ძებნის რეზულტატი:

რუსეთმა საქართველოსთან დაკავშირებით, კიდევ ერთი გადაწყვეტილება გააუქმა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეებისთვის გააუქმა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც უწყება მათ საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა. „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფრენების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე ჩვენი პრინციპული მიდგომის შესაბამისობაშია, რათა დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, თანმიმდევრულად გავამარტივოთ კომუნიკაცია და კონტაქტები რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის“, - აღნიშნა მარია ზახაროვამ. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს დარჩიაშვილი რუსეთთან შესაძლო ფრენების თაობაზე საუბრებზე: რუსეთთან ურთიერთობები შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საერთაშორისო პლატფორმით - ჟენევის მოლაპარაკებებით  

ევროპულ განაცხადს მივყვებით კეთილსინდისიერად, მეორე მხრივ, ეროვნული ინტერესი გვკარნახობს, რომ რუსეთთან ურთიერთობების ესკალაცია არ მოხდეს - პაპუაშვილი

„სანქციების დაწესებაც და მოხსნაც არის რუსეთის საკითხი და, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ რაიმე გავლენა ვერ გვექნებოდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნის საკითხის კომენტირებისას. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კეთილსინდისიერად მიჰყვება ევროპულ განაცხადს.   ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას   მისი თქმით, საქართველი არ გახდება ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ ნებისმიერმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა დაწესებულ სანქციებს რუსეთის მიმართებაში გვერდი აუაროს. „2019-2020 წლებში ჩვენი პარტნიორები მოუწოდებდნენ რუსეთს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ეს სანქციები როგორც ვიზის ნაწილში, ასევე, ფრენების ნაწილში, მოეხსნა. ამ შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საქართველომ ორი რამე განაცხადა მკაფიოდ, რომ ჩვენ ევროპულ განაცხადს მივყვებით კეთილსინდისიერად. ასევე, საქართველო არ გახდება ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ გვერდი აუაროს ნებისმიერმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა იმ სანქციებს, რომელიც დაწესებულია რუსეთის მიმართ და საქართველო ამ დანაპირებს პატიოსნად და კეთილსინდისიერად ასრულებს. საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს და ამ პრინციპსაც მივყვებით. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ასევე, ჩვენი მოსახლეობა დარწმუნდა, რომ ეს არის ყველაზე სწორი და კეთილსინდისიერი მიდგომა - ერთი მხრივ, ჩვენ პირნათელი ვართ იმ საერთაშორისო ძალისხმევის მიმართ, რაც გულისხმობს სანქციების შეზღუდვებით რუსეთის იძულებას, რომ შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინაში. მეორე მხრივ, ჩვენ დამატებით ორმხრივ სანქციებს არ ვაწესებთ ჩვენი მოსახლეობის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს ესკალაცია ურთიერთობების, რადგან რა თქმა უნდა, საქართველო კვლავ არის გაზრდილი რისკის ქვეშ შესაძლო სამხედრო კონფლიქტის რუსეთთან. ამიტომ ჩვენ ეროვნული ინტერესი გვკარნახობს, რომ ურთიერთობების ესკალაცია არ მოხდეს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

