ძებნის რეზულტატი:

ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი, კლინიკაში გარდაიცვალა

ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი, გოდერძი აფრასიძე კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გოდერძი აფრასიძე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძის გარდაცვალების გამო. თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გოდერძი აფრასიძის ოჯახს და ახლობლებს.  13 ივნისს, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა. დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც ის თბილისში სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  

ოკუპანტებსა და ჩვენს შორის 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით მოწინააღმდეგის 40 შეტევა მოიგერიეს, - ­ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული. „მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე. მძიმე ბრძოლები გრძელდება - გასული დღის განმავლობაში 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

რუსული წყაროები იუწყებიან, რომ მოსკოვთან დრონების აფეთქება იყო

რუსულენოვანი ტელეგრამ-არხები, მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ წერენ. დასახლება ლუკინო და ნარო-ფომინსკის რაიონი, სადაც რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილია დისლოცირებული, აფეთქებების ადგილებად არია მოხსენიებული. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ თანახმად, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს მოსკოვის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ლუკინოსთან მდებარე მინდორში და მოსკოვის ოლქში, ტამანის დივიზიის დისლოკაციის რაიონში. რუსეთის არმიის ეს დივიზია ნარო-ფომინსკის რაიონშია განთავსებული. მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით, ორი აპარატი ჩამოაგდეს სამხედრო ნაწილის საწყობებთან მიახლოებისას. ვორობიოვის თანახმად, შემთხვევის რაიონში სპეცსამსახურები მუშაობენ. მისივე თანახმად, დრონების აფეთქებას არცერთი ობიექტი არ დაუზიანებია და არავინ დაშავებულა, აპარატების ფრაგმენტები კი ექსპერტიზისთვის გაიგზავნა. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია გადამოწმებული არ არის. უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის გაცხადებული აქვს, რომ პუტინს და მოსკოვს თავს არ დასხმიან, რადგან უკრაინელები საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვიან. ზელენსკიმ განმარტა, რომ პუტინს საერთაშორისო ტრიბუნალს დაუთმობენ.  

ჩინეთმა და პაკისტანმა ატომური ელექტროსადგურის აშენების მიზნით, $4,8 მილიარდიანი შეთანხმება გააფორმეს

პაკისტანმა და ჩინეთმა სამშაბათს ხელი მოაწერეს 4,8 მილიარდი დოლარის ხელშეკრულებას, რომელიც 1200 მეგავატი სიმძლავრის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა და მიესალმა იმ ქვეყნის ინვესტიციას, რომელსაც პაკისტანი მიიჩნევს თავის ყველაზე საიმედო მოკავშირედ, იუწყება Reuters-ი. Chashma 5-ის პროექტზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყება.  „ჩინეთიდან 4,8 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ამ პროექტში აგზავნის მესიჯს, რომ პაკისტანი არის ადგილი, სადაც ჩინური კომპანიები და ინვესტორები აგრძელებენ თავიანთი ნდობისა და რწმენის გამოხატვას“, - აღნიშნა შარიფმა. Chashma 5 პენჯაბის ცენტრალურ პროვინციაში აშენდება. ჩინეთის მხარდაჭერა პაკისტანს წიაღისეული საწვავზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება. პაკისტანის ბირთვული ენერგიის წარმოების მთლიანი სიმძლავრე 1400 მეგავატამდე გაიზარდა, როდესაც ორი წლის წინ ქვეყნის მეექვსე ატომური ელექტროსადგური გაიხსნა. ეს 1100 მეგავატი სიმძლავრის სადგური, რომელიც სამხრეთ საპორტო ქალაქ ყარაჩიში მდებარეობს, ასევე ჩინეთის დახმარებით აშენდა. შარიფმა, რომლის მთავრობაც კრიზისის თავიდან ასაცილებლად მუშაობს, ჩინელ პარტნიორებს უახლესი პროექტისთვის მადლობა გადაუხადა. გაურკვეველია, არის თუ არა ახალი ინვესტიცია იმ 65 მილიარდი დოლარის ნაწილი, რომლის პირობაც ჩინეთმა მისი ინიციატივის - ერთი სარტყელი და გზა ფარგლებში გასცა. ახალი პროექტის დაწყება თავდაპირველად ორიოდე წლის წინ იყო დაგეგმილი და შარიფმა მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს იმის გამო, რომ დიდი დაგვიანების მიუხედავად, ხარჯები არ შეიცვალა. ამის ნაცვლად აღნიშნა, რომ ჩინელებმა პროექტის დასაწყებად, პირველადი, 30 მილიარდი პაკისტანური რუპია (104,53 მილიონი აშშ დოლარი) გაიღეს.  

უკრაინას NATO-ში გაწევრიანებისკენ საკუთარი გზა ექნება - პენტაგონი

უკრაინას NATO-ში გაწევრიანებისკენ საკუთარი გზა ექნება, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა. „NATO-ს აქვს ღია კარის პოლიტიკა გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რაზეც ჩვენ აქ, დეპარტამენტში ვართ ორიენტირებული, არის ის, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას დღეს ბრძოლის ველზე სჭირდება“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სასამართლომ ოთხი პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ოთხი პირი დამნაშავედ ცნო. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა უკანონო წვდომა მოიპოვეს უცხოური კომპანიების ელექტრონულ ფოსტაზე და მათი კონტრაგენტი საწარმოების იდენტური დასახელების იურიდიული პირები დააფუძნეს საქართველოში. „მსჯავრდებულებმა და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, სინგაპურში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და საფრანგეთში ოპერირებად კომპანიებს, რომელთა საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ ელექტრონული ფოსტის მიმოწერიდან, კონტრაგენტი საწარმოების სახელით გაუგზავნეს ცრუ შეტყობინებები და გასაწევი მომსახურების/შესაძენი საქონლის ღირებულება, მოტყუებით გადმოარიცხვინეს საქართველოში, მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, 2020 წლის განმავლობაში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ არარეზიდენტი კომპანიების კუთვნილ ჯამში 655 808 აშშ დოლარს. გამამტყუნებელი განაჩენით ოთხივე მსჯავრდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლება რკინიგზის „დაზიანების“ შესახებ იუწყება

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლება რკინიგზის „დაზიანების“ შესახებ აცხადებს. სერგეი აქსიონოვის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ფეოდოსიის რაიონში დაზიანებულ რკინიგზაზე მატარებლების მიმოსვლა შეჩერებულია. აქსიონოვი მიზეზს არ ასახელებს, თუმცა, წერს, რომ არავინ დაშავებულა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ანექსირებული ყირიმის რკინიგზაზე აფეთქებები 11 ივნისს და 18 მაისსაც მოხდა. რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა.  

გერმანია რუსეთში ახალ ელჩს გზავნის

გერმანიის მთავრობამ მოსკოვში ახალი ელჩი, ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფი დანიშნა. „დოიჩე ველეს“ თანახმად, ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფი გეზა ანდრეას ფონ გეირის შეცვლის, რომელიც რუსეთში გერმანიის ელჩის პოზიციას 2019 წლიდან იკავებს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ინფორმაციით, ელჩი მოვალეობის შესრულებას ამ ზაფხულს დაიწყებს. ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფი ამჟამად ბუნდესტაგის წევრია, სადაც საპარლამენტო პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის მოადგილის პოსტზე მუშაობს. გასულ წელს მოსკოვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთში გერმანიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობა ერთ-ერთ ყველაზე რთულ თანამდებობად იქცა, წერს „დოიჩე ველე“.  მიმდინარე წლის დასაწყისში, რუსეთმა რამდენიმე გერმანელი დიპლომატი გააძევა, რის მიზეზადაც ბერლინის მიერ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა დაასახელა. ინფორმაციისთვის, 56 წლის ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფს რამდენიმე თანამდებობა ეკავა გერმანიის საგარეო სამსახურში, მათ შორის მსახურობდა ვაშინგტონში პრესის დეპარტამენტში. 2003-2004 წლებში ლამბსდორფი რუსეთის საკითხებში ექსპერტად მსახურობდა.  

