ძებნის რეზულტატი:
საია: სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულის სასარგებლოდ შსს-ს ზიანის ანაზღაურება დაევალა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირის სასარგებლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზიანის ანაზღაურება დაევალა. ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. საია-ს შეფასებით, ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი. „თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 2.5-წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით, ასევე შრომისუნარიანობის შემცირების გამო ყოველთვიური სარჩოს სახით 1155 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე. გადაწყვეტილება ამ დროისთვის კანონიერ ძალაში შესული არ არის. ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხრივ, დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი. ამასთან, ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არაა ხშირი ამ მოცულობით მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევები. აღსანიშნავია ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩოს ოდენობის და მისი ფარგლების ნაწილშიც“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში. ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ მოსარჩელის მდგომარეობისა და საქმის შინაარსის გათვალისწინებით, დროულად დასრულდება სასამართლოში მიმდინარე საქმის წარმოება და მოსარჩელე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, უახლოს მომავალში შეძლებს გადაწყვეტილების აღსრულებას. საია: ევროპულმა სასამართლომ 20-21 ივნისს დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო საიას დახმარებით 15-მდე პირმა უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარჩოს დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელეთა შორის არიან ჟურნალისტები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ასევე, - შემთხვევითი გამვლელები და აქციის მონაწილეები. საიამ მოსარჩელეთა სახელით ასევე, მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც. ევროპულმა სასამართლომ საქმეების არსებითი განხილვა 2021 წლის 07 ივნისს დაიწყო. გაგზავნილი საჩივრები ჯამში 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ.
მოვუწოდებ სამართალდამცავებს, ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება - ომბუდსმენი
ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება, - ამის შესახებ სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს. თბილისში, ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ „ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას, ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ. აგრესიას, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში არსებობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის, თუ ცხოვრებაში გადმოვიტანთ, აუცილებლად მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას, რაც ჩვენმა სამშობლომ ერთხელ უკვე იწვნია და რომლის შედეგებსაც დღესაც მწარედ ვიმკით. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება და გატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შესაძლო ძალადობის ფაქტზე“, - წერს იოსელიანი.
ამერიკულმა კომპანია General Electric-მა რუსეთში გაზის ტურბინების მომსახურება შეწყვიტა - „კომერსანტი“
19 ივნისიდან ამერიკულმა კომპანია General Electric-მა რუსეთის თბოელექტროსადგურებში დამონტაჟებული საკუთარი გაზის ტურბინების მომსახურება შეწყვიტა. ეს ნაბიჯი აშშ-ის გაფართოებული სანქციების ძალაში შესვლას მოჰყვა. ეს ზომა ამერიკულ კომპანიებს რუსეთში ვინმესთვის საინჟინრო მომსახურების გაწევას უკრძალავს. ინფორმაციას Reuters-ი რუსულ გაზეთ „კომერსანტზე“ დაყრდნობით ავრცელებს. GE-მ რუსეთში ტურბინის მონიტორინგის სისტემაზე წვდომა დახურა, პერსპექტივაში კი, შესაძლოა, მისი ტურბინებისათვის სათადარიგო ნაწილების მიწოდებაც შეწყვიტოს. რუსეთის ენერგეტიკულ სისტემაში GE-სის გაზის ტურბინების საერთო სიმძლავრე 5 გიგავატს, ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე კი, 8 გიგავატს შეადგენს. მომსახურების შეწყვეტა ყველაზე კრიტიკულია ისეთის ძლიერი მოდელებისთვის, რომლებიც სურგუტის, შატურისა და შუა ურალის ჰიდროელექტროსადგურებში აყენია. შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს ჯერ არ დაუწესებიათ სანქციები, რომლებიც რუსეთისთვის გაზის ტურბინების კომპონენტების მიწოდებას პირდაპირ კრძალავს.
ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ასევე ყველას უნდა მოვუწოდოთ, ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას - კობახიძე ბერძენიშვილზე
რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ასევე ყველას უნდა მოვუწოდოთ, ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება - ომბუდსმენი თბილისში, ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ „თუ საქმე გვაქვს ძალადობასთან, ძალადობა მიუღებელია. ერთი რამ მინდა გავიმეორო, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციისთვის, რადიკალიზმის გაღვივებისთვის, აგრესიის დათესვისთვის და პირდაპირ უპირისპირდებიან იმ ყველაფერს, რაც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ იდენტობას, პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ჩართული არიან მიუღებელ აგიტაციაში, ებრძვიან ჩვენს 250 წლის წინ გარდაცვლილ მეფეებს, გმირ მეფეებს და ასე შემდეგ. არ შეიძლება, ასე საზოგადოებაში შუღლის გაღვივება, ეს სწორი არ არის. რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ასევე ყველას უნდა მოვუწოდოთ, ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას. არ შეიძლება, ადამიანი, თუ არ ვცდები პროფესორის სტატუსით სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს, ერეკლე მეორე გალანძღა, დავით აღმაშენებელი და ასე შემდეგ. ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, რაც შეეხება შუღლის გაღვივებას, ესეც მიუღებელია. იმედი მაქვს, მომავალში შუღლის, რადიკალიზმის გაღვივება აღარ მოხდება“,- განაცხადა კობახიძემ.
ყაზახეთი „დრუჟბას“ ნავთობსადენით, გერმანიაში ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს
ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალმასადამ სატკალიევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყაზახეთი აპირებს, „დრუჟბას“ ნავთობსადენის საშუალებით გაზარდოს ნავთობის ექსპორტი გერმანიაში. მინისტრის ინფორმაციით, ტრანსპორტირების ზრდა ახალ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ არის შესაძლებელი. „ჩვენ დავიწყეთ მცირე მოცულობებით, დაახლოებით 20,000 ტონა თვეში წლის დასაწყისში. ახლა, მიღწეული შეთანხმებების წყალობით, ჩვენ ვგეგმავთ ყაზახური ნავთობის მიწოდების გაზრდას თვეში 100,000 ტონამდე“, - განაცხადა სატკალიევმა. ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ საუბარია მიწოდებებზე, რომლებიც საცდელია როგორც ყაზახეთისთვის, ასევე, გერმანიისთვის. „ჩვენ ვიკვლევთ ნავთობის დიდი მოცულობის მიწოდების შესაძლებლობას. ამ მიწოდების შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება მიწოდების მოცულობის ზრდაზე საუბარი“, - აღნიშნა მინისტრმა. ნავთობსადენ„დრუჟბაზე“, რომლითაც ნავთობი რუსეთიდან ევროპას მიეწოდება, გაჟონვა დაფიქსირდა „დრუჟბას“ ნავთობსადენი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. მისი საერთო სიგრძეა დაახლოებით 5200 კმ. და მილსადენის მარშრუტი რუსეთიდან ბელორუსში გადის, სადაც ორ განშტოებად იყოფა: ჩრდილოეთით (ბელორუსი, პოლონეთი და გერმანია) და სამხრეთით (უკრაინა, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი). „დრუჟბის“ მილსადენი არის მთავარი მარშრუტი, რომლითაც ნედლი ნავთობი გერმანიას მიეწოდება. გერმანია და ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარების მიზნით, ნაბიჯების გააქტიურებას გეგმავენ ყაზახეთისა და გერმანიის პრეზიდენტებმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ასტანაში მოლაპარაკებები გამართეს. იუწყება ყაზახური მედია. გერმანია და ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარების მიზნით, ნაბიჯების გააქტიურებას გეგმავენ სახელმწიფოს მეთაურებმა ყაზახეთ-გერმანიის სტრატეგიული პარტნიორობის მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში. „იმედით ვარ სავსე და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ჩემი მომავალი ვიზიტისადმი გერმანიაში, სექტემბერში. ასევე ძალიან ვაფასებ თქვენს გადაწყვეტილებას ეწვიოთ მანგისტაუს რეგიონს. ვფიქრობ, ეს იქნება ჩვენი მიღწევების მაჩვენებელი ბიზნესში და ზოგადად, პარტნიორობაში. როგორც მივხვდი, თქვენც აპირებთ საზღვაო პორტის მონახულებას“, - მიმართა თოყაევმა შტაინამიერს. ცნობისთვის, ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ, შტაინმაიერი 21-23 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთს ეწვევა.
ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს - უკრაინა
დღეს რუსმა სამხედროებმა ხერსონის საცხოვრებელი კვარტლები დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს. „დაღუპულია 27 წლის მამაკაცი. დაზიანებულია სასწრაფო დახმარების მანქანა“, - განაცხადა ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ალექსანდრე პროკუდინმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
მედია: ბულგარეთში 370 პრორუსული პროპაგანდისტული ვებგვერდი გამოავლინეს
სოფიაში დაფუძნებული სოციალური კვლევების ფონდის ანალიზმა გამოავლინა 370 ვებგვერდი, რომლებიც ავრცელებენ რუსულ პროპაგანდას და დეზინფორმაციას, წერს Euractiv 20 ივნისს. „2022 წელს რუსული პროპაგანდა მძლავრად გავრცელდა ბულგარეთის ონლაინ სივრცეში. 2021 წელთან შედარებით, 2022 წლის ბოლოს ის თითქმის 20-ჯერ გაიზარდა“. დეზინფორმაციული აქტივობები დაიწყო მცირე ქსელით, რომელიც გავრცელდა სულ მცირე 370 ვებგვერდზე. ეს ზრდის თითოეულ შეტყობინებაზე წვდომას დაახლოებით 400-ჯერ, ასკვნის ანალიზი. ცნობილია, რომ მოსკოვი იყენებს საინფორმაციო ომის ინსტრუმენტებს, დეზინფორმაციასა და პროპაგანდას, რათა შეარყიოს უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა მიმდინარე შეჭრის დროს. 2022 წლის ოქტომბრიდან ESTAT-ის მიერ ბულგარეთში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა დაახლოებით 67.5%-მა განაცხადა, რომ ბულგარეთმა უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის მიმართ. დაახლოებით 16,3%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას, ხოლო 8,6%-მა განაცხადა, რომ რუსეთს უნდა დაუჭიროს მხარი. მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთის პრეზიდენტი, რუმენ რადევი აკრიტიკებდა უკრაინაში იარაღის გაგზავნის საკითხს, მედიის ცნობით, მთავრობა კიევს იარაღს აწვდიდა მესამე მხარის დახმარებით. ახლახან დანიშნულმა მინისტრთა კაბინეტმა გამოავლინა ინტერესი, შეუერთდეს ევროკავშირის ძალისხმევას, კიევს მიაწოდოს 2,2 მილიარდი დოლარის ღირებულების საარტილერიო ჭურვები.
მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 5.8%-ით შემცირდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.0 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სახეზეა ინდექსის 5.8-პროცენტიანი კლება. საქსტატის ცნობით, 2023 წლის აპრილთან შედარებით, ფასები 0.1 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.01 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამასთან, ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 0.6-პროცენტიანი მატება ლითონის მადნებზე. ამავე პერიოდში ფასები 0.6 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც – 0.48 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ასევე, ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების (-10.6-პროცენტიანი კლება ძირითად ქიმიურ ნივთიერებებზე და ქიმიურ პროდუქტებზე. გარდა ამისა, ფასების 5.3-პროცენტიანი შემცირება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა. „12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 12.2 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების 17.9-პროცენტიანი კლება ლითონის მადნებზე; დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები შემცირდა 4.8 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის კლებაზე -3.92 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები 3.1 პროცენტით შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სასმელები, ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (-40.4 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (-19.8 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 7.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -0.69 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები შემცირდა 11.3 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.3 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხუთმა ევროპულმა სახელმწიფომ, „მისტრალის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის განზრახვას ხელი მოაწერა - Reuters
საფრანგეთმა, ბელგიამ, კვიპროსმა, ესტონეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს გეგმას, რომელიც ფრანგული „მისტრალის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივად შესყიდვას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების თქმით, შესაბამის წერრილს ხელი მოეწერა პარიზში, თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებისას, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კონტინეტზე საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების ხელშესაწყობად, ევროპის ძალისხმევის კოორდინაციას ისახავს მიზნად. Reuters-ის თანახმად, გერმანიამ გასული წლის ოქტომბერში გაანაწყენა საფრანგეთი, როდესაც გამოაცხადა გეგმის შესახებ NATO-ს 14 მოკავშირესთან ერთად შეესყიდა სისტემები, რათა დაეცვა მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიები სარაკეტო თავდასხმებისგან. მას შემდეგ 17-მა ქვეყანამ, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ასევე, ბრიტანეთმა და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ, რომლებიც ტრადიციულად მიმართავენ შეერთებულ შტატებს სამხედრო აღჭურვილობის მისაღებად, შეთანხმება გააფორმეს.
მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით უკრაინის წინსვლა გრძელდება - უკრაინის გენშტაბი
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები წინსვლასა და ახალი ადგილების დაკავებას აგრძელებენ. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს "შეტევითი მოქმედებები გრძელდება მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით, კერძოდ: გასული დღის განმავლობაში, ნოვოდარივკა - პრიიუტნეს, მაკარივკა - რივნოპილისა და ნოვოდანილივკა - რობოტინეს მიმართულებებით უკრაინელმა სამხედროებმა ნაწილობრივ წარმატებებს მიაღწიეს, ისინი დამკვიდრებული არიან მიღწეულ ხაზებზე", - განაცხადა გენშტაბის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
გერმანია ბაზარზე მწვანე წყალბადის გავრცელების მიზნით, საქართველოს 23 მილიონ ევროს გამოუყოფს
გერმანია საქართველოს 23 მილიონ ევროს გამოუყოფს ბაზარზე მწვანე წყალბადის გავრცელების მიზნით. ამის შესახებ გერმანიისა და საქართველოს მთავრობები ბერლინში ორდღიანი სამთავრობო მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ. მთლიანობაში მხარეებმა დაახლოებით 68 მილიონი ევროს ღირებულების ღონისძიებათა პაკეტი შეიმუშავეს მომდევნო ორი წლის პერიოდისთვის. საქართველოსა და გერმანიის მთავრობები განვითარების პოლიტიკის სფეროში დღეს დასრულებული სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში, ენერგოსექტორში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. „გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო ბაზარზე მწვანე წყალბადის გავრცელების მიზნით, საქართველოს 23 მილიონ ევროს გამოუყოფს. ეს თანამშრომლობა პირველი საინვესტიციო პროექტია მწვანე წყალბადის ტექნოლოგიის კუთხით კავკასიის რეგიონში. მრავალი ჰიდროელექტროსადგურის, მზის მაღალი გამოსხივებისა და ქარის ძალიან კარგი პირობების გამო, რეგიონს განახლებადი ენერგიების და ამით მწვანე წყალბადის პოტენციალი აქვს. გამოყოფილი თანხები მომდევნო წლების განმავლობაში უნდა მოხმარდეს ელექტროლიზის ქარხნის, წყალბადის რეზერვუარისა და ამისათვის საჭირო ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას. ენერგოსექტორის გარდა მხარეები ასევე სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ. ღონისძიებათა პაკეტი მომდევნო ორი წლისთვის მთლიანობაში 68 მილიონამდე ევროს მოიცავს. მაგალითად, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში უნდა გაუმჯობესდეს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისსა და ბათუმში, რათა ქალაქები მეტად მდგრადი და მომავალზე ადაპტირებადი გახდეს. დაგეგმილია ასევე სპეციალისტების მომზადება ქართული კომპანიებისათვის“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.
პუტინი, რომელიც აცხადებდა თავს ოსეთის გადამრჩენად, აქტიურად არის გადასული მათ გენოციდზე - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერს, რომ ზაპოროჟიეს ოლქში განადგურდა ეთნიკური ოსებისაგან დაკომპლექტებული ბატალიონი. "19 ივნისს უკრაინელებმა აიღეს პიაწიხატკი ზაპოროჟიეს ოლქში, ოპერაციის დროს გაანადგურეს ცხინვალის რეგიონის რამდენიმე ასეული ეთნიკური ოსებისაგან დაკომპლექტებული ბატალიონი. ამგვარად, პუტინი, რომელიც აცხადებდა თავს ოსეთის გადამრჩენად, აქტიურად არის გადასული მათ გენოციდზე", - წერს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
ჩინეთმა და კატარმა უმსხვილესი, 27-წლიანი გარიგება გააფორმეს - ჩინეთი არაბული სახელმწიფოსგან წელიწადში, 4 მილიონ ტონა თხევად ბუნებრივ აირს შეისყიდის
ჩინეთის ნავთობის ეროვნულმა კორპორაციამ (CNPC) და QatarEnergy-მ ხელი მოაწერეს 27-წლიან შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოსგან წელიწადში 4 მილიონ ტონა თხევად ბუნებრივ აირს (LNG) შეისყიდის. ამის შესახებ Reuters-ი წერს. CNPC ასევე მიიღებს წილს კატარის თხევადი გაზის პროექტის აღმოსავლეთით გაფართოებაში, განაცხადა QatarEnergy-ის ხელმძღვანელმა, საად ალ-ქააბიმ ხელმოწერის დროს. „დღეს ჩვენ ვაფორმებთ ორ შეთანხმებას, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ძლიერ ურთიერთობებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და კატარის ენერგეტიკული პროდუქტების საკვანძო ბაზართან“, - აღნიშნა ქააბიმ. იდენტური გარიგების ფარგლებში, ნოემბერში, QatarEnergy-მა 27-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა ჩინურ Sinopec-თან. კატარი მსოფლიოში LNG-ის მთავარი ექსპორტიორია. LNG-ზე კონკურენცია გაიზარდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, განსაკუთრებით, ევროპას სჭირდება დიდი თანხები რუსული გაზის ჩანაცვლებისთვის, რომელიც ადრე კონტინენტის იმპორტის თითქმის 40%-ს შეადგენდა. ჩინეთის ეროვნული ნავთობის კორპორაცია არის ჩინეთის ნავთობისა და გაზის მთავარი ეროვნული კორპორაცია და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ინტეგრირებული ენერგეტიკული ჯგუფი. მისი შტაბ-ბინა პეკინში მდებარეობს.
უნგრეთმა და სერბეთმა ნავთობსადენის მშენებლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
სერბეთმა და უნგრეთის ხელისუფლებამ ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. ნავთობსადენი სავარაუდოდ, უნგრეთის ტერიტორიაზე „დრუჟბას“ ნავთობსადენს დაუკავშირდება. ყაზახეთი „დრუჟბას“ ნავთობსადენით, გერმანიაში ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს დოკუმენტს ხელი მოაწერეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ და სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, დუბრავკა ჯედოვიჩმა. სერბეთსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა სოფელ პალიჩში, სერბეთის ტერიტორიაზე, უნგრეთის საზღვართან გაიმართა. მას ესწრებიან ორი ქვეყნის პრეზიდენტები, ალექსანდრ ვუჩიჩი და კატალინა ნოვაკი, ასევე, პრემიერ-მინისტრები, ანა ბრნაბიჩი და ვიქტორ ორბანი და მთავრობის წევრები. ბელგრადი ადრე შეთანხმდამილსადენის 128 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე, რომლის სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს. მისი სეგმენტი აშენდება სერბეთის ქალაქ ნოვი სადსა და უნგრეთის ალჯოს შორის, საზღვართან ახლოს. „დრუჟბას“ ნავთობსადენი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. მისი საერთო სიგრძეა დაახლოებით 5200 კმ. და მილსადენის მარშრუტი რუსეთიდან ბელორუსში გადის, სადაც ორ განშტოებად იყოფა: ჩრდილოეთით (ბელორუსი, პოლონეთი და გერმანია) და სამხრეთით (უკრაინა, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი). „დრუჟბის“ მილსადენი არის მთავარი მარშრუტი, რომლითაც ნედლი ნავთობი გერმანიას მიეწოდება.
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები, „ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობს მართავენ
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები, რომელთა ნაწილმა პროტესტი თბილისში განაგრძო, პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობს მართავენ. ოფისთან დაგეგმილია განცხადების გაკეთება. მსვლელობის დასრულების შემდეგ, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია 18:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ კვლავ განახლდება. ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები პარლამენტთან კარვების გაშლას გეგმავენ „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადების მიუხედავად, მაღაროელთა ნაწილის პროტესტი ჭიათურიდან თბილისში ინაცვლებს პროტესტის მონაწილეებმა მოუწოდეს პოლიტიკოსებს, აქციაზე მისვლისგან თავი შეიკავონ. გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელები ასევე მოითხოვენ, 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულებას; ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერებას და გადახდის გადავადებას, აქამდე დარიცხულის გასტუმრებას; დაზღვევის შეცვლას და პირობების გაუმჯობესებას; დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლებას; უსაფრთხოების გაკონტროლებას. ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი. უწყების ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე - კომპანიის მენეჯმენტთან. მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. „პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. ჭიათურაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი. „ადამიანები შიმშილობენ და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მდგომარეობას გავცნობოდი. იქ ვერ ვნახე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც მონიტორინგს გააკეთებდა და პირველი, რაც გავაკეთეთ, სასწრაფო დახმარების მობილიზება მოვახდინეთ და იმის მერე იქ არის. ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა ჩვენი ფუნქციაა, მხარეებს პოზიციის დაახლოებაში შევუწყოთ ხელი, მაგრამ ამ შემთხვევაში კერძო კომპანიაა, დასაქმებულები არიან და სახელმწიფოს ჰყავს დანიშნული მედიატორი, რომელიც მუშაობს შეთანხმების მიღწევაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოზიტიური როლი შევასრულოთ. მაღაროში დასაქმებულების შრომითი პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. ვცდილობთ, რომ ეს პროცესი მივიდეს შეთანხმებამდე, სადაც დამსაქმებელიც დათმობს პოზიციებს და ეს პოზიციები მისაღები იქნება პროტესტის მონაწილეებისთვის. ჩვენი თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა იოსელიანმა „ტვპირველის“ ეთერში. „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 20%-იანი ზრდის მოთხოვნა, ალოგიკურია.
კულტურის სამინისტრომ კინოცენტრის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს, „უსაფუძვლო აჟიოტაჟი“ უწოდა
საქართველოს კულტურის სამინისტრო უსაფუძვლო აჟიოტაჟს უწოდებს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (კინოცენტრში) ირგვლივ შექმნილ სურათს. სამინისტრომ ვრცელი განცხადება Facebook გვერდზე განათავსა. წულუკიანის უწყების განცხადებით, „აჟიოტაჟმა კამპანიური ხასიათი მიიღო და ემსახურება საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართულად მიწოდებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, სწორედ კინოცენტრს აყენებს მნიშვნელოვან ზიანს“. განცხადების თანახმად, 2023 წლის 10 ივნისს, კინოცენტრში გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც 12 ივლისს დასრულდება და სისტემის რეფორმის პირველ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. „არასერიოზულად გამოიყურება ზოგიერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, კინოცენტრის რეფორმა და მისი გაძლიერების პრიორიტეტი კინოს დარგში ცენზურას ისახავდეს მიზნად. მოცემულ უსაფუძვლო განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილია და ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის ოფისში ქართული კინოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული ნაბიჯია, თავის მართლებას არავინ აპირებს არც ახლა და არც - მომავალში", - წერია განცხადებაში. სამინისტრო აცხადებს, რომ კინოხელოვანებთან შეხვედრების სერიას ზუსტად ისევე გამართავს, როგორც ეს მოხდა თეატრის შესახებ კანონისა და სახელოვნებო განათლების რეფორმების შემთხვევაში, როდესაც, უწყების შეფასებით, არაერთი თვის განმავლობაში, დარგის სპეციალისტების ჩართულობით შექმნილი ჯგუფები სამინისტროსთან ერთად მუშაობდნენ არაერთი საჭირბოროტო საკითხის გადასაჭრელად. „საქდოკ ფილმი" კობახიძის განცხადებას კინოს ცენზურისკენ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნევს ირაკლი კობახიძე: აუცილებლად სამარცხვინო ფილმები უნდა დააფინანსოს კინოცენტრმა? „კინოს შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, საჭიროა, თავად კინოცენტრს სურდეს რეფორმა ქართული კინოს ინტერესების გათვალისწინებით, იყოს ამისათვის მზად და, საკუთარი თავით ტკბობის ნაცვლად, საკუთარი თავის ჩაყენება თანაბრად სურდეს ყველა თაობის კინოხელოვანის სამსახურში მის ხელთ არსებული ფინანსური, ბიუროკრატიული, საერთაშორისო და სხვა რესურსით. ვთვლით, რომ ტელეფონით და მეგობრობით მოგვარებული საქმეები არ არის მდგრადი სისტემა და ამგვარი სისტემის არარსებობა ზიანს აყენებს ქართულ კინოსა და შემოქმედებით თავისუფლებას", - წერია განცხადებაში. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები, რასაც წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული შეფასებები და კინოცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. რეორგანიზაციის პარალელურად, კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ფინანსისტი, კობა ხუბუნაია, რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს უწყებებებში მუშაობდა, კინოწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ კი, „პოსტ ტვ-ს“ წამყვანი, სოციოლოგი ბაჩო ოდიშარია დაინიშნა.
ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო NDI-ის ხანგრძლივი და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და კარგი მმართველობის მხარდასაჭერად. "გამოითქვა მზაობა, რომ საქართველოს მთავრობასა და NDI-ს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის დინამიკა გაგრძელდება და მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი განხორციელდება. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და აშშ-ის მხრიდან 30 წლის განმავლობაში გაწეული ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელების პროცესზე. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი. ითქვა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროკავშირი: უნგრეთმა უნდა განმარტოს თავისი როლი უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებაში
ევროკავშირმა განაცხადა, რომ უნგრეთმა რუსეთიდან უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაში თავისი როლი უნდა განმარტოს. უკრაინული მედია ევროკავშირის სპიკერის, პიტერ სტანოს კომენტარს ციტირებს. სტანომ კომენტარი გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომ უნგრეთში იმყოფება 11 უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებიც მან რუსეთის ფედერაციიდან გაიყვანა და მათთან არ უშვებს უკრაინელ დიპლომატებს. „რაც შეეხება უნგრეთს, მისმა ხელისუფლებამ უნდა ახსნას დეტალები და მონაწილეობა რუსეთის მიერ სამხედრო ტყვედ მყოფი უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლებაში, ასევე ამ საკითხზე უნგრეთის კომუნიკაცია უკრაინის ხელისუფლებასთან“, - განაცხადა პიტერ სტანომ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მიესალმება ომის ტყვეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში არ იყვნენ ინფორმირებული რუსეთის და უნგრეთის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების თაობაზე და ამის შესახებ მედიით და უნგრელი ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებით შეიტყვეს. ამის გამო უკრაინამ უნგრელი დიპლომატი საგარეო უწყებაში დაიბარა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის განცხადებით, მათ აცნობეს კიევს უკრაინელი სამხედრო ტყვეების უნგრეთში გადაყვანის შესახებ მაშინ, როდესაც ეს მოხდა და რომ ისინი უნგრეთში ჩასვლის შემდეგ აღარ არიან ტყვეები. განახლება: უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ უარყო მისი მთავრობის მონაწილეობა რუსეთიდან უნგრეთში 11 უკრაინელი სამხედრო ტყვეის გადაყვანაში. „ვფიქრობ, კარგი ამბავია, რომ ისინი თავისუფლები არიან და რომ გაიმართა კონსულტაციები საეკლესიო და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის, სადაც უნგრეთის სახელმწიფო აბსოლუტურად არ იყო ჩართული“, - განაცხადა სიიარტომ.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6164 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.6164 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6164 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6057 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0107 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8602 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8446 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0156 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ ზეპირ მოხსენებას წარადგენს
22 ივნისს, გენერალურ საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ შეხვედრაზე, ევროკომისია ზეპირ მოხსენებას წარადგენს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით. GAC-ის ორდღიანი შეხვედრა 21-22 ივნისს შვედეთის ქალაქ უფსალაში ჩატარდება. რადიო თავისუფლების წინასწარი ინფორმაციით, 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში, რომელსაც ამ კვირაში უნდა მოუსმინონ, შემდეგი ასპექტები იქნება: 12-დან სამი რეკომენდაცია სრულადაა შესრულებული; საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას, სასამართლო რეფორმებს, დეოლიგარქიზაციასა და მედიის თავისუფლებას. ზეპირი მოხსენებების წინასწარი ტექსტი თითოეული ქვეყნის შესახებ დაახლოებით 2-2 გვერდს მოიცავს. რეკომენდაციების შესრულება ფასდება 4-ელემენტიანი სისტემით: „არანაირი პროგრესი“; „ნაწილობრივი პროგრესი“; „კარგი პროგრესი“; „შესრულებული“. ევროკომისიის მოხსენების თანახმად, საქართველომ 12 რეკომენდაციიდან: 3 სრულად შეასრულა (25%); 1 რეკომენდაციაზე საერთოდ არ აქვს პროგრესი (8%); 8 რეკომენდაციაზე „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს (67%). უკრაინამ 7 რეკომენდაციიდან: 2 სრულად შეასრულა (29%); 4-ზე აქვს გარკვეული პროგრესი (57%); 1-ზე აქვს კარგი პროგრესი (14%). მოლდოვამ 9 რეკომენდაციიდან: 3 სრულად შეასრულა (33%); 2-ზე კარგი პროგრესი აქვს (22%); 4-ზე - ნაწილობრივი პროგრესი (45%). ზეპირი მოხსენების სამუშაო ვერსიაში საქართველოს მიერ „შესრულებულად“ ჩათვლილი 3 რეკომენდაციაა: დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა; გენდერული თანასწორობა; ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება. 8 რეკომენდაცია, რომლის შესრულებაშიც საქართველოს „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს: დეოლიგარქიზაცია; პოლიტიკური პოლარიზაცია; ინსტიტუციების დამოუკიდებლობა; ინკლუზიური და ეფექტური სასამართლო რეფორმა; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; ადამიანის უფლებების დაცვა; სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 1 რეკომენდაცია, რომელზეც „არანაირი პროგრესი“ არ არის: მედიის პლურალიზმი. ამ ნაწილში მოხსენება ხაზს უსვამს, რომ საჭიროა ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მფლობელების უფლებების დაცვის დონის ამაღლება და მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილება. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის თანახმად, განახლებული შეფასება ერთგვარი შუალედური მიმოხილვაა იმ დასკვნამდე, რომელსაც ევროკომისია ოქტომბრის მეორე ნახევარში წარადგენს. „შესაბამისად, დეტალური შეფასების მოლოდინი ახლა არ უნდა შეგექმნათ. ოქტომბრის დოკუმენტი კი უკვე საფუძვლიანი იქნება და, რაც მთავარია, გადამწყვეტი რეკომენდაციებით - როგორ უნდა გაგრძელდეს ტრიოს ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობა. ამ რეკომენდაციებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები დეკემბერში ან დაამტკიცებენ, ან უარყოფენ“, - ამბობს იოზვიაკი. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი