ძებნის რეზულტატი:

ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით ამბობს, რომ შტატები დაელოდება, როგორ უპასუხებს საქართველოს მთავრობა რუსეთის გადაწყვეტილებას. „მნიშვნელოვანი განსხვავება დღევანდელსა და 2019 წელს შორის არის ის, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ისევ და ისევ, რუსეთმა მოახდინა მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია ამ გაუმართლებელი, სასტიკი ომით, რომელიც მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის დაკავებას და უკრაინის იდენტობის წაშლას ისახავს მიზნად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ საქართველო არ არის დამოკიდებული რუსულ ტურიზმსა და რუსულ ბიზნესზე ისე, როგორც 2019 წელს იყო. მას შემდეგ, რაც აკრძალვა ამოქმედდა, ჩვენ ვნახეთ ვიზიტორთა ზრდა მრავალი სხვა ქვეყნიდან. საქართველოს არ უნდა დაეყრდნოს რუსეთს და კვლავ არ უნდა გახდეს დამოკიდებული რუსეთზე. ეს აძლევს რუსეთს სახიფათო ბერკეტს თქვენს ეკონომიკაზე და ჩვენ ვნახეთ ბევრი სხვა ქვეყნის მაგალითზე, თუ როგორ გამოიყენებს ამას რუსეთი თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ, როცა ამას მოინდომებს. საქართველოს არ სჭირდება ისევ ხაფანგში ჩავარდნა.  რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხებს საქართველოს მთავრობა ამას, რა დეტალები იქნება ამ სავარაუდო ფრენების შესახებ“, - აღნიშნა ელჩმა. ცნობისთვის, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების გადაწყვეტლებით რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, როგორც საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი ახლა, როცა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება. „მინდა, როგორც ჩვენს საზოგადოებას, ასევე ევროპელ პარტნიორებს მოვუწოდო, დააკვირდნენ იმ დროს და მომენტს, რომელიც შეარჩია რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით. რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს, რადგან უნდა, შექმნას ისეთი იმიჯი, თითქოს საქართველო ახლოს თანამშრომლობს რუსეთთან. ამიტომ, როგორც ჩვენმა საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა ეს ნაბიჯი ახლა, ამ მომენტში, 20 წლის თავზე და რა იყო ის პირობები, რამაც რუსეთის ხელისუფლებას უბიძგა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეემსუბუქებინა. რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაშიც ჩვენ არ ჩავრეულვართ, ეს არ იყო არც ჩვენი მოთხოვნა და არც ჩვენი სურვილი, თუმცა მათ იმ დროს, როცა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება და საქართველომ უნდა გადადგას ახალი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რატომღაც რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 20 წლის განმავლობაში ნაწარმოები პოლიტიკა შეეცვალა და სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას აშშ-ის გამოხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას - პიტერ სტანო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის თქმით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას. „მხედველობაში მივიღეთ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის მოხსნის შესახებ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ავიაციას და ფრენები არ არის დაშვებული რუსეთიდან, რუსეთში ან მისი ტერიტორიის თავზე. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, რომლის შესახებ გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) რუსეთს აცნობა, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას. ევროკავშირის სანქციების გამო, რუსეთის საჰაერო ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და მოდერნიზება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად“, - განაცხადა პიტერ სტანომ 11 მაისს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე. ცნობისთვის, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების გადაწყვეტლებით რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, როგორც საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი ახლა, როცა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება. „მინდა, როგორც ჩვენს საზოგადოებას, ასევე ევროპელ პარტნიორებს მოვუწოდო, დააკვირდნენ იმ დროს და მომენტს, რომელიც შეარჩია რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით. რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს, რადგან უნდა, შექმნას ისეთი იმიჯი, თითქოს საქართველო ახლოს თანამშრომლობს რუსეთთან. ამიტომ, როგორც ჩვენმა საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის გადაიდგა ეს ნაბიჯი ახლა, ამ მომენტში, 20 წლის თავზე და რა იყო ის პირობები, რამაც რუსეთის ხელისუფლებას უბიძგა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეემსუბუქებინა. რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაშიც ჩვენ არ ჩავრეულვართ, ეს არ იყო არც ჩვენი მოთხოვნა და არც ჩვენი სურვილი, თუმცა მათ იმ დროს, როცა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება და საქართველომ უნდა გადადგას ახალი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რატომღაც რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 20 წლის განმავლობაში ნაწარმოები პოლიტიკა შეეცვალა და სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას აშშ-ის გამოხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს, ეს შეიძლება, სალომე ზურაბიშვილს უნდოდეს - კობახიძე

ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს, ეს შეიძლება, უნდოდეს სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ ჩვენ არ გვემეტება ქართველი ხალხი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ზურაბიშვილი ფრენების აღდგენაზე პუტინის გადაწყვეტილებას პროვოკაციად აფასებს „კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რას გამოიწვევდა რუსეთისთვის სანქციების დაწესება. შარშანდელი მონაცემებით, ეს იქნებოდა სულ მცირე ეკონომიკის 10-პროცენტიანვარდნა, 10-დან 18 პროცენტამდე ეკონომიკის ვარდნა. ეს უნდათ ამ ადამიანებს საქართველოს სახელმწიფოსთვის და მოქალაქეებისთვის. 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნისთვის იმეტებდნენ ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას ის ადამიანები, რომლებიც ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. დღესაც, როდესაც კონკრეტული პირები ითხოვენ ამ სანქციების დაწესებას, იგივესთვის უნდათ მათ საკუთარი ქვეყნის და ხალხის გამეტება, რაც არის ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელი. ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ეს შეიძლება უნდოდეს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ეს არის მისი არჩევანი, მაგრამ ჩვენ არ გვემეტება ქართველი ხალხი დასჯისთვის, სანქციებისთვის, მითუმეტეს ასეთი მძიმე დასჯისთვის, რაზეც არის საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას აშშ-ის გამოხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

კელი დეგნანის თქმით, IRI-ს შესახებ მმართველი პარტიის მიერ, აღმაშფოთებელი სიცრუე ვრცელდება

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ IRI და NDI დიდ როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში წლების განმავლობაში და შეერთებული შტატები ამაყია იმით, რომ მხარს უჭერს მათ. „მსურს, გამოვეხმაურო აღმაშფოთებელ სიცრუეს, რაც „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" შესახებ ვრცელდება მმართველი პარტიისა და მასთან დაკავშირებული მედია საშუალებების მიერ. IRI მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას 20 წელზე მეტია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნება“ IRI-სგან მეტ დახმარებას იღებს, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტია. „ქართული ოცნების” ბევრი ლიდერი IRI-ს პროგრამების კურსდამთავრებულია, მონაწილეობა აქვს მიღებული მათში. ამდენად, ჩნდება კითხვა, რატომ ცდილობს მმართველი პარტია დამოუკიდებელი გამოკითხვის ჩახშობას და თავს ესხმის ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მხოლოდ იმით, როგორ ისწავლონ, იყვნენ კარგი მოქალაქეები ამ ქვეყანაში. დამოუკიდებელი გამოკითხვა, რომელიც არ უჭერს მხარს თქვენს პოზიციას, შესაძლოა, შემაწუხებელი იყოს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ლიდერებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად იმის შესახებ, რა არის საზოგადოების პრიორიტეტები“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. ელჩმა განმარტა, რომ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ ხელს უწყობენ ახალგაზრდებს, რომლებსაც ქვეყნის მომავლის განვითარებაში წვლილის შეტანა სურთ. „ჩვენ აქ, საქართველოში ვხედავთ, რომ ახალგაზრდა ადამიანებს სურთ წვლილი შეიტანონ იმ საკითხების განხილვაში, რომელსაც მომავლის განსაზღვრაში დიდი მნიშვნელობა აქვს. აი რას ემსახურება IRI და NDI, ისინი ეხმარებიან ამ ადამიანებს იმ უნარების განვითარებაში, რაც ამ საკითხების განსახილველად არის საჭირო, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, როდესაც განსხვავებული მოსაზრება აქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ეხმარება მათ იმაში, თუ როგორ ჩაერთონ კონსტრუქციულად და მშვიდობიანად პოლიტიკურ პროცესებში და წვლილი შეიტანონ თავიანთი ქვეყნის მომავლის განვითარებაში. IRI და NDI დიდ როლს თამაშობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში წლების განმავლობაში და შეერთებული შტატები ამაყია იმით, რომ მხარს უჭერს მათ“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 10 მაისს განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები „ყალბი“ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, უკანონოდ ფინანსდებიან. მისივე სიტყვებით, დონორებმა, მათ შორის „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა"(IRI), უნდა გაასაჯაროონ ფინანსები და გაირკვეს, რატომ ხდება მათი ფულით „რევოლუციური სცენარების დანერგვა.

