ძებნის რეზულტატი:
F-16-ებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკრაინის კონტრშეტევის შედეგზე იქნება დამოკიდებული - კულება
უკრაინაში F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის გადაწყვეტილება დროის საკითხია და ეს დაკავშირებული იქნება უკრაინის კონტრშეტევის შედეგთან. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინის ტელეარხ 1+1-ის ეთერში განაცხადა. „ჩვენ მივიღებთ F-16-ს. ეს არის დროის საკითხი და ჩვენი სამუშაო - პრეზიდენტის გუნდის სამუშაო, რომ ეს გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მალე მივიღოთ. ვფიქრობ, რომ მე ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების ეს გადაწყვეტილება დაკავშირებული იქნება [უკრაინის] კონტრშეტევის შედეგთან“, - განაცხადა კულებამ. მისივე შეფასებით, უკრაინას უკვე რომ ჰქონოდა F-16, კონტრშეტევა ბევრად უფრო სწრაფი იქნებოდა და შესაძლებელი იქნებოდა კიდევ ბევრი უკრაინელი ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის გადარჩენა. ზელენსკი: უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას საბრძოლო თვითმფრინავების მიღებამდე კულებამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ამჟამინდელი პრიორიტეტი საარტილერიო საბრძოლო მასალა, ჯავშანტექნიკა და F-16-ებია: „ეს არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ“, - აღნიშნავს უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრი. ამავე ინტერვიუდან: უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება ოთხ ქვეყანაზეა დამოკიდებული - კულება
უკრაინაში საომარი მდგომარეობა კიდევ 90 დღით გახანგრძლივდა
უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობის ვადა კიდევ 90 დღით გაახანგრძლივა. პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებების დამტკიცებას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. შესაბამისად, უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის პერიოდი გრძელდება 2023 წლის 20 მაისის 05:30 საათიდან 90 დღის განმავლობაში - 2023 წლის 18 აგვისტომდე.
გაბონის ტერიტორიულ წყლებში გემიდან 3 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის ორი, საქართველოს მოქალაქეა
სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საკონსულოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2 მაისს, ღამის საათებში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან გაიტაცეს სამი მეზღვაური, მათ შორის ორი, საქართველოს მოქალაქეა. გემზე დარჩენილ მეზღვაურებს საფრთხე არ ემუქრებათ, - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სამინისტრო იუწყება. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს, მათ შორის საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან ჩვენი მეზღვაურების ტყვეობიდან გამოსახსნელად. სააგენტოს წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს და მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია. ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ დეტალებისა და რამე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებისგან“, - აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სამინისტრო.
ახალი ზელანდიის ინსტრუქტორები უკრაინელ ახალწვეულებს წვრთნიან
გაერთიანებულ სამეფოში, მრავალეროვნული საწვრთნელი ოპერაციის ფარგლებში, ახალი ზელანდიის თავდაცვის ძალების პერსონალი უკრაინელ ახალწვეულებს წვრთნიან. შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Facebook-ზე გაავრცელა. კერძოდ, 65 პროფესიონალი ახალი ზელანდიიდან, გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება, სადაც ახალწვეულებს იარაღის მართვაში, სროლის უნარის განვითარებაში, საბრძოლო პირველადი დახმარების უზრუნველყოფასა და სხვადასხვა გარემოში შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციების წარმოებაში გამოცდილებას უზიარებენ.
თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ სწავლება „დამცველი 2023”-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება ცალკეულ საინფორმაციო საშუალებებისა და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედი პირების მიერ აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლება “დამცველი 2023”-ში (Defender 2023) საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის საკითხის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. სამწუხაროდ, აღნიშნული მიკერძოებულად გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას თავდაცვის უწყების მიმართ. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თავდაცვის ძალები მუდმივად მონაწილეობს და მასპინძლობს საერთაშორისო წვრთნებს საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. მათ შორის, ყოველწიურად მასპინძლობს საქართველო-აშშ-ის ერთობლივ, მასშტაბურ მრავალეროვნულ წვრთნებს, როგორიცაა „ღირსეული პარტნიორი“ და „მტკიცე სული“. 2022 წლიდან უკვე დაწყებულია შესაბამისი დაგეგმვის აქტივობები სწავლება „მტკიცე სული 2023“-ის წარმატებით ჩატარების მიზნით. უფრო მეტიც, NATO-ს სხვა წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, მიმდინარე წელს თავდაცვის უწყებამ მონაწილეობა მიიღო ოთხ საერთაშორისო სწავლებაში, კერძოდ თურქეთში (WINTER 23), გერმანიაში (DYNAMIC FRONT 23), სლოვაკეთში (SLOVAK SHIELD 23) და ნიდერლანდებში (STEADFAST COBALT 23) და ასევე, წლის ბოლომდე დაგეგმილია სწავლებები თურქეთში (EURASIAN PEACE 23; ANATOLIA; ERCYIES), ესტონეთში (SPRING STORM 23), პოლონეთში (CWIX 23), ბულგარეთში (IMMEDIATE RESPONSE 23), რუმინეთში (SABER GUARDIAN 23), ინგლისში (SEA BREZZE 23), გერმანიაში (SABER JUNCTION 23; COMBINED RESOLVE 19), აზერბაიჯანში (CAUCASIAN EAGLE 23; ETERNITY 23), იტალიაში (SJEx/STEADFAST JACKAL) და საქართველოში (MAPLE ARCH 23), რომლებშიც ქართველი სამხედროები იქნებიან ჩართულნი. რაც შეეხება უშუალოდ სწავლება “დამცველი 2023”-ში (Defender 2023) საქართველოს მონაწილეობას, მოგახსენებთ რომ, თავდაცვის ძალების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით გადაწყდა, მეტი ძალისხმევა და რესურსები მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ ზემოთ აღნიშნულ ამოცანებს, მათ შორის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთის მოსახლეობა დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად არის 3 მილიონზე ნაკლები
სომხეთის მოსახლეობა 3 მილიონზე ოდნავ ნაკლებია, როგორც ამას ოქტომბერში ჩატარებული აღწერის მონაცემები აჩვენებს. ეს არის დაახლოებით 90000 ადამიანით ნაკლები, ვიდრე 2011 წელს, როდესაც წინა აღწერა ჩატარდა. საერთო რაოდენობა, 2928914, მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებსაც ქვეყანა არ დაუტოვებიათ ერთ წელზე მეტი ხნით. აღწერის დროს სომხეთში ფიზიკურად მცხოვრებთა რიცხვი 233000-ით ნაკლები იყო 2011 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სომხეთის მოსახლეობის რაოდენობა 3 მილიონზე დაბლა დაეცა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1991 წელს. აღწერა 1991 წლის შემდეგ მესამედ ჩატარდა.
უკრაინის პარლამენტმა ტერმინი „რაშიზმი“ დააკანონა
უმაღლესმა რადამ მიიღო დოკუმენტი, რომელშიც რუსეთის ფედერაციაში არსებული პოლიტიკური რეჟიმი „რაშიზმად“ არის განსაზღვრული. შესაბამისი რეზოლუციის პროექტის მიღებას მხარი 281-მა დეპუტატმა დაუჭირა სამშაბათს გამართულ პლენარულ სხდომაზე. დეპუტატები მიღებული რეზოლუციით აღიარებენ, რომ რაშიზმი თანამედროვე რუსული ფაშიზმია. რადამ ასევე დაგმო რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური რეჟიმის იდეოლოგიური საფუძვლები და სოციალური პრაქტიკა და აღიარა ისინი როგორც ტოტალიტარული. რადა ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენოს რეალური ზომები, რაც შესაძლებელს გახდის რუსეთის ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას აგრესიის, ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. გარდა ამისა, რადამ გადაწყვიტა, მიმართოს მსოფლიოს ქვეყნებს მოწოდებით, გააერთიანონ ძალისხმევა იმ საფრთხეების დასაძლევად, რომლებიც წარმოადგენს რუსეთის ამჟამინდელ პოლიტიკურ რეჟიმს.
