ძებნის რეზულტატი:

მოსამართლეების დასანქცირება, უხეში ნაბიჯი იყო ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის აშშ-ის მხრიდან მოსამართლეების დასანქცირება უხეში ნაბიჯი იყო. „ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო მოსამართლეების დასანქცირება, ეს იყო უხეში ნაბიჯი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეთა დასანქცირება, აქედან გამომდინარე ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს - ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ პრინციპული პოზიციის დაფიქსირება გვჭირდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში“. დღესვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, რომელიც 10 აპრილს შეხვდა პრემიერ-მინისტრს, განაცხადა, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ირაკლი ღარიბაშვილი: გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებზე, მოსამართლეებისგან შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე ცნობისთვის, აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე გადაწყვეტილებას ამერიკულ სასამართლოში გაასაჩივრებს.  

სემეკმა გაზგამანაწილებელი კომპანიები დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 8 მცირე გაზგამანაწილებელი კომპანია, რეგულაციებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. "75 000 ლარით დაჯარიმდა შპს „მამედი“ - კომპანია მარნეულის რაიონის მომხმარებელს ბუნებრივ გაზს აწვდიდა თვითნებურად დადგენილი ტარიფით, რაც აღემატებოდა სემეკის მიერ დადგენილ სამომხმარებლო ზღვრულ ტარიფს. იქიდან გამომდინარე, რომ შპს „მამედის“ ქმედება, შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმე შესასწავლად გადაეგზავნა სამართალდამცავ უწყებებს. კომისიის მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „აკრიანი 2006“, შპს „დიდი დიღომი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 000 – 10 000 ლარით დაჯარიმდნენ. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმარებლისთვის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შეუსაბამო ქვითრის მიწოდება, ქვითარში სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებისგან განსხვავებული ტარიფების მითითება და კომისიისთვის არაზუსტი ანგარიშგების ფორმების წარდგენა. 5 000 – 5 000 ლარით დაჯარიმდნენ შპს „დი-ვი-ესი“, შპს „ენერგია +“. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენდა მომხმარებლისთვის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შეუსაბამო ქვითრის წარდგენა. ასევე 5000-5000 ლარით დაჯარიმდნენ შპს „ვარკეთილაირი“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „ეს ჯი გაზ კომპანი“. დაჯარიმება განპირობებული იყო მომხმარებლისთვის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შეუსაბამო ქვითრის წარდგენით, ქვითარში სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებისგან განსხვავებული ტარიფების მითითებით და კომისიაში არაზუსტი ანგარიშგების ფორმების წარმოდგენით. სხვადასხვა რეგულაციების მოთხოვნათა დარღვევისთვის გაფრთხილება მიეცა შპს „გამა“-ს, შპს „გასკო +“-ს, “ შპს „გოგოჭური და კომპანიას“, შპს „ენერგოკავშირს“, შპს „ყამარი მ“-ს, შპს „საჩხერეგაზს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ბრიტანეთმა კარა-მურზას დაპატიმრებასთან დაკავშირებულ 5 პირს სანქციები დაუწესა

კრემლის კრიტიკოსის, ოპოზიციონერ ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრებასთან დაკავშირებულ 5 პირს გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა. მათ შორის არიან მოსამართლე ელენა ლენსკაია, გამომძიებლები დენის კოლესნიკოვი და ანდრი ზადაჩინი, ასევე, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტები, ალექსანდრ სამოფალი და კონსტანტინე კუდრიავცევი. „რუსეთი არაფრად აგდებს ადამიანის ძირითად უფლებებს. დღეს ვლადიმერ კარა-მურზას საქმესთან დაკავშირებული ხუთი პირი სანქცირებულია, რაც მკაფიო მესიჯს აგზავნის, რომ გაერთიანებული სამეფო მისი ერთ-ერთი მოქალაქის მიმართ ასეთ მოპყრობას არ აიტანს გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს ბატონ კარა-მურზასა და მისი ოჯახს მხარდაჭერას. მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ვლადიმერ კარა-მურზა“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ. რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. Amnesty International-მა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ვოლკერ ტურკმა კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენი დაგმეს. „სამოქალაქო საზოგადოების სისტემატური რეპრესიების შემზარავი მაგალითი, რაც სტალინის ეპოქის რეპრესიებს მოგვაგონებს", - Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება რუსეთ-ბრიტანეთის მოქალაქის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გმობს. აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ლინ ტრეისიმ დაგმო კრემლის კრიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრება და განაცხადა, რომ რუსეთში კრიტიკის კრიმინალიზაცია „სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის“. ლატვია სანქციებს უწესებს რუსეთის 10 მოქალაქეს, რომლებიც ვლადიმერ კარა-მურზასთვის განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდნენ.

მედია: ისრაელი კიევში მოწინავე სარაკეტო განგაშის სისტემას გამოცდის

ისრაელი მაისში, კიევში უფრო მოწინავე სარაკეტო განგაშის სისტემის გამოცდას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინული მედია ისრაელის მედია გამოცემა Walla-ზე დაყრდნობით იტყობინება. უკრაინისა და ისრაელის დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირების თქმით, რომლებსაც Walla ციტირებს, სისტემა სპეციალურად უკრაინისთვის შეიქმნა. 2023 წლის თებერვლის დასაწყისში, თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისრაელი დაჰპირდა უკრაინას სარაკეტო და უპილოტო გამაფრთხილებელი სისტემის მიწოდებას.  

კანადა უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის

კანადის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კანადამ უკრაინისთვის $28.9 მილიონის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა რამშტაინის ფორმატში გამართულ მორიგ შეხვედრაზე ისაუბრა. ახალი პაკეტი 40 სნაიპერულ შაშხანას და 16 რადიოსადგურს მოიცავს. კანადის თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ Leopard 2-ის ტიპის რვა საბრძოლო ტანკი, რომლებიც კანადამ უკრაინას გადასცა, უკვე პოლონეთშია. კანადური Leopard 2-ის ტანკების პირველი პარტია პოლონეთში თებერვლის დასაწყისში ჩავიდა, სადაც ისინი უკრაინელი ჯარისკაცების სწავლებისთვის გამოიყენეს.  

ისტორიაში პირველად, ლიეტუვის ელექტრო ქსელი რუსეთის მიერ კონტროლირებადი სისტემიდან გაითიშება

ლიეტუვის ელექტრო ქსელი იზოლირებულად, სატესტო რეჟიმში 22 აპრილს იმუშავებს. ამის შესახებ ლიტვის ელექტრო ქსელის ოპერატორმა Litgrid-მა განაცხადა. შაბათს 11:00-დან 21:00 საათამდე ქსელი პირველად გაითიშება რუსეთის მიერ კონტროლირებადი IPS/UES სისტემიდან (IPS/UPS) და იმუშავებს ავტონომიურად. ელექტროენერგიას ამ პერიოდში ლიეტუვა შიდა წყაროებითა და შვედეთიდან და პოლონეთიდან იმპორტის შედეგად მიიღებს.  ტესტირება შეთანხმებულია ლატვიის, ესტონეთის და რუსეთის ელექტრო ქსელის ოპერატორებთან. ლიეტუვა გეგმავს თავისი ელექტრო ქსელის გათიშვას რუსეთისგან, რადგან ბალტიისპირეთის ქვეყნის შესაძლებლობა შეაფასოს და გაწყვიტოს ბოლო დარჩენილი ენერგეტიკული კავშირი მოსკოვთან. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ლიუტუვა ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად, ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის ალტერნატიული მიწოდების მოძიებით, მოსკოვზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებაზეა ფოკუსირებული.  „პირველად ისტორიაში, ლიეტუვის ელექტროსისტემა სრულად დამოუკიდებლად იმუშავებს, ამიტომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ტესტირებაზე და მზად ვიქნებით ყველა სცენარისთვის. ტესტირება მომხმარებლებზე არ იმოქმედებს“, - განაცხადა Litgrid-ის ოფისის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, როკას მასიულისმა. „ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის ერთ მილიარდ ევროზე მეტი (1,1 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტიციით ისარგებლებენ. ისინი რუსული ქსელის დატოვებას 2025 წლისთვის გეგმავდნენ, მაგრამ ეს შეიძლება უკვე მომავალ წელსაც მოხდეს, თუ ტესტირება კარგად ჩაივლის“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა დაინიუს კრეივისმა. ხაზების სრულად გათიშვის მიზნით, კონტინენტურ ევროპასთან სინქრონიზაცია ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად უნდა განხორციელდეს, თუმცა ორივე ამბობს, რომ გადართვისთვის მოსამზადებლად მეტი დრო სჭირდებათ. ლიეტუვის მეირ დაგეგმილი ტესტირება ასევე შეეხება კალინინგრადის რეგიონს, რუსეთის ექსკლავას ბალტიის ზღვაზე.

დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი თანამშრომლების მიმართ ბულინგის შესახებ ბრალდებების გამო გადადგა

ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა დომინიკ რააბმა თანამდებობა დატოვა პარასკევს, დამოუკიდებელი გამოძიების შემდეგ, რომელიც ეხებოდა საჩივრებს იმის შესახებ, რომ რააბი აბუჩად იგდებდა კოლეგებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. სააგენტო აღნიშნავს, რომ მესამე ოფიციალური პირის დაკარგვა მათი პირადი ქცევის გამო ბოლო ექვს თვეში, დააზარალებს სუნაკის ძალისხმევას, რომელიც მმართველი კონსერვატიული პარტიის აღორძინებისკენ ისწრაფვის. თავად რააბი, რომელსაც ანალოგიურ მოპყრობაში სულ 24 თანამშრომელი ადანაშაულებს, ბრალდებებს უარყოფს. მისი განცხადებით, მომავალში უკმაყოფილო თანამშრომლები არასასურველი მინისტრებისგან გათავისუფლება ჩაგვრაში უსაფუძვლო ბრალდების დახმარებით შეძლებენ. სუნაკმა განაცხადა, რომ მან მიიღო რააბის გადადგომა ღრმა მწუხარებით, მაგრამ განმარტა, რომ მნიშვნელოვანია, მინისტრებმა დაიცვან უმაღლესი სტანდარტები.  

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 17 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, „მამაგულაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი“. „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - აცხადებს სუს-ი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიმიტრი მამაგულაშვილის გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა. მის უკანონო დაკავების თაობაზე ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 აპრილს გაავრცელა. ამ დროისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე რჩება, მათ შორისაა ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, მამუკა ჩხიკვაძე.

სუდანში შეტაკებების დროს დაღუპულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სუდანში, არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის მიმდინარე დაპირისპირებისას 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 3 500 დაშავდა. „413 ადამიანი დაიღუპა და 3 551 დაშავდა", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სულ მცირე ცხრა ბავშვია, დაშავებული ბავშვების რაოდენობა კი, 50-ს აჭარბებს. სუდანის არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.  

AP: აშშ „აბრამსის“ ტიპის ტანკებისთვის უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნებს იწყებს

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინის ჯარები „აბრამსის“ ტიპის ტანკებისთვის წვრთნებს „უახლოეს კვირებში“ დაიწყებენ, იტყობინება Associated Press 21 აპრილს. AP-ის ცნობით, 31 ძველი M1A1 ტიპის ტანკის მოდელი მაისის ბოლოს გაიგზავნება გერმანიის Grafenwoehr-ის საწვრთნელ ზონაში სასწავლო კურსისთვის, რომელიც უნდა დაიწყოს „რამდენიმე კვირის“ შემდეგ. სასწავლო კურსი სულ 10 კვირა გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ 31 M1A1 საბრძოლო ტანკი გაიგზავნება ფრონტზე. პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა 21 მარტს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას მიაწვდიდა 31 M1-A1 Abrams-ის ტანკებს, ნაცვლად უახლესი M1-A2 ვერსიისა, რომელსაც ვაშინგტონი კიევს იანვრის ბოლოს დაჰპირდა.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5105 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5105 ლარი გახდა.  "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5140 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7533 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7581 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ალბანეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აუქმებს

ალბანეთმა რუსეთს უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ რუსეთში ალბანეთის საელჩო იტყობინება.  ტურიზმის სტიმულირების მიზნით, ალბანეთის საელჩო უვიზო რეჟიმს პირველი მაისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ყოველწლიურად აუქმებდა. „ალბანეთის რესპუბლიკის საელჩო რუსეთის ფედერაციაში გაცნობებთ, რომ ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 2023 წლის 20 აპრილის ცვლილებების შესაბამისად, 2021 წლის 29 დეკემბრის №858 ბრძანებულება უქმდება. ამრიგად, ალბანეთის რესპუბლიკაში მოსანახულებლად აუცილებელია ვიზაზე განაცხადი მოგზაურობის მიზნის შესაბამისად“, - წერს საელჩო. 2022 წლის სექტემბერში ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეაჩერა. შედეგად გაიზარდა ვიზისთვის საჭირო დოკუმენტების პაკეტი, განაცხადის განხილვის ვადა და სავიზო მოსაკრებელი: 35-დან 80 ევრომდე. მოგვიანებით, ლატვიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა, ფინეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა დახურეს საზღვრები რუსეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიამაც გააუქმა უვიზო შესვლა რუსებისთვის, მონტენეგრომ ზაფხულში უვიზოდ ყოფნის ვადა 30 დღემდე შეამცირა, ხოლო ყაზახეთმა 90 დღემდე ექვსი თვის განმავლობაში. ასევე, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ, აშშ-მ და კანადამ დახურეს საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის. ბევრმა ავიაკომპანიამ, მათ შორის აზიისა და დსთ-ს ქვეყნებიდან, რუსეთში ფრენები შეწყვიტა.  

