ძებნის რეზულტატი:

შალვა პაპუაშვილი: ვინმე თუ ფიქრობს, რომ პოლიციის ვალდებულება არის ეთნიკური ნიშნით ადამიანების დაცვა, ეს ადამიანი ქსენოფობია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილ სპეკულაციას უწოდებს ოპოზიციის განცხადებებს, რომ შეუძლებელია, ფრენების აღდგენა საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობის გარეშე გადაწყვეტილიყო და ლავროვის ოჯახის წევრებს პირდაპირ ხელისუფლებისგან ჰქონდათ გარანტია ჩამოსვლაზე. მისივე თქმით, ქსენოფობიის წახალისებაა განცხადებები, რომ ქართული პოლიცია რუს მოქალაქეებს ქართველებისგან იცავდა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებზე არ არის საუბარი, სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო დაწესებული და ცალმხრივად მოიხსნა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არცერთი უცხოელი პოლიტიკოსი და სტრუქტურის წარმომადგენელი არ ამბობს, რომ ფრენებით ირღვევა რომელიმე სანქცია: „შევთანხმდეთ, პირდაპირი ფრენები არცერთ სანქციას არ არღვევს“, - აცხადებს პაპუაშვილი. „ოპოზიცია ამბობს, რომ შეუძლებელია, ფრენების აღდგენა საქართველოს მაღალჩინოსნების ჩართულობის გარეშე გადაწყვეტილიყო და ლავროვის ოჯახის წევრებს პირდაპირ ხელისუფლებისგან ჰქონდათ გარანტია ჩამოსვლაზე, რადგან პოლიცია იცავდა ოჯახის წევრებს – ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია. ბევრჯერ მოვისმინე ხან მედიის, ხან ოპოზიციური პოლიტიკოსების, ხან არასამთავრობოების მხრიდან ასეთი შეფასება, რომ ქართული პოლიცია რუს მოქალაქეებს ქართველებისგან იცავდა. ეს ნეგატიურ კონტექსტში იყო წარმოჩენილი. სწორედ ეს არის ქსენოფობიის წახალისება, ასეთი შეფასებები არის ქსენოფობიის წახალისება. იქ, რაც ხდებოდა, იმ სასტუმროსთან, ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ჩვეულებრივი აგრესიული ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობისა,“ რომელიც მივარდნილი იყო ექსცესის მოსაწყობად“, – განცხადა პაპუაშვილმა. ვერ დავუშვებ, ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, ქართველი ხალხის ქსენოფობიაზე დაიწყოს საუბარი - ზურაბიშვილი მისი თქმით, პოლიციის ამოცანა არის არა ქართველების დაცვა, არამედ ადამიანების დაცვა. „ვინმეს თუ ესმის, რომ საქართველოს პოლიციამ უნდა დაიცვას ქართველები და არა ადამიანები, როგორც ასეთი, დიახ, ყველა უნდა დაიცვას დანაშაულისგან. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ პოლიციის ვალდებულება არის ეთნიკური ნიშნით ადამიანების დაცვა ან ეთნიკური ნიშნით ადამიანების არდაცვა, თუკი ვინმე ამას ფიქრობს, ეს ადამიანი არის ქსენოფობი. პოლიციის ამოცანა არის, დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, სიცოცხლე, ასე შემდეგ.ჩვენ რაც ვიხილეთ, პირდაპირ ეთერში ვხედავდით „ნაციონალური მოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის აგრესიულ ჯგუფს, რომელიც მივარდნილი იყო აურზაურის მოსაწყობად და, რა თქმა უნდა, არავინ არ იცის, შემდეგ რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს, ვინ დაზიანდებოდა და ვის რა მოუვიდოდა, ამიტომ პოლიცია ვალდებული იყო, კიდევაც დაეშორიშორებინა და არ დაეშვა ის, რომ საფრთხე შექმნოდა სხვა ადამიანს. ყველა ადამიანი ღირებულია, ადამიანი ეთნიკური ნიშნებით არ განსხვავდება. ეს შეფასებები მიკვირს. სწორედ ეს არის ბიძგი ქსენოფობიისკენ, რომ ეთნიკური ნიშნით განვსაზღვროთ, ვინ დაიცვას და ვინ არ დაიცვას“, – განაცხადა პაპუაშვილმა. საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტებმა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ფარული გარიგებებით გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულეს. ამ მიზნით, პარტია „ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი და ორი უპარტიო დეპუტატი, თეონა აქუბარდია და ხატია დეკანოიძე, სადეპუტატო კითხვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს.

თურქეთმა რაკეტა TAYFUN-ი მეორედ, წარმატებით გამოსცადა - მედია

თურქეთმა, რიზე-ართვინის აეროპორტის ტერიტორიაზე TAYFUN-ის ბალისტიკური რაკეტის მეორე გამოცდა წარმატებით ჩაატარა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ TRT Haber-ი იუწყება. მედიის თანახმად, რიზეში ჩატარებული სატესტო სროლა მიუთითებს თურქეთის ყველაზე შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემის დანერგვას. რიზე-ართვინის აეროპორტში და მის შემოგარენში უსაფრთხოების მკაცრი ზომები მოქმედებდა. მისივე თანახმად, მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტების სისტემის Tayfun-ის საცდელი სროლა 06:44 საათზე განხორციელდა და მთელი პროცესი შეუფერხებლად განვითარდა. თავდაცვის მრეწველობის პრეზიდენტის, ისმაილ დემირმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა საცდელი გაშვების ამსახველი ფოტოები. თურქეთმა მის მიერ შემუშავებული რაკეტა 561 კილომეტრის მანძილზე წარმატებით გასულ წელსაც გამოსცადა. TAYFUN-ი რაკეტების მწარმოებელმა მთავარმა კომპანია Roketsan-მა შეიმუშავა.    

კიევში სამხედრო წვრთნები ჩატარდება

23-25 მაისს დედაქალაქსა და კიევის რეგიონში, კიევის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მონაწილეობით, სამხედრო წვრთნები ჩატარდება. ამის შესახებ სახმელეთო ძალების სარდლობა იტყობინება. სწავლების დროს პერსონალი შეიმუშავებს პრაქტიკულ მოქმედებებს, მათ შორის მძიმე სამხედრო ტექნიკისა და იარაღის გამოყენებით. ასევე, თავდაცვითი ოპერაციის მომზადებისა და ჩატარების დროს, საბრძოლო ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდა. პრესსამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის მოახლოებული გადაადგილების ფონზე, ასევე, თავი შეიკავონ სოციალურ ქსელებში მსგავსი მანევრების ამსახველი ფოტოსა და ვიდეოს გაზიარებისგან.  

პოლონეთმა F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადება დაიწყო - ბორელი

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების მომზადება აშშ-ის წარმოების F-16 ტიპის გამანადგურებლებზე, განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა 23 მაისს. F-16-ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე, უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაწყებულია - ბორელი უკრაინულ საინფორმაციო სააგენტო Ukrinform-ს პოლონეთის მთავრობის წყარომ F-16-ებზე წვრთნის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა. წყაროს თქმით, ოფიციალური განცხადება მალე გაკეთდება. ნიდერლანდები შესაძლოა, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გაგზავნის რა დრო დასჭირდება უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას განახლება: „მზად ვართ. პოლონეთის მხარე მზად არის, პილოტებს F-16-ების მართვა შეასწავლოს. ეს სწავლება ჯერ არ დაწყებულა“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა. აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა ფრენკ კენდალმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, საუკეთესო სცენარის მიხედვით, რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შესახებ CNN იტყობინება. კენდალმა განმარტა, რომ სულ მცირე „რამდენიმე თვე“ დასჭირდება, ვიდრე უკრაინას ექნება F-16-ების ოპერირების შესაძლებლობა და რამდენიმე დეტალი უნდა დამუშავდეს, სანამ უკრაინის საჰაერო ძალები შეძლებენ დასავლური თვითმფრინავების დიდი რაოდენობით ფრენას. თუმცა კენდალმა განმარტა, რომ ეს შედარებით მაინც სწრაფი ვადებია, რადგან, ჩვეულებრივ, ორ წელზე მეტი სჭირდება თვითმფრინავზე ახალი ამერიკელი პილოტის მომზადებას. განახლებულ კურსსაც კი, რომლის დროსაც მფრინავი დროებით შორდება მართვას, შეიძლება, ხუთ თვემდე დასჭირდეს. უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო. „სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.  

