ძებნის რეზულტატი:

ირაკლი კობახიძე: რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ბუნებრივია, ფარგლებს მიღმა არ გავდივართ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი ჰყავს, რაც ამ ქვეყანასთან კომუნიკაციის კუთხით, დღეს ერთადერთი არხია. მას შეკითხვა დაუსვეს საქართველო-რუსეთის „საქმიანი საბჭოს“ შეკრებაზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში გაიმართა. ასევე, რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსეთი მზად არის, ჩადოს ინვესტიცია საქართველოში ახალი სატრანსპორტო კვანძის გახსნისთვის - ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტყუილი ადრეც გავრცელდა. „არ გამიგია. ადრეც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, სპეციალური წარმომადგენელი ჰყავდა საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რაც ფარსი და ტყუილი აღმოჩნდა. ჩვენ გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ბუნებრივია, ფარგლებს მიღმა არ გავდივართ. არის კონკრეტული კომუნიკაციის არხები, მათ შორის არის სპეციალური წარმომადგენელი და ეს არის ერთადერთი არხი დღეს, რაც რუსეთთან კომუნიკაციის კუთხით გვაქვს. საქმე ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს, ეს არის ის თემები, რაზეც ბუნებრივია, კონცენტრირებული არის ურთიერთობები, მაგრამ არა ამის მიღმა, ეს არის დღევანდელი მოცემულობა“, - განაცხადა კობახიძემ მედიასთან. ცნობისათვის, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. კელი დეგნანი: ვიდრე რუსეთი დაიწყებს საუბარს საქართველოსთან გზებზე, პროექტებზე ან მსგავს დაპირებებზე, აუცილებელია, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან  

ნაფიცმა მსაჯულებმა ანგარებით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსჯულებმა ანგარებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც ანგარებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე დადგინდა შემდეგი: ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, მისი მეგობარი ქალი ბინაში რამდენიმე ათას ლარს ინახავდა. თანხის დაუფლების მიზნით ბრალდებული დაუკავშირდა დაზარალებულს და მის საცხოვრებელ სახლში შეხვედრაზე შეუთანხმდა, სადაც მსხვერპლი ცემით მოკლა და მისი ნივთები წაიღო. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ ქალის მოკვლას და მისი ნივთების დაუფლებას ადასტურებდა. „ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით (ანგარებით ჩადენილი განზრახი მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს. სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

ლიეტუვა რუსეთისა და ბელორუსის გავლით საქონლის ტრანსპორტირების წესებს ამკაცრებს

ტვირთის გამგზავნები, რომლებიც ლიეტუვიდან ზოგიერთ საქონელს ტრანზიტულად ატარებენ რუსეთის ან ბელორუსის გავლით, მიმდინარე წლის 3 ივლისიდან ვალდებულნი იქნებიან, მწარმოებლის დეკლარაცია წარადგინონ. ამის შესახებ ქვეყნის საბაჟო სამსახური იუწყება. საუბარია ორმაგი დანიშნულების საქონლის რამდენიმე ათეულ სახეობაზე, რომლის გამოყენება სამხედრო მიზნით ან რუსული მრეწველობის სიმძლავრეების გაზრდისთვის არის შესაძლებელი. დეკლარაციაში მწარმოებელმა უნდა დაადასტუროს, რომ იცნობს საქონლის გამყიდველს და მესამე ქვეყანაში მის მყიდველს, რომ მესამე ქვეყანაში არ მოხდება ამ საქონლის გადაყიდვა. მწარმოებელმა ასევე უნდა დაადასტუროს, ინ არის საბოლოო მყიდველი. ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომ დროებით - ერთი წლით, ქვეყნის ტერიტორიის გავლით და ქვეყნის ტერიტორიიდან აიკრძალოს იმ ორმაგი დანიშნულების საქონლის გადაზიდვა, რომელიც, შესაძლოა, გამოიყენებოდეს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ჩამონათვალში 65 სასაქონლო კოდით არსებული საქონელია, მაგრამ ეს შეიძლება, შეიცვალოს. ლიეტუვის ბანკის (ცენტრალური ბანკის) გაანგარიშებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან ქვეყნის ექსპორტის საერთო მოცულობა რუსეთის ფედერაციაში 4%-ით შემცირდა, თუმცა სამაგიეროდ, 4,2%-ით გაიზარდა ექსპორტი სხვა დსთ-ს ქვეყნებში. არსებობს ვარაუდი, რომ ამ რეექსპორტით რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული საქონლის შეტანის შენიღბვა ხდება.  

უკრაინამ ახალი უპილოტო საფრენი აპარატი წარმატებით გამოსცადა - Unian

უკრაინამ წარმატებით გამოსცადა ახალი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის განადგურების სიშორე ათას კილომეტრს შეადგენს. Unian-ის თანახმად, ამის შესახებ ახელმწიფო კონცერნის „უკრობორონპრომი“ იტყობინება. „უკრობორონპრომის“ პრესმდივანი ნატალია სადი უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალთან ვალერი ზალუჟნისსთან, საჰაერო ძალების მეთაურთან, ნიკოლაი ოლეშუკთან და „უკრობორონპრომის“ დირექტორთან, იური გუსევთან ფოტოს აქვეყნებს წარწერით: „ჩვენი 1000 კმ-ზე მფრინავი უპილოტოს წარმატებით გამოყენების შემდეგ“. უპილოტო საფრენი აპარატის ფრენის სიშორე - 1000 კმ. საბრძოლო ნაწილის წონა - 75 კგ.  

რუსეთის ტამბოვის ოლქში, დენთის ქარხანაში აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, ტამბოვის დენთის ქარხანამ დაადასტურა, რომ აფეთქების შედეგად, ოთხი ადამიანის დაიღუპა. ქარხანაში აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზები დგინდება. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ქარხნის ტერიტორიაზე „მოხდა აფეთქება, რასაც აალება მოჰყვა“. ტამბოვის ოლქის გუბერნატორმა, მაქსიმ ეგოროვმა განაცხადა, რომ, წინასწარი მონაცემებით, ლაპარაკი არ არის დივერსიაზე და აფეთქების მიზეზი იყო „ადამიანური ფაქტორი“. ტამბოვის დენთის ქარხანა საბრძოლო მასალისა და სპეციალური ქიმიის მრეწველობაში  ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. იგი აწარმოებს პიროქსილინის დენთებს ყველა სახის იარაღისთვის, ყველა კალიბრის საარტილერიო სისტემებისთვის, რომლებიც არის სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და ავიაციის შეიარაღებაში“.  

პროკურატურამ არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. დაკავებულია პირი, რომელიც არასრულწლოვანი გერებით ვაჭრობდა - შსს პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვან გერებს შრომით ექსპლუატაციას უწევდა. მათივე ცნობით, ბრალდებული ძალადობით, ძალადობის გამოყენების მუქარით და იძულებით, დაზარალებულ არასრულწლოვნებს აიძულებდა ნაგვის ურნებში მუყაოს და პლასტმასის ყუთების შეგროვებას და გაყიდვას, აღნიშნულის შედეგად შეგროვილ თანხას კი განკარგავდა თავისი შეხედულებისამებრ. ასევე ბრალდებული ითვისებდა და ერთპიროვნულად განკარგავდა არასრულწლოვანებზე სახელმწიფოს მიერ ყოველთვიურად გაცემული ფულადი დახმარების თანხებსაც. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ „გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.  

რუსეთის ბირთვულმა რიტორიკამ პარტნიორების მხარდაჭერაზე გავლენა არ უნდა იქონიოს - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ რუსეთის ბირთვულმა რიტორიკამ არ უნდა იქონიოს გავლენა პარტნიორების მხარდაჭერაზე. "თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბირთვული იარაღის არსებობა უნდა გახდეს სტიმული დანებებისთვის, დაფიქრდით: რა სიგნალს უგზავნის ეს დანარჩენ მსოფლიოს? "საერთაშორისო სამართალი არ მუშაობს, არავინ დაგიცავთ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად იყავით?" ამის ნაცვლად პუტინი უნდა იღებდეს მკაფიო სიგნალს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომ როგორც კი პანდორას ყუთს რუსული ხელი მისწვდება, ის დაუყოვნებლივ მოიჭრება", - წერს პოდოლიაკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინას დახმარების ახალ, „ძლიერ პაკეტს“ გადასცემს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი ძლიერი პაკეტი დააანონსა. ამის შესახებ ბლინკენმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბლინკენმა კვლავ გაიმეორა, რომ აშშ უკრაინას დაეხმარება იმდენს ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ლონდონში უკრაინის აღდგენის საკითხებზე კონფერენცია გაიმართება, რომელშიც 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1000-ზე მეტი წარმომადგენელი, ასევე, ბიზნეს ლიდერები და გლობალური ინვესტორები უკრაინის აღდგენაში დახმარების გზებს განიხილავენ. „პრეზიდენტ ბაიდენმა თქვა… რომ უკრაინის გვერდით იმდენ ხანს ვიქნებით, რამდენიც საჭირო იქნება, და ჩვენი ორივე ქვეყანა ამის ერთგულნი ვართ… ამ ვალდებულების შესრულებას გავაგრძელებთ, მათ შორის ამერიკული დახმარების ახალი ძლიერი პაკეტის მეშვეობით, რომლის გამოცხადებასაც ხვალ შევძლებ”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ორივე საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფერენცია მიმართული იყო კერძო სექტორის წახალისებაზე, გამოიყენონ თავისი რესურსები უკრაინის რეკონსტრუქციის დასაჩქარებლად. უკრაინა ითხოვს 40 მილიარდ დოლარს, რათა დააფინანსოს „მწვანე მარშალის გეგმის“ პირველი ნაწილი თავისი ეკონომიკის აღსადგენად. უკრაინა, მსოფლიო ბანკი, ევროკომისია და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებე, რომ ომის პირველ წელს მიყენებული ზარალი 411 მილიარდი დოლარი იყო. მას შეუძლია, $1 ტრილიონს გადააჭარბოს.  

აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო - საელჩო

აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო. ამასთან დაკავშირებით, საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე წამოჭრა კითხვები და გამოხატა შეშფოთება ამ საქმეზე, მათ შორის დროსა და ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე სასჯელის შესახებ. „არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა გამოხატა ამგვარი შეშფოთება. ქმედითი დემოკრატია ეფუძნება მედიის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის აღკვეთას. მართლმსაჯულების შერჩევითად და პოლიტიზირებულად აღქმაც კი რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ძირს უთხრის მართლმსაჯულების უზენაესობას, კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებსა და თავად დემოკრატიას“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.  

თურქეთის, ირანისა და რუსეთის წარმომადგენლები, სირიის საკითხის განსახილველად ასტანაში შეიკრიბნენ

რუსეთის, თურქეთის, სირიისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა ასტანაში განიხილეს დამასკოსა და ანკარას შორის ურთიერთობების აღდგენის "საგზაო რუკის" ელემენტები. „10 მაისს მოსკოვში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შემდეგ, მონაწილეებმა დაიწყეს სირია-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების აღდგენის საგზაო რუკის ელემენტების განხილვა, თავდაცვის სამინისტროებისა და სპეციალური სამსახურების მიერ გაწულ სამუშაოსთან კოორდინაციის შესაბამისად“, - ნათქვამია შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. მოლაპარაკებებში, რომლებიც სავარაუდოდ, ოთხშაბათს გაგრძელდება, ასევე მონაწილეობენ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავრობის წარმომადგენლები და მისი მოწინააღმდეგე ჯგუფები. შეთანხმდნენ, რომ ანკარასა და დამასკოს შორის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, ვიდრე მათი ურთიერთობები არ ნორმალიზდება. ორივე მხარემ ასევე ხაზი გაუსვა ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სირიის დამოუკიდებლობის პატივისცემის მნიშვნელობას. ირანის დელეგაცია ცალკე შეხვდა რუსეთის წარმომადგენლებს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ ბოგდანოვის ხელმძღვანელობით. მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და დამასკოსა და ანკარას შორის არსებული უთანხმოების მოგვარების გზები. მათ ასევე ხაზი გაუსვეს სირიის სუვერენიტეტის პატივისცემას და ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებლობას. ირანის დელეგაციამ ასევე გამართა დისკუსია სირიის დელეგაციასთან, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აიმან სუზანი ხელმძღვანელობდა. თურქეთსა და ასადის რეჟიმს შორის კავშირების აღდგენა ასევე ნიშნავს თურქეთს სირიელი ლტოლვილების მასპინძლობის ტვირთის შემსუბუქებას. „სირიელი ლტოლვილების დახმარება ადვილი არ არის; ჩვენ ველით, რომ ჩვენი პარტნიორები ასევე კონცენტრირდებიან ლტოლვილების დაბრუნებისთვის პირობების შექმნაზე“, - განაცხადა ფარუკ კაიმაქჩიმ, თურქეთის მუდმივმა დელეგატმა ევროკავშირში გასულ კვირას ევროკავშირის დონორთა კონფერენციაზე. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) ანგარიში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი ლტოლვილის მასპინძელი ქვეყნებია თურქეთი (3.6 მილიონი), ირანი (3.4 მილიონი), კოლუმბია (2.5 მილიონი), გერმანია (2.1 მილიონი). ) და პაკისტანი (1,7 მილიონი). 

ბუდანოვის თქმით, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელი დანაღმეს და აფეთქების საშიშროება არსებობს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელი დანაღმეს, აფეთქების საშიშროება არსებობს.  „სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის [აფეთქების ან ავარიის] გარკვეული საშიშროება არსებობს. ვინაიდან, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური როგორც იმყოფებოდა, ისევე იმყოფება საოკუპაციო ჯარების დროებითი კონტროლის ქვეშ”, - განაცხადა კირილ ბუდანოვმა. მისივე თანახმად, კახოვკის ჰესის კაშხალის აფეთქებით რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებლებთან წყლის ნორმალურის მიმოსვლა გაანადგურეს. ასევე, ოკუპაციის პირობებში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დამატებით იქნა დანაღმული, კერძოდ კი მისი გამაგრილებელი. “თუ მას [გამაგრილებელს] აფეთქების გზით გამოიყვანენ მწყობრიდან, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მნიშვნელოვანი პრობლემები იქნება”, - აღნიშნა კირილ ბუდანოვმა.  

დიდი ბრიტანეთის ელჩი: ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ პროცესს ახლოდან ვაკვირდებით

ნიკა გვარამიას პროცესს ახლოდან ვაკვირდებით, თავისუფალი და ცოცხალი მედია დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტია. ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. „მთხოვეს, რამდენიმე სიტყვა ვთქვა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. წინა წლებიდან მოყოლებული ძალიან ახლოდან ვაკვირდებით ამ პროცესს, ცოტა ხნის წინ, 12 თვე შესრულდა დაკავებიდან. ამ „ქეისის“ განვითარებასთან პარალელურად მის ახლოდან დაკვირვებას ვაგრძელებთ. რაც შეეხება 12 პუნქტს, დიდი ბრიტანეთი, რა თქმა უნდა, განსხვავებულ პოზიციაშია, ვინაიდან, ევროკავშირის წევრი აღარ ვართ, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირის წევრობას და NATO-ს წევრობას რამდენიმე ძირითად მიზეზის გამო. ყოველი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ყველა დიდი პოლიტიკური პარტია ასევე ამბობს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს ძირითადი დემოკრატიული ფაქტია და დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ამას, ასე რომ, ჩვენ [საქართველოს] კანდიდატის სტატუსისადმი პროგრესს ძალიან ახლოდან ვაკვირდებით… აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო - საელჩო ჩემი როლი არ არის სასამართლო პროცესის კომენტირება, მაგრამ პროცესს ახლოდან ვაკვირდებით. მიზეზი, ახლა რატომაც გელაპარაკებით, არის ის, რომ ჩვენ, გაერთიანებული სამეფო, თავისუფალი და ცოცხალი მედიის მხარდამჭერები ვართ, ვინაიდან ეს ყოველი დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტია. ასე რომ, ჩვენ ყველა თქვენ უფლებას ვუჭერთ მხარს, რომ აკეთოთ ის, რასაც აკეთებთ”, - განაცხადა კლეიტონმა IPN-ის ცნობით.  

ელჩი დეგნანი დარწმუნებულია, რომ ევროკომისია მიმდინარე სამუშაოს ძალიან დეტალურად შეაფასებს

ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი დარწმუნებულია ევროკომისია მიმდინარე სამუშაოზე ძალიან დეტალურ შეფასებას გააკეთებს, რამდენად ინკლუზიური იყო ან არ იყო პროცესი, რამხელა პროგრესი იყო მიღწეული კონკრეტულად 12 რეკომენდაციასთან მიმართებით. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა მედიასთან განაცხადა. „რა თქმა უნდა, არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ევროკომისიის შეფასებაზე ვიმსჯელო. დარწმუნებული ვარ, რომ აქ მიმდინარე სამუშაოზე ისინი ძალიან დეტალურ შეფასებას გააკეთებენ, რამდენად ინკლუზიური იყო ან არ იყო პროცესი, რამხელა პროგრესია მიღწეული ამ კონკრეტულ 12 რეკომენდაციაზე. იმ ფაქტის დამატებით, რომ ვენეციის კომისიამ მოსაზრებები გამოაქვეყნა სასამართლოებზე კანონის შესწორებებთან დაკავშირებით და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე. იქ ძალიან ნათელი და კონკრეტული პუნქტები იყო, თუ რა არის საჭირო მოლოდინების დასაკმაყოფილებლად, რაც იმის ნიშანია, თუ რამდენად ერთგულია ამ პროცესში ევროკავშირი საქართველოს წარმატების. ძალიან კონკრეტული პუნქტებია იმაზე, თუ რა ნაბიჯებია საჭირო. პარლამენტი თუ ამ ნაბიჯებს გადადგამს, ის საქართველოს იმასთან დააახლოებს, სადაც ყველას სურს საქართველოს ნახვა - დეკემბერში კანდიდატის სტატუსზე დადებითი პასუხის მიღება”, - განაცხადა კელი დეგნანმა. ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ ზეპირ მოხსენებას წარადგენს  

მარკ კლეიტონი: მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას, დიდი ბრიტანეთი საქართველოს მტკიცე მეგობარია და ასეც გაგრძელდება

ელჩ მარკ კლეიტონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. გაერთიანებული სამეფო საქართველოს მტკიცე მეგობარია და ასეც გაგრძელდება. საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა მეფე ჩარლზ III-ის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გასული წელი მნიშვნელოვანი იყო ბრიტანეთისთვის დედოფლის გარდაცვალების და შემდგ კი მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის გამო. მარკ კლეიტონმა აღნიშნა, რომ გასული წელი მნიშვნელოვანი იყო გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ურთიერთობებისთვის. „წელს ჩვენ გვქონდა პატივი, გვემასპინძლა საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილისთვის ლონდონში, ყოველწლიური სტრატეგიული მოლაპარაკებებისთვის, უორდროპის დიალოგისთვის. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი საპასუხო ვიზიტით ეწვია საქართველოს მარტში, რაც 2016 წლის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი იყო ქვეყანაში. ეს ვიზიტები მნიშვნელოვანია და სიღრმისეული დიალოგის წარმოების საშუალებას იძლევა პრემიერ-მინისტრთან და მინისტრებთან მნიშვნელოვან საკითხებზე. თუმცა, ეს აისბერგის წვერია, როდესაც საუბარია ჩვენს ურთიერთობაზე საქართველოსთან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობიდან კიბერუსაფრთხოებამდე. ამაზე ხვალ დილით ვისაუბრებთ, ბრიტანეთის საბჭოს მუშაობიდან გამომდინარე, რომელიც მხარს უჭერს ინგლისური ენის შესწავლას საქართველოს სკოლებში, ძალიან ბევრი რამ მიმდინარეობს და წინ კიდევ ბევრი იქნება“, – განაცხადა ელჩმა. კლეიტონმა საქართველოში დაგეგმილ წვრთნებში ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება. „წელს, მოგვიანებით, ბრიტანული შეიარაღებული ძალების უდიდესი კონტინგენტი საქართველოში მონაწილეობას მიიღებს დაგეგმილ წვრთნებში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას პარლამენტთან, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ადამიანის უფლებადამცველებთან, ლგბტქ საზოგადოებასთან და სხვა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მედიასთან, რათა აღმოვფხვრათ დეზინფორმაცია და საქართველოს დემოკრატიაში ჩარევა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. როგორც ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა მარტში, გაერთიანებული სამეფო საქართველოს მტკიცე მეგობარია და ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა კლეიტონმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

კელი დეგნანი: იმედი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ნიკა გვარამიას „ქეისთან“ დაკავშირებულ პრობლემებს

„იმედი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ნიკა გვარამიას „ქეისთან" დაკავშირებულ პრობლემებს და არგუმენტირებულ, მოტივირებულ (reasoned) გადაწყვეტილებამდე მივიდოდა“, - აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი ძირს უთხრის საქართველოს სასამართლო სისტემას. „ძალიან იმედგაცრუებულები ვართ [ნია გვარამიას პატიმრობის გაგრძელების გადაწყვეტილებით]. თავიდანვე აშშ გამოხატავდა შეშფოთებას ამ საქმესთან დაკავშირებით, დაპატიმრების დროსთან დაკავშირებით, ბრალდებებთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, განაჩენთან დაკავშირებით. როგორც ბევრჯერ ვთქვით, ასეთ სასამართლო გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი ძირს უთხრის საქართველოს სასამართლო სისტემას, ძირს უთხრის სასამართლოს მიუკერძოებლობისადმი საზოგადოების ნდობას, რაც ასე მნიშვნელოვანია ძლიერი და ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ამ ქეისთან დაკავშირებულ პრობლემებს და დასაბუთებულ (reasoned) გადაწყვეტილებას გამოიტანდა“, - განაცხადა დეგნანმა. აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო - საელჩო  

სლოვაკეთის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

სლოვაკეთის პარლამენტმა ჰოლოდომორი (უკრ. Голодомор, შიმშილით სიკვდილი) უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, რის გამოც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლიერება გამოხატა. „მადლობელი ვარ სლოვაკეთის პარლამენტის, რომელმაც 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. დროული გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი წვლილი ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის პატივისცემაში“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.  14 ივნისს, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად ლუქსემბურგმაც აღიარა და ის 26-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნა.  საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.   

იაპონია კახოვკის კაშხლის განადგურებით დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად, $5 მილიონს გამოყოფს

იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, 5 მილიონი დოლარის გადაუდებელი დახმარება გაუწიოს სამხრეთ უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგად დაზარალდნენ.   უკრიანული მედიის თანახმად, გადაწყვეტილების შესახებ კაბინეტის მთავარმა მდივანმა, მაცუნო ჰიროკაზუმ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. NYT: მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ კახოვკის კაშხალი რუსეთმა ააფეთქა     ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი კაშხალი 6 ივნისს განადგურდა. შედეგად, დაიტბორა ხერსონის რეგიონი. არიან დაღუპულები და დაკარგულები. რუსეთი ტრადიციულად, დანაშაულში კიევს სდებს ბრალს. უკრაინა რუსეთს ტერორისტული აქტის მოწყობაში ადანაშაულებს. ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით კახოვკის კაშხლის განადგურებას ომის დანაშაული უწოდა.  

ლაზარე გრიგორიადისის მამამ პირი და თვალი ამოიკერა

მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა, რომელიც შვილის გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტთან აქციას მართავს, პირი და თვალი ამოიკერა. ბექა გრიგორიადისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს გააკეთა „ლაზარეს თავისუფლებისთვის და რუსული მთავრობის მიმართ დაუმორჩილებლობისთვის". პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია სახელწოდებით - „არა რუსულ მთავრობას - სამოქალაქო დაუმორჩილებლობა" მიმდინარეობს. ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“; 9 მარტს კი, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ლაზარე გრიგორიადისის მამის დაკავებასთან დაკავშირებით, ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, არ შეზღუდოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება

ევროკავშირი წელს 30 000 უკრაინელი სამხედროს მომზადებას გეგმავს

ევროკავშირის უკრაინის სამხედრო დახმარების მისიის ფარგლებში, წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების 30 ათასი სამხედრო მოსამსახურის მომზადება იგეგმება. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო Telegram-ზე იტყობინება.   ევროკავშირის ქვეყნებმა  24 ათასი უკრაინელი სამხედროს მომზადება დაასრულეს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა 15 ივნისს განაცხადა. საწვრთნელი მისია ევროკავშირმა მას შემდეგ შექმნა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.

რუსული და პრო-რუსული დეზინფორმაცია აგრძელებს ამ ქვეყნის დაყოფასა და შეცდომაში შეყვანას - ელჩი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსული და პრო-რუსული დეზინფორმაცია აგრძელებს ქვეყნის დაყოფას და შეცდომაში შეყვანას.  ჟურნალისტებთან საუბარში დეგნანმა განაცხადა, რომ ეს ძალიან სახიფათოა ტენდენციააა. „საქართველო პოლარიზებული იყო, როდესაც აქ ჩამოვედი სამწელიწადნახევრის წინ. იყო მცდელობები ქართველების გაერთიანების. ვფიქრობ, ყველა ვაღიარებთ, რომ რაც უფრო გაყოფილია საქართველო, ერთადერთი, ვინც სარგებელს იღებს ამით, არის რუსეთი. და ეს რუსული და პრო-რუსული დეზინფორმაციაა, რომელიც აგრძელებს ამ ქვეყნის დაყოფას და შეცდომაში შეყვანას. ეს ძალიან სახიფათოა. ქართველებმა იციან ეს ტაქტიკა, თქვენ ბევრი ათწლეულის განმავლობაში ცხოვრობდით რუსულ მცდელობებთან ერთად განეყო, შეეშინებინა და შეცდომაში შეეყვანა [საქართველოს] მოსახლეობა. ვიმედოვნებ, კვლავ არსებობს გაერთიანების მცდელობა, არამხოლოდ ამ წარმოუდგენელი შესაძლებლობისთვის, რომ ევროინტეგრაციას დაუახლოვდეთ, რაც ქართველი ხალხის უმრავლესობის ნათელი არჩევანია, არამედ - რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის წინააღმდეგ. ეს დროა, ქართველი ხალხი გაერთიანდეს, რომ ნამდვილად შეესაბამებოდეთ თქვენს დევიზს, რომ ძალა ერთობაშია. ერთმანეთის მოსმენა, განსხვავებული მოსაზრებების არსებობის მიღება რთული არ არის. აშშ 30 წელია, მხარს უჭერს საქართველოს მცდელობებს, ააშენოს დემოკრატია. ეს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასაც მოიცავს, ეს თავისუფალი, ცოცხალი, პასუხისმგებლობიანი მედიის მხარდაჭერასაც მოიცავს. ყველამ უნდა ითამაშოს ამაში როლი: პოლიტიკოსებმა, მედიამ, ჟურნალისტებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, რათა საქართველოს ინტერესები იყოს უპირველეს ყოვლისა, რათა პოლიტიკური ჩხუბები გვერდზე გადაიდოს. პოლიტიკოსები იმას იტყვიან, რაც უნდა თქვან. ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს, ხშირად კამერების წინ. მაგრამ , რეალურად, ახლა დროა, რომ საქართველოს ინტერესები იყოს უპირველეს ყოვლისა. აშშ-ს ყველაზე მეტად საქართველოს წარმატება სურს, ევროკავშირის წევრობაში თქვენი წარმატება, NATO-ს წევრობაში თქვენი წარმატება. ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი საქართველოს მომავლისთვის ერთად მუშაობაა. ძალა ერთობაშია”, - განაცხადა კელი დეგნანმა. ამავე კომენტარიდან: ელჩი დეგნანი დარწმუნებულია, რომ ევროკომისია მიმდინარე სამუშაოს ძალიან დეტალურად შეაფასებს