ოპოზიციის მტკიცებით, რუსეთის ნაბიჯებს უნდა ჰქონდეს გავლენა და გადამწყვეტი მნიშვნელობა ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რაც აბსურდის ტოლია - ბოჭორიშვილი

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, წარმოუდგენელია რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის საქართველოს ხელისუფლებაზე დაკისრება. „წარმოუდგენელი რამაა საქართველოს ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს პუტინი და რუსეთის ხელისუფლება. საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებში აქვს საკუთარი დღის წესრიგი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ეფუძნება იმ ორმხრივ შეთანხმებებს, რაც ჩვენ გვაკავშირებს ევროკავშირთან. ჩვენი ოპოზიცია ამბობს, რომ თურმე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში გადამწყვეტი სიტყვა აქვს რუსეთს, რასაც ვერ გავიზიარებ. მაშინ გამოდის, რომ აზრი არ ჰქონია არაფერს, რასაც საქართველო აკეთებს, მათ რომ ჰკითხოთ. საქართველო აგრძელებს რეფორმების განხორციელებას და დგამს იმ ნაბიჯებს, რაც ევროკავშირში ინტეგრაციას სჭირდება. ევროკავშირის მხრიდან ველოდებით გადაწყვეტილებებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენი ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თურმე პუტინის და რუსეთის ნაბიჯებს უნდა ჰქონდეს გავლენა და გადამწყვეტი მნიშვნელობა ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რაც აბსურდის ტოლია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას აშშ-ის გამოხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას." აცხადებს სუს-ი  

კომპლექსური სტრატეგიაა საჭირო და არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს, დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა - საქართველოს პრეზიდენტი

უნდა ვიზრუნოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა, თუ ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგია და არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. „თუ ესოდენ გვაინტერესებს ქართული წარმოშობის თანამემამულეების ბედი, საინტერესოა, რატომ ვერაფრით მივაღწიე შედეგს იუსტიციასთან ოთხწლიანი მოლაპარაკებებით, ანუ იმას, რომ გამარტივდეს მოქალაქეობის მინიჭება, რათა ხელოვნურად, გაუგებარი ტესტებით არ ვართულებდეთ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას, ან მინიჭებას. დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი ბევრად მტკივნეულია და აქტუალური რუსეთში (და არა მხოლოდ რუსეთში) მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის, მით უმეტეს, დღევანდელ დღეს, როცა ბევრს სამუდამო დაბრუნების სურვილი გაუღვივდა. რაც ეხება საქართველოში ჩამოსვლის ვითომცდა სირთულეებს, გაგახსენებთ, რომ რუსეთიდან უპრობლემოდ ჩამოდიან მინსკის, ერევნის, ბაქოს და თურქეთის გავლით, ან კიდევ ლარსის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთით. ვიზის პრობლემა ხომ არ ჰქონიათ! 700 000 -ზე მეტი შემოსული რუსეთის მოქალაქე (მათ შორის, ქართული წარმოშობის) და 600 000 ჩვენი ქვეყნიდან გასული, იმას მაინც ადასტურებს, რომ გადაადგილება მარტივია. მაშასადამე, ტყუილად აპელირებენ რაღაც ჰუმანიტარულ, ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე. ეს საკითხი არ დგას და არ იდგა, თუ არა კრემლის მანიპულაცია! საინტერესოა რატომ? ვინც ამ თემით აპელირებს და სტკივა რუსეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ბედი, იმავდროულად, ნუთუ არ ადარდებს ასევე ამერიკაში, ან ევროპაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ბედი, რომლებიც პირდაპირი რეისებით ვერ სარგებლობენ და მათაც უჭირთ სამშობლოში ჩამოსვლა. იმაზეც ხომ არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ უკვე სამი წელია, არ შეუძლიათ ჩვენს თანამემამულეებს ჰერეთიდან ჩამოსვლა, რადგანაც კოვიდის შემდეგ ჩაკეტილი ლაგოდეხ - ბელაქანის საზღვარი აღარც გახსნილა. (ადამიანებმა გრძელი გზა უნდა გაიარონ ბაქომდე და იქიდან გადმოფრინდნენ, რაც პრაქტიკულად მათი უმრავლესობის შესაძლებლობებს აღემატება). უნდა ვიზრუნოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა, თუ ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგია და არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას აშშ-ის გამოხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

ერთი მილიონი თანამემამულე გვყავს რუსეთში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმოსვლა გაადვილდეს - ირაკლი ღარიბაშვილი

„რუსეთის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები, რომ რუსეთში წავიდნენ. ჩვენ ერთი მილიონი, ეთნიკირად ქართველი, თანამემამულე გვყავს რუსეთში, მათ აქ ჰყავთ ახლობლები, ნათესავები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმოსვლა გაადვილდეს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს არის დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება. „მინდა შევახსენო ყველას, რომ ჩვენამდე ბატონი სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, ომის შემდეგ, როცა 20% დავკარგეთ, გამოვიდა წინა ხელისუფლება და ცალმხრიდავ გააუქმა სავიზო რეჟიმი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე შეფასებით, უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. ინფორმაციისთვის, 2020 წლის აღწერით, რუსეთში 114 ათასამდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს. ამის შეხსენების დროს, პრემიერმა შეკითხვა დაუბრუნა ჟურნალისტს, რომ ციფრებზე აპელირებას მნიშვნელობა არ აქვს.  

ფრენები არასანქცირებული თვითმფრინავებით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილია - პრემიერი

პრემიერმა დაასახელა ქვეყნები, რომლებსაც მისი თქმით, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვთ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მათ შორის არის ზესახელმწიფო ჩინეთი და თურქეთი, რომელიც საქართველოს მეგობარი და მეზობელია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თურქეთი არის NATO-ს წევრი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს. „ემირატები, ისრაელი, რომელიც არის ამერიკის ერთ-ერთი ნომერი პირველი სტრატეგიული პარტნიორი და ჩემთვის მათლაც მისაბაძი ქვეყანა, ძალიან ბევრი მიმართულებით. ისინი ყოველთვის საკუთარ ეროვნულ პოლიტიკას მიჰყვებიან. და სამეზობლოში - აზერბაიჯანი და სომხეთი. ყველა ამ ქვეყანას აქვს რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არასანქცირებული თვითმფრინავებით, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო. 2019 წლის შემდეგ, ფრენების გაუქმება იყო რუსეთის გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ჩვენი თანამოქალაქეებს უწევდათ საათობით ლოდინი და სამჯერ მეტის გადახდა ბილეთში. ეს არის დიდი ხარჯი და უზარმაზარი დისკომფორტი. ამასთან, ჩვენ გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ რუსეთთან აღდგა ვაჭრობა. ამიტომაც, გუნდის შიგნით გვქონდა მსჯელობა, გავაანალიზეთ და ვთქვით, რომ ფრენები არასანქცირებული თვითმფრინავებით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილია. მცირე კომპონენტი და დეტალი და არა მთავარი. ჩვენი ვაჭრობა რუსეთთან არის ერთი მილიარდი დოლარი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.  მისივე თქმით, სანქცირებული თვითმფრინავებით ფრენები არ განხორციელდება.  

სერბეთი რუსებისთვის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებულ პროცედურაზე უარს აცხადებს

სერბეთი უარს აცხადებს, რომ გამარტივებული პროცედურით მიანიჭოს ქვეყნის მოქალაქეობა რუსებსა და სხვა უცხოელებს, რომლებიც სერბეთში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობენ. ამის შესახებ Financial Times-ი იუწყება. სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, უცხოელებს, რომლებიც ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ბინადრობის ნებართვით, ოფიციალურად მუშაობდნენ სერბულ კომპანიაში ან იყვნენ თვითდასაქმებულები, ნებართვა ეძლეოდათ მიემართათ სერბეთის ხელისუფლებისთვის მოქალაქეობის მისაღებად. ახლა სერბეთის პასპორტის მისაღებად, პირი ქვეყანაში სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში უნდა იყოს ნაცხოვრები. ევროკომისიამ გააფრთხილა ბელგრადი, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სერბეთთან უვიზო რეჟიმი, შესაძლოა, გაუქმებულიყო და ამის მიზეზად ევროკავშირის უსაფრთხოების რისკები დაასახელა.  

პუტინს ჩემზე უკეთ საქართველოში არავინ იცნობს, ის თბილისში ჯარის შემოყვანის საფუძველს ამზადებს - სააკაშვილი

პუტინს ჩემზე უკეთ საქართველოში არავინ იცნობს, გუშინდელი მისი ნაბიჯით, ის ქართველების კეთილგანწყობის მოპოვებას კი არ ცდილობს, არამედ თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს, მას დღემდე ვერ უპატიებია ჩემთვის და ქართველი ხალხისთვის 2008 წელს რომ ეს ვერ შეძლო, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქპოსტში. „რა თქმა უნდა, ის არ დაელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას, არამედ მანამდე, ბევრად უფრო სწრაფად იმოქმედებს. ამიტომ, ახლა როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება მთელი საზოგადოების კონსოლიდაციის დემონსტრაცია, რათა მან დაინახოს, რომ აქ არ ელის ადვილი გასეირნება“,- წერს სააკაშვილი. სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ წერს. „რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, ყოველდღე მაქვს 160/100 წნევა, 38°C, გრძელდება წონის კლება და უკვე ყოველდღე ხდება სისხლის პლაზმის გადასხმა საჭირო იმიტომ, რომ სერიოზული პრობლემებია სისხლის ანალიზებში. ამას აქ იმიტომ ვწერ, რომ ჩემს ადვოკატებს აფერხებენ ჯანმრთელობის იმ დოკუმენტაციის მოპოვებაში, რაც კანონით გვეკუთვნის. გვისახელებენ აბსურდულ მიზეზებს, როგორიცაა თანამშრომლის შვებულებაში ყოფნა. გვაფერხებენ, რათა ვერ შევძლოთ საბუთების დროულად წარდგენა სტრასბურგში, ამავე მიზნით არ უშვებენ ევროკავშირის ექიმთა ჯგუფს, რომელიც ევროკავშირის 27 ქვეყნის მანდატით აღჭურვილი უკვე თვეების განმავლობაში მზადაა ჩამოვიდეს და ჩაერთოს ჩემი ჯანმრთელობის საკითხში“,- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას აშშ-ის გამოხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

