ძებნის რეზულტატი:

პუტინი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილებასაც აუქმებს

დღეიდან, 10 მაისიდან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილებას აუქმებს. ბრძანებულება დღევანდელი თარიღით არის გამოცემული. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება პირდაპირი ფრენების აკრძალვის შესახებ, უქმდება. დღესვე პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების განკარგულებაც გამოსცა. როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს დარჩიაშვილი რუსეთთან შესაძლო ფრენების თაობაზე საუბრებზე: რუსეთთან ურთიერთობები შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საერთაშორისო პლატფორმით - ჟენევის მოლაპარაკებებით  

ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკანონო ფული არ მოხვდეს ქართულ პოლიტიკაში - თალაკვაძე

ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკანონო ფული არ მოხვდეს ქართულ პოლიტიკაში და ამან არ შეცვალოს ჩვენი საზოგადოებისა და მოქალაქეების რეალური არჩევანი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში - პაპუაშვილი „აქ პირდაპირ პოლიტიკური კორუფციის ნიშნები იკვეთება. ერთის მხრივ, საუბარია პარტიების დაფინანსებაზე, მეორეს მხრივ, ეს დაფინანსება პარტიების მიერ დეკლარირებული არ არის, რაც თავისთავად ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკანონო ფული არ მოხვდეს ქართულ პოლიტიკაში და ამან არ შეცვალოს ჩვენი საზოგადოებისა და მოქალაქეების რეალური არჩევანი“, - განაცხადა თალაკვაძემ.  

გოლიათმა დაკარგა იმპულსი, რადგან დავითმა აჩვენა გამორჩეული გამძლეობა და ბრწყინვალე ტაქტიკა - NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე

უკრაინის ბრძოლის ველზე რთული ოპერატიული სიტუაციის გამო, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ვერ შეუერთდება ოთხშაბათს, NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას. ამის შესახებ ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა ალიანსის თავდაცვის მეთაურთა შეხვედრის გახსნაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, მან ვალერი ზალუჟნისგან მიიღო შეტყობინება, რომ ვიდეოკონფერენციის საშუალებითაც ვერ ჩაერთვებოდა კომიტეტს. „დღევანდელი დისკუსია თავდაპირველად ფოკუსირებული იქნება რუსეთის აგრესიულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი 15 თვეა აწარმოებს ომს, როცა თავისი მიზნების მიღწევას სამ დღეში გეგმავდა. „გოლიათი“ შეფერხდა, რადგან დავითმა გამოავლინა გამორჩეული გამძლეობა და ტაქტიკური ბრწყინვალება, მსოფლიოს 50 ქვეყნის მხარდაჭერით“, - განაცხადა ადმირალმა. მანვე აღნიშნა, რომ სამხედრო კომიტეტის წევრები მოისმენენ NATO-ში უკრაინის სამხედრო წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ სერხი სალკუტსანის პრეზენტაციას. ადმირალმა ბაუერმა აღნიშნა, რომ ალიანსი კოლექტიური თავდაცვის ახალ ეპოქაში შედის. „ჩვენ ერთობლივად ვიცავთ არამხოლოდ ჩვენი მილიარდი ადამიანისა და 31 ერის ფიზიკურ უსაფრთხოებას, არამედ, დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენთვის, ყველასთვის ძვირფასია. ის ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ ამდენ შეიარაღებულ ძალებთან, ამდენი განსხვავებული შესაძლებლობებითა და კულტურებით,  მართლაც უნიკალურია მსოფლიოში“, - განაცხადა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ. NATO-ს სამხედრო კომიტეტი არის ალიანსის უმაღლესი სამხედრო სამეთაურო და კონტროლის ორგანო, რომელიც მოკავშირეთა კოლექტიური თავდაცვის უზრუნველსაყოფად, NATO-ს ლიდერების პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაბამისად განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების თავდაცვისა და განვითარების საჭიროებებს.  

ჩეხეთის პრეზიდენტი რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარს უჭერს

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უწოდა მთავარი ნაბიჯი მშვიდობისა და სამართლიანობის გზაზე. ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. ამასთან, პაველმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ასეთ ტრიბუნალს უნდა ჰქონდეს მყარი სამართლებრივი საფუძველი საერთაშორისო სამართლის სისტემაში, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალურად ფართო მხარდაჭერა მისი ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და არ უნდა გაზარდოს დაძაბულობა უკრაინის კონსტიტუციურ წესრიგთან და უკრაინის იურისდიქციასთან ურთიერთობის პრინციპის გათვალისწინებით. უფრო მეტიც, პევალმა აღნიშნა, რომ მისმა დაარსებამ არ უნდა შეასუსტოს საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერა უკრაინაში შექმნილი ვითარების მიმართ. შეგახსენებთ, 2022 წლის სექტემბერში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მისი ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი ხელმძღვანელობს. ასეთი ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ევროპარლამენტმა, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ და ცალკეულმა ქვეყნებმა.    

ცესკოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკვე მესამედ, მმართველი უმრავლესობა ცვლის კანონებს იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტმა არ წარადგინა მათთვის სასურველი კანდიდატები კონკრეტულ თანამდებობებზე. ადმინისტრაციის განმარტებით, ესენია: ელჩები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები. „სამივე შემთხვევაში პრეზიდენტის პრინციპული პოზიცია გამომდინარეობს სახელმწიფო და არა პირადი ინტერესებიდან. პრეზიდენტი კანდიდატურების შერჩევისას ხელმძღვანელობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხითა და მიუკერძოებლობით. პრეზიდენტი ეჭვქვეშ არ აყენებს მათ კვალიფიკაციას, მაგრამ პრინციპულად მიაჩნია, რომ ასეთ თანამდებობებზე ერთპარტიული დანიშვნები ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს. ამდენად, ამ კანონსაც პრეზიდენტი ვეტოს დაადებს“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში. „ქართული ოცნება“ ცესკოს დაკომპლექტების წესს ცვლის  

ზურაბიშვილი ფრენების აღდგენაზე პუტინის გადაწყვეტილებას პროვოკაციად აფასებს

პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო შეზღუდვის მოხსნა საქართველოსთან მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პუტინი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილებასაც აუქმებს პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს „მორიგი რუსული პროვოკაცია. პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო შეზღუდვის მოხსნა საქართველოსთან მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას“, – წერს პრეზიდენტი. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჯიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.  

რუსული ავიაკომპანიები კვირაში შვიდ პირდაპირ რეისს შეასრულებენ - რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო

რუსული ავიაკომპანიები მოსკოვი თბილისი მოსკოვის მიმართულებით კვირაში შვიდ პირდაპირ რეისს განახორციელებენ, - ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. პუტინი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილებასაც აუქმებს პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს "ფრენები შიდა წარმოების თვითმფრინავებით განხორციელდება. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულების თანახმად, რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან სავიზო რეჟიმს 15 მაისიდან აუქმებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო შეზღუდვის მოხსნა საქართველოსთან მიუღებელია - ზურაბიშვილი  

ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს

პერიოდულად, სხვადასხვა სოციალურ ქსელში ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე მათი პირადი ინფორმაციის შევსების სანაცვლოდ, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით, გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. მათ შორის, მომხმარებლებს ამ შეთავაზებების სხვა პირებთან გავრცელებისკენ უბიძგებდნენ. ამის შესახებ ეროვნული ბანკი აცხადებს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკი არანაირი მსგავსი სახის ონლაინ გათამაშების ორგანიზებას არ ახდენს. გასათვალისწინებელია, რომ პირადი ინფორმაციისა თუ მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში, არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი. საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას, პირველ ყოვლისა, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა. ეროვნული ბანკი დამატებით მოუწოდებს მომხმარებლებს, დაიცვას შემდეგი წესები: შემოწმების გარეშე არ გადასცეთ სხვა პირებს პირადი მონაცემები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება. გადაამოწმეთ ვებგვერდის მისამართი - ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის მისამართი, სადაც მონაცემების შეყვანას აპირებთ.შეაფასეთ ვებგვერდის შიგთავსი (კონტენტი). ყალბი ვებგვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებგვერდის მსგავსი იყოს.დააკვირდით, რომ ტექსტი შინაარსობრივად იყოს გამართული და არ შეიცავდეს ორთოგრაფიულ შეცდომებს. უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შეთავაზებებს. გადაამოწმეთ ვებგვერდის მფლობელი - www.WHO.is, მომხმარებელს კონკრეტული მისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია. გადახდის სანდო წყარო - ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ., PayPal) მეშვეობით. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 032 2 406 406 საქართველოს ეროვნული ბანკის გაფრთხილებები კი, შეგიძლიათ იხილოთ აქ. ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ფინანსური განათლების ვებგვერდზე.  