რა შედეგით დასრულდა პროტესტის მონაწილე მშობლების შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე, თამარ გაბუნიასა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. „სამინისტროში თამარ გაბუნიას და ყველა იმ ადამიანს შევხვდით, ვინც, როგორც თავად თქვეს, მედიკამენტ „ვოსორიტიდის" საქართველოში შემოტანის სამუშაო ჯგუფში მუშაობენ. იქ აღარ იყო უკვე მედიკამენტის ვარგისიანობაზე ლაპარაკი, ყველა აღიარებს, რომ ის აქონდროპლაზიის სამკურნალოდ ერთადერთი და აუცილებელია. ეს უკვე კარგია და წინ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ, კარგად იცით, რომ ჩვენ გარანტიები გვჭირდება თუ 2023 წლის, არაუგვიანეს სექტემბრისა მედიკამენტი კონკრეტულად როდის შემოვა საქართველოში. ამაზე ქალბატონმა თამარმა განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, მას არ შეუძლია განსაზღვრულ დროსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთოს და ეს მისი მხრიდან არასერიოზული იქნება. თუმცა ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება და ამაზე მშობლები მზაობას ვაცხადებთ, რათა ყველაფერში ჩვენც ვიყოთ ჩართულები. ამიტომ, ვიდრე არ გვექნება განკარგულების აქტი თუ რაიმე ოფიციალური განცხადება, რომ ყველაფერი თავდაყირა აღარ დადგება და წელიწადის და 4 თვის წინანდელ მდგომარეობას აღარ დავუბრუნდებით, ისევ ქუჩაში ვრჩებით, პროტესტს ვაგრძელებთ. თამარ გაბუნია მხარს გვიჭერს, რომ მედიკამენტი შემოვიდეს ამიტომ, მისგან საიმედო ინფორმაციას ველოდებით", - განაცხადა ქეთი ბეგიაშვილმა, რომლის თქმითაც, მშობლები სამინისტროსგან წინააღმდეგობას აღარ გრძნობენ და საჭირო მედიკამენტის საქართველოში შემოტანის საკითხზე გარკვეული ნაბიჯები წინ გადაიდგა, თუმცა აქციებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გააგრძელებენ. გარდა ამისა მისივე თქმით, პროტოკოლი მაისის ბოლოს იქნება მზად. „პროტოკოლი მაისის ბოლოს იქნება მზად. მოლაპარაკებები „ბიომარინის“ კომპანიასთან გასული წლის ივნისიდან მიმდინარეობს. პროტოკოლი თუ გვაქვს, საბჭო 5 მაისს კიდევ იკრიბება და ჩვენც დავესწრებით, „ბიომარინთან" კავშირი არის, ფინანსური პრობლემა არაა, გაბუნია აღარ გვეწინააღმდეგება, მაშინ ამის წინააღმდეგ აღარაფერია", - განაცხადა ქეთი ბეგიაშვილმა. კიდევ ერთ-ერთი მშობლის, მაიკო გოჩიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების გარემოში ადაპტაციაზე და რეაბილიტაციაზე ისაუბრეს. „ვოსორიტიდის" გარდა, ვისაუბრეთ ამ ბავშვებისთვის რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გარემოში ადაპტირდნენ და სხვა საჭიროებები, რაც აქვთ, დაკმაყოფილდეს, იქნება ეს რეაბილიტაცია, მასაჟები და ყველაფერი რაც სჭირდებათ ფიზიკური თუ მენტალური განვითარებისთვის. ამასთან, სტატუსის მინიჭებაზეც ვისაუბრეთ. ამ მიმართულებითაც ცალკე გეგმა ჩამოვწერეთ. აქამდე ჩვენს შვილებს ამით სარგებლობის საშუალება არ ჰქონდათ",- განაცხადა მაიკო გოჩიაშვილმა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა დააჩქაროს - თამარ გაბუნია პრემიერმა აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხზე კომენტარი გააკეთა
Tinder-ი რუსეთის ბაზარს დატოვებს
Match Group-მა, რომელიც გაცნობის აპლიკაცია Tinder-ს ფლობს, განაცხადა, რომ რუსეთის ბაზარს 2023 წლის 30 ივნისისთვის დატოვებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. კომპანია გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობის მოტივით ხსნის. „ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვის ერთგულნი ვართ. ჩვენი ბრენდები იღებენ ზომებს რუსეთში მათს სერვისებზე წვდომის შეზღუდვის მიზნით, რუსული ბაზრიდან გასვლის პროცესი 2023 წლის 30 ივნისამდე დაასრულდება". - წერია განცხადებაში. ჯგუფის ერთ-ერთი აქციონერის, Friends Fiduciary-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ პერკინსმა Reuters-ს განუცხადა, რომ სანდო ბიზნესს კარგი მიზეზი აქვს რუსეთიდან წასვლისთვის: „სანდო ბრენდისთვის არ არის კარგი, რომ განაგრძოს ოპერაციები ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს მეთაურს ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ“, - განაცხადა პერკინსმა.
დანია უკრაინას $250 მილიონის სამხედრო აღჭურვილობას და ფინანსურ დახმარებას გადასცემს
დანია უკრაინას 1,7 მილიარდი დანიური კრონის (250 მილიონი დოლარი) ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას და ფინანსურ დახმარებას გადასცემს, განაცხადა სამშაბათს სკანდინავიური ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა. თავის მხრივ, უკრაინული მედიის ცნობით, დანიამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების ყველაზე დიდი პაკეტი გამოყო. კერძოდ, ქვეყანა უზრუნველყოფს კონტრშეტევისთვის საჭირო აღჭურვილობას. „დანია უკრაინას გადასცემს მანქანებს, აღჭურვილობას და საბრძოლო მასალას საჰაერო თავდაცვისთვის, რაც გააძლიერებს უკრაინის უნარს, განახორციელოს შეტევა უახლოეს თვეებში“, - ნათქვამია განცხადებაში. მინისტრმა ასევე განმარტა, რომ დანია შეამცირებს სამხედრო ყოფნას ერაყში 2024 წლის დასაწყისიდან, ამის ნაცვლად ყურადღებას გაამახვილებს ბალტიისპირეთის ქვეყნებზე და რეგიონის დასაცავად, NATO-ს, ბატალიონს შესთავაზებს. ბატალიონი, სავარაუდოდ, 700-დან 1200-მდე ჯარისკაცისგან შედგება და ლატვიაში ყოველწლიურად, ოთხიდან ექვს თვემდე განლაგდება. დანარჩენი წლის განმავლობაში, ჯარები დანიაში დარჩებიან და მზად არიან, კრიზისის შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნებში განლაგდნენ. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ დანიის ყოფნა ბალტიისპირეთში გრძელვადიანი იყოს და საჭიროა ბალანსის პოვნა ადგილზე ჯარისკაცების განლაგებასა და მზადყოფნას შორის ~“, - განაცხადა პულსენმა. „მომავალი წლის თებერვლიდან, დანია ერაყში 105 ჯარისკაცისგან შემდგარი დანაყოფისგან ერთ-ერთ ნაწილს გაიყვანს. მაგრამ გააგრძელებს პერსონალისა და რჩევების მიწოდებას NATO-ს მისიისთვის ერაყში, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.
დანია NATO-ს ლატვიაში თავისი სამხედროების განლაგებას სთავაზობს - Reuters
დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეამცირებს სამხედრო ყოფნას ერაყში 2024 წლის დასაწყისიდან, ამის ნაცვლად კი, ყურადღებას გაამახვილებს ბალტიისპირეთის ქვეყნებზე და რეგიონის დასაცავად, NATO-ს, ბატალიონს შესთავაზებს. Reuters-ი წერს, რომ ბატალიონი, სავარაუდოდ, 700-დან 1200-მდე ჯარისკაცისგან შედგება და ლატვიაში ყოველწლიურად, ოთხიდან ექვს თვემდე განლაგდება. დანარჩენი წლის განმავლობაში, ჯარები დანიაში დარჩებიან და მზად არიან, კრიზისის შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნებში განლაგდნენ. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ დანიის ყოფნა ბალტიისპირეთში გრძელვადიანი იყოს და საჭიროა ბალანსის პოვნა ადგილზე ჯარისკაცების განლაგებასა და მზადყოფნას შორის ~“, - განაცხადა პულსენმა. „მომავალი წლის თებერვლიდან, დანია ერაყში 105 ჯარისკაცისგან შემდგარი დანაყოფისგან ერთ-ერთ ნაწილს გაიყვანს. მაგრამ გააგრძელებს პერსონალისა და რჩევების მიწოდებას NATO-ს მისიისთვის ერაყში, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში ჩაერთვებიან
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებს შეხვდნენ. უწყების ცნობით, შეხვედრაზე იშვიათი დაავადებების, მათ შორის აქონდროლაზიის მართვის გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. სამინისტროს წარმადგენლებმა მშობლებს სამოქმედო გეგმა გააცნეს. რა შედეგით დასრულდა პროტესტის მონაწილე მშობლების შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში შეთანხმდნენ, რომ მშობლები ჩართულნი იქნებიან იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში. საბჭოს მორიგი სხდომა, მშობლების მონაწილეობით 5 მაისს გაიმართება. ასევე, ჩაინიშნა პროტოკოლზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრაზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონდე ბავშვებისთვის, შშმ პირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებითაც იმსჯელეს. თამარ ბარკალაიას განცხადებით, პროცედურები მიმდინარეობს, შშმ სტატუსის მინიჭების შემდეგ კი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამით. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, უწყების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა მზაობა, ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა საჭიროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მშობლებს, კიდევ ერთხელ გააცნო პრეპარატთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიღებული ინფორმაცია. მისი განმარტებით მწარმოებელ კომპანიასთან კომუნიკაცია გრძელდება, პრეპარატის უსაფრთხოდ დანერგვისთვის კი, აუცილებელია იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, შესაბამისი მართვის სისტემის დანერგვა, რაც გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დიდ სასანქციო პაკეტს ვამზადებთ, გადაწყვეტილება მალე მიიღება - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ თათბირი ჩაატარა სასანქციო რეჟიმის გაძლიერების შესახებ - როგორც უკრაინული, ასევე პარტნიორების. „ყურადღებით ვადევნებთ თვალს, როგორ ცდილობს ტერორისტი სახელმწიფო სანქციებისთვის გვერდის ავლას, ყოველ ასეთ მიმართულებას ვაფიქსირებთ, პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ მის დასაბლოკად. დიდ სასანქციო პაკეტს ვამზადებთ - გადაწყვეტილება მალე იქნება”, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამოქმედდა ახალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც პოლონეთსა და უკრაინას დააკავშირებს
უკრაინამ და პოლონეთმა აამოქმედეს სახელმწიფოთაშორისი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელმაც სამდღიანი სატესტო პერიოდი უკვე გაიარა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 2 მაისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მოდერნიზაციის შემდეგ ამოქმედდა სახელმწიფოთაშორისი ელექტროგადამცემი ხაზი უკრაინასა და პოლონეთს შორის. Ukrenergo-ს სპეციალისტებმა და მათმა პოლონელმა კოლეგებმა PSE-დან, სწრაფად შეასრულეს სამუშაო. ევროპელმა პარტნიორებმა შემოგვთავაზეს დაახლოებით ათასი ერთეული აღჭურვილობა. ხაზი უკვე ამოქმედდა. 27 აპრილიდან, მან წარმატებით გაიარა სამდღიანი სატესტო პერიოდი“, - განაცხადა შმიგალმა. მისი თქმით, დამატებითი მძლავრი ინტერკონექტორი ექსპორტისა და იმპორტის შესაძლებლობებს ზრდის. ელექტროენერგიის გაყიდვით უკრაინა ენერგეტიკის სექტორის აღსადგენად და ახალი გათბობის სეზონისთვის რესურსებს აგროვებს. საჭიროების შემთხვევაში, უკრაინა მეზობელი ქვეყნებიდან სასწრაფო დახმარების მისაღებად, იმპორტს გააძლიერებს. „უკრაინის მოძრაობა ევროკავშირისკენ არის არამხოლოდ ამბიციები, არამედ, ეს არის კონკრეტული შედეგებიც. ჩვენ ვაგრძელებთ წარმატებულ სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირში. ახლა ჩვენ ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი ენერგეტიკული სისტემების გაერთიანებისკენ", - განაცხადა დენის შმიგალმა. ცნობისთვის, უკრაინა დიდი ხანია, ითხოვს პოლონეთთან ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენას. პოლონური ენერგეტიკული კომპანია PSE ამტკიცებდა, რომ ამ ელექტროგადამცემი ხაზის ასეთი ძაბვით აღდგენა შეუძლებელი იყო გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და შესაბამისი ტექნიკური სტანდარტების არარსებობის გამო. ამიტომ, PSE-მ გადაწყვიტა, ამ 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ხელახლა აშენება და მისი სინქრონიზაცია უკრაინის ელექტრო ქსელთან. Energoatom-ი ემზადება, აამოქმედოს ხაზი, რომელიც პოლონეთის გავლით უკრაინისა და ევროპის ენერგოსისტემებს დააკავშირებს.
ევროკომისიამ ხუთ ქვეყანაში უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტი 5 ივნისამდე აკრძალა
ევროკომისიამ ხუთ ქვეყანაში უკრაინული აგროპროდუქციის იმპორტი 5 ივნისამდე აკრძალა. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. შეზღუდვა ძალაში 2 მაისს შევა და 2023 წლის 5 ივნისამდე გაგრძელდება. ევროკომისია აღნიშნავს, რომ 5 ივნისს ვადის ამოწურვის შემდეგ მზად იქნება, პრევენციული ზომები გაახანგრძლივოს იქამდე, ვიდრე განსაკუთრებული ვითარება გაგრძელდება. შეზღუდვა უკრაინაში წარმოებული ოთხი სახეობის აგროპროდუქტს შეეხება - ხორბალს, სიმინდს, რაფსსა და მზესუმზირის თესლებს. იმპორტის აკრძალვა პოლონეთში, უნგრეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში ამ პროდუქტებთან დაკავშირებული „ლოგისტიკური პრობლემების მოგვარებას” უკავშირდება. შეზღუდვის პერიოდში აღნიშნული პროდუქციის იმპორტი ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში იქნება შესაძლებელი, გარდა ჩამოთვლილი ხუთისა. ამავდროულად, მათი ტერიტორიის გავლით უკრაინული აგროპროდუქციის ტრანზიტი დაშვებული იქნება. „პარალელურად ბულგარეთმა, უნგრეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა ვალდებულება აიღეს, რომ ხორბალზე, სიმინდზე, რაფსსა და მზესუმზირის თესლებზე, ასევე უკრაინიდან მომავალ ნებისმიერ სხვა პროდუქციაზე ცალმხრივ შეზღუდვებს გააუქმებენ”, - წერია განცხადებაში.
ესტონეთი ისრაელის კომპანიისგან 100 მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას შეიძენს - მედია
ესტონეთის სახელმწიფომ ისრაელის ფირმა Israel Aerospace Industries-თან (IAI) გააფორმა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, ესტონეთი საჰაერო თავდასხმებისთვის განკუთვნილ 100 მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას შეიძენს. კერძოდ, საუბარია ახალი თაობის „კამიკაძე დრონებზე“, რომლებიც აღჭურვილია დამიზნების მაღალხარისხიანი, ელექტრო-ოპტიკური სისტემით. ეს სისტემები თავდასხმითვის გამოიყენება თურქეთში, აზებაიჯანსა და ისრაელში. ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა თანამედროვე სისტემებს 2024 წლიდან მიიღებს, რის შემდეგაც პერსონალის წვრთნები დაიწყება. გაფორმებული შეთანხმების ზუსტ დეტალებს ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში არ ასაჯაროებენ, თუმცა მედიის ცნობით, ესტონეთმა ასევე შეიძინა საარტილერიო სარაკეტო კომპლექსი „ჰაიმარსიც“.
რუსეთში ნავთობპროდუქტების რეზერვუარი იწვის
რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობპროდუქტების რეზერვუარი იწვის. გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ვოლნაში „ხანძარს უმაღლესი სირთულის რანგი მიენიჭა“. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. გუბერნატორი ამბობს, რომ დასახლებული პუნქტის მცხოვრებლებს საფრთხე არ ემუქრება. კონდრატიევისვე განცხადებით, მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ ცეცხლის შემდგომი გავრცელების აღსაკვეთად და ხანძრის ჩასაქრობად. გუბერნატორი ხანძრის გამომწვევ მიზეზზე არ საუბრობს. თავის მხრივ, ანექსირებული ყირიმის პრორუსული ვებგვერდი ЧП/Крым წერს, რომ კრასნოდარის მხარეში, ტამანის პორტში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატით დაარტყეს საწვავით სავსე ცისტერნას. ვოლნა ტამანის სასოფლო გაერთიანების შემადგენლობაშია.
ბრიანსკის ოლქში, ბოლო ორი დღის განმავლობაში რკინიგზაზე მეორე აფეთქება მოხდა
ბრიანსკის ოლქში უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში რკინიგზაზე მეორე აფეთქება მოხდა. მსხვერპლი არ არის. რეგიონის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა, რომ სნეჟეცკაიას სადგურის რაიონში ამოუცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. „ადგილზე მუშაობენ საქალაქო სახანძრო ბრიგადები, გაგზავნილია ასევე, სახანძრო მანქანა და ორი სარემონტო მატარებელი“, - ნათქვამია „რუსეთის რკინიგზის“ განცხადებაში. „რუსეთის რკინიგზამ“ ასევე განაცხადა, რომ ელმავალი და 20-მდე სატვირთო ვაგონი რელსებიდან გადავიდა. ღია აალება არ არის, მოძრაობა სნეჟეცკაია-ბელიე ბერეგის მონაკვეთზე შეჩერებულია. თავის მხრივ, ტელეგრამ არხი წერის, რომ ამობრუნებული ვაგონებიდან, სავარაუდოდ, გოგირდი და ნიტრატი დაიღვარა. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო გადავარდნილ ვაგონებსა და დაღვრილ ნივთიერებებს აცივებს. „ბაზის“ ინფორმაციით, რკინიგზის ლიანდაგზე ერთდროულად სამი აფეთქება მოხდა. პირველ მაისს ბრიანსკის ოლქში აფეთქების შედეგად რელსებიდან გადავიდა.
ოკუპირებულ ყირიმში, სიმფეროპოლში, რუსულ სამხედრო ბაზასთან აფეთქება მოხდა - მედია
ოკუპირებული სიმფეროპოლის აეროპორტის მახლობლად, მესაზღვრეების ყოფილ სასწავლო ბაზაზე აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია, „რადიო თავისუფლებაზე“ დაყრნობით ავრცელებს. „გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, შესაძლებელია აფეთქების ადგილის გეოლოკაცია: ეს არის მესაზღვრეების ყოფილი სასწავლო-საწვრთნელი ბაზა ჯაბანაკის ნაკადის მიდამოში, სოფელ შკილნესთან, სიმფეროპოლიდან რამდენიმე კილომეტრში. აეროპორტთან", - ნათქვამია ინფორმაციაში. თავდაპირველად რუსული ტელეგრამის არხები წერდნენ სევასტოპოლში აფეთქებების ხმებზე, თუმცა „რადიო თავისუფლება" წერს, რომ საუბარია სიმფეროპოლთან რუსეთის სასაზღვრო ჯარების ბაზაზე.
კიევის გარშემო გაშვებული ყველა კამიკაძე-დრონი ჩამოგდებულია - კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევში გაშვებული ყველა კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ Ukrinform-ის ცნობით, კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკომ განაცხადა. „მტერმა კიდევ ერთხელ შეუტია უკრაინის დედაქალაქს ჰაერიდან. მესამე სროლა ბოლო ექვსი დღის განმავლობაში! ამჯერად კიევს თავს დაესხნენ მხოლოდ დრონები. წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა, როგორც ყოველთვის, ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს. მტრის ტაქტიკა რჩება ტრადიციული და უცვლელი“, - წერს ოფიციალური პირი Telegram-ზე. მანამდე, უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდეს. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის, სერჰი ბრატჩუკის ინფორმაციით, კიევისა და ოდესისა ოლქებში და ქალაქ დნეპრში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა. მისი თქმით, ზაპოროჟიეს ოლქში S-300 ტიპის რაკეტებით დარტყმა დაფიქსირდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა და ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. განახლება - უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, წუხანდელი შეტევისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ირანული წამოების 26 უპილოტო საფრენი აპარატი (Shahed-136/131) გამოიყენეს და მათგან 21 უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს. სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ე.წ. კამიკაძე-დრონებით შეტევა განახორციელა ჩრდილოეთიდან, ბრიანსკის ოლქიდან და აზოვის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროდან.