ძებნის რეზულტატი:

ჯეიმს აპატურაი: გვაშფოთებს, რომ მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ზოგიერთ რეფორმას

NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაიმ მედიასთან ისაუბრა მისი ვიზიტის ძირითად სამ მიზანზე. მისი თქმით, პირველი არის ის, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მნიშვნელოვნად შეცვალა რეგიონი და უფრო ფართოდ, ევროატლანტიკური სივრცე. აპატურაის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრე დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობდნენ, უფრო აქტიურად მუშაობდნენ უსაფრთხოებისა და ღირებულებების დასაცავად. ჯეიმს აპატურაის საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა NATO-ს ყველა მოკავშირისთვის. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ დროში უფრო მჭიდროთ ვიმუშაოთ სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. ამ კონტექსტში ვიმყოფები აქ. ბოლო კვლევებმაც აჩვენა, რომ ქართველი ხალხი მტკიცედ იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისწრაფებას. ასე რომ, თავს სახლში ვგრძნობ, როგორც ყოველთვის. მეორე მიზანი, რისთვისაც ჩემს გუნდთან ერთად ჩამოვედი, არის იმის განხილვა, რა შეგვიძლია, ერთად გავაკეთოთ უფრო მეტად. უკვე მეტი NATO- საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში, მაგრამ ორივეს გვსურს მეტი. ასე რომ, ამ დილით ინფორმაციული დღე იყო სამეცნიერო მშვიდობის პროგრამაში, ქართველი მეცნიერები NATO-ს მეცნიერებთან თანამშრომლობენ, ვფიქრობ, ეს არის წარმატება და ინტერესის შემთხვევაში, უფრო მეტის მიღწევაა შესაძლებელი. შეხვედრებზე ვიმსჯელეთ ასევე სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულ თანამშრომლობაზეც. ერთ-ერთი მიმართულებაა ენერგოუსაფრთხოება. NATO-ს წევრმა ქვეყნებმა მოახერხეს დივერსიფიცირების გზების მოძებნა რუსული გაზისა და ნავთობისგან, საქართველო და ეს რეგიონი უფრო მნიშვნელოვანი გახდა ევროატლანტიკური ენერგოუსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს დაცული იქნება. ვიცი, რომ მნიშვნელოვანი პროექტებია მიმდინარეობს, რომელიც გაზრდის საქართველოს ტრანზიტულ როლს ენერგო და ციფრულ მიმართულებებში შავი ზღვის გავლით. გვინდა, ერთად ვიმუშაოთ შავი ზღვის ქვეშ კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის, რომელიც რისკის ქვეშაა და უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ მისი დაცულობისთვის. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ პრაქტიკული თანამშრომლობაზე, როცა საქმე კიბერ თავდაცვას ეხება. ვიმყოფებოდი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ამ მიმართულებით მუშაობის კოორდინირებაში. ამ თემაზე საუბარი შედგა თავდაცვის სამინისტროშიც, რომ დავეხმაროთ საქართველოს პრაქტიკული მექანიზმების დანერგვაში, რომ თავადაც იმუშაოს კიბერუსაფრთხოებაზე, რომელიც ასევე ფართო კიბერუსაფრთხოების ნაწილია“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. ჯეიმს აპატურაის თქმით, საქართველოში ჩამოსვლის მესამე მიზანი რეფორმების განხილვაა. „ვიყავი პარლამენტში, შევხვდი საპარლამენტო ჯგუფს, სამთავრობო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, გზავნილი, რომელიც გადავეცი, ძალიან მარტივია და საიდუმლოს არ წარმოადგენს. რეფორმები უნდა გაგრძელდეს. დიდი პროგრესია მიღწეული, მაგრამ ასევე შეშფოთებული ვართ, რომ მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ზოგიერთი რეფორმის განხორციელებას. გასულ კვირას NATO-ს გენერალურმა მდივანმა პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრისასაც გამოხატა კმაყოფილება, რომ ძალიან სადავო კანონი გაწვეულ იქნა. ბევრი ძველი მეგობარი ვნახე, რომელთაც მითხრეს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია გრძელდება ბევრი წელია და ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ ამ მხრივ ვითარება არ გაუმჯობესებულა. ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ პროგრესი განხორციელდეს, განსაკუთრებით, როდესაც ივლისში NATO-ს სამიტს ველოდებით. ალიანსის დღის წესრიგში ბევრი საკითხი იქნება, მაგრამ ასევე როგორია ჩვენი ჩართულობა საქართველოსთან, როგორ ვუყურებთ ფართო ინტეგრაციის თემებს, რომელზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური სიგნალი იყოს აქედან გაგზავნილი. ძალიან ბევრი უკვე განხორციელებული რეფორმით კმაყოფილი ვარ, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ერთად. NATO-ს კიდევ ბევრ მაღალი დონის ვიზიტს იხალავთ საქართველოში, რადგან ჩვენ მოწოდებულნი ვრჩებით, ეს ქვეყანა NATO-ს კიდევ უფრო მეტად დავუახლოვოთ“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. აპატურაის თქმით, NATO საქართველოსთან თანამშრომლობას ზრდის. „შემიძლია, სრულიად ნათლად და დარწმუნებით ვთქვა, რომ NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - საბჭოს დონეზე ყველა შეხვედრაზე, როდესაც ჩართულობაზე ვსაუბრობთ, მათ შორის მეზობლებზე რუსეთის ცუდი გავლენის კონტექსტში. უკვე გადავწყვიტეთ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა გავზარდოთ, ამას ვაკეთებთ. ვიცი, რომ მიდის საუბარი, ამ გაძლიერებული თანამშრომლობის პროგრამას მეტი ხორცი შეესხას. როგორი პოლიტიკური ენა იქნება [ვილნიუსის სამიტზე], რომელიც ღია კარის პოლიტიკას შეეხება, გულწრფელად არ ვიცი. დოკუმენტის წინასწარი ვარიანტიც არ არის წარდგენილი, მაგრამ ნათელია, ბუქარესტის სამიტის პირობა, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება, რჩება და ამის არანაირ ცვლილებას არ ველი. ასე რომ, დაველოდოთ და ვნახოთ როგორი ენა იქნება”, - განაცხადა აპატურაიმ.  

რუსეთი აშკარად მასშტაბურ ტერორისტულ აქტს ამზადებს - პოდოლიაკი

რუსეთი აშკარად მასშტაბურ ტერორისტულ აქტს ამზადებს, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი კრემლის განცხადებას უკრაინის მიერ დრონებით თავდასხმის შესახებ. კიევმა ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის განხორციელება სცადა - კრემლი „რაც შეეხება დრონებს კრემლის თავზე. ყველაფერი პროგნოზირებადია. რუსეთი აშკარად ამზადებს მასშტაბურ ტერორისტულ აქტს. ამიტომ ჯერ აკავებს ყირიმში ვითომ დივერსანტების მცირე ჯგუფს. შემდეგ კი აჩვენებს „დრონებს კრემლის თავზე“. უპირველეს ყოვლისა, უკრაინა აწარმოებს მხოლოდ თავდაცვით ომს და არ ესხმის თავს ობიექტებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. რატომ? ეს არანაირ სამხედრო ამოცანას არ ასრულებს, თუმცა იძლევა საფუძველს, რომ რუსეთმა გაამართლოს თავისი თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე“, – წერს პოდოლიაკი.  

NATO და საქართველო უსაფრთხოების ახალ გამოწვევებთან ბრძოლისთვის სამეცნიერო თანამშრომლობას აძლიერებენ

NATO და საქართველო უსაფრთხოების ახალ გამოწვევებთან ბრძოლისთვის სამეცნიერო თანამშრომლობას აძლიერებენ. ამის შესახებ Europetime-ს NATO-ს პრესსამსახურიდან აცნობეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას 50-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, როგორც საჯარო, ასევე არასამთავრობო კვლევითი ინსტიტუტებიდან. ღონისძიებაზე NATO-ს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის” (SPS) პროგრამის ფარგლებში ბოლო დროს განხორციელებული აქტივობები აღინიშნა, მათ შორის კვლევები მდგრადობისა, და გეოლოგიური საფრთხისგან და მიწისქვეშა აფეთქებებისგან ინფრასტრუქტურის დაცვის შესახებ. „მოხარული ვართ, რომ წარმოვაჩინოთ SPS პროგრამა თბილისში. ვიმედოვნებ, რომ ეს საინფორმაციო დღე საშუალებას მისცემს საქართველოს უფრო მეტი მონაწილეობა მიიღოს კვლევით საქმიანობაში, რომელიც ჩვენს საერთო უსაფრთხოების გამოწვევებსა და პრიორიტეტებს შეესაბამება”, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმს აპატურაიმ, რომელიც ასევე ესწრებოდა ღონისძიებას.  

რუანდაში წყალდიდობასა და მეწყერს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

რუანდაში წყალდიდობასა და მეწყერს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც მედია წერს, მოვარდნილმა წყალმა საცხოვრებელი სახლები წალეკა და გზები დატბორა. დასავლეთში მდებარე ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორის, ფრანსუა ჰაბიტეგეკოს თქმით, სტიქიამ მათ რეგიონში 95 ადამიანი იმსხვერპლა, კიდევ 14 პირი ჩრდილოეთ რეგიონში დაიღუპა.  

საელჩო: აშშ-მ და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე მიმართონ

აშშ-ის საელჩო 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. საელჩო აღნიშნავს, რომ აშშ-მ და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტა, რომ რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე ყოფილუყო მიმართული. „შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. 2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებს. წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: „Agile Spirit” და „ღირსეული პარტნიორი” და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გუშინ აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლება „დამცველი 2023”-ში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის საკითხის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - ჯეიმს აპატურაის გზავნილები თბილისში

„შემიძლია სრულიად ნათლად და დარწმუნებით ვთქვა, რომ NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - საბჭოს დონეზე ყველა შეხვედრაზე, როდესაც ჩართულობაზე ვსაუბრობთ, მათ შორის მეზობლებზე რუსეთის ცუდი გავლენის კონტექსტში“, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაიმ მედიასთან შეხვედრაზე 3 მაისს. უკვე გადავწყვიტეთ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა გავზარდოთ, ამას ვაკეთებთ. ვიცი, რომ მიმდინარეობს საუბარი, ამ გაძლიერებული თანამშრომლობის პროგრამას მეტი ხორცი შეესხას“, - ამბობს ჯეიმს აპატურაი. თუ უკრაინა დამარცხდება, უსაფრთხოების საკითხები საქართველოსთვის და ჩვენთვის იქნება უკიდურესად რთული - აპატურაი როგორი პოლიტიკური ენა იქნება ვილნიუსის სამიტზე, რომელიც ღია კარის პოლიტიკას შეეხება, ჯეიმს აპატურაი ამბობს, რომ ეს „გულწრფელად არ იცის“, თუმცა ნათელია, ბუქარესტის სამიტის პირობა, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება. „დოკუმენტის წინასწარი ვარიანტიც არ არის წარდგენილი, მაგრამ ნათელია, ბუქარესტის სამიტის პირობა, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება, რჩება და ამის არანაირ ცვლილებას არ ველი. ამდენად, დაველოდოთ და ვნახოთ, როგორი ენა იქნება”, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. სამხედრო გზით თავდაცვის შესაძლებლობა კიდევ უფრო გადაუდებელი და მნიშვნელოვანი გახდა, ამიტომ, წავახალისებდი მაქსიმალურ თანამშრომლობას წვრთნებში - აპატურაი აქვთ თუ არა NATO-ში კითხვის ნიშნები საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით და ჰქონდა თუ არა აღნიშნულ საკითხზე საუბარი ქართველ მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას. აპატურაიმ მედიის ამ შეკითხვასაც უპასუხა. მისი შეფასებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს და გაგებული უნდა იყოს ის რთული ვითარება, რომელშიც საქართველო არის და საჭიროება, რომ ვითარება არ გაუარესდეს ქართველებისთვის, მაგრამ, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ „ჩვენ გავუწიოთ უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა, მაშინაც კი, როდესაც ეს არის გამოწვევებით სავსე და რთული რუსეთთან ურთიერთობის კუთხით“. აპატურაი ამბობს, რომ NATO გაგებით ეკიდება იმ უნიკალურ და რთულ ვითარებას, რომელშიც საქართველოა განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რუსული ჯარი დედაქალაქიდან არც თუ ისე შორს დგას, თუმცა ასევე აღიარებს, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია.„ჩვენ განვიხილეთ მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას და უკრაინელებს. პარლამენტში დელეგაციამ, რომელსაც მე შევხვდი, ჩამოგვითვალა ბევრი ის ნაბიჯი, რომელსაც საქართველო დგამს უკრაინის დასახმარებლად, მათ შორის, პოლიტიკურად. ამ კონტექსტში საუბარია, მაგალითად, ყველა პოლიტიკურ დეკლარაციაზე, მათ შორის, ზოგიერთი მათგანის თანადაფინანსებაზე. ასევე, მოგვაწოდეს ინფორმაცია უკრაინელების მიღებაზე, რომ რამდენიმე ათასი უკრაინელია ახლა საქართველოში და საქართველოს ხელისუფლება აწვდის მათ შვილებს განათლებას უკრაინულ ენაზე. როგორც მე ვიცი, უკრაინამ, ასევე, მიიღო რამდენიმე ათეული გენერატორი საქართველოსგან.ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველო არის უნიკალურ და რთულ ვითარებაში, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ რუსული ჯარები არც თუ ისე შორსაა საქართველოს დედაქალაქიდან. საგულისხმოა რუსეთის დამაშინებელი პოზიცია, როცა საქმე ეხება ღია კარის პოლიტიკასა და საქართველოს მისწრაფებას, შეუერთდეს NATO-ს. ცალსახად ვაღიარებთ პოზიციის სენსიტიურობას, რომელშიც საქართველო ხედავს საკუთარ თავს.   ასევე, საკითხია ის, რომ ბევრი ქვეყანა, რომელიც ემეზობლება რუსეთს ან მისგან მოშორებითაა, საკუთარ თავს ხედავს რთულ, შესაძლოა განსხვავებულ, მაგრამ ასევე რთულ ვითარებაში და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც მათ შესაძლებლობებშია, უკრაინის დასახმარებლად.   რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა გამახვილდეს და გაგებული უნდა იყოს ის რთული ვითარება, რომელშიც საქართველოა და საჭიროება, რომ ვითარება არ გაუარესდეს ქართველებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივაწოდოთ უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა, მაშინაც კი, როდესაც ეს არის გამოწვევებით სავსე და რთული რუსეთთან ურთიერთობის კუთხით.   საკვანძოა, რომ უკრაინა არამხოლოდ არ დამარცხდეს ამ ომში, არამედ მან გაიმარჯვოს, რადგან თუ უკრაინა დამარცხდება, უსაფრთხოების საკითხები საქართველოსთვის იქნება უკიდურესად რთული და ასევე, ყველა დანარჩენი ჩვენგანისთვის“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. პოლიტიკური პოლარიზაცია   ჯეიმს აპატურაის შეფასებით, მართალია, რომ მოკავშირეებს საქართველოში ნათელი რეფორმების ნახვა სურთ, მათ სჭირდებათ, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის მხრივ გაუმჯობესება ნახონ. მისივე თქმით, პოლიტიკური პოლარიზაცია ზოგიერთ არსებითი მნიშვნელობის რეფორმას აფერხებს, რაც შეშფოთების მიზეზია. „საბოლოო ჯამში საქართველო NATO-ს წევრი გახდება. ეს მოკავშირეების გადაწყვეტილება იყო. მანამდე, სრულიად სიმართლეა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ახლო ქვეყანაა ალიანსისთვის. ვფიქრობ, ჯერ კიდევ სიმართლეა, რომ NATO-ს ფარგლებს გარეთ ქვეყანა არ არსებობს, რომელშიც NATO-ს წარმომადგენლობა, ფიზიკური წარმომადგენლობა, უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოში. პოლიტიკურ დონეზე არ მგონია, NATO-ს რომელიმე სხვა ქვეყანასთან უფრო ღრმა პრაქტიკული თანამშრომლობა ჰქონდეს. სიმართლეა, რომ მოკავშირეებს საქართველოში ნათელი რეფორმების განხოციელების ნახვა სურთ, ჩვენ ჩამოვთვალეთ ეს რეფორმები. მოკავშირეებს სჭირდებათ, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის მხრივ გაუმჯობესება ნახონ, მათ შორის იმიტომ, რომ იგი ზოგიერთ არსებითი მნიშვნელობის რეფორმას აფერხებს. ასე რომ, ვფიქრობ, ეს შეშფოთების მთავარი მიზეზია, მაგრამ გაცილებით მეტი რამ არსებობს რისი გაკეთებაც ერთად შეგვიძლია უსაფრთხოების მხრივ ვითარების ცვლილების პარალელურად”, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. ასევე წაიკითხეთ: უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრე დემოკრატიებმა ერთად იმუშაონ და ეს ასევე ნიშნავს ერთობლივ წვრთნებსაც - აპატურაი ჯეიმს აპატურაი: გვაშფოთებს, რომ მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ზოგიერთ არსებით რეფორმას

განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - სააკაშვილი

ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს. „როგორც იცით, მიუხედავად საჭირო სამედიცინო პროცედურების ჩატარებისა, გასულ შაბათს (29 აპრილს) ორჯერ მქონდა გონების კარგვის ეპიზოდი. გუშინ, 2 მაისს, კალიუმის ვარდნის გამო საჭირო გახდა შესაბამისი გადასხმების გაკეთება. დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - გონების დაკარგვის გამო წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი. მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დროული დახმარებით მათ შეძლეს ჩემი მოსულიერება”, - წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

თუ უკრაინა დამარცხდება, უსაფრთხოების საკითხები საქართველოსთვის და ჩვენთვის იქნება უკიდურესად რთული - აპატურაი

აქვთ თუ არა NATO-ში კითხვის ნიშნები საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით და ჰქონდა თუ არა აღნიშნულ საკითხზე საუბარი ქართველ მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას. აპატურაიმ მედიის ამ შეკითხვასაც უპასუხა. მისი შეფასებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს და გაგებული უნდა იყოს ის რთული ვითარება, რომელშიც საქართველო არის და საჭიროება, რომ ვითარება არ გაუარესდეს ქართველებისთვის, მაგრამ, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ „ჩვენ გავუწიოთ უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა, მაშინაც კი, როდესაც ეს არის გამოწვევებით სავსე და რთული რუსეთთან ურთიერთობის კუთხით“. აპატურაი ამბობს, რომ NATO გაგებით ეკიდება იმ უნიკალურ და რთულ ვითარებას, რომელშიც საქართველოა განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რუსული ჯარი დედაქალაქიდან არც თუ ისე შორს დგას, თუმცა ასევე აღიარებს, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია.„ჩვენ განვიხილეთ მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას და უკრაინელებს. პარლამენტში დელეგაციამ, რომელსაც მე შევხვდი, ჩამოგვითვალა ბევრი ის ნაბიჯი, რომელსაც საქართველო დგამს უკრაინის დასახმარებლად, მათ შორის, პოლიტიკურად. ამ კონტექსტში საუბარია, მაგალითად, ყველა პოლიტიკურ დეკლარაციაზე, მათ შორის, ზოგიერთი მათგანის თანადაფინანსებაზე. ასევე, მოგვაწოდეს ინფორმაცია უკრაინელების მიღებაზე, რომ რამდენიმე ათასი უკრაინელია ახლა საქართველოში და საქართველოს ხელისუფლება აწვდის მათ შვილებს განათლებას უკრაინულ ენაზე. როგორც მე ვიცი, უკრაინამ, ასევე, მიიღო რამდენიმე ათეული გენერატორი საქართველოსგან.ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველო არის უნიკალურ და რთულ ვითარებაში, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ რუსული ჯარები არც თუ ისე შორსაა საქართველოს დედაქალაქიდან. საგულისხმოა რუსეთის დამაშინებელი პოზიცია, როცა საქმე ეხება ღია კარის პოლიტიკასა და საქართველოს მისწრაფებას, შეუერთდეს NATO-ს. ცალსახად ვაღიარებთ პოზიციის სენსიტიურობას, რომელშიც საქართველო ხედავს საკუთარ თავს.   ასევე, საკითხია ის, რომ ბევრი ქვეყანა, რომელიც ემეზობლება რუსეთს ან მისგან მოშორებითაა, საკუთარ თავს ხედავს რთულ, შესაძლოა განსხვავებულ, მაგრამ ასევე რთულ ვითარებაში და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც მათ შესაძლებლობებშია, უკრაინის დასახმარებლად.   რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა გამახვილდეს და გაგებული უნდა იყოს ის რთული ვითარება, რომელშიც საქართველოა და საჭიროება, რომ ვითარება არ გაუარესდეს ქართველებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივაწოდოთ უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა, მაშინაც კი, როდესაც ეს არის გამოწვევებით სავსე და რთული რუსეთთან ურთიერთობის კუთხით.   საკვანძოა, რომ უკრაინა არამხოლოდ არ დამარცხდეს ამ ომში, არამედ მან გაიმარჯვოს, რადგან თუ უკრაინა დამარცხდება, უსაფრთხოების საკითხები საქართველოსთვის იქნება უკიდურესად რთული და ასევე, ყველა დანარჩენი ჩვენგანისთვის“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგრადის სკოლაში მომხდარი სროლის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგრადის სკოლაში მომხდარი სროლის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს. ამის შესახებ განცხადება სამინისტრომ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.  სერბეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა „ბელგრადიდან გამანადგურებელი ამბავი მოვიდა სკოლაში მომხდარი სროლის შესახებ. ყველაზე გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ამ საშინელი შემთხვევის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს. ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას ყველა დაშავებულს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, დილით სერბეთის დედაქალაქის ერთ-ერთ სკოლაში 14 წლის მოსწავლემ ცეცხლი გახსნა. მოკლულია რვა ბავშვი და დაცვის ერთი თანამშრომელი. ასევე დაშავდა ექვსი მოსწავლე და მასწავლებელი.  

ევროკავშირში უკრაინისთვის ამუნიციის ერთობლივ შეძენაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის დასახმარებლად ამუნიციას ერთობლივად შეიძენენ. ამის შესახებ ევროკავშირის ამჟამინდელმა მორიგე თავმჯდომარემ, შვედეთმა, გამოაცხადა. „ელჩებმა დაამტკიცეს გადაწყვეტილება, „დაეხმარონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ერთი მილიარდი ევროს ოდენობის თანხით ამუნიციის და რაკეტების ერთობლივი შეძენის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.  

რას ამბობს ზელენსკი მოსკოვის მტკიცებაზე, რომ კიევმა კრემლზე დარტყმის განხორციელება სცადა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ფინეთში ვიზიტით იმყოფება, უარყო, რომ მისი ქვეყანა იყო პასუხისმგებელი რუსეთის პრეზიდენტის „ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე“, კრემლზე უპილოტო თვითმფრინავის  თავდასხმის შემდეგ. უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი იარაღი, რომ ის მსგავს ინციდენტებზე გახარჯოს.  „ჩვენ პუტინს, ან მოსკოვს თავს არ დავსხმივართ. ამას ტრიბუნალს ვუთმობთ. ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვიბრძვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ჰელსინკში გამართულ პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.  

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად დავუპირისპირდეთ რუსულ დეზინფორმაციას - აპატურაი

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად დავუპირისპირდეთ რუსულ დეზინფორმაციას“, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაიმ მედიასთან შეხვედრაზე 3 მაისს, როდესაც ჰკითხეს „ომში საქართველოს ჩათრევის დეზინფორმაციულ კამპანიაზე“. „ვიცი, რომ უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც. რუსეთის მიერ შთაგონებული დეზინფორმაციის გავრცელება გაიზარდა, უკრაინაში აგრესიის დაწყების შემდეგ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად დავუპირისპირდეთ ამ სახის ინფორმაციას“, - აცხადებს ჯეიმს აპატურაი.  

მედვედევი ზელენსკის ემუქრება

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ „უპილოტო საფრენი აპარატით დღევანდელი ტერაქტის შემდეგ, ვლადიმერ ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა, სხვა ვარიანტი არ დარჩა“. იუწყება რუსული მედია. „დღევანდელი ტერორისტული აქტის შემდეგ, ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება. ის უპირობო კაპიტულაციაზე ხელმოწერისთვისაც კი არ არის საჭირო. როგორც ცნობილია, ამ აქტისთვის ჰიტლერსაც არ მოუწერია ხელი. შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება“, - წერს მედვედევი „ტელეგრამზე“.  

Facebook-მა საქართველოს მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული 100-ზე მეტი ყალბი ანგარიში და გვერდი წაშალა

Facebook-მა საქართველოს მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული 100-ზე მეტი ყალბი ანგარიში და გვერდი წაშალა. ამის შესახებ Facebook-ის მფლობელი კომპანიის, Meta-ს კვარტალურ ანგარიშში წერია. Meta-ს თანახმად, მათ 80 Facebook ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და Instagram-ის 2 ანგარიში წაშალეს, რომელიც „ფეიკ“ ანგარიშებით იმართებოდა და მათზე იყო დამოკიდებული. ასეთი ყალბი ანგარიშებიდან „დაპოსტვით“, „დალაიქებით“ და დაკომენტარებით, კონტენტი უფრო პოპულარული ჩანდა, ვიდრე რეალურად იყო. ანგარიშის თანახმად, 138,000 ანგარიშს გამოწერილი ჰყავდა ერთი ან რამდენიმე ასეთი გვერდი, დაახლოებით 238,000 ანგარიში კი გაწევრიანებული იყო ერთ ან რამდენიმე ჯგუფში. 400 ანგარიშს კი გამოწერილი ყავდა ერთი ან მეტი ასეთი Instagram ანგარიში. Facebook-სა და Instagram-ზე ამ ყალბი ანგარიშების, გვერდებისა და ჯგუფების რეკლამისთვის დაახლოებით 33,500 დოლარი იყო დახარჯული. “ედ გვერდები და ჯგუფები ცდილობდნენ თავი წარმოეჩინათ, როგორც ადგილობრივ, დამოუკიდებელ და პროსამთავრობო ჯგუფებს. ქსელი ფუნქციონირებდა, რათა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდამჭერი კონტენტი გაეძლიერებინა, მათ შორის, ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო მედიის ანგარიშების ხელახალი გაზიარებით. ისინი ასევე ოპოზიციის კრიტიკას იზიარებდნენ, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონპროექტის შესახებ სახალხო პროტესტის დროს, რომელიც ახლა უკვე გაწვეულია”, - წერია ანგარიშში.  

სერბეთის პოლიციამ სკოლაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოზარდის მამა დააკავა

სერბეთის პოლიციამ სკოლაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოზარდის მამა დააკავა. სერბეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა  სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ თავდასხმისას მოზარდმა, სავარაუდოდ, მამის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. "ორი ცეცხლსასროლი იარაღი ოფიციალურად იყო რეგისტრირებული. ბიჭმა მოახერხა ორი იარაღისა და სამი მჭიდის ხელში ჩაგდება, რომელთაგან თითოეული 15 ტყვიით იყო სავსე", - აცხადებენ სამართალდამცველები. თავდასხმასთან დაკავშირებით სერბეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგრადის სკოლაში მომხდარი სროლის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს  

უკრაინა NATO-ს შემდეგი წევრი უნდა გახდეს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა NATO-ს შემდეგი წევრი უნდა გახდეს. „გულწრფელად ვუსურვებ შვედეთს, რაც შეიძლება მალე დაასრულოს გაწევრიანების პროცედურა. თქვენთან ერთად ნატო შედგება 32 წევრისაგან. უკრაინას შეუძლია და უნდა გახდეს [ალიანსის] 33-ე წევრი. მე ასე ვფიქრობ და ამას ნამდვილად ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ბლინკენმა კომენტარი გააკეთა კრემლზე კიევის თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს სმენია მოსკოვის ცნობებზე უკრაინის მიერ დრონებით კრემლზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ, მაგრამ „მათი რამენაირად დადასტურება” არ შეუძლია. „უბრალოდ არ ვიცით… ნებისმიერ რამეს, რაც კრემლიდან მოდის, დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი. ვნახავთ, რა ფაქტებია. და ძალიან რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება ან სპეკულირება, როდესაც ფაქტები არ იცი”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. რას ამბობს ზელენსკი მოსკოვის მტკიცებაზე, რომ კიევმა კრემლზე დარტყმის განხორციელება სცადა რა პოზიცია აქვს აშშ-ს უკრაინის რუსეთზე თავდასხმის მცდელობასთან დაკავშირებით, ბლინკენმა ამ შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ დაიცავს თავს.  

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ორი მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 30 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ჩიტო ახალკაცი და გოჩა მამაგულაშვილი თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორაციას სუს-ი ავრცლეებს. „ახალკაცისა და მამაგულაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, - წერია სუს-ის განცხადებაში. 30 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.  

ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად დაღუპულია 21 და დაჭრილია 48 ადამიანი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 მაისს რუსეთის მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შემდეგ განაცხადა, რომ ხერსონის ოლქში ამ მომენტისთვის 21 ადამიანია გარდაცვლილი და 48 დაჭრილი.  „მსოფლიო ამას უნდა ხედავდეს და იცოდეს. რკინიგზის სადგური და გადასავლელი, სახლი, სამშენებლო მაღაზია, სასურსთო სუპერმარკეტი, ბენზინგასამართი სადგური - იცით რა აერთიანებს ამ ადგილებს? სისხლიანი კვალი, რომელსაც რუსეთი თავისი ჭურვებით ტოვებს და ხესნოსა და ხესონის ოლქში მშვიდობიან ხალხს კლავს. ამ მომენტისთვის 21 გარდაცვლილი ადამიანია! 48 დაჭრილი! ყველა მშვიდობიანი მოქალაქე! ერთ არასრულ დღეში! ერთ ოლქში! ჩემი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დამნაშავეებს არასდროს არ ვაპატიებთ. დავამარცხებთ ბოროტ სახელმწიფოს და ყველა დამნაშავეს ვაიძულებთ, პასუხი აგონ”, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. მანამდე გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა ხერსონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის ძალებმა რეგიონის დედაქალაქში დაახლოებით დილის 11 საათზე სუპერმარკეტი დაბომბეს. სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის არიან სუპერმარკეტის თანამშრომლები და მომხმარებლები. „ხერსონში კომენდანტის საათი 5-დან 8 მაისამდე იმოქმედებს“, განაცხადა ხერსონის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ პროკუდინმა. 20:00 საათიდან. ადგილობრივი დროით 5 მაისიდან 8 მაისს დილის 6:00 საათამდე მოსახლეობას გარეთ გასვლა ეკრძალება.  

რა დამატებით შეიარაღებას უგზავნის აშშ უკრაინას

შეერთებული შტატები უკრაინას ახალ, დაახლოებით 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას უგზავნის. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. დახმარების პაკეტში პირველად შედის საავიაციო რაკეტები Hydra, რომლებიც მტრის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურებისთვის არის განკუთვნილი.  პაკეტი მოიცავს არტილერიის რაკეტებს, ჰაუბიცებს, HIMARS-ის რაკეტებს, ნაღმტყორცნებს, რაკეტებს და ტანკსაწინააღმდეგო შაშხანებს. უკრაინა მიიღებს მართვად რაკეტებს HIMARS-ის სისტემებისთვის, ჭურვებს ჰაუბიცებისთვის, ნაღმსატყორცნებს, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს. ეს იარაღი და საბრძოლო მასალა ამერიკის არმიის არსენალშია და უკრაინას უახლოეს მომავალში უნდა მიეწოდოს. უკრაინა ასევე მიიღებს სატვირთო მანქანებს, ტრაქტორებს, სათადარიგო ნაწილებს და სხვა აღჭურვილობას. „აშშ გააგრძელებს მუშაობას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინას, რადგან ისინი იცავენ თავიანთ დემოკრატიას“, - აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.