შსს-მ ერთ-ერთ კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციისას 8 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, გვიან ღამით ჩატარებული სპეცოპერაციისას 8 პირი დააკავეს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითაა დაწყებული, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას გულისხმობს. ამასთან, დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ენერგეტიკული თანამშრომლობის გაზრდის თვალსაზრისით, სამხრეთ გაზის დერეფანს დიდი პოტენციალი აქვს - სლოვენია

სლოვენია განახლებადი ენერგიის სფეროში აზერბაიჯანთან თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ხედავს , განაცხადა  სლოვენიის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ენერგეტიკის დირექტორატის ხელმძღვანელმა, ჰინკო სოლინჩმა Trend-თან ინტერვიუში. სოლინჩმა აღნიშნა, რომ სლოვენია ენერგორესურსების დივერსიფიკაციის გასაძლიერებლად ევროკავშირის ძალისხმევას მხარს უჭერს. მისივე თანახმად, სლოვენია მიესალმება ნებისმიერ პროექტს, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას და ხელს უწყობს უფრო მეტ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას. სოლინჩის თქმით, რაც უფრო მეტი პროვაიდერი იქნება ბაზარზე, მით მეტია კონკურენცია. „სლოვენიაში ჩვენ ამჟამად განსაკუთრებით ორიენტირებულნი ვართ მზის ენერგიის პოპულარიზაციაზე, სადაც ჩვენ ვხედავთ ყველაზე მეტ პოტენციალს. თუმცა ასევე ვგეგმავთ პროექტებს ქარის, ჰიდრო, გეოთერმული ენერგიისა და ბიომასის გამოყენებით, აგრეთვე წყალბადის წარმოებას ჰინკო სოლინჩმა აღნიშნა, რომ სლოვენია ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის პროვაიდერებს, თავი დააღწიონ რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას. „ერთ-ერთი პოტენციური ალტერნატიული წყარო ასევე არის აზერბაიჯანი. ამ მხრივ, ჩვენ ვხედავთ სამხრეთ გაზის დერეფანს, როგორც დიდ შესაძლებლობას ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გასაზრდელად", - აღნიშნა სლოვენიის ოფიციალურმა პირმა. სამხრეთის გაზის დერეფანმა ევროპაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანული გაზის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.  

ჩვენმა ქვეყანამ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია - ღარიბაშვილი

ჩვენმა ქვეყანამ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, რომლის აღსრულებაში ჩართულნი არიან სამთავრობო უწყებები და საერთაშორისო პარტნიორები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2023“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „რაც შეეხება ჩვენს ხედვას ამ მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით: ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, რომლის აღსრულებაში ჩართულნი არიან სამთავრობო უწყებები და საერთაშორისო პარტნიორები. ქვეყანაში ფუნქციონირებენ მკაფიოდ დელეგირებული უფლებამოსილებებით აღჭურვილი და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული უწყებები, რომელთა შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს ჩვენი მთავრობის მხრიდან. მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით წარმატებით ვთანამშრომლობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და ასევე სხვა პარტნიორებთან- ევროკავშირთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან. ჩვენს ქვეყანაში ვითარდება კიბერუსაფრთხოების სფეროში საგანმანათლებლო-კვლევითი მიმართულებაც, რათა ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს მოწინავე ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ფეხის აწყობა. და ბოლოს, დასკვნის სახით მინდა მოგახსენოთ, რომ ციფრული ტრანსფორმაციის და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევა, ჩვენი ქვეყნის უკეთესი, უფრო უსაფრთხო მომავლის საწინდარია და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის ნაწილი, რომელიც როგორც ჩვენ გავარკვიეთ , არის კიბერუსაფრთხოების განმტკიცება, ეს თანამედროვე ციფრული საზოგადოების და სისტემების ზოგადად მდგრადობას უზრუნველყოფს. კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. მე აღვნიშნე დასაწყისში, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის უკვე 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან გაიზრდება კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და ყურადღება. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ამ საკითხზე მსჯელობის სხვადასხვა ფორმატები, რის მაგალითიც დღევანდელი ფორუმია. კიდევ ერთხელ მე მინდა მთავრობის სახელით დაგიდასტუროთ ჩვენი მზაობა თანამშრომლობისთვის. მე მინდა ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადავუხადო და ფორუმის მონაწილეებს ვუსურვო წარმატებული დღე“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

თბილისის მერიამ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე ხელშეკრულება გააფორმა

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 160 ერთეული 18-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსების შესყიდვა მოხდება. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ავტობუსების ნაწილი 2024 წლის პირველ აპრილამდე შემოვა. „18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვისთვის გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელშიც „თეგეტა მოტორსმა“ გაიმარჯვა. 15 ივნისს მათთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება 160 ერთეული 18-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსების. ავტობუსების შემოყვანა მოხდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე, 2024 წლის პირველ აპრილამდე შემოვა 50 ავტობუსი, ხოლო დარჩენილი რაოდენობა - 2024 წლის ბოლომდე“, - აღნიშნა კახა კალაძემ. კალაძის თქმით, ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილი იქნება. „შეიძლება დაისვას კითხვა, თუ სად უნდა იმოძრაოს 18-მეტრიანმა ავტობუსებმა. ამისთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ქუჩები ინფრასტრუქტურულად ადაპტირებული გავხადოთ, რომ ამ ავტობუსებმა გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ და რაც შეიძლება მეტ მგზავრს მოვემსახუროთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. თბილისის მერმა კახა კალაძემ 18-მეტრიანი ავტობუსების თბილისის სატრანსპორტო ხაზებზე დამატების შესახებ, მერად პირველი ვადით არჩევიდან ერთი წლისთავზე, „გარემოსდაცვითი ხედვის" პრეზენტაციისას განაცხადა.  

მედია: ესპანეთმა შესაძლოა, ლიეტუვაში NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ვილნიუსის სამიტის დროს განათავსოს

ესპანეთი NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას ლიეტუვაში, NATO-ს სამიტის დროს გაგზავნის, რომელიც 11-12 ივლისს არის დაგეგმილი. ამის შესახებ ესპანური გაზეთი ABC იტყობინება. გამოცემის ცნობით, ამ გზით მადრიდი ვილნიუსთან, სამიტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ითანამშრომლებს.  NASAMS, რომელიც ლატვიაში 2022 წლის ივნისიდან არის განლაგებული, ლიეტუვაში გაიგზავნება. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც 2022 წელს მადრიდში NATO-ს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების შეხვედრაში მონაწილეობდა, შესაძლოა, ვილნიუსში ალიანსის სამიტზე ჩავიდეს. NASAMS – გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია დაბალ და საშუალო სიმაღლეზე მყოფი საჰაერო სამიზნეებისთვის, როგორებიცაა: რაკეტები, თვითმფრინავები თუ დრონები. კომპლექსი ნორვეგიულმა Norwegian Kongsberg-მა და ამერიკულმა Raytheon-მა შექმნეს.  

მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის - გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა "საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმ - 2023-ის" ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ფორუმის განმავლობაში დეტალურად გავეცნობით როგორც საქართველოს უწყებების საქმიანობას, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, მსურს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის. წარმატებას ვუსურვებ ფორუმის მონაწილეებს. დარწმუნებული ვარ, მსგავსი კონფერენციები და თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება და საქართველო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მსოფლიო კიბერუსაფრთხოების სფეროში,“- აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.  

