ძებნის რეზულტატი:

მაღაროელებმა პარლამენტთან შიმშილობა დაიწყეს

მაღაროელების განცხადებით, დღეს დილიდან აქციების პარალელურად შიმშილობას დაიწყებენ. პროტესტის უკიდურესი ფორმა აქციის 4-მა მონაწილემ აირჩია. ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, მესამე დღეა, აქციას მართავენ. მათ ადგილზე კარვები გაშალეს. 20 ივნისს, აქციის მონაწილეებმა დღეს “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობაც გამართეს. ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები, „ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობს მართავენ გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელები ასევე მოითხოვენ, 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულებას; ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერებას და გადახდის გადავადებას, აქამდე დარიცხულის გასტუმრებას; დაზღვევის შეცვლას და პირობების გაუმჯობესებას; დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლებას; უსაფრთხოების გაკონტროლებას ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი.    უწყების ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც  დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე -  კომპანიის მენეჯმენტთან.    მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. „პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. ჭიათურაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.   „ადამიანები შიმშილობენ და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მდგომარეობას გავცნობოდი. იქ ვერ ვნახე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც მონიტორინგს გააკეთებდა და პირველი, რაც გავაკეთეთ, სასწრაფო დახმარების მობილიზება მოვახდინეთ და იმის მერე იქ არის. ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა ჩვენი ფუნქციაა, მხარეებს პოზიციის დაახლოებაში შევუწყოთ ხელი, მაგრამ ამ შემთხვევაში კერძო კომპანიაა, დასაქმებულები არიან და სახელმწიფოს ჰყავს დანიშნული მედიატორი, რომელიც მუშაობს შეთანხმების მიღწევაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოზიტიური როლი შევასრულოთ.   მაღაროში დასაქმებულების შრომითი პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. ვცდილობთ, რომ ეს პროცესი მივიდეს შეთანხმებამდე, სადაც დამსაქმებელიც დათმობს პოზიციებს და ეს პოზიციები მისაღები იქნება პროტესტის მონაწილეებისთვის. ჩვენი თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა იოსელიანმა „ტვპირველის“ ეთერში.    „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 20%-იანი ზრდის მოთხოვნა, ალოგიკურია.

ჯუანშერ ბურჭულაძე ვაზიანში აეროპორტის მშენებლობაზე: არანაირი შეფერხება არც სწავლებას და არც ბაზის ფუნქციონირებას არ ექნება

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ვაზიანში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არანაირი შეფერხება არც სწავლებას და არც ბაზის ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა, არ ექნება. ჟურნალისტის კითხვას, სამხედრო ბაზაზე ვამბობთ თუ არა უარს, მინისტრმა უპასუხა, რომ - არა. „რაც კი ეს საკითხი წამოიჭრა იმ დღიდან ჩართულები ვართ - უწყება, კომპეტენტური ქვედანაყოფები, ასევე, უწყების ხელმძღვანელობა და ჩვენ არანაირი პრობლემა ამაში არ დაგვინახავს. არანაირი შეფერხება არც სწავლებას და არც ბაზის ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა, არ ექნება. არცერთი კითხვის ნიშანი ამ საკითხთან დაკავშირებით არავის არ გამოუთქვამს. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ფართო ჯგუფის ფორმატში განგვეხილა ეს საკითხი“, - განახადა თავდაცვის მინისტრმა. აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით კრიტიკულ შეფასებებთან დაკავშრებით, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის პოლარიზაციის საწყისი. „რას ნიშნავს მოღალატეობრივი?! ზოგადად ამ ტერმინს უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ. ჩვენი მხრივ, იგივე იქნება ახლა, ვთქვა, რომ მოღალატეობრივი პოზიციაა ის, რომ საქართველოს ეკონომიკის წინსვლას ჩვენი ოპოზიცია ცდილობს, ხელი შეუშალოს. არანაირი რისკი არ წარმოიქმნება არც სწავლებებისთვის და არც ბაზისთვის. არანაირი საფრთხე ბაზის ფუნქციონირებას და სწავლებას არ ექნება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თბილისში, სავარაუდოდ, ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენება იგეგმება.

პრემიერი ევროკომისიის ზეპირი მოხსენების გამოქვეყნებამდე: საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამისი შეითხვის საპასუხოდ, ბრიუსელში თავისი უკანასკნელი ვიზიტი და ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში გამართული შეხვედრები შეაფასა. მან ისაუბრა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესსა და მოლოდინებზე, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მიღებასთან დაკავშირებით უნდა ჰქონდეს. ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ ზეპირ მოხსენებას წარადგენს „მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები უნდა გვქონდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, იქამდე ბევრი რამ არის გადასაწყვეტი. მე მათ დეტალურად ავუხსენი, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და სრული რაპორტი ჩვენი საქმიანობის მიწოდებულია ევროკომისიაში. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ მშვიდად ევროკომისიის გადაწყვეტილებას. მე მათ კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ მოცემულ ვითარებაში, ამ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ყველა ვიმყოფებით, მთელი მსოფლიო და ზოგადად, ევროპის კონტინენტზე რაც ხდება და უკრაინაში ეს დამანგრეველი ომი, ამან მთლიანად შეცვალა საერთაშორისო წესრიგი. მათ ვუთხარი, რომ ასეთ ვითარებაში, საქართველოს გამოყოფა იქნება სტრატეგიული შეცდომა დასავლეთის და ეს არ შედის არც დასავლეთის, არც ჩვენს ინტერესებში. ასევე მკაფიოდ ვუთხარი ჩვენს მეგობრებს, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი თუ არის პოლარიზაციის დასრულება, აუცილებლად უნდა მოგვანიჭონ სტატუსი, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სპეკულაციის საგანი და პოლარიზაციის წყარო. თუ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს ავტომატურად, მინიმუმ გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს. ეს შეფასებები იყო, დანარჩენი დაველოდოთ. ჩვენ ამ კვირაში ველოდებით რაპორტს. ეს არ იქნება საჯარო ინფორმაცია, მაგრამ ალბათ, ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი ჩვენთვისაც მათ შორის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ოქტომბერში უნდა წარადგინოს ევროკომისიამ რეკომენდაცია ევროპული საბჭოს მიმართ, მისცეს თუ არა სტატუსი საქართველოს. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - განაცხადა პრემიერმა. 22 ივნისს, გენერალურ საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ შეხვედრაზე, ევროკომისია ზეპირ მოხსენებას წარადგენს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით. GAC-ის ორდღიანი შეხვედრა 21-22 ივნისს შვედეთის ქალაქ უფსალაში ჩატარდება. წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი

ოპოზიცია არის დაქსაქსული - ღარიბაშვილი

ოპოზიცია არის დაქსაქსული, დეგრადირებული, გაუბედურებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. "Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები სასაცილოა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“, პარტიული რეიტინგის თანახმად, მესამე ადგილზეა პარტია „საქართველოსთვის“. გამოკითხვის შედეგები ასე ნაწილდება:„ქართული ოცნება“ - 37%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 25, „საქართველოსთვის“ - 6%, „ლეიბორისტული პარტია“ - 5%, „ლელო“ - 4%, „გირჩი - მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე)“ - 4%, „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) - 3%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3%, გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 3%, „დროა“ - 2, „ალტ ინფო“ - 2%, „მოქალაქეები” - 2, „ხალხის ძალა“ - 2%, „ევროპული საქართველო“ - 1%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 1%. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.  

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროპელი კოლეგები მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გაუხარდება პირველ რიგში ქართველ ხალხს - ბრეგაძე

ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები, მეგობრები და მხარდამჭერები აუცილებლად მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გაუხარდება პირველ რიგში ქართველ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. „მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ სახელმწიფოს და პირველ რიგში ქართველ ხალხს აუცილებლად დაუფასდება ძალისმხევა, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. რამდენი სიცოცხლე შეწირეს ჩვენმა ჯარისკაცებმა საქართველოს დასავლურ არჩევანს, ავღანეთიდან დაწყებული ბევრი სხვა მისიით დასრულებული, ასევე მთელი ის ცვლილებები რომელიც გაატარა ხელისუფლებამ ქართველ ხალხთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება სათანადოდ შეფასებული და დაფასებული ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის ჩვენი ევროპელი კოლეგები, მეგობრები და მხარდამჭერები აუცილებლად მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გაუხარდება პირველ რიგში რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს“, - განაცხადა ბრეგაძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

სააკაშვილი საკუთარ სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, მხარდამჭერებში გამოკითხვის დაწყებას აანონსებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, საკუთარ მხარდამჭერებში გამოკითხვის დაწყებას აანონსებს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას - კობახიძე სააკაშვილზე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ - სააკაშვილი „ოცნება” არის დაშინების და სიძულვილის რუსული პარტია. ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს მტრის სიძულვილმა და ამავე დროს საქართველოს და ქართველების სიყვარულმა. მე აღმოვჩნდი იქ, სადაც ვარ საქართველოს მონატრების გამო, მაგრამ არცერთი წუთით არ გამნელებია და არ მინანია საქართველოს სიყვარული. გაიხსენეთ ჩემი პრეზიდენტობის ბოლო დღეს პრეზიდენტის სასახლეზე ავაწევინე საქართველოს გულებიანი დროშა და ამან მაშინვე გამოიწვია “ოცნების" პროტესტი. გავიდა 10 წელი და ეს სიყვარული მხოლოდ გამიძლიერდა. მე მინდა, პირველ რიგში, გავიგო თქვენი აზრები, თქვენი მოთხოვნები და ამის შემდეგ გაგაცნობთ სამოქმედო ნაბიჯების ჩემეულ ხედვას. ამიტომ დღეს ვიწყებ კითხვა-პასუხის რეჟიმს და როგორც არ უნდა მომაქციონ თქვენგან იზოლაციაში "პუტინისტებმა", მაინც გავიგებ თქვენ ხმას და მოგაწვდით ჩემს ხმას. დიდება უკრაინას და გაუმარჯოს საქართველოს!", - წერს სააკაშვილი.  

აშშ უკრაინას ეკონომიკური აღდგენისთვის, დამატებით, 1,3 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 1,3 მილიარდ დოლარზე მეტ დამატებით დახმარებას უგზავნის, რომ ქვეყანას ენერგო ქსელისა და და ეკონომიკურ აღდგენაში დაეხმაროს. ამის შესახებ სახელწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ლონდონში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის შესახებ კონფერენცია მიმდინარეობს.  ამის შესახებ France24 წერს. ახალი პაკეტი ომის შედეგად განადგურებული ქვეყნის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის საჭიროებებს მოხმარდება. „ჩვენ ვაპირებთ 520 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას, რათა დავეხმაროთ უკრაინას ენერგეტიკული ქსელის აღდგენაში“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.   

არ არსებობს კარგი და ცუდი დეზინფორმაცია, არ უნდა განვასხვაოთ, თითქოს რუსული დეზინფორმაცია ცუდია და დასავლეთიდან მომდინარე, კარგი - პაპუაშვილი

პროპაგანდა და დეზინფორმაცია გამოწვევაა, რაზეც ჩვენც ვსაუბრობთ. გამოწვევა მრავალმხრივი, სხვადასხვამხრივია. მარტო რუსეთზე გადაბრალება სწორი და სერიოზული არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველა სახის დეზინფორმაცია ცუდია, რუსული იქნება თუ დასავლეთიდან მომდინარე. რუსული და პრო-რუსული დეზინფორმაცია აგრძელებს ამ ქვეყნის დაყოფასა და შეცდომაში შეყვანას - ელჩი დეგნანი „მიხეილ სააკაშვილის წელიწადნახევრიან დეზინფორმაციულ ეპოპეას თუ ავიღებთ, როცა საუბარი იყო, თითქოს ის მოწამლეს, აწამეს და ასე შემდეგ, ეს დეზინფორმაციული პროპაგანდა დასავლეთიდან მოდიოდა, რუსეთიდან ხომ არ მოდიოდა? ამ შემთხვევაში, რასთან გვაქვს საქმე. ამხელა, წელიწადნახევრიანი დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანია იყო, შემდეგ კიდეც ვნახეთ, რომ დაფინანსებული კამპანია იყო. ამერიკულ თუ ევროპულ მედიაში იბეჭდებოდა ყალბი სტატიები, პოლიტიკოსები თუ ე.წ. ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სიყალბეს ავრცელებდნენ. ჩამოდიოდნენ ყალბი ექიმები, ყალბი იურისტები, ყალბი ნობელის პრემიის ლაურეატები, მათ შორის ადამიანები, რომლებსაც მაღალი თანამდებობები უკავიათ და ნებსით თუ უნებლიეთ ჩართული იყვნენ საქართველოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდაში. დეზინფორმაცია კარგი და ცუდი არ არსებობს. დეზინფორმაციულ გამოწვევებზე როცა ვსაუბრობთ, არ უნდა განვასხვაოთ, თითქოს რუსული დეზინფორმაცია ცუდია და დასავლეთიდან მომდინარე დეზინფორმაცია კარგია. ყველა დეზინფორმაცია ცუდია. სამწუხაროა, რომ ხშირად „ენჯეოები“, რომლებიც დეზინფორმაციას ებრძვიან, ჩუმდებიან და ხმას არ იღებენ, როცა დეზინფორმაცია დასავლეთიდან მომდინარეობს", - განაცხადა პაპუაშვილმა.  

ევროკავშირს უკრაინასთან მიმართებით, გრძელვადიან პერსპექტივაში „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“ აქვს - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკავშირს „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“ აქვს უკრაინასთან მიმართებით, გრძელვადიან პერსპექტივაში, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, 21 ივნისს, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, როდესაც ქვეყნის საინვესტიციო გეგმები გამოაქვეყნა. „ეს ემსახურება უკრაინის დაოყოვნებელ საჭიროებებს. მაგრამ მოდით, მომავალზეც ვილაპარაკოთ. მე მჯერა, რომ ევროპის კავშირს საგანგებო პასუხისმგებლობა აკისრია", - განაცხადა ლაიენმა. „უკრაინელები გვეუბნებიან, რომ, როცა თავიანთ მომავალს წარმოიდგენენ, ისინი ხედავენ მათი ქალაქების თავზე მოფრიალე ევროპის დროშას. და ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი  იქნება ", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. 22 ივნისს, გენერალურ საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ შეხვედრაზე, ევროკომისია ზეპირ მოხსენებას წარადგენს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით. GAC-ის ორდღიანი შეხვედრა 21-22 ივნისს შვედეთის ქალაქ უფსალაში ჩატარდება. წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი

დაკავებულია 8 პირი, რომლებიც ღამის კლუბში ტურისტებს შეკვეთილ პროდუქციაში შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 8 პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თორნიკე მარსაგიშვილმა განაცხადა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: წარსულში ნასამართლევები, 1968 წელს დაბადებული რ.მ., 1998 წელს ა.დ. და 1982 წელს დაბადებული გ.ც., 1999 წელს დაბადებული დ.ბ., 1989 წელს დაბადებული დ.ა., 1992 წელს დაბადებული გ.კ., 1981 წელს დაბადებული ზ.დ. და 1970 წელს დაბადებული მ.დ. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელებს - რ.მ.-ს და გ.ც.-ს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლებთან: ზ.დ., ა.დ. და მ.დ.-სთან შეთანხმებით, კონკრეტულ ბარში მიჰყავდათ ტურისტები, რომლებსაც აღნიშნულ ბარში დასაქმებული პერსონალის: დ.ბ.-ს., დ.ა.-ს და გ.კ-ს დახმარებით, თაღლითური გზით, მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ. ასევე, დაზარალებულებზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარას. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - განაცხადა თორნიკე მარსაგიშვილმა.  

რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ნგრევისთვის, რაც უკრაინას მიაყენა - სუნაკი

აშკარაა, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ნგრევისთვის, რომელიც მათ უკრაინას მიაყენა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა. "გაერთიანებულმა სამეფომ ორშაბათს გამოაქვეყნა ახალ კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას იძლევა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დატოვონ მანამ, სანამ რუსეთი უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებს", - განაცხადა სუნაკმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

ირაკლი ღარიბაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე შონ ო’ფარელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე შონ ო’ფარელს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას მიმდინარე თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გააქტიურების კონტექსტში. განსაკუთრებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული დინამიური საპარლამენტო ურთიერთობები. ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ ქვეყნებს შორის დიდი სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალია, რომელიც სრულად უნდა იქნას ათვისებული. საუბარი შეეხო მსხვილ ირლანდიურ ინვესტიციებსა და საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესკლიმატს. შეხვედრაზე აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები და გამოითქვა იმედი, რომ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ დაფასდება. პრემიერ-მინისტრის თქმით, ირლანდიის აქტიური პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. ითქვა, რომ ხელისუფლება ინკლუზიურად, თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ ასრულებს 12 პრიორიტეტს და ქვეყანა რჩება ევროკავშირის საიმედო პარტნიორად რეგიონში. მთავრობის მეთაურმა ირლანდიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, აგრეთვე აღინიშნა ირლანდიის მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის წევრები და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტინა ფინი, ხოლო საქართველოს მხრიდან: საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირლანდიაში გიორგი ზურაბაშვილი ესწრებოდნენ.  

აშშ $1 მილიარდზე მეტის AMRAAM-ის ტიპის რაკეტებს მათ შორის უკრაინისთვის უკვეთავს

ამერიკულმა თავდაცვის კომპანია Raytheon-მა ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტების, AMRAAM-ის წარმოებაზე 1.1 აშშ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტი მიიღო. ამის შესახებ უკრაინული მედია პენტაგონის ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით წერს. უწყების ცნობით, კონტრაქტი AMRAAM-ის ტიპის რაკეტების, სათადარიგო ნაწილების წარმოებას, ასევე, წარმოების საინჟინრო და ტექნიკურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. პენტაგონის ინფორმაციით, წარმოება, სავარაუდოდ, 2027 წლის 31 იანვრისთვის დასრულდება. ხელშეკრულება ითვალისწინებს არასაიდუმლო უცხოურ სამხედრო გაყიდვებს ბაჰრეინში, ბელგიაში, ბულგარეთში, კანადაში, ფინეთში, უნგრეთში, იტალიაში, იაპონიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, კატარში, საუდის არაბეთში, სინგაპურში, სამხრეთ კორეაში, ესპანეთში, შვეიცარიაში, უკრაინასა და დიდ ბრიტანეთში. AMRAAM-ის ტიპის რაკეტები არის ამერიკული შეიარაღებული ძალების ყველა ტიპის თანამედროვე მებრძოლებს შორის მთავარი საჰაერო იარაღი. რაკეტა ასევე გამოიყენება ნორვეგიულ-ამერიკულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსში - NASAMS.  

„ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „მმართველი გუნდი ევროპელი პარტნიორების თხოვნას ანგარიშს გაუწევს და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს დეკემბრამდე აღარ დაამტკიცებს“.კობახიძის თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პირადად სთხოვეს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არ მიეღო. ის აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ აინტერესებს, მოიხსნება თუ არა დეოლიგარქიზაციის საკითხი 12 რეკომენდაციიდან.   ირაკლი კობახიძის განცხადებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში ვიზიტისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სთხოვა, არ მიეღოთ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ.„ჩვენ მომავალ კვირაში ვგეგმავდით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საბოლოო - მესამე მომსმენით მიღებას, თუმცა იცით, რომ პრემიერს ბრიუსელში ვიზიტი ჰქონდა, უმაღლეს დონეზე შეხვედრები შედგა, მათ შორის შარლ მიშელთან, ევროკომისართან და იქ ასეთი თხოვნა იქნა დაყენებული, რომ ამ ეტაპზე ეს კანონი არ იყოს მესამე მოსმენით მიღებული. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ ამ თხოვნას. მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული ეს კანონი, არც დეკემბრამდე მივუბრუნდებით. ჩვენ დაველოდებით ყველა შემთხვევაში დეკემბერში ევროკომისიის და ევროსაბჭოს მიერ გამოხატულ პოზიციას. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვაინტერესებს, მოიხსნება თუ არა დეოლიგარქიზაციის საკითხი, რაც თავისთავში გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას. მანამდე არ ვაპირებთ, რომ მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას“, - განუცხადა მედიას კობახიძემ კახეთის რეგიონში, სადაც „ქართული ოცნების“ პარტიულ კონფერენციას ესწრება.  22 ივნისს, გენერალურ საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ შეხვედრაზე, ევროკომისია ზეპირ მოხსენებას წარადგენს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით. GAC-ის ორდღიანი შეხვედრა 21-22 ივნისს შვედეთის ქალაქ უფსალაში ჩატარდება. წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს. "22-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - წერია ინფორმაციაში.  

ბრიტანულმა მოიერიშეებმა NATO-ს საჰაერო სივრცის სიახლოვეს, სამ რუსულ თვითმფრინავს გზა ჩაუჭრეს

ბრიტანული გამანადგურებელი Typhoon ესტონეთის ცაზე აფრინდა, რომ შეეფერხებინა რუსული ტუ-134 და ორი სუ-27, რომლებიც ესტონეთში, NATO-ს საჰაერო სივრცის მახლობლად მოძრაობდნენ. ურკაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ სამეფო საჰაერო ძალების პრესსამსახური იუწყება.   ხაზგასმულია, რომ რუსულმა თვითმფრინავმა დაარღვია საერთაშორისო ნორმები რეგიონულ საჰაერო სივრცის კონტროლის სააგენტოებთან კავშირის არარსებობით. ესტონეთის ცაზე ბრიტანული გამანადგურებელი 14 ივნისსაც აფრინდა. რუსული თვითმფრინავები მაშინაც ალაინსის საჰაერო სივრცეს მიუახლოვდნენ. შეგახსენებთ, რომ NATO-ს ქვეყნები საკმაოდ ხშირად აფერხებენ რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საზღვრებზე. კერძოდ, 2023 წლის 15 მარტს ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალებმა ესტონეთის საჰაერო სივრცის მახლობლად, რუსული თვითმფრინავი შეაკავეს. მოგვიანებით, ერთ კვირაში ანალოგიური ფაქტი ისევ ესტონეთთან დაფიქსირდა. NATO-ს გამანადგურებლები რუსული IL-76 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს აედევნენ დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავებმა 17 აპრილსაც დააფიქსირეს სამი რუსული თვითმფრინავი, რომლებიც ფინეთის ყურესა და ბალტიის ზღვაზე - NATO-ს საჰაერო სივრცესთან ახლოს იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი რუსული თვითმფრინავი იდენტიფიცირებული იყო, როგორც რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ილ-20 სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელიც მიემართებოდა კალინინგრადის რეგიონში. მას კალინინგრადში დაფუძნებული ორი რუსული სუ-27 გამანადგურებელი დახვდა.  „ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რეგიონში უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ NATO მომავალშიც აქ დარჩება და დიდი ბრიტანეთი აგრძელებს ალიანსის საჰაერო სივრცის კოლექტიური დაცვის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა მაშინ ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა. 26 აპრილი - ბალტიის ზღვის თავზე, NATO-ს მოიერიშეებმა სამ რუსულ თვითმფრინავს, ბოლო 10 დღეში დაბრკოლება მეორედ შეუქმნეს

ბრიუსელში დაფუძნებული გამოცემა წერს, რას გულისხმობს ევროკომისიის ზეპირი მოხსენება საქართველოს შესახებ

უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმების კუთხით კარგ პროგრესს მიაღწიეს და მოსალოდნელია, რომ მათ მომდევნო თვეებში დაასრულებენ, საქართველოსგან კი, მეტი ძალისხმევაა საჭირო, - ბრიუსელში დაფუძნებული გამოცემა euractiv-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის ზეპირ მოხსებაშია აღნიშნული. euractiv-ის თანახმად, თბილისს სთხოვენ ფოკუსირება, მოახდინოს პოლიტიკურ დეპოლარიზაციაზე, სასამართლო რეფორმებზე, დეოლიგარქიზაციისა და მედიის თავისუფლების მიმართ უფრო სისტემურ და არა პიროვნულ მიდგომაზე. გამოცემის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან 3 (გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული; ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებასთან დაკავშირებული; სახალხო დამცველის დანიშვნასთან დაკავშირებული), სრულად შეასრულა. ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ ზეპირ მოხსენებას წარადგენს „თუმცა, ევროკავშირის მსურველი ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა, რამაც დასავლეთში შეშფოთება გამოიწვია დემოკრატიის მიმართ აღებული ვალდებულებებისა და ევროატლანტიკური ორიენტაციის კუთხით საქართველოს უკუსვლის გამო. ეს ასახულია იმ პუნქტებში, რომლებიც ქვეყნის დეპოლარიზაციას მოითხოვენ მათ შირუს „უხეში რიტორიკის დასრულებით“ და ასევე, პარლამენტის ეფექტიანი ზედამხედველობის შექმნას, კონსტრუქციული მრავალპარტიული შეთანხმებით", - ვკითხულობთ euractiv-ის მასალაში. გამოცემის თანახმად, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ პროგრესი ვერ აჩვენა მედიაპლურალიზმის კუთხით. GAC-ის ორდღიანი შეხვედრა 21-22 ივნისს შვედეთის ქალაქ უფსალაში ჩატარდება. წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ „ქართულმა ოცნებამ" გადადო მიღება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია ასახული. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.

პეკინთან მოლაპარაკებებიდან ერთი დღის შემდეგ, ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა - BBC

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს, დიქტატორი უწოდა. ამის შესახებ BBC იუწყება. ბაიდენის განცხადებას წი უძღოდა მოლაპარაკებები პეკინში, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სახელმწიფო მდიფანი, ენტონი ბლინკენი. ეს აუდიენცია სწორედ სდაძაბულობის განმუხტვას ისახავდა მიზნად. „მიზეზი, რის გამოც სი ძინპინი ძალიან განაწყენდა, იყო ის რომ, როდესაც მე ჩამოვაგდე ორი ვაგონი ჯაშუშური აღჭურვილობით სავსე ეს საჰაერო ბურთი,  მან არ იცოდა ამ ბურთის შესახებ. ეს კი დიქტატორებს ძალიან დიდი სირცხვილია,  როცა არ იციან, რა მოხდა“, - განაცხადა ბაიდენმა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ბაიდენის განცხადებებს „უკიდურესად აბსურდული და უპასუხისმგებლო" უწოდა. ოთხშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე სპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-ის ლიდერის კომენტარები იყო „ღიად პოლიტიკური პროვოკაცია", რომლებიც დიპლომატიურ ეტიკეტს არღვევს“.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6208 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6208 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6208 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6164 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0044 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8622 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8602 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0020 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ლატვია უკრაინას ვერტმფრენების ფლოტს უგზავნის

ლატვია უკრაინას ვერტმფრენების ფლოტს გაუგზავნის. Ukrinform-ის კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარიშმა ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა. „Stinger-ის ტიპის ყველა რაკეტა უკრაინაში გავგზავნეთ. ჩვენ ასევე გვყავდა ვერტმფრენების ფლოტი, ყველა ეს ვერტმფრენი - (ბოლო ჯერ კიდევ მზადების ეტაპზე გვყავს, რომ გამოსაყენებელად ეფექტიანი იყოს და კარგად გამოიყურებოდეს), უკრაინაში გაიგზავნება", - განაცხადა კარიშმა. გარდა ამისა, ლატვია უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნას გააგრძელებს. ამასთანავე, კიევს საბრძოლო მასალასა და თვითმფრინავებს მიაწვდის. მან ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობას. კარიშმა განმარტყა, რომ მთელი გაყინული რუსული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული უკრაინის აღდგენისთვის. 21-22 ივნისს ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენცია იმართება.