკრაინის მხარდაჭერის ფონდი საშუალებას იძლევა, უკრაინის დასახმარებლად უზრუნველყოს „კეისრის“ ტიპის 12 დამატებითი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, საფრანგეთი უკრაინის საიმედო და ძლიერი მოკავშირეა: ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცეს და ძალას“, - ეს განცხადება საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ უკრაინის თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვთან ერთად გამართულ პრესკონფერნციაზე გააკეთა. მისივე თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილების შესაბამისად, პარიზი უკრაინის მიერ განსაზღვრულ საგანგებო სიტუაციებში კიევის სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს. „ზაფხულისთვის საფრანგეთში 2 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი გაივლის გადამზადებას. ასევე ვაპირებთ ნაწილის სწავლებას პოლონეთში: თვის ბოლომდე იქ 150 ფრანგი ჯარისკაცი გაიგზავნება, რომლებიც თვეში 600 უკრაინელ ჯარისკაცს გაწვრთნიან“, - განაცხადა მინისტრმა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6552 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6552 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6518 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტის ღირებულებამ დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 2.8912 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8711 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0201 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული ვალუტის კურსები ძალაში 2 თებერვალს შევა.
პროკურატურამ „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილი დირექტორი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, შპს ,,ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილი დირექტორი დააკავა. „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ დირექტორმა, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ და ამბულატორიული მომსახურების პროგრამით გათვალისწინებული თანხები უკანონოდ გადარიცხა თავის საბანკო ანგარიშზე, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 97 933 ლარი და სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა. „ იგი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების ჯგუფურად მითვისება) და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენის მიზნით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.