ძებნის რეზულტატი:

საქართველოს პროკურატურა ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმეებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა ე.წ. თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საქმეებზე მიმდინარე გამოძიების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ საქართველოს პროკურატურამ 2021 წლის ოქტომბერში, გერმანული მხარის ჩართულობითა და ევროჯასთის მხარდაჭერით დაგეგმილი ერთ-ერთი პირველი ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარა, რის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი დევნა 11 პირის მიმართ დაიწყო და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა. მისივე თანახმად, ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, ტრანსნაციონალური, ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით, არაერთი ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში. „ღონისძიებების ფარგლებში რამდენიმე მოქმედი ქოლ-ცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა განხორციელდა. ამოღებული იქნა ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამავდროულად, ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ დიდი ოდენობით თანხებს. ამასთან, ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიებების შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელები და ათეულობით წევრი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია დანაშაულში მონაწილე იურიდიული პირების მიმართ. პროკურატურის ცნობითვე, საქართველოში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 80-მდე და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 400-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. „ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, ტრანსნაციონალური, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის მიზნით, საქართველოს პროკურატურამ 2021 წლის ოქტომბერში, გერმანული მხარის ჩართულობითა და ევროჯასთის მხარდაჭერით დაგეგმილი ერთ-ერთი პირველი ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარა, რის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი დევნა 11 პირის მიმართ დაიწყო და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა“, - აღნშნულია განცხადებაში. მისივე თანახმად, სპეციალური ოპერაცია ერთდროულად ორ ქვეყანაში, ათეულობით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. საქართველოს პროკურატურაში,2022 წელს, ტრანსნაციონალური, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობის შედეგად, პროკურატურის მიერ დამატებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ათეულობით ფიზიკური და რამდენიმე იურიდიული პირის მიმართ, რომელთაც ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ. გარდა აღნიშნულისა, კიბერსივრცეში ჩადენილი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის გახსნის და დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების გამოვლენის მიზნით, 2022 წლის ნოემბერში საქართველოს პროკურატურამ ევროჯასთის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის წევრი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და უშუალოდ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 60 და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 300-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. უწყების განცხადებით, ამ შემთხვევაშიც, გამოძიებით გამოვლენილი დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა მოიცავდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობას, აღნიშნული ქოლ-ცენტრების მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ევროს თაღლითურად დაუფლებას და შემდგომში მათ გათეთრებას. ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა ხუთი ე.წ. მოქმედი ქოლ-ცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ძვირადღირებულ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ დიდი ოდენობით თანხებს. ფართომასშტაბიანი ღონისძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყო დანაშაულის ორგანიზატორთა გარკვეული ნაწილის მიმართ, მათ შორის საქართველოში დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორის დაკავება მოხდა, რომლის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისათვის გადაცემის საკითხის განხილვა დასკვნით ფაზაშია. პროკურატურა ე.წ ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს რას წერს BBC მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელშიც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული

აშშ აქტიურად აგრძელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელთა ხელშეწყობას - ამერიკის საელჩო

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ინოვაციები, თანამედროვე მიგნებების გაცნობა და პრაქტიკაში დანერგვა. ამის შესახებ ამერიკის საელჩო ახალი პროგრამის ამოქმედებისადმი მიძღვნილ ინფორმაციაში წერს. „დღეს ოფიციალურად დაწყებული პროგრამა სწორედ ამ მიზნებს მოემსახურება. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დახმარებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსტენციის ცენტრი ფერმერების პირდაპირ წვდომას უზრუნველყოფს საუკეთესო პრაქტიკებსა და ინოვაციებზე. შეერთებული შტატები აქტიურად აგრძელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელთა ხელშეწყობას“. - წერს საელჩო Facebook-ზე.   

ევროკავშირის მისიის ფარგლებში, წვრთნები 16 000-ზე მეტმა უკრაინელმა ჯარისკაცმა გაიარა

16 000-ზე მეტმა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ უკვე დაასრულა ტრენინგი ევროკავშირის მისიის ფარგლებში, განაცხადა ბლოკის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა 21 აპრილს. ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია უკრაინაში (EUMAM Ukraine) გასული წლის 17 ოქტომბერს დაიწყო. მისი მიზანია 30 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცის მომზადება ევროკავშირის ტერიტორიაზე, 24 წევრი სახელმწიფოს მონაწილეობით. ბორელის თქმით, ევროკავშირმა უკრაინას 600 მილიონ ევროზე მეტი საბრძოლო მასალა და რაკეტები მიაწოდა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვაზე მუშაობა გრძელდება, რაც გულისხმობს კავშირის სამეტაპიან გეგმას კიევისთვის მილიონი საარტილერიო ტყვიის შესყიდვის შესახებ. „ევროკავშირი აგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ბორელმა. გერმანიაში 21 აპრილს, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-11 შეხვედრა იმართება.  

ფინეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის

ფინეთმა უკრაინელი სამხედროებისთვის სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნის გეგმების შესახებ გამოაცხადა. ეს არის ფინეთის სამხედრო დახმარების მე-15 პარტია უკრაინისთვის. ფინეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება უკვე დაამტკიცა. „უკრაინას სჭირდება სხვადასხვა სახის მხარდაჭერა. ჩვენ ვმონაწილეობთ ევროკავშირის სასწავლო მისიაში უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნითა და საჭირო მატერიალური დახმარებით", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ანტი კაიკონენმა. სამინისტრომ განმარტა, რომ დახმარების პაკეტზე მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებდა როგორც უკრაინის, ასევე, ფინეთის თავდაცვის ძალების რესურსების მდგომარეობას. სამინისტრომ განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით არ გაამჟღავნებს ინფორმაციას დახმარების შინაარსის, მიწოდების მეთოდის ან მისი ჩასვლის პერიოდზე. როგორც ცნობილია, უკრაინას ფინეთის თავდაცვითი დახმარების პაკეტების მთლიანმა ღირებულებამ დაახლოებით 990 მილიონ ევროს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ფინეთი NATO-ს წევრი გახდა 4 აპრილს.  

ყაზახეთი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტს ზრდის - Reuters

ყაზახეთმა 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტი გაზარდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. მიუხედავად იმისა, რომ კასპიის ზღვისა და კავკასიის გავლით ყაზახეთის ნავთობის ექსპორტირება შედარებით მცირე რაოდენობით ხდება, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. ნავთობის წლევანდელი გადაზიდვები კასპიის ზღვის პორტი აქტაუდან ბაქოში, 163,436 ტონამდე გაიზარდა მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 28,875 ტონა იყო.  ყაზახეთის სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანიის Kazmortransflot-ის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით დამატებით, 104 000 ტონა ნავთობი გადაიზიდა იანვარ-მარტში.

ოსტინი: მოკავშირეებმა უკრაინას ბოლო თვეების განმავლობაში 230-ზე მეტი ტანკი მიაწოდეს

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფმაუკრაინას მხოლოდ რამდენიმე თვეში 230-ზე მეტი ტანკი და 1550 ჯავშანტექნიკა გადასცა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა. ოსტინის თქმით, უკრაინამ ასევე მიიღო სხვა აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა ცხრა ახალი ჯავშანტექნიკისთვის.  საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის $55 მილიარდის დახმარება გასწიეს - ოსტინი 54 ქვეყნის ალიანსი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის თავდაცვას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მეთერთმეტედ შეიკრიბა გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე.  პრესკონფერენციაზე პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ზოგიერთი მოკავშირე, მათ შორის გერმანია და ნიდერლანდები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას მიაწოდონ დამატებითი მძიმე ტექნიკა და სატრანსპორტო მანქანები. საკონტაქტო ჯგუფის მრავალი წევრი ასევე აძლიერებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის კრიტიკულად საჭირო საბრძოლო მასალის მიწოდებას.  

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მისი თქმით, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.  

სუს-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური მალხაზ პაქსაშვილი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. „2013-2015 წლებში იგი ე.წ. „სამხედრო ემირების“, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში. დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების ე.წ. „ნაიბის“ პოზიციას იკავებდა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17-ტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმთან. საქართველო რჩება საერთაშორისო კონტრტერორისტული სისტემის ერთ-ერთ აქტიურ წევრად და საიმედო პარტნიორად“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საბჭოს წევრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების განვითარების ხედვა გააცნო, რომელზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს. ხაზი გაესვა პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის აქტიურად ჩართვისთვის საჭირო მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობას. სხდომის მონაწილეებმა საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმა განიხილეს, რომლის ფარგლებშიც მოხდება ავტოსადგურებისა და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების სერტიფიცირება. რეფორმის შედეგად მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება, ამაღლდება უსაფრთხოების დონე. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2022-2028 წლების პროგნოზებს. აღინიშნა, რომ ფართე რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში - 2023-2028 წლებში და საშუალოდ 5.0%-ს შეადგენს. საქართველო აჩვენებს მნიშვნელოვან პროგრესს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მნიშვნელობანი გაუმჯობესების თვალსაზრისით და ერთ-ერთი ლიდერია ფართე რეგიონსა და ევროპის ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდის კუთხით. სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, ქვეყანაში შემცირდება სიღარიბე, გაიზარდება დასაქმება და მოქალაქეების შემოსავლები. სხდომაზე ასევე განიხილეს ენერგეტიკული პროექტები და ახალი ინიციატივები, რომელიც მომზადდება და მოკლე დროში წარედგინება მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად.  

უკრაინა: ოკუპანტებმა სუმის ოლქი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის სასაზღვრო ადმინისტრაციული ერთეული ჰრომადა დაბომბეს. ინფორმაციას ადასტურებს სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია.  "რუსულმა ძალებმა არტილერიის გამოყენებით ოთხი დარტყმა განახორციელეს ხოტინ-ჰრომადაში, კინდრატივკას დასახლების გარეუბანში. თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა და სკოლა დაზიანდა. რუსებმა განალაგეს არტილერია შალიჰინე ჰრომადაზე თავდასხმისთვის - იყო 8 დარტყმა. მათ შვიდი შეტევა განახორციელეს Bilopilia hromada-ს ტერიტორიაზე - იყო 69 დარტყმა ყუმბარმტყორცნის გამოყენებით და 29 ნაღმტყორცნებით. დამპყრობლებმა ოთხი საარტილერიო დარტყმა განახორციელეს ნოვა სლობოდა ჰრომადაზე",- ნათქვამია განცხადებაში.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში - დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, სუდანში მყოფი საქართველოს ათობით მოქალაქე საჭიროებს დახმარებას და პირველ რიგში, რაც შეიძლება მალე უსაფრთხოდ გამოყვანას სუდანიდან. საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად „სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება მოქალაქეების გამოყვანაში. პირობა მივეცით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ, რათა გამოვნახოთ შესაძლებლობა მათი დროულად გამოყვანის. ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ასევე ვცდილობთ ადგილზე მათი საჭიროებების იდენტიფიცირებას და ამ მიმართულებითაც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვცდილობთ დახმარება აღმოვუჩინოთ“, - აცხადებს დარჩიაშვილი. ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამასთან, ადგილზე ისევ რჩება საქართველოს 40-მდე მოქალაქე.  

რუსეთმა უკრაინაში 185 730 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

რუსეთმა უკრაინაში 185 730 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 680 ბოლო ერთ დღეში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "განადგურებულია 289 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო საბრძოლო სისტემა, 308 თვითმფრინავი, 293 ვერტმფრენი, 911 ფრთოსანი და საკრუიზო რაკეტა, 18 გემი და ნავი; 5718 სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვილობა და ავტოცისტერნა/მანქანები და საწვავის ავზი, ხოლო 337 სპეციალური აღჭურვილობა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რაც განამტკიცებს საქართველო-იტალიის ურთიერთობებს - ანტონიო ტაიანი

ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რაც განამტკიცებს საქართველო-იტალიის ურთიერთობებს, - საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაციის გაფორმებას იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი, ანტონიო ტაიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებიც განამტკიცებენ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და გააღრმავებენ თანამშრომლობას მეცნიერებისა და კულტურის სფეროში. მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ გზას და მის ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს ტაიანი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ, საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას ხელი 21 აპრილს მოაწერეს.  

პროკურატურამ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურს, მალხაზ პაქსაშვილს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სუს-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური მალხაზ პაქსაშვილი დააკავა „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული 2013 წელს გაემგზავრა სირიაში, შეუერთდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ხსენებული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ამასთან, დადგენილია, რომ მას კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა არ იბრძოლებდა, მაგრამ უკრაინა მტკიცედ დგას - ოსტინი

პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა არ იბრძოლებდა, მაგრამ უკრაინა მტკიცედ დგას პარტნიორების დახმარებით, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის დასრულების შემდეგ განაცხადა. რუსეთმა უკრაინაში 185 730 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბი „პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა არ იბრძოლებდა, მაგრამ უკრაინა მტკიცედ დგას პარტნიორების დახმარებით. ის ფიქრობდა, რომ ჩვენი ერთობა დაინგრეოდა, მაგრამ სასტიკმა ომმა, რომელიც რუსეთის არჩევანია, მხოლოდ დაგვაახლოვა. ფინეთი დღეს აქ არის როგორც ნატო-ს წევრი, იმედია, მალე შვედეთიც შემოგვიერთდება. ეს კი ძალიან მკაფიოდ მიუთითებს, რომ პუტინის მიერ არჩეული ომი არ არის ნატო-ს გაფართოების შედეგი, არამედ არის მიზეზი“, – განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ქართული ავიაკომპანიის დირექტორები: სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ცეცხლის შეწყვეტაზე ოფიციალურ ინფორმაციას ველოდებით

სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ცეცხლის შეწყვეტაზე ოფიციალურ ინფორმაციას ველოდებით, -  განაცხადა „მაივეი ეარლაინსის“ დირექტორმა, რატი ბაკურაძემ. სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში - დარჩიაშვილი საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად როგორც ავიაკომპანიების დირექტორები აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაერო-ს წარმომადგენლობიდან ცეცხლის შეწყვეტის ოფიციალურ დასტურს ელოდებიან და როგორც კი, სრული გარანტია ექნებათ, თანამშრომლებს საქართველოში დააბრუნებენ. „ჯერჯერობით ვერც ჩვენ, ვერც პარტნიორები და ვერც ჩვენი ტექნიკური ჯგუფი აეროპორტის ტერიტორიაზე შესვლას ვერ ვახერხებთ. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლებელია, ოთხი დღით გაიხსნას აეროპორტი, თუმცა ეს არ არის დაზუსტებული. ამასთან დაკავშირებით საგარეოსთან, კონსულთან და ჩვენს პარტნიორებთან სუდანში გვაქვს კომუნიკაცია, მაგრამ ჯერჯერობით ამას არცერთი არ ადასტურებს. ღამემ, შეიძლება, ითქვას, მშვიდობიანად ჩაიარა. შიგადაშიგ კვლავ არის სროლები. ჩვენი 13 თანამშრომელია აეროპორტთან ახლოს, საცხოვრებელში. გუშინ შეივსო მარაგი საკვების და წყლის, ასევე მცირე რაოდენობით საწვავიც მომარაგდა. ველოდებით პოზიტიურ ამბებს, რომ მოვახერხოთ მათი გადმოყვანა საქართველოში. როგორ კი გვეცოდინება, რომ ცა უსაფრთხოა და შესაძლებელია ფრენა, მაქსიმალურად სწრაფად მოხდება თვითმფრინავის შემოწმება, გარე და ტექნიკური დათვალიერება და უკვე მზად ვიქნებით გასაფრენად. ემოციურად რთულია ეს მდგომარეობა, მაგრამ მედგრად დგანან“, – განუცხადა  „მაივეი ეარლაინსის“ დირექტორმა, რატი ბაკურაძემ "პირველ არხს". ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამასთან, ადგილზე ისევ რჩება საქართველოს 40-მდე მოქალაქე.  

სასამართლომ მალხაზ პაქსაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურს, მალხაზ პაქსაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სუს-მა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური მალხაზ პაქსაშვილი დააკავა პროკურორ მაია სილაგაძის განცხადებით, სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ არსებობდა აღმკვეთი ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების საფუძველი. „ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და ასევე გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე“, - განაცხადა სილაგაძემ. პროკურატურამ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურს, მალხაზ პაქსაშვილს ბრალდება წარუდგინა  

თბილისში, წერეთლის გამზირზე კაცი დაჭრეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი 70 წლის კაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი პირი დაკავებულია. თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდამსხმელი დაახლოებით, 40 წლამდე ასაკის კაცი იყო. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

მადრიდში, ერთ-ერთ რესტორანში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

მადრიდში, ერთ-ერთ რესტორანში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომელია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მიმტანმა დესერტის გაფორმება სპეციალური აალებადი ხელსაწყოთი სცადა, რა დროსაც თვითმხილველების თქმით, ჭერი აფეთქდა.  მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

დღეს დედამიწის დღეა

დღეს დედამიწის დღეა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გარემოს დაცვითი მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება. ეს დღე ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება და მასში ჩართულია 193-ზე მეტი ქვეყანა.