საქართველო რჩება ერთგული იმ პოლიტიკის, რომელიც ეხება საერთაშორისო სანქციებს - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის, განცხადებით რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისა და საქართველოსთან ფრენების აღდგენის თაობაზე არის მოსკოვის მიერ მიღებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. მის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს. საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას „პირველ რიგში, მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ გადაწყვეტილება რაც ჩვენ მოვისმინეთ, ეს არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიღებული დამოუკიდებელი იმასთან დაკავშირებით, რომ მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ფედერაციამ თავად მიიღეს საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით და ახლა შეცვალეს, ეს არის მათი სუვერენული გადაწყვეტილება და ნებისმიერი ქვეყანა წყვეტს, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ დააწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოხსნას. სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე”, - განაცხადა დარჩიაშვილმა. მან საზოგადოებას შეახსენა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთ-საქართველოს ომიდან მალევე, საქართველოს მხრიდან ცალმხრივად იქნა გაუქმებული სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, რაც იმ დროს არსებული პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე სენსიტიური იყო. „მინდა, შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, როდის და რა რეჟიმში იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომელმაც მოუხსნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში უვიზო მიმოსვლა. ეს იყო მიღებული სწორედ წინა ხელისუფლების დროს, ყველაზე დიდი და სენსიტიური საკითხი ამაში არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული ორი წლის თავზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ. ასე რომ, როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ ამ საკითხზე და მოქალაქეებისთვის ვიზების მოხსნა-დაწესების საკითხზე, მინდა, ყველას შევახსენო, რომ ის გადაწყვეტილება წინა ხელისუფლების დროს მიიღეს 2010 წელს. დღეს ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, მოუხსნას ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა”, - განაცხადა დარჩიაშვილმა. მან ასევე ისაუბრა ამ საკითხის ჰუმანიტარულ ასპექტებზე და ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე, რომელთათვისაც მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი დაკავშირებულია მნიშვნელოვანი ყოფითი პრობლემების მოგვარებასთან. მისივე თქმით, საქართველო რჩება ერთგული იმ პოლიტიკის რომელიც ეხება საერთაშორისო სანქციებს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომებს „რაც შეეხება საკითხს ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორ ჩანს, ეს საკითხი ჩვენი ხელისუფლების თვალით დანახული - ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ყოველთვის არის ჩვენი საზრუნავი, მათ შორის, ამ შემთხვევაში. მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომელთაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, მათ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, და სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი. რომელიც გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს და საშუალებას მისცემს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია, მიმოსვლა და ურთიერთობა. ეს არის სწორედ ამ კონტექსტში და ჭრილში დანახული”, - განაცხადა დარჩიაშვილმა. მინისტრის თქმით, საქართველო სრულად ერთგული რჩება საერთაშორისო პარტნიორების და იქნება მჭიდრო კოორდინაციაში პარტნიორებთან „ფრენებთან დაკავშირებით საქართველო რჩება ერთგული იმ პოლიტიკის რომელიც ეხება საერთაშორისო სანქციებს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომებს. „გენერალურ სანქციებს რომლებზეც არაერთხელ გვისაუბრია, და არაერთხელ ვსაუბრობთ. რაც შეეხება ორმხრივ ფორმატში არსებულ სანქციებს, ამაზე ცალსახად ითქვა და ეს არის ვაჭრობა რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, ეს ვაჭრობა აქტუალურია დღეს მიმდინარეობს, შესაბამისად საქართველო ძალიან ღიად და ტრანსპარენტულად ახორციელებს ყველა სავაჭრო ოპერაციას და ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის აქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ეს მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენი დამოკიდებულება სანქცირებულ ტვირთებთან დაკავშირებით ყოველთვის იყო ცალსახა და უფრო მეტიც, ჩვენ ამას ხშირად ვსაუბრობთ რომ პროაქტიულად საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის რომ არ მოხდეს გვერდის ავლა ნებისმიერ სანქციებთან დაკავშირებით და ამ კონტექსტშიც საქართველო იქნება ცალსახად ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. მე ვერ შემოვალ ტექნიკურ საკითხებში მაგრამ მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ დღეს თუ ქვეყანა ღიაა და მიმოსვლა არსებობს რუსეთის ფედერაციასთან საავტომობილო თვალსაზრისით და ეს მოცემულობა არის დღეს, შესაბამისად, ზედმეტი აჟიოტაჟი რომ მომეტებული რაოდენობა იქნება საქართველოში შემომავალი ვიზიტორების, სრულიად გაუგებარია. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ჩამოდიან საქართველოში და შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით უკვე საქართველოს მოქალაქეები, ვისაც სურვილი აქვს რომ იმოგზაუროს თავის ახლობლებთან რუსეთის ფედერაციაში, უკვე ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით”, - განაცხადა მინისტრმა. შეკითხვაზე, მოახდენს თუ არა მოსკოვის ეს ნაბიჯი გავლენას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, მინისტრის განცხადებით, ყველა საკითხის 12 პუნქტიან რეკომენდაციასთან დაკავშირება, არ არის სწორი, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა პარტნიორ ქვეყანასთან მიმართებით, ეს კითხვები არ არსებობს. „არ შეიძლება, ყველა საკითხი დავუკავშიროთ საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულებას. და მოვუწოდებ ყველა ჩვენს ოპონენტს და ნებისმიერ ადამიანს, ვინც ნებისმიერი პროცესის წარმოჩენას ცდილობს საქართველოს მიერ 12 პუნქტის და პრიორიტეტის შესრულების კონტექსტში და ეს ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რატომ ხდება საქართველო ყოველთვის ობიექტი მსგავსი ტიპის შეფასებების, გაუგებარია. მაშინ, როდესაც მოლდოვის შემთხვევაში - ჩვენი მეგობარი და პარტნიორი, რომელსაც აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, არ არსებობს კითხვები და რატომ შეიძლება, საქართველოსთან დაკავშირებით დადგეს ეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს არის მიუღებელი. საქართველო პირნათლად და მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ახორციელებს ევროინტეგრაციის პოლიტიკას. ვიცით რომ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით გაგრძელდება მომავალშიც, რადგან ჩვენთვის ევროინტეგრაცია ეს არის ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი”, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს დარჩიაშვილი რუსეთთან შესაძლო ფრენების თაობაზე საუბრებზე: რუსეთთან ურთიერთობები შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საერთაშორისო პლატფორმით - ჟენევის მოლაპარაკებებით