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია ხორციელდება, რის გამოც ქეთევან დედოფლის გამზირზე, ნავთლუღის ქუჩის კვეთიდან კახეთის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში გადაადგილება დროებით შეიზღუდება, – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. „შეზღუდვა 10-11-12 მაისს – 22:00-დან 07:00 საათამდე, 13-14 მაისს – 24 საათის განმავლობაში, ხოლო 15 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით 22:00-დან 07:00 საათამდე იმოქმედებს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება როგორც მეტროსადგურ „ისნიდან“ ავლაბრის მოედნის, ასევე ნავთლუღის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის; ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირზე. რაც შეეხება მეტროსადგურ „ისნიდან“ ავლაბრის მოედნის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ მარჯვნივ მოხვევით, ვაჟა ჩაჩავას, აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის გავლით, კვლავ ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან და შემდეგ მარცხნივ მოხვევით, ნავთლუღის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.  

დროა, უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბოს და განიხილოს რუსეთთან 3-თვიანი ვიზების დაწესება - ზურაბიშვილი

„არ გჭირდება არც ფრენების აღდგენა და არც ვიზების მოხსნა, ვიდრე რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის აგრესორია და ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი, ასეთი ჟესტი უდროო, უადგილო და მიუღებელია“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინფზე. სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ეს ის დროა, როცა თავისი პოზიცია, მკაფიოდ უნდა გამოაჩინოს. დროა იმისთვის, რომ უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბოს საჯაროდ და განიხილოს სამთვიანი ვიზების დაწესება. პრეზიდენტის შეფასებით, ეს საჭიროა შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე. ზურაბივილის თქმით, მეტი კონტროლია საჭირო იმ რუსების მიმართ, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში და რჩებიან: „აუცილებელია, რაღაც ზომების მიღება, რომ ეს ყველაფერი ჩაჯდეს ნორმალურ, ცივილიზებულ ჩარჩოებში“. პუტინი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილებასაც აუქმებს პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს „დღეს ყველამ მოვისმინეთ მორიგი რუსული პროვოკაციული განცხადება, რას ემსახურება ეს პროვოკაცია – შესაძლებელი არის, ერთი მხრივ, ეს იყოს გადაფარვა თავიანთი მარცხის, კრახის ბახმუტში, მაგრამ ის, რაც ხდება და სადაც ვერ ახერხებენ თავიანთი ძალის გამოჩენას, შესაძლოა, ეს იყო პასუხი, გუშინ ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სანქციების მე-11 პაკეტის მიმართ. ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენთვის რაც მთავარია, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია საზოგადოების გამოწვევისთვის და ჩვენს ხელისუფლებას აყენებს დიდი გამოწვევის წინაშე. ეს უთუოდ გამოიწვევს ერთგვარ დაძაბულობას პარტიებს შორის, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაში ეს არანაირ დაძაბულობას არ გამოიწვევს, ეს გამოიწვევს ძალიან დიდ რეაქციას საზოგადოებისგან, რომელსაც კარგად ესმის, როცა რუსეთი ამ ნაბიჯებს დგამს, დგამს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხარო არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო და ის არ დაფიქრდა ჩვენს გასულ ისტორიაზე და იმ მაგალითებზე, რაც არსებობს, რომ რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არასდროს დათმობით არ პასუხობს, პასუხობს იმით, რაც უფრო გაურთულებს მდგომარეობას, ეს არის მისი მუდმივი მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება. მისივე თქმით, საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ შეიძლება, რომ მოხდეს, მაგალითად, რუსულ ენოვანი ბაგა-ბაღების გახსნა არ შეიძლება, სადაც არ იქნება აუცილებელი, რომ ქართული ენის შესწავლაც აუცილებელი იყოს. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს დარჩიაშვილი რუსეთთან შესაძლო ფრენების თაობაზე საუბრებზე: რუსეთთან ურთიერთობები შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საერთაშორისო პლატფორმით - ჟენევის მოლაპარაკებებით  

პრეზიდენტი: მივმართავ ხელისუფლებას, მოუსმინოს „ხალხის ძალას“ კი არა, ხალხის ხმას

რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არასდროს დათმობით არ პასუხობს, პასუხობს იმით, რომ რაც უფრო გაურთულებს მდგომარეობას, ეს არის მისი მუდმივი მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინფზე, რომელიც სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას მიუძღვნა. სალომე ზურაბიშვილმა „მორიგ რუსულ პროვოკაციაზე“ მიუთითა და შეეცადა იმის ახსნას, თუ რას ემსახურება ეს პროვოკაცია. პრეზიდენტის შეფასებით, შესაძლებელია, ერთი მხრივ, ეს იყოს გადაფარვა თავიანთი მარცხის, კრახის ბახმუტში, მაგრამ ის, რაც ხდება და სადაც ვერ ახერხებენ თავიანთი ძალის გამოჩენას, შესაძლოა, ეს იყო პასუხი, ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სანქციების მე-11 პაკეტის მიმართ. სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ეს არის პირდაპირი პროვოკაცია საზოგადოების გამოწვევისთვის და ხელისუფლებას აყენებს დიდი გამოწვევის წინაშე. პრეზიდენტი ასევე დარწმუნებულია,რომ „საზოგადოებაში ეს არანაირ დაძაბულობას არ გამოიწვევს, პირიქით, გამოიწვევს ძალიან დიდ რეაქციას საზოგადოებისგან, რომელსაც კარგად ესმის, როცა რუსეთი ამ ნაბიჯებს დგამს, დგამს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე“.  საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლებას მიმართა, რომ მოუსმინოს არა ხალხის ძალას, არამედ, ხალხის ხმას. „სამწუხარო არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო და ის არ დაფიქრდა ჩვენს გასულ ისტორიაზე და იმ მაგალითებზე, რაც არსებობს, რომ რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არასდროს დათმობით არ პასუხობს, პასუხობს იმით, რომ რაც უფრო გაურთულებს მდგომარეობას, ეს არის მისი მუდმივი მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. მანვე ისაუბრა აუცილებელ ზომებზე, რომლებიც რუსეთის პროვოკაციული განცხადების საპასუხოდ უნდა მოქმედებდეს. „ჩვენ ძალიან ტოლერანტი ქვეყანა ვართ, ყველას ვიღებთ და ეს უკვე გამოჩნდა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ რაღაცები არის, რაც არ შეიძლება რომ მოხდეს ქვეყანაში. არ შეიძლება, რუსულენოვანი ბაგა-ბაღები გაიხსნას, სადაც არ იქნება აუცილებელი, რომ ქართული ენაც თანადროულად იყოს აუცილებელი ამ ბავშვებისთვის, რომლებიც დღეს საქართველოში ცხოვრობენ. არ შეიძლება, რომ არ დაწესდეს სხვადასხვა ზომა სხვადასხვა პროფესიებზე და არის მოთხოვნები ადამიანებზე, რომლებიც ეწევიან ამა თუ იმ პროფესიას, ეს ნიშნავს ლიცენზირებას თუნდაც ტაქსის მძღოლებზე, გიდებზე და კიდევ ბევრ სხვა პროფესიაზე. ეს არის დაცულობა ჩვენი საზოგადოების და ეს არის სწორი პასუხი დღევანდელ პროვოკაციაზე. ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები რუსეთიდან, ვითომც რაღაც დათმობა. ჩვენ ვართ იმავე მხარეს ამ დღევანდელ სიტუაციაში, სადაც არიან ჩვენი ევროპელი მეგობრები. ეს არის საქართველოს ღირსების დაცვა, რომ ჩვენ ახლა ყველასგან განსხვავებით, არ დავიწყოთ რაღაც ახალი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც ჩვენ გაგვირთულებს ყველაფერს, თუნდაც, ჩვენი ქვეყნის დაცვას იმ ბრალდებებისგან, რაც ისმის სანქციების გვერდის ავლის შესახებ (რედ). მე ვადასტურებ, არ არსებობს დღეს ასეთი საფრთხე საქართველოდან, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ეს ბრალდებები გაძლიერდეს და ჩვენ ვეღარ დავიცვათ თავი ამ ბრალდებებისგან. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას, რომ მოუსმინოს „ხალხის ძალას“ კი არა, ხალხის ხმას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებით, არის ერთიანი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. „ეს არ არის მხოლოდ ის საკითხი, რომელიც ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსის მიღებას, ესეც მაფიქრებს, მაგრამ ეს, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, საქართველოს ღირსებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად დგას ეს ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული და რომელიც არის სოლიდარული ჩვენი უკრაინელი მეგობრების. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ პოზიციის ერთგულნი უნდა ვიყოთ, უნდა ვიყოთ ბოლომდე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და დარწმუნებული ვარ თუ სხვანაირად მოხდა და დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, საზოგადოებასაც ექნება ამაზე პასუხი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ცოფის ვირუსი ერთ შემთხვევაში ოჯახის შინაურ ცხოველს, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს გამოუვლინდა. არცერთ შემთხვევაში ცხოველი აცრილი არ იყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება, მიმდინარეობს საპრევენციო სამუშაოები და ჩატარდა ვაქცინაცია. "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცხოველებს კონტაქტი 18 პირთან უფიქსირდება, მათ აცრა ჩაუტარდათ. ქუთაისის მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ცხოველთან ნებისმიერი რისკის შემცველი კონტაქტის შემთხვევაში, დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

პრეზიდენტის ვერსიები, რას შეიძლება, ემსახურებოდეს „რუსული პროვოკაცია“

სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. მოგვიანებით, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, სალომე ზურაბიშვილი შეეცადა იმის ახსნას, თუ რას ემსახურება ეს პროვოკაცია. ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები რუსეთიდან, ვითომც რაღაც დათმობა. ჩვენ ვართ იმავე მხარეს ამ დღევანდელ სიტუაციაში, სადაც არიან ჩვენი ევროპელი მეგობრები. რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არასდროს დათმობით არ პასუხობს, პასუხობს იმით, რაც უფრო გაურთულებს მდგომარეობას, ეს არის მისი მუდმივი მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება. პრეზიდენტის შეფასებით, შესაძლებელია, ერთი მხრივ, ეს იყოს გადაფარვა თავიანთი მარცხის, კრახის ბახმუტში, მაგრამ ის, რაც ხდება და სადაც ვერ ახერხებენ თავიანთი ძალის გამოჩენას, შესაძლოა, ეს იყო პასუხი, ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სანქციების მე-11 პაკეტის მიმართ. სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ეს არის პირდაპირი პროვოკაცია საზოგადოების გამოწვევისთვის და ხელისუფლებას აყენებს დიდი გამოწვევის წინაშე. პრეზიდენტი ასევე დარწმუნებულია,რომ „საზოგადოებაში ეს არანაირ დაძაბულობას არ გამოიწვევს, პირიქით, გამოიწვევს ძალიან დიდ რეაქციას საზოგადოებისგან, რომელსაც კარგად ესმის, როცა რუსეთი ამ ნაბიჯებს დგამს, დგამს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე“.  „ეს არ არის მხოლოდ ის საკითხი, რომელიც ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსის მიღებას, ესეც მაფიქრებს, მაგრამ ეს, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, საქართველოს ღირსებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად დგას ეს ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული და რომელიც არის სოლიდარული ჩვენი უკრაინელი მეგობრების. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ პოზიციის ერთგულნი უნდა ვიყოთ, უნდა ვიყოთ ბოლომდე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და დარწმუნებული ვარ თუ სხვანაირად მოხდა და დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, საზოგადოებასაც ექნება ამაზე პასუხი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლებას მიმართა, რომ მოუსმინოს არა ხალხის ძალას, არამედ, ხალხის ხმას. „სამწუხარო არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო და ის არ დაფიქრდა ჩვენს გასულ ისტორიაზე და იმ მაგალითებზე, რაც არსებობს, რომ რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არასდროს დათმობით არ პასუხობს, პასუხობს იმით, რომ რაც უფრო გაურთულებს მდგომარეობას, ეს არის მისი მუდმივი მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. მანვე ისაუბრა აუცილებელ ზომებზე, რომლებიც რუსეთის პროვოკაციული განცხადების საპასუხოდ უნდა მოქმედებდეს. „ჩვენ ძალიან ტოლერანტი ქვეყანა ვართ, ყველას ვიღებთ და ეს უკვე გამოჩნდა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ რაღაცები არის, რაც არ შეიძლება