უახლოეს მომავალში მტრის ყველა გეგმის შესახებ ინფორმაცია გვაქვს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უახლოეს მომავალში მტრის ყველა გეგმის შესახებ ინფორმაცია აქვთ. უკრაინის განადგურების ძებნაში, რუსეთმა შესაძლოა, თავი გაინადგუროს - პოდოლიაკი "შტაბმა გააანალიზა ფრონტის ყველა სფეროში არსებული მდგომარეობა. ჩვენ ვიცით უახლოეს მომავალში მტრის ყველა გეგმის შესახებ. ვამუშავებთ კიდევ უფრო უკეთეს სქემას დანაყოფების მიხედვით იარაღისა და საბრძოლო მასალის განაწილებისთვის, განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ახლადშექმნილ ჯგუფებზე. მათ ასევე განიხილეს შიდა საწარმოების მიერ რაკეტებისა და საბრძოლო მასალის წარმოების შექმნის საკითხი. დღითიდღე ვძლიერდებით",  აცხადებს ზელენსკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

მიტროპოლიტი სტეფანე საავადმყოფოში გადაიყვანეს - "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი"

"მსოფლიო საკლესიო სიახლენის" ინფორმაციით, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, სტეფანე საავადმყოფოში გადაიყვანეს. "მიტროპოლიტი სტეფანე საავადმყოფოში მოათავსეს ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გავრცელებული ინფორმაციით დამძიმდა, მღვდელმთავარი საავადმყოფოში მოათსვეს. შეგახსენებთ 2022 წლის იანვარში მიტროპოლიტს თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა და კელიაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია." ნათქვამია ინფორმაციაში  

გერმანულმა კონცერნმა Henkel-მა რუსეთში აქტივები გაყიდა

გერმანულმა კონცერნმა Henkel-მა რუსეთში აქტივების გაყიდვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. გარიგება დაიდო ინვესტორთა კონსორციუმთან, რომელშიც შედის ივან ტავრინის Kismet Capital, დიმიტრი კრიუკოვის Elbrus Services და ვიქტორ ხარიტონის Augment Investments. „ყველა მყიდველს აქვს დამყარებული და ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებში და არ ექვემდებარებიან ევროკავშირის ან აშშ-ს სანქციებს“, - განაცხადა ჰენკელმა მედია წერს, რომ გარიგება უკვე დაამტკიცა რუსულმა მარეგულირებლებმა. ჰენკელი რუსეთში საწმენდ და სარეცხ საშუალებებს აწარმოებს შემდეგი ბრენდების სახით: Laska, Persil, Losk, Pemos, Pemolux, Vernel  ასევე წებოს, მათ შორის Moment, Metilan-ს. კონცერნს ქვეყანაში 11 ქარხანა ჰქონდა: პერმის, ენგელსის, ლენინგრადის, მოსკოვისა და ულიანოვსკის რაიონებში, ასევე სტავროპოლის მხარეში. ჰენკელმა, ისევე როგორც ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ, აქტივების გაყიდვა უკრაინაში რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე გადაწყვიტა. კონცერნი რუსეთის ბაზარზე დაახლოებით 30 წელია, მუშაობს. პირველ იანვარს ჰენკელის რუსულმა განყოფილებამ დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა ახალი კომერციული სახელწოდებით - LAB Industries.  

საქართველოში, 3 თვეში რუსეთის მოქალაქეებმა 1 256 მიწის ნაკვეთი იყიდეს

2023 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთების 62%  რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის  სამინისტროდან სადეპუტატო კითხვის სახით ხათუნა სამნიძემ გამოითხოვა. დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების 2038 მიწის  ნაკვეთი დაირეგისტრირეს, საიდანაც 1256 მათგანი რუსეთის 447 მოქალაქის საკუთრებაა.  