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლევად გთავაზობთ.  „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს მოგეხსენებათ, 2023 წლის 9 მაისს ათონელის ქუჩაზე გაიმართა ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელიც გაიხსნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ქართველი ხალხისადმი მიმართვით და ევროპის დღის მილოცვით.  საზეიმო კონცერტის დაწყებამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სთხოვა საზოგადოებრივ მაუწყებელს ღონისძიების დასაწყისის (რამდენიმე წუთი) პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია. თხოვნის მიუხედავად, ღონისძიების შესახებ რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებლზე არა პირდაპირ ეთერში (21:00 საათზე), არამედ, საინფორმაციო პროგრამა ,,მოამბის“ ერთ-ერთ ბოლო სიუჟეტში 21:27 საათზე, მათ შორის ,,რეგულაციები პარაპლანით ფრენაზე“ სიუჟეტის შემდეგ გაკეთდა. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას  წარმოადგენს  საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია.  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არაჯეროვნად შეასრულა ეს ვალდებულება, რადგან არ მიანიჭა სათანადო მნიშვნელობა ევროკავშირიდან საქართველოს და ქართველი ხალხისადმი მხარდამჭერ უმაღლესი დონის განცხადებას, რაც განსაკუთრებული დატვირთვის მქონეა დღეს, როცა საქართველო  ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელის“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.  

ვარშავამ რუსეთის ელჩი დაიბარა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა რუსეთის ელჩი ვარშავაში, სერგეი ანდრეევი, 5 მაისს, რუსული გამანადგურებლის მიერ პოლონური თვითმფრინავისთვის გზის ჩაჭრის გამო. ვარშავამ მომხდარი მკაცრად დაგმო. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსული მხარის პროვოკაციულ და აგრესიულ ქცევას, რაც სერიოზული საერთაშორისო ინციდენტია“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, 5 მაისს, NATO-ს საჰაერო ძალები მზადყოფნაში მოიყვანეს, რუსული გამანადგურებელი შავი ზღვის თავზე პოლონურ თვითმფრინავს აედევნა.  

უკრაინაში AFP-ის ჟურნალისტის დაღუპვის შემდეგ, საფრანგეთი ომის დანაშაულზე გამოძიებას იწყებს

საფრანგეთმა Agence France-Presse-ის ვიდეოჟურნალისტის, არმან სოლდინის სიკვდილის შემდეგ, პოტენციურ სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიება დაიწყო, იტყობინება Reuters 10 მაისს, საფრანგეთის პროკურორებზე დაყრდნობით. მედიის ცნობით, Agence France-Presse-ის ვიდეოჟურნალისტი, არმან სოლდინი უკრაინაში, ჩასივ იარზე რუსეთის ძალების თავდასხმის დროს დაიღუპა. AFP-ის ცნობით, თავდასხმა ადგილობრივი დროით, დაახლოებით 16:30 საათზე მოხდა. უკრაინაში, AFP-ის ჟურნალისტი 9 მაისს დაიღუპა.  

ილია II ჩარლზ III-ს მეფედ კურთხევას ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მეფე ჩარლზ III-ს მეფედ კურთხევას ულოცავს. „თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ გაერთიანებული სამეფოს მეფედ კურთხევას. თქვენ ბრძანდებით მე-40 მონარქი, რაც ამ სამეფოს უძველესობასა და მემკვიდრეობის უწყვეტობაზე მეტყველებს და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მის სიძლიერესა და მნიშვნელობას მსოფლიო მონარქთა შორის. ამიტომაც განსაკუთრებულია თქვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. ღმერთმა შეგაძლებინოთ თქვენი ჯვრის ღვთისსათნოდ მტვირთველობა. გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს გვირგვინი დაადგეს ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი მეუღლე, დედოფალი კამილა და მშვიდობით აკურთხოს თქვენი მეფობა”, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის მილოცვაში.  

დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე პოლიციამ 385 ცხედარი იპოვა

2022 წლის შემოდგომაზე დონეცკის ოლქის ნაწილების განთავისუფლების შემდეგ, სამართალდამცველებმა დონეცკის ოლქში, რუსული ჯარისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 385 ცხედარი იპოვეს, იდენტიფიცირებულია 282 ადამიანი.  „მათგან 309 მშვიდობიანი მოქალაქე იყო. რუსული აგრესიის მსხვერპლთა შორის 174 კაცი, 117 ქალი და ექვსი ბავშვია, კიდევ 12 ადამიანის სქესი დადგენილი არ არის. დაღუპულების იდენტიფიცირებაზე მუშაობა გრძელდება. დღეის მდგომარეობით, იდენტიფიცირებულია 282 პირი“, - წერს უკრაინული მედია ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით. სამართალდამცავებმა გათავისუფლებულ ლიმანისა და სვიატოჰირსკის თემებში უკვე ექვსი თვეა, ახალ საფლავებსა და ამოუცნობ გვამებს პოულობენ.  

გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნა საქართველოში 2024 წლის არჩევნებისთვის - სენატორების წერილი ბლინკენს

ამერიკის სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ისინი ადმინისტრაციას საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ 2024 წლის არჩევნებისთვის. სენატში ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში უმაღლესი რანგის რესპუბლიკელი ჯიმ რიში მოითხოვენ საქართველოში „გრძელვადიანი არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შექმნას, რომელიც დააკვირდება საქართველოს მომავალ 2024 წლის არჩევნებს“ იმისთვის, რომ „მათი დემოკრატიისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში მხარი დაუჭიროს საქართველოს და ქართველ ხალხს“. სენატორი შაჰინი საქართველოში 2024 წლის არჩევნებზე: ჩვენ გვექნება კრიტიკული როლი და გავგზავნით დამკვირვებლებს USAID-ის ხელმძღვანელი საქართველოზე: ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ ორივე სენატორი 2012 წლის არჩევნებზე საქართველოში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. მათი განცხადებით, „ამ ვიზიტის შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიის მოწმენი გავხდით და ვხედავთ მზარდ ნიშნებს, რომ საქართველოს დემოკრატიისკენ სვლა შეჩერდა“. 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება სენატორებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის კრიტიკულ ეტაპად მიაჩნიათ არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვისაც. „საქართველო გზაჯვარედინზეა და საქართველოს დემოკრატიის წარმატება ჩვენს [შეერთებული შტატების] ეროვნულ ინტერესებში შედის. საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კვლავ ძლიერია, მაგრამ მთავრობის ბოლოდროინდელი უკუსვლა გვაიძულებს, ადმინისტრაციას ვთხოვოთ საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ზომები მიიღოს“, - აცხადებენ სენატორი რიში და სენატორი შაჰინი. სენატორები დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციას უკავშირებენ იმას, რომ ევროკომისიამ არჩია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინა მაშინ, როცა ჩათვალა, რომ უკრაინა და მოლდოვა ამ სტატუსისთვის მზად იყვნენ. წერილში შაჰინი და რიში ევროკავშირის 12 პრიორიტეტზეც საუბრობენ, რომელთა შორისაა საარჩევნო, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელება. მათი აზრით, ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტში შესული კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დასუსტების მცდელობა იყო, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსს უფრო დააშორებდა. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო შემოთავაზებული კანონმდებლობის ჩაგდებით, ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ ამ კანონპროექტის წარდგენა და მისი დაჩქარების მცდელობა [პარლამენტის მიერ], გამოცხადებული ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმავალი გზიდან გადახვევის მიმანიშნებელი შემაშფოთებელი ნიშანია. საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის და იმის გამო, რომ ლეგიტიმური საარჩევნო პროცესის წარმართვა მრავალთვიან მომზადებას მოითხოვს, სენატორები სახელმწიფო დეპარტამენტს და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შექმნან გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში. ისინი ადმინისტრაციას ასევე მოუწოდებენ, საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები პრიორიტეტად დაისახონ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად. სენატორები ადმინისტრაციას სათანადო ფინანსური რესურსის მიმართვას სთხოვენ იმისთვის, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ასახოს და სურვილები დააკმაყოფილოს. ამ ძალისხმევისთვის სენატორები რიში და შაჰინი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის ეროვნულ ფონდს (NDI) ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (IRI) „მჭიდრო კონსულტაციის ქონას სთხოვენ. წყარო - ამერიკის ხმა  

საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა - ირაკლი კობახიძე

რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, [რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის მოხსნა] კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE”. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას „მახსოვს, თავის დროზე, როდესაც რუსეთმა საქართველო ამოიღო მტრული სახელმწიფოების სიიდან ამასაც მოჰყვა რადიკალების აღშფოთება. სინამდვილეში, ეს იყო იმის გამოხატულება, რომ საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას აქვს თავისი შედეგი და შედეგი არის ის, რომ საქართველოში დღეს ჩვენ არ გვაქვს მეორე ფრონტი, რაც ასე ძალიან უნდა რადიკალურ ოპოზიციას. ეს არის სინამდვილეში ამ ყველაფრის შინაარსი და შედეგი. რაც შეეხება, საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციას, აქ უკვე წამოვიდა სპეკულაციები. ეს სპეკულაციები გაგრძელდება და უფრო მეტიც, პირდაპირ შემიძლია გითხრათ და ამის მტკიცებულებებს ნახავთ თქვენ ალბათ ხვალ ზეგ, რომ რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, გამოიყენოს ეს თემა იმ კამპანიისთვის, რომელსაც ისინი აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარ კავშირში არ არის. ჩვენ დსთ-ს წევრი არ გავმხდარვართ დღეს. რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.  

რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე

„ჩვენ რუსეთის ფედერაციას სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით ამით საკუთარ ქვეყანას და ხალხს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერც მივიღებდით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთის მიერ საქართველოში ფრენების აღდგენის შესახებ საუბრისას. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას კობახიძის თქმით, ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება თავის დროზე, როცა სანქცია დაწესდა და დღესაც, ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „რუსეთისთვის სანქციის დაწესებით სინამდვილეში საკუთარ ქვეყანას და ხალხს დავუწესებთ სანქციას“. „ჩვენ მოგვიწია, თავის დროზე ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება, ჩვენი პოზიციის დაფიქსირება, გამომდინარე იქიდან, რომ წინასწარ იყო გაჟღერებული რუსული მხრიდან ეს პოზიცია. ჩვენი პოზიცია იყო მარტივი, არის მილიონამდე საქართველოს მოქალაქე, ან ქართველი, საქართველოდან გასული პირი, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ამ ადამიანებს უწევთ დღეს მაგალითად სხვა ქვეყნების გავლით, იგივე სომხეთის გავლით საქართველოში ჩამოსვლა, რაც აძვირებს ხარჯებს, ქმნის დისკომფორტს და ა.შ. რეალურად, რუსეთის ფედერაციამ 2019 წელს ამ ადამიანებს დაუწესა სასჯელი, სანქცია და დღეს რაც ვიხილეთ ეს არის ამ სანქციის მოხსნა. ანუ, გარკვეული სასჯელი იყო დაწესებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, მილიონამდე ადამიანისთვის, რომელიც არის პოტენციური მოსარგებლე ამ საკითხით და საბოლოო ჯამში დღეს ეს სანქცია მოიხსნა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერ გვექნებოდა ვერავითარი პოზიცია, იმიტომ, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება თავის დროზე, როცა სანქცია დაწესდა და დღესაც ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ქართულ მხარეს, ქართული მხარე სანქციებს არ აწესებს რუსეთის მიმართ, ამაზეც ჩვენი პოზიცია გვაქვს განმარტებული, რატომ არ ვაკეთებთ ამას. მიზეზი აქაც მარტივია, ის, რომ რუსეთისთვის სანქციის დაწესებით ჩვენ სინამდვილეში საკუთარ ქვეყანას და ხალხს დავუწესებთ სანქციას, რასაც არ გავაკეთებთ, ბუნებრივია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

უკრაინა პარტნიორებისგან დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს

უკრაინა პარტნიორებისგან თავდაცვის ახალი პაკეტის მიღებაზე აქტიურად მუშობს.  ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა. „ჩვენი საერთაშორისო ბლოკი ძალიან აქტიურია და უკრაინის თავდაცვის ახალი პაკეტების მიმართულებით, პარტნიორებთან დეტალურად მუშაობს, ახალი გადაწყვეტილებები უკვე სამუშაო დონეზეა. მეტი დაცვა ჩვენი ცისთვის, მეტი შესაძლებლობა ჩვენი თავდაცვისთვის და ადგილზე გადაადგილებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ ზელენსკიმ. მისივე თქმით, ხსენებულ საკითხებზე შეხვედრა ოთხშაბათს გამართა. „ერთი წუთითაც არ გვავიწყდება, რომ ოკუპანტის ჩვენს მიწაზე ყოფნის ყოველი დღე არის ცდუნება მათთვის, იფიქრონ, რომ რაღაც გამოუვათ... მათ არაფერი გამოუვათ! ჩვენ უნდა დავაბრუნოთ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა მთელ უკრაინულ მიწაზე - ჩვენ ამას გავაკეთებთ! ტირანია ვერსად გაბატონდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.   

ცნობილია პირველი რუსი ოლიგარქი, რომლის ჩამორთმეულ აქტივებს აშშ უკრაინას გადასცემს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩამორთმეული რუსული ქონების უკრაინისთვის გადაცემა დაიწყო. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ უკრაინის საჭიროებებს, რუსი ოლიგარქის, კონსტანტინ მალოფეევის აქტივები მოხმარდება. გადაწყვეტილება შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელმა მერიკ გარლანდმა მიიღო.  აშშ-ში კონსტანტინ მალოფეევის აქტივები კონფისკაციას დაექვემდებარა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების დარღვევის გამო. შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ მალოფეევი 2022 წელს დაადანაშაულა ყირიმში სეპარატისტული განწყობების გამღვივებელი რუსების ფინანსურ მხარდაჭერაში. კონფისკაცია შეეხო მილიონობით დოლარს, რომელიც მალოფეევს ერთ-ერთ ამერიკულ ბანკში ჰქონდა. კონსტანტინ მალოფეევი „როსტელეკომის“ აქციების და ტელეკომპანია „ცარიგრადის“ მფლობელია. რუსეთის ეკლესიასთან დაახლოებული მალოფეევი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც „რუსული სამყაროს“ კონცეფციის მიმდევრებს აფინანსებს.  

მეტროსადგურ "ისნის" მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება ისევ შეზღუდულია

თბილისის მერიის განცხადებით, მეტროსადგურ "ისნის" მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია ხორციელდება, რის გამოც, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ნავთლუღის ქუჩის კვეთიდან კახეთის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 10-11-12 მაისს 22:00-დან 07:00 საათამდე, 13-14 მაისს 24 საათის განმავლობაში, ხოლო 15 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, 22:00-დან 07:00 საათამდე იმოქმედებს. "დროის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, როგორც მეტროსადგურ „ისნიდან“ ავლაბრის მოედნის, ასევე ნავთლუღის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის; ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირზე. რაც შეეხება მეტროსადგურ „ისნიდან“ ავლაბრის მოედნის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ მარჯვნივ მოხვევით, ვაჟა ჩაჩავას, აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის გავლით, კვლავ ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან და შემდეგ მარცხნივ მოხვევით, ნავთლუღის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ", - წერია უწყების განცხადებაში.  

