ძებნის რეზულტატი:
იმედი მაქვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, მაგრამ ეს მოითხოვს ეროვნულ თანხმობას - ჰერჩინსკი
მიმდინარეობს მუშაობა 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე - იმედი მაქვს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ევროკომისია მზადაა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს - მედია მისი თქმით, გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. “მიმდინარეობს მუშაობა 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე. პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჩვენ პროგრესს მიმდინარე წლის ბოლოს შევაფასებთ და 27 წევრი სახელმწიფო შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს. იმედი მაქვს, ეს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოხდება, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. გადასადგმელი იქნება კიდევ ბევრი ნაბიჯი. ჩვენ, ევროკავშირის დელეგაცია აქ იმ მიზნით ვიმყოფებით, რომ მეგზურობა გავუწიოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ეს საქართველოს უამრავ სარგებელს მოუტანს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს სტაბილურობას, ნიშნავს მშვიდობას, ნიშნავს კეთილდღეობას, ნიშნავს ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას. ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, მაგრამ ეს მოითხოვს ეროვნულ თანხმობას, ეს მოითხოვს ყველა ეროვნული ძალის ერთობლივად მუშაობას კომპრომისის სულისკვეთებით, ინკლუზიურობის სულისკვეთებით, კონსტრუქციულობის სულისკვეთებით. ასე რომ, მუშაობა მიმდინარეობს და ვნახავთ. გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე“, - აღნიშნა ელჩმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
Washington Post: სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ რუსეთი ოკუპირებული ყირიმის თავდაცვას აძლიერებს
ოკუპირებული ყირიმის ახალი სატელიტური გამოსახულება გავრცელდა. Maxar Technologies-ის ტექნოლოგიის მიერ მიღებული სურათის თანახმად, რუსეთმა ააშენა ათობით თავდაცვითი ნაგებობა, რომელიც რამდენიმე მილს მოიცავს, იტყობინება Washington Post და აღნიშნავს, რომ ეს სტრუქტურები ოკუპირებული ყირიმის დაკარგვის შესახებ რუსეთის შიშს ადასტურებს. თხრილების გათხრა ოკუპირებული ყირიმის მასშტაბით დაიწყეს, თუმცა როგორც ჩანს, კონცეტრირდებიან სანაპირო ზონების გასწვრივ, რამაც შესაძლოა, პოტენციური გამოწვევას შეუქმნას უკრაინის მცდელობებს. სიმაგრეები აშენდა უკრაინული ძალების მიერ მოსალოდნელი საგაზაფხულო შეტევის წინ. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე პირობა დადო, რომ ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება.რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
2024 წლიდან, საქართველოში გაცემული ყველა სამშენებელო ნებართვა სავალდებულოდ გამწვანების პროექტს უნდა მოიცავდეს - ბითაძე
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე აცხადებს, რომ 2024 წლიდან საქართველოში გაცემული ყველა სამშენებელო ნებართვა სავალდებულოდ გამწვანების პროექტს უნდა მოიცავდეს. "დღეს საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლითაც განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, აგრეთვე, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში გამწვანების პროექტის, როგორც თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე დოკუმენტის არსებობა სავალდებულო გახდება. ცვლილებები მიზნად ისახავს მშენებლობის პროცესში გამწვანების კომპონენტის სავალდებულო წესით ინტეგრირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. კანონპროექტი ხელს შეუწყობს ახალი მწვანე სივრცეების გაჩენას, გააუმჯობესებს გარემოსდაცვით მდგომარეობას და მოახდენს ქაოსური განაშენიანების პრევენციას. მუნიციპალიტეტები დაადგენენ იმ ხე-მცენარეთა ჩამონათვალს, რომლებიც ადეკვატურია ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში. თითოეულ მუნიციპალიტეტს დავეხმარებით, კანონის ძალაში შესვლამდე ერთი წელი გამოყენებული იყოს, რომ მუნიციპალიტეტები მზად იყვნენ, შეათანხმონ დენდროლოგიური პროექტი, ე.წ. გამწვანება და დამტკიცდეს ხე-მცენარეთა სტანდარტები. თბილისის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აღნიშნული პროექტი სარგებლიანი იყო არა მხოლოდ ქალაქისთვის, არამედ დეველოპერებისთვისაც“, – განაცხადა ბითაძემ.
ევროკავშირის ელჩი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე: ეს არის გამოწვევა, მაგრამ შესრულებადი
„ბუნებით ოპტიმისტი ვარ, ასე რომ, იმედი მაქვს, საქართველო წინ წავა და მას წლის ბოლოს მიანიჭებენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, რომელმაც უპასუხა შეკითხვას „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით. „მე, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ჩემს გუნდთან ერთად, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ, ვურჩიოთ, ჩამოვიყვანოთ ექსპერტები იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს მიღწიოს კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს, მაგრამ ეს დამოკიდებულია პროგრესზე, რომელიც მიღწეული იქნება ყველა პოლიტიკური ძალის მიერ და 27-ვე წევრი სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების დონეზე, რომლებიც მიმდინარე წლის დეკემბერში გამართავენ შეხვედრას და გადაწყვეტენ ერთხმად. რას ნიშნავს ერთხმად გადაწყვეტა - ეს ნიშნავს, რომ ყველა უნდა დაეთანხმოს. ასე რომ, ეს არის გამოწვევა, მაგრამ შესრულებადი და ჯერ კიდევ არის დრო იმის დასამტკიცებლად, რომ მიღწეულია საკმარისი პროგრესი 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ელჩმა IPN-ის ცნობით. იმედი მაქვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, მაგრამ ეს მოითხოვს ეროვნულ თანხმობას - ჰერჩინსკი „გაფართოების შესაბამისი ანგარიში მოსალოდნელია ოქტომბერში. ასე რომ, დარჩენილია ექვსი თვე, მაგრამ სამუშაო ვერსია ახლა არის – რეკომენდაცია გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინასა და მოლდოვასთან და კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის“,- წერდა რიკარდ იოზვიაკი 3 აპრილს. ევროკომისია მზადაა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს - მედია ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
ელჩი ჰერჩინსკი: ვიოლა ფონ კრამონს თავისუფლად შეუძლია, ჩამოვიდეს საქართველოში - თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ სად მივიდეს
ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი არის ევროპარლამენტის ინდივიდუალური წევრი. მას თავისუფლად შეუძლია, ჩამოვიდეს აქ, საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკას, მარტში გამართული აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მისვლასთან დაკავშირებით. „ის თავად იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ სად მიდის, რომელ ადგილებში. ასე რომ, კომენტარის სახით სათქმელი არაფერი მაქვს“, - განაცხადა ელჩმა მედიასთან IPN-ის ცნობით.
აზერბაიჯანი საჰაერო წვრთნებს ატარებს
მიმდინარე წლის სასწავლო გეგმის მიხედვით, აზერბაიჯანის საჰაერო ძალების თვითმფრინავები სასწავლო ფრენებს აგრძელებენ, იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მისივე თანახმად, საჰაერო ეკიპაჟებმა, რომლებიც ახორციელებდნენ ღამის ფრენებს ბაზის აეროდრომებიდან, ტერიტორიის შეფასების, ფრენის მარშრუტების შესწავლისა და სხვა ეპიზოდების შესახებ სხვადასხვა დავალება შეასრულეს. „საფრენოსნო ეკიპაჟების საბრძოლო მზადყოფნის შემდგომი ამაღლების მიზნით, ამოცანები წარმატებით შესრულდა “, - იტყობინება აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება.
საია ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე: შესაძლოა, იკვეთებოდეს ბრალდებულის უფლებების დარღვევის შემთხვევები
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შესაძლოა, ირღვეოდეს 7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის უფლებები. ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სახალხო დამცველს, იმოქმედონ თავიანთი მანდატის ფარგლებში. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2023 წლის 29 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დააკავეს ლაზარე გრიგორიადისი. 30 მარტს პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე მას ბრალი წარუდგინა. 31 მარტს სასამართლომ ლაზარეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ისე, რომ ბრალდებულის და მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სხდომაზე არც კი განუმარტავს პატიმრობის გამოყენების საფუძვლები. მაღალი თანამდებობის პირების მიერ გავრცელებულმა განცხადებებმა შესაძლოა ლაზარე გრიგორიადისის სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარყოფითად იმოქმედოს. ეს, რიგ შემთხვევაში, ამავდროულად, არღვევს ლაზარე გრიგორიადისის უდანაშაულობის პრეზუმფციას. ლაზარე გრიგორიადისის დაკავებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა. მისი განცხადება იყო, არა მხოლოდ, ჰომოფობიური კონტექსტის მატარებელი, არამედ, მიზნად ისახავდა ლაზარე გრიგორიადისის შესახებ ფართო საზოგადოებაში ნეგატიური განწყობების ფორმირებას. პრობლემურია, მანამდე, 12 მარტს, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, მიერ 7-8 მარტის აქციის მონაწილეებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც. დამატებით, 2023 წლის 3 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილმა ლაზარე გრიგორიადისი გადაჭრით დაადანაშაულა. მიუხედავად იმისა, რომ მას პირდაპირ არ დაუსახელებია მისი სახელი და გვარი, ი. ღარიბაშვილის ნათქვამი წინადადება ატარებდა საზოგადოებისთვის შეცნობად კონტექსტს, რომ საუბარია ლაზარე გრიგორიაიდისზე, რითაც დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია. ამასთან, წინა დღით, 2023 წლის 2 აპრილს ტელეკომპანია იმედის გადაცემა „იმედის კვირაში“ წამყვანმა ლაზარე გრიგორიადისი მოიხსენია ნასამართლევად, გადაცემაში აგრეთვე გავრცელდა ლაზარეს მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალები, იმგვარად, რომ საზოგადოებაში გამოეწვია ლაზარე გრიგორიადისის პიროვნების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება. ხაზგასასმელია, რომ 2023 წლის 31 მარტს ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოში პირველი წარდგენის საჯარო სხდომაზე, მოსამართლემ დაადასტურა, რომ ლაზარე არ არის ნასამართლევი. შედეგად, პოლიტიკოსებისა მიერ გავრცელებული განცხადებებით, ინდივიდუალური თუ მათი კუმულაციური ეფექტით, არაერთხელ დაირღვა ლაზარე გრიგორიადისის უდანაშაულობის პრეზუმფცია, აგრეთვე, გავრცელდა მისი ნასამართლეობის შესახებ ცრუ ინფორმაცია. თვითინკრიმინაციის პრივილეგიის შესაძლო დარღვევა2023 წლის 3 აპრილს მასმედიის საშუალებით ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ლაზარე გრიგორიადისის გამოკითხვის დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მის იძულებას, გამოძიებისთვის მიეწოდებინა საკუთარი თავის მამხილებელი ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლება აბსოლუტური უფლებაა და მის საწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენს პირისთვის ჩვენების ჩამორთმევის მიზნით ნებისმიერი სახის იძულება. მნიშვნელობა არ აქვს პირი ასეთ დროს თავის გამამართლებელ თუ გამამტყუნებელ ჩვენებას მისცემს საგამოძიებო ორგანოებს. ამასთან, რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, ასეთი იძულება არასათანადო მოპყრობასაც გაუტოლდეს. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში შესახლების დროს ლაზარე გრიგორიადისს ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს თმა. ხსენებულს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური, რომლის განცხადებაშიც ნათქვამია, რომ ლაზარემ ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით ([...] 2. ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპის კვირაში ორჯერ მიღების შესაძლებლობით, აგრეთვე საპარიკმახერო მომსახურებით არანაკლებ თვეში ერთხელ. პენიტენციურ დაწესებულებას უფლება აქვს, მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენის დაცვის აუცილებლობა). ვინაიდან არსებობს დაცვის მხარისა და პენიტენციური დაწესებულების შეფასებებს შორის რადიკალური სხვაობა, მნიშვნელოვანია ამ ფაქტის ობიექტური შესწავლა, მათ შორის, იმ კონტექსტში, ხომ არ მოხდა პატიმარზე ირიბი ზეწოლა. ამასთან კავშირში, ასევე, აღვნიშნავთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე იანკოვი ბალგარეთის წინააღმდეგ (Yankov v. Bulgaria, 2003, 39084/97) განმარტა, რომ პირი, რომელსაც ციხეში იძულებით გადაპარსავენ თავს, განიცდის დამცირებას, ამგვარი მოპყრობა შეურაცხყოფს მის ღირსებას. თავის იძულებით გადაპარსვა ადამიანს აგრძნობინებს, რომ არასრულფასოვანია. გარდა ამისა, ადამიანს, ვისაც თავს გადაპარსავენ, უწევს გარკვეული პერიოდი ატაროს ნიშანი, რომ ის დაექვემდებარა ამგვარ დამამცირებელ მოპყრობას. ეს ნიშანი (გადაპარსული თავი) ადვილად შესამჩნევია ყველასთვის და ამიტომ ადამიანი მუდმივად განიცდის სულიერ ტკივილს. მიგვაჩნია, რომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ განვითარებული მოვლენები, მის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას მნიშვნელოვნად შეზღუდავს, ამასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ: - ხელისუფლების წარმომადგენლებს - თავი შეიკავონ დისკრიმინაციული განცხადებებისგან და ლაზარე გრიგორიადისის ბრალდების საქმეზე არ გასცდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციის ფარგლებს. - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს - ეროვნული კანონმდებლობისა და სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებთან სრული შესაბამისობით დაიცვას პატიმრის უფლებები. - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება. - საქართველოს სახალხო დამცველს- როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელს, იმოქმედოს მისი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებით და, მათ შორის, განახორციელოს ხშირი მონიტორინგი პატიმარ ლაზარე გრიგორიადისის უფლებრივ მდგომარეობაზე“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულის ადვოკატმა გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ახალგაზრდის მონახულების შემდეგ მედიას განუცხადა, რომ დაკავების დროს მისი უფლებები დაირღვა. „ვესაუბრეთ ლაზარეს და მან თავიდან ბოლომდე ყველაფერი მოგვიყვა. მისი სურვილია, რომ გავაჟღერო ყოველივე. ადვოკატის ნაწილში ცალსახად მისი უფლებები დაირღვა. მან განმარტა, რომ იგი ითხოვდა ადვოკატს, მას კი ადვოკატი არ მიუყვანეს. დაკავებისას მიაწოდეს მისი ტელეფონი და უთხრეს, რომ დაერეკა ადვოკატისთვის. მან, როცა მისი ტელეფონის კოდი აკრიფა, ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯეს და ადვოკატთან არ დაარეკინეს. მისი თქმით, სავარაუდოდ, მასთან ვინმე დეპარტამენტის უფროსი შევიდა, რომლის სახელი და გვარი არ იცის, უფროსს ჰგავდაო. ის შევიდა მასთან და უთხრა, რომ ადვოკატს არ მოგიყვანთო. ამავე დროს, თუ ის ჩვენებას არ მისცემდა, ეს რა თქმა უნდა, უნდა ყოფილიყო აღიარებითი ჩვენება, ამ შემთხვევაში მის მეგობარს, გიორგი ჯარიაშვილს დააკავებდნენ. თქვა, რომ ამ ეტაპზე ისევ დუმილის უფლებას გამოვიყენებო. აქციაში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, არ უარყოფს. პირველივე სასამართლოზე მივცემ ჩვენებას, რა იყო რეალურადო“, - განაცხადა ბითაძემ. ადვოკატის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისს ციხეში მისი სურვილის საწინააღმდეგოდ თმა გადაპარსეს. „ციხის, პენიტენციურის პირობებში არის ნორმალურ პირობებში, როგორც თვითონ განმარტა. უბრალოდ, ერთადერთი შენიშვნა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მე არ მინდოდაო თმის გადაპარსვაო და თმა გადამპარსესო“, - აღნიშნა ადვოკატმა ბითაძემ მედიასთან. მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 31 მარტს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას დარბაზში, ბრალდებულის მომხრეების მხრიდან მოჰყვა ხმაური და შეძახილები - „რუსებო", „მონებო". ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას მისი ადვოკატები გაასაჩივრებენ. „ამ ეტაპზე საქმის მასალებს დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ რაც შეეხება ამოცნობასთან და იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას, როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდებულს ნიღაბი ეკეთა და იდენტიფიცირება როგორ მოხდა და ა.შ, ამასთან დაკავშირებით, ყველა მტკიცებულებას დეტალურად გავეცნობი და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ, რა იყო და როგორ იყო“, - განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ. „ამჯერად, მე მინდა, დუმილის უფლება გამოვიყენო, გავიარო ადვოკატებთან და თავიდან მივცე ჩვენება", - განაცხადა ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა და აღნშნა, რომ გამოძიებისთვის ხელახლა სურს ჩვენების მიცემა. ბითაძე აქვე განმარტავს, თუ რატომ შეცვალა ბრალდებულმა პოზიცია და რატომ განაცხადა, რომ დუმილის უფლებას იყენებს. „თვითონ განმარტა, რომ ამ ეტაპზე დუმილის უფლება გამოიყენოს. იმ მომენტში, როდესაც ჩვენებას ვაძლევდი ვიყავი ძალიან არჩეულიო, ამიტომ კონსულტაციას გავივლი თქვენთან და ახლა თუ შეიძლება ჩემი პოზიცია დუმილის უფლება იყოსო. რა თქმა უნდა, ჩვენ განვუმარტეთ, რომ შეიძლებოდა დუმილის უფლება გამოეყენებინა, ეს მისი უფლებაა“. პროკურატურა გრიგორიადისის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. საქმეზე წინასასამართლო სხდომა პირველ მაისს, 17:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს. ლაზარე გრიგორიადისი ხსენებული პროტესტის მონაწილე იყო.
სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო - კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო. ქალი დეპუტატები პრეზიდენტს შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან მთავრობა მწვავედ გააკრიტიკა ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით ხელისუფლება უპირისპირდება საგარეო მიზანს - ზურაბიშვილი „რადიკალური ოპოზიცია ვერც მალავს, პირდაპირ აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აგიტაციას. ამ აგიტაციას, თქვენ ნახეთ, შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინ, როდესაც მას საქართველოს პარლამენტში მოხსენება ჰქონდა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს. ისიც ჩაერთო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში. ისინი არ მალავენ საკუთარ სურვილს. ერთადერთი ინტერესი არის, კანდიდატის სტატუსის საბაბად გამოყენება ქვეყნის ასარევად. ეს ინტერესი აქვთ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას და იგივე ინტერესი აქვთ მათ პატრონებს. მათ ვუწოდებთ ხოლმე ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“. არის გარკვეული გლობალური ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოში მოხდეს უკრაინიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვლენები ამ მიმართულებით არ განვითარდეს. ჩვენი ინტერესია, რომ არ მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, საქართველოში იყოს მშვიდობა, შესაბამისად, ყველა ნაბიჯი გადაიდგმება ამ მიზნისთვის,“ - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ავსტრალია ყველა სამთავრობო მოწყობილობაზე TikTok-ს აკრძალავს
ავსტრალია სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ს აკრძალავს იმის შიშით, რომ აპლიკაციის უსაფრთხოება დაზიანებულია და პლატფორმას ჩინეთი შესაძლოა, საგარეო ჩარევის მიზნით იყენებდეს. ამის შესახებ CNN წერს. ავსტრალია შეერთებული შტატებს, კანადას, გაერთიანებულ სამეფოსა და ახალ ზელანდიას უერთდება, რომლებმაც ასევე აკრძალეს ეს აპლიკაცია. გენერალურმა პროკურორმა მარკ დრეიფუსმა განაცხადა, რომ აკრძალვა ძალაში შევა „როგორც კი შესაძლებელი იქნება". მისი თქმით, შეღავათები დაიშვება ცალკეულ შემთხვევაში. „დაზვერვისა და უსაფრთხოების სააგენტოებისგან რჩევის მიღების შემდეგ, დღეს მე უფლება მივეცი გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის მდივანს, გამოსცეს სავალდებულო მითითება, რათა აიკრძალოს TikTok-ის აპლიკაცია თანამეგობრობის დეპარტამენტებისა და სააგენტოების მოწყობილობებზე“, - განაცხადა პროკურორმა.
რუსეთი „ვაგნერის“ ჩანაცვლებას ცდილობს - დიდი ბრიტანეთის დაზვერვა
რუსეთმა უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნილი „ვაგნერის“ დაქირავებულ ჯგუფთან მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, შესაძლოა, სხვა კერძო სამხედრო კონტრაქტორებთან ითანამშრომლოს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო 4 აპრილის დაზვერვის განახლებაში წერს. ვაგნერის დაქირავებულები აქტიურ საბრძოლო ზონებში, მაგალითად, როგორიცაა ბახმუტი რუსული ძალების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ვაგნერი მონაწილეობდა იმ რამდენიმე ოპერაციების უმეტესობაში, რომელიც რუსეთმა განახორციელა ბოლო თვეებში, როგორიცაა სოლედარის აღება დონეცკის ოლქში. უკრაინამდე რუსეთი „ვაგნერს“ ასევე იყენებდა სირიასა და აფრიკაში. ისინი ეჭვმიტანილნი არიან ომის არაერთ დანაშაულში. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის სხვა კერძო სამხედრო კონტრაქტორებთან ურთიერთობების გაღრმავების მიზანი ადგილზე მყოფ მებრძოლებზე კონტროლის გაზრდაც იქნება. საგულისხმოა, რომ პრიგოჟინმა არაერთხელ საჯაროდ გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იმის გამო, რომ არ მიაწოდა საკმარისი საბრძოლო მასალა მის სამხედროებს. ვაგნერის დაქირავებულები ასევე დიდ დანაკარგებს განიცდიან ბრძოლის ველზე. არცერთი სხვა კერძო სამხედრო კონტრაქტორი რუსეთში ამჟამად არ იმეორებს „ვაგნერის“ საბრძოლო გამოცდილებას და ვერც უტოლდება მის რაოდენობას. ამის მიუხედავად, რუსეთი სავარაუდოდ დაიწყებს უფრო მეტად დაეყრდნოს კერძო სამხედრო კონტრაქტორებს იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ კერძო სამხედრო კომპანიების გამოყენებას მომგებიანად მიიჩნევს რამდენიმე მიზეზით, მათ შორის იმის გამოც, რომ რეგულარული არმიის დანაყოფებზე უფრო ეფექტიანი არიან და ადგილობრივი საზოგადოება კერძო სამხედრო კომპანიების პირად შემადგენლობაში დიდ დანაკარგებს ნაკლებად განიცდის, ვიდრე შეიარაღებულ ძალებში.
უცხოური მედია: შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავა
შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს აქვთ კავშირი გასულ წელს სტოკჰოლმში ჩატარებულ აქციასთან, რა დროსაც ყურანი დაწვეს. როგორც „როიტერი“ წერს, სტოკჰოლმში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ შეთქმულებაში ტერორისტული დანაშაულის ჩადენის მიზნით. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. შეგახსენებთ, რომ შარშან, იანვარში სტოკჰოლმში ჩატარებული აქციის დროს ულტრამემარჯვენე აქტივისტმა, რასმუს პალუდანმა საჯაროდ დაწვა ყურანი, რასაც მუსლიმური სამყაროს პროტესტი მოჰყვა.
ლიეტუვამ რუსეთის მოქალაქეების ნაწილს უძრავი ქონების შეძენა აუკრძალა
ლიტვის პარლამენტმა სამშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომ აუკრძალოს რუსეთის მოქალაქეების ნაწილს უძრავი ქონების შეძენა ბალტიისპირეთში და ეს ხდება ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის გათვალისწინებით. Reuters-ის ცნობით, აკრძალვა, რომელიც ძალაში იქნება 2024 წლამდე, არ ვრცელდება იმ რუსებზე, რომლებსაც ქვეყანაში ბინადრობის უფლება აქვთ. პროექტის თავდაპირველი ვერსია ითვალისწინებდა სრულ აკრძალვას, როგორც რუსებისთვის, ასევე ბელორუსის მოქალაქეებისთვის. პარლამენტმა ასევე შეაჩერა ახალი ვიზების გაცემა რუსეთისა და მისი მოკავშირე ბელორუსის მოქალაქეებისთვის. ამ ორი ქვეყნის ბევრი მოქალაქე, რომლებსაც აქვთ სხვა სამგზავრო დოკუმენტები, როგორიცაა ადრე გაცემული ვიზები, დაექვემდებარება „ინდივიდუალურ გაფართოებულ შემოწმებას“ საზღვარზე, რათა დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა ისინი საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. „რუსეთის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს მათი ქვეყნის აგრესიულ სამხედრო მოქმედებებს და არ იღებენ ზომებს რეჟიმის აგრესიის შესაჩერებლად, ამიტომ ისინი იზიარებენ პასუხისმგებლობას“, - განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იურგიტა ნელიუფსიენმა პარლამენტს მარტში კანონპროექტის წარდგენისას. ასევე გადაწყდა, რომ არ დაწესებულიყო სრული აკრძალვა რუსეთის მოქალაქეებისთვის ლიეტუვის მოქალაქეობის მინიჭებაზე. ის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება მათთვის, ვინც აკმაყოფილებს ნატურალიზაციის კანონის მოთხოვნებს, ანუ, კერძოდ, ცხოვრობს ქვეყანაში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ან აქვს ლიეტუვური ფესვები.
სტრასბურგს მსჯავრდებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სრული სურათი უნდა ვაჩვენოთ - ალასანია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის ექიმების კონსილიუმს დასკვნა ექნება, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სტრასბურგში გასაგზავნ ტექსტზე ისაუბრებენ. რა განაცხადეს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრებმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მონახულების შემდეგ „საშინელი სანახავია. ძალიან გამხდარია, ჩვეულებრივი ჩონჩხივით. მე მაქვს იმედი და ველოდები, რომ კონსილიუმს დასკვნა ექნება. ამის შემდეგ, ადვოკატები, ალბათ, მოვლენ და ისაუბრებენ იმ ტექსტზე, რომელიც სტრასბურგში გაიგზავნება. მეც მიმაჩნია, რომ ეს აუცილებელია. ჩვენ სტრასბურგს მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული სურათი უნდა ვაჩვენოთ“, - აღნიშნა გიული ალასანიამ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
იენს სტოლტენბერგი: საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს, სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, ეს არის რუსეთის ქცევის ნიმუში, ამიტომ ვაძლიერებთ მზადყოფნას
„მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ არამხოლოდ ვხედავდით რუსეთის სამხედრო ძალის ზრდას ჩრდილოეთში, ფინეთის და შვედეთის მახლობლად, არამედ ვხედავთ რუსეთის და პრეზიდენტ პუტინის სურვილს, გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა. სტოლტენბერგმა უპასუხა Associated Press-ის შეკითხვას რუსეთის განცხადების შესახებ, რომ მოსკოვი ფინეთის გარშემო თავის ყოფნას გააძლიერებს. სიტყვის დასაწყისში სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ დღეს ისტორიული დღეა, რადგან ფინეთი ოფიციალურად შეუერთდება NATO-ს. შესაბამისი ღონისძიება საღამოს არის დაგეგმილი. მანამდე მოკავშირეები უკრაინისადმი მხარდაჭერის უზრუნველყოფის საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავენ. „საქართველო 2008 წელს, შემდეგ, ყირიმი 2014 წელს და სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში გასულ წელს. ეს არის რუსეთის ქცევის ნიმუში და სწორედ ამიტომ ვაძლიერებთ NATO-ს, ჩვენს მზადყოფნას, ჩვენს პოზიციებს აღმოსავლეთ ფლანგზე, სწორედ ამიტომ ახორციელებენ მეტ ინვესტიციას მოკავშირეები ახალ, თანამედროვე შესაძლებლობებში. სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ განაპირობა ფინეთის და შვედეთის გადაწყვეტილება წარედგინათ NATO-ში წევრობის განაცხადი. ეს აჩვენებს, რომ პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში შეჭრით უნდოდა ნაკლები NATO მის საზღვრებთან, რომ დაეხურა NATO-ს კარი ახალი წევრებისთვის ევროპაში, მან მიიღო სრულიად საპირისპირო. ის იღებს მეტ მზადყოფნას, მეტ ჯარისკაცს ხმელეთზე, ჰაერში NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე და იღებს მეტ წევრს, ფინეთს დღეს და მალე ასევე შვედეთს“, – განაცხადა iიენს სტოლტენბერგმა.
გსურთ, საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, აადუღოთ სიტუაცია - მდინარაძე ოპოზიციას
გსურთ, საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, აადუღოთ სიტუაცია - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას. მისი თქმით, კამპანია, რომელსაც მავნებლობის გარდა არაფერი შეიძლება დაერქვას, გრძელდება. „ამ კამპანიის შესრულების და აღსრულების პროცესს ვუყურებთ ჩვენ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. გუშინ ვთქვი და დღეს უკვე ასეთ მოკლე დროში დადასტურდა, რომ ეს ხალხი პირდაპირ მიყვება გეგმას, რომლის პირველი პუნქტიც არის მოლოდინის აწევა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის და ერთადერთი „ქართული ოცნების“ ნება და რეკომენდაციების შესრულებაა გადასაწყვეტი და დანარჩენი უკვე გამზადებულია ყველაფერი და კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მოგვცემენ და რომ არა „ქართული ოცნება“ ეს უკვე დამთავრებული ამბავი იქნებოდა. არადა ყველამ ვნახეთ, რომ უსამართლობა იყო ის საფუძველი, რის გამოც კანდიდატის სტატუსი უკვე წარსულში დღევანდელი გადასახედიდან, ვერ მიიღო არა „ქართულმა ოცნებამ“, არამედ, ჩვენმა ქვეყანამ და ეს თავად ევროკავშირმა კრიტერიუმების გამოქვეყნებით აღიარა“, - აღნიშნა მდინარაძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
მიხეილ სააკაშვილი წონის მეტი კლების შედეგად საწოლზე მიჯაჭვული გახდება - სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა
სააკაშვილს აღენიშნება სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე , მე-4 სტადია, გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია, - სახალხო დამცველის კონსილიუმი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას აქვეყნებს. სტრასბურგს მსჯავრდებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სრული სურათი უნდა ვაჩვენოთ - ალასანია დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას. „2 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტმა ჯგუფმა მორიგი ვიზიტი განახორციელა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასების მიზნით. სახალხო დამცველის მანდატის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტების მიზანი, შექმნის დღიდანვე, არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა/არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში. 2 აპრილს ექიმებმა გასინჯეს პაციენტი. არასამუშაო დღეს განხორციელებული ვიზიტის გამო, სამწუხაროდ, მკურნალ ექიმთან გასაუბრება, ან ადგილზე სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა ვერ მოხერხდა. ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: თენგიზ წულაძემ (ნევროლოგი), გიორგი კაჭარავამ (კარდიოლოგი), გიორგი გრიგოლიამ (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი) და აიდა გოზალოვამ (ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი).ვიზიტის შემდგომ გამართულ ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე ნინო ზავრაშვილმა (ენდოკრინოლოგი), გიორგი პაპიაშვილმა (კარდიოლოგ/არითმიოლოგი) და გრიგოლი ხურციძემ (თერაპევტი, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა). ექიმ-ექსპერტების დასკვნა: პაციენტის მდგომარეობა: დამძიმება 19 თებერვლის (პაციენტთან წინა ვიზიტის) შემდეგ. ობიექტური გამოკვლევით: გამოხატულია მძიმე სარკოპენია. პაციენტმა დაიკლო კიდევ 4 კილოგრამი კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე. გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო. წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 120/90-იდან 78/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა. აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია. შთაბეჭდილება: 1. სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე, მე-4 სტადია. ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით. პროგნოზი და რისკები: 1. პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში. წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას. მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები. კვლავ ვლინდება პერიფერული და აუტონომიური ნეიროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას. ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანებისა/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ ) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით. სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები: გიორგი გრიგოლია, გრიგოლი ხურციძე, გიორგი კაჭარავა, გიორგი პაპიაშვილი, თენგიზ წულაძე, ნინო ზავრაშვილი“, - აღნიშნულია დასკვნაში. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
NATO არ არის დაინტერესებული უკრაინაში კონფლიქტის გაყინვით - სტოლტენბერგი
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია NATO არ არის დაინტერესებული უკრაინის ბრძოლის ველზე სიტუაციის „გაყინვით“. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. კითხვას, რამდენად სავარაუდოა, რომ კონფლიქტი გაიყინოს, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ სიფრთხილით მოეკიდებოდა მსგავსი სცენარის ალბათობას. ის თვლის, რომ მოკავშირეების პასუხისმგებლობაა, დარწმუნდნენ, რომ ეს არ მოხდება, მაქსიმალურად გაზარდონ იმის ალბათობა, რომ საქმე იქამდე არ მივიდეს. სტოლტენბერგის თქმით, ახლა მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ეს ომი გადაიზარდა ლოგისტიკის ბრძოლა, საბრძოლო მასალის, იარაღისა და მარაგის ფრონტის ხაზზე მიტანისთვის ბრძოლად. მისივე თქმით, მოკავშირეები ბევრს მუშაობენ წარმოების გასაზრდელად, რათა უზრუნველყონ, რომ გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია მომავალში. NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ტრაგედია იქნება, თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს, მაგრამ ეს ასევე საშიშია მოკავშირეებისთვის. სტოლტენბერგმა მოუწოდა ყველა მოკავშირეს, მხარი დაუჭირონ უკრაინას, რადგან „ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებში შედის იმის დემონსტრირება, რომ პრეზიდენტი პუტინი ვერ იმარჯვებს უკრაინაში“.
სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბარი სპეკულაციებია - თალაკვაძე
სახალხო დამცველის ფარგლებში შექმნილი კონსილიუმი მოქმედებს საჯარო მანდატით. მათ ღიად აქვთ გაცხადებული, რომ მათი საქმიანობის მიზანია პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგი და მისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მიხეილ სააკაშვილი წონის მეტი კლების შედეგად საწოლზე მიჯაჭვული გახდება - სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა „გვაინტერესებს, თუნდაც ბოლო ვიზიტის შემდეგ კონსილიუმმა რა დანიშნულება მისცა პაციენტს და ის ასრულებს თუ არა დანიშნულებას? შეიძლება, გვიპასუხონ, რომ დაცულია პაციენტის ჯანმრთელობის ინფორმაცია და მიხეილ სააკაშვილის ოჯახსა და მის გარემოცვას მოვუწოდებთ, ამ კითხვებს მაინც უპასუხოს კონსილიუმმა. სხვა მხრივ, როცა სააკაშვილი კვებაზე თავად უარს ამბობს, მის ჯანმრთელობაზე საუბარი სპეკულაციებია. ხელისუფლებას პაციენტი საუკეთესო კლინიკაში ჰყავს განთავსებული და პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, სრულყოფილად არ იკვებება“, – განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გივი დავითაშვილი უხელმძღვანელებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე გივი დავითაშვილი დაინიშნა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, იგი ამ პოზიციაზე სამინისტროს მიერ, კონკურსის შედეგების საფუძველზე შეირჩა. გივი დავითაშვილი 2022 წლის 11 ოქტომბრიდან ამ დრომდე, ასრულებდა სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობას, ხოლო 2019 წლის პირველი მარტიდან, იკავებდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას. სააგენტოში მუშაობის დაწყებამდე, გივი დავითაშვილს აქვს კერძო სექტორში, მათ შორის, საავიაციო ბიზნესში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება. გივი დავითაშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
ფინეთი NATO-ს 31-ე წევრია
დღედაინ, 4 აპრილიდან, ფინეთი ოფიციალურად NATO-ს 31 წევრია. ალიანსი გაფართოვდა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე. 4 აპრილს NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცახდა, რომ რუსეთის შეჭრის პიდაპირი შედეგია ფინეთის გაწევრიანება, პუტინს სურდა რა ნაკლები NATO, საპირისპირო მიიღო. NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება „ფინეთს უფრო უსაფრთხოს და NATO-ს უფრო ძლიერს გახდის“. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში ოფიციალური დოკუმენტი გადასცა და გაწევრიანების ოფიციალური პროცესი დაასრულა. „ეს კარგი დღეა ფინეთის უსაფრთხოებისთვის, და კარგი დღღეა მთლიანად NATO-სთვის“, - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. „ძნელი წარმოსადგენია NATO დაარსების წლისთავის აღსანიშნავად უკეთესი დღე, ვიდრე ალიანსში ახალი წევრის მიღებაა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, თურქეთი 31 მარტს გახდა NATO-ს წევრი ბოლო ქვეყანა, რომელმაც ფინეთის NATO-ს ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. კანონმდებლებმა ხუთშაბათს ერთხმად დაუჭირეს მხარი სკანდინავიური ქვეყნის გაწევრიანებას. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი ერთად, გასული წლის მაისში შეიტანეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ორივე ქვეყანამ გადაწყვიტა, უარი თქვას ნეიტრალურ სტატუსზე და შეუერთდეს სამხედრო ალიანსს. მალევე თურქეთის ხელისუფლებამ წამოაყენა პირობების სია, რომლის გათვალისწინების შემდეგაც დათანხმდებოდნენ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლას. საბოლოოდ, ანკარას შვედეთის მიმართ დარჩა კვლავ პრეტენზიები „ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე“, რის მოგვარებასაც NATO-ს გენერალური მდივანი მალე იმედოვნებს. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ალიანსს შვედეთიც მალე შეუერთდება.