ულტრაიისფერი სინათლის გამოყენებით, ახალი აღთქმის ერთი თავის აქამდე უცნობი თარგმანი აღმოაჩინეს

ვატიკანის ბიბლიოთეკაში, ულტრაიისფერი ფოტოგრაფიის გამოყენებით აღმოაჩინეს ბიბლიის ერთ-ერთი თავის ძველი ვერსია, რომელიც 1500 წელიწადზე მეტხანს იმალებოდა ძველქართულად, ნუსხურად შესრულებული ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთის ქვეშ. მეცნიერთა განცხადებით, ულტრაიისფერი ფოტოგრაფიის გამოყენებით აღმოაჩინეს ბიბლიის ერთ-ერთი თავის ძველი ვერსია, რომელიც 1500 წელიწადზე დიდხანს იმალებოდა ძველქართულად, ნუსხურად შესრულებული ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთის ქვეშ. ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიკოსი გრიგორი კესელი აღმოჩენის შესახებ ჟურნალ New Testament Studies-ში გამოქვეყნებულ სტატიაში იუწყება. New Testament Studies წარმოადგენს კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის რეცენზირებამდელ აკადემიურ ჟურნალს. კესელის ცნობით, მან ულტრაიისფერი ფოტოგრაფიის გამოყენებით სცადა ენახა, რა ეწერა პალიმფსესტზე შესრულებული სიტყვების სამი შრის ქვეშ. პალიმფსესტი არის უძველეს ხელნაწერთა ტიპი, რომელსაც სხვა ნაწერებზე მაღლიდან გადასაწერად იყენებდნენ, მაგრამ ხშირად მაინც რჩებოდა თავდაპირველი ნაწერის კვალი. პალიმფსესტებს ძველად პერგამენტის სიმწირის გამო იყენებდნენ. ამ მასალაზე სიტყვებს განმეორებით წერდნენ იქამდე, ვიდრე ქვეშ მოქცეულ სიტყვებს რამდენიმე შრე არ დაფარავდა. კესელის აღმოჩენაში აღწერილი ტექსტი წარმოადგენს მათეს სახარების მე-12 თავის დიდი ხნის უნახავ ვერსიას, რომელიც თავდაპირველად, დაახლოებით 1500 წლის წინ, ბიბლიის ძველსირიულ თარგმანში შედიოდა. კესელის განცხადებით, ტექსტი მან ვატიკანის ბიბლიოთეკაში დაცულ ხელნაწერში აღმოაჩინა. აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, ხელნაწერი მკვლევრებს „უნიკალურ კარიბჭეს“ სთავაზობს ბიბლიის ტექსტუალური ევოლუციის ადრეული ფაზების შესასწავლად. ჩანს ტექსტის თანამედროვე თარგმანისგან გარკვეული სხვაობებიც. მაგალითად, პრესრელიზის მიხედვით, მათეს 12:1-ის თავდაპირველ ბერძნულ ვერსიაში წერია: „ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო; მოშივდათ მის მოწაფეებს და დაიწყეს თავთავების კრეფა და ჭამა“. ახლად აღმოჩენილ სირიულ თარგმანში კი ოდნავ სხვაგვარად წერია: „დაიწყეს თავთავების კრეფა, ხელებით სრესა და ჭამა“. პალიმფსესტზე შესრულებული ხელნაწერი, რომლის ქვეშაც ძველსირიულად თარგმანი აღმოაჩინეს, ძველქართულად, ნუსხურად არის შესრულებული და ვატიკანის ბიბლიოთეკაში ის მე-20 საუკუნის შუა პერიოდში მოხვდა. ქართველი მკვლევრის, მიხეილ თარხნიშვილის მოკლე ჩანაწერის წყალობით, მეცნიერებმა მის შესახებ უკვე 1953 წელს იცოდნენ. ამ წლის შემდეგ, ხელნაწერი დაიკარგა. 2010 წელს ის ხელახლა აღმოაჩინეს, 2020 წელს კი გააციფრულეს და ვატიკანის ციფრულ ბიბლიოთეკაში განათავსეს. ვატიკანში დაცული ეს ხელნაწერი თავდაპირველად სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში დაცულ ქართულ ხელნაწერს ეკუთვნოდა (სახელით Sin. geo. 49), რომელიც შეიცავდა იადგარსაც. ეს ქართული ხელნაწერი პალიმფსესტს წარმოადგენს და შედგენილია სხვადასხვა ენაზე შესრულებული თავდაპირველად დამოუკიდებელი ხელნაწერების მრავალი ნაწილისგან. ქართული ხელნაწერი არასრულყოფილია და მრავალი ნაწილი აკლია, მათ შორის, კოლოფონიც (წიგნის ბოლოს დართული მხატვრის ან გამომცემლის გვარები და სხვა ცნობები). მიუხედავად ამისა, ხელნაწერის ანალიზების საფუძველზე, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის მე-10 საუკუნის ცნობილი ქართველი მწიგნობრის, იოანე-ზოსიმეს მიერ არის შესრულებული. იოანე-ზოსიმე თავდაპირველად მოღვაწეობდა პალესტინაში, ჯერ საბაწმინდის ლავრაში, ხოლო X საუკუნის 70-იანი წლებიდან — სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში. მომზადებულია phys.org-ის მიხედვით. წყარო - საზოგადოებრივი მაუწყებელი  

კორონავირუსი არსად გამქრალა - ჩხაიძე

“იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 8% არის კორონავირუსი. „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, დღეს ჩვენს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 8% არის კორონავირუსი. 8% ძალიან დიდი ციფრია. შესაბამისად, კორონავირუსი არსად გამქრალა და მიმართვიანობა გრძელდება. „ომიკრონის“ მუტაციაა, რაც ქვეყანაში ფიქსირდება, მაგრამ 65 წელს ზემოთ გადაცილებული მოსახლეობისთვის შესაძლოა, ეს რისკის მატარებელი იყოს. კიდევ ერთი თავისებურება, რაც წლევანდელ წელს აქვს, დღემდე რჩება გრიპის ვირუსი, რომელიც 3%-ია დადასტურებულ შემთხვევებს შორის. წინა კვირებში ასევე ერთეული შემთხვევები იყო A ტიპის ვირუსის. ასე რომ ეს მაინც საყურადღებოა, თუმცა, უპირატესი არის რინოვირუსი, გაციებით მიმდინარე დაავადება. 28%-ია რინოვირუსის მაჩვენებელი. ყველა შემთხვევა არა, მაგრამ უმრავლესობა არის მსუბუქი“,-განაცხადა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში.  

აზერბაიჯანი ევროპაში გაზის ექსპორტს 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის - ალიევი

2021 წელს ჩვენი ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპაში 8 მილიარდი კუბური მეტრი იყო, წელს ის 12 მილიარდი კუბური მეტრი გახდება, 2027 წლისთვის კი, 20 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწებს. განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვილნიუსში აზერბაიჯანულ-ლიტვის ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაზე, იუწყება Trend-ი. მისივე განმარტებით, ეს მინიმუმია, რადგან პოტენციალი არსებობს. „არსებული საბადოებიდან უფრო მეტ ბუნებრივ აირს ვაწარმოებთ. ძალიან მალე გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან წარმოებას კასპიის ზღვის ერთ-ერთი დიდი საბადოდან. ასევე, განახლებად ენერგიაში ინვესტიციები საშუალებას მოგვცემს, დავზოგოთ ბუნებრივი აირი ექსპორტისთვის. აზერბაიჯანი, როგორც ევროპის საიმედო მიმწოდებელი, დღეს ახორციელებს ნავთობის, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის ექსპორტს. ვგეგმავთ წყალბადის, მათ შორის მწვანე წყალბადის ექსპორტს. ეს ყველაფერი ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის საერთო სტრატეგიული ჩარჩოს ნაწილია და ჩვენ მადლობელნი ვართ ჩვენი ლიეტუველი მეგობრებისა და პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელიც აზერბაიჯანის ძალისხმევისა და ევროკომისიის ძალისხმევის დაახლოებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა ბულგარეთში ვიზიტისას, გასული წლის მაისში განაცხადა, რომ დაგეგმილია სამხრეთ გაზის დერეფნის (SGC) გაფართოება ევროპაში გაზის დამატებითი ექსპორტისთვის. ასევე წყალბადის ექსპორტი. გარდა ამისა, დაგეგმილი სხვა „მწვანე“ ენერგიის წარმოება და ექსპორტი. აზერბაიჯანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, აბუ დაბიში ქარისა და წყალბადის ოფშორული პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ ფინეთი, პოლონეთი, გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები წყალბადის დერეფნის პროექტზე შეთანხმდნენ  

საპატრიარქოს ინიციატივით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპული ჯარისკაცების პატივსაცემად ტაძარი აშენდება

1991-1993 და 2008 წწ. ომებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გარდაცვლილ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად ტაძარი აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. "2011 წელს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში იკურთხა ადგილი, სადაც უნდა აშენებულიყო ტაძარი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ომში მოწყვეტილ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად და ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს მშენებლობა შეფერხდა. დღეს, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, „აფხაზეთობას“, ხდება ამ ტაძრის საფუძვლის განახლება. ეკლესია ბაზილიკის ტიპისა იქნება ხუთი საკურთხევლით: წმ. სვიმონ კანანელის, წმ. ვასილისკოს, წმ. იოანე ოქროპირის, ქსნის ერისთავთა - შალვას, ელიზბარის და - ბიძინა ჩოლოყაშვილის, ასევე, გაერთიანებული საქართველოს დიდებული მეფის - წმ.თამარის სახელობისა. მათი მეოხებით ღმერთმა სავანესა თვისსა განუსვენოს ძმათა მკვლელი ომის მსხვერპლთ, ხოლო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიჰმადლოს მშვიდობა; ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს მრავალჭირგამოვლილი, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ჩვენი მოსახლეობა და ყოველი ადამიანი, ვინც ამ ტაძრის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას. ღმერთმა დალოცოს აფხაზები, ოსები და სრულიად საქართველო. ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ყაზახეთის 8 ქალაქიდან ბათუმში პირდაპირი ფრენები იწყება

ყაზახეთის რესპუბლიკის რვა ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. 10 ივნისიდან, მთელი სეზონის განმავლობაში, კვირაში ორჯერ ასტანა-ბათუმის ფრენებს ავიაკომპანია SCAT-ი განახორციელებს. შესაბამის ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ავიაკომპანიის მიმართულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ანდრეი ბიბერთან შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ გამართა. შეხვედრაზე ფრენების სიხშირის გაზრდასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ჯაბა ფუტკარაძემ SCAT-ის წარმომადგენელს ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკა, ვიზიტორთა ზრდის სტატისტიკა და სექტორში დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიშა კოპლატაძე და ყაზახეთის რესპუბლიკის ყველაზე რეიტინგული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. აჭარის შესახებ სტატიები ყაზახეთის ონლაინ პლატფორმებზე განთავსდება. ამასთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები, მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით (1 330 861 ვიზიტი) აღდგენილია 82%-ით, 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით კი ზრდა 178%-ია. რაც შეეხება მხოლოდ დეკემბრის თვის მაჩვენებელს, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები, მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით (სარფი, აეროპორტი, პორტი) 2019 წელთან შედარებით გაზრდილია 124%-ით (209 569). 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა 460%-ია.  

პორტუგალია უკრაინელ პილოტებს F-16-ებზე მომზადებას სთავაზობს

პორტუგალიას შეუძლია უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენების მიზნით, მაგრამ ახლა ვერ გაგზავნის თავის თვითმფრინავებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოაო გომეს კრავინიომ განაცხადა, იუწყება Ukrinform Euractiv-ზე დაყრდნობით. „პორტუგალია ღიაა ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი პილოტები და ტრენერები და ისინი მზად არიან, იმუშაონ სხვა ქვეყნების კოლეგებთან, რომლებსაც ასევე ჰყავ F-16-ები უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად“, - განაცხადა კრავინიომ. იტალია განიხილავს უკრაინელი სამხედრო მფრინავების მომზადების შესაძლებლობას - მელონი მან დაამატა, რომ პორტუგალიას არ ჰყავს თვითმფრინავების შეუზღუდავი რაოდენობა. „ჩვენ გვყავს მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც გვჭირდება ჩვენი ეროვნული ვალდებულებების შესასრულებლად და ასევე - NATO-ში“, - განაცხადა მინისტრმა. 19 მაისს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ პორტუგალია შეუერთდა მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციას და მზად არის უკრაინელი მფრინავებისა და ინჟინრების მომზადებისთვის. ანალოგიური მზადყოფნა დააფიქსირა დანიამაც. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების მომზადება აშშ-ის წარმოების F-16 ტიპის გამანადგურებლებზე, განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა 23 მაისს. F-16-ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე, უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაწყებულია - ბორელი უკრაინულ საინფორმაციო სააგენტო Ukrinform-ს პოლონეთის მთავრობის წყარომ F-16-ებზე წვრთნის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა. წყაროს თქმით, ოფიციალური განცხადება მალე გაკეთდება. ნიდერლანდები შესაძლოა, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გაგზავნის რა დრო დასჭირდება უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა ფრენკ კენდალმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, საუკეთესო სცენარის მიხედვით, რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შესახებ CNN იტყობინება. კენდალმა განმარტა, რომ სულ მცირე „რამდენიმე თვე“ დასჭირდება, ვიდრე უკრაინას ექნება F-16-ების ოპერირების შესაძლებლობა და რამდენიმე დეტალი უნდა დამუშავდეს, სანამ უკრაინის საჰაერო ძალები შეძლებენ დასავლური თვითმფრინავების დიდი რაოდენობით ფრენას. თუმცა კენდალმა განმარტა, რომ ეს შედარებით მაინც სწრაფი ვადებია, რადგან, ჩვეულებრივ, ორ წელზე მეტი სჭირდება თვითმფრინავზე ახალი ამერიკელი პილოტის მომზადებას. განახლებულ კურსსაც კი, რომლის დროსაც მფრინავი დროებით შორდება მართვას, შეიძლება, ხუთ თვემდე დასჭირდეს. უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო. „სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.

არარატ მირზოიანი ხავიერ კოლომინას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართული ბოლო დისკუსიის შესახებ ესაუბრა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა მიიღო. მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები. მირზოიანმა კოლომინას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების პროცესში ბოლო დისკუსიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სომხური მედიის ცნობით, მირზოიანმა NATO-ელ ოფიციალურ პირს მთავარ საკითხებზე სომხური მხარის ხედვა გააცნო. რა შედეგით დასრულდა შარლ მიშელის, სომხეთის პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამმხრივი შეხვედრა ბიუსელში სომხეთი მზადაა, გარკვეული პირობებით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს ასევე, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ხაზი გაუსვა „აზერბაიჯანის მხრიდან აგრესიული პოლიტიკისა“ და პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტის აუცილებლობას“, „რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია მოლაპარაკებებში პროგრესის თვალსაზრისით“. ამასთან, ხაზი გაესვა რეგიონში სტაბილურობით დაინტერესებული აქტორების მხრიდან აქტიური ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას. ცნობისთვის, ხავიერ კოლომინა საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. ის საქართველოს დღეს, გვიან საღამოს ეწვევა. NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს. „NATO-ს არ აქვს პირდაპირი როლი სამშვიდობო პროცესში, თუმცა ორივე მხარეს პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუწევთ, რათა მხარეებმა მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები იპოვონ. ამ მიმართულებით გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას და მედიაციას მივესალმებით.  საქართველომ კონსტრუქციული როლი შეასრულა, როდესაც სამშვიდობო პროცესში, მხარეებს პლატფორმად თბილისი შესთავაზა. ეს დასაფასებელია. არის სხვა პლატფორმებიც, სადაც ისინი შეხვედრას მართავენ, მათ შორის ბრიუსელში, ვაშინგტონში და სხვაგან. დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და პარტნიორებს ჩვენც ამისკენ მოვუწოდებთ“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა.  

სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოების გამო ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული გ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 მაისს, ბრალდებული და 2003 წელს დაბადებულ შ.ქ. სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოების გარკვევის მიზნით, ერთმანეთს შეხვდნენ. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ.ი.-მ, ცივი იარაღით დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რა საკითხები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დოჰაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანის შეხვდა. მისივე თანახმად, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები. ხაზი გაესვა ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დიდი პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას. აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე და ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა. ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირს შეხვდა  

პროკურატურამ სოფელ ვაზისუბანში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 მაისს, სოფელ ვაზისუბანში, ბრალდებული და დაზარალებული წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა. მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად, ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

დღეს რუსი ტურისტი რომ შემოვა, თურმე აგენტად უნდა მოვნათლოთ - სუბარი

ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად ყველაფერს აკეთებს, თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები გადასცეს რუსულ კომპანიებს, დღეს რუსი ტურისტი რომ შემოვა, თურმე აგენტად უნდა მოვნათლოთ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. „თურმე უნდა გაგვეუქმებინა და გააუქმეს კიდეც ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის, საქართველოში ეპატიჟებოდნენ რუსულ ბიზნესს, მთელი ქართული სტრატეგიული ობიექტები გადასცეს რუსულ კომპანიებს. დღეს რუსი ტურისტი რომ შემოვა, მაინცდამაინც აგენტად უნდა მოვნათლოთ, ესაა ორმაგი სტანდარტი, რომელსაც ქართველი ხალხი არ დაუჭერს მხარს. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, ტექნომეზობლური ურთიერთობა ყველა იმ ადამიანთან და ქვეყანასთან, რომელიც ეცდება საქართველოსთან ტურისტად, მშვიდობიანად შემოსვლას, მტერს მტრულად გავცემთ პასუხს. ის, რაც იყო ათი წლის წინ კარგი, შეუძლებელია, ახლა იყოს ცუდი. უბრალოდ, ქართული ოპოზიცია ამ შემთხვევაში მართლა ქვეყნის სამტროდ აკეთებს იმას, რასაც ამბობს. ზოგადად, რაც ხდება ამ ბოლო დღეებში, თუნდაც ფადი ასლის განცხადება, ძალიან ბევრმა ქართველმა ოპოზიციონერმა მოიწონა. მართლა არ მიაქცევდა ადამიანი ყურადღებას ამას, რომ არა გარკვეული ტენდენცია, რომელსაც ვხედავთ. ეს ტენდენცია ჩანს თუნდაც იმ კვლევებში, რომელსაც ყოველწლიურად ატარებენ „აირაი“ და „ენდიაი“, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი დგას მეხუთე, მეექვსე ადგილებზე, თითქოს საქართველოს მოსახლეობას გაცილებით უფრო მეტად აწუხებს სხვა პრობლემები, ვიდრე საქართველოს მთლიანობა. ეს რომ ტყუილია, კარგად ჩანს ნებისმიერი გამოკითხვიდან, რომელსაც არ ატარებს „ენდიაი“, ან „აირაი“, ან რომელიმე სხვა ორგანიზაცია. „იმედის“ მიერ ჩატარებულ „გორბის“ კვლევაში სწორედ მეორე ადგილზე დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ ეს ხალხში რომ ვიკითხოთ, ამაზე მეტად საქართველოს მოსახლეობას არ აწუხებს არაფერი. რაღაცნაირად ცდილობენ, გვაპარებენ, რომ შევეჩვიოთ იმას, თითქოს საქართველომ უნდა იარსებოს აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე. ეს არ მოხდება, ესაა მთავარი საკითხი, მთავარი ტკივილი ნებისმიერი ქართველისა“, - განაცხადა სუბარმა.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5570 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5570 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5570 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5376 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0194 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7559 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7462 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0097 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებას აპირებს - კიევის პასუხი ორბანს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებებს მხოლოდ კრემლში უჭერენ მხარს და უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებას აპირებს. „უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისთან შეიჭრა. ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს. კრემლში უნდა უხაროდეთ: უნგრეთის მთავრობის მეთაურმა რუსეთს მოუხსნა პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ მის აგრესიაზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ. ნიკოლენკოს თქმით, იგივე ევროპელი პოლიტიკოსები შარშან ამტკიცებდნენ, რომ უკრაინას არ ჰქონდა შანსი, რუსეთის თავდასხმისთვის 72 საათზე მეტხანს გაეძლო. ცნობისთვის, Bloomberg-ის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან ომს ვერ მოიგებს. „ჩემი პოზიცია, უნგრეთის პოზიცია თავიდანვე იყო, რომ ეს ომი არის დიპლომატიის მარცხი. ეს არასდროს არ უნდა მომხდარიყო. თუ გადავხედავთ, რა ხდება ფრონტის ხაზზე, ჩვენთვის ცხადია, რომ გადაწყვეტილებები ბრძოლის ველზე არ მუშაობს“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.  

შვეიცარიის ბანკმა რუსი და ბელორუსი კლიენტების ანგარიშების გაყინვა დაიწყო - მედია

ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, Euroclear-ის მოთხოვნით, ერთ-ერთმა უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა Julius Baer-მა, თავისი რუსი და ბელორუსიელი კლიენტების საინვესტიციო ანგარიშების გაყინვა დაიწყო. იტყობინება Forbes Russia 23 მაისს. ბელგიაში დაფუძნებულმა ფინანსურმა კომპანიამ Euroclear-მა, რომელიც სადეპოზიტო მომსახურებას ახორციელებს, ბანკს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ სანქციების შესრულების მიზნით წარუდგინა მოთხოვნა. შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქციები დააწესა, თუმცა, G7-მა უსაყვედურა ალპურ ქვეყანას იმის გამო, რომ არ გააკეთა საკმარისი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლითაც რუსეთის მოქალაქეები თავს არიდებენ სანქციებს. შვეიცარიამ უარყო ბრალდება და აპრილის მონაცემებით, 8,3 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა.      

უკრაინამ ევროკავშირისგან 1,5 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინამ კიდევ 1,5 მილიარდი ევრო (დაახლოებით 1,6 მილიარდი დოლარი) მიიღო ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში, იტყობინება ფინანსთა სამინისტრო 23 მაისს. ეს 18 მილიარდი ევროს პაკეტის მეოთხე ტრანშია, რომელიც უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში მთელი წლის განმავლობაში ჩაირიცხება. პროგრამა მიზნად ისახავს უკრაინის დახმარებას ძირითადი საჯარო სერვისების დაფარვას, ასევე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და რუსული თავდასხმების შედეგად განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას. „ევროკავშირის ფინანსური დახმარება არის მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის მიერ აგრესორზე გამარჯვებაში“, - განაცხადა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერხი მარჩენკომ.  

პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 20 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში, სამმა ბრალდებულმა, მათ შორის ერთმა არასრულწლოვანმა ავტომანქანის დაუფლების მიზნით, ტაქსის მძღოლს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და ე.წ. ტროსით მოახრჩვეს. ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმოში დამარხეს, რის შემდეგაც მოკლულის ავტომობილს დაეუფლნენ და მისი ნაწილებად დაშლა დაიწყეს. სამართალდამცველებმა ორი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი 22 მაისს დააკავეს, ხოლო მესამე პირის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდების შესახებ. სამივე პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.