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 10.50% ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 21 ივნისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.50 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს და მიმდინარე წლის მაისში წლიური ინფლაცია 1.5 პროცენტამდე (აპრილში - 2.7), ხოლო საბაზო - 3.9 პროცენტამდე (აპრილში - 4.7) შემცირდა. ინფლაციის შემცირებას, მეტწილად, ეგზოგენური შოკების ეტაპობრივი მილევის შედეგად, იმპორტული პროდუქტების ფასების შემცირება განაპირობებს. აღნიშნულ ტენდენციას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც უწყობს ხელს და, შესაბამისად, იკლებს ადგილობრივი ინფლაციაც და ინფლაციური მოლოდინებიც. თუმცა ადგილობრივი ინფლაციის კლება შედარებით მცირე ბიჯებით ხდება და მისი დონე ჯერ კიდევ მაღალია - მაისში 9.1 პროცენტი. სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მომდევნო თვეებში მიზნობრივი დონის ქვემოთ შენარჩუნდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტიანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება. მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა. "მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია. ამ ეტაპზე, ხელფასი-ფასის სპირალის განვითარების ცალსახა ნიშნები აღარ შეიმჩნევა. მიუხედავად პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯის წინა კვარტალთან შედარებით მცირე კლებისა, ის მაინც მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც საშუალო ხელფასების პროდუქტიულობაზე უფრო სწრაფად ზრდის ასახვაა და შრომის ბაზრის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას კვლავ საყურადღებო ფაქტორად ტოვებს. გარდა ამისა, მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გაურკვევლობის მთავარ წყაროდ რჩება. ამავდროულად, ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალია და 2023 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.7 პროცენტია, რაც მოთხოვნის მხრიდან წარმოქმნილ პოტენციურ ინფლაციურ ზეწოლას საყურადღებოს ხდის. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომაზე, ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო, რაც პოლიტიკის განაკვეთის მხოლოდ ზომიერი ბიჯებით შემცირებას გულისხმობს. წინა სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შემცირდა. შესაბამისად, ზემოთ აღწერილი რისკების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდა. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 2 აგვისტოს ჩატარდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად 30-მა ქვეყანამ აღიარა

ჰოლოდომორი (უკრ. Голодомор, შიმშილით სიკვდილი) უკრაინელების გენოციდად 30-მა ქვეყანამ აღიარა. ხორვატიის მთავრობამ მხარი დაუჭირა ჰოლოდომორის გენოციდად აღიარებას 15 ივნისს, ლუქსემბურგმა - 13 ივნისს. ბელგიამ ჰოლდომორი გენოციდად 10 მარტს აღიარა, ისლანდიამ - 23 მარტს. ჩეხეთმა - 2022 წლის აპრილში. გერმანიამ, რუმინეთმა და ირლანდიამ -  2022 წლის ნოემბერში და ბულგარეთმა - 2023 წლის თებერვალში. 2022 წლის დეკემბერში ევროპარლამენტმა ასევე ოფიციალურად აღიარა ჰოლოდომორი გენოციდად და მოუწოდა რუსეთს, ოფიციალური მოეხადა ბოდიში საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის. ბოლო ქვეყანა, რომელმაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, სლოვაკეთია. ჰოლოდომორი - 1932-1933 წლებში იოსებ სტალინის მმართველობის დროს, ადამიანის მიერ გამოწვეული შიმშილი, საბჭოთა კავშირზე იძულებითი კოლექტივიზაციისა და მარცვლეულის კონფისკაციის გზით. ჰოლდომორმა დაახლოებით, 3,5-დან 5 მილიონამდე უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა. ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნა.  საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.  2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული.  

პრემიერის თქმით, „მაკდონალდსში“ მიმდინარეობდა ბავშვებში პროპაგანდა, რაც „ამორალური და მიუღებელია“

„რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნის ქსელში, მაკდონალდსში, მიმდინარეობდა სწორედ ბავშვებში ეს პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური და მიუღებელი კამპანია, ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები , მაგრამ ეს არ არის საკმარისი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც უკვე მიმდინარეობს ბაღებსა და სკოლებში, უცხოეთში.  „მე თქვენი, „იმედის“ საშუალებით გავეცანი მონაცემებს, ბუნებრივია, ეს იყო უცხოური ორგანიზაციის კვლევა და როგორც თქვენ აღნიშნეთ 30 ქვეყანაში ჩატარდა ეს კვლევა და განსაკუთრებით საყურადღებო იყო საფრანგეთში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდების 22 % აცხადებს თავს ლგბტ-დ, რაც ვფიქრობ, არის საგანგაშო ტენდენცია. მიმაჩნია, რომ რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, ყველა ადამიანის უფლებაა ეს, თუ როგორი ცხოვრების წესს აირჩევს, ჩვენ არავის საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში არ ვერევით, ეს არის მიუღებელი აბსოლუტურად, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც უკვე მიმდინარეობს ბაღებსა და სკოლებში, უცხოეთში. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, ჩვენ ამას დავიცავთ, ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ, იმიტომ რომ დაუშვებელი და მიუღებელია სკოლებში, ბაღებსა და ახალგაზრდებში ამ თემის პროპაგანდა. რა თქმა უნდა, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნის ქსელში, მაკდონალდსში, მიმდინარეობდა სწორედ ბავშვებში ეს პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური და მიუღებელი კამპანია, ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები , მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის მიუღებელია ის პასუხი, რომ თურმე ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი და ამიტომაც ჩვენთანაც უნდა მივიღოთ. ასე არ მოხდება და მე ვფიქრობ, მისასალმებელია ის, რომ საზოგადოების რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და ადეკვატური“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორნების ქსელის - "მაკდონალდსის" მფლობელი, თემურ ჭყონია ამბობს, რომ ამ კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ბოდიშს იხდიდნენ ცნობილი მომღერლის, ელტონ ჯონის შესახებ ბროშურების გავრცელებისთვის, მასთან შეთანხმებული არ იყო. მისი თქმით, ეს არის კომპანიის "დირექტორის კატასტროფული მოქმედება". „წიგნი, რომელიც Happy Meal-ის მენიუს მოჰყვებოდა, გლობალური მაკდონალდსის კამპანიის ნაწილია და სხვადასხვა ცნობილი ადამიანის ბავშვობის შესახებ ჰყვება. ერთ-ერთი ბოლო გამოშვება მუსიკოსებს, არეტა ფრანკლინსა და ელტონ ჯონს ეხება. "მაკდონალდს საქართველოს" განცხადება კი, ამ ბროშურას შეეხებოდა“. 16 ივნისს კი კომპანიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ "მენეჯმენტი იზიარებს დაშვებულ შეცდომას და ბოდიშს უხდის საზოგადოებას". რამდენიმე საათში განცხადების ის ნაწილი, რომლითაც კომპანია ბოდიშს იხდიდა, შეიცვალა, მოგვიანებით კი საერთოდ წაიშალა ტექსტი. თემურ ჭყონიამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში რამდენიმე დღის წინ ისაუბრა მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ ელტონ ჯონის ბიოგრაფიის შესახებ ბროშურის გამო კომპანია "მაკდონალდს საქართველო" გააკრიტიკა. "არ გამოადგებათ ეს თემა უბრალოდ, იმდენად პოპულარულია "მაკდონალდსი"... ანტიდასავლური თემა ყველა ქვეყანაშია, ამერიკაშიც არსებობენ კომუნისტები, მაგრამ დომინანტური არ არის, ხო? საქართველოში მოსახლეობის 90%-ს თუ ევროკავშირის და NATO-ს წევრობა უნდა, ანტიდასავლური თემა როგორ გაიმარჯვებს? მცდელობა ყოველთვის იქნება. ქრისტეს ჰყავდა მოწინააღმდეგეები და "მაკდონალდს" რომ ჰყავდეს, რა პრობლემაა?" - ამბობდა თემურ ჭყონია.  

ვნახეთ, რომ სააკაშვილი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა და რაც დაგვიდგა, იყო მარტივი სპექტაკლი, შოუ, მასკარადი, თეატრი, ცირკი - ღარიბაშვილი

მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან - ყველამ ვნახეთ, რომ ეს ადამიანი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა, არაფერი ხდებოდა, ეს იყო ჩვეულებრივი, მარტივი სპექტაკლი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა. ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას - კობახიძე სააკაშვილზე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ - სააკაშვილი „მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან, მიუხედავად მისი სამარცხვინო განცხადებებისა და გამოსვლებისა. შეგახსენებთ, რომ იგი ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე წარდგა როგორც უკრაინის მოქალაქე და მოითხოვა უკრაინული ენის თარჯიმანი, რათა მას უკრაინულ ენაზე ესაუბრა. ამაზე მეტი დეგრადაცია და დაცემა ქართველი პოლიტიკოსის, მითუმეტეს, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მე მგონი, მსოფლიოს ისტორიას არ უნახავს. სააკაშვილმა რაც ჩაიდინა ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც ციხეში შევიდა, მთელი ეს შოუ, მასკარადი, თეატრი, ცირკი, რაც დაგვიდგა მან, ამის შემდეგ, რაც ის აღვირახსნილი, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი კამპანია აწარმოა მან, მისმა ოჯახმა და მისმა ლობისტებმა, ამისთვის ყოველ დღე მათ უნდა მოუხადონ ბოდიში ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს საზოგადოებას. ხომ ყველამ ვნახეთ, რომ ეს ადამიანი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა, არაფერი ხდებოდა, ეს იყო ჩვეულებრივი მარტივი ასე ვთქვათ, სპექტაკლი. ჩვენ ამას ვუხსნიდით საზოგადოებას, არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, რომ ეს იყო თამაში და სპეკულაციები,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ ყირიმში თავდაცვას აძლიერებს

ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთი აგრძელებს მნიშვნელოვანი ძალისხმევის დახარჯვას თავდაცვითი ხაზების მშენებლობაზე უკანა ზონებში, განსაკუთრებით, ოკუპირებული ყირიმის მისადგომებთან, განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ. „ეს თავდაცვა ხაზს უსვამს რუსეთის სარდლობის შეფასებას, რომ უკრაინულ ძალებს პირდაპირ შეუძლიათ, ოკუპირებულ ყირიმზე თავდასხმა“, - წერს სამინისტრო ტვიტერზე. ამდენად, რუსეთი მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტად ნახევარკუნძულზე კონტროლის შენარჩუნებას მიიჩნევს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.

სააკაშვილი არის პატიმარი და როცა შესაბამის ფიზიკურ მდგომარეობაში იქნება, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდება მისი გადაყვანა - ბრეგაძე

სააკაშვილი არის პატიმარი და როცა შესაბამის ფიზიკურ მდგომარეობაში იქნება, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდება მისი გადაყვანა, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა. „თუ პირს უნდა, რომ მონაწილეობა მიიღოს ქართულ პოლიტიკაში, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ მიიღებს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას. მიხეილ სააკაშვილს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ამიტომ, თუ მას უნდა, რომ იყოს ქართულ პოლიტიკაში, უნდა მიიღოს საქართველო მოქალაქეობა. ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი იღებს. შესაბამისად, მე ამ საკითხზე გამიჭირდება სამართლებრივი კომენტარის გაკეთება. რაც შეეხება ჩემს პიროვნულ დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით, აუცილებლად გეტყვით, რომ როდესაც ადამიანი არის სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობას დატოვებს, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას მიიღებს და სხვა სახელმწიფოს სამსახურში ჩადგება, მე ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნება, რომ ის იყოს მხოლოდ იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის სამსახურშიც ჩადგა,“ - განაცხადა ბრეგაძემ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.