ძებნის რეზულტატი:

სკანდინავიის ქვეყნებმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ერთობლივი განცხადებით დაუჭირეს მხარი

უკრაინისა და ხუთი სკანდინავიური ქვეყნის ლიდერებმა ფინეთიდან, დანიიდან, ისლანდიიდან, ნორვეგიიდან და შვედეთიდან, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ჰელსინკში, სკანდინავიურ-უკრაინული სამიტის შემდეგ. უკრაინული მედიის ცნობით, ერთობლივი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ლიდერებმა კიდევ ერთხელ ცალსახად დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომი. განაცხადეს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ უნდა გაიყვანოს მთელი თავისი სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან. სკანდინავიური ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო მხარდაჭერას რამდენ ხანსაც საჭირო იქნება - ინდივიდუალურად, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობით ევროკავშირში, NATO-ში, გაეროსა და სხვა ფორმატებში. 2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში გაცემული სკანდინავიური სამხედრო დახმარების ეროვნული პაკეტების საერთო ღირებულება დაახლოებით 4,4 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს სამხედრო მხარდაჭერა გრძელდება, რადგან მზადდება ახალი პაკეტები, რომლებიც მუდმივად ითვალისწინებენ უკრაინის ყველაზე გადაუდებელ გადაუდებელ საჭიროებებს მისი თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. აშშ-ის ხელმძღვანელობით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი (ე.წ. რამშტეინის ჯგუფი) არის მნიშვნელოვანი საკოორდინაციო ფორუმი ამ საერთაშორისო ძალისხმევისთვის. სკანდინავიური ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან ერთად, მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ომის შემდეგ უკრაინის აღდგენაში.  NATO-ს ფარგლებში, ყველა სკანდინავიური ქვეყანა გააგრძელებს ფოკუსირებას უკრაინის დაუყოვნებლივ მხარდაჭერაზე, რაც ხელს უწყობს უკრაინისადმი ალიანსის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის არსებით ზრდას. „უკრაინას უფლება აქვს, თავად აირჩიოს უსაფრთხოების ზომები. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი. უკრაინამ ოფიციალურად მოითხოვა NATO-ს წევრობის დაჩქარებული პროცედურა 2022 წლის სექტემბერში. ალიანსის სკანდინავიელი წევრები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას მომავალი წევრობის გზაზე. სკანდინავიის ქვეყნები მოუთმენლად ელიან ამ საკითხების განხილვას NATO-ს სამიტზე, ვილნიუსში, 2023 წლის ივლისში. სკანდინავიური ქვეყნები აგრძელებენ მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების ავტორები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრიბიან. „უკრაინისა და მისი ხალხის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. ევროკავშირმა უკვე აღიარა უკრაინის ევროპული პერსპექტივა და უკრაინას მიანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ევროკავშირის სკანდინავიელი წევრები მტკიცედ დაუჭერენ მხარს უკრაინას მისი რეფორმების მცდელობებსა და მოთხოვნების შესრულებაში, რაც საჭიროა გაწევრიანების მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დასაწყებად, მოუთმენლად მოელიან კომისიის ანგარიშს 2023 წლის ბოლომდე. სკანდინავიური ქვეყნები აგრძელებენ მუშაობას უკრაინას დაუყოვნებელი სამოქალაქო დახმარების მდგრადი მაღალი დონის შესანარჩუნებლად, მათ შორის ევროკავშირის სხვადასხვა მექანიზმების მეშვეობით“, - წერია განცხადებაში.

რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობის კიდევ ერთი რეზერვუარი იწვის

რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა. კრემლის მიერ კონტროლირებადი TASS-ი მომხდარს დრონებით თავდასხმას უკავშირებს. რუსეთში ნავთობპროდუქტების რეზერვუარი იწვის გუბერნატორის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა ან დაღუპულა და მეხანძრეებმა ხანძარი ჩააქრეს.  

ISW: კრემლზე დრონებით შეტევა სავარაუდოდ, თავად რუსეთის მიერ იყო დადგმული

ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კრემლზე თავდასხმა, სავარაუდოდ, რუსეთმა მოაწყო და ამაზე რამდენიმე მაჩვენებელი მიუთითებს. ISW-ს შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ გადადგა ნაბიჯები რუსეთის შიდა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად, მათ შორის, მოსკოვშიც, და, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორმა დრონმა საჰაერო თავდაცვის მრავალი ფენა გაარღვია და აფეთქდა ან ჩამოაგდეს კრემლის შუაგულში ისე, როგორც ეს კამერაზე ლამაზად დაფიქსირებულ სანახაობრივ კადრებში იყო მოცემული“. „ამასთან, ინციდენტზე კრემლის დაუყოვნებლივი, თანმიმდევრული და კოორდინირებული პასუხი მიანიშნებს, რომ თავდასხმა მომზადდა შიგნიდან და ისე, რომ მის მიზანმიმართულ პოლიტიკური ეფექტებს უხერხულობა გადაეწონა“, - აცხადებენ ამერიკულ ინსტიტუტში. აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს სმენია მოსკოვის ცნობებზე უკრაინის მიერ დრონებით კრემლზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ, მაგრამ „მათი რამენაირად დადასტურება” არ შეუძლია. „უბრალოდ არ ვიცით… ნებისმიერ რამეს, რაც კრემლიდან მოდის, დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი. ვნახავთ, რა ფაქტებია. და ძალიან რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება ან სპეკულირება, როდესაც ფაქტები არ იცი”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. რას ამბობს ზელენსკი მოსკოვის მტკიცებაზე, რომ კიევმა კრემლზე დარტყმის განხორციელება სცადა რა პოზიცია აქვს აშშ-ს უკრაინის რუსეთზე თავდასხმის მცდელობასთან დაკავშირებით, ბლინკენმა ამ შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ დაიცავს თავს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებს ეწვია და ჰააგაში სიტყვით გამოვა - მედია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთიდან ნიდერლანდებში ჩავიდა. უკრაინული მედია ინფორმაციას გამოცემა ადგილობრივ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე თანახმად, დღეისთვის დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა ჰააგაში თემაზე: „არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“. უკრაინის პრეზიდენტი ასევე ეწვევა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც იძიებს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებს პრეზიდენტის რანგში პირველად ეწვია. გუშინ ის ფინეთში იმყოფებოდა და ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიაშიც ჩავიდოდა.  

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ გაშვებული 24 კამიკაძე-დრონიდან 18 გაანადგურეს - საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა 4 მაისს, გამთენიისას, ბრიანსკის რეგიონიდან და აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან 24-მდე თავდასხმის თვითმფრინავი SHAHED-136/131 გაუშვეს. მათგან 18, განადგურებულია. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ თვრამეტი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო უკრაინის ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში. საჰაერო ძალების ცნობით, ჩართული იყო საზენიტო იარაღი, თვითმფრინავი და მობილური სახანძრო ჯგუფები. საჰაერო თავდასხმის განგაში რამდენიმე საათის განმავლობაში მოქმედებდა კიევში, ჩერნიგოვში, სუმში, პოლტავაში, კიროვოგრადში, ხარკოვში, მიკოლაივში, ოდესაში, დნიპროპეტროვსკში, ზაპოროჟიეში, რეგიონებში და ქალაქ კიევში. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, კიევი ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მესამედ მოექცა თავდასხმის ქვეშ. რუსული ძალები თავს დაესხნენ კიევს SHAHED-ის თვითმფრინავების და რაკეტების გამოყენებით, სავარაუდოდ, ბალისტიკური ტიპის. ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, კიევის საჰაერო სივრცეში ყველა საჰაერო სამიზნე განადგურდა. თვითმფრინავის ნამსხვრევები ქუჩებში და ასევე საცხოვრებელ კორპუსში აღმოაჩინეს კიევის შევჩენკოვსკის რაიონში. მსხვერპლისა და მნიშვნელოვანი ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.  

ნორვეგია უკრაინას 378 მილიონ ევროს გამოუყოფს

ნორვეგიამ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 235 მილიონი ევრო გამოუყო და ახლა დამატებით 143 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინის მთავრობის ადმინისტრაციის სამოქალაქო დახმარებისთვის. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის აცნობა ახალი დაფინანსების შესახებ ოთხშაბათს ფინეთის ქალაქ ჰელსინკში გამართულ შეხვედრაზე, იუწყება Ukrinform ნორვეგიის მთავრობაზე დაყრდნობით. თანხები მოხმარდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და შენარჩუნებას, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინელებს ელექტროენერგიასა და წყალზე წვდომის უზრუნველსაყოფად. როგორც აღინიშნა, თანხები უკრაინის ნანსენის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა. ამ წლის დასაწყისში 168 მილიონი ევრო გამოიყო ამ ტიპის კრიტიკული სერვისების შესანარჩუნებლად.  

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ნათესავ ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ბ. ნათესავი ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 აპრილს, ბრალდებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნათესავზე - 1986 წელს დაბადებულ მ.ბ.-ზე ფიზიკურად იძალადა. თ.ბ.-მ ახალგაზრდა ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

23 760 უკრაინელი დაკარგულად ითვლება - უკრაინის შსს

უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 23 760 უკრაინელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლეონიდ ტიმჩენკომ განაცხადა. „54 310 ადამიანი ვიპოვეთ. ძებნა გამოცხადდა 31 330 მოქალაქეზე, მათგან 7 570 ვიპოვეთ. ამ ეტაპზე ძებნაში რჩება 23 760 მოქალაქე, რომლებიც განსაკუთრებულ გარემოებებში გაუჩინარდნენ“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

გვინდა, ერთად ვიმუშაოთ შავი ზღვის ქვეშ კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის, რომელიც რისკის ქვეშაა - ჯეიმს აპატურაი

NATO-ს წევრმა ქვეყნებმა მოახერხეს დივერსიფიცირების გზების მოძებნა რუსული გაზისა და ნავთობისგან, საქართველო და ეს რეგიონი უფრო მნიშვნელოვანი გახდა ევროატლანტიკური ენერგოუსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს მიმართულება დაცული იქნება, განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმს აპატურაიმ თბილისში ვიზიტისას.  „ვიცი, რომ მნიშვნელოვანი პროექტებია მიმდინარეობს, რომელიც გაზრდის საქართველოს ტრანზიტულ როლს ენერგო და ციფრულ მიმართულებებში შავი ზღვის გავლით. გვინდა, ერთად ვიმუშაოთ შავი ზღვის ქვეშ კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის, რომელიც რისკის ქვეშაა და უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ მისი დაცულობისთვის", - აცხადებს ჯეიმს აპატურაი.   

გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებსა და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა. განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო და მათგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღო. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეების მხრიდან დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. „საუბრისას გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ განათლების ნებისმიერ საფეხურზე, იქნება ეს საჯარო თუ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება, ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა სამინისტროსთვის უმთავრეს პრიორიტეტსა და პასუხისმგებლობას წარმოადგენს. შესაბამისად, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ზოგადი განათლების განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია კერძო სკოლების განვითარებაზე ზრუნვა და სამინისტრო ამ კუთხით მათი აქტიური მხარდამჭერი იქნება. თავის მხრივ, კერძო სკოლებისა და ასოციაციების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თანამშრომლობისთვის და სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოთქვეს“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში. ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ გიორგი ამილახვარის ინიციატივით, კერძო სკოლებისა და ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

მეტეოროლოგ, კობა ფარტენაძის ინფორმაციით, საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. "ნამდვილად წვიმს მთელი მაისის განმავლობაში? ბევრი თქვენგანი მეკითხება, უპირველეს ყოვლისა, აპრილის გამო, რომელიც საკმაოდ ნალექიანი და პერიოდულად ცივი იყო. პირველ რიგში დავიწყოთ უახლოესი დღეების პროგნოზით, სასიამოვნო ინფორმაცია მაქვს, ხვალ და ზეგ მთელს ქვეყანაში მზიანი და დიდებული ამინდია მოსალოდნელი, შეგიძლიათ მაქსიმალურად დატკბეთ მზის მშვენიერი სხივებით, დღის ტემპერატურა +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს, ღამითაც შედარებით დაგვითბება. გაითვალისწინეთ ეს გამოდარება არ იქნება დიდი ხნით და შაბათს დღის ბოლოს ამინდი ისევ შეიცვლება! უახლესი განახლება, რომელიც ახლახან მოვიდა, რაღაცნაირად სამწუხაროა. როგორც ჩანს, მაისის შუა რიცხვებამდე მაინც მოგვიწევს გამკლავება არასტაბილური ჰაერის ნაკადთან, რომელიც შემოდის დასავლეთიდან და რომელსაც შეუძლია ხშირი წვიმისა და ელ-ჭექის მოტანა: როგორც ხშირად ხდება ამ სეზონზე, კლასიკური გაზაფხულის არასტაბილურობა", - აცხადებს მეტეოროლოგი.  

2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა 2,4 პროცენტით მეტი ტვირთი გადაზიდეს

2023 წლის იანვარი-მარტის პერიოდში, საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) მიერ ჯამურად გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 9.5 მილიონი ტონა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 2.4%-ით მეტია (9.3 მილიონი ტონა). ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, საანგარიშო პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტით, ჯამურად, 6.4 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 1.1% - ით მეტია. რაც შეეხება რკინიგზას, ჯამურად გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 3.2 მილიონი ტონა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 5.0%-ით მეტია. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ ჯამურად გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 4.01 ათასი ტონა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.4%-ით აჭარბებს. საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, კერძოდ, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ 2023 წლის იანვარ-მარტის პერიოდში შეადგინა 2.8 მილიონი ტონა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 6.8%-ით ნაკლებია. 2023 წლის პირველ კვარტალში აღნიშნულ საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 147,021 TEU, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 45.4%-ით მეტია (101,093 TEU). ამასთან, ფოთის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 124,256 TEU, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 66.0%-ით მეტია (74,853 TEU). 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა. ჯამურმა მაჩვენებელმა 85.8 მილიონი მგზავრი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 1.5%-ით მეტია. ყველაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა საავტომობილო ტრანსპორტმა - 84.3 მილიონი, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 0.8% - ით მეტია. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა 1.0 მილიონი მგზავრი გადაიყვანეს, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 48.6% -ით მეტია. რაც შეეხება საქართველოს რკინიგზის მგზავრთნაკადს, 2023 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, რკინიგზა 0.5 მილიონი მგზავრს მოემსახურა, რაც 98.3%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით.  

მიხეილ სააკაშვილს გონება არ დაუკარგავს - ჩხაიძე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გონება არ დაუკარგავს. აღნიშნა ჩხაიძემ ჟურნალისტებთან. განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - სააკაშვილი „რაც შეეხება გუშინდელ ეპიზოდს, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ეს პაციენტის გადმოცემით ვიცით. როგორც მან აღნიშნა, ადგილი ჰქონდა ვარდნას, მაგრამ სამედიცინო პერსონალის მიერ ეს არ დასტურდება, არც საშუალო მედპერსონალის და არც ექიმის მიერ. საშუალო მედპერსონალმა ნახა, ასევე ექიმებმა. როგორც მორიგე პერსონალი გადმოსცემს, გონების კარგვა არ ყოფილა. პაციენტის გადმოცემით გონების კარგვა იყო. ამიტომ, მე ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. რაც შეხება რკინის მაგიდას, პაციენტი „ლუქს“ პალატაში იმყოფება და რკინის მაგიდა იქ ფიზიკურად არ დგას, იმ სივრცეში არ არის. გარეგანი დათვალიერებით არავითარი დაზიანების კვალი არ არის, არ ეტყობა. მაგრამ კანონიერად ხდება ვიდეოს ჩაწერა 24 საათის განმავლობაში, არსებობს კამერები და შეგიძლიათ მიმართოთ პენიტენციურ სამსახურს“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

