ძებნის რეზულტატი:

რა დამატებით გამოძიებაზეა საუბარი?! გაოცებული ვარ აშშ-ის ელჩის გამოქომაგებით კეზერაშვილის მიმართ - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გაოცებულია აშშ-ის ელჩის გამოქომაგებით კეზერაშვილის მიმართ. „„ქოლცენტრების“ საკითხი გვერდზე რომ გადავდოთ, კეზერაშვილის წინააღმდეგ არსებობს სისხლის სამართლის განაჩენი. ქართულ ჯარს მან დადასტურებულად ხუთი მილიონი ევრო მოჰპარა, ეს იცის ყველამ და მათ შორის ჩვენმა პარტნიორებმაც. რა დამატებით გამოძიებაზეა საუბარი?! დღეს კეზერაშვილი სასჯელს უნდა იხდიდეს ქართულ ციხეში. იმის გამო, რომ მას მფარველობენ, თავისუფალია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილდება. ფაქტია, რომ მას აქვს გარკვეული მფარველობა და ამ მფარველობით ის აფინანსებს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, მედიასა და არეულობას. უცხოელმა პოლიტიკოსებმა ერთი ცუდი საქმე ქართველ ხალხს უკვე გაუკეთეს, თავისთან ინახავდნენ სააკაშვილს, არ გადასცეს ქართულ მართლმსაჯულებას და დაუშვეს ის, რომ საქართველო მიიყვანეს დაპირისპირების ზღვრამდე, როდესაც სააკაშვილს მიეცა იმის მოტივაცია, რომ საქართველოში შემოიპარა, რათა აქ არეულობა მოეწყო. რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის პროფესიონალიზმი, რა იქნებოდა დღეს საქართველოს ქუჩებში, ვისი ტანკი იდგებოდა და ვისი ავტომატი გაისვრიდა, ეს საკითხავი იქნებოდა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით განაცხადა: „კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც უარყოფს ბრალდებებს. ცხადია, მეტი ინფორმაცია და სამართლებრივი პროცესია საჭირო. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება“.  

ზურაბ ზარაშვილთან შეხვედრის შემდეგ, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლები პროტესტს განაგრძობენ

ჯანდაცვის მინისტრისა და თამარ გაბუნიას შეხვედრაზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებთან, ზურაბ აზარაშვილის იწყება ინფორმაციას ავრცელებს.  უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მედიკამენტთან დაკავშირებით, მწირი მონაცემების არსებობის გამო, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები აღნიშნულ საკითხს ფრთხილად ეკიდებიან, რათა პაციენტის უსაფრთხოება მაქსიმალურად გარანტირებული იყოს. შესაბამისად, ამ ეტაპზე, აღნიშნული წამლით მკურნალობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ფინანსდება. მედიკამენტის აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოსა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზაცია ქვეყნებში შეტანის და გაყიდვის უფლებას ეხება და ავტომატურად ბიუჯეტიდან მედიკამენტის დაფინანსებას არ გულისხმობს. ვიძლევით უპირობო გარანტიას, თუ სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა პასუხისმგებლობას აიღებს და აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე. „აღნიშნა, რომ მედიკამენტების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ ხდება და საკითხს დარგის სპეციალისტები, ექიმები და ექსპერტები, ერთობლივი შეჯერების საფუძველზე განიხილავენ. ზურაბ აზარაშვილმა, პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დააფიქსირა უწყების მზადყოფნა, რომ ბავშვებს, რომლებსაც სხვა თანმდევი დაავადებები აქვთ, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, სახელმწიფო დაუფინანსებს. აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებაა, რომელიც ადამიანის სიმაღლეში ზრდის შეფერხებით ხასიათდება. ამ დაავადებით ადამიანებს აქვთ ჩვეულებრივი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივი ინტელექტი, მიუხედავად ზრდაში შეფერხებისა,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრით უკმაყოფილოები არიან აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები. ისინი აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან განაგრძობენ. აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც 25 ათას ბავშვში ერთს აქვს და დიაგნოზის მქონე პაციენტების 80%-ს მდგომარეობა სპონტანური მუტაციის შედეგად უვითარდება. ამ დიაგნოზის დროს ბავშვის სიმაღლე დაბადებისას ნორმალურია, მაგრამ დროთა განმავლობაში ის თანატოლებს სიმაღლეში ჩამორჩება: ტანი ეზრდება, მაგრამ კიდურები - ხელები და ფეხები - მოკლე რჩება. თუმცა მთავარი პრობლემა არ არის მხოლოდ ამ ბავშვების სიმაღლე - აქონდროპლაზიამ შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის გადაჭარბებული შიდა მრუდი (ლორდოზი), ტვინში სითხის დაგროვება (ჰიდროცეფალია), სუნთქვის გაძნელება, შუა ყურის ხშირი ინფექციები და სხვა მრავალი გართულება. მათ შორის, წონის ზეწოლის შედეგად, ქვედა კიდურების გამრუდება.  

ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლისთავთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

2012 წლის 21 აპრილს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად წარადგინა ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების წინაშე, ეს მოვლენა იქცა უმნიშვნელოვანესი პროცესების დასაწყისად ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დღეს 11 წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ facebook-ზე წერს. მისივე თქმით, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს იყო ურთულესი პერიოდი. „2012 წლის 21 აპრილს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად წარადგინა ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების წინაშე. ეს მოვლენა იქცა უმნიშვნელოვანესი პროცესების დასაწყისად ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გავიხსენოთ, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს იყო ურთულესი პერიოდი. ანტიეროვნულმა, თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა პოლიტიკის უმთავრეს იარაღად აქცია შიში, ტერორი, ჩაგვრა და საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა. საფრთხის ქვეშ დადგა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, არამედ თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და თავისუფლება. საკუთარი ხალხის მოღალატე რეჟიმი ესწრაფოდა ძალაუფლების შენარჩუნებას - თუნდაც ქვეყნის განადგურების ხარჯზე. უნდა ვაღიაროთ - ბევრი ვერ ხედავდა მაშინ გამოსავალს ამ ვითარებიდან”, - აღნიშნავს პრემიერი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა. „სწორედ ამ პირობებში შეიქმნა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ეს იყო არსებითი გარდატეხა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა. დღეს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით, ჩვენ მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ეროვნული პოლიტიკის გატარება - სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობისა და სტაბილურობის, მოქალაქეთა თავისუფლების უზრუნველყოფა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს არის ერთადერთი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი, რაც საშუალებას გვაძლევს მთელი ძალისხმევა მივმართოთ ყველა სფეროს განვითარებისათვის. დღეს სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ყველა - კეთილდღეობის, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიის მიმართულებებით. მსურს განსაკუთრებით გამოვყო უდიდესი პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, - ასოცირების ხელშეკრულებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, უვიზო მიმოსვლითა და, ახლა უკვე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში ჩვენი გაწევრიანების პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო. ყველა ეს მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა „ქართული ოცნების“ თითოეული წევრისა და მხარდამჭერის ერთგულებისა და შრომისმოყვარეობის გარეშე. მადლობას ვუხდი ყველა მათგანს. განვლილი წლების შეჯამებისას ჩვენი მოტივაცია იგივეა - კიდევ უფრო მეტი შემართებით უნდა გავაგრძელოთ ეროვნული პოლიტიკის გატარება, ზრუნვა ყველაფერზე, რაც ჩვენი თვითმყოფადობისა და ძლიერების საფუძველია, - ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური აღორძინება, ჩვენი კულტურის, სარწმუნოების, ტრადიციების დაცვა და განვითარება, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით - წინსვლა თითოეული ქართველის უმთავრესი ოცნებისა და მიზნისაკენ - ერთიანი, თავისუფალი და ძლიერი საქართველოსკენ”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.  

იაპონიამ შესაძლოა, რუსეთში მეორადი ავტომობილების ექსპორტი აკრძალოს - მედია

თუ „დიდი შვიდეული“ გადაწყვეტს, დააწესოს სრული აკრძალვა რუსეთში ექსპორტზე, იაპონიამ შესაძლოა, მეორადი ავტომობილების რუსეთში გადაზიდვა დაბლოკოს, განაცხადა პარასკევს იაპონიის მთავრობის წყარომ Kyodo News-ის ცნობით. მაისში, იაპონია G-7-ის სამიტს ჰიროსიმაში, დასავლეთ იაპონიაში უმასპინძლებს, სადაც სხვა მთავარ თემებთან ერთად განიხილება უკრაინის მხარდაჭერის გაფართოების ზომები და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება. G-7-ის ქვეყნებმა უკვე შეაჩერეს რუსეთში პროდუქციის ფართო სპექტრის ექსპორტი, მათ შორის პროდუქცია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს სამხედრო მიზნებისთვის, მაგრამ უახლესმა გეგმამ შეიძლება, სავაჭრო ემბარგო გააფართოოს.  

"ხალხის ძალა": აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს

 აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს, - საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. რა დამატებით გამოძიებაზეა საუბარი?! გაოცებულია აშშ-ის ელჩის გამოქომაგებით კეზერაშვილის მიმართ - პაპუაშვილი „მერაბ კოსტავას ეკუთვნის სიტყვები: „საქართველო თავისუფალი გახდება. მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“. საქართველომ 32 წლის წინ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თუმცა, 32-წლიანი გამოცდილება და განსაკუთრებით, ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესები გვიჩვენებს, რომ რეალური დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიღწევას კვლავაც სერიოზული ბრძოლა ჭირდება. სამწუხაროდ, ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს. როდესაც ოთხ ქართველ მოსამართლეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, კორუფციაში დებ ბრალს და ნაცმოძრაობის კუთვნილ მედიასაშუალებებში გავრცელებული ჭორების საფუძველზე ასანქცირებ, ეს სხვა არაფერია, თუ არა მტრული დამოკიდებულების გამოვლინება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის მიმართ. სამართლის საყოველთაო პრინციპების თანახმად, მოსამართლე განსაკუთრებული ხელშეუხებლობით სარგებლობს და მისი დასჯა მხოლოდ რთული სამართლებრივი პროცედურისა და უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზეა შესაძლებელი. შესაბამისად, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი მოსამართლეებზე განსაკუთრებული სიმძაფრით ვრცელდება. თუმცა, ამერიკის ელჩი ამას არად დაგიდევთ და მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულის იარლიყს აწებებს, რაც ჩვენი სახელმწიფოს უხეში შეურაცხყოფაა. ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად გაშიშვლდა, როდესაც ქალბატონმა დეგნანმა დავით კეზერაშვილის დაცვა სცადა და განაცხადა, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, კეზერაშვილის მიერ ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე ვერაფერს გეტყვითო. ანუ უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც ქართველ მოსამართლეებზე რატომღაც არ გავრცელდა, სრულად ვრცელდება დავით კეზერაშვილზე, რომელმაც ქართველი ბიზნესმენებისა და ქართული ჯარის ძარცვა არ იკმარა და საკუთარი მრავალმილიონიანი ქონების გაზრდა ევროპელი პენსიონერების ხარჯზე გადაწყვიტა. აქვე შეგახსენებთ, რომ კეზერაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ არის დამნაშავედ ცნობილი და განაჩენის გასაჩივრება სტრასბურგის სასამართლოში მან ვერც კი გაბედა. გამოდის, რომ ამერიკის ელჩისთვის უდანაშაულობის პრეზუმფცია უდანაშაულო მოსამართლეებზე არ ვრცელდება, მაგრამ ოფიციალურად დამნაშავედ ცნობილი კეზერაშვილი, რომელიც საზღვარგარეთ მიმალვაში სწორედ ამერიკული მფარველობის წყალობით იმყოფება, უდანაშაულობის პრეზუმფციის აბსოლუტური პრივილეგიით სარგებლობს. ორუელისეული ფორმულით თუ ვიხელმძღვანელებთ, გამოდის, რომ საელჩოსთვის უსამართლობა არის სამართალი. ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ საელჩო თავისი ქმედებებით სინამდვილეში არა საქართველოს ინტერესებს, არამედ აგენტურას უფრთხილდება, რათა მას ძალაუფლების დაბრუნების შანსი შეუნარჩუნოს და საელჩომ საქართველოს მართვის სადავეები დაიბრუნოს, ანუ აგენტოკრატია აღადგინოს. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ამერიკის ელჩი ამას სრულად შემდგარ სახელმწიფოს ვერ გაუბედავდა, გაბედვის შემთხვევაში კი, სრულად შემდგარი სახელმწიფო ასეთ ელჩს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდა. თუმცა, აშკარაა, რომ ჩვენს სახელმწიფოს დღეს ამის რესურსი ჯერ კიდევ არ აქვს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ელჩის ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტად პრობლემის შედეგია და არა მიზეზი. საქმე ისაა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველომ საკუთარ თავს ყველა უბედურება დააწია, რაც კი შესაძლებელი იყო. ამას წინ უძღოდა 70-წლიანი საბჭოთა ავტორიტარული მმართველობა, რომლის ფონზეც სახელმწიფოებრიობას ჩვენი ქვეყანა სრულიად მოუმზადებელი და გამოუცდელი შეხვდა. სწორედ ამ გამოუცდელობის შედეგად, 90-იან წლებში საქართველომ გამოიარა სამი ომი, ეკონომიკის ნგრევა და კორუფცია, რამაც 2003 წელს მიხეილ სააკაშვილს რევოლუციის მოწყობის შესაძლებლობა მისცა, საქართველოს ხელისუფლება კი აგენტურით დაკომპლექტდა. ასე დავკარგეთ 2003 წელს სახელმწიფო სუვერენიტეტი, რომელსაც 2012 წლიდან ნელ-ნელა ვიბრუნებთ. ეს სუვერენიტეტი ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტია და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ელჩი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ ესოდენ უხეშ დამოკიდებულებას ავლენს. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ელჩის ამგვარი მოქმედება არის პრობლემის – ჯერ კიდევ სუსტი სუვერენიტეტის – შედეგი და არა მისი მიზეზი. ამასთან, ელჩის უხეში ქმედებების მიზანი სწორედ ისაა, რომ საქართველომ სუვერენიტეტი სრულად არ დაიბრუნოს, რათა აგენტურას ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება კიდევ ერთხელ მიეცეს. ამ ბრძოლაში ხელისუფლებამ პრინციპები არ უნდა დათმოს და ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტი სრულად უნდა აღუდგინოს. ასეთ პირობებში, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ესოდენ უხეშ ჩარევას მომავალში ვეღარავინ გაბედავს“, – აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით განაცხადა: „კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც უარყოფს ბრალდებებს. ცხადია, მეტი ინფორმაცია და სამართლებრივი პროცესია საჭირო. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება“.  

მექსიკამ საპრეზიდენტო თვითმფრინავი ტაჯიკეთს მიჰყიდა

მექსიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბოლოოდ მიჰყიდა არასასურველი საპრეზიდენტო თვითმფრინავი - ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ტაჯიკეთს. პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განმარტა, რომ ტაჯიკეთის მთავრობამ დაახლოებით 92 მილიონი დოლარი გადაიხადა Boeing 787 თვითმფრინავში. ლოპეს ობრადორმა თვითმფრინავის გამოყენებაზე 2018 წლის პირველ დეკემბერს, თანამდებობის დაკავების შემდეგ განაცხადა უარია და განმარტა, რომ ის ძალიან მდიდრული იყო.  პრეზიდენტი ჩვეულებრივ კომერციული ფრენებით სარგებლობს. თვითმფრინავი 200 მილიონ დოლარად იყო შეძენილი და მას ობრადორის წინამორბედი, ენრიკე პენია ნიეტო იყენებდა. „თვითმფრინავის გაყიდვიდან მიღებული თანხის გამოყენებას ორი საავადმყოფოს ასაშენებლად ვაპირებთ“, - განაცხადა მექსიკის პრეზიდენტა.  

Washington Post: გაჟონილი დოკუმენტები აჩვენებს, რომ უკრაინა სირიაში რუსულ ძალებზე თავდასხმებს გეგმავდა

უკრაინის სამხედრო დაზვერვა სირიაში მოქმედ რუსულ ძალებზე ფარული თავდასხმების განხორციელებას ქურთების დახმარებით გეგმავდა, ამის შესახებ Washington Post-იაშშ-ის დაზვერვის გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, გეგმები მიმართული იყო რუსეთისა და კრემლის მიერ მხარდაჭერილი კერძო დაქირავებული ვაგნერ ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც მოქმედებს როგორც უკრაინაში, ასევე სირიაში. საბოლოოდ, გეგმაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი განაცხადა, მაგრამ ამერიკული მედიის ცნობით, გაჟონილი დოკუმენტები, რომლებიც იანვრის ბოლოთი თარიღდება, დეტალურად აღწერს შესაძლო სამოქმედო გეგმას, რომელიც დაზვერვის მთავარ დირექტორატს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სააგენტოს შეეძლო, შეესრულებინა თავდასხმების განსახორციელებლად. გაჟონილი დოკუმენტები აშშ-ის სამხედრო და დაზვერვის საიდუმლო ფაილების ნაწილია, რომელიც სოციალურ მედია ქსელში Discord გამოჩნდა. შეერთებულმა შტატებმა 13 აპრილს 21 წლის საჰაერო ნაციონალური გვარდიელი დააკავა, რომელიც ეჭვმიტანილია დოკუმენტების გაჟონვაში.    

თბილისში, მიუსაფარ ძაღლებს აღრიცხავენ

თბილისში, 2015 წლის შემდეგ პირველად, მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვა მოხდება. "ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს, მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვის ჩატარება ზაფხულშია დაგეგმილი და მას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები განახორციელებენ", - აცხადებენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მიუსაფარი ძაღლების მონაცემები თბილისის რაიონების მიხედვით დაითვლება, რის საფუძველზეც შემუშავდება როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმები. „ბოლოს მიუსაფარი ძაღლების აღირცხვა 2015 წელს ჩატარდა, რა დროსაც თბილისში 45 ათასი ძაღლი აღირიცხა“, - აცხადებენ სააგენტოში.  

საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 2 პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ხის მასალის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებით ტრანსპორტირებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, მეწარმე სუბიექტი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი ამხილეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ხის მასალის რეალიზაცია, წინასწარი შეცნობით შეიძინა უკანონოდ მოპოვებული ხის მასალა. რომლის ტრანსპორტირებაც განახორციელა სასაქონლო ზედნადებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, ხოლო, მეორე ბრალდებულმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ხსენებული მეწარმისთვის უპირატესობისა და გამორჩენის მიღების მიზნით, არ განახორციელა ტვირთის შემოწმების შესაბამისი პროცედურები და არ აღკვეთა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის გადაზიდვის ფაქტი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186 – ე, 210-ე და 332 -ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.  

უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივად შესყიდვის ინიციატოვას სლოვენია უერთდება

სლოვენიის მთავრობამ გადაწყვიტა, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის ინიციატივას შეუერთდეს. ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) პროექტში ევროკავშირის 23 წევრი ქვეყანა და ნორვეგია უკვე მონაწილეობენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სლოვენიის პრესის სააგენტო (STA) იტყობინება. „მთავრობამ ხუთშაბათს განიხილა პროექტი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ და გადაწყვიტა, რომ მას შემდეგ რაც თავდაცვის მინისტრი მარჯან სარეჩი ხელს მოაწერს პროექტს ევროპის თავდაცვის სააგენტოსთან (EDA), მთავრობა მას დაამტკიცებს“, - განაცხადა სლოვენიის თავდაცვის სამინისტრომ. უკრაინაში ერთი მილიონი საბრძოლო მასალის სწრაფი მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა დაამტკიცა.  ამ მიზნის მისაღწევად, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის ქვეყნების კომპენსაციისთვის გამოეყოთ ერთი მილიარდი ევრო ევროპული სამშვიდობო ფონდიდან, და ერთი მილიარდი ევრო, რათა გაზარდონ ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობები საარტილერიო ჭურვების წარმოებაში. ისინი უკრაინაში და ევროკავშირის მარაგების შესავსებად.  

დანილოვი ბელგოროდში აფეთქებაზე: რუსული არმია საკუთარ მოსახლეობას აშინებს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი გამოეხმაურა 20 აპრილს მომხდარ აფეთქებას ბელგოროდში და აღნიშნა, რომ რუსული არმია აგრძელებს საკუთარი ქალაქების პროვოკაციულ დაბომბვას მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებისა და ესკალაციის წახალისების მიზნით. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივად შესყიდვის ინიციატოვას სლოვენია უერთდება „რუსეთის საოკუპაციო არმია აგრძელებს მისი ქალაქების პროვოკაციულ დაბომბვას მშვიდობიანი მოსახლეობის დასაშინებლად და ესკალაციის წაქეზებისთვის", - წერს დანილოვი.  

NATO-ს გენერალური მდივანი 25 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში უმასპინძლებს

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 25 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში უმასპინძლებს. ამის შესახებ ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. "NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 25 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში უმასპინძლებს. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია", - აღნიშნულია განცხადებაში. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.  

უკრაინის განადგურების ძებნაში, რუსეთმა შესაძლოა, თავი გაინადგუროს - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ უკრაინის განადგურების ძებნაში, რუსეთმა შესაძლოა, საკუთარი თავი გაინადგუროს.  "უკრაინის განადგურების ძებნაში, რუსეთმა შესაძლოა, საკუთარი თავი გაინადგუროს. დაუშვებელია, რომ უკრაინის გაერთიანებული ძალები და განვითარებული ტექნოლოგიებისა და ნატო-ს სტანდარტების მქონე მოკავშირეები უსარგებლო, კორუმპირებულ საბჭოთა არმიასთან დამარცხდნენ". ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის $55 მილიარდის დახმარება გასწიეს - ოსტინი

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა (ე.წ. რამშტეინის ფორმატი) უკვე 55 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწიეს უკრაინას უსაფრთხოებისთვის. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა პარასკევს, 21 აპრილს, გერმანიაში რამშტეინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის გახსნისას განაცხადა. ოსტინის თქმით, დახმარების მოცულობა ათჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც რამშტეინის ფორმატის პირველი შეხვედრა ერთი წლის წინ გაიმართა. „საერთო ჯამში, ამ საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა 55 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწიეს უკრაინას უსაფრთხოებისთვის,” - განაცხადა ოსტინმა.  

ხელისუფლება მომავალშიც დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს - "ქართული ოცნება"

ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ხელისუფლება მომავალშიც დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პარტიის დაფუძნებიდან 11 წელიწადი რამდენიმე ძირითადი მიღწევით შეიძლება დახასიათდეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც, ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამასთან, უწყვეტი მშვიდობა „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა რეგიონში არსებული ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში. ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული იყო გასული წელიწადი, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის უშუალო საფრთხე შეექმნა, თუმცა, უმძიმესი წნეხის მიუხედავად, ხელისუფლება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა და უმკლავდება; 2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტი დემოკრატიული წინსვლის 11-მა წელიწადმა ჩაანაცვლა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წელს წარსულს ჩააბარა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, მონოპოლიზებული მედია, პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილებული სასამართლო და უამრავი სხვა მანკიერება. დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, აღიკვეთა ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესი თავისუფალია, როგორც არასდროს, დაცულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი; 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს ჰქონდა ყველაზე ხელშესახები წინსვლა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან და მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. შარშან ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, წელს კი, სამართლიანი გადაწყვეტილების პირობებში, ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსსაც მიიღებს; 2012 წელს საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზას დაადგა. გასული 11 წლის განმავლობაში, ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება. პირველი, ეს იყო რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ეკონომიკური და სავალუტო კრიზისი, ხოლო მეორე – კოვიდიდან გამომდინარე ეკონომიკური კრიზისი 2020 წელს. თუმცა, რეალური ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების, ბიზნესის რეკეტის აღკვეთისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, საქართველომ სირთულეები წარმატებით დაძლია. ზედიზედ ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ლარის კურსი 3,45-დან 2,50-მდე შემცირდა, 60-დან 38 პროცენტამდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 2012 წლიდან დღემდე, ქვეყანაში ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე – 1,150,000-დან 650,000-მდე შემცირდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა. უკვე წელს, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 8 ათასი დოლარი გახდება, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის 15 ათას დოლარს მიაღწევს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნების ტოლფასი ეკონომიკა ექნება; ფუნდამენტურად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა სოციალური პოლიტიკისადმი. დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, არსებითად გაფართოვდა სოციალური დახმარების პაკეტები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, აღიკვეთა სოციალური დახმარების პოლიტიკური ინტერესების მიხედვით განაწილების პრაქტიკა; საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული. ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით და ამ ინტერესების ხარჯზე კომპრომისს არასოდეს დაუშვებს, მომავალშიც განუხრელად დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს; მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი ღირებულებების და მის მიერ დამკვიდრებული და გუნდისთვის დატოვებული პრინციპების შედეგია ყველა ის ფუნდამენტური მიღწევა, რომელიც გასული 11 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ამ ღირებულებებითა და პრინციპებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და, მისი მმართველობით, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს შეუქცევად და თანმიმდევრულ წინსვლას დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.  

დღეს საქართველო ვითარდება, როგორც დემოკრატიული, ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანა - კალაძე

დღეს საქართველო ვითარდება, როგორც დემოკრატიული, ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქასელში წერს. „2012 წლის 21 აპრილს ოფიციალურად დაფუძნდა პარტია, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართულ პოლიტიკაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. 11 წლის წინ, როდესაც „ქართული ოცნება“ დაარსდა, ბევრს ვერც კი წარმოედგინა, რომ წარსულს ჩაბარდებოდა პოლიტიკური დევნა, ძალადობა, მედიაზე ზეწოლა, საკუთრების ხელყოფა, გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა, პატიმართა არაადამიანური წამება. დღეს საქართველო ვითარდება, როგორც დემოკრატიული, ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანა. ეს არის, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის დამსახურება და ბიძინა ივანიშვილის უდიდესი ძალისხმევა, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გამო, სიცოცხლის რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი ოჯახი და გააერთიანა საზოგადოება ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის დასასრულებლად. „ქართული ოცნების“ პრინციპები უცვლელია - ღირსება, თავისუფლება, სამართლიანობა, მშვიდობა, განვითარება, ჩვენი მდიდარი კულტურისა და ტრადიციების დაცვა. სწორედ ამ ღირებულებებით მივისწრაფით და ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროინტეგრაციის გზაზე. ვულოცავ დღევანდელ დღეს „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ერთგულია ჩვენი პარტიის პრინციპების“, - წერს კახა კალაძემ. დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წელი შესრულდა.   

იენს სტოლტენბერგი: ომის დასრულების შემდეგაც გვჭირდება უკრაინის მხარდაჭერა

ომები ბუნებით არაპროგნოზირებადია. დღეს ვერავინ იტყვის, როდის დასრულდება ეს ომი. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინელები შეძლებენ დიდი პროგრესის მიღწევას და თქვენ მალე გექნებათ სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა. მაგრამ ამას დარწმუნებით ვერავინ იტყვის. ჩვენ უნდა მოვემზადოთ გრძელვადიან პერსპექტივაში. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში, რამშტაინის ფორმატში მორიგი შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა. „NATO-ს მოკავშირეები კვლავ და ისევ აცხადებენ, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვიქნებით იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება. მაგრამ მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვჭირდება ერთგვარი გრძელვადიანი პერსპექტივა, არის ის, რომ ასევე, ომის დასრულების შემდეგ, ჩვენ გვჭირდება უკრაინის მხარდაჭერა. იმიტომ, რომ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს სამხედრო ძალა, შესაძლებლობები, შეკავების უნარი ახალი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად, რადგან უნდა გახსოვდეთ, რომ ომი არ დაწყებულა გასული წლის თებერვალში. ომი დაიწყო 2014 წელს, როდესაც რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია და როდესაც რუსეთი პირველად გადავიდა აღმოსავლეთ დონბასში. შემდეგ კი ჩვენ გვქონდა სრულმასშტაბიანი შეჭრა თებერვალში. ასე რომ, როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის ნამდვილად სრულდება და ეს არის გრძელვადიანი მშვიდობა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, მოკავშირები ეხმარებიან უკრაინელებს უფრო  მეტი მიწის გათავისუფლებაში, უფრო მოწინავე სისტემების მიწოდებით. „ახლა მოკავშირეები კიევს აწვდიან NATO-ს თანამედროვე სტანდარტების მოწინავე საბრძოლო ტანკების მნიშვნელოვან რაოდენობას. მაგრამ მოწინავე თანამედროვე სტანდარტების საბრძოლო ტანკების გარდა, მოკავშირეები ასევე აწვდიან მათ ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, შეიარაღებულ პერსონალის მატარებლებს, უამრავ ჯავშანსა და საბრძოლო მასალას და აღჭურვილობას. ასე რომ, ეს ყველაფერი მართლაც მოწინავე მაღალი დონის შესაძლებლობებია“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.  

საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაციას მოეწერება ხელი - ილია დარჩიაშვილი

დღეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაციას მოეწერება ხელი. ქვეყნებს შორის დიალოგის ფორმატის დაფუძნების შეთანხმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რომში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, იტალიის რესპუბლიკასთან მაღალი დონის დიალოგის ახალი ფორმატი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, თავდაცვა და უსაფრთხოება, პოლიტიკური მიმართულება, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო. მისი შეფასებით პლატფორმა თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს ორი ქვეყნის თანამშრომლობას. „ჩემს იტალიელ კოლეგასთან ერთად, ხელი მოეწერება სტრატეგიული დიალოგის შესახებ ახალი პლატფორმის შექმნას, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს. აღნიშნული ფორმატი გააძლიერებს და ახალ იმპულსს მოუტანს იტალიის და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს“-განაცხადა დარჩიაშვილმა. იტალიაში მიმდინარე ვიზიტის შეფასებისას ილია დარჩიაშვილმა, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. დარჩიაშვილის თქმით, საქართველოსთვის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაა და როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე ამ პროცესში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყება იმაზეა ფოკუსირებული, რომ ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიიღოს კანდიდატის სტატუსი. „ჩვენს იტალიელ კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორი მხარდაჭერა სჭირდება საქართველოს იმისთვის, რომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და რა მიმართულებით არის აქცენტები გასაკეთებელი. მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა პარლამენტის სპიკერთან, რადგან ამ პროცესში საპარლამენტო მხარდაჭერაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მისგან მივიღეთ ძალიან მკაფიო მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ , რომ პარლამენტი, იტალიის მთავრობასთან ერთად, ძალიან აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს მხარდაჭერის პროცესში“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, იტალიელ კოლეგასთან დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებს იმ მთავარ მიმართულებებზე, რომლებიც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სჭირდება საქართველოს. „ჩვენ ძალიან დინამიკურად ვთანამშრომლობთ ორმხრივ ფორმატში საქართველო-ევროკავშირის მიმართულებით. მაგრამ ასევე ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ ინდივიდუალურად ვიმუშაოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომლებიც გამოხატავენ ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ, რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით და ყველა ქვეყნის მზადყოფნა და მხარდაჭერა სჭირდება“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელძღვანელი შეხვედრებს მართავს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.    

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროდ ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე კიდევ ერთხელ შეკრიბა დაახლოებით 50 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები. შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. „დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე ქვეყანამ დაადასტურა უკრაინისთვის დაპირებული სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ამერიკის საელჩო: ვაგრძელებთ თანამშრომლობას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები სრულად იყოს დაცული

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი აჭარაში იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ერთობლივი პროგრამების წარმატებასა და სამომავლო გეგმების განსახილველად შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, აშშ გააგრძელებს თანამშრომლობას, რომ საქართველოს ჰქონდეს უფრო მტკიცე და ინტეგრირებული საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანის უფლებები სრულად იქნება დაცული.  „იურიდიული დახმარების სამსახურს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესებისთვის. იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მიიღონ ხარისხიანი და ეფექტიანი იურიდიული დახმარება, შეერთებული შტატების საელჩო მრავალი წელია, მხარს უჭერს სამსახურის განვითარებასა და გაძლიერებას“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.