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სცადეს საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება, რომლებმაც თავდამსხმელებს გაუწიეს წინააღმდეგობა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სცადეს საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება, რომლებმაც თავდამსხმელებს გაუწიეს წინააღმდეგობა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლების დაუყოვნებლივ გამოჩენისთანავე რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა სწრაფად დატოვეს ტერიტორია. „ამჟამად მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. მოქალაქეები გამოკითხვის მიზნით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან. აღნიშნული მძიმე ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ცენტრალური ხელისუფლება, მკაცრად დააყენებს აღნიშნულ საკითხს მიმდიანრე წლის 27 აპრილს, ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგ შეხვედრაზე. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. მსგავსი უკანონო ქმედებები უკოდურესად აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მყიფე გარემოს“, - აცხადებს სუს-ი.  

საქართველოსა და იტალიის შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ. საგარეო უწყების ცნობით, დოკუმენტში მხარეები აღიარებენ საქართველო-იტალიის ორმხრივ ურთიერთობებში 1992 წლიდან მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც ქმნის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის გაძლიერებისა და გამრავალფეროვნების მყარ საფუძველს. მაღალი დონის დიალოგი ასახავს ორ ქვეყანას შორის დინამიკურ თანამშრომლობას და გამოავლენს პარტნიორობის ახალ პერსპექტივებს. მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთგულებას საერთო ღირებულებებისა და ინტერესების მიმართ და სწრაფვას, დაიცვან წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. დეკლარაციის ფარგლებში, მხარეები გამოხატავენ მტკიცე ნებას უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და დასახონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. აღნიშნული ფორმატი შედგება ოთხი თემატური განზომილებისაგან, რომლებიც მოიცავს პოლიტიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებს. დიალოგის ფარგლებში შეხვედრებს, რომელიც გარკვეული პერიოდულობით გაიმართება, თანათავმჯდომარეობას გაუწევენ საგარეო საქმეთა მინისტრები. სესიებში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების/უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაციები. ყოველი შეხვედრის შედეგად გამოქვეყნდება ერთობლივი კომუნიკე. მაღალი დონის დიალოგის შესახებ დეკლარაციას ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის, რომში ვიზიტისას. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა იტალიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან.

მწერალ დათო ტურაშვილს ისრაელში გულის ოპერაცია გაუკეთეს

სამი დღის წინ მწერალ დათო ტურაშვილის ისრაელში ოპერაცია გაუკეთეს. მწერლის შვილი, ანაკო ტურაშვილი „ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. „დათოს სამი დღის წინ, ისრაელში, გულზე გაუკეთეს ურთულესი ოპერაცია. ექიმმა, რომელმაც ჩვენდა ბედად, გამონახა დრო დათოს მდგომარეობის შესამოწმებლად, დათო გადაარჩინა. დეტალებს აღარ დავწერ, პირდაპირ გვითხრეს, რომ სულ ცოტა რომ დაგვეგვიანებინა, მის გადარჩენას ვეღარც მოახერხებდნენ და ისედაც გაოგნებულები დასცქეროდნენ დათოს და ეკითხებოდნენ საერთოდ როგორ მოაღწიე ჩვენამდეო.და ეს ყველაფერი ასე ბედნიერად არ ჩაივლიდა, რომ არა დიმიტრი აბდუშელიშვილი, რომლის წყალობითაც აღმოჩნდა დათო ისრაელის კლინიკაში, იმ საოცარი ხალხის ხელში. ამიტომ დათოს მესამედ დაბადება, სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა და უდიდესი მადლობა მას ჩვენი ოჯახისგან", - წერს ანაკო ტურაშვილი.    

ომბუდსმენი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხზე: თითოეული დღე ამ ბავშვების ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხზე აქტიურ კომუნიკაციაშია როგორც მშობლების, ისე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილია და მუშაობს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან დარგის ექსპერტები. „მინდა გამოვეხმაურო აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხს, რომლის გადაწყვეტის საკითხში პირველივე დღიდან ვართ ჩართული. სახალხო დამცველის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია, როგორც მშობლების, ისე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ჩვენი შუამდგომლობით, ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილია და მუშაობს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან დარგის ექსპერტები. მნიშვნელოვანია საკითხის დროული მოგვარება შევძლოთ, რადგან თითოეული დღე ამ ბავშვების ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია“, - წერს ლევან იოსელიანი. ასევე წაიკითხეთ: ზურაბ ზარაშვილთან შეხვედრის შემდეგ, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლები პროტესტს განაგრძობენ