ძებნის რეზულტატი:

პრიგოჟინის თქმით, უკრაინელების არმია დღეს ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში

რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ უკრაინელებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავთ. მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის „დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციისთვის“ დაწყებულმა „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციას“ სულ სხვა შედეგი მოჰყვა იმისგან, რასაც მოსკოვი ელოდა. პრიგოჟინის თქმით, თუ „სპეცოპერაციის“ დაწყებამდე უკრაინას პირობითად ჰქონდა 500 ტანკი, დღეს აქვს 5 000 და თუ ბრძოლა 20 000-ს ადამიანს შეეძლო, დღეს შეუძლია 400 000-ს. შემიძლია საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიმსჯელო, ვიცი, როგორ იბრძვიან სხვადასხვა ქვეყნები. დღეს „ვაგნერი“ არის საუკეთესო არმია მსოფლიოში და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ პოლიტიკურად სწორი ვიყო, უნდა ვთქვა, რომ ეს უნდა იყოს რუსული არმია, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკრაინელები დღეს ერთ-ერთი უძლიერესი არმიაა მსოფლიოში“, - აღნიშნა პრიგოჟინმა. მისი თქმით, უკრაინელები არიან „უაღრესად ორგანიზებულები და მაღალკვალიფიციურები და მათი დაზვერვა უმაღლეს დონეზეა. „მათ შეუძლიათ ნებისმიერი სამხედრო სისტემა, საბჭოთა თუ ნატო-სი, თანაბარი წარმატებით მართონ“, - აღნიშნა ევგენი პროგოჟინმა.  

ყველამ გადახედოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ კომპანიებს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან - პაპუაშვილი

მორალური პედესტალიდან საქართველოსთან საუბრის პრეტენზია არ მგონია, ვინმეს ჰქონდე. ყველამ გადახედოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ კომპანიებს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უმჯობესია, ამ განცხადებების ავტორებმა რუსეთთან საკუთარი ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობებს გადახედონ. „მინიმუმ, 2008 წლის შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი სწორედაც რომ აგრესორია, ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და ცოტა უფრო იქით, 90-იანი წლებიდანაც გვაქვს ეს გამოცდილება. ამიტომ, ვინ არის რუსეთი, რა ხდება და როგორი პოლიტიკა აქვს, არ მგონია, რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს ამაზე პრეტენზია, რომ საქართველოსთან ჰქონდეს მორალური პედესტალიდან საუბრის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ქვეყნის გარედან თუ შიგნით, ოპოზიცია და რამდენიმე „ენჯეო“ მაგალითად, ეკონომიკურ ურთიერთობებზე როცა საუბრობს და ცდილობს, ყველანაირად დასწამოს ცილი ჩვენს ქვეყანას, თითქოს აქ ხდება გვერდის ავლით ვაჭრობა-გარიგებები და ა.შ, უნდა შეხედონ მარტივ ციფრებს. ევროკავშირი დღესაც, ყოველდღე 20 მილიონ ევროს უხდის რუსეთს მარტო ერთი მილით გატარებულ გაზში და ეს მილი გადის უკრაინის გავლით. ვინც გადაანგარიშების მოყვარულია, ეს რამდენ ტანკს ნიშნავს და აფინანსებს თუ არა ამით ომს, გადაიანგარიშონ და ნახავენ, რა რიცხვებთან გვაქვს საქმე. მეორე მაგალითი – ჩვენი ექსპორტი ძირითადად, არის ღვინო, მინერალური წყალი, წყალი და ა.შ. ევროკავშირიდან რუსეთში ყველაზე დიდი ექსპორტიორი არის ლატვია და შარშან, სამ თვეში, აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში ლატვიამ რუსეთში შეიტანა იმდენივე ღვინო, რამდენის ექსპორტიც მთლიანი წლის განმავლობაში მოახდინა საქართველომ. ახლა, საზოგადოებამ შეადაროს, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ლატვია, რომელიც ღვინის წარმოებით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, საქართველოს ოდენობის ექსპორტს მხოლოდ სამ თვეში აწარმოებს რუსეთში. ამიტომ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ მორალური პედესტალიდან როდესაც ხდება საქართველოს მიმართ პრეტენზიების წაყენება, ქვეყნის შიგნიდან იქნება ეს, თუ ზოგიერთი გარე პოლიტიკოსისგან, თითქოს საქართველო ვაჭრობს, ხელს ითბობს, თუ ა.შ და სხვათა შორის, დღეს იყო ბორელის განცხადება ამასთან დაკავშირებით, ყველამ ჩახედოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ კომპანიებს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მორალური პედესტალიდან საქართველოსთან საუბრის პრეტენზია არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენებზე: ევროპელ მეგობრებს ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.  

ოსტინმა და რეზნიკოვმა თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრამდე, სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დააკონკრეტა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადების ვადის გათვალისწინებით F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე, ინფრასტრუქტურისა და სხვა კომპონენტების განლაგება, უკრაინისთვის ამ მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება გრძელვადიანი ვალდებულების ნაწილია. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ, ოლექსი რეზნიკოვს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს ეძღვნება. პენტაგონის ხელმძღვანელმა უკრაინის თავდაცვის მინისტრს ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების მხარდაჭერის ბოლო მცდელობების შესახებ განუცხადა. „ორი ლიდერი პირობა დადო, რომ დარჩებიან მჭიდრო კონტაქტში“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, აღნიშნულია, რომ თავდაცვის საკონტაქტო შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გამახვილდება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე, რათა კიევმა რუსეთის მუდმივი სასტიკი თავდასხმებისგან დაიცვას თავი. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წინა, მე-11 შეხვედრა გერმანიაში, გერმანიაში, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე, 21 აპრილს გაიმართა.  

ჩვენმა ჯარისკაცებმა, გასულ დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტების 26 შეტევა მოიგერიეს - უკრაინა

უკრაინელებმა, გასულ დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტების 26 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. "მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტი, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე - მოხდა 26 სამხედრო შეტაკება. საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ბახმუტი და მარინკა რჩებიან“, - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

ჰიტლერის სახლს ადამიანის უფლებებზე პოლიციელების ტრენინგისთვის გამოიყენებენ

სახლი ავსტრიაში, სადაც ნაცისტური გერმანიის ლიდერი, ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლოციელების ტრენინგის ადგილი გახდება. მთავრობამ გერმანიის საზღვართან ახლოს მდებარე შენობა, იძულებითი შესყიდვის ორდერით, 2016 წელს, ხანგრძლივი დავის შემდეგ იყიდა. ამის შესახებ BBC წერს. სახლის გარდაქმნის სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება. თუმცა ეს თემა დავის საგანი გახდა. ზოგიერთ ავსტრიელს სახლის დანგრევა სურს. თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს იქნებოდა ავსტრიის წარსულის უარყოფა, სხვები კი ამბობდნენ, რომ სახლი უნდა გამოეყენებინათ „შერიგების ადგილად“ ან საქველმოქმედო მიზნებისთვის. ავსტრიული მაუწყებლის, ORF-ის ცნობით, უახლესი სქემის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოს ჩატარება მოსალოდნელია 2025 წლისთვის და პოლიციის ძალები იქ მომავალ წელს შევლენ. ნაცისტების მმართველობის დროს, სახლი ჰიტლერის სალოცავად გადაკეთდა - ამ სახლში ის მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა. ჰიტლერი ინის ბრაუნაუში 1889 წელს დაიბადა. ავსტრია ოჯახთან ერთად კი, სამი წლის ასაკში დატოვა. ჰიტლერის მშობლიური სახლის ბედი რამდენიმე წლის განმავლობაში წყდებოდა. მანამდე, ავსტრიის ხელისუფლებას შენობის დემონტაჟი სურდა, რათა ის ნეონაცისტებისთვის საკულტო ადგილი არ გამხდარიყო. 2017 წელს, სახელმწიფომ სახლი მის იმჟამინდელ მფლობელს, ჰერლინდა პომერს ჩამოართვა. პომერმა სახლის სანაცვლოდ 1,5 მილიონი ევროს კომპენსაცია მიიღო, თუმცა მოგვიანებით, ავსტრიის ფინანსურმა პროკურატურამ ამ თანხის დასაბრუნებლად სასამართლო დავა დაიწყო. 2019 წლის აგვისტოში სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციის თანხა 810 ათას ევრომდე შემცირდა.    

ჩვენს ქვეითთა საზღვაო ქვედანაყოფებს ახალი ბრიგადები დაემატება - ზელენსკი

ჩვენს ქვეითთა საზღვაო ქვედანაყოფებს ახალი საზღვაო ბრიგადები დაემატება, მათ მივაწვდით თანამედროვე შეიარაღებასა და აღჭურვილობას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. F-16-ების უკრაინაში გაგზავნის საკითხი რამშტეინის ფორმატის მომავალ შეხვედრაზე განიხილება „ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა და, პრაქტიკულად, ყველა ჩვენი საერთაშორისო კომუნიკაციის მიზანია უკრაინის გაძლიერება, თავდაცვის გაძლიერება, ჩვენი მეომრებისა და მთლიანად ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების გაზრდა. ყოველი ვიზიტი საზღვარგარეთ და თითქმის ყველა მოლაპარაკება უკრაინას საშუალებას აძლევს, გაძლიერდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

ჩვენი არჩევანი ევროპაა - პაპუაშვილი

ახლა ევროკავშირმა უნდა დაანახოს ქართველ ხალხს, რომ ის პასუხისმგებლობით ეკიდება, ხედავს და აფასებს იმ ძალისხმევას, რომელიც ქართველმა ხალხმა და ქართულმა სახელმწიფომ გაიღო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ყველამ გადახედოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ კომპანიებს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან - პაპუაშვილი ,,ზოგადად, საქართველო, ბოლო 30 წლის განმავლობაში, თავისი გაღებული სისხლით, თავისი რეფორმებით, ინსტიტუციების განვითარებით, იმით, რომ ჩვენ ვართ სტაბილურად ლიდერი ქვეყანა რეგიონში, როგორც დემოკრატიის. ისე ინსტიტუციების სიძლიერის მხრივ და ასევე, ზოგიერთი პარამეტრებით, ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებსაც ვუსწრებთ და ჩვენ ყოველდღიურად ვამტკიცებთ, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა და ჩვენ ვიმსახურებთ იმას, რომ ევროკავშირმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამიტომ, დღეს სინამდვილეში, ბურთი არა საქართველოს მოედანზე, არამედ ევროკავშირის მოედანზეა. ევროკავშირმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ქართველ ხალხს დაანახოს, რომ ის პასუხისმგებლობით ეკიდება, ხედავს და აფასებს იმ ძალისხმევას, რომელიც ქართველმა ხალხმა და ქართულმა სახელმწიფომ გაიღო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ხავიერ კოლომინა თბილისშია

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოშია. მან ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო. ამ დროისთვის კოლომინა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მართავს შეხვედრას. ვიზიტის განმავლობაში, კოლომინა გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს და მედიისთვის კომენტარებსაც გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ, საქართველოში იმყოფებოდა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაი. NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - ჯეიმს აპატურაის გზავნილები თბილისში ხავიერ კოლომინა საქართველოს ეწვევა  

ჩინეთის ახალი ელჩი ვაშინგტონში ჩავიდა და აღიარა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები სერიოზულ სირთულეებსა და გამოწვევებს აწყდება

ჩინეთის ახალმა ელჩმა შეერთებულ შტატებში განაცხადა, რომ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობები „სერიოზულ სირთულეებსა და გამოწვევებს" აწყდება. ელჩის თქმით, მისი მიზანი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაა. „მე აქ ჩამოვედი ჩინეთის ინტერესების დასაცავად. ეს ჩემი წმინდა პასუხისმგებლობაა. მე ასევე ვარ ჩინელი ხალხის წარმომადგენელი, ამიტომ ჩამოვედი აქ ჩინეთ-ამერიკის თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - განუცხადა სი ფენმა აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს. მედია წერს, რომ ელჩად დანიშვნამდე, სი ფენი აშშ-ის მიმართ მკაცრი როტორიკით გამოირჩეოდა, მათ შორის „სადაზვერვო ბუშტის“ ჩამოგდების საკითხზე. მისივე თქმით, ამჟამად ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობა სერიოზული სირთულეებისა და გამოწვევების წინაშეა. „ჩემი დანიშვნა ჩემთვის არამხოლოდ პატივისცემას, არამედ უზარმაზარ პასუხისმგებლობასაც ნიშნავს. მე და ჩემი კოლეგები შევასრულებთ ჩვენს მოვალეობებს და შეასრულებთ ჩვენს მისიას მონდომებითა და სიმტკიცით“, - ამბობს ახალი ელჩი. 59 წლის სი ფენი კარიერული დიპლომატია. ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. სი ფენი ის ცინ განს ცვლის, რომელმაც ვაშინგტონი იანვარში დატოვა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. „ჩვენ მოუთმენლად ველით ელჩთან და მის გუნდთან მუშაობას. ჩვენ ერთგულნი ვართ, როგორც არაერთხელ ვთქვით, შევინარჩუნოთ კომუნიკაციის არხები PRC-თან (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვის მიზნით", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.  

სალომე ზურაბიშვილი ხავიერ კოლომინას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. ხავიერ კოლომინა თბილისშია შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - ჯეიმს აპატურაის გზავნილები თბილისში ხავიერ კოლომინა საქართველოს ეწვევა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოს 23 მაისს ეწვია. მან ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო. ვიზიტის განმავლობაში, კოლომინა გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს და მედიისთვის კომენტარებსაც გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ, საქართველოში იმყოფებოდა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაი.  

თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები 2017 წლიდან დღემდე, ჯამში 2 663 ოჯახს დაუკანონა - კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ფართები ჯამში 2 663 ოჯახს საკუთრებაში გადაეცა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება იყო, რომელშიც ხანგრძლივად ფაქტობრივი მფლობელები ცხოვრობდნენ. ისინი გარკვეული პრობლემების გამო, დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. 2017 წლიდან დავიწყეთ აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რაც წარმატებით მიმდინარეობს. დღემდე საცხოვრებელი ფართები 2 663 ოჯახს დაუკანონდა. ეს არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, რომლებშიც აღნიშნული ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. პროგრამა გრძელდება და დღეის მდგომარეობით, ქონების მართვის სააგენტოში კიდევ 200-მდე ოჯახის განცხადების განხილვა მიმდინარეობს. ვფიქრობ, ამით დავასრულეთ ამ ოჯახების მუდმივი ღელვა ამ საკითხზე. ყველა იმ ადამიანს, ოჯახს, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, ყველანაირად გვერდში დავუდგებით. ამისთვის საჭიროა, მიმართოთ თქვენი რაიონის გამგეობას და ფართების დაკანონებაში დაგეხმარებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ვერ ვხედავ იმის ნიშანს, რომ ომი მალე დასრულდება, ესაა დღევანდელი სტატუს-კვო

ამ ომის დაწყების დღიდან დღეს უკვე ვიცით, რომ უკრაინის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ეს არის დღევანდელი სტატუს-კვო, რა მოხდება ხვალ არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მგონი, არც არავინ იცის, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კატარის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. „რთული დროა ნამდვილად. ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა არც უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამიტომ ეს ომი ყველას გვეხება. მაგრამ აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს 2008 წელს ჰქონდა ომი და ჩვენ ზუსტად ვიცით რას ნიშნავს ომი. ამ ომის დაწყების დღიდან დღეს უკვე ვიცით, რომ უკრაინის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ეს არის დღევანდელი სტატუს კვო, რა მოხდება ხვალ არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მე მგონი არც არავინ იცის. მე მგონი ყველას უკვირს. მე ვერ ვხედავ იმის ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება. ეს არის პრობლემა, მაგრამ ვერ ვხედავთ საკმარის ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ სწორი ზომები განახორციელონ, რომ სამშვიდობო საუბარი წარიმართოს“, - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის სასამართლომ 5 თვეში სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების 1053 საქმე განიხილა, რაც 2022 წლის მონაცემებს აღემატება

აგრესორი სახელმწიფოს სასამართლოს მონაცემებით, 2023 წლის ხუთ თვეში რუსეთის სამხედრო სასამართლოებმა განიხილეს სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების 1053 საქმე, რაც 2022 წლის მთლიან მონაცემებზე მეტია. დამნაშავედ აღიარებულთა უმრავლესობას პირობითი სასჯელი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ისინი უკრაინაში საომრად მოხვდნენ. „დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტების სარწმუნო კვლევა ვარაუდობს, რომ 2023 წლის იანვრიდან მაისამდე, რუსეთის  სასამართლოებმა განიხილეს 1053 პერსონალის გამოუცხადებლობის საქმე (AWOL) - მეტი, ვიდრე მთელი 2022 წლის განმავლობაში“, - დაზვერვის ცნობებში. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თანახმად, რუსეთის არმია უკრაინაში ოპერაციების განმავლობაში იბრძოდა თავის რიგებში დისციპლინის გასაძლიერებლად, მაგრამ მისი პრობლემები დიდი ალბათობით, 2022 წლის ოქტომბრიდან, რეზერვისტების იძულებითი მობილიზაციის შემდეგ  გაუარესდა.  

თბილისის მერიამ A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, სტიკერების გაცემა დაიწყო

თბილისის მერიამ 22 მაისიდან დაიწყო სპეციალური სტიკერების დარიგება A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „1-ელი ივნისიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც 10 წლამდე ავტომობილი ჰყავთ, ვაძლევთ შესაძლებლობას, საავტობუსო ზოლებში იმოძრაონ. 22 მაისიდან დავიწყეთ სტიკერების გაცემა, რაც იქნება მაიდენტიფიცირებელი იმისა, რომ აღნიშნულ ავტომობილს აქვს შესაძლებლობა, იაროს საავტობუსო ზოლში. ეს სტიკერი უნდა განთავსდეს ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში. დანარჩენ ავტომობილებს, რომელიც არის A კატეგორიის და ასაკით 10 წლის ზემოთ, მხოლოდ იმის უფლება ექნებათ, რომ მგზავრი აიყვანონ და ჩაისვან საავტობუსე ზოლში“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, დაწყებულია QR კოდების გაცემაც, რაც ტაქსებში მგზავრობის ბარათით გადახდის შესაძლებლობას იძლევა. „პარალელურად დაწყებული გვაქვს QR კოდების გაცემა. რაც იძლევა საშუალებას, რომ მგზავრმა ბარათითაც შეძლოს მგზავრობის საფასურის გადახდა. ეს ტაქსის მძღოლებისთვისაც მნიშვნელოვანია. ასე მათ ექნებათ საშუალება, უფრო მეტ მგზავრს მოემსახურონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.  

ევროპელო და ამერიკელო მეგობრებო, აგვისტოს ომის შემდეგ, თქვენ აგრძელებდით რუსეთთან ბიზნეს ჩვეულებრივ რეჟიმში - ღარიბაშვილი

ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი - ომია? - ევროპელო, ამერიკელო მეგობრებო, 2008 წლის ომის შემდეგ, თქვენ აგრძელებდით რუსეთთან ბიზნეს ჩვეულებრივ რეჟიმში, სანქციები არ გქონიათ დაწესებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. “2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი. გახსოვთ ვინმე, ვინც ჩვენი ომის დროს სანქციები დააწესა? არავინ! არავინ მსოფლიოში არ იქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური რეაქცია არ ჰქონიათ იმ ომის შემთხვევაში. ამიტომ ჩემი კითხვა ისმის ასე - სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი - ომია? მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიდიოდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ. იმ დამანგრეველი ომის შემდეგ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს. რუსეთმა ორი სამხედრო ბაზა ააგო ჩვენს ისტორიულ მიწაზე, რუსეთმა აღიარა ე.წ. დამოუკიდებლობა ჩვენი ისტორიული რეგიონებისა და ეს ოკუპაცია კვლავ გრძელდება. ამიტომ ჩემი კითხვა ევროპელი, ამერიკელი მეგობრებისადმი არის შემდეგი - ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ აგრძელებდით ბიზნეს ჩვეულებრივ რეჟიმში რუსეთთან, სანქციები არ გქონიათ დაწესებული. ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა 2.3 ტრილიონი დოლარი გადაუხადა რუსეთს 2022 წლამდე. არავის გაუჩერებია ბიზნესი რუსეთთან, არაფერი მომხდარა,“ - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარში მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება.  

პრემიერი: პირდაპირი ფრენების დაწყება არ ნიშნავს, რომ რუსეთთან პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ

საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, 1 მილიონი ეთნიკურად ქართველი გვყავს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მგონი, ჩვეულებრივი ამბავია, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა კატარის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირდაპირი ფრენები არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს აწარმოებს რუსეთთან. „ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ განვაცხადეთ, რომ არც ერთი სანქცირებული კომპანია, არც ერთი სანქცირებული ხაზი არ იფრენს საქართველოში. უპირველეს ყოვლისა ამერიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და ძალიან მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას გაუკეთებია ჩვენთვის და ევროპისაც ძალიან მადლიერნი ვართ. საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, 1 მილიონი ეთნიკურად ქართველი გვყავს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მე მგონი, ჩვეულებრივი ამბავია, თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან. როგორც ვახსენე ეს არის ჩვენი ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი. როგორც ევროკავშირი და ამერიკა აკეთებს რუსეთთან“, - განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტებმა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ფარული გარიგებებით გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულეს. ამ მიზნით, პარტია „ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი და ორი უპარტიო დეპუტატი, თეონა აქუბარდია და ხატია დეკანოიძე, სადეპუტატო კითხვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარში მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.  

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის ოჯახი მილიონობით დოლარს ხარჯავს და მთავრობას აბრალებს, რომ ვითომ ვწამლავთ

სააკაშვილის ოჯახი მილიონობით დოლარს ხარჯავს და საქართველოს მთავრობას აბრალებს, რომ ვითომ ვწამლავთ, ვითომ ვტანჯავთ, ვითომ ვაწამებთ. საქმე სტრასბურგის სასამართლოში წაიღეს და ყველა თხოვნაზე უარი უთხრეს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება - სააკაშვილი „არ მინდა ყოფილ პრეზიდენტზე საუბარი, იმიტომ, რომ ის არის წარსული. მინდა ვისაუბრო აწმყოზე, მომავალზე. უფრო საინტერესო ეს არის ჩვენთვისაც და დარბაზისთვისაც, მაგრამ რადგან მკითხეთ, მოკლედ გიპასუხებთ. ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბევრი მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, ამიტომ არის... ციხეში კი არ არის, არამედ კლინიკაში. კერძო კლინიკაშია უკვე ერთი წელია და ძალიან ბევრი სპეკულაცია და ყალბი ინფორმაცია ვრცელდება ამის შესახებ. მისი ოჯახი ხარჯავს მილიონობით დოლარს ბოლო 2 წლის განმავლობაში და საქართველოს მთავრობას აბრალებს, რომ ვითომ ვწამლავთ, ვითომ ვტანჯავთ, ვითომ ვაწამებთ. საქმე სტრასბურგში ადამიანის უფლებების სასამართლოში წაიღეს. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უარი უთხრა ყველა თხოვნაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და ამ ყველაფერს ევროპული სტანდარტებით ვაკეთებთ,“ - განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

პრემიერი: ჩინეთი მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის, ძალიან ჭკვიანური მიდგომაა

„ნამდვილად მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნიდან და ნებისმიერი ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს; მე მშვიდობის ადამიანი ვარ, სტაბილურობის და მოლაპარაკებების მჯერა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კატარის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე, რომლის მიმდინარეობისას დასმული შეკითხვა ჩინეთთან ურთიერთობებს შეეხებოდა. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ჩინეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს, იზრდება ვაჭრობა და ეკონომიკა. „ჩინეთთან მიმართებით ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს ჩინეთთან, ჩვენ ვზრდით ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან. ჩინეთი იცით რას აკეთებს, ამ კრიზისის განმავლობაში მგონი, ძალიან ჭკვიანური მიდგომაა, მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის. მე მივესალმები, ნამდვილად მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნიდან და ნებისმიერი ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს, მოლაპარაკებებისკენ და გარკვეულ ძალისხმევას განახორციელებს. მე ზოგადად ვამბობ, მე მშვიდობის ადამიანი ვარ, სტაბილურობის და მოლაპარაკებების მჯერა,“- განაცხადა პრემიერმა. პირველი ვიზიტი ომის შემდეგ - რა მისიით ჩავიდა ჩინეთის წარმომადგენელი უკრაინაში  

რა როლს თამაშობს უკრაინა ბელგოროდის რეგიონში

არცერთი უკრაინელი ჯარისკაცი არ შესულა რუსეთის ტერიტორიაზე ბელგოროდის რეგიონში საბრძოლო ოპერაციის დროს, რომელსაც შეიარაღებული რუსული ანტისამთავრობო ჯგუფები ატარებდნენ და რომლებიც აცხადებენ, რომ უკრაინის მხარეს იბრძვიან. წერს New York Times-ი, რომელიც უკრაინელ ოფიციალურ პირს ციტირებს.  მისი თქმით, უკრაინის სამხედროებმა დამხმარე როლი ითამაშეს 22 მაისის შეჭრაში, იცავდნენ საზღვარს რუსეთის ბელგოროდის რეგიონთან რუსეთის პოტენციური კონტრშეტევისგან. რუსეთის შიგნით გაჩაღებულ ბრძოლებზე და უკრაინის საზღვართან რუსული სოფლების დაკავებაზე, თავისუფალმა რუსეთის ლეგიონმა და რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა აიღეს პასუხისმგებლობა.  23 მაისს „კონტრტერორისტული ოპერაციის" დასრულების გამოცხადებიდან ერთი დღის შემდეგ, რუსეთის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის რეგიონს თვითმფრინავები "დიდი რაოდენობით" დაესხნენ თავს. მისივე თანახმად, გრეივორონის რაიონში ცხრა ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა ანტირუსულ ჯგუფებთან სავარაუდო ბრძოლის შედეგად. გლადკოვმა დაამატა, რომ უსაფრთხოების ძალები კვლავ ასუფთავებენ ტერიტორიას, რის შემდეგაც ევაკუირებულ მოსახლეობას შეეძლო სახლში დაბრუნება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 23 მაისს განაცხადა, რომ მათ დაამარცხეს "უკრაინული ფორმირებები", რომლებიც აცხადებდნენ, რომ "მოკლეს 70 მებრძოლი" და გაანადგურეს ოთხი ჯავშანტექნიკა და ხუთი სატვირთო მანქანა, ხოლო "დარჩენილი ფორმირებები ბელგოროდის ოლქიდან უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს". თუმცა, რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა უარყო ეს მტკიცება. უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც ანონიმურად ისაუბრა, NYT-თან, განაცხადა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფებმა განიცადეს დანაკარგები, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რომ გავლენა იქონიოს მათ საბრძოლო შესაძლებლობებზე. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა არაერთგვაროვანი განცხადებები გააკეთეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ. უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპიკერმა, ანდრი იუსოვმა 22 მაისს Suspilne-ს დაუდასტურა, რომ რუსულმა ანტისამთავრობო ჯგუფებმა მართლაც დაიწყეს საბრძოლო ოპერაცია რუსეთის ბელგოროდის ოლქში. იუსოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპერაცია რუსეთ-უკრაინის საზღვარზე „უსაფრთხო ზოლის“ შექმნას ისახავს მიზნად, ის „ექსკლუზიურად რუსეთის მოქალაქეების მიერ“ ტარდება. შემდეგ მან CNN-ს განუცხადა, რომ ქვედანაყოფები, რომლებმაც გადაკვეთეს საზღვარი, უკრაინაში "თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების ნაწილი" იყვნენ, მაგრამ „რუსეთში ისინი მოქმედებენ როგორც დამოუკიდებელი სუბიექტები". უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თავის მხრივ, ბელგოროდის მოვლენებში კიევის რაიმე მონაწილეობა უარყო.

26 მაისს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ

26 მაისს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ.  17:10 საათზე კი, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, თავისუფლების მოედანზე 300 ბავშვი საქართველოს ჰიმნს შეასრულებს. მთავრობის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სხვადასხვა სივრცეები, მათ შორის შემეცნებითი, გასართობი, სპორტული, საბავშვო. მოეწყობა ლიტერატურული კაფეები, სადაც მწერლები და პოეტები იქნებიან წარმოდგენილები. მთელი დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე ასევე მოეწყობა სტარტაპერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 15 ქალაქში სხვადასხვა უწყებების სტენდები იქნება წარმოდგენილი. მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ კუთხეს აჭარაში წარმოადგენს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად კი ზუგდიდსა და თელავში იქნება წარმოდგენილი. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გალა -კონცერტით დასრულდება.