პრემიერი: აღმასრულებელ პოლიტიკას მე წარმოვადგენ და არა სალომე ზურაბიშვილი

„სალომე ზურაბიშვილი აღმასრულებელ პოლიტიკას არ წარმოადგენს, აღმასრულებელ პოლიტიკას წარმოვადგენ მე, მთავრობის­ მეთაური“, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს კონსტიტუციური უფლება აქვს ნებისმიერ თემაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვას. „ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის თავისი პოზიცია აქვს. იგი აღმასრულებელ პოლიტიკას არ წარმოადგენს, აღმასრულებელ პოლიტიკას წარმოვადგენ მე, მთავრობის მეთაური. ასევე, ჩვენი მმართველი პარტია და პარლამენტი. ჩვენ წარვმართავთ, ვახორციელებთ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. სალომე ზურაბიშვილს, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს კონსტიტუციური უფლება აქვს ნებისმიერ თემაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვას. ვრცლად ვისაუბრე, რომ ყველაფერი, რაც უმარტივებს და აუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას არის დადებითი და კარგი გადაწყვეტილება. ჩვენ თავმოყვარე და უძველესი ერი ვართ. ამას, რომ ამბობს ვიღაც რუსეთის დაკრულზე ცეკვა და რაღაცები, ეს არის ერის შეურაცხყოფა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.  

რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს, ხოლო ეშმაკთან გარიგებაში, როგორც ცნობილია, ეშმაკი იმარჯვებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოახდინოს ევროკავშირთან რუსეთის მიმართ პოლიტიკის სინქრონიზაცია და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც საქართველოს სამომავლო ევროპულ წინსვლას უარყოფენ. “რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს. ხოლო ეშმაკთან გარიგებაში, როგორც ცნობილია, ეშმაკი იმარჯვებს. ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შემოიღოს და ავიამიმოსვლა განაახლოს, განვიხილავთ, როგორც პოლიტიკურ კომპენსაციას საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე უარისთვის და ევროინტეგრაციის შეჩერებისთვის. მოსკოვთან თბილისის ურთიერთობების ნორმალიზაციის კურსი მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის, მცოცავი “ბორდერიზაციის,” საქართველოს მოქალაქეების გატაცების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისა და საქართველოს რუსეთის მოქალაქეებით გავსების ფონზე. კრემლი დათმობებს იღებს ქართველის ერისთვის მიყენებული უბედურებისთვის პასუხისმგებლობის აღების გარეშე. 2008 წელს რუსული თვითმფრინავები საქართველოში მშვიდობიანი მოქალაქეების დასაბომბად ჩაფრინდნენ. ახლა ქართველების ევროპული მომავლის დაბომბვას გეგმავენ. რუსეთი არ არის დაინტერესებული საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სვლით, მის კეთილდღეობასა და განვითარებაში. მოსკოვის მიზანია შექმნას პირობები, რომლებშიც პროგრესი შეუძლებელი იქნება. ეს ბელარუსის გამოცდილებით დამტკიცდა, რომლის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რუსეთის ფედერაციამ შთანთქა. აგრესორის პოლიტიკა, როგორც მოსალოდნელი იყო, არ პოულობს მხარდაჭერას ქართველ პოლიტიკოსებსა და მოსახლეობაში, რომლებმაც არაერთხელ გამოხატეს საკუთარი პოზიცია საჯაროდ, მათ შორის პროტესტებითაც. ამ კონტექსტში სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ქართველებს მათ კანონიერ მისწრაფებაში ააშენონ აყვავებული ევროპული სახელმწიფო მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას ევროკავშირთან მოახდინოს რუსეთის მიმართ პოლიტიკის სინქრონიზაცია და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც საქართველოს სამომავლო ევროპულ წინსვლას უარყოფენ”, - წერს ნიკოლენკო. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას აშშ-ის გამოხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

ესაა სტრატეგიული მოთმინების პრაგმატული პოლიტიკა, რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა - პრემიერი

ევროკავშირი, რომ არ მოიწონეს ეს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და რასაც ევროკავშირი ვაჭრობს 4 დღეში, ჩვენ ვვაჭრობთ 1 წელიწადში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოში წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორიის დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან არის დაახლოებით 1 მლრდ დოლარი, ყველაზე მეტი. მისივე თქმით, ფრენები განხორციელდება არასანქცირებული თვითმფრინავებით. „ჩვენი ვაჭრობა რუსეთთან არის დაახლოებით 1 მლრდ დოლარი, მაქსიმუმს ვამბობ, დავამრგვალოთ. ახლა რა ხდება ევროპის შემთხვევაში, დღეს მე ერთი განცხადება მოვისმინე ევროკავშირის წარმომადგენლის და მინდა, საზოგადოებას ავუხსნა - რასაც ევროკავშირი 4 დღეში ვაჭრობს რუსეთთან, ჩვენ, ჩვენი ქვეყანა ვაჭრობს მთელი წლის განმავლობაში. ე.ი. ევროკავშირი, რომ არ მოიწონეს ეს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და რასაც ევროკავშირი ვაჭრობს 4 დღეში, ჩვენ ვვაჭრობთ 1 წელიწადში. შარშან აბა თუ იცის ჩვენი საზოგადოების ნაწილმა რამდენი იყო, რამდენი შეადგინა სავაჭრო ბრუნვამ? 270 მლრდ დოლარი, თითქმის 300 მლრდ დოლარი შეუვიდა რუსეთს შარშან გაგანია ომის დროს ბიუჯეტში შემოსავლების სახით, სუფთა შემოსავლების სახით, საიდან? - ევროკავშირისგან. ჩვენ პატარა ქვეყანამ ამდენი გამოწვევებით, 20% არის ოკუპირებული და რუსის ჯარი გვიდგას აქ, ჯერ კიდევ ასეთი პრობლემები გვაქვს, რაც დაინგრა ეს საბჭოთა კავშირი და მას შემდეგ უამრავი ომი და უბედურება გადავიტანეთ, სამოქალაქო ომები და ომები შიგნით, ხალხმა ვეღარ ამოისუნთქა. ესაა ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. და ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის საჭირო ეროვნულ ინტერესებს და პოლიტიკას, ესაა სტრატეგიული მოთმინების გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა, რომლის საბოლოო მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს პოლიტიკა, სტრატეგიული მოთმინების, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა მიგვიყვანს ქვეყნის გაერთიანებამდე. ესაა ჩემი, თქვენი, მე მჯერა, ყველას მიზანი და ოცნება. რაც შეეხება ფრენებს, ჩვენ ვნახეთ, რომ კომპანიებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, რომ არ დაიწყონ, განახორციელონ ფრენები, ჩვენი პოლიტიკა არის შემდეგი, რომ რა თქმა უნდა სანქცირებული თვითმფრინავებით არ შესრულდება ფრენები, არ განხორციელდება. ეს მხოლოდ მოხდება არასანქიცრებული კომპანიებით და თვითმფრინავებით. ამაში მგონი არანაირი პრობლემა არ არის, მე ჩამოგითვალეთ ქვეყნები - ისრაელი, თურქეთი, ჩინეთი, ემირატები და ა.შ. აღარ გავაგრძელებ. მაგალითად, როცა მე აზერბაიჯანში ვიყავი, იქ ჩვენმა მეგობარმა პრეზიდენტმა ალიევმა მითხრა, როცა ეკონომიკასა და ვაჭრობაზე ჩამოვარდა საუბარი, რომ 130 რეისი სრულდება კვირაში, ისრაელში 100-ზე მეტი რეისი და ა.შ. ასე რომ, ყოველგვარი დაძაბვის გარეშე, მინდა ჩვენი მეგობრებიც დავაწყნარო ევროკავშირში და ყველგან, ნამდვილი მეგობრები, რომ ეს არის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები“, - განაცხადა პრემიერმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ, გახსნან რეისები და უვიზო რეჟიმი ამერიკიდანაც

„თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ, სხვა რეისები, მათ შორის ამერიკიდან პირდაპირი რეისები გახსნან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან. „თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ, გახსნან სხვა პირდაპირი რეისები ამერიკიდან, უვიზო რეჟიმი გაიხსნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ამერიკაში, ჩინეთში და ა.შ.“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერმა დაასახელა ქვეყნები, რომლებსაც მისი თქმით, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვთ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მათ შორის არის ზესახელმწიფო ჩინეთი და თურქეთი, რომელიც საქართველოს მეგობარი და მეზობელია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თურქეთი არის NATO-ს წევრი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს. „ემირატები, ისრაელი, რომელიც არის ამერიკის ერთ-ერთი ნომერი პირველი სტრატეგიული პარტნიორი და ჩემთვის მათლაც მისაბაძი ქვეყანა, ძალიან ბევრი მიმართულებით. ისინი ყოველთვის საკუთარ ეროვნულ პოლიტიკას მიჰყვებიან. და სამეზობლოში - აზერბაიჯანი და სომხეთი. ყველა ამ ქვეყანას აქვს რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არასანქცირებული თვითმფრინავებით, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო.  

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაატაროს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად - სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ მუშაობს იმისთვის, რომ საქართველო სრულად ინტეგრირდეს ევროატლანტიკური ერების ოჯახში და იყოს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ნაწილი. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. გამოცემასთან ოფიციალური კომენტარის დროს, ენტონი ბლინკენის უწყებაში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას და ამას აკეთებს ბოლო, 30 წლის განმავლობაში. სახელწმიფო დეპარტამენტში ხაზს უსვამენ, რომ შეერთებულმა შტატებმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოსთვის დახმარების სახით. „ამერიკელი ხალხი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს  და მის სურვილს, იყოს თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები და ერთად ვმუშაობთ საქართველოს საერთო მიზნისთვის - ეს არის  ევროატლანტიკური ერების ოჯახში სრულად ინტეგრირებული, მთლიანი, თავისუფალი საქართველო - ქვეყანა, რომელიც არის მშვიდობიანი ევროპის ნაწილი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დახმარების სახით, 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოსთვის; მოამზადა ათიათასობით ქართველი ჯარისკაცი და კიდევ ათასობით ადამიანი გაგზავნა შეერთებულ შტატებში, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. სხვა მრავალ ინიციატივასთან ერთად, ჩვენ ხელი შევუწყვეთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას საქართველოში. ჩვენ ღია ვართ საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხთან მიმართებით, რომლებიც ეხება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების აუცილებლობას. დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც ჩვენ ყველამ დავინახეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აშორებს საქართველოს გაცხადებულ მიზანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ რაც მთავარია, ასუსტებს მის დემოკრატიას. ჩვენი დახმარება მიმართულია ქართველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ჩვენ ვუსმენთ ქართველ ხალხს, რათა  შეგვეძლოს განსაზღვრა, თუ სად მიდის ჩვენი დახმარება. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, მაგრამ ასევე ვმუშაობთ ხალხთან, რათა მივაღწიოთ ქვეყნის ყველა კუთხემდე, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ხალხს მათი ოცნებების რეალიზებაში. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგან ისინი მიისწრაფიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მთავრობას ამაში“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  

შეერთებულმა შტატებმა დახმარების სახით, საქართველოსთვის $6 მილიარდზე მეტი გამოყო - სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატები ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას და ამას აკეთებს ბოლო, 30 წლის განმავლობაში. სახელწმიფო დეპარტამენტში ხაზს უსვამენ, რომ შეერთებულმა შტატებმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოსთვის დახმარების სახით. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. გამოცემასთან ოფიციალური კომენტარის დროს, ენტონი ბლინკენის უწყებაში აცხადებენ, რომ „ამერიკელი ხალხი სოლიდარულია ქართველი ხალხისადმი, სოლიდარულია, მისი სურვილისადმი, იყოს თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები და ერთად ვმუშაობთ საქართველოს საერთო მიზნისთვის - ეს არის  ევროატლანტიკური ერების ოჯახში სრულად ინტეგრირებული, მთლიანი, თავისუფალი საქართველო - ქვეყანა, რომელიც არის მშვიდობიანი ევროპის ნაწილი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დახმარების სახით, 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოსთვის; მოამზადა ათიათასობით ქართველი ჯარისკაცი და კიდევ ათასობით ადამიანი გაგზავნა შეერთებულ შტატებში, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. სხვა მრავალ ინიციატივასთან ერთად, ჩვენ ხელი შევუწყვეთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას საქართველოში. ჩვენ ღია ვართ საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხთან მიმართებით, რომლებიც ეხება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების აუცილებლობას. დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც ჩვენ ყველამ დავინახეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აშორებს საქართველოს გაცხადებულ მიზანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ რაც მთავარია, ასუსტებს მის დემოკრატიას. ჩვენი დახმარება მიმართულია ქართველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ჩვენ ვუსმენთ ქართველ ხალხს, რათა  შეგვეძლოს განსაზღვრა, თუ სად მიდის ჩვენი დახმარება. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, მაგრამ ასევე ვმუშაობთ ხალხთან, რათა მივაღწიოთ ქვეყნის ყველა კუთხემდე, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ხალხს მათი ოცნებების რეალიზებაში. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს ხალხთან, რადგან ისინი მიისწრაფიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მთავრობას ამაში“, - განაცხადა Europetime-თან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენ ვუსმენთ ქართველ ხალხს, მათ სურთ ევროატლანტიკური მომავალი

ამერიკის შეერთებული შტატებს სურს, ქართველ ხალხს მათი ოცნებების რეალიზებაში დაეხმაროს. Europetime-ის შეკითხვების საპასუხოდ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ამერიკის დახმარება, რომელიც დღემდე 6 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს, მიმართულია ქართველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.  გამოცემასთან ოფიციალური კომენტარის დროს, ენტონი ბლინკენის უწყებაში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დახმარების სახით, 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოსთვის; მოამზადა ათიათასობით ქართველი ჯარისკაცი და კიდევ ათასობით ადამიანი გაგზავნა შეერთებულ შტატებში, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. „სხვა მრავალ ინიციატივასთან ერთად, ჩვენ ხელი შევუწყვეთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას საქართველოში. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები და ერთად ვმუშაობთ საქართველოს საერთო მიზნისთვის - ეს არის ევროატლანტიკური ერების ოჯახში სრულად ინტეგრირებული, მთლიანი, თავისუფალი საქართველო - ქვეყანა, რომელიც არის მშვიდობიანი ევროპის ნაწილი. ჩვენ ღია ვართ საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხთან მიმართებით, რომლებიც ეხება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების აუცილებლობას. დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც ჩვენ ყველამ დავინახეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აშორებს საქართველოს გაცხადებულ მიზანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ რაც მთავარია, ასუსტებს მის დემოკრატიას. ჩვენი დახმარება მიმართულია ქართველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ჩვენ ვუსმენთ ქართველ ხალხს, რათა შეგვეძლოს განსაზღვრა, თუ რა მიზნით უნდა გამოიყენებოდეს ჩვენი დახმარება. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, მაგრამ ასევე ვმუშაობთ ხალხთან, რათა მივაღწიოთ ქვეყნის ყველა კუთხემდე, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ხალხს მათი ოცნებების რეალიზებაში. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს ხალხთან, რადგან ისინი მიისწრაფიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ჩვენ მზად ვართ, მთავრობას ამ მიმართულებით დავეხმაროთ“, - განაცხადა Europetime-თან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  

პარტნიორების მიერ გადაცემული 575 ტანკიდან, 325, უკრაინას პოლონეთმა გაუგზავნა

პარტნიორების მიერ გადაცემული 575 ტანკიდან, 325, უკრაინას პოლონეთმა გადასცა. პოლონეთის დიპლომატიური მისია ევროკავშირში, იუწყეა, რომ ამ დროისთვის უკრაინას ყველა პარტნიორისგან სულ 575 ტანკი აქვს მიღებული. პოლონეთის მისიის თანახმად, 575 ტანკიდან 325 უკრაინულ მხარეს პოლონეთმა გადასცა. შემდეგ მოდის ნიდერლანდები 85-ით, გერმანია 80-ით და შეერთებული შტატები 76-ით. გარდა ამისა, უკრაინამ მიიღო სულ 28 გამანადგურებელი თვითმფრინავი, მათ შორის 14 MiG-29 პოლონეთიდან.  

პოლონეთი უკრაინის ომში, გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის როლს იძიებს - მედია

პოლონური გამოცემა RMF FM საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პოლონეთი უკრაინის ომში გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრიოდერის როლს იძიებს. მისივე თანახმად, პოლონეთის პროკურატურამ გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრიოდერის მიმართ გამოძიება დაიწყო - მას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრაში შრიოდერის როლი აინტერესებს. გამოძიებას პოლონეთის ეროვნული პროკურატურის მაზოვიეცის ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის განყოფილება აწარმოებს. „გამოძიების მიერ მიღებული დოკუმენტების თანახმად, გერმანელ პოლიტიკოსს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში მისი თანამდებობები შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებსა და უკრაინაზე ზეწოლისთვის გამოეყენებინა”, - წერს გამოცემა. გამოცემა ასევე წერს, რომ გამოძიება გაარკვევს, რა როლი ითამაშა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა რუსეთის მიერ „შეჭრის მომზადებაში, რადგან მისი დაწყების მიუხედავად, შრიოდერი კრემლისგან არ დისტანცირდა და რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებში თანამდებობების დაკავება გააგრძელა.