ძებნის რეზულტატი:

უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

უზენაესმა სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი. ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა - მეორე ინსტანციამ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ადვოკატებმა საჩივარი უზენაეს სასამართლოშიც შეიტანეს, უზენაესმა კი 19 ივნისს საჩივარი დაუშვებლად ცნო.  

იაპონიის ახალი ელჩი საქართველოში: ცენტრალურ აზიასა და შავ ზღვას შორის სატრანსპორტო დერეფნის სისტემაზე, საერთაშორისო ინტერესი მზარდია

იაპინის საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს. იშიძუკა ჰიდეკიმ იმამურა აკირა შეცვალა. ახალმა ელჩმა მიმართვა გაავრცელა. ის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პირობას დებს. „ეს ჩემი პირველი საჯარო გზავნილია თქვენთვის. ელჩის პოზიციაზე დანიშვნით, დღეს პირველად ჩამოვედი საქართველოში და აეროპორტში თბილი მიღებით კარგად მივხვდი, თუ რატომ ირჩევს მრავალი ტურისტი სწორედ საქართველოს. საქართველოში ტოკიოდან ჩამოვფრინდი ევრაზიის კონტინენტის თავზე გადაფრენით. გზად წიგნის კითხვისას, ღრმად შთამაგონა კავკასიის უძველესმა ისტორიამ, რომელიც აღმოცენდა სამი რეგიონის - აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის გადაკვეთაზე. დიდი სურვილი მაქვს, მაქსიმალური ძალისხმევა გავწიო, რათა კიდევ უფრო გავაღრმავო იაპონიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა და ახალი განზომილება შევმატო ჩვენს ორმხრივ მეგობრობას. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია თქვენთან თანამშრომლობა ამ პროცესში და იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის. იაპონიის საელჩოს აკისრია მნიშვნელოვანი მისია - სათანადოდ ემსახუროს საქართველოში მცხოვრებ იაპონიის მოქალაქეებსა და კომპანიებს, გაწიოს საკონსულო მომსახურება და გასცეს ვიზები საქართველოს მოქალაქეებზე, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო მიმოსვლას და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას. როგორც იცით, საქართველომ გადალახა კოვიდპანდემიით გამოწვეული ზიანი და მიაღწია ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს ბოლო ორი წლის განმავლობაში. მზარდია საერთაშორისო ინტერესი ცენტრალურ აზიასა და შავ ზღვას შორის სატრანსპორტო კორიდორის სისტემაზე. ამავდროულად, იაპონიაში უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართული სამზარეულო, ღვინო, ხელოვნება და მთლიანობაში, საქართველოს კულტურა. 2022-2023 წლებში აღინიშნა ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე, რასაც მრავალი ღონისძიება და მაღალი რანგის ვიზიტი მიეძღვნა. პარტნიორების მხარდაჭერით, იაპონური კულტურის მიმართ საქართველოში ინტერესი გაიზარდა და მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდა. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, დავინიშნო იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში ამ პერიოდში. არ დავიშურებ ძალისხმევას, სათანადოდ შევასრულო ჩემი მოვალეობები და ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო მეტად შევუწყო ხელი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის“, - აცხადებს იაპონელი დიპლომატი მიმართვაში, რომელსაც იაოპინიის საელჩო ავრცელებს.

მაღაროელების მხრიდან ხელფასის 20%-იანი ზრდის მოთხოვნა, ალოგიკურია - „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი

ჭიათურაში კომპანიის ფინანსური ზარალი 12 მლნ დოლარს შეადგენს და ამ ფონზე მაღაროელების მხრიდან ხელფასის 20%-იანი ზრდის მოთხოვნა, ალოგიკურია, - ამის შესახებ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალურმა დირექტორმა, ლაშა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადების მიუხედავად, მაღაროელთა ნაწილის პროტესტი ჭიათურიდან თბილისში ინაცვლებს ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა „ცალსახად იყო მოთხოვნილი ხელფასების 20%-იანი მატება. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ წლებია კომპანია ზარალიანია. წლებია, ეს კრიზისი ჭიათურაში გრძელდება. 15% ჩვენი არსებული სახელფასო ფონდიდან არის 10 მლნ დოლარის ოდენობით წლიური ხარჯი. სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ჩვენი მიზანია, სამუშაოები განვაახლოთ ჭიათურაში. არანაირად არ აქვს კომპანიას სურვილი, რომ ეს ყველაფერი შეჩერებული იყოს. ვცდილობთ, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ და ყველაზე მარტივ გამოსავლად გვეჩვენება მოლაპარაკება. მზად ვართ, ღია ვართ, დამოუკიდებელი აუდიტის ჩართულობით, კომისიის შექმნის გზით, რაც სახელმწიფოს მონაწილეობით იქნა შემოთავაზებული, რომელშიც ჩართული იქნებიან, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, მედიატორი, შრომის ინსპექტორი, დასაქმებულები და დამსაქმებლები. მზად ვართ, ერთობლივად შევისწავლოთ, თუ რა ხდება, რამ გამოიწვია ზარალიანობა ჭიათურაში, რატომ მივედით ამ შედეგამდე, რა გამოსწორების გზებს ვთავაზობთ ჩვენ დასაქმებულებს, ერთად ვიმსჯელოთ იმისათვის, რომ გამოვიყვანოთ კომპანია არსებული ფინანსური კრიზისიდან,“ - განაცხადა თუთბერიძემ. გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელები ასევე მოითხოვენ, 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულებას; ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერებას და გადახდის გადავადებას, აქამდე დარიცხულის გასტუმრებას; დაზღვევის შეცვლას და პირობების გაუმჯობესებას; დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლებას; უსაფრთხოების გაკონტროლებას. ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი.    უწყების ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც  დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე -  კომპანიის მენეჯმენტთან.    მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. „პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. ჭიათურაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.   „ადამიანები შიმშილობენ და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მდგომარეობას გავცნობოდი. იქ ვერ ვნახე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც მონიტორინგს გააკეთებდა და პირველი, რაც გავაკეთეთ, სასწრაფო დახმარების მობილიზება მოვახდინეთ და იმის მერე იქ არის.   ჩვენი ფუნქციაა, მხარეებს პოზიციის დაახლოებაში შევუწყოთ ხელი, მაგრამ ამ შემთხვევაში კერძო კომპანიაა, დასაქმებულები არიან და სახელმწიფოს ჰყავს დანიშნული მედიატორი, რომელიც მუშაობს შეთანხმების მიღწევაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოზიტიური როლი შევასრულოთ.   მაღაროში დასაქმებულების შრომითი პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. ვცდილობთ, რომ ეს პროცესი მივიდეს შეთანხმებამდე, სადაც დამსაქმებელიც დათმობს პოზიციებს და ეს პოზიციები მისაღები იქნება პროტესტის მონაწილეებისთვის. ჩვენი თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა იოსელიანმა „ტვპირველის“ ეთერში. 

პროკურატურამ ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პრიკურატურამ "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელს ბრალი წარუდგინა. "გამოძიებით დადგინდა, რომ 17 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე, ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გამოთქმული განცხადებების და განხორციელებული ქმედებების გამო, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“-ს დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი იმავე დღეს დააკავეს", - წერს პროკურატურა. უწყების ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია). დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შეგახსენებთ, დღეს 17 ივნისს გორში "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.   

ისრაელი ევროპასა და აზიას შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირის შექმნას გეგმავს

ისრაელი 254-კილომეტრიან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზების აგებას გეგმავს ხმელთაშუა ზღვასა და წითელ ზღვას შორის, რაც თავის მხრივ, უწყვეტ კავშირს უზრუნველყოფს ევროპასა და ყურის ქვეყნებსა და აზიას შორის, განაცხადა ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ. Reuters-ის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული ჯგუფი - EAPC კაბელს ნავთობსადენის მარშრუტის გასწვრივ ააშენებს, რომელიც ისრაელის გავლით, ხმელთაშუა ზღვის პორტ აშკელონიდან ეილატამდე (ქალაქი სამხრეთ ისრაელში, წითელი ზღვის ნაპირზე), წითელი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში გადის. EAPC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იციკ ლევიმ ხაზი გაუსვა, რომ პროექტის განხორციელებისას, ისრაელი პოზიციონირებს, როგორც საკომუნიკაციო სახმელეთო ხიდი, რომელიც აკავშირებს ყურის ქვეყნებსა და აზიას ევროპასთან. ვარაუდობენ, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროები შეუერთდება ისრაელს გლობალური კომუნიკაციების პროექტში.  

უკრაინისთვის კომპენსაციის გადახდამდე, ბრიტანეთში რუსეთის ქონება გაყინული დარჩება

ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრების შესახებ გამოაცხადა. ახალი კანონმდებლობოს ფარგლებში, ბრიტანეთში რუსეთის ქონება გაყინული დარჩება, ვიდრე მოსკოვი უკრაინისთვის კომპენსაციის გადახდას დაეთანხმდება. ახალი ზომებით, ნებისმიერი ინდივიდი, რომელიც სანქციების ფარგლებში დასახელდება, ვალდებული იქნება, ბრიტანეთში არსებული თავისი ქონების შესახებ განაცხადოს. ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, გაყინული ქონება მოხმარდება უკრაინის რეკონსტრუქციას, რაც ინდივიდუალური სანქციების მოხსნას არ გამოიწვევს.  

ზურაბ ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ სოსო მაისურაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს ბრალდებულის პატიმრობის შუამდგომლობით გორის რაიონულმა პროკურატურამ მიმართა. გამოძიების ვერსიით, 17 ივნისს გორის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე, ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გამოთქმული განცხადებების და განხორციელებული ქმედებების გამო, პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი 18 ივნისს დააკავეს. ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი ქვებს ისვრის - "გირჩი-მეტი თავისუფლება" პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია - ჰერჩინსკი შეგახსენებთ, ბორჯომში 17 ივნისს, „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის" ბანაკში მყოფ ადამიანებს თავს დაესხნენ, რასაც წინ უძღოდა “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერ, ზურა ჯაფარიძეზე ფიზიკური თავდასხმა - ხსენებულ ბანაკში მას ლექცია უნდა ჩაეტარებინა. ზურაბ ჯაფარიძესა და ბანაკზე თავდასხმის ფაქტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.  

ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები პარლამენტთან კარვების გაშლას გეგმავენ

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები, რომლებიც პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ, დაშლას არ აპირებენ და ღამეს ადგილზე გაათენებენ. ერთ-ერთი მაღაროელის, ტარიელ მიქაძის განცხადებით, გაფიცულები, სამართალდამცველებთან შეთანხმებით, პარლამენტის შენობის წინ კარვებს გაშლიან. აქცია 20 ივნისს, 18:00 საათზე განახლდება. ასევე, მაღაროელები და მათი მხარდამჭერები, ხვალ პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობას გეგმავენ. „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადების მიუხედავად, მაღაროელთა ნაწილის პროტესტი ჭიათურიდან თბილისში ინაცვლებს გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელები ასევე მოითხოვენ, 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულებას; ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერებას და გადახდის გადავადებას, აქამდე დარიცხულის გასტუმრებას; დაზღვევის შეცვლას და პირობების გაუმჯობესებას; დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლებას; უსაფრთხოების გაკონტროლებას. ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი.    უწყების ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც  დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე -  კომპანიის მენეჯმენტთან.    მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. „პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. ჭიათურაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.   „ადამიანები შიმშილობენ და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მდგომარეობას გავცნობოდი. იქ ვერ ვნახე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც მონიტორინგს გააკეთებდა და პირველი, რაც გავაკეთეთ, სასწრაფო დახმარების მობილიზება მოვახდინეთ და იმის მერე იქ არის. ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა ჩვენი ფუნქციაა, მხარეებს პოზიციის დაახლოებაში შევუწყოთ ხელი, მაგრამ ამ შემთხვევაში კერძო კომპანიაა, დასაქმებულები არიან და სახელმწიფოს ჰყავს დანიშნული მედიატორი, რომელიც მუშაობს შეთანხმების მიღწევაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოზიტიური როლი შევასრულოთ.   მაღაროში დასაქმებულების შრომითი პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. ვცდილობთ, რომ ეს პროცესი მივიდეს შეთანხმებამდე, სადაც დამსაქმებელიც დათმობს პოზიციებს და ეს პოზიციები მისაღები იქნება პროტესტის მონაწილეებისთვის. ჩვენი თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა იოსელიანმა „ტვპირველის“ ეთერში.    „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 20%-იანი ზრდის მოთხოვნა, ალოგიკურია.

საქართველოში, ალეპოში, ყირიმსა და დონბასში პუტინის აგრესიის ტენდენციის გამო, რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების იმედი გაქრა - სტოლტენბერგი

პუტინმა დააბრუნა ომი ევროპაში. ცივი ომის შემდეგ ჩვენ ყველას გვინდოდა და ვმუშაობდით უფრო მშვიდობიანი ურთიერთობებისთვის რუსეთთან. თანდათან ეს იმედები გაქრა, პრეზიდენტ პუტინის აგრესიული ქცევის მაგალითების გამო საქართველოში, ალეპოში, ყირიმსა და დონბასში. ამის შესახებ NAT0-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ, რუსეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ყველა დარჩენილი ილუზია დაამსხვრია. „ამდენად, ჩვენ ისტორიის გარდამტეხ მომენტში ვართ და რასაც ჩვენ ვაკეთებთ ან არ ვაკეთებთ, ახლა განსაზღვრავს ჩვენს უსაფრთხოებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის შეფასებით, მოსკოვი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალას იყენებს, ამის მაგალითებია სისასტიკე გროზნოში, შეჭრა საქართველოში, ალეპოს დაბომბვა, ომი უკრაინაში. რუსეთის აგრესიის მაგალითი, რომელიც ვნახეთ მეზობლების წინააღმდეგ, მათ შორის საქართველოში 2008 წელს, აღარ უნდა განმეორდეს - სტოლტენბერგი NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, რაც 2008 წელს საქართველოთი დაიწყო. სტოლტენბერგის თქმით, ფუნდამენტურად, რისიც პრეზიდენტ პუტინს ნამდვილად ეშინია, არის არა NATO, არამედ, თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოებები, რომლებიც ძირს უთხრიან მის ძალაუფლებას მოსკოვში. „უფრო საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ, მეზობლად გვყავს რუსეთი, რომელიც მზად არის მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, არაერთხელ, არამედ რამდენჯერმე ბოლო წლების განმავლობაში, რაც ფაქტობრივად 2008 წელს საქართველოთი დაიწყო“. „დანარჩენ ევროპას თუ შევხედავთ - დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას - ისინი სხვადასხვა მხარეს იყვნენ ომებში, რომლებიც ევროპაში საუკუნეების განმავლობაში მძვინვარებდა, და ახლა ისინი საუკეთესო მეგობრები და მოკავშირეები არიან NATO-სა და ევროკავშირში. ამდენად, რა თქმა უნდა, სწორი იყო ამის იმედი გვქონდა რუსეთთან ჩვენს ურთიერთობაშიც. მაგრამ შემდეგ, თანდათანობით, დავინახეთ, რომ რუსეთი სხვაგან მიდიოდა საკუთარი ქმედებებით საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც მან საკუთარი გავლენის სფეროს დამყარება სცადა, რომელშიც დიდი ერები აკონტროლებენ, რას აკეთებენ პატარა ერები. და შემდეგ NATO-ს თანდათანობით, რა თქმა უნდა, დასჭირდა არა დიალოგზე, არამედ, შეკავებასა და თავდაცვაზე აქცენტის გაკეთება, კონკრეტულად კი, 2014 წლიდან. ასე რომ, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, გქონდეთ ერთგვარი აკადემიური დისკუსია - ეს მნიშვნელოვანია - იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო სხვანაირად. მაგრამ საერთო სურათი არის ის, რომ ჩვენ, NATO-ს მხრიდან, ნამდვილად ვცდილობდით რუსეთთან ურთიერთობას. ფუნდამენტურად, რისიც პრეზიდენტ პუტინს ნამდვილად ეშინია, არის არა NATO, არამედ, თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოებები, რომლებიც ძირს უთხრიან მის ძალაუფლებას მოსკოვში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მას არ სურს იხილოს წარმატებული, თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა: ვინაიდან ამან ნამდვილად კითხვის ქვეშ დააყენა მისი იდეა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართოს და დარჩეს ხელისუფლებაში რუსეთში“, - ასევე განაცხადა იენს სტოლტენბერგმა 8 ივნისს.  

ძლიერი წვიმის შედეგად, დიდ დიღომში საავტომობილო გზის ნაწილი დაიტბორა

ძლიერი წვიმის გამო დიდ დიღომში საავტომობილო გზის ნაწილი დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ 112-ზე შეტყობინება არ შესულა. ფოტოს სოციალური ქსელის მომხმარებლები ავრცელებენ. 19 ივნისს დღის ბოლოდან 22 ივნისამდე, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი და ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.  

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ოლიგარქ ოლან შორის პრორუსული პარტია აკრძალა

ორშაბათს მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა პრორუსული პარტია შორი, რომელიც თვეებია, საპროტესტო აქციებს მართავს და რომელსაც ბიზნესმენი, ილან შორი ხელმძღვანელობს. ილან შორს დასავლეთი და მოლდოვის მთავრობა ადანაშაულებენ ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში. ამის შესახებ Reuters-ი წერს. სასამართლომ ისრაელში მცხოვრები ილან შორის ხელმძღვანელობით პარტია არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. მისმა გადაწყვეტილებამ დაუყონებლივ აკრძალვა გამოიწვია და იუსტიციის სამინისტრო შექმნის კომისიას, რომელიც დაასრულებს პარტიის დაშლის ყველა იურიდიულ პროცედურას. პრორუს პოლიტიკოსსა და ოლიგარქს, ილან შორს მოლდოვის სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა 13 აპრილს, დაუსწრებლად მიუსაჯა. მან მოლდოვა 2019 წლის ივნისში დატოვა და ახლა სავარაუდოდ, ისრაელში იმყოფება, სადაც ის ასევე მოქალაქეობას ფლობს. შორის 250 მლნ დოლარის ღირებულების ქონებასაც ჩამოართმევენ. შორი და მისი ამავე სახელწოდების პოლიტიკური პარტია აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებიან 2022 წლის ოქტომბრიდან. აშშ-ის შეფასებით, შორი დაკავშირებულია სისტემურ კორუფციასთან და მოლდოვაში არჩევნებში ჩარევასთან. მედიაში ხშირად ვრცელდება ცნობები, რომ შორი და მისი პოლიტიკური ფრაქცია ასევე აფინანსებენ ბევრ ანტისამთავრობო პროტესტს პრეზიდენტ მაია სანდუს წინააღმდეგ. მოლდოვის პრემიერ მინისტრმა დორინ რეჩანმა თებერვლის ბოლოს განუცხადა TV8-ს, რომ ხელისუფლებამ იცის რამდენიმე მიმდინარე რუსული სცენარი ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის, მათ შორის კიშინიოვის აეროპორტის კონტროლის გეგმის შესახებ. ცნობისთვის, შორის 2017 წელს, მოლდოვის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოლდოვის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული. 2018 წლის თებერვალში შორი პარლამენტის დეპუტატი გახდა. მოლდოვაში, 2019 წლის ივნისში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და სადეპუტატო იმუნიტეტი ჩამოერთვა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქებს სანქციები დაუწესა საიდუმლო დოკუმენტი მოლდოვაში დესტაბილიზაციის შესახებ რუსეთის 10-წლიან გეგმას ავლენს - CNN  

დანია უკრაინელი სამხედროებისთვის, $3 მილიარდზე მეტი მოცულობის დახმარების გამოყოფას გეგმავს

დანიის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარება 2023-2028 წლებში 21,9 მილიარდ დანიური კრონამდე - 3.21 მილიარი ამერიკულ დოლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტრო 19 ივნისს აცხადებს. იტყობინება Reuters-ი. დახმარება გაიგზავნება ფონდის მეშვეობით, რომელიც დანიამ მარტში შექმნა, როგორც ქვეყნის მისწრაფების  ნაწილი, იყოს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი. ფონდი თავდაპირველად შეიქმნა 7 მილიარდი დანიური კრონით, რომელიც უნდა დაიხარჯოს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სამხედრო საჭიროებებზე. ამ ეტაპზე ზუსტად ცნობილი არ არის, რა თანხაა უკვე გაგზავნილი. „მე ვამაყობ, რომ დანია გააგრძელებს მნიშვნელოვან კონტრიბუციას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტროელს ლუნდ პულსენმა განცხადებაში.  

ზალუჟნის თქმით, შეტევითი ოპერაცია გეგმის მიხედვით გრძელდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ოკუპანტები ცდილობენ, უკრაინელების წინსვლა შეაჩერონ, თუმცა უკრაინის შეტევითი ოპერაცია გეგმის მიხედვით გრძელდება. „მტერი ცდილობს ხელი შეუშალოს ჩვენი ქვედანაყოფების წინსვლას. ამისათვის მან განალაგა საფორტიფიკაციო ნაგებობები დიდი რაოდენობის რეზერვებით", - დაწერა ზალუჟნიმ ორშაბათს Telegram არხზე. მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მტრის სასტიკი წინააღმდეგობისა, უკრაინელი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად. „ოპერაცია გეგმის მიხედვით გრძელდება", - აღნიშნავს ზალუჟნი. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში რვა დასახლება, მათ შორის პიატიხატკი გაათავისუფლეს. განაცხადა 19 ივნისს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა. უკრაინამ დეოკუპაციის მორიგი ეტაპი დაიწყო უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ მთლიანობაში, ტავრიის ჯარების ოპერატიული და სტრატეგიული ჯგუფის ქვედანაყოფები 7 კილომეტრამდე სიღრმეზე მიიწევდნენ წინ. „სამხრეთით აღებული ტერიტორია 113 კვადრატული კილომეტრს შეადგენს“ - განაცხადა მალიარმა. სამხრეთით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეტევითი ოპერაციები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა. უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა ტავრიის მიმართულებით 10125 საცეცხლე მისია შეასრულეს, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 1 010 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. "უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 997 ტანკს, 7 750 ჯავშანმანქანას, 3 888 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 314 საბრძოლო თვითმფრინავს და 306 ვერტმფრენს, 6 645 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 393 უპილოტო საფრენ აპარატს, 531 ერთეულ სპეცტექნიკას, 1 214 ფრთოსან რაკეტას", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილას ტურისტები გადაჰყავდა

BBC-ის თანახმად, ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილას ტურისტები გადაჰყავდა. დაწყებულია სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, როდესაც პატარა წყალქვეშა სადგურთან კონტაქტი დაახლოებით საათსა და 45 წუთის შემდეგ დაიკარგა. ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავიდი და მისი ვაჟი სულემანი, ნათქვამია მათი ოჯახის განცხადებაში. კომპანია Ocean Gate Expeditions-მა „ტიტანიკის“ დაღუპვის ადგილას ჩაშვებისთვის განკუთვნილი წყალქვეშა აპარატის გაუჩინარება დაადასტურა. „ჩვენ ვსწავლობთ და ავამოქმედეთ ყველა საშუალება, რათა ეკიპაჟი სახლში ცოცხალი და უვნებელი დავაბრუნოთ. სრულად ვართ კონცენტრირებული გუნდის წევრებსა და მათ ოჯახებზე. გულწრფელ მადლობას ვუხდით იმ დახმარებისთვის, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის უწყებებისა და ზღვაში მომუშავე კომპანიებისგან მივიღეთ ჩვენს ეკიპაჟთან კავშირის დამყარების ძალისხმევისთვის", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ტიტანიკი აისბერგს1912 წლის 14 აპრილს, საუთჰემპტონიდან ნიო-იორკამდე მისი პირველი მოგზაურობის დროს შეეჯახა. იმ დღეს 2200 მგზავრიდან 1500-ზე მეტი დაიღუპა.  

აშშ-ის გენერალური პროკურორი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია

აშშ-ის გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი 19 ივნისს მოულოდნელი ვიზიტით ესტუმრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC). Reuters-ის ცნობით, მან შეხვედრა გამართა სასამართლოს მთავარ პროკურორთან, რაც იყო მორიგი ნიშანი იმისა, რომ ვაშინგტონი ცვლის პოლიტიკას საერთაშორისო სასამართლოს მიმართ. აშშ ICC-ის წევრი არ არის და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში სანქციებიც დაუწესა სასამართლოს მაღალი თანამდებობის პირებს. ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დროს ეს სანქციები გაუქმდა და ვაშინგტონი მხარს უჭერს ICC-ის მიერ ჩატარებულ სამუშაოს, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ომის დანაშაულების გამოძიებისას. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.  

უკრაინელებსა და ოკუპანტებს შორის 4 მიმართულებით 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა - გენშტაბი

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა, ­- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს „მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე. მძიმე ბრძოლები გრძელდება - გასული დღის განმავლობაში 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

მაკრონის თქმით, SAMP/T-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა უკრაინაშია

ფრანგულ-იტალიური საშუალო მანძილზე მოქმედი SAMP/T ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა უკრაინაშია. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სისტემა ექსპლუატაციაშია და იცავს ძირითად ობიექტებს და სიცოცხლეს. SAMP/T Mamba არის ევროპაში შემუშავებული პირველი საშუალო რადიუსის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა. ის უკვე განლაგებულია რუმინეთში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შავი ზღვის პორტის კონსტანცის დასაცავად. SAMP/T-ს შეუძლია, გაანადგუროს თვითმფრინავი 3 კმ-დან 100 კმ-მდე მანძილზე და ბალისტიკური რაკეტები 3 კმ-დან 25 კმ-მდე და მსგავს სიმაღლეზე.  

ბელორუსის აგრესორ სახელმწიფოდ აღიარებისა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, რადაში რეზოლუციის პროექტი წარადგინეს

უკრაინელი დეპუტატების ჯგუფმა უმაღლეს რადაში დაარეგისტრირა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ბელორუსს აგრესორ ქვეყნად აღიარებს. უკრაინული მედია სახალხო დეპუტატ იაროსლავ იურჩიშინზე დაყრდნობით წერს, რომ ბელორუსი პასუხისმგებელი უნდა იყოს სრულმასშტაბიან ომზე, რადგან მის ტერიტორიას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის იყენებენ.   განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უკრაინის პარლამენტი ბელორუსს აგრესორ სახელმწიფოდ აღიარებს და სხვა მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს იგივე გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. ასევე მოუწოდებს მთავრობას, „დაუყოვნებლივ შეიმუშაოს უკრაინასა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხი“.   რეზოლუციის პროექტი ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გაზარდოს სასანქციო ზეწოლა მინსკზე და ომის დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა უზრუნველყოს.  

ბაიდენის თქმით, პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია

ვლადიმერ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე „რეალურია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 20 ივნისს. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა 16 ივნისს განაცხადა, რომ პირველი რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი განლაგდა ბელორუსში. ჯო ბაიდენმა რუსეთის რუსეთის ეს ქმედება „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო“ ნაბიჯად შეაფასა. „როდესაც დაახლოებით ორი წლის წინ აქ ვიყავი და ვამბობდი, რომ ვღელავდი მდინარე კოლორადოს დაშრობაზე, ყველა ისე მიყურებდა, თითქოს, გიჟი ვიყავი. ისინი ასევე მიყურებდნენ, როცა ვთქვი, რომ ვღელავ, პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ეს რეალურია“, - განუცხადა ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში დონორთა ჯგუფს.