ძებნის რეზულტატი:

სი ძინპინი პირობას დებს, რომ გააძლიერებს უსაფრთხოების კავშირებს ცენტრალურ აზიაში, იმ ფონზე, რომ ომი პუტინს ასუსტებს - Bloomberg

სი ძინპინმა ჩინეთ-ცენტრალური აზიის ურთიერთობებში ახალი ეპოქის დასაწყისი დააანონსა ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს, ყირგიზეთის პრეზიდენტს სადირ ჯაფაროვს, ტაჯიკეთის პრეზიდენტს, ემომალი რაჰმონს, თურქმენეთის პრეზიდენტს, სერდარ ბერდიმუჰამედოვს და უზბეკეთის პრეზიდენტს, შავქათ მირზიოევს, ჩინეთის პრეზიდენტმა ბანკეტზე უმასპინძლა. ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, სი ძინპინმა წვეულებაზე შეკრებილებს სიტყვითაც მიმართა. მისასალმებელ სიტყვაში, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ათასწლეულების განმავლობაში ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ხალხი ავსებდა და სწავლობდა ერთმანეთს, შექმნეს უძველესი აბრეშუმის გზის დიდება და დაწერეს შესანიშნავი თავი ცივილიზაციათაშორისი გაცვლის ისტორიაში. „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ჩინეთმა და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა მიაღწიეს შთამბეჭდავ შედეგებს, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსოფლიოზე. მიუხედავად საერთაშორისო ლანდშაფტის ცვლილებებისა, ჩინეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები ყოველთვის პატივს სცემდნენ ერთმანეთს, სარგებლობდნენ კეთილმეზობლობით და მუშაობდნენ პარტნიორობითა და სოლიდარობით ორმხრივი სარგებლობისთვის. მათი ურთიერთობები კეთილმეზობლობიდან გადაიზარდა სტრატეგიულ პარტნიორობამდე, შემდეგ კი საზოგადოებაში, რომელსაც აქვს საერთო მომავალი, მიაღწია ისტორიული ნახტომის განვითარებას, პოზიტიური ენერგია შეაქვს რეგიონული მშვიდობისა და განვითარების წინსვლაში. ახალი წვლილი შეაქვს კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების მშენებლობაში. სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთ-ცენტრალური აზიის თანამშრომლობის გაღრმავება არის სტრატეგიული არჩევანი, რომელიც გაკეთებულია ამ თაობის ლიდერების მიერ მომავალზე ორიენტირებული ხედვით, რომელიც შეესაბამება მსოფლიოს გაბატონებულ ტენდენციას და აკმაყოფილებს ხალხის მოლოდინებს. სი ძინპინი იმედოვნებს, რომ ეს სამიტი ახალ ეპოქას გახსნის ჩინეთ-ცენტრალური აზიის ურთიერთობებისთვის.მან ასევე აღნიშნა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები მიესალმებიან ჩინეთის განვითარების "ექსპრეს მატარებელს", რათა ერთობლივად იბრძოლონ ჩინეთისა და ცენტრალური აზიის თანამშრომლობის კიდევ უფრო ნათელი მომავლისთვის. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბანკეტის შემდეგ, სი ძინპინმა სტუმრებთან ერთად უყურა მხატვრულ სპექტაკლებს ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ხალხების კულტურის, ხელოვნების წლისა და ჩინეთ-ცენტრალური აზიის ახალგაზრდული ხელოვნების ფესტივალის აღსანიშნავად. ჩინეთი მზადაა, დაეხმაროს ცენტრალური აზიის ქვეყნებს უსაფრთხოებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რეგიონის ლიდერების სამიტზე, რითაც ხაზს უსვამს პეკინის ძალისხმევას, გააღრმაოს თავისი გავლენა, რადგან ექსპანსიონისტი რუსეთი აყენებს უსაფრთხოების ახალ საკითხებს - წერს თავის მხრივ Boomberg-ი სტატიაში სათაურით - სი ძინპინი პირობას დებს, რომ გააძლიერებს უსაფრთხოების კავშირებს ცენტრალურ აზიაში, იმ ფონზე, რომ ომი პუტინს ასუსტებს. ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ლიდერებმა ჩინეთ-ცენტრალური აზიის სამიტის შემდეგ ცალ-ცალკე მოაწერეს ხელი ორმხრივ განცხადებებს. საერთაშორისო მედია წერს, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ჩამოაყალიბა ამბიციური გეგმა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისთვის, რეგიონისკენ, რომელიც ტრადიციულად რუსეთის უკანა ეზოდ აღიქმება, იმ მომენტში, როდესაც მოსკოვი უკრაინის ომზეა კონცეტრირებული. უკვე 19 მაისს, შანხაიში სი ძინპინმა ჩინეთ-ცენტრალური აზიის პირველი სამიტს უმასპინძლა. პრეზიდენტებმა მიმოიხილეს ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების ისტორია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გამოცდილება და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. „მომავლის გათვალისწინებით, ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშაონ კიდევ უფრო მჭიდრო ჩინეთ-ცენტრალური აზიის საზოგადოებისთვის, რომელსაც აქვს საერთო მომავალი“, - აღნიშნულია ჩინეთის ლიდერის განცხადებაში. მისივე თანახმად, მსოფლიოს სჭირდება სტაბილური ცენტრალური აზია. დაცული უნდა იყოს ცენტრალური აზიის ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოება, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა; პატივი უნდა სცენ მათი ხალხის განვითარების გზების არჩევანს; და მათი ძალისხმევა მშვიდობის, ჰარმონიისა და სიმშვიდისთვის უნდა იყოს მხარდაჭერილი. სი ძინპინის თქმით, მნიშვნელოვანია საყოველთაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის მიხედვით და მტკიცედ აღვუდგეთ რეგიონის ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევის გარე მცდელობებს“. ჩინეთის ოფიციალური პირების თქმით, პეკინის ვაჭრობამ ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, ტაჯიკეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან 2022 წელს 70 მილიარდ დოლარს მიაღწია და 2023 წლის პირველ კვარტალში 22 პროცენტით გაიზარდა. ჩინეთმა, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკამ, მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა ცენტრალური აზიის ენერგეტიკულ რეზერვებში. გასულ კვირას ჩატარებული სამიტი ჩინეთსა და ხუთ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირების 31 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. პეკინი ცდილობს, ცენტრალურ აზიაში თავისი პოზიციები გაზარდოს, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო, კრემლი დაეყრდნო ჩინეთს, რათა მიიღოს ეკონომიკური მხარდაჭერა დასავლეთის სანქციების ფონზე და ასევე, მოიპოვოს საჭირო დიპლომატიური მხარდაჭერა სუნაკი: ჩინეთი მსოფლიოს უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევაა  ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი

პეტერ ფიშერი: არ ვიწყებთ ურთიერთობის ახალ თავს რუსეთთან, პირიქით, ვხურავთ, ეს არის ის ჩარჩოები, რომლიდანაც ვუყურებთ რუსეთთან ფრენების აღდგენას

„ჩვენი ამოცანაა, შევაფასოთ, რა პოზიცია უჭირავს საქართველოს ევროკავშირის მიმართ მიმდინარე წლის დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, 2023 წლის დეკემბერში დიდი ისტორიული შესაძლებლობაა საქართველოსთვის და ასევე ევროკავშირისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ პროცესი მოიცავს 12 რეკომენდაციის შესრულებას და ასევე იმას, თუ როგორ უყურებს საქართველო ევროკავშირის მიზნებს, ღირებულებებს და, მთლიანობაში, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. „ამჟამად ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთმა წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ არალეგალური თავდასხმითი ომი და ამიტომ ჩვენ ვზღუდავთ ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან. ჩვენ არ ვიწყებთ რუსეთთან ურთიერთობის ახალ თავს, პირიქით, ვხურავთ, რათა რუსეთს დავანახოთ, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ომს თუ არ დაასრულებს, ფასის გადახდა მოუწევს. ეს არის ის ჩარჩოები, რომლიდანაც ვუყურებთ ფრენების აღდგენას“, – განაცხადა ელჩმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, 16 მაისს კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა, როგორ ხედავს აშშ პროცესს და არის თუ არა რისკები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. განმარტეს, რომ ვითარებას აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ დამატებით ზომებს. რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენებზე: ევროპელ მეგობრებს ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინისთვის, ისრაელის მსგავს უსაფრთხოების შეთანხმებას განიხილავენ - WP

NATO-ს  წევრი ქვეყნები უკრაინისთვის, ისრაელის სტილის უსაფრთხოების შეთანხმებას განიხილავენ, ვიდრე სამხედრო ალიანსში მის გაწევრიანებას წლები რჩება, იტყობინება Washington Post-ი 22 მაისს. ისრაელი არ არის NATO-ს წევრი და აშშ არ არის ვალდებული, ხელშეკრულებით დაეხმაროს მას სამხედრო გზით. თუმცა, ისრაელს „განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს შეერთებულ შტატებთან, როგორც ვაშინგტონის ყველაზე მტკიცე პარტნიორთან ახლო აღმოსავლეთში", - წერს Washington Post. შეერთებულმა შტატებმა 2019-დან 2028 წლამდე ისრაელისთვის 38 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ვალდებულება აიღო. მსგავსმა შეთანხმებამ შესაძლოა, შეაკავოს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან გრძელვადიან ომში. Washington Post-თან ინტერვიუში, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ განაცხადა, რომ იდეა უკრაინის დასავლელ მოკავშირეებს შორის სულ უფრო პოპულარული გახდა. 15 მაისს NATO-ს გენერალურმა მდივანმა ,იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვება რუსეთთან, საწყისი წერტილი იქნება ალიანსში გაწევრიანების წინსვლისთვის. „მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა ევროპაში, აქვს აზრი იმის განხილვას, თუ როდის და როგორ შეიძლება, გახდეს უკრაინა ალიანსის წევრი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. „ივლისში, ვილნიუსში NATO-ს სამიტის დროს, რომელსაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრება, მოკავშირეები აპირებენ უკრაინა-NATO-ს საბჭოს ამოქმედებას, რომელიც „მომავალი წევრობის კარიბჭის როლს შეასრულებს“, - წერს Washington Post-ი NATO-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. უპრეცედენტო ფორმულირება - საფრანგეთმა NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად, დეკლარაციას მოაწერა ხელი  

ზელენსკი: NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დანაშაულები გენოციდად აღიარა, ეს საფუძველია სხვა ორგანიზაციებისთვის

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, აღიაროს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები - გენოციდად, ხოლო რუსეთში ტერორისტული რეჟიმი - „რაშიზმად“ ცნოს, სხვა ორგანიზაციებისთვის კარგ საფუძველს ქმნის. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ფაქტია, უნდა მოხდეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარება, რაშისტული იდეოლოგიის მკაფიო დაგმობა“. „ეს არის სწორი საფუძველი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც", - აღნიშნა ზელენსკიმ.    

მეთიუ მილერი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის სანქცირებული ქალიშვილი საქართველოში აღმოჩნდა და ავიამიმოსვლა ორმხრივად განახლებულია, სად იყო ამ დღეებში აშშ, რადგან არანაირი რეაქცია და სანქციები არ არის. ამ შეკითხვით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ პრესსპიკერ, მეთიუ მილერს უწყებაში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე. მისი კოლეგების მსგავსად, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა „ამ რეჟიმს და ახლა არ არის დრო რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის“.   „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საჰაერო სივრცეში შესვლას. შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ კომპანიები საქართველოს აეოპორტებში, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. ჩვენ - მთელი დასავლური საზოგადოება დავშორდით ამ რეჟიმს და ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, 16 მაისს კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა, როგორ ხედავს აშშ პროცესს და არის თუ არა რისკები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. განმარტეს, რომ ვითარებას აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ დამატებით ზომებს. რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენებზე: ევროპელ მეგობრებს ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი რუსეთის გვერდის ავლით რკინიგზის მშენებლობას გეგმავენ

„ჩინეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ყირგიზეთთან და უზბეკეთთან 454 კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შესახებ,რომელიც გვერდს აუვლის საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცეულ რუსეთს“, იტყობინება რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახური.  ამ შეთანხმების მიხედვით, მარშრუტი ჩინეთიდან ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ ევროპისკენ შემცირდება 900 კმ-ით. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 18-19 მაისს, ჩინეთის ქალაქ სიანში გამართულ სამიტზე „ცენტრალური აზია - ჩინეთი“. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჯომართ თოყაევი, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები. ჩინეთიდან გერმანიაში მატარებელი რუსეთის გვერდის ავლით ჩავა ყაზახეთი და აზერბაიჯანი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანზიტის მიზნით, ერთობლივ კომპანიას შექმნიან სამიტზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ცენტრალური აზიის, როგორც ერთ-ერთი მთავარი ტრანსევრაზიული სატრანსპორტო კერის სტატუსის ამაღლებას და „ჩინეთ-ცენტრალური აზიის“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარების გაძლიერებას. სამიტის მონაწილეებმა განიხილეს მულტიმოდალური სატრანზიტო და სატრანსპორტო მარშრუტების ხელშეწყობა, როგორიცაა ჩინეთი-ცენტრალური აზია-სამხრეთ აზია და ჩინეთი-ცენტრალური აზია-ევროპა, განსაკუთრებით ტრანსკასპიური მარშრუტების გამოყენება აქტაუს, კურიკისა და თურქმენბაშის საზღვაო პორტების ჩათვლით. სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის ახალი რკინიგზის მშენებლობასა და არსებული სარკინიგზო და საგზაო ქსელების მოდერნიზაციაზე ჩინეთიდან ცენტრალურ აზიამდე. როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, ჩინეთი გეგმავდა რკინიგზის აშენებას რუსეთის გვერდის ავლით. თავდაპირველად, ახალი გზის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წლის 14 სექტემბერს, სამარყანდში გამართული (SCO) სამიტის ფარგლებში. ახალი დოკუმენტი განსაზღვრავს პროექტის განხორციელების შემდეგ ნაბიჯებს, როგორიცაა, დეტალური დიზაინის შემუშავება, კვლევა და ინვესტიციისა და დაფინანსების მოდელის განსაზღვრა. სი ძინპინი პირობას დებს, რომ გააძლიერებს უსაფრთხოების კავშირებს ცენტრალურ აზიაში, იმ ფონზე, რომ ომი პუტინს ასუსტებს - Bloomberg  

ომი კრიტიკულ ფაზაში შედის - სუნაკი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი კრიტიკულ ფაზაში შედის. ზელენსკი: NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დანაშაულები გენოციდად აღიარა, ეს საფუძველია სხვა ორგანიზაციებისთვის "ომი კრიტიკულ ფაზაში შედის, თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს. პუტინმა უნდა იცოდეს, რომ არსად არ მივდივართ“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დაახლოებით 204 360 ჯარისკაცი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ომი კრიტიკულ ფაზაში შედის - სუნაკი "რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 789 ტანკს, 7 419 ჯავშანტექნიკას, 3 318 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 309 საბრძოლო თვითმფრინავს და 295 ვერტმფრენს, 6 139 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 864 უპილოტო საფრენ აპარატს, 433 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 015 ფრთოსან რაკეტას", - ნათვქმია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

რა ცნობები ვრცელდება ბელგოროდიდან

ბელგოროდში, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობას დაარტყეს. ამის შესახებ ცნობებს უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა. კვამლის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები რუსულმა ონლაინ გამოცემამ SOTA-მ გამოაქვეყნა. „ბელგოროდში „ეფ-ეს-ბეს“ შენობას დაარტყეს. ქალაქში შემოღებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამო, რეგიონში აკრძალულია ნებისმიერი პუბლიკაცია ოფიციალურ წყაროებზე მითითების გარეშე", - ნათქვამია ინფორმაციაში. ასევე გავრცელებული ცნობებით, 22 მაისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:20 საათზე ქალაქის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა. რუსული „ტელეგრამ“ არხი „რიბარი“ თვის მხრივ, იუწყება, რომ თავდასხმის სამიზნე იყო არამხოლოდ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობა, არამედ, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაც. ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, გრაივორონოვსკის ოლქში გადავიდა უკრაინელთა „საბოტაჟის ჯგუფი", რომელიც რუსეთის ძალებმა მოიგერიეს. პარალელურად, უკრაინული მედიასაშუალება, Hromadske ციტირებს უკრაინის სამხედრო დაზვერვას, რომ თავდასხმა განახორციელეს რუსეთის ორმა შეიარაღებულმა ოპოზიციურმა ჯგუფმა, რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა და რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა (RVC), რომლებშიც რუსეთის მოქალაქეები არიან გაერთიანებულნი. ამ ცნობას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ტელეგრამ არხი Baza აქვეყნებს ჩანაწერს, რომელიც თითქოს აჩვენებს სასაზღვრო პუნქტისკენ მიმავალ უკრაინულ დაჯავშნილ მანქანას. გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა საგანგებო რეჟიმი აამოქმედა, რითიც ხელისუფლებას საშუალება მიეცა, შეეზღუდა მოძრაობა და კომუნიკაციები. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, პრეზდიენტი ვლადიმირ პუტინი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ გრძელდება "კონტრტერორისტული ოპერაცია". გუბერნატორის ინფორმაციით, ევაკუაციისას გარდაიცვალა ქალი, რომლის სიკვდილის მიზეზი ჯერ დაუდგენელია. გლადკოვის ცნობით, დასახლებულ პუნქტებში, სადაც „მოწინააღმდეგე შევიდა“, დაჭრილია 2 მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინის ხარკოვის და სუმის ოლქებთან მოსაზღვრე გრაივორონსკის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია 22 მაისს დაიწყო. მანამდე, ბელგოროდის გუბერნატორმა გამოაცხადა, რომ ოლქის ტერიტორიაზე, „უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა“ შეაღწია და მისი ლიკვიდაციისთვის „კონტრტერორისტული ოპერაცია“ მიმდინარეობს. უკრაინა ბელგოროდის ოლქზე შეტევასთან კავშირს უარყოფს. რა ვითარებაა ბელგოროდის რეგიონში გრაივორონსკის რაიონზე შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, რომლის წევრები საკუთარ თავს პუტინის რეჟიმთან მებრძოლებს და უკრაინის მხარდამჭერებს უწოდებენ. 22 მაისს განაცხადეს, რომ „გაათავისუფლეს“ ბელგოროდის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტი. 22 მაისს, უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ლეგიონ „რუსეთის თავისუფლების“ განცხადება, რომ ამ ეტაპზე, რუსეთის საზღვარზე ქმნიან „დემილიტარიზებულ ზონას“, რომ რუსმა სამხედროებმა ვეღარ შეძლონ უკრაინის ტერიტორიის დაცხრილვა. ლეგიონის თანახმად, მთავარი მიზანია „პუტინის დიქტატისგან მთელი რუსეთის გათავისუფლება და დანაშაულებრივი ომის შეწყვეტა“.

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, ჩვენი ძმები, ჩვენი აფხაზი ხალხი დავიბრუნოთ - ღარიბაშვილი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში 23 მაისს აფხაზეთობას აღვნიშნავთ. ყველას, პირველ რიგში კი, ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ვულოცავ დღევანდელ დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა აფხაზ ძმებს ახალი მიდგომა - შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა შესთავაზა. პრემიერი საქართველოს მშვიდობასა და განვითარებას უსურვებს. „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა ჩვენს აფხაზ ძმებს ახალი მიდგომა - შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა შესთავაზა, რადგან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, ერთმანეთის ნდობა დავიმსახუროთ და ჩვენი ძმები, ჩვენი აფხაზი ხალხი დავიბრუნოთ. ჩვენ ერთი ისტორია და კულტურა გვაქვს, ერთია ჩვენი ღირებულებები და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისადმი სწრაფვის სურვილი. სწორედ ეს გვაძლევს იმედს, რომ ურთიერთპატივისცემისა და ნდობის აღდგენა და მეგობრობა ძლიერ, გაერთიანებულ, განვითარებულ და ევროპულ ქვეყნად გვაქცევს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას აფხაზეთის დღეს. მშვიდობასა და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს - საქართველოს,“- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.  

უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის თანამედროვე F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას პრიორიტეტად მიიჩნევს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. „რაც შეეხება უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას, პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ დავიწყებთ უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას F-16-ების მართვაში და ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებაზე“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა. ის არ ფლობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის ან როგორ გადაეცემა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები, ან რომელი ქვეყნებიდან. „მაგრამ ეს ჩვენთვის პრიორიტეტულია და უახლოეს თვეებში დავიწყებთ მის განხორციელებას“, - განაცხადა მეთიუ მილერმა. დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო. „სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.  

აშშ-ის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, განახლებული საუტილიზაციო ბაზა საზეიმოდ გაიხსნა

დედოფლისწყაროში დღეს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, განახლებული საუტილიზაციო ბაზა საზეიმოდ გაიხსნა, სადაც სამომავლოდ უტილიზაციის არსებული წარმადობა გაიზრდება. ბაზაზე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ,,დელტას“ გენერალური დირექტორი იოსებ ლოლაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და სლოვენიის საერთაშორისო ორგანიზაციის ITF-ის დირექტორი ტომაჟ ლოვრენჩი. „პროექტის - „ფიზიკური უსაფრთხოება, საბრძოლო მასალების მარაგების და კონვენციური შეიარაღების განადგურების მართვა საქართველოში“ ფარგლებში, საუტილიზაციო ბაზა, საერთაშორისო კომპანია ITF-ის შუამდგომლობით, აშშ-ის მხარდაჭერითა და დაფინანსებით აშენდა. იგეგმება „დელტას“ მიერ მაღალი წარმადობის დანადგარების წარმოება/ბაზის აღჭურვა, ასევე ვადაგასული, ჩამოწერილი საბრძოლო მასალების უსაფრთხო უტილიზაცია/დემილიტარიზაცია. ​2021 წელს თავდაცვის სამინისტრომ სლოვენიის რესპუბლიკის ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერების სატრასტო ფონდთან (ITF) ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა პარტნიორობას ვადაგასული, პირველადი დანიშნულებით გამოუსადეგარი და შესაბამისი ორგანოს მიერ ჩამოწერილი საბრძოლო მასალების დემილიტარიზაციას“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ბულგარეთი აპირებს, შეუერთდეს ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის მიწოდების პროექტს

ბულგარეთი გეგმავს, შეუერთდეს კასპიის ზღვიდან ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის მიწოდების პროექტს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ელნურ სოლტანოვმა განაცხადა. „სამხრეთის გაზის დერეფანთან ერთად აზერბაიჯანი ქმნის დერეფნებს მწვანე ენერგიის ტრანსპორტირებისთვის. მაგალითად, ქვეყანამ გასული წლის დეკემბერში მიაღწია შეთანხმებას საქართველოსთან, რუმინეთთან და უნგრეთთან შავი ზღვის ფსკერზე შესაბამისი დერეფნის შექმნაზე კასპიის ზღვიდან ევროპისკენ. ბულგარულმა მხარემ ასევე გამოხატა ამ პროექტში მონაწილეობის დაინტერესება და ჩვენ ველით, რომ ბულგარეთი ოფიციალურად შეუერთდება ამ პროექტს უახლოეს მომავალში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ევროკავშირი შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომ საქართველოსთან კავშირი გააუმჯობესოს და რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს - FT „ჩვენი მიზანი, შევქმნათ ენერგეტიკული დერეფანი აზერბაიჯანის ნახიჩევანიდან თურქეთამდე და შემდგომ მსოფლიო ბაზრებზე“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. სოლტანოვმა აღნიშნა, რომ ევროპა და მისი ფინანსური ინსტიტუტები მიესალმებიან ამ პროექტებს და მზად არიან, დააფინანსონ ისინი. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი თავის საზღვრებთან სულ უფრო სერიოზულ საფრთხეს აწყდება

19-22 მაისის პერიოდში, უკრაინის საზღვართან მდებარე ბელგოროდის ოლქის სულ მცირე სამ ადგილას, რუსეთის ძალებსა და პარტიზანებს  შორის შეტაკებები მოხდა. იტყობინება გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის დაზვერვა 23 მაისს. რა ცნობები ვრცელდება ბელგოროდიდან მიუხედავად იმისა, რომ პარტიზანების ვინაობა დადასტურებული არ არის, პასუხისმგებლობა აიღეს რუსეთის მთავრობის მოწინააღმდეგე ჯგუფებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ უკრაინის მხარეს იბრძვიან. ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ყველაზე სერიოზული ინციდენტი მოხდა გრაივორონსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ გრაივორონის მახლობლად. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დაზვერვა აღნიშნავს, რომ სასაზღვრო რეგიონებში რუსეთი სულ უფრო სერიოზულ საფრთხეებს აწყდება, რადგან საბრძოლო თვითმფრინავების ჩამოგდებას, რკინიგზაზე აფეთქებებს და სხვა მსგავს ინციდენტებს პარტიზანთა ქმედებებიც დაემატა.  

რა დრო დასჭირდება უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას

აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა ფრენკ კენდალმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, საუკეთესო სცენარის მიხედვით, რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შესახებ CNN იტყობინება. კენდალმა განმარტა, რომ სულ მცირე „რამდენიმე თვე“ დასჭირდება, ვიდრე უკრაინას ექნება F-16-ების ოპერირების შესაძლებლობა და რამდენიმე დეტალი უნდა დამუშავდეს, სანამ უკრაინის საჰაერო ძალები შეძლებენ დასავლური თვითმფრინავების დიდი რაოდენობით ფრენას. თუმცა კენდალმა განმარტა, რომ ეს შედარებით მაინც სწრაფი ვადებია, რადგან, ჩვეულებრივ, ორ წელზე მეტი სჭირდება თვითმფრინავზე ახალი ამერიკელი პილოტის მომზადებას. განახლებულ კურსსაც კი, რომლის დროსაც მფრინავი დროებით შორდება მართვას, შეიძლება, ხუთ თვემდე დასჭირდეს. უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო. „სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.

ნიდერლანდები შესაძლოა, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გაგზავნის

ნიდერლანდები შესაძლოა, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინას F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს მიაწვდის, განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, იური საკმა POLITICO-ს ცნობით. ევროკავშირის ოფიციალური პირები თავის მხრივ, არ გამორიცხავენ, რომ უკრაინელი სამხედროები F-16-ს ტიპის გამანადგურებლებს მიმდინარე წლის შემოდგომისთვის მიიღებენ. რა დრო დასჭირდება უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა ფრენკ კენდალმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, საუკეთესო სცენარის მიხედვით, რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შესახებ CNN იტყობინება. კენდალმა განმარტა, რომ სულ მცირე „რამდენიმე თვე“ დასჭირდება, ვიდრე უკრაინას ექნება F-16-ების ოპერირების შესაძლებლობა და რამდენიმე დეტალი უნდა დამუშავდეს, სანამ უკრაინის საჰაერო ძალები შეძლებენ დასავლური თვითმფრინავების დიდი რაოდენობით ფრენას. თუმცა კენდალმა განმარტა, რომ ეს შედარებით მაინც სწრაფი ვადებია, რადგან, ჩვეულებრივ, ორ წელზე მეტი სჭირდება თვითმფრინავზე ახალი ამერიკელი პილოტის მომზადებას. განახლებულ კურსსაც კი, რომლის დროსაც მფრინავი დროებით შორდება მართვას, შეიძლება, ხუთ თვემდე დასჭირდეს. უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო. „სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.

ზელენსკი ფრონტის ხაზთან ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი საზღვაო ქვეითების დღის აღსანიშნავად ფრონტის ხაზზე მყოფ საზღვაო ქვეითებს ეწვია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკის სოციალურ  გვერდებმა 23 მაისს გაავრცელეს ინფორმაცია. როგორც ირკვევა, უკრაინის ლიდერი, ვუჰლედარში, მარინკაში იმყოფებოდა. „ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში ოპერაციებისთვის მომზადებული უკრაინელი საზღვაო ქვეითები წარმატებით ასრულებენ რთულ ამოცანებს. ისინი მოტივირებულები, ძლიერები და მამაცები არიან. გმადლობთ ჩვენი სამშობლოს დაცვისთვის!” ნათქვამია პრეზიდენტის ტელეგრამ არხზე განთავსებულ ცნობაში. უკრაინელი საზღვაო ქვეითების დღე უკრაინაში პროფესიული დღესასწაულის სახით, 2014 წლიდან აღინიშნება.  

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და კატარის ემირმა სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკაზე იმსჯელეს. „აღინიშნა, რომ საქართველოსა და კატარს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ორივე ქვეყნის ეკონომიკური დიპლომატიის დღის წესრიგის პრიორიტეტია. გამოითქვა არსებული ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავებისა და გაძლიერების მზადყოფნა.  როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მიესალმება ქვეყანაში კატარელი ბიზნესმენების მხრიდან სხვადასხვა სფეროში ინვესტირებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. „ნაყოფიერი საუბარი მქონდა კატარის სახელმწიფოს ემირთან შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანისთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები. კატარის სახელმწიფოსთან ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება უდიდესი მნიშვნელობის არის საქართველოსთვის ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის ახალი სამიზნე ორიენტირების მიღწევის კონტექსტში“, - წერს პრემიერი Twitter-ზე.  

თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფებოდა. უწყების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილის გიორგი ხაინდრავას ხელმძღვანელობით, დელეგაციის წევრებს ესპანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მარია ამპარო გარციამ უმასპინძლა. „სამუშაო შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის იმ პროექტებს, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაზრდას შეუწყობს ხელს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მადრიდში გამართულ უმსხვილეს სამხედრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენას ,,FEINDEF – 23’’ დაესწრო, სადაც როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების აღჭურვილობა იყო წარმოდგენილი“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და შპს „დელტა ინტერნეიშენალის“ დირექტორი ზურაბ ჯაველიძე.  

ვაზიანის სასროლეთზე საარტილერიო სწავლება ჩატარდა

ვაზიანის სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. თავდაცვის უწყების ცნობით, მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის გეგმიური საველე წვრთნები სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამ ეტაპს მოიცავდა. პირველი ეტაპი საველე მოქმედებებსა და სადაზვერვო ჯგუფის, ცეცხლის მართვის ცენტრებისა და ქვემეხების შერწყმას მოიცავდა, მეორე ეტაპზე დამკვირვებელ-მაკონტროლებლებმა წვრთნებში მონაწილე ქვედანაყოფები შეაფასეს, ხოლო დასკვნითი ნაწილი საბრძოლო სროლებს დაეთმო. „მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონმა წინასწარ განსაზღვრულ რაიონში საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. სწავლების მიზანს ოპერატიულ გარემოში დამოუკიდებლად მოქმედება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა წარმოადგენდა. წვრთნების დასკვნით ეტაპს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დააკვირდნენ“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.