კანადა და ლატვია უკრაინელ ოფიცრებს მოამზადებენ

კანადა და ლატვია უკრაინელი ოფიცრებისთვის სწავლებას გამართავენ. სწავლება ლიდერობის უნარების განვითარებაზე იქნება მიმართული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, უკრაინელი უმცროსი ოფიცრები შეისწავლიან დაგეგმვისა და ბრძანებების გაცემის პროცესს, მანევრების კოორდინაციას, სადაზვერვო მონაცემების შეგროვებას, დაგეგმვასა და აღსრულებას. ანიტა ანანდის განცხადებით, კანადამ უკვე ჩაატარა სწავლება 36 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცისთვის და ამ ახალი პროგრამის წყალობით, ის კიდევ უფრო მეტს მოამზადებს. „15 მაისიდან, კანადა და ლატვია ერთობლივად მოამზადებენ უკრაინელ სამხედროებს ლატვიის ტერიტორიაზე. კანადისა და ლატვიის შეიარაღებული ძალების პარტნიორობით, ჩავატარებთ სწავლებას, რათა განვავითაროთ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალის ლიდერული უნარები“, - განაცხადა ანიტა ანანდმა.    

სენატორები: საქართველო გზაჯვარედინზეა და მისი დემოკრატიის წარმატება აშშ-ის ინტერესებში შედის

საქართველო გზაჯვარედინზეა და საქართველოს დემოკრატიის წარმატება ჩვენს [შეერთებული შტატების] ეროვნულ ინტერესებში შედის. ამის შესახებ ამერიკის სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა განაცხადეს, რომლებმაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ისინი ადმინისტრაციას საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ 2024 წლის არჩევნებისთვის. „საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კვლავ ძლიერია, მაგრამ მთავრობის ბოლოდროინდელი უკუსვლა გვაიძულებს, ადმინისტრაციას ვთხოვოთ საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ზომები მიიღოს“, - აცხადებენ სენატორი რიში და სენატორი შაჰინი. სენატორები დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციას უკავშირებენ იმას, რომ ევროკომისიამ არჩია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინა მაშინ, როცა ჩათვალა, რომ უკრაინა და მოლდოვა ამ სტატუსისთვის მზად იყვნენ. წერილში შაჰინი და რიში ევროკავშირის 12 პრიორიტეტზეც საუბრობენ, რომელთა შორისაა საარჩევნო, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელება. მათი აზრით, ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტში შესული კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დასუსტების მცდელობა იყო, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსს უფრო დააშორებდა. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო შემოთავაზებული კანონმდებლობის ჩაგდებით, ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ ამ კანონპროექტის წარდგენა და მისი დაჩქარების მცდელობა [პარლამენტის მიერ], გამოცხადებული ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმავალი გზიდან გადახვევის მიმანიშნებელი შემაშფოთებელი ნიშანია. საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის და იმის გამო, რომ ლეგიტიმური საარჩევნო პროცესის წარმართვა მრავალთვიან მომზადებას მოითხოვს, სენატორები სახელმწიფო დეპარტამენტს და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შექმნან გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში. ისინი ადმინისტრაციას ასევე მოუწოდებენ, საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები პრიორიტეტად დაისახონ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად. სენატორები ადმინისტრაციას სათანადო ფინანსური რესურსის მიმართვას სთხოვენ იმისთვის, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ასახოს და სურვილები დააკმაყოფილოს. ამ ძალისხმევისთვის სენატორები რიში და შაჰინი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის ეროვნულ ფონდს (NDI) ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (IRI) „მჭიდრო კონსულტაციის ქონას სთხოვენ.  

2023 წელს ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ ტემპს, 5 პროცენტზე მცირედით მაღალ მაჩვენებელს მოუახლოვდება - საერთაშოროსო სავალუტო ფონდი

2023 წელს ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ ტემპს, 5 პროცენტზე მცირედით მაღალ მაჩვენებელს მოუახლოვდება, ინფლაცია კი, სებ-ის 3-პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ შენარჩუნდება, - ამის შესახებ დღეს საერთაშოროსო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა განაცხადა. „2023 წელს ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ ტემპს, 5 პროცენტზე მცირედით მაღალ მაჩვენებელს მოუახლოვდება, ინფლაცია კი, სებ-ის 3-პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ შენარჩუნდება, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და პოზიტიური რეალური საპროცენტო განაკვეთები განაპირობებს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა პოტენციურ მაჩვენებელთან ახლოს იქნება, რასაც ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები და გლობალური ეკონომიკური და ფინანსური პირობების მოსალოდნელი გაუმჯობესება შეუწყობს ხელს. 2024 წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება. გლობალური ეკონომიკური და ფინანსური ვითარების შესახებ მაღალი გაურკვევლობის, პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებასა და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებაზე“, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდს მისიის ხელმძღვანელმა.  

