ძებნის რეზულტატი:
ზელენსკი სტოლტენბერგს: დროა, NATO-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს, კიევში, NATO-ს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კიევის ალიანსში მიწვევის დროა. „ახლა, როდესაც NATO-ს ქვეყნების ხალხის უმრავლესობა და უკრაინელების უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ალიანსში შესვლას, დროა, მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე განცხადებით, NATO-ს ვილნიუსის სამიტი შეიძლება, ისტორიული გახდეს. „მადლობელი ვარ სამიტზე დასასწრებად მიწვევისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამაც მიიღოს შესაბამისი მიწვევა. არ არსებობს არცერთი ობიექტური ბარიერი, რომელიც ხელს შეუშლის უკრაინის ალიანსში მიწვევის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების წარმოდგენა უკრაინის გარეშე უკვე შეუძლებელია. „ჩვენ ველოდებით წინ გადადგმულ ნაბიჯებს და ძალიან კონკრეტულს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ მოკავშირე ქვეყნები მხარს გვიჭერენ იარაღით, მაგრამ გვინდა, გავიგოთ: როდის გაწევრიანდება უკრაინა NATO-ში? და ჩვენ ასევე გვინდა, უსაფრთხოების გარანტიები ამ გზაზე", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინა NATO-ში გაწევრიანების ალტერნატივას არ ამზადებს. „ამას არ ვეუბნები ჩვენს საზოგადოებას, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ ეს ნათლად იცის. ამას ვეუბნები ზოგიერთ ლიდერს, ზოგიერთ სახელმწიფოს, რომლებიც მუდმივად ეძებენ უკრაინის მომავალი გაწევრიანების კომპრომისს. ჩვენ ვიქნებით ალიანსში. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ეს არის უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, საუბარია უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელიც უკრაინას სურს, NATO-ში გაწევრიანებამდე მიიღოს.
სტოლტენბერგი: ყველა მოკავშირე თანხმდება უკრაინის გაწევრიანებაზე, მაგრამ ახლა NATO-ს მთავარ ფოკუსშია უკრაინის გამარჯვება
უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. უკრაინის მომავალი NATO-შია. ყველა მოკავშირე თანხმდება ამაზე. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიევში ვიზიტისას, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. ამავდროულად, სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის, NATO-ს მოკავშირეების მთავარ ფოკუსშია უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა. სტოლტენბერგი ვილნიუსის სამიტიდან მოელის, რომ მოკავშირეები ხელახლა აიღებენ ვალდებულებას, დადგნენ უკრაინის გვერდით იმდენი ხანი, რამდენიც კიევს დასჭირდება და გააგრძელონ არსებითი სამხედრო მხარდაჭერა, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა, დემოკრატიულმა ერმა ევროპაში, რადგან ეს არის ერთადერთი გზა უკრაინის სამომავლო წევრობის შესახებ მნიშვნელოვანი დისკუსიის გასამართად. „ამიტომ, მთავარი ფოკუსი, გადაუდებელი საჭიროებაა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ. ჩვენ დღეს განვიხილავთ მას, განვიხილავთ რამშტაინის ფორმატში, სადაც ხვალ ვხვდებით აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინის საკონტრაქტო ჯგუფში. ყოველდღე, ვილნიუსის სამიტამდე და ასევე ვილნიუსის სამიტზე, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა იქნება მთავარი თემა. ამდენად, NATO-მ აჩვენა, რომ ჩვენი კარი ღიაა. ალიანსის კარი ღია რჩება. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მხარდაჭერა, რომელსაც ვუწევთ უკრაინას, უკრაინის მომავალ წევრობას შესაძლებელს ხდის. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის აღიარებს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დააყენებს წევრობის საკითხს, უსაფრთხოების გარანტიებს და ეს იქნება შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა. „უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. უკრაინის მომავალი NATO-შია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5140 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5140 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5140 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5170 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0030 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7581 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7536 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0045 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
იენს სტოლტენბერგი: ვაღიარებ, უკრაინის პრეზიდენტი ვილნიუსში დააყენებს გაწევრიანების საკითხს და ეს იქნება სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემა
NATO-ს გენერალური მდივანი იენს ტოლტენბერგი ვილნიუსის სამიტიდან მოელის, რომ მოკავშირეები ხელახლა აიღებენ ვალდებულებას, დადგნენ უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც კიევს დასჭირდება და გააგრძელონ არსებითი სამხედრო მხარდაჭერა, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა, დემოკრატიულმა ერმა ევროპაში, რადგან ეს არის ერთადერთი გზა უკრაინის სამომავლო წევრობის შესახებ მნიშვნელოვანი დისკუსიის გასამართად. მისივე თქმით, ყველა მოკავშირე თანხმდება უკრაინის გაწევრიანებაზე, მაგრამ ახლა NATO-ს მთავარ ფოკუსშია უკრაინის გამარჯვება. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის აღიარებს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დააყენებს წევრობის საკითხს, უსაფრთხოების გარანტიებს და ეს იქნება შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა. „ვაღიარებ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტზე დააყენებს წევრობისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხს და ეს იქნება შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა. უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. უკრაინის მომავალი NATO-შია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა, რომელიც 20 აპრილს მოულოდნელად ჩავიდა კიევში პირველი ვიზიტით მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამავე პრესკონფერენციაზე, ზელენსკიმ სტოლტენბერგს მიმართა, რომ დროა, NATO-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს.
რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულს - იუსტიციის სამინისტრო
რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოთაშორისი საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" დასაშვებად ცნო „საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილი მე-4 სახელმწიფოთაშორისი საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობისა და ამგვარი ფაქტებისადმი რუსეთის ოფიციალური შემწყნარებლობის ადმინისტრაციულ პრაქტიკას. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს მთავრობის კომპლექსური სამართლებრივი პოზიციები და მტკიცებულებები გაიგზავნა 2021 და 2022 წლებში, მათ შორის მასალა ეროვნული არქივებიდან; საქართველოს სამთავრობო უწყებების მიერ რუსეთის ფედერაციის დარღვევების შესახებ დოკუმენტირებული ინფორმაცია და სტატისტიკა; ეროვნული სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის შესაბამის საქმეებზე; საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები; რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების საჯარო განცხადებები; სეპარატისტი დე ფაქტო „ხელისუფლებების“ და რუსეთის ფედერაციის „ურთიერთობის“ ამსახველი წყაროები (ინფორმაცია მათ შორის არსებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, სამხედრო და სხვა ტიპის მჭიდრო კავშირებზე). აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს სამართლებრივი პოზიცია წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად და დასაშვებად ცნო საქართველოს მთავრობის ყველა პრეტენზია“, – ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ დასაშვებობის დადგენის შედეგად, ე.წ. განრძობადი ოკუპაციის საქმე ახლა გადაინაცვლებს არსებითი განხილვის ეტაპზე. „სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაშვებობის ეტაპისთვის არსებობს რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები: მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-18 (უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლები, დამატებითი ოქმის 1-ლი (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლები და მე-4 ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება). აღსანიშნავია, რომ მთავრობის საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული საქმეები წარმოადგენს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის საილუსტრაციო შემთხვევებს და განხილული იქნება ზემოხსენებული ადმინისტრაციული პრაქტიკის ფარგლებში. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ევროპული სასამართლო კონკრეტულად ამ საქმეების ფაქტობრივ გარემოებებზე იმსჯელებს ინდივიდუალური საჩივრების ჭრილში, სადაც საქართველოს მთავრობა ერთვება მესამე მხარედ და წარადგენს სამართლებრივ პოზიციას მომჩივანთა მხარდასაჭერად. დასაშვებობის დადგენის შედეგად, ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე ახლა გადაინაცვლებს არსებითი განხილვის ეტაპზე, სადაც სასამართლო შეისწავლის საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გასაჩივრებულ ადამიანის უფლებათა მასობრივ და კონკრეტულ დარღვევებს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ საქმეში მტკიცებულებების შეგროვების ეტაპზე აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდის სახელმწიფო უწყებებს, განსაკუთრებით საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ლევან იოსელიანი: მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხის პარლამენტში გარკვევა მნიშვნელოვანია
სახალხო დამცველის თქმით, ლევან იოსელიანის თქმით, მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხის პარლამენტში გარკვევა მნიშვნელოვანია. "თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი და პარლამენტში ამ საკითხის გარკვევა, მეც მიმაჩნია, რომ არის მნიშვნელოვანი, მათ შორის, ისმის ეს პროცედურული ომი, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ საგამოძიებო კომისიამ ის კითხვები, რაც არსებობს ქართულ საზოგადოებაში, რაც ამდენი ხანია დაგროვილი, დაისვას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. ეს გამჭვირვალობა და ღიაობა ამ პროცესს მხოლოდ წაადგება და თუ რამე კითხვის ნიშნები არსებობს ერთი მხარის ან მეორე მხარის მიმართ, ამ კითხვებზე იქნება პასუხი გაცემული", - განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, ოპოზიცია მოსამართლეთა კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
თბილისში, გმირთა მოედანზე ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა
თბილისში, გმირთა მოედანზე ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენი ადამიანი დაშავდა ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და მოძრაობა პარალიზებულია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე არც დღეს შედგა
პარლამენტში, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე არც დღეს შედგა. საპარლამენტო უმრავლესობა „მოსამართლეებისადმი სოლიდარობის ნიშნად“ სხდომაზე უკვე მესამედ არ დარეგისტრირდა. ლევან იოსელიანი: მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხის პარლამენტში გარკვევა მნიშვნელოვანია საუბარია პარლამენტში ჯერ კიდევ ივნისის თვეში ინიცირებული დადგენილების პროექტის დამტკიცებაზე, რომელიც სწორედ სასამართლოსთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი პარლამენტში „რეფორმების ჯგუფმა“ დააინიცირა. ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში, აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ გააქტიურდა. შეცდომაა, აშშ მოუხსნის სანქციებს მოსამართლეებს - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
საქართველოს მომავალი დიდწილად მოსამართლეების ხელშია - ამერიკის საელჩო
ამერიკის საელჩოს შეფასებით, საქართველოს მომავალი დიდწილად მოსამართლეების ხელშია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ვიზიტისას ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა სასამართლოს მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის იქნება ნაკარნახევი საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე „საქართველოს მომავალი დიდწილად მოსამართლეების ხელშია. ეს ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. საქართველოში ყოფნისას ელჩი დეგნანი ძალიან ბევრ სასამართლოს ესტუმრა, გაიცნო და ესაუბრა უამრავ მოსამართლეს მათი საქმიანობისა და გამოწვევების შესახებ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ვიზიტისას ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა ამ სასამართლოს მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის იქნება ნაკარნახევი საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. შეერთებული შტატები ამ მიზნისთვის საქართველოსთან თანამშრომლობის ერთგული რჩება“, - წერს ამერიკის საელჩო Facebook-ზე.
იენს სტოლტენბერგი ბუჩაში: ღრმად შეძრული ვარ ნანახით
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის ქალაქ ბუჩაში იმყოფებოდა. იენს სტოლტენბერგი უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით დღეს ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. „ღრმად შეძრული ვარ ნანახით. რუსეთის სისასტიკე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დღესაც გრძელდება და პასუხისმგებელი პირები ანგარიშვალდებულები უნდა იყვნენ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ლატვიის სეიმმა ქვეყანაში 9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნა აკრძალა
ლატვიის სეიმმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი „9 მაისს გარკვეული საზოგადოებრივი ღონისძიებების აკრძალვის შესახებ", რითაც ამ დღეს იკრძალება საჯარო თავყრილობების ჩატარება, გარდა ევროპის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებებისა. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზეა ნათქვამი. ახალ კანონს მხარი 79 პარლამენტარმა დაუჭირა. კენჭისყრაში ყველა დეპუტატი არ მონაწილეობდა. სეიმის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონი ძალაში შევა მისი გამოქვეყნებიდან ერთ დღეში. მიღებული კანონი მიზნად ისახავს „ლატვიის, როგორც დემოკრატიული და ეროვნული სახელმწიფოს ღირებულებებისადმი საფრთხის, მათ შორის საზოგადოების გახლეჩის, ომის, სამხედრო აგრესიის, ტოტალიტარიზმისა და ძალადობის განდიდებას და ასევე ისტორიული მოვლენების დამახინჯებული ასახვის თავიდან აცილებას. კანონი 9 მაისს მწვანე შუქს უნთებს იმ ღონისძიებების ჩატარებას, რომლებიც უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვისა და რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში დაზარალებულთა და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემისკენ იქნება მიმართული.
SpaceX-ის ახალი რაკეტა პირველი გაშვების დროს აფეთქდა - ილონ მასკის კომენტარი
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის ახალი რაკეტა, Starship-ი პირველი გაშვების დროს აფეთქდა. ტეხასის აღმოსავლეთ სანაპიროდან უეკიპაჟოდ გამოცდისას, არავინ დაშავებულა. ფრენის დაწყებიდან დაახლოებით სამი წუთის შემდეგ, რაკეტა კონტროლს კარგავს და ფეთქდება. აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია რაკეტის გაშვებას რამდენიმე თვეში კიდევ ერთხელ ეცდება. მისივე განმარტებით, Space X-მა ბევრი რამ ისწავლა რაკეტა Starship-ის შემდეგი გაშვებისთვის.
ლიეტუვის პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა
ლიეტუვის პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა. 2024 წლის მაისამდე ლიეტუვაში რუსებისა და ბელორუსების მიერ ვიზების მიღების შესაძლებლობასა და უკრაინული გრივნას შეტანასა და გატანაზე შეზღუდვები იმოქმედებს. ამასთან, რუსებს დროებით ჩამოერთმევათ უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობა, ხოლო დროებით საცხოვრებელ უფლებაზე მათი განცხადებები გარკვეული დროის განმავლობაში არ იქნება მიღებული. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად სეიმის წევრების 77 ხმა იყო საკმარისი. დოკუმენტს 99-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 7 წინააღმდეგ წავიდა, 2-მა თავი შეიკავა. ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას ინიციატივით, ლიეტუვას რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეების წინააღმდეგ თანაბარი შეზღუდვები უნდა მიეღო. კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ბელარუსული ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ამბობდნენ, რომ ბელორუსების წინააღმდეგ ისეთივე მკაცრი შეზღუდვები არ უნდა იყოს, როგორც რუსების წინააღმდეგ. ასევე წაიკითხეთ: ლიეტუვამ რუსეთის მოქალაქეების ნაწილს უძრავი ქონების შეძენა აუკრძალა
უკრაინა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის სისტემას შეუერთდება
უკრაინის ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში გაწევრიანების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა. ქალაქებისა და რეგიონების საერთაშორისო სამიტის დროს, დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ, ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეს ლენარჩიჩმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ოლჰა სტეფანიშინამ. ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სისტემა საერთაშორისო კოორდინირებული გადაუდებელი დახმარების გაწევისთვის. მოიცავს სხვადასხვა რესურსესსა და დახმარების ფორმებს წევრი სახელმწიფოსგან და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებიდან. ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში გაწევრიანება საშუალებას მისცემს უკრაინას, სრულად გამოიყენოს ევროკავშირის ყველა ინსტრუმენტი და პროგრამა, რათა განავითაროს თავისი ეროვნული სამოქალაქო დაცვის სისტემა და მოიზიდოს დახმარება. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინამ სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან 70 000 ტონაზე მეტი დახმარება მიიღო, მათ შორის საკვები, ასევე, განაღმვის აღჭურვილობა და სპეციალური აღჭურვილობა. უკრაინამ მიიღო საგზაო რუკა, რომ ოფიციალურად გამხდარიყო ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ნაწილი. დოკუმენტი ასახავდა კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც კიევს უნდა გადაედგა, ვიდრე სისტემის სრულუფლებიანი წევრი გახდებოდა.
საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ნიკა გვარამია სასწრაფოდ გაათავისუფლოს. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ წერილშია ნათქვამი. წერილში აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზეც, მაგალითად აშშ-ის საელჩოსგან, ევროპარლამენტისგან, საქართველოს სახალხო დამცველისგან. წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაცია “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი” (CPJ) აღნიშნავს, რომ დაპატიმრებული ჟურნალისტების სიას 1992 წლიდან ადგენს და აქამდე საქართველოში არცერთი ჟურნალისტი არ ყოფილა დაპატიმრებული. “გვარამიას დაპატიმრება, რომელიც საქართველოს პოსტსაბჭოთა ევრაზიის რეპრესიული, ავტორიტარული სახელმწიფოების სიაში აქცევს, ზიანს აყენებს თქვენი ქვეყნის რეპუტაციას”, - აღნიშნულია წერილში. განცხადების თანახმად, გვარამიას გათავისუფლება საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და პრეზიდენტმა თავად აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის არჩევანია ევროპული ინტეგრაციის მიღწევა. “მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენი აღმასრულებელი უფლებამოსილება ნიკა გვარამიას ციხიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად”, - ნათქვამია წერილში. განცხადებაზე ხელმომწერთა შორის არიან:“ჟურნალისტები დაცვის კომიტეტი“ (CPJ), „Article 19“, „ევროპელი ჟურნალისტები ასოციაცია“ (AEJ), „პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი“ (ECPMF), „ჟურნალისტების ევროპული ფედერაცია“ (EFJ), Human Rights Watch, ფონდი „სამართალი ჟურნალისტებისთვის“, „ცენზურის ინდექსი“, „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI), PEN International, „ რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF).
ლოიდ ოსტინი გერმანიაშია
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე ჩავიდა, სადაც პარასკევს, 21 აპრილს, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „ხვალ ვიქნები უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს 40-ზე მეტ მოკავშირესთან და პარტნიორთან ერთად, რათა გავაგრძელოთ ჩვენი მნიშვნელოვანი მუშაობა უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე გადაუდებელი საჭიროებების მხარდასაჭერად“, - განაცხადა ოსტინმა. რამშტეინის ფორმატის მე-11 შეხვედრა 21 აპრილს გაიმართება. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრები და თავდაცვითი სფეროს სხვა ოფიციალური პირები განიხილავენ კრიზისს, რომელიც უკრაინაში გრძელდება, და უსაფრთხოების სხვადასხვა პრობლემას, რომელთა წინაშეც დგანან აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორები. ჯგუფის წინა შეხვედრა ვირტუალურად 2023 წლის 15 მარტს გაიმართა. საკონტაქტო ჯგუფი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მიზნით შეიქმნა.
ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება
ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ამ ეტაპზე აღნიშნულ ობიექტებზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. წერს „ინტერპრესნიუსი“. ამ დროისთვის ოფიციალურად არ კონკრეტება, რა საქმეს უკავშირდება საგამოძიებო მოქმედებები.
ავსტრიელი მინისტრი: მხარს ვუჭერთ სანქციებს აგრესორის წინააღმდეგ, ომის დაწყებიდან თითქმის ორი მილიარდი ევროს აქტივები გავყინეთ
ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, რომ ქვეყანამ გააყინა თითქმის ორი მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები, რომლებიც დაკავშირებულია სანქცირებულ რუსებთან. „რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეფექტიანად გამოყენება ავსტრიის, ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესებში შედის. ჩვენ მხარს ვუჭერთ დასავლეთის სანქციებს აგრესორის წინააღმდეგ და ომის დაწყებიდან თითქმის ორი მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური აქტივები გავყინეთ", - განაცხადა ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა. ბრუნერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ფონზე ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. 2022 წლის მაისის მდგომარეობით, ავსტრიის ხელისუფლებამ სანქცირებული რუსების კუთვნილი 254 მილიონი ევროს აქტივებს მიაკვლია.
რუსულმა თვითმფრინავმა ბომბი რუსეთის ქალაქში ჩამოაგდო - CNN
რუსულმა „სუ-34“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, სადაც 400 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ამის შესახებ CNN წერს. დაშავდა ორი ადამიანი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „2023 წლის 20 აპრილს, მოსკოვის დროით დაახლოებით 22:15 საათზე, ქალაქ ბელგოროდის თავზე საჰაერო კოსმოსური ძალების „სუ-34“ თვითმფრინავის ფრენისას მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის გაუთვალისწინებელი გაშვება, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. მსხვერპლი არ არის“. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე 20-მეტრიანი რადიუსის კრატერი დარჩა. მისივე თქმით, დაშავებულია ორი ადამიანი. ამერიკული მედია იხსენებს, რომ რუსული სახელმწიფო მედია ამაყობდა ქვეყნის სუ-34 საბრძოლო თვითმფრინავებით გასულ დეკემბერში, როდესაც განაცხადა, რომ ბომბდამშენების ახალი პარტია“ გადაეცა რუსეთის ძალებს უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, თუმცა არ მიუთითა მიწოდებული თვითმფრინავების კონკრეტული რაოდენობა. „სუ-34 ბომბდამშენი იქნება რუსული ფრონტის თვითმფრინავების ძირითადი დამრტყმელი ძალა. განახლებულ Su-34 საბრძოლო თვითმფრინავს აქვს გაფართოებული საბრძოლო შესაძლებლობები, რაც მას საშუალებას აძლევს, გამოიყენოს მოწინავე საჰაერო ხომალდი, გაზარდოს დამრტყმელი სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების დიაპაზონი და გააფართოოს დაბომბვის პირობები და სიზუსტე“, - ნათქვამი იყო კრემლის მიერ კონტროლირებადი TASS-ის იმდროინდელ ცნობებში. რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ლუგანსკის, ხარკოვის და სუმის ოლქებს ესაზღვრება. მოსკოვის სუ-34-ის ფლოტმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა ომის დაწყების შემდეგ, ზოგიერთი შეფასებით, 10% ან მეტი განადგურდა. „ამ კვირის დასაწყისში რეგიონის სოფელს, უკრაინის საზღვარზე, დაარტყეს კიევის ძალებმა“, - აცხადებდა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი გლადკოვი. ადგილობრივმა მედიამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ორმა თვითმფრინავმა მცირე ბომბი ჩამოაგდო ადგილობრივ თბოელექტროსადგურებზე. უკრაინა არ დაადასტურებს თავის მონაწილეობას ამ ინციდენტში. „ჩვენ არ დავადასტურებთ და არც უარვყოფთ [უკრაინის ჩართულობას]“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის დაზვერვის წარმომადგენელმა, ანდრი იუსოვმა.
უკრაინა: ჩვენმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების 8 „კამიკაძე“ დრონი გაანადგურეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ მათმა ჯარისკაცებმა გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტების 8 „კამიკაძე“ დრონი გაანადგურეს. უკრაინა: ოკუპანტების 21 დრონი გავანადგურეთ „ღამით მტერმა Shahed-136 ტიპის დაახლოებით 10 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა (ინფორმაცია ზუსტდება), რომელთაგან 8 ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს“, - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.