რომ მოხდეს ქვეყანაში. არ შეიძლება, რუსულენოვანი ბაგა-ბაღები გაიხსნას, სადაც არ იქნება აუცილებელი, რომ ქართული ენაც თანადროულად იყოს აუცილებელი ამ ბავშვებისთვის, რომლებიც დღეს საქართველოში ცხოვრობენ. არ შეიძლება, რომ არ დაწესდეს სხვადასხვა ზომა სხვადასხვა პროფესიებზე და არის მოთხოვნები ადამიანებზე, რომლებიც ეწევიან ამა თუ იმ პროფესიას, ეს ნიშნავს ლიცენზირებას თუნდაც ტაქსის მძღოლებზე, გიდებზე და კიდევ ბევრ სხვა პროფესიაზე. ეს არის დაცულობა ჩვენი საზოგადოების და ეს არის სწორი პასუხი დღევანდელ პროვოკაციაზე. ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები რუსეთიდან, ვითომც რაღაც დათმობა. ჩვენ ვართ იმავე მხარეს ამ დღევანდელ სიტუაციაში, სადაც არიან ჩვენი ევროპელი მეგობრები. ეს არის საქართველოს ღირსების დაცვა, რომ ჩვენ ახლა ყველასგან განსხვავებით, არ დავიწყოთ რაღაც ახალი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც ჩვენ გაგვირთულებს ყველაფერს, თუნდაც, ჩვენი ქვეყნის დაცვას იმ ბრალდებებისგან, რაც ისმის სანქციების გვერდის ავლის შესახებ (რედ). მე ვადასტურებ, არ არსებობს დღეს ასეთი საფრთხე საქართველოდან, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ეს ბრალდებები გაძლიერდეს და ჩვენ ვეღარ დავიცვათ თავი ამ ბრალდებებისგან. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას, რომ მოუსმინოს „ხალხის ძალას“ კი არა, ხალხის ხმას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებით, არის ერთიანი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს დარჩიაშვილი რუსეთთან შესაძლო ფრენების თაობაზე საუბრებზე: რუსეთთან ურთიერთობები შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საერთაშორისო პლატფორმით - ჟენევის მოლაპარაკებებით

ლარი დოლართან თითქმის 5 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ხვალიდან, 11 მაისიდან, დოლარი 4,64 თეთრით ძვირი ეღირება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,5294 ლარი გახდა. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5294 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4830 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0464 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7707 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7430 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0277 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

უკრაინის ქალაქმა ვინიცამ შვეიცარიისგან სამი ტრავმაი მიიღო

კიდევ სამი შვეიცარიული (Tram2000) ტრამვაი ჩავიდა უკრაინის ქალაქ ვინიცაში, მუნიციპალური ელექტროტრანსპორტის პარკის შესავსებად. ამის შესახებ მერმა სერჰი მორგუნოვმა განაცხადა. ისინი ჩაანაცვლებენ 60-70-იან წლებში წარმოებულ Mirage ტრამვაებს, რომლებიც ვინიცამ მანამდე მიიღო პროექტის ფარგლებში, რომელიც 15 წელია გრძელდება. ვინიცის სატრანსპორტო ოპერატორებმა მიღებული ტრამვაის უკრაინის მოთხოვნებთან ადაპტაცია დაიწყეს და ზაფხულიდან დაიწყებენ მუშაობას. იფორმაციისთვის, წელს ვინიცაში ექსპლუატაციაში შევიდა 19 პოლონური Solaris Trollino ტროლეიბუსი.  

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, ლევან იოსელიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის (EEAS) საქართველოს საკითხებზე მომუშავე ხელმძღვანელ პირებთან: რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის მმართველ დირექტორთან მაიკლ ზიბერტთან, საქართველოს საქმეთა სამმართველოს უფროსთან დოროტა დლუჩსთან და საქართველოსთან ურთიერთობის ოფიცერთან ფრანჩესკა კარდონასთან. „ბრიუსელში ვხვდები ყველა იმ ორგანიზაციას, ვინც მუშაობს და გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს საკითხზე. მათ კიდევ ერთხელ დამიდასტურეს, რომ სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი, რჩება მათ მთავარ პარტნიორად და ჩვენი ოფისის შეფასებები თუ მოსაზრებები მათთვის მნიშვნელოვანია. ამავე დროს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის, რომ პოლარიზაცია ძალიან უშლის ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებას. ახლა, როცა მოახლოებულია გადაწყვეტილების მიღების დრო, ყველამ უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით ხელისუფლებამ, ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ - გადადგან ნაბიჯები და დავანახოთ ევროკავშირს, რომ შეგვიძლია მოლაპარაკებები. სახალხო დამცველი აქტიურად იქნება ჩართული მოლაპარაკებებისა და მედიაციის პროცესში“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.  

ისრაელის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი საქართველოს ეწვევა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰადას მეიცადთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის სამართალდაცვით უწყებებს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ეფექტიანობა. ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში პოლიციის ატაშეების როლზე და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მოხდება საქართველოს პოლიციის ატაშეს წარგზავნა ისრაელში, რაც არსებულ საპოლიციო თანამშრომლობას კიდევ უფრო ნაყოფიერს და ინტენსიურს გახდის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ისრაელის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის ვიზიტზე საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში შედგება. „შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვეს და სხვადასხვა მიმართულებით არსებული კავშირების გაფართოების პერსპექტივები დასახეს“, - ნათქამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მომართვის შემთხვევაში, ყველა არასანქცირებული კომპანია შეძლებს პირდაპირი რეისების შესრულებას - ქვრივიშვილი

დღეს ვნახეთ, რომ რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, მოხსნა ამ ეტაპისთვის მოქმედი შეზღუდვა პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით საქართველოს მიმართულებით და ასევე, მოხსნა სავიზო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. პუტინი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილებასაც აუქმებს პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ მოგზაურობას საქართველოში. „მნიშვნელოვანია, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ 2010 წლიდან რუსეთის ფედერაციასთან გვაქვს ცალმხრივად ამოქმედებული უვიზო რეჟიმი. ამასთან, 2019 წელს რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება და შეზღუდა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან. დღეს ვნახეთ, რომ რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, მოხსნა ამ ეტაპისთვის მოქმედი შეზღუდვა პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით საქართველოს მიმართულებით და ასევე, მოხსნა სავიზო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის. უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოდგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, მათი კეთილდღეობა და ყველაფერი ის, რაც ემსახურება მათ ეკონომიკურ გაძლიერებას და კეთილდღეობას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ ჩვენი ქვეყნის მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ მოგზაურობას საქართველოში, მათ კავშირს სამშობლოსთან და რა თქმა უნდა, გაუმარტივებს მათ ოჯახის წევრებსაც ჩვენს ქვეყანასთან და მათი ოჯახის წევრებთან კავშირს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა. რაც შეეხება პირდაპირი ფრენებს, როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს არ ჰქონია შეზღუდული რუსეთთან სატრანსპორტო მოძრაობა, როდესაც საუბარია სახმელეთო გადაადგილებაზე. „რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს, აქ ნათლად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა განვმარტოთ ის, რომ ჩვენ არ გვქონია შეზღუდული რუსეთთან სატრანსპორტო მოძრაობა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახმელეთო კუთხით და იცით ალბათ, რომ ყოველდღიურად ასობით და თვის ჭრილში, ალბათ, ათასობით მანქანა მოძრაობს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უწევდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მესამე ქვეყნის გავლით და სახმელეთო საზღვრის გამოყენებით სამშობლოში მოგზაურობა, რაც მნიშვნელოვნად აისახებოდა მათ სამოგზაურო ხარჯებზე. პირდაპირი ფრენები ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ წაადგება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კავშირს სამშობლოსთან“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა. რაც შეეხება ზოგადად პირდაპირ ფრენებს რუსეთის ფედერაციიდან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, დღევანდელი დღის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციიდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება არაერთი ქვეყნის მიმართულებით. ქვრივიშვილის თქმით, არასანქცირებულ ავიაკომპანიებს და ხომალდებს ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოს მიმართულებით. თუმცა, მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის არავითარი ნებართვა არ არის საქართველოს მხრიდან გაცემული, რადგან ჯერ არ ყოფილა მომართვა არცერთი ავიაკომპანიის მხრიდან. „მათ შორის, როგორიც არის: ისრაელი, გაერთიანებული არაბთა საემიროები, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. აქვე, გვინდა, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ საქართველოში არ ოპერირებს არცერთი ავიაკომპანია და არც ერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული. რაც შეეხება არასანქცირებულ ავიაკომპანიებს და ხომალდებს, მათ ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოს მიმართულებით. ამ ეტაპისთვის არავითარი ნებართვა არ არის საქართველოს მხრიდან გაცემული, რადგან ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს მომართვა არცერთი ავიაკომპანიის მხრიდან. მომართვის შემთხვევაში, ყველა კომპანია და ხომალდები, რომლებიც არ იქნებიან სანქცირებული, შეძლებენ საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებას, ისევე როგორც ისინი ოპერირებენ ისრაელში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და გაერთიანებულ საემიროებში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.  

საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას

საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილმა საქართველოსთან რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენაზე საუბრისას განაცხადა, რომ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი. „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ყოველთვის არის ჩვენი საზრუნავი, მათ შორის ამ შემთხვევაში. მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელთაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, მათ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი. გადაწყვეტილება გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს და საშუალებას მისცემს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია, მიმოსვლა“, - განაცხადა მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიაში, ბერლინში გააკეთა, სადაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდა.  სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა.  რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს დარჩიაშვილი რუსეთთან შესაძლო ფრენების თაობაზე საუბრებზე: რუსეთთან ურთიერთობები შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საერთაშორისო პლატფორმით - ჟენევის მოლაპარაკებებით

საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ, მათ შორის რუსეთის გააქტიურება გამოიწვია - თალაკვაძე

საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ, მათ შორის რუსეთის ფედერაციის გააქტიურება გამოიწვია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მომართვის შემთხვევაში, ყველა არასანქცირებული კომპანია შეძლებს პირდაპირი რეისების შესრულებას - ქვრივიშვილი პუტინი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილებასაც აუქმებს პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს თალაკვაძის თქმით, რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებზე სანქციები ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებაც მან ცალმხრივად მიიღო. “რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მავნებლური და უპასუხისმგებლო განცხადებებით გამოდის. ისინი პრაქტიკულად ხელისუფლებისგან საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას ითხოვენ. რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად, რა საკვირველია, საქართველოს მონაწილეობის გარეშე მიიღო ვიზასთან დაკავშირებული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება. ამას ის ადამიანები აკრიტიკებენ, რომლებმაც 2008 წელს საკუთარი მოსახლეობა ომის ზონაში მიატოვეს, სადაც რუსეთის თავდასხმა და ოკუპაცია მიმდინარეობდა, მიატოვეს საკუთარი ჯარისკაცები და ამის შემდეგ, როდესაც რუსეთმა სავიზო რეჟიმის შეზღუდვა შემოიღო, სწორედ ეს პოლიტიკური ძალა და მათი პოლიტიკური ლიდერი გამოვიდა და სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. მინდა ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს მივმართო, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს სანქციების დაწესებას თქვენზე, რასაც ბუნებრივია, ჩვენ არ ვეთანხმებით და საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თანამემამულეებს სანქციებს არ დაუწესებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს. საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.