ირლანდიელმა სამხედროებმა ნაღმების გაწმენდასა და ბომბების განადგურებაში უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა დაიწყეს

ირლანდიელმა სამხედროებმა ნაღმების გაწმენდასა და ბომბების განადგურებაში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება დაიწყეს. ამის შესახებ The Irish Times იტყობინება ირლანდიის თავდაცვის ძალების შტაბის უფროს, გენერალ-ლეიტენანტ შონ კლენსის ინფორმაციაზე დაყრდნობით. სწავლება არის ევროკავშირის მისიის ფარგლებში დახმარების ნაწილი, რომლის დროსაც უკრაინული ძალებს სამხედრო წვრთნას წევრი ქვეყნები უტარებენ, რათა კიევს რუსეთის აგრესიის მოგერიებაში დაეხმარონ. ირლანდიამ აიღო ვალდებულება, გამოაგზავნოს თავდაცვის ძალების 30-მდე წევრი, რათა მონაწილეობა მიიღონ წვრთნებში. ირლანდიის ჯარები ამჟამად კვიპროსში იმყოფებიან, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამზადებენ ასაფეთქებელი მოწყობილობების განადგურებისა და განაღმვის მიმართულებით, - განაცხადა კლანსიმ. მისი თქმით, მისიას გერმანიიდან და ბრიუსელიდან კოორდინაციას უწევენ თავდაცვის ძალების სხვა წევრები.   

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

რუსეთმა უკრაინაში, ომის დაწყების შემდეგ, 196 920 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 610 ბოლო ერთ დღეში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "ომის დაწყებიდან დღემდე, განადგურებულია 3 740 ტანკი, 7 287 ჯავშანმანქანა, 3 053 საარტილერიო სისტემა, 557 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა, 310 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 308 თვითმფრინავი, 294 ვერტმფრენი, 2 627 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენ აპარატი, 970 ფრთოსანი რაკეტა, 18 გემი/ნავი, 5 984 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 391 ერთეული სპეცტექნიკა", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

კანონის უზენაესობის დაცვა უმნიშვნელოვანესი პირობაა ევროკავშირისა და NATO-სკენ მიმავალ გზაზე - USAID

კანონის უზენაესობის დაცვა უმნიშვნელოვანესი პირობაა ევროკავშირისა და NATO-სკენ მიმავალ გზაზე და ის, საქართველოს კეთილდღეობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. აცხადებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ელჩ დეგნანის შეხვედრისადმი მიძღვნილ ინფორმაციაში. „სამართლის სფეროს ძლიერი პროფესიონალების არსებობა აუცილებელია კანონის უზენაესობის დასაცავად და საყოველთაო სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. ისინი ქმნიან მნიშვნელოვან მექანიზმებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ და უზრუნველყოფენ იმ კანონებისა და პოლიტიკის სამართლიან გამოყენებას, რომლითაც საქართველოს საზოგადოება ხელმძღვანელობს. ელჩი დეგნანი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების უწყვეტი მხარდაჭერა GBA-სადმი, რომელიც საქართველოში კანონის უზენაესობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს. ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო სააგენტოები მხარს უჭერენ GBA-ს მისი დაარსების დღიდან, 2005 წლიდან. ამ მხარდაჭერამ საშუალება მისცა GBA-ს მიეღწია შთამბეჭდავი პროგრესისთვის ბოლო ათწლეულის განმავლობაში. GBA-მ საქართველოს საზოგადოებას სთავაზობს ეთიკის ეფექტურ პროცედურებს, უწყვეტ იურიდიულ განათლებას და ადვოკატთა მნიშვნელოვან გამოცდას. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ხელს უწყობს კანონის უზენაესობის განმტკიცებას საქართველოში და მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - აცხადებს USAID.