დრონებით შეტევის შესახებ რუსეთის კიდევ ორი რეგიონიდან იუწყებიან

რუსეთის როსტოვის ოლქში, ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხნის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა განხორციელდა. ოლქის გუბერნატორ ვასილი გოლუბევის  ინფორმაციით, დრონი შეეჯახა ერთ-ერთ მშენებარე კონსტრუქციას. გუბერნატორის თანახმად, ხანძარი ლიკვიდირებულია, მსხვერპლი არ არის. უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის შესახებ ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევიც იტყობინება. მისი ინფორმაციით, დრონი დღეს დილით აღმოაჩინა და გაანადგურა საჰაერო თავდაცვის სისტემამ. მსხვერპლი და ნგრევა არ არის. რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა. კრემლის მიერ კონტროლირებადი TASS-ი მომხდარს დრონებით თავდასხმას უკავშირებს. რუსეთში ნავთობპროდუქტების რეზერვუარი იწვის გუბერნატორის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა ან დაღუპულა და მეხანძრეებმა ხანძარი ჩააქრეს.  

ზელენსკი: გვესმის, რომ ვიდრე ომი გრძელდება, უკრაინა NATO-ს არ შეუერთდება, მაგრამ ალიანსის მოწვევას ელოდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მკაფიოდ აცნობიერებს, სანამ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი გაგრძელდება, უკრაინა ვერ შეძლებს NATO-ში გაწევრიანებას, მაგრამ NATO-სგან ელოდება მოწვევას და უსაფრთხოების გარანტიებს. ამის შესახებ მან ჰელსინკში ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ვიდრე ომი გრძელდება, ჩვენ არ ვიქნებით NATO-ში. ჩვენ ამას ნათლად ვაცნობიერებთ. მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ ჩვენმა პარტნიორებმა გადადგან მძლავრი ნაბიჯები და სათანადოდ უპასუხონ უკრაინის საზოგადოების მოტივაციას, რომ ეს არ არის მხოლოდ ღია კარი, რაღაც მომავალში, არამედ, ჩვენ გვსურს დღეს მხარდაჭერა და ჩვენ გვინდა დღეს პოლიტიკური მხარდაჭერა ამ მიმართულებით, რათა იყოს მოწვევა უკრაინისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.  

პრემიერი: ჩვენ ვფლობთ სუპერძალას - ეს არის რწმენა, ჩვენი ოჯახები, ტრადიციები, ფასეულობები

უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ვიქტორ ორბანი სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია. „განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს ძვირფას მეგობარს, პრემიერ ორბანს; უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს, ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგას და ნამდვილად  სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო.  ღარიბაშვილის შეფასებით, უდავო ფაქტია, რომ  დღეს გლობალური წესრიგი იცვლება. „მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ამ რთული ვითარებიდან ვერავინ შეძლებს, მარტომ იპოვოს გამოსავალი. საჭიროა ერთიანობა, გლობალური თანამშრომლობა ახალი, უფრო სამართლიანი წესრიგისათვის. მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას. მისივე თქმით, ერთიანობისთვის ძალას საქართველოს აძლევს ის ტრადიციული, უზენაესი, მარადიული და უნივერსალური ფასეულობები, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ისტორიას და კულტურას.  „რა გვაძლევს ძალას ამ ერთიანობისთვის? უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის ტრადიციული, უზენაესი, მარადიული, უნივერსალური ფასეულობები, რომელიც განსაზღვრავს მთელ ჩვენს ისტორიას და კულტურას, ჩვენს ყოველდღიურობას. ეს ფასეულობები მარტივად გამოითქმის - ეს არის რწმენა, თავისუფლება, მშვიდობა, ღირსება, სიმართლე, თანასწორობა, ოჯახის სიწმინდე, მშობლების, წინაპრების, ტრადიციების პატივისცემა, სამშობლოსა და ადამიანების სიყვარული, უკეთესი მომავლის იმედი. ყველაფერი, რაც შეიძლება შევაჯამოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, ბრძენი და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის მიერ შემოთავაზებულ პოსტულატებში - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. საქართველოს მთელი ისტორია სწორედ ამ ფასეულობებს ეფუძნება. არსებითად, ეს ფასეულობები ერთ წიგნში - სახარებაშია თავმოყრილი. ალბათ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც, ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა. დაახლოებით იმავე დროს, მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარში ქართულად ითარგმნა სახარება; თუმცა ქრისტიანობის ქადაგება ჩვენთან გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ ქრისტეს პირველმა მოციქულებმა დაიწყეს. „ჩვენს რთულ დროში ყველა უნდა გავერთიანდეთ. მოდით, ვაქციოთ ჩვენი ქვეყნები - მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის ადგილად. ბატონმა ორბანმა თავის დალასის გამოსვლაში იხუმრა, რომ უნგრეთი ნამდვილად არ არის სუპერძალა (Superpower). საქართველოს, კიდევ უფრო პატარა ქვეყანას, მით უმეტეს, არასდროს ჰქონია ასეთი ამბიცია. მაგრამ მაინც, ჩვენ ვფლობთ სუპერძალას - ეს ძალა არის რწმენა, ჩვენი ოჯახები, ტრადიციები, მარადიული და უნივერსალური  ფასეულობები. სწორედ ამ ძალთა გაერთიანებით ჩვენ შევძლებთ დავუპირისპირდეთ ყალბი თავისუფლების და ყალბი სიმართლის სახელით მოსულ ბოროტებას და ნამდვილი, ტრადიციული, უზენაესი, ოჯახური ღირებულებებით დავიცვათ და შევინარჩუნოთ სამყარო ჩვენი შვილებისათვის და მომავალი თაობებისათვის”. ორი ათასი წელია, მთელ ჩვენს ისტორიას და კულტურას სწორედ სახარების ფასეულობები განსაზღვრავს. ეს ფასეულობები ყოველთვის საფუძვლად ედო ქართულ იდენტობას, აერთიანებდა ჩვენი ხალხს. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ უძველესი, მაგრამ პატარა, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, იმპერიების და ცივილიზაციების შეჯახების ეპიცენტრში მდებარე ქვეყანა გადაურჩა ისტორიის იმ ქარტეხილებს, რომლებმაც არაერთი დიდი და ძლევამოსილი იმპერია გაანადგურა,“- აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია; რასაკვირველია, ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე“. მისივე განცხადებით, ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე. „რასაკვირველია, ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის. ასე იყო ფაშიზმის შემთხვევაშიც, და არაერთხელ მთელ ისტორიაში. ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა, რომ თავისუფლებას - ცრუ თავისუფლების სახელით ებრძვიან. დიახ, ეს ნამდვილად ასეა. არავინ ებრძვის თავისუფლებას - მონობის სახელით, არამედ - ცრუ თავისუფლების; არავინ უპირისპირდება სიმართლეს - სიცრუის სახელით, არამედ - ყალბი სიმართლის სახელით; როგორ ცდილობენ ძალები, რომლებიც თავისუფლებას, სიმართლეს უპირისპირდებიან, საკუთარ მიზნებს მიაღწიონ? სწორედ ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევით და ყალბი თავისუფლების თავსმოხვევით - ლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის - მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით, ასეთი ეგრეთწოდებული „სიახლეების“ იძულებით, რომელიც ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს, საკუთარ ტრადიციას, კულტურას, ისტორიას მოწყვეტს. ასეთი ადამიანის მართვა - ვინც დაივიწყა საკუთარი ისტორია, რწმენა - უფესვებო ადამიანის მართვა ადვილია. ამიტომაც, ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია. დღესაც, დრამატულ განახლებათა - ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების განვითარების, ინდუსტრიული ზრდის, ურბანიზაციის, სოციალურ ცვლილებათა და გლობალიზაციის ეპოქაში, ჩვენ კვლავ, შესაძლოა, უფრო მეტადაც კი, გვჭირდება მორალური ორიენტირები, რომელთაც სწორედ ჩვენი ტრადიციები და ფასეულობები გვთავაზობს. სწორედ განახლების, განვითარების, არსებითი წინსვლის სურვილი მოითხოვს, რომ ყველა ახალ დაპირებას მკაფიო, დროში გამოცდილი კრიტერიუმების, ისტორიული ფასეულობების შუქზე შევხედოთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს ვინმესადმი დაპირისპირებას. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს - არავის ინტერესები არ უნდა შეიზღუდოს - სხვათა ინტერესების გამო“,- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი: არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ასევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას - უმრავლესობაზე

როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას - უმრავლესობაზე, ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი - ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა - ქალია, მამა კი - კაცი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა პატივს სცემს თითოეული მოქალაქის უფლებებს და ამას საქმით ამტკიცებს.  „ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი თითოეული მოქალაქის უფლებებს და ამას საქმით ვამტკიცებთ. 2014 წელს, ერთი მხრივ, ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, მაგრამ ასევე, საკუთარი მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობით, ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმნაციული კანონი, რომელიც განუხრელად იცავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი - ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა - ქალია, მამა კი - კაცი. იმ ადამიანების, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის უფლებებს, ვინც მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას, რომლის შედეგადაც ჩვენმა პარტიამ მოგვიანებით კონსტიტუციაში შეიტანა ქორწინების, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობის დეფინიცია. ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ტრადიციულ, კონსერვატიულ, ოჯახურ ღირებულებს იზიარებს. ეს ფასეულობები მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობა არ არის, იგი ცოცხალი დღევანდელობაა, გარემო, რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ და გვსურს, ჩვენი შვილები აღვზარდოთ. მე ოთხი შვილის მამა გახლავართ და ქართველი მშობლების უდიდეს უმრავლესობასთან ერთად, მსურს ჩვენი მომავალი თაობები ქრისტიანობაზე დაფუძნებულ უნიკალურ ღირებულებზე აღიზარდონ; ისე, როგორც ჩვენ აღგვზარდეს ჩვენმა მშობლებმა. ამიტომ, ჩვენ დავიცავთ ყველას უფლებებს, მაგრამ როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას - უმრავლესობაზე. მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ღმერთის მიერ დადგენილად მიაჩნია, რომელსაც ქართველის იდენტობა, თვითყოფადობა, მთელი ჩვენი ისტორია ეფუძნება”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

ვგულშემატკივრობთ უკრაინას, უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ ხანგრძლივი და სტაბილური მშვიდობის პირობების შესაქმნელად - ღარიბაშვილი

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ სათავე დაუდო ხანგრძლივ ომს, რომლის დასასრულიც არ ჩანს და რომელიც ყველას გვეხება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია „დღესაც, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ყველა ჩვენგანის, მთელი კაცობრიობის მიზანი და ამოცანა – მშვიდობის უზრუნველყოფაა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ვგულშემატკივრობთ რა უკრაინას, უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ სამშვიდობო მოლაპარაკებების, ხანგრძლივი და სტაბილური მშვიდობის პირობების შესაქმნელად. თქვენ იცით, რომ ჩვენ გადავიტანეთ მძიმე ომი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში; ჩვენმა ქვეყანამ ამ ომში დიდი ადამიანური მსხვერპლი გაიღო; ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ; ქართველებმა კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. ქართველები მცირე, მაგრამ ძლიერი, თავისუფლებისმოყვარე ერია. მაგრამ როდესაც საჭიროა, ჩვენ თავდადებით ვიბრძვით თავისუფლების, საკუთარი ოჯახებისა და სამშობლოს დასაცავად. მთელ ჩვენს ისტორიაზე რომ არ ვილაპარაკოთ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ჩვენ გადავიტანეთ არაერთი ომი ჩვენს ქვეყანაში; ბოლო წლებში ჩვენი მამაცი ჯარისკაცები ნატო-ს ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად იცავდნენ გლობალურ უსაფრთოებას. ავღანეთის სამშიდობო მისიაში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ჩვენ ყველაზე მეტი ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილი; 32 ქართველი გმირი ჯარისკაცი დაიღუპა ამ ბრძოლაში, ასეულობით კი – დაშავდა. ასე რომ, ვიცით რა, რა მოაქვს ომს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის. იესო ქრისტე ამბობს სახარებაში: ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. ამ ურთულეს დროში, მიუხედავად არაერთი პროვოკაციისა და დესტაბილიზაციის მცდელობისა, ჩვენ შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ისტორიაში, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისას პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა საქართველოში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ადგილი ევროპაშია

კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საქართველო დღეს ევროპისგან ელის შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. „საქართველოს სწორედ თავისუფლების იდეალი ამოძრავებს საუკუნეთა განმავლობაში ევროპის ერთა ოჯახის სრულფასოვან წევრად გახდომისკენ სწრაფვისას. იმ ევროპის, რომელიც სწორედ ქრისტიანულ ფასეულობებს ეფუძნება. ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმების შედეგად დღეს ისე ახლოს ვართ ამ მიზანთან, როგორც არასდროს. ჩვენ უდიდესი ძალისხმევა გავწიეთ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ეკონომიკური წინსვლისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად; სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერება სამართლიანად იმსახურებს მიუკერძოებელი და ობიექტური შემფასებლების აღიარებას მთელ მსოფლიოში. ამაზე მეტყველებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები. მაგალითად, World justice project-ის კანონის უზენაესობის ინდექსის 2022 წლის კვლევით საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდექსით ვუსწრებთ ნატოსა და ევროკავშირის არაერთ ქვეყანას. საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსით ლიდერი ვართ რეგიონში. Heritage foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით ევროკავშირის 11 ქვეყანას ვუსწრებთ. ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის 2021 წლის ღია ბიუჯეტის კვლევის მსოფლიო რეიტინგში საქართველო სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით 120 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. ჩვენ ხელისუფლების შრომის მონაპოვარია ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, დღეს უკვე - ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პრემიერ ორბანს ამ ძალისხმევის დაფასებისა და მუდმივი თანადგომისათვის. დღეს ჩვენ ევროპისაგან ველით შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანი ძალისხმევის დამსახურებული აღიარება იქნება, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

უკრაინაში რუსული აგრესიის გამო, სულ მცირე 1441 ბავშვი დაზარალდა

უკრაინაში რუსული აგრესიის გამო, სულ მცირე 1441 ბავშვი დაზარალდა. ამის შესახებ უკრაინული მედია ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით წერს. ამასთან, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის გამო, დაკარგულად 23 7600 მშვიდობიანი მოქალაქე ითვლება, განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლეონიდ ტიმჩენკომ 4 მაისს. მისივე თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა 101 543 შემთხვევა დაფიქსირდა, შემდეგ კი მონაცემები ერთ რეესტრში შევიდა. „მოგვიანებით, პრიორიტეტული შემოწმების შედეგად, ნაპოვნია 54 310 ადამიანი“, - განაცხადა ტიმჩენკომ. ყველა საჭირო ღონისძიების გატარების შემდეგ, ძებნა 31 330 ადამიანზე გამოცხადდა, მათგან 7 570 იპოვეს, დანარჩენი კი განსაკუთრებულ ვითარებაში დაკარგულად ითვლება. ეს მოიცავს შეიარაღებულ კონფლიქტებს, სამხედრო ოპერაციებს, დროებით ოკუპაციას და ბუნებრივ ან ადამიანის მიერ გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებს.