ძებნის რეზულტატი:

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს ინგრიდა შიმონიტეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტისას ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ინგრიდა შიმონიტეს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის გადამწყვეტი ეტაპიდან გამომდინარე. "საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ლიეტუვას მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროპული გზის მიმართ. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე და რუსულ აგრესიაზე. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული აგრესია და ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ეს უნდა იყოს როგორც პოლიტიკური, ასევე დამსახურებაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება. პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ქართველი ხალხი გაერთიანებულია ერთი საერთო მიზნის გარშემო და ეს საქართველოს ევროპული მომავალია, ეს კი დეპოლარიზაციისკენ წინგადადგმული ნაბიჯია. მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. აღინიშნა, რომ საჭიროა ნატოს მომავალ სამიტზე, რომელიც ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება, საქართველო უმაღლესი დონით იყოს წარმოდგენილი. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველო ალიანსის საიმედო პარტნიორია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის მონახულების შემდეგ, ადვოკატმა ბრალდებულის პოზიცია მედიას გააცნო

მარტის აქციების მონაწილის ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, სამართალდამცველები დაკავების დროს მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღიარებითი ჩვენების არმიცემის შემთხვევაში მეგობრის დაკავებით დაემუქრნენ. პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულის ადვოკატმა გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ახალგაზრდის მონახულების შემდეგ მედიას განუცხადა, რომ დაკავების დროს მისი უფლებები დაირღვა. „ვესაუბრეთ ლაზარეს და მან თავიდან ბოლომდე ყველაფერი მოგვიყვა. მისი სურვილია, რომ გავაჟღერო ყოველივე. ადვოკატის ნაწილში ცალსახად მისი უფლებები დაირღვა. მან განმარტა, რომ იგი ითხოვდა ადვოკატს, მას კი ადვოკატი არ მიუყვანეს. დაკავებისას მიაწოდეს მისი ტელეფონი და უთხრეს, რომ დაერეკა ადვოკატისთვის. მან, როცა მისი ტელეფონის კოდი აკრიფა, ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯეს და ადვოკატთან არ დაარეკინეს. მისი თქმით, სავარაუდოდ, მასთან ვინმე დეპარტამენტის უფროსი შევიდა, რომლის სახელი და გვარი არ იცის, უფროსს ჰგავდაო. ის შევიდა მასთან და უთხრა, რომ ადვოკატს არ მოგიყვანთო. ამავე დროს, თუ ის ჩვენებას არ მისცემდა, ეს რა თქმა უნდა, უნდა ყოფილიყო აღიარებითი ჩვენება, ამ შემთხვევაში მის მეგობარს, გიორგი ჯარიაშვილს დააკავებდნენ. თქვა, რომ ამ ეტაპზე ისევ დუმილის უფლებას გამოვიყენებო. აქციაში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, არ უარყოფს. პირველივე სასამართლოზე მივცემ ჩვენებას, რა იყო რეალურადო“, - განაცხადა ბითაძემ. ადვოკატის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისს ციხეში მისი სურვილის საწინააღმდეგოდ თმა გადაპარსეს. „ციხის, პენიტენციურის პირობებში არის ნორმალურ პირობებში, როგორც თვითონ განმარტა. უბრალოდ, ერთადერთი შენიშვნა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მე არ მინდოდაო თმის გადაპარსვაო და თმა გადამპარსესო“, - აღნიშნა ადვოკატმა ბითაძემ მედიასთან. მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 31 მარტს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას დარბაზში, ბრალდებულის მომხრეების მხრიდან მოჰყვა ხმაური და შეძახილები - „რუსებო", „მონებო". ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას მისი ადვოკატები გაასაჩივრებენ. „ამ ეტაპზე საქმის მასალებს დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ რაც შეეხება ამოცნობასთან და იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას, როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდებულს ნიღაბი ეკეთა და იდენტიფიცირება როგორ მოხდა და ა.შ, ამასთან დაკავშირებით, ყველა მტკიცებულებას დეტალურად გავეცნობი და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ, რა იყო და როგორ იყო“, - განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ. „ამჯერად, მე მინდა, დუმილის უფლება გამოვიყენო, გავიარო ადვოკატებთან და თავიდან მივცე ჩვენება", - განაცხადა ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა და აღნშნა, რომ გამოძიებისთვის ხელახლა სურს ჩვენების მიცემა. ბითაძე აქვე განმარტავს, თუ რატომ შეცვალა ბრალდებულმა პოზიცია და რატომ განაცხადა, რომ დუმილის უფლებას იყენებს. „თვითონ განმარტა, რომ ამ ეტაპზე დუმილის უფლება გამოიყენოს. იმ მომენტში, როდესაც ჩვენებას ვაძლევდი ვიყავი ძალიან არჩეულიო, ამიტომ კონსულტაციას გავივლი თქვენთან და ახლა თუ შეიძლება ჩემი პოზიცია დუმილის უფლება იყოსო. რა თქმა უნდა, ჩვენ განვუმარტეთ, რომ შეიძლებოდა დუმილის უფლება გამოეყენებინა, ეს მისი უფლებაა“. პროკურატურა გრიგორიადისის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. საქმეზე წინასასამართლო სხდომა პირველ მაისს, 17:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს. ლაზარე გრიგორიადისი ხსენებული პროტესტის მონაწილე იყო.  

თუკი უკრაინა გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს საქართველოც - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

„თუკი უკრაინა გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს საქართველოც, თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ ყველანი დავმარცხდებით, საქართველოს ჩათვლით. და ეს არ ნიშნავს არავის ომში ჩათრევას - ესაა იმ ქვეყნის დახმარება, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის... ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საუბრობს. ედგარს რინკევიჩსი ამბობს, რომ ბალტიისპირელი ლიდერების მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის კუთხით არასდროს განელებულა. დიპლომატი იმ დღესაც იხსენებს, როცა საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში უკრაინის, პოლონეთის, ლიეტუვის ესტონეთის პრეზიდენტები და ლატვიის პრემიერი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად თბილისში მხარდამხარ იდგნენ. ციტატა ინტერვიუდან: „ჩვენ ევროკომისიისგან ველოდებით ანგარიშს სამივე ქვეყნის შესახებ - ესენია უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. იცით, შეიძლება გქონდეს ფორმალური კრიტერიუმები, შეიძლება გამოსცე ძალიან ბევრი კანონი, ან განაცხადო, რომ შეასრულე 226 ან 295 რეკომენდაცია და ბევრი დიდებული რამ გააკეთე, მაგრამ თუკი არ არის ღირებულებათა ის ევროპული სული, თუკი ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა არაა უზრუნველყოფილი, მაშინ ეს ქვეყანა ვერ წავა წინ როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და როგორც წევრი“. ის ამას გასული წლის განმავლობაში კიევში ჩასული ლიდერების ვიზიტებსაც ადარებს. ამბობს, რომ საქართველოს უნდა ესმოდეს, რა ვითარებაა ახლა ევროპაში, რამდენად დიდ გავლენას ახდენს ეს საქართველოს მომავალზეც და გადაწყვიტოს, ისტორიის რომელ მხარეს იდგება თბილისი: „საქართველოს უნდა ესმოდეს, რომ ის, რაც ახლა ევროპაში ხდება - რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ - ძალიან დიდ გავლენას ახდენს საქართველოს მომავალზეც. თუკი უკრაინა გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს საქართველოც, თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ ყველანი დავმარცხდებით, საქართველოს ჩათვლით. და ეს არ ნიშნავს არავის ომში ჩათრევას - ესაა იმ ქვეყნის დახმარება, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის“. „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას ედგარს რინკევიჩსი ამბობს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ახლა ქვეყნისა და მისი მთავრობის ხელშია და მნიშვნელოვანი იმის დადასტურებაა, რომ მომდევნო ნაბიჯები ევროპული სულისკვეთების იქნება: „არჩევანი საქართველოსა და მისი მთავრობის გასაკეთებელია, თუმცა თუ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნის ქმედებებს, მაშინ თბილისს არ უნდა გაუკვირდეს, რომ შესაძლოა, არც ევროკავშირმა გადადგას ნაბიჯები საქართველოს ბლოკში მისაღებად“. რინკევიჩსი ლატვიის საგარეო უწყებას 4 პრემიერ-მინისტრის კაბინეტში, უკვე 12 წელია, რაც ხელმძღვანელობს.  

ავსტრალია უკრაინას დისტანციური იარაღის სისტემებს მიაწვდის

ავსტრალიის უკრაინას დისტანციური იარაღის სისტემებს მიაწვდის. ავსტრალიურმა მწარმოებელმა Electro Optic Systems-მა (EOS) გამოაცხადა, რომ დადო პირობითი კონტრაქტი უკრაინისთვის დისტანციური იარაღის სისტემების (RWS) მიწოდებაზე, რომლის ღირებულებაც 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. კერძოდ, EOS-ის ჯგუფმა უზრუნველყო კონტრაქტი SpetsTechnoExport-თან (STE), უკრაინის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საგარეო სავაჭრო საწარმოსთან, რათა უკრაინას ასამდე მძიმე RWS სისტემა, მათ შორის სათადარიგო და მასთან დაკავშირებული სერვისები 2023-2024 წლებში მიაწოდოს. კერძოდ, RWS კომპანია EOS-ის მიერ დიდი ხნის წინ გამოცდილი პროდუქტია და ამჟამად გამოიყენება რამდენიმე სამხედრო სამსახურში ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. შექმნილია უფრო მეტი სიზუსტისა და საიმედოობისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა კონკურენტი სისტემა. RWS შეიძლება, ინტეგრირებული იყოს სხვადასხვა ტიპის მანქანასა და პლატფორმებზე. „EOS ამაყობს, რომ მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და უკრაინელ ხალხს; უზრუნველყოფს ქვეყანას თავისი დისტანციური იარაღის სისტემის საშუალებებით. ეს ხელს შეუწყობს მის კრიტიკულ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საჭიროებებს“, - განაცხადა EOS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეას შვერმა.  

პრეზიდენტი უკრაინელებს: თქვენი მამაცური ბრძოლის დამსახურებით, ჩვენ ერთად ვიქნებით ევროპაში

საქართველოს პრეზიდენტმა ვილნიუსში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარესთან ერთად მიიღო მონაწილეობა უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდამჭერ შეხვედრაში, რომელიც კათეტრალის მოედანზე ჩატარდა. ისინი ბუჩაში, ირპინში, ბოროდიანკასა და უკრაინის სხვა ქალაქებში სასტიკად ნაწამებ მსხვერპლთა პატივისაცემად შეიკრიბნენ.  შეხვედრაში უკრაინის ელჩმა ლიეტუვაში პეტრო ბეშტამ, აშშ-ის ელჩმა ლიეტუვაში რობერტ გილკრისტმა, შვედეთის ელჩმა ლიტვაში ინგერ ბაქსტონმა, ვილნიუსის მერმა რობერტას დუჩნევიჩმა მიიღეს მონაწილეობა. ,,მინდა, ყველას მოგესალმოთ. ეს ნამდვილად სპონტანური შეხვედრაა, არ იყო სიტყვით გამოსვლა დაგეგმილი. უბრალოდ, მსურდა, ეს მომენტი თქვენთან ერთად გამეზიარებინა და თქვენამდე მომეტანა ქართველი ხალხის სოლიდარობა. რამდენიმე დღის წინ, სხვა ლიდერებთან ერთად, ბუჩის გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაში დისტანციურად მივიღე მონაწილეობა, რადგან იმ დროს საპარლამენტო გამოსვლა მქონდა, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ ბუჩის ტრაგედიაში დაღუპულების ხსოვნას, რომელიც ყველა იმ ტრაგედიის სიმბოლოა, რასაც დღეს უკრაინა განიცდის. მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აქ, ლიეტუვაში ყოფნისას ისაა, რომ ლიეტუვა ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც უკრიანისა და საქართველოს მსგავსად იცის, რას ნიშნავს რუსეთის ოკუპაციისა და აგრესიის გამოცდილება. ევროპაში მრავალი ადამიანი იმეორებს, რომ თქვენ ჩვენი მომავლისა და ჩვენი თავისუფლებისათვის იბრძვით, მაგრამ ჩვენ ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რომ თქვენ ჩვენი თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვით. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ვიქნებით ევროპაში და ეს თქვენი, თქვენი მეომრებისა და თქვენი მოქალაქეების გამორჩეულად მამაცური ბრძოლის დამსახურება იქნება, რომლებიც ერთად ახორციელებენ ამ გამორჩეულ წინააღმდეგობას. დიდება უკრაინას!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც ლიეტუვაში ამ ეტაპზე მცხოვრები უკრაინელები ესწრებოდნენ.  

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 12 ადამიანი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 10 ჯარისკაცი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიბრუნა, იტყობინება 3 აპრილს სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი. საკოორდინაციო შტაბის ცნობით, ხუთი ჯარისკაცი მძიმედ დაშავებულია. ჯარისკაცები ტყვედ აიყვანეს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, მათ შორის ბახმუტის მახლობლად ბრძოლების დროს. ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ხარკოვის ოლქის სოფელ ლიპციდან იყო, მეორე კი მარიუპოლიდან. საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობაში ჯერ კიდევ ხუთზე მეტი მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცია და უკრაინა მათ გათავისუფლებას ელოდა. საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით, ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 2005 უკრაინელი უკვე გაათავისუფლეს ტყვეობიდან. უკრაინამ 24 მარტს განაცხადა, რომ მძიმედ დაჭრილი ყველა რუსი სამხედრო მოსკოვს გადასცა.  

უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან $2,7 მილიარდიანი ტრანში მიიღო

უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 2,7 მილიარდი დოლარის ტრანში მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო იუწყება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, (EFF) პროგრამა ორ ეტაპად იყოფა. პირველი ფრაზა 2023-2024 წლებში განხორციელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) უკრაინისთვის ოთხწლიანი სასეხო პროგრამა პირველ აპრილს დაამტკიცა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით, 15,6 მილიარდი დოლარია, ეს თანხა საერთო ჯამში $115 მილიარდიანი პაკეტის ნაწილია. IMF აცხადებს, რომ დაახლოებით, 2,7 მილიარდი დოლარი დაუყოვნებლივ გამოიყოფა, რათა უკრაინამ ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნოს. უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი დახმარებაა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. „ჩვენ ერთად, მხარს ვუჭერთ უკრაინის ეკონომიკას. და ჩვენ წინ მივდივართ გამარჯვებისკენ“, - წერდა ზელენსკი Twitter-ზე. დეკემბრის დასაწყისში, მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის ღირებულება 600 მილიარდ ევროს შეადგენს.

სტოლტენბერგი: NATO-ს წევრმა ქვეყნებმა €65 მილიარდის სამხედრო დახმარება გაუწიეს უკრაინას

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოკავშირეები მზად არიან, განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. „ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ როცა დასრულდება, ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი ღონისძიებები, რათა უკრაინამ შეძლოს მომავალი აგრესიის შეკავება და ისტორია არ განმეორდეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა CNN-ის ცნობით.  „ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ რუსეთმა ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელოს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგს სურს, რომ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინის დახმარების ფონდისთვის ყოველწლიურად 500 მილიონ ევრო გაიღონ - Bloomberg მისივე თქმით, რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, NATO-ს ქვეყნებმა 65 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწიეს უკრაინას. ამასთან დაკავშირებით, რუსული მედია ბიუჯეტის პროექტს ეყრდნობა და წერს, რომ ამავდროულად, რუსეთი გეგმავს 2023 წელს დახარჯოს თითქმის 5 ტრილიონი რუბლი - 63,7 მილიარდი დოლარი სამხედრო საჭიროებებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ალიანსის მიერ კიევისთვის გაწეულმა სამხედრო ხარჯებმა რუსეთის წლიურ სამხედრო ბიუჯეტს გადააჭარბა. სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრასა და უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის გეგმებზე. იმედი გამოთქვა, რომ მინისტრები კიევისთვის სამხედრო დახმარების მრავალწლიანი პროგრამის შემუშავების გეგმას დაამტკიცებენ. გენერალური მდივანი ასევე იმედოვნებს, რომ ალიანსის წევრები კიევს ყოველწლიურად 500 მილიონ ევროს გამოუყოფენ, წერს Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მისი გეგმის მიხედვით, ეს თანხები საწვავს, აღჭურვილობას და დრონების საწინააღმდეგო სისტემებს მოხმარდება. მინისტრთა შეხვედრა 4 და 5 აპრილს გაიმართება. სამშაბათს, NATO-უკრაინის კომისიის წევრები ასევე შეხვდებიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრო კულებას, სადაც კიევისთვის მხარდაჭერის გაზრდის გზებზე იმსჯელებენ.

უკრაინელი გენერალი ბელორუსის საზღვარზე სამხედრო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის შესახებ იუწყება

გაერთიანებული ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა სერჰი ნაეევმა უკრაინელები დაარწმუნა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები ჩრდილოეთ ოპერატიულ ზონაში მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და მზად არიან ადეკვატური რეაგირებისთვის. ამის შესახებ გენერალმა გაერთიანებული ძალების სარდლობის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა. „ჩვენი დაზვერვა აკვირდება ბელორუსის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებასთან დაკავშირებულ ვითარებას. ჩვენ გვაქვს სრული ინფორმაცია იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ. ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები ჩრდილოეთ ოპერატიულ ზონაში მუდმივ მზადყოფნაში არიან და ყოველთვის მზად არიან ადეკვატური რეაგირებისთვის“, - განაცხადა ნაიევმა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით, არმიის სარდლობამ შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება დაიწყო.    

დანიამ უკრაინისთვის 40 ტონა ენერგეტიკული აღჭურვილობის გაგზავნა გადაწყვიტა

დანიის ენერგეტიკის სააგენტოს ცნობით, დანია უკრაინაში დიდი რაოდენობით ენერგოტექნიკას გაგზავნის. „ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ენერგეტიკული პარტნიორობის ფარგლებში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გასულ თვეში უკრაინაზე რუსეთის დიდმა თავდასხმებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, ნათქვამია დანიის ენერგეტიკის სააგენტოს განცხადებაში. ენერგეტიკის მინისტრი ლარს აგარდი შემდგომში უკრაინელ კოლეგას გერმან გალუშჩენკოს გრძელვადიან და მოკლევადიან დახმარებაზე შეუთანხმდა, ნათქვამია განცხადებაში. აღჭურვილობა უკრაინაში ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის ინფრასტრუქტურის აღსადგენად იქნება გამოყენებული.   

ევროკავშირმა მნიშვნელოვნად უნდა გააძლიეროს თავისი ყოფნა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში - ნიდერლანდების კვლევითი ინსტიტუტი

„ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში“, -  ამ სახელწოდების კვლევა ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა (Clingendael) გამოაქვეყნა. ინსტუტუტის მკვლევრების შეფასებით, აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ პოლიტიკის დოკუმენტების გარდა, ევროკავშირმა უნდა შეიმუშაოს ცალკე სტრატეგია მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის“. „ეს სტრატეგია მკაფიოდ უნდა ასახავდეს ევროკავშირის სხვადასხვა მიზანსა და მისი განხორციელების გზებს. მის ფოკუსში მკაფიოდ უნდა ჩანდეს როგორც უსაფრთხოების, ასევე (გეო)პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ნორმატიული განზომილებები. ევროკავშირმა მნიშვნელოვნად უნდა გააძლიეროს თავისი ყოფნა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში. ის საქართველოსა და სომხეთში განსაკუთრებით უნდა ცდილობდეს მეტი თანმიმდევრულობის მიღწევას ევროკომისიის, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ძალისხმევას შორის. „ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს, რომ სომხეთმა სათანადოდ შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც აღებულია აზერბაიჯანიდან ნახიჩევანამდე სატრანსპორტო კავშირთან დაკავშირებით. მას შეუძლია, შეასრულოს აქტიური როლი მოლაპარაკებებში, უზრუნველყოს ექსპერტიზა სატრანსპორტო კავშირის მოდალურობასთან დაკავშირებით, ასევე ფინანსური ინვესტიცია მოახდინოს საგზაო და სარკინიგზო კავშირის მშენებლობაში. ევროკავშირი დაინტერესებულია მისი განხორციელებით იმიტომაც, რომ ეს გააძლიერებს შუა დერეფნის სავაჭრო მარშრუტს. ამ კონტექსტში ასევე აშკარად ევროკავშირის ინტერესებშია სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესისა და საზღვრის გახსნის მხარდაჭერა“, - წერენ ექსპერტები.  

NATO-ს გამანადგურებლები რუსული IL-76 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს აედევნენ

პორტუგალიური F-16 ტიპის ორი გამანადგურებელი თვითმფრინავი საჰაერო პოლიციის მისიას გამოეყო, რათა IL-76 რუსული სამხედრო თვითმფრინავების იდენტიფიცირება და დაკავება მოეხდინა. NATO-ს ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი დაფრინავდა მატერიკული რუსეთიდან კალინინგრადის ექსკლავისკენ საერთაშორისო წყლების ზემოთ, ბალტიის ზღვის სანაპიროზე (ესტონეთი). შესაბამისი ფოტო პორტუგალიის საჰაერო ძალებმა აღბეჭდეს. ალიანსის ცნობით, პორტუგალიელი მებრძოლები რუსული თვითმფრინავის იდენტიფიცირების შემდეგ უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ლიეტუვაში.  პორტუგალია NATO-ს საჰაერო პოლიციის მისიის 62 -ე როტაციას ხელმძღვანელობს. ოთხმა F-16 მა გასული კვირის დასაწყისში დაიწყოს მისია და 30 მარტს აიღო პასუხისმგებლობა რეგიონის საჰაერო სივრცის დასაცავად. ამ მისიას ის რუმინეთის საჰაერო ძალებთან ერთად ასრულებს. 2004 წელს ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის შეთანხმების დღიდან, NATO-ს მოკავშირეებმა საჰაერო პოლიციის მისიის განთავსება გადაწყვიტეს სიაულიაიში, რათა სამი ბალტიელი მოკავშირის ტერიტორიული მთლიანობა დაეცვათ.

სტოლტენბერგს სურს, რომ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინის დახმარების ფონდისთვის ყოველწლიურად 500 მილიონ ევრო გაიღონ - Bloomberg

NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს სურს, რომ ალიანსის წევრებმა უკრაინის დახმარების ფონდისთვის ყოველწლიურად 500 მილიონ ევრო გაიღონ. ეს ფონდი უზრუნველყოფს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან მხარდაჭერას, წერს Bloomberg ამ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. თანხები მოიცავს მთელ რიგ მარაგს, დრონის საწინააღმდეგო სისტემებიდან დაწყებული, უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციით დამთავრებული. წყაროს თანახმად, სტოლტენბერგმა განმარტა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროცესი უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღის ჩანაცვლებას. ეს ასევე გულისხმობს სისტემური ცვლილებების განხორციელებას კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს 3 აპრილს განუცხადა, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან, რათა უკრაინისთვის განკუთვნილი მრავალწლიანი პროგრამის მიზნობრიობა განსაზღვრონ.    

სტოლტენბერგს სურს, რომ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინის დახმარების ფონდისთვის ყოველწლიურად €500 მილიონი გაიღონ - Bloomberg

NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს სურს, რომ ალიანსის წევრებმა უკრაინის დახმარების ფონდისთვის ყოველწლიურად 500 მილიონ ევრო გაიღონ. ეს ფონდი უზრუნველყოფს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან მხარდაჭერას, წერს Bloomberg ამ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. თანხები მოიცავს მთელ რიგ მარაგს, დრონის საწინააღმდეგო სისტემებიდან დაწყებული, უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციით დამთავრებული. წყაროს თანახმად, სტოლტენბერგმა განმარტა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროცესი უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღის ჩანაცვლებას. ეს ასევე გულისხმობს სისტემური ცვლილებების განხორციელებას კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს 3 აპრილს განუცხადა, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან, რათა უკრაინისთვის განკუთვნილი მრავალწლიანი პროგრამის მიზნობრიობა განსაზღვრონ.    

უკრაინა: გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტების 69 შეტევა მოვიგერიეთ

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 69 შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე. უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების კოორდინირებული მოქმედებებისა და თითოეული ჯარისკაცის გმირობის წყალობით, ბოლო დღის განმავლობაში ოკუპანტების 69 თავდასხმა იქნა მოგერიებული. ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას დასახლებებისთვის სასტიკი ბრძოლა გრძელდება“, - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

უკრაინა: ოკუპანტებმა ირანული წარმოების, კამიკაძე დრონებით თავდასხმა განახორციელეს

უკრაინული მედიის ცნობით, გვიან ღამით რუსეთმა უკრაინის სამხრეთზე ირანული წარმოების კამიკაძე დრონებით თავდასხმა განახორციელა. უკრაინა: გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტების 69 შეტევა მოვიგერიეთ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტების მიერ გაშვებული 17 დრონიდან უკრაინის ძალებმა 14 გაანადგურეს. "აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში. ოდესის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა ერთ-ერთ საწარმოზე, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ჰააგის მახლობლად, სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, სულ მცირე, 1 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა

ჰააგის მახლობლად სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, სულ მცირე, 1 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. სააგენტო Reuters-ი ნიდერლანდის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ სამგზავრო მატარებელი სამშენებლო ტექნიკას შეეჯახა და რელსებიდან გადავარდა.  მატარებელი, რომელშიც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ლეიდენიდან ჰააგაში მიემგზავრებოდა. როგორ აღმოჩნდა ტექნიკა ლიანდაგზე, ჯერჯერობით გაურკვეველია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

აშშ: სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერია მოკლული

აშშ-ის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერია მოკლული. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. „შესუსტების მიუხედავად, დაჯგუფებას კვლავ შეუძლია ოპერაციების ჩატარება რეგიონის ფარგლებში და გააჩნია სურვილი, განახორციელოს დარტყმა ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ“, – ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. ამასთან, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, მოკლული ხალიდ აიდ აჰმად ალ-ჯაბური პასუხისმგებელი იყო ევროპაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე. ხალიდ აიდ აჰმად ალ-ჯაბურმა განავითარა დაჯგუფების ხელმძღვანელობის სტრუქტურა. ამერიკული მხარის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან.  

2023 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, შესაძლოა, 4.5% იყოს - აზიის განვითარების ბანკი

საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2023 წელს, რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლისა და ფინანსების შემცირებული შემოდინების გამო, შესაძლოა, შენელდეს, ხოლო 2024 წელს მცირედი აღმასვლაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშშია ნათქვამი.  ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს. “გასულ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, საქართველომ უფრო მდგრადი განვითარების გზები უნდა ეძებოს. პოზიციის გასამყარებლად ტურიზმსა და მომსახურების სფეროში და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში პროგრესის შესანარჩუნებლად, საქართველოსთვის მომგებიანი იქნებოდა განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდა, ინოვაციების ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის განხორციელების დაჩქარება,“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში კამელ ბუმადმა. 2022 წელს დაფიქსირებული 12%-იანი ინფლაციის 2023 წელს 6%-მდე განახევრება, ხოლო მომდევნო წელს 4%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი, რითაც ინფლაცია საქართველოს ეროვნული ბანკის 3%-იან მიზანს მიუახლოვდება. აღნიშნულის მიზეზი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, შედარებით სუსტი საშინაო მოთხოვნა და გაუმჯობესებული მიწოდების ჯაჭვებია. 2023 წელს ინვესტიციების გაზრდა 5.5%-ით და 2024 წელს 3.5%-ით არის მოსალოდნელი. ბიუჯეტის დეფიციტი კი 2023 წელს მშპ-ს 2.7%-ის და 2024 წელს 2.5%-ის ექვივალენტით შემცირდება. აზიის განვითარების პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სავაჭრო დეფიციტის გაღრმავების ფონზე 2023 წელს მშპ-ს 5%-ით, ხოლო 2024 წელს მშპ-ს 6%-ით გაიზრდება. ექსპორტის ზრდის 10.7%-მდე შენელებაა მოსალოდნელი, რაც 2024 წელს 11.2%-ს მიაღწევს. ფულადი გადარიცხვები წელიწადში 2.5 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდება, რადგან მცირდება მიგრანტების შემოდინება, რაც სავარაუდოდ სავალუტო კურსის წნეხს გამოიწვევს. კლიმატის ცვლილების გლობალური სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველომ ემისიების შესამცირებლად რეციკლაციისა და ნარჩენების გაუმჯობესებული მართვის კუთხით სამუშაოები გასწია; გააძლიერა ტყის მართვა სუფთა ეკოსისტემის ხელშესაწყობად და ბიძგი მისცა მწვანე ტურიზმის განვითარებას. ქვეყანას ასევე შეუძლია სარგებელი მიიღოს დეკარბონიზაციისგან - გლობალურ ბაზრებზე ემისიებით ვაჭრობით, რათა ენერგეტიკის ეფექტიანი მოხმარება წაახალისოს და დაბალი ემისიის მქონე კომპანიების შემოსავალი გაზარდოს. მდგრადი ეკო და აგროტურიზმისთვის ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად, აზიის განვითარების პროგნოზი საქართველოს მოუწოდებს, გარემოსდაცვითი პოლიტიკა კიდევ უფრო გააძლიეროს. საგადასახადო წახალისება ხელს შეუწყობს მწვანე ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობაში კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვით, ხოლო შესაბამისი პოლიტიკა ტრანსპორტის უფრო სუფთა ალტერნატივებზე გადასვლის მოტივაციას შექმნის. აღნიშნულში კერძო სექტორის ჩართულობაც დაეხმარება ქვეყანაში მწვანე და უფრო მდგრადი კერძო სექტორის განვითარებას. ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში ADB-ის განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.  

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „1989 წელს დაბადებული ზ.ბ. (მეტსახელად „ზაკუნა“) დაკავებულია „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, ხოლო 1981 წელს დაბადებული ლ.ბ. (მეტსახელად „ჩაქუჩიჩი“) და 1995 წელს დაბადებული დ.გ. სამართალდამცველებმა "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააკავეს. რაც შეეხება 1979 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ დ.თ.-ს (მეტსახელად „ტაისონა“), მას „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დაადგინა, რომ დ.თ.-ს და ზ. ბ.-ს შორის ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის ნიადაგზე წარმოიშვა დავა, რის გამოც დ. თ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზ. ბ.-ს. მან „კანონიერ ქურდს“ - მიხეილ ჩაფიჩაძეს (მეტსახელად „მაჩვიჩი“) მიმართა, რომლის გადაწყვეტილებით, ზ. ბ.-მ, ლ. ბ.-მ, დ. გ.-მ და მათმა თანმხლებმა პირებმა დ. თ.-ს საპასუხოდ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მოდავე მხარეებს შორის არსებული კონფლიქტის „ქურდული კანონების“ თანახმად მოგვარების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფმა „კანონიერმა ქურდმა“ - ჯეირან კინწურაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში მოაწყო "ქურდული გარჩევა" და მხარეების შერიგების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ „ქურდულ სამყაროსთან“კავშირის ბრალდებით დაკავებული და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტზე ბრალწარდგენილი პირები აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაში, პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების „ქურდული წესებით“ გადაწყვეტისთვის უკავშირდებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, აგრეთვე, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ და მათგან მითითებებს იღებდნენ. პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.