ძებნის რეზულტატი:

რა მდგომარეობაშია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ქართული ძეგლები

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აქტივისტებმა მოახერხეს ოჩამჩირის რაიონში უნიკალური ქართული ძეგლების, ბედიის მონასტრის (X საუკუნე), მოქვის საკათედრო ტაძრის (X საუკუნე), და ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის (XI საუკუნე) გადაღება. ამ ინფორმაციას და ვიდეოს მოძრაობა Facebook-ზე ავრცელებს. საუკუნით დათარიღებულ ბედიის მონასტერში, სადაც ჯერ კიდევ 2010 წელს, ქართული კვალის წაშლის მიზნით, ჩამოიფხიკა უნიკალური კედლის მხატვრობა, მათ შორის ბაგრატ III-ს ცნობილი ფრესკა, წლებია, მიმდინარეობს ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის შედეგიც კედელზე ჭიკარტით მიმაგრებული ბაგრატ III-ს დიდი ფოტოა (იხილეთ ფოტო II), ხოლო უშუალოდ მონასტრის საერთო მდგომარეობა ბევრად მძიმეა, ვიდრე აქამდე იყო. განსაკუთრებით სავალალოდ გამოიყურება ბაგრატ III-ს საძვალე (იხილეთ ფოტო III), აყრილია იატაკისა და საფლავის ქვები, მონასტრის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები კი ხე-მცენარეებით იფარება (იხილეთ ფოტო V-VI) დღემდე გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურება „სარეაბილიტაციო სამუშაოები“. „ვინაიდან არსებობს საფრთხე, რომ ტაძარში შემორჩენილი ავთენტური ფრაგმენტები განადგურდეს და შესაძლოა, ბედიის მონასტერმა ილორის ეკლესიის ბედი გაიზიაროს და ის უბრალოდ თეთრად გადაღებონ, მოვუწოდებთ კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საკომუნიკაციო საშუალება მეორე მხარესთან ბედიის მონასტრის ე.წ. რესტავრაციის მიზნების დასადგენად და ზემოთხსენებული ძეგლების შესანარჩუნებლად. „მოძრაობამ კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ასევე წერილით მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს ICOMOS და „ლურჯი ფარის“ წარმომადგენლობას, იმოქმედონ ომის დროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ჰააგის 1954 წლის კონვენციის შესაბამისად და მეტი ყურადღება და აქტიურობა გამოიჩინონ აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადასარჩენად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.   

ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია - NDI

ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ კვლევაშია ნათქვამი. ამასთან, როგორც კვლევაშია ნათქვამი, ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდად“ აფასებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას კარგად აფესებს ცხრა პროცენტი, საშუალოდ – 42 პროცენტი, ცუდად – 48 პროცენტი.კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ თბილისელები და ოპოზიციის მხარდამჭერები ეკონომიკის მდგომარეობას სხვებზე უფრო კრიტიკულად აფასებენ. გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოსახლეობის ნახევარს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს. კერძოდ, კითხვაზე, რამდენად ხართ ან არ ხართ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას., 35 პროცენტი ამბობს, რომ დარწმუნებულია, 50 პროცენტი არ არის დარწმუნებული, 15-მა პროცენტმა კი არ იცის. როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ. „ქართული ოცნების მხარდამჭერები და ახალგაზრდები უფრო მეტად ამბობენ, რომ ხუთი წლის წინანდელთან შედარებით, ახლა მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ“, – აღნიშნულია კვლევაში. გამოკითხვის შედეგებში ასევე ნათქვამია, რომ თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს. კვლევის შედეგების თანახმად, ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. კერძოდ, კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ, გამოკითხულთა 15 პროცენტი აცხადებს, რომ მოსალოდნელია, 82 პროცენტისთვის არ არის მოსალოდნელი, ხოლო სამმა პროცენტმა არ იცის. კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევის ავტორების ინფორმაციით, მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.  

ევროკავშირთან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი მნიშვნელოვნად გაიზარდა, NATO-ს მიმართ მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია

საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ევროკავშირთან პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი ყველაზე მაღალი თბილისის მოსახლეობასა და ახალგაზრდა ასაკობრივ კატეგორიაშია. პარტიული პრეფერენციების მიხედვით მნიშვნელოვანი განსხვავებები არ შეინიშნება. NATO-ს მხარდაჭერის შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ სხვა ჯგუფებთან შედარებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ნაკლებად ხედავენ სარგებელს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. NDI-ის კვლევით, წინა, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, გაზრდილია იმ ადამიანთა წილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ევროკავშირთან – 29%-დან 54-მდე, 24%-დან 12-მდე შემცირებულია მათი რიცხვი, ვინც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობას ემხრობა. ევროკავშირთან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი განსაკუთრებით თბილისისა და სხვა ქალაქების მცხოვრებლებში და ახალგაზრდებში გაიზარდა. ამავე კვლევიდან: NDI-ის კვლევა: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა რუსეთთან მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას კაცები უფრო ემხრობიან, ვიდრე ქალები. ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ მაღალია, რაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების ურყევ სურვილზე მიუთითებს. ევროკავშირის მხარდაჭერის მაჩვენებელი ყველა დემოგრაფიულ კატეგორიაში მაღალია. მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი: 82%-სთვის მისაღებია; 9%-სთვის მიუღებელი; 8%-მა არ იცის. უმრავლესობა კვლავაც ფიქრობს, რომ მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. ამავე კვლევით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მესამედი არ არის დარწმუნებული, რომ მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველაფერს აკეთებს. NATO-ს მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია. მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი: 73%-სთვის მისაღებია; 13%-სთვის მიუღებელი; 13%-მა არ იცის.  NATO-ს მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდებს შორის. NDI-ს თანახმად, უმრავლესობას რუსეთთან ახლო ურთიერთობას ევროპული და ევრო -  ატლანტიკური ინტეგრაცია ურჩევნია. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს ან ისე დატოვოს, როგორც არის. ახალგაზრდები უფრო მეტად უჭერენ მხარს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას. ქალები უფრო მეტად უჭერენ მხარს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას, ვიდრე კაცები. ოპოზიციის მხარდამჭერები, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან შედარებით, უფრო მეტად უჭერენ მხარს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას. კვლევა ჩატარდა 2023 წლის 17-23 მარტს, სატელეფონო ინტერვიუს ფორმატში. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევისგზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოპასუხების დონემ შეადგინა 14%. ცდომილების ზღვარია +/- 2%. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა. საველე სამუშაოები ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ. ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ 25 აპრილს გასაჯაროებული კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. ქართველების 89% „სრულად“ (75%) ან „ნაწილობრივ“ (14%) უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხარდაჭერა ოთხი პროცენტით არის გაზრდილი წინა კვლევებთან შედარებით, რაც IRI-ის შეფასებით, ყველა დროის მაქსიმალური შედეგია. ასევე წაიკითხეთ: რამ განაპირობა ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერის ზრდა და რუსეთთან შემდგომი დიალოგის მსურველთა რაოდენობის შემცირება

ყოველი მეექვსე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს - NDI-ს კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ოჯახის წევრი, რომელიც რეგულარულად უზრუნველყოფს ფინანსურად, საზღვარგარეთ ჰყავს. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 20% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 5% - NDI-ის კვლევა NDI-ის კვლევა: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა კითხვაზე ჰყავთ თუ არა ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ მუშაობს და ოჯახს რეგულარულად უგზავნის ფულს, 2023 წლის მარტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 16%-მა განაცხადა, რომ დიახ. მაშინ, როცა 2019 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის მიხედვით ეს მონაცემი 12% იყო. ამასთან, კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 15% აცხადებს, რომ მოსალოდნელია მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაოდ თავად წავიდეს საზღვარგარეთ. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია აზალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის. აღნიშნული მონაცემი შემცირებულია 2022 წლის დეკემბრის კვლევის შედეგებთან. დეკემბერში აღნიშნულ კითხვას ამგვარად გამოკითხულთა 20%-მა უპასუხა. ამასთან, კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევებად სახელდება. ყოველი მეორე მოქალაქე კი საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს. კითხვაზე თუ როგორ აფასებდნენ საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეობას, გამოკითხულთა 48%-მა განაცხადა რომ — ცუდად, 42%-მა კი — საშუალოდ. საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეობას კარგად მხოლოდ გამოკითხულთა 9% აფასებს. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ და დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.  

აშშ უკრაინას კიდევ $300 მილიონის სამხედრო დახმარებას უგზავნის - მედია

შეერთებული შტატები უკრაინას უგზავნის დაახლოებით 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას, ოფიციალური განცხადება კი, ოთხშაბათს არის მოსალოდნელი, განაცხადეს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა. წერს Ukrinform-ი ამერიკის ხმაზე დაყრდნობით.  დახმარების პაკეტში პირველად შედის საავიაციო რაკეტები Hydra, რომლებიც მტრის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურებისთვის არის განკუთვნილი.  პაკეტი მოიცავს არტილერიის რაკეტებს, ჰაუბიცებს, HIMARS-ის რაკეტებს, ნაღმტყორცნებს, რაკეტებს და ტანკსაწინააღმდეგო შაშხანებს. უკრაინა მიიღებს მართვად რაკეტებს HIMARS-ის სისტემებისთვის, ჭურვებს ჰაუბიცებისთვის, ნაღმსატყორცნებს, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს. ეს იარაღი და საბრძოლო მასალა ამერიკის არმიის არსენალშია და უკრაინას უახლოეს მომავალში უნდა მიეწოდოს. უკრაინა ასევე მიიღებს სატვირთო მანქანებს, ტრაქტორებს, სათადარიგო ნაწილებს და სხვა აღჭურვილობას.  

2019 წელთან შედარებით, საქართველოში გაორმაგდა მათი რიცხვი, ვინც არცერთ ტელეარხს არ ენდობა - NDI

NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 51% არ ენდობა არცერთ ტელეარხს. ახალგაზრდებს შორის დაბალია ზოგადად ტელემედიისადმი ნდობის მაჩვენებელი. 18-დან 35 წლამდე ადამიანების 73% ამბობს, რომ არცერთ ტელეარხს არ მიიჩნევს სანდო ინფორმაციის მიღების საშუალებად. ტელეკომპანია „იმედს“ ძირითადად 55+ მოქალაქეები ენდობიან და უყურებენ. 18-დან 35 წლამდე ადამიანების 73% ამბობს, რომ არცერთ ტელეარხს არ მიიჩნევს სანდო ინფორმაციის მიღების საშუალებად. ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის ყველაზე პოპულარულია მთავარი არხი, რომელსაც 25% მიიჩნევს სანდრო ინფორმაციის მიმწოდებლად; კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.  

ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთში ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ იტყობინება ფინეთის პრეზიდენტის საული ნიინისტოს ოფისი. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს სკანდინავიური ქვეყნების პრემიერ მინისტრებისა და პრეზიდენტის ნიინისტოს შეხვედრაში. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში დღის მეორე ნახევარში გაიმართება და უკრაინის მხარდაჭერას და უსაფრთხოების სხვა აქტუალურ საკითხებს მიეძღვნება. გერმანული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს ბერლინს ეწვევა. სხვა დეტალები ამასთან დაკავშირებით არ გასაჯაროებულა.  

საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, ტურიზმის მინისტრს, ჰაიმ კაცს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისრაელ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებაზე. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა „შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.  

სერბეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა

სერბეთის დედაქალაში, „ვლადისლავ რიბნიკარის“ სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ერთი დაცვის თანამშრომელია, რვა კი ბავშვი. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ამავე სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე დააკავა. მომხდარის მოტივის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.  

ახალი ზელანდია უკრაინის მხარდაჭერას გაზრდის და რუსეთის წინააღმდე სანქციებს გააფართოებს

ახალი ზელანდიის მთავრობამ უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდის შესახებ გამოაცხადა და კიევისთვის 3.1 მილიონი დოლარი გამოყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კრის ჰიპკინსმა ოთხშაბათს განაცხადა. იუწყება Ukrinform-ი The Guardian-ზე დაყრდნობით. დამატებითი სანქციები რუსეთის მხარდამჭერ 18 სუბიექტს და 9 ფიზიკურ პირს შეეხება. მისი მიხედვით, თანხები მიემართება უკრაინის მხარდამჭერ სხვადასხვა ინიციატივაზე, მათ შორის არიან უკრაინის ჰუმანიტარული ფონდი, UNHCR და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურა და დაზარალებულთა ნდობის ფონდი. შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდია უკრაინელი სამხედროების წვრთნების პროგარამაშიც არის ჩართული.  

აპატურაი: საქართველოს აქვს დიდი ენერგეტიკული პოტენციალი და მისი რესურსები იძლევა დადგმული სიმძლავრეების ზრდის საშუალებას

NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს აქვს დიდი ენერგეტიკული პოტენციალი და მისი რესურსები იძლევა დადგმული სიმძლავრეების ზრდის საშუალებას, რაც ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ენერგეტიკული დარგის მიმართ და აღნიშნა, რომ მუდმივად მზადაა, საკუთარი რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს ამ მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებას საქართველოში. საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ და NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინნიკოვი, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი გვანცა ლოლაძე, NATO-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დავით ნარდაია და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველოს მესამე მდივანი მარიამ ჯანელიძე ესწრებოდნენ. მხარეებმა დეტალურად განიხილეს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები და ისაუბრეს იმ მიმართულებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის ფარგლებში ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება. ამ მხრივ ჯეიმს აპატურაიმ ხაზი გაუსვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის განვითარებისთვის. რომეო მიქაუტაძემ სტუმრებს ასევე გააცნო ის შედეგები, რაც განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გამოცხადებულ პირველ აუქციონზე დაფიქსირდა. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა ძალიან წარმატებით ხორციელდება, რაც, საბოლოოდ, ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის“, - წერია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ჯეიმს აპატურაის თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოს, არამედ, სამხრეთ კავკასიის განვითარებისთვის

NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოს, არამედ, სამხრეთ კავკასიის განვითარებისთვის. აპატურაიმ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს დიდი ენერგეტიკული პოტენციალი და მისი რესურსები იძლევა დადგმული სიმძლავრეების ზრდის საშუალებას, რაც ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ენერგეტიკული დარგის მიმართ და აღნიშნა, რომ მუდმივად მზადაა, საკუთარი რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს ამ მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებას საქართველოში. უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს.  

სუდანში დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

სუდანში დაპირისპირებული მხარეები 7 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას სამხრეთ სუდანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ქვეყნის არმია და გასამხედროებული დაჯგუფება სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას. პარალელურად, გაერო საგანგაშო მონაცემებს ავრცელებს. საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, 15 აპრილის შემდეგ სუდანი ასი ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს.  

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში - 42 480 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. „საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა, 1000 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 5 კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი და ვინაიდან ქმედება იყო განმეორებითი, თითოეულს, ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით შეეფარდათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

კიევმა ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის განხორციელება სცადა - კრემლი

კიევმა ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის განხორციელება სცადა, – ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. „ოთხშაბათს ღამით, კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრემლის რეზიდენციაზე იერიში სცადა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში. როგორც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, თავდასხმის შედეგად, ვლადიმერ პუტინი არ დაშავებულა, მისი სამუშაო გრაფიკი კი არ შეცვლილა. კრემლის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4887 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4887 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4887 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4911 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7463 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7295 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0168 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათვამია ინფორმაციაში.  

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაძლიერებისა და ინსტიტუციური გაფართოების ფარგლებში, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად, ქ. თელავსა და ქ. ზუგდიდში რეგიონალური სამმართველოები გაიხსნა. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, სამართალდამცველების მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ არაერთ მნიშვნელოვან დანაშაულებს იძიებს. ობიექტური, სწრაფი და ეფექტური გამოძიების წარმოება სამსახურისგან სათანადო მობილობას, საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ფუნქციების შეუფერხებელ განხორციელებას მოითხოვს. სწორედ ამ ამოცანების შესრულების მიზნით, სამსახურმა ახალი ოფისები კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გახსნა. ახალი რეგიონული სამმართველოების ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ოფისი უზრუნველყოფილია საგამოძიებო ორგანოსთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, გამოკითხვისა და ამოცნობის ოთახებით. ასევე, დაგეგმილია ბავშვზე მორგებული არასრულწლოვთა სივრცეების მოწყობა და ტელეხიდის სისტემების დამონტაჟება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სამსახურის სხვადასხვა რეგიონში მყოფ თანამშრომლებს, მაღალი ხარისხის თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დისტანციურ სამუშაო შეხვედრებს დაესწრონ ან/და ჩაატარონ. ახალი ოფისების დამატების შემდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში, რაც საშუალებას გვაძლევს, უფრო მეტ მოქალაქეს გავუწიოთ სათანადო დახმარება. სამსახური აქტიურად აგრძელებს ინსტიტუციური გაფართოების პროცესს, მომდევნო წელს შემდეგი რეგიონალური სამმართველო ქ. რუსთავში ამოქმედდება“, – ნათქვამია ანგარიშში.  

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრე დემოკრატიებმა ერთად იმუშაონ და ეს ასევე ნიშნავს ერთობლივ წვრთნებსაც - აპატურაი

NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრე დემოკრატიებმა ერთად იმუშაონ და ეს ასევე ნიშნავს ერთობლივ წვრთნებსაც. აპატურაის Defender23-ში საქართველოს არმონაწილეობის საკითხზე დაუსვეს შეკითხვა. ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ გაეცნო ქართული მხარის განცხადებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება აშშ-სთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს. „მე მთავრობის წარმომადგენლებთან განვიხილე ყველა ის სერიოზული წვრთნა, რომლებშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას. განვიხილეთ მომავალში დაგეგმილი წვრთნები“. „მე უბრალოდ მოვუწოდებდი მაქსიმალურად შესაძლო თანამშრომლობისა და წვრთნებისკენ“, - აღნიშნა აპატურაიმ.  განახლებადი  

სამხედრო გზით თავდაცვის შესაძლებლობა კიდევ უფრო გადაუდებელი და მნიშვნელოვანი გახდა, ამიტომ, წავახალისებდი მაქსიმალურ თანამშრომლობას წვრთნებში - აპატურაი

NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრე დემოკრატიებმა ერთად იმუშაონ და ეს ასევე ნიშნავს ერთობლივ წვრთნებსაც. „მთავრობისგან ვნახე ცნობა, რომ ეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონსულტაციის შედეგად გაკეთდა. ესაა, რაც წავიკითხე. რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ მე სულ ახლახან განვიხილე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან წვრთნების სერია, რომელშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას. წვრთნები, რომელიც, ასევე, უკავშირდება იმ სამუშაოს, რომელსაც ახლა მე ვაკეთებ, ესაა - კიბერ და ენერგეტიკული უსაფრთხოება. ჩვენ განვიხილეთ შემდგომი წვრთნები, რომლის ჩატარებაც შეგვიძლია ერთად, კერძოდ ენერგეტიკული მიმართულებით, ასევე არის კიბერ წვრთნა, რომელზეც მოლოდინი მაქვს, რომ ძალიან მალე დამტკიცდება, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღოს“, - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ. აპატურაის თქმით, ახლა სამხედრო გზით თავდაცვის შესაძლებლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. „საბოლოო ჯამში, ჩვენ ახლა ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც სამხედრო გზით თავდაცვის შესაძლებლობა კიდევ უფრო გადაუდებელი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ამდენად, მე უბრალოდ წავახალისებდი მაქსიმალურ თანამშრომლობას წვრთნებში”, - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ. საელჩო: აშშ-მ და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე მიმართონ

„ნაციონალური მოძრაობის“ დრო უკვე ჩართულია - თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პარტიული რეიტინგების თვალსაზრისით, NDI-ის კვლევა უფრო ახლოს არის რეალობასთან. მისივე თქმით, ზოგადად, მმართველი გუნდი კვლევის შედეგებს როცა არ ეთანხმება და საფუძვლიანი კითხვები აქვს, ამის შესახებ პირდაპირ ამბობს. NDI-ის კვლევა: მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 43% „ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს და, რასაკვირველია, პატივს ვცემთ სამუშაოს, რასაც ისინი ასრულებენ. რაშიც არ ვეთანხმებით, იმასთან დაკავშირებით საფუძვლიანი კითხვის ნიშნები გვაქვს და ყოველთვის პირდაპირ ვამბობთ ხოლმე. როგორც ჩანს, NDI-ის კვლევა უფრო ახლოს არის რეალობასთან იმ განსხვავებების თვალსაზრისით, რაც პარტიებს შორის რეიტინგებში ჩანს. სხვა საკითხებზეც საინტერესოა ამ კვლევაში გამოხატული პოზიციები. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს, ორი კვირის წინ იყო 15. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ დრო უკვე ჩართულია და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ არჩევნების შედეგით ოფიციალურად გაფორმდება, რომ პარტიამ დაკარგა მთავარი ოპოზიციის ადგილი, როლი, რაც დემოკრატიაში ნამდვილ